saqarTvelos daculi teritoriebi

 

დაცული ტერიტორია – ტერიტორია, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი, რათა დაცული იყოს აღნიშნული ტერიტორიის ფიზიკური მახასიათებლები, დაცული იყოს როგორც კულტურული მემკვიდრეობა. დაცული ტერიტორია შეიძლება იყოს სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, აღკვეთილი ან მიწის სხვა ფართი.

საქართველოში დღესდღეისობით 64 დაცული ტერიტორიაა. აქედან: სახელმწიფო ნაკრძალი 16; ეროვნული პარკი 9; ბუნების ძეგლი 22; აღკვეთილი 15; დაცული ლანდშაფტი 2.

2003 წლის 22 აპრილს გარემოს გლობალური ფონდისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის ხელშეწყობით საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი “თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ.”

ამ კანონის მიხედვით საქართველოში შეიძლება არსებობდეს შემდეგი სახის დაცული ტერიტორიები:

საქართველოს დაცული ტერიტორიები

დაცული ტერიტორია მიზანი კატეგორია (IUCN)
სახელმწიფო ნაკრძალი მკაცრი დაცვა, საგანმანათლებლო და არამანიპულაციური კვლევები სპეციალური ნებართვით I
ეროვნული პარკი ეკოსისტემების კონსერვაცია, განათლება, ტურიზმის განვითარება II
ბუნების ძეგლი ბუნების თავისებურებების კონსერვაცია (მცირე ზომის განსაკუთრებული ტერიტორიის დაცვა) III
აღკვეთილი ბუნების დაცვა და შენარჩუნება აქტიური მართვის გზით IV
დაცული ლანდშაფტი ლანდშაფტის და/ან ზღვის აკვატორიის კონსერვაცია და ტურიზმის განვითარება V
მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება VI

 

იგეგმება

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: