wylis resursebi - wyalmciroba

 

წყალმცირობა - (ინგ. Tide) (რუს. Прилив и отлив)

წყლის რეჟიმის ფაზა. ეწოდება მდინარის ან ტბის წყლის ყველაზე დაბალ დონეს. წყალმცირობა წლის ცივ პერიოდში ძირითადად მიწისქვეშა წყლით საზრდოობაზე გადასვლით განაპირობებული მდინარის დაბალი დონე და მცირე ხარჯია (არანაკლებ 10 დღე-ღამის განმავლობაში). იწყება როგორც წესი, ზაფხულში. გრძელდება კლიმატური პირობების შესაბამისად, რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე. უპირისპირდება წყალმოვარდნას. ზომიერ და მაღალ სარტყლებში განარჩევენ ზაფხულისა და ზამთრის წყალმცირობას. მაგ., მდინარე ცხენისწყალზე წყალმცირობა ზამთარშია დამახასიათებელი. მტკვარზე წყალმცირობა იცის ივლისსა და აგვისტოში. ენგურზე და ბზიფზე წყალმცირობა ზამთარშია.