saqarTvelos buneba - tba

საქართველოს ტბები

 

ტბა - (ინგ. Lake) (რუს. Озеро)

ჰიდროსფეროს კომპონენტი, რომელიც არის ბუნებრივად წარმოქმნილი წყალსატევი, რომელიც წყლით არის ავსებული ტბის ფიალის (ტბის სარეცლის) ფარგლებში და უშუალოდ არ უერთდება ზღვას (ოკეანეს). ტბებს შეისწავლის მეცნიერება ლიმნოლოგია. სულ მსოფლიოში არის დაახლოებით 5 მილიონი ტბა.

პლანეტოლოგიის თვალსაზრისით ტბა არის დროსა და სივრცეში სტაბილურად არსებული ობიექტი, რომელიც ავსებულია თხევად ფაზაში მყოფი ნივთიერებით და რომლის ზომები ზღვისა და ტბორის (გუბურას) ზომებს შორის არის.

გეოგრაფიის თვალსაზრისით ტბა არის შეკრული ჩაღრმავება ხმელეთის ზედაპირზე, რომელშიც წყალი ჩაედინება და გროვდება. ტბები არ არის მსოფლიო ოკეანის ნაწილი.

ტბების ქიმიური შემადგენლობა შედარებით დიდი ხნის განმავლობაში უცვლელია. მისი შემავსებელი ნივთიერება, მდინარისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად უფრო იშვიათად ახლდება, ხოლო მასში არსებული დინებები არ წარმოადგენს მისი რეჟიმის განმსაზღვრელ უპირატეს ფაქტორს. ტბები თავის ქვაბულებში აკავებს ნაღრუვალ წყლებს და გასცემს მას სხვა პერიოდებში, როთაც არეგულირებს მდინარეების ჩადინებას. ტბების წყლებში ქიმიური რეაქციები მიმდინარეობს. ერთი ელემენტები წყლიდან ფსკერის დანალექში გადადის, მეორენი პირიქით. მთელ რიგ მდინარეებში, უმეტესწილად იქ, სადაც არ ხდება ჩადინება, წყლის აორთქლების გამო იზრდება მარილების კონცენტრაცია. ამის შედეგად არსებითად იცვლება ტბების მინერალიზაცია და მარილების შემადგენლობა. წყლის მასის დიდი სითბური ინერციის წყალობით დიდი ტბები არბილებს ახლომდებარე რაიონების კლიმატს, ამცირებს მეტეოროლოგიური ელემენტების წლიურ და სეზონურ რხევებს.

ტბის ქვაბულების ფსკერის ფორმა, ზომები და რელიეფი არსებითად იცვლება ფსკერზე დანალექის დაგროვებისას. ტბების ამოზრდა ქმნის რელიეფის ახალ ფორმებს, ვაკისებურს და, შესაძლოა, ამობურცულსაც კი. ტბები და, განსაკუთრებით კი, წყალსაცავები ქმნის გრუნტის წყლების ნატბორს, რაც იწვევს მათ გარშემო ხმელეთის უბნების დაჭაობებას. ორგანული და მინერალური ნაწილაკების მუდმივი დაგროვების შედეგად ტბებში წარმოიქმნება ტბიური ნალექების მძლავრი ფენები. ეს დანალექები სახეს იცვლის წყალსატევების შემდგომი განვითარების, მათი ჭაობად ან მლაშობად გადაქცევის პროცესში. გარკვეულ პირობებში ისინი გარდაიქმნება ორგანული წარმოშობის მთის ქანებად.

ტბების კლასიფიკაცია:

ბუნებრივი
ანთროპოგენური (ხელოვნური)

წარმოშობის მიხედვით ტბა შესაძლოა იყოს:

