saqarTvelos buneba - zegani

საქართველოს ზეგნები

 

ზეგანი - (ინგ. ) (რუს. Плоского́рье)

დედამიწის ზედაპირის რელიეფის დადებითი ფორმა; მთიანი რელიეფის ვრცელი უბანი, ძირითადად წარმოდგენილი მოსწორებული ან ტალღოვანი წყალგამყოფებით. ზეგანი ზოგან ღრმა, ვიწრო ხეობებითაა ჩაჭრილი. ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით იყოფა დაბალ (1000 მეტრამდე) და მაღალ ზეგნებად. აბსოლუტური სიმაღლე 700–1500 მ და მეტი. ზეგნის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს რელიეფის ამაღლებული ფორმა - პლატო. გეოლოგიური სტრუქტურა რთულია. ზეგნის წარმოშობაში განარჩევენ სამ (ან უფრო მეტ) ეტაპს:

ხშირად ზეგანი ერწყმის უფრო მსხვილ ოროგრაფიულ ერთეულს, როგორიცაა მაგალითად მთიანეთი. ზოგჯერ ზეგანს უწოდებენ მაღლა აწეულ პლატოს.

ზეგანი 100 მ-მდე აბსოლუტური სიმაღლის მთიანი რელიეფის ვრცელი უბანია, რომელშიც ჭარბობს ბრტყელი ან სუსტად ტალღოვანი წყალგამყოფი ზედაპირები. ზოგჯერ ვიწრო ხეობებით არის გამოყოფილი. ზეგნების შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს პლატოები, რამაც, შესაძლოა, მათი გაიგივება  გამოიწვიოს.
ზეგნები წარმოიქმნება მთის ქანების – პლასტების ჰორიზონტალურად ჩალაგებული ფენებით, ბაქნიანი ტექტონიკური რეჟიმის პირობებში, საერთო ამაღლებისა და მნიშვნელოვანი ეროზიული დანაწევრების ზეგავლენით.

ყველაზე მსხვილი ზეგნებია შუა ციმბირის (რუსეთი) და ანატოლიის (თურქეთი).

საქართველოში ცნობილია მაგ.: ივრის ზეგანი.