saqarTvelos buneba - mRvime

საქართველოს მღვიმეები

 

მღვიმე - (ინგ. Cave) (რუს. Пещера)

მღვიმე – სიღრუე დედამიწის ქერქის ზედა ნაწილში, რომელიც ზედაპირს ერთი ან რამდენიმე შესასვლელი ხვრელით უერთდება. სხვა განმარტება: მღვიმე – ბუნებრივი მიწისქვეშა სიღრუე, ადამიანის შესაღწევად ხელმისაწვდომი, რომელსაც აქვს მზის სინათლის განათებული ნაწილები და დანარჩენ ორ განზომილებაზე მეტი სიგრძე (სიღრმე). ყველაზე მსხვილი მღვიმეები გასასვლელებისა და დაბაზების რთული სისტემებია, რომელთა საერთო განფენილობა რამდენიმე ათეულ კილომეტრამდეა.

მღვიმეები სპელეოლოგიის შესწავლის ობიექტებია. მღვიმეების შესწავლაში დიდი წვლილი შეაქვთ სპელეოტურისტებს. ხელოვნურ (ანთროპოგენურ) მღვიმეებს და მიწისქვეშა ნაგებობებს (ქვის სამტეხლოებს, შტოლნებს, საქალაქო კომუნიკაციებს) სწავლობს სპელესტოლოგია.

მღვიმეების შესასვლელებთან განლაგებულ ნაწილებს, თუ მათ შესაფერისი მორფოლოგია (განიერი ჰორიზონტალური შესასვლელი) და განლაგება (წყალთან სიახლოვე) ჰქონდათ, უძველესი ადამიანები მოხერხებულ საცხოვრებლად იყენებდნენ. მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის თანახმად ისეთი ნიშან-თვისებების მქონე მღვიმის საცხოვრებლები (მღვიმეები), რომლებიც მათ უდიდეს უნივერსალურ ფასეულობას განსაზღვრავს, უნდა იქნეს შეტანილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში – კულტურისა და ბინების გამოჩენილი ძეგლების ერთგვარ ფონდში, რომლის ძირითადი მიზანია მსოფლიო საზოგადოების ძალისხმევის მოზიდვა ამ უნიკალური ობიექტების შესანარჩუნებლად.

კლასიფიკაცია

წარმოშობის მიხედვით მღვიმეები ხუთ ჯგუფად შეიძლება დავყოთ:

ტექტონიკური;
ეროზიული;
მყინვარული;
ვულკანური;
კარსტული (ყველაზე დიდი ჯგუფი)

მიწისქვეშა სიღრუეების კლასიფიკაცია (ვ. ნ. დუბლიანსკისა და ბ. ყ. ანდრეჩუკისმიხედვით). მთის ქანები ან მასალა: მა - მაგმური, დნ – დანალექი, მე – მეტამორფული, გლ – გლეტჩერული ყინული და გაფირნებული თოვლი, ბ – ბეტონი.

ჯგუფი კლასი ქვეკლასი ტიპი ქანი რ-ბა, ცალი
ბუნებრივი ენდოგენური მაგმოგენური კრისტალიზაციური მა
ვულკანოგენური ექსტრუზიული მა
ექსპლოზიური მა
ფლუაციური მა
ტექტოგენური დიზუნქციური მა
კონტრაქციური მა, დნ, მე
ეგზოგენური ჰიპერგენური დილანატსიური მა, დნ, მე
გრავიტაციული მა, დნ, მე
დენუდაციური მა, დნ, მე
ჰიდრატაციული დნ
ეოლოგენური კოროზიული მა, დნ, მე
დეფლაციური მა, დნ
ფლიუვინოგენური ეროზიული მა, დნ, მე
აბრაზიული მა, დნ, მე
კარსტოგენური კოროზიული მა, დნ
სუფოზიოგენური სუფოზიური მა, დნ
გლაციოგენური დისლოკაციური დნ
აბლაციური გლ
პიროგენური პიროლიზიური დნ
ბიოგენური ვეგეტაციური დნ
ექსენციური დნ
ხელოვნური ანთროპოგენური მექანოგენური ექსკავაციური მა
ჰემოგენუტი სოლვაციური მა
ლიკვაციური მა
კრემაციული მა
ერუფციული მა
პეტროგენური კონსტრუქციული მა, დნ, მე

 

მღვიმეები წარმოშობის მიხედვით

კარსტული მღვიმეები

მღვიმეების უმრავლესობა ასეთია. სწორედ კარსტულ მღვიმეებს აქვთ ყველაზე დიდი განფენილობა და სიღრმე. კარსტული მღვიმეები წარმოიქმნება ქანების წყლით გახსნის შედეგად, ამიტომ მხოლოდ იქ გვხვდება, სადაც არის ხსნადი ქანები: კირქვა, მარმარილო, დოლომიტი, ცარცი, ასევე თაბაშირი და მარილი. კირქვა და, მით უმეტეს, მარმარილო ძალიან ცუდად იხსნება სუფთა დისტილირებულ წყალში. ხსნადობა რამდენჯერმე იზრდება, თუ წყალში გახსნილია ნახშირმჟავა აირი (ის კი ყოველთვის არის ბუნებრივ წყალში). ამის მიუხედავად, კირქვა მაინც სუსტად იხსნება, ვთქვათ, თაბაშირთან და, მით უმეტეს, მარილთან შედარებით. მაგრამ, თურმე ეს დადებითად აისახება ვრცელი  მღვიმეების წარმოქმნაზე, რადგან თაბაშირისა