ტექტონიკური: წარმოქმნილია დედამიწის ქერქში ბზარების ამოვსების გზით. ტექტონიკური ტბის ნათელი მაგალითია ბაიკალის ტბა.
მყინვარული: წარმოიქმნება მყინვარის დნობის შედეგად. ბოლო გამყინვარების პერიოდიდან შემორჩენილი ტიპობრივი მყინვარული ტბაა არბერზეე, რომელიც ბოგემის ტყის ყველაზე მაღალი მთის (1456 მ), დიდი არბერის ძირში მდებარეობს.
მორენული ტბები.
მდინარეული (ანუ ნაკალაპოტარი).
ზღვისპირა (ლაგუნა და ლიმანი). ყველაზე ცნობილია ვენეციის ლაგუნა, რომელიც ადრიატიკის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.
ჩანაქცევი (კარსტული, თერმოკარსტული). ზოგიერთი ჩანაქცევი ტბის თავისებურებაა მათი პერიოდული გაქრობა და გამოჩენა, რაც მიწისქვეშა წყლების თავისებურ დინამიკაზეა დამოკიდებული. ასეთი ტბის ტიპობრივი წარმომადგენელია ერწოს ტბა სამხრეთ ოსეთში.
ჭალის. ტბები ჭალების წყალობით წარმოიქმნება.
ნაყარით შეტბორებული: წარმოიქმნება მთის ნაწილის ჩამოშლის შედეგად (მაგალითად, რიწის ტბა აფხაზეთში).
მთის ტბა: განლაგებულია მთის ქვაბულებში.
კრატერული (ვულკანური): განლაგებულია ჩამქრალი ვულკანების კრატერებში და ამოფრქვევის მილებში. ევროპაში ამდაგვარი ტბები გერმანიაში, აიფელის ოლქშია. მათ მახლობლად ვლინდება სუსტი ვულკანური მოქმედება ცხელი წყაროების სახით.

ადგილმდებარეობის მიხედვით (პლანეტა დედამიწასთან მიმართებაში) ტბა შესაძლოა იყოს:

მიწისზედა, რომლის წყლები აქტიურად მონაწილეობს ბუნებაში წყლის წრებრუნვაში და მიწისქვეშა, რომლის წყლებით თუ მონაწილეობს წრებრუნვაში, მხოლოდ არაპირდაპირ. ზოგჯერ ეს ტბები იუვენილური, ანუ თვითნაბადი წყლით არის ავსებული.
მიწისქვეშა. მიწისქვეშა ტბების რიცხვს შეიძლება მივაკუთვნოთ ანტარქტიდის მყინვარქვეშა ტბაც მივაკუთვნოთ.

წყლის ბალანსის მიხედვით ტბა შესაძლოა იყოს:

ჩამდინარე (მასში წყალი ჩაედინება, უპირატესად, მდინარეების სახით).
ჩაუდინარი (არა ხდება ზედაპირული ჩადინება ან მეზობელ წყალშემკრებებში წყლის გადინება. წყლის ხარჯვა აორთქლების ხარჯზე ხდება).

მინერალიზაციის ტიპის მიხედვით:

მტკნარი
ულტრამტკნარი
მინერალური (მარილიანი)
მომლაშო
მლაშე

წყლის ქიმიური შემადგენლობის მიხედვით ტბა შესაძლოა იყოს:

კარბონატული (სოდიანი)
>სულფატური (მწარე-მლაშე)
ქლორიდული (მლაშე)

ტბაში არსებული ნივთიერებების საკვები ღირებულების (ტროფობის) მიხედვით ტბა შეიძლება იყოს:

ოლიგოტროფული (საკვები ნივთიერებების მცირე რაოდენობით) – ასეთი ტბებს, ჩვეულებრივ, ახასიათებს დიდი და საშუალო სიღრმეები, წყლის მნიშვნელოვანი მასა ტემპერატურული ნახტომის ფენის ქვევით, მაღალი გამჭვირვალობა, წყლის ფერი ლურჯიდან მწვანემდე, ფსკერისკენ O2-ის შემცველობის თანდათანობითი კლება, მის ფსკერთან წყალი ყოველთვის შეიცავს O2-ის მნიშვნელოვან რაოდენობას (არანაკლებ იმ რაოდენობის 60%-ისა, რომელსაც ზედაპირული წყლები შეიცავს).
ევტროფული (საკვები ნივთიერებების დიდი შემცველობით) – კარგად გახურებადი ტბები (ტემპერატურული ნახტომის ქვედა ფენა ძალიან თხელია), ნაკლებად გამჭვირვალე, წყლის ფერი მწვანედან მურამდე, ფსკერი დაფარულია ლამით. წყალი მდიდარია საკვები მარილებით, O2-ის შემცველობა მკვეთრად კლებულობს ფსკერის მიმართულებით, სადაც ზოგჯერ საერთოდ ქრება.
დისტროფიული (საკვები ნივთიერებებით ღარიბი) – დაჭაობებული ტბები სუსტი გამჭვირვალობით და წყლის ყვითელი ან მურა (ჰუმინური ნივთიერებების დიდი შემცველობის გამო) ფერით. წყლის მინერალიზაცია მცირეა, O2-ის შემცველობა დაქვეითებულია მისი ხარჯვის გამო ორგანული ნივთიერებების დაჟანგვაზე.

თანამედროვე ჰიდროლოგიაში და ჰიდროეკოლოგიაში გამოყოფენ ტროფიკული კლასიფიკაციის შუალედურ დონეებს: მეზოტროფები (ოლიგოტროფებსა და ევტროფებს შორის) და ჰიპერტროფულები.

ციურ სხეულებზე მდებარეობის მიხედვით ტბა შეიძლება იყოს:

მიწიერი;
არამიწიერი.

უმსხვილესი ტბები

დედამიწის ტბების საერთო ფართობი ხმელეთის დაახლოებით 1,8%-ს (დაახლოებით 2,7 მილიონ კმ2-ს) შეადგენს.

# დასახელება სანაპირო ზოლის მოსაზღვრე ქვეყნები ფართობი (კმ2) სიგრძე (კმ) მაქსიმალური სიღრმე (მ) მოცულობა (კმ3)
1 კასპიის ზღვა ყაზახეთი, თურქმენეთი, ირანი, აზერბაიჯანი. რუსეთი 386.400 1.199 1.025 1.025
2 ზემო ტბა კანადა, აშშ 82.414 616 405 12.100
3 ვიქტორია უგანდა, კენია, ტანზანია 68.894 322 84 2.750
4 ჰურონი კანადა, აშშ 59.596 397 229 3.540
5 მიჩიგანი აშშ 58.016 676 1.470 18.900
6 ტანგანიიკა ბურუნდი, ტანზანია. ზამბია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 32.893 676 1.470 18.900
7 ბაიკალი რუსეთი 31.722 636 1.637 23.600
8 დიდი დათვის ტბა კანადა 31.328 373 446 2.236
9 ნიასა ტანზანია, მოზამბიკი, მალავი 29.600 579 706 8.400
10 მონების დიდი ტბა კანადა 28.568 408 614 2.090
11 ერი კანადა, აშშ 25.719 388 64 489
12 უინიპეგის ტბა კანადა 24.387 425 18 283
13 ონტარიო კანადა, აშშ 19.477 311 244 1.639
14 ლადოგის ტბა რუსეთი 18.135 219 230 908
15 ბალხაში ყაზახეთი 16.996 605 26 106
16 ვოსტოკის ტბა ანტარქტიდა 15.690 250 1.000 5.400
17 ონეგის ტბა რუსეთი 9.894 248 120 280
18 ტიტიკაკა პერუ, ბოლივია 8.372 177 281 893
19 ნიკარაგუა ნიკარაგუა 8.264 177 26  
20 ათაბასკა კანადა 7.935 335 243 204
21 ირმის ტბა კანადა 6.650 245
337  
22 ტურკანა ეთიოპია, კენია 6.405 248 109 204
23 ისიქ-ქოლი ყირგიზეთი 6.236 182 668 1.738
24 ვენერნი შვედეთი 5.648 140 106 153
25 ნეტილინგის ტბა კანადა 5.542 123    
26 უინიპეგოსისი კანადა 5.374 245    
27 ალბერტი უგანდა,  კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 5.347 161 58 280
28 ურმია ირანი 5.180 130 16  
29 მვერუ ზამბია,  კონგოს დემოკ. რესპუბლიკა 5.120   27  
30 არალის სამხრეთი ნაწილი ყაზახეთი, უზბეკეთი ~5.000      
31 ნიპიგონი კანადა 4.848   165  
32 მანიტობა კანადა 4.624 200    
33 ტაიმირის ტბა რუსეთი 4.560 250 26  
34 ცინხაი იგივე კუკუნორი ჩინეთი 4.489      
35 ტყის ტბა კანადა, აშშ 4.390 120    
36 ხანკა რუსეთი, ჩინეთი 4.070 80    
37 დუბაუნტი კანადა 3.833      
38 ვანი თურქეთი 3.713 120 457  
39 ტანა ეთიოპია 3.628 84 14  
40 ჩუდ-ფსკოვის ტბა ესტონეთი, რუსეთი 3.555 143    
41 უბსუ-ნური მონღოლეთი 3.341      
42 არალი ჩრდილოეთი ნაწილი ყაზახეთი 3.300      
43 ამაჯუაკის ტბა კანადა 3.11 80    
44 კივუ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რუანდა 2.693   450  
45 ვოლასტონი კანადა 2.681   71 75
46 ილიამნა აშშ 2.622
120 >150  
47 ხუბსუგული მონღოლეთი 2.620 136 262  
48 პოოპო ბოლივია 2.337     4,02
49 მისტასინი კანადა 2.335 150    
50 ედუარდი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, უგანდა 2.325
65 112  
51 დალაინორი იგივე ხულუნჩი ჩინეთი 2.315 93 9  
52 ნუელტინი კანადა 2.279      
53 ტაიხუ ჩინეთი 2.253      
54 სამხრეთი ინდიანა კანადა 2.247      
55 ალაქოლი ყაზახეთი 2.200   54 58,6
56 ვეტერნი შვედეთი 1.893   119  
57 ოკიჩობის ტბა აშშ 1.890 56 4  
58 ბეიკერი კანადა 1.887      
59 ნამცო ჩინეთი 1.870 70 33  
60 ბუენოს-აირესი ჩილე, არგენტინა 1.850   590  
61 ლა-მარტრი კანადა 1.776      
62 ხარა-უს-ნური მონღოლეთი 1.770      
63 კიოგა უგანდა 1.720 200 5,7  
64 სეული კანადა 1.657 241 47  
65 სილინგ-ცო ჩინეთი 1.640 72 33  
66 ხონგზეხუ ჩინეთი 1.600      
67 თენგიზი ყაზახეთი 1.590      
68 თუზი თურქეთი 1.500 80 2  
69 ლაგო-არხენტინო არგენტინა 1.466   500
 
70 იათკიედი კანადა 1.449      
71 კლეირი კანადა 1.436 59    
72 კრი კანადა 1.434      
73 ლა-რონგე კანადა 1.413      
74 ა-ლა-კლეირი კანადა 1.383      
75 საიმაა ფინეთი 1.377   85 36
76 ხირგის-ნური მონღოლეთი 1.360      
77 სედარი კანადა 1.353      
78 კასბა კანადა 1.341      
79 ტანგრა-იუმკო ჩინეთი 1.295      
80 ვიგი რუსეთი 1.250      
81 ბიენვილი კანადა 1.249      
82 კუნძულის ტბა კანადა 1.223      
83 ბეჩაროფი აშშ 1.173 60 180  
84 მონების პატარა ტბა კანადა 1.168 97 20,5  
85 გოდსი კანადა 1.151      
86 აბაია ეთიოპია 1.150 72 13  
87 ტობა ინდონეზია 1.146
100 505 240
88 ჰავრ-ას-სანიია ერაყი 1.142      
89 მელარენი შვედეთი 1.140 115 66 14,3
90 შამპლეინი აშშ, კანადა 1.139 180 121  
91 თეთრი ტბა რუსეთი 1.125      
92 სენტ-კლერი აშშ
კანადა
1.114 42 8,2 4
93 ჩაპალა მექსიკა 1.112 80 12  
94 აბერდინი კანადა 1.100
90    
95 ნაპაკტულიკი კანადა 1.080      
96 პიაიანე ფინეთი 1.080 120 95 18
97 ები-ნური ჩინეთი 1.070      
98 მაკ-კეი კანადა 1.061      
99 მანაგუა ნიკარაგუა 1.049 65    
100 სელავიკი აშშ 1.046 50    
101 ინარი ფინეთი 1.040 80 92  
102 სან-მარტინი ჩილე
არგენტინა
1.013      
103 სენ-ჟანი კანადა 1.003 43,8 63  

 

მლაშე ტბები, რომლებიც მხოლოდ პერიოდულად ივსება:

# დასახელება სანაპირო ზოლის მოსაზღვრე ქვეყნები ფართობი (კმ2) სიგრძე (კმ)
1 ეირი ავსტრალია 9.690 200
2 შოტ-ელ-ჯერიდი ტუნისი 7.700 240
3 ტორენსი ავსტრალია 5.745 160
4 გერდნერი ავსტრალია 4.351 100
5 მაკაის ტბა ავსტრალია 3.494 100
6 ფრომი ავსტრალია 2.596  
7 მაკლეოდი ავსტრალია 2.331 100
8 ბარლი ავსტრალია 1.424  
9 მური ავსტრალია 1.163  
10 ამადეუსი ავსტრალია 1.032