wylis resursebi - arteziuli wylebi

 

არტეზიული წყლები - (ინგ. Artesian aquifer) (რუს. Артезианские воды)

ღრმად განლაგებულ წყალგაუმტარ შრეებს შორის მოქცეული ჰიდრავლიკურ წნევიანი მიწისქვეშა წყალი. ასეთი წყალი ცნობილი იყო საფრანგეთში XII საუკუნიდან. არტეზიული წყლების არსებობას განაპირობებს სინკლინურ ან მონოკლინურ სტრუქტურაში წყალგაუმტარ შრეებს შორის წყალშემცველი შრის მდებარეობა. ამგვარ წყალშემცველ სტრუქტურას არტეზიული აუზი ეწოდება.

არტეზიული წყალი შეიძლება იყოს სასმელი, სამრეწველო, სარწყავი, თერმული და სამკურნალო.

საქართველოს ტერიტორიაზე დიდი არტეზიული აუზებია: ბზიფის, კოდორის, სამეგრელოს, კოლხეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, წყალტუბოს, არგვეთის, ქართლის,ალაზნისიორ-შირაქისმარნეულ-გარდაბნისა და ახალციხის.

სახელწოდება მომდინარეობს საფრანგეთის პროვინციის არტუას (ლათ. Artesium) სახელწოდების მიხედვით.