wylis resursebi - wyaldidoba

 

წყალდიდობა - (ინგ. Flood) (რუს. Наводнение)

წყლის დონის უეცარი მატება, განპირობებული თავსხმა წვიმებით ან თოვლის ინტენსიური დნობით. წყალმოვარდნა ძნელადპროგნოზირებადი მოვლენაა.

ძლიერმა წვიმამ შეიძლება გამოიწვიოს წყალდიდობა დიდ ტერიტორიაზე გავრცელებით, რომელმაც შესაძლოა ასევე გამოიწვიოს მეწყერები და ღვარცოფები მთიან რეგიონებში. ასეთი წყალდიდობები იწვევს მდინარეების გადმოსვლას ნაპირებიდან და სახლების დატბორვას. წყალდიდობა შეიძლება გაამწვავოს ხანძარმა წინმსწრები მშრალი სეზონის დროს, რომელიც იწვევს ქვიშიანი ან შლამიანი შემცველობის ნიადაგის ჰიდროფობიურობას ან წყლის გაუმტარობას. მთავრობები სხვადასხვა გზით ეხმარებიან ადამიანებს სველი სეზონის დროს წყალდიდობასთან გამკლავებაში. წყალდიდობის რუკა ადგენს თუ რომელი ადგილებია მიდრეკილი წყალდიდობისკენ. ეროზიის კონტროლის შესახებ ინსტრუქციები ასევე გაიცემა ტელეფონით ან ინტერნეტით.

სიცოცხლის ადაპტაცია

ადამიანები

სველი სეზონი არის აყვავების მთავარი პერიოდი სავანის კლიმატურ რეჟიმში. თუმცა, ეს ასევე ნიშნავს, რომ სველი სეზონი არის საკვების სიმცირის დრო სანამ მოსავალი მომწიფდება. ეს იწვევს სეზონური წონის ცვლილებებს ადამიანებში განვითარებად ქვეყნებში, ვარდნა ხდება სველი სეზონის დროს პირველი მოსავლის აღებამდე, როდესაც წონის მატება იწყება. მაღალი ტემპერატურის და ძლიერი წვიმების პერიოდებში იზრდება მალარიის შემთხვევები.

ცხოველები

ძროხები მშობიარობენ სველი სეზონის დასაწყისში. წვიმიანი სეზონის შემოტევა სიგნალს აძლევს მონარქი პეპლის გაფრენას მექსიკიდან. პეპლების ტროპიკულ სახეობებს ფრთებზე უფრო დიდი წერტილები აქვთ მტაცებელი ცხოველებისგან თავის დასაცავად და უფრო აქტიურები არიან სველი სეზონის დროს, ვიდრე მშრალი სეზონის დროს. სუბ-ტროპიკების ტროპიკულ და თბილ ადგილებში ამ წვიმების გამო მიმდებარე სანაპირო სველი მიწების შემცირებული მარილიანობა იწვევს ნიანგების ბუდობას. სხვა ჯიშები, როგორიცაა მდინარის გომბეშო ქვირითს ყრის სეზონური წვიმების შემდეგ რამდენიმე თვეში. არმადილო და ჩხრიალა გველი უფრო მაღალი მიწებისკენ მიიწევენ.

მდინარეთა წყალდიდობა

მდინარეთა წყალდიდობა ოთხი ტიპისაა, რომლებიც ერთმანეთისაგან განმეორების სიხშირით, მასშტაბით და მიყენებული ზიანის ოდენობით განსხვავდებიან.

უმნიშვნელო წყალდიდობა

დამახასიათებელია ვაკის მდინარეებისათვის, აღინიშნება 5-10 წელიწადში ერთხელ. წყალდიდობისას იფარება მდინარის მიმდებარე ტერიტორიის 1/10, არ იწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს და არ არღვევს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს.

მნიშვნელოვანი წყალდიდობა

დამახასიათებელია როგორც ვაკის, ისე მთის მდინარეებისათვის, აღინიშნება 20-25 წელიწადში ერთხელ. წყალდიდობისას ფარება მდინარის ხეობის მნშივნელოვანი ნაწილი. იწვევს არსებით მატერიალურ ზარალს, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ევაკუაციას და ცხოვრების ჩვეული რიტმის შეცვლას.

მასშტაბური წყალდიდობა

მოიცავს მდინარის მთელ აუზს, აღინიშნება 50-100 წელიწადში ერთხელ. ხშირ შემთხვევაში თითქმის მთლიანად იფარება მდინარის მიმდებარე ტერიტორია, დასახლებული პუნქტები. იწვევს დიდ მატერიალურ ზარალს, მკვეთრად ცვლის ადამიანთა ყოფა-ცხოვრებასა და სამეურნეო საქმიანობას, მოითხოვს მოსახლეობისა და მატერიალური ფასეულობების ევაკუაციას.

კატასტროფული წყალდიდობა

იტბორება უზარმაზარი ტერიტორიები, მთლიანად, პარალიზებულია ადმიანის საქმიანობა. მოიცავს არაერთი მდინარის აუზს, აღინიშნება 100-200 წელიწადში ერთხელ ან უფრო იშვიათად. ამგვარი წყალდიდობა იწვევს ადამიანთა მსხვერპლს, უდიდეს მატერიალურ ზარალს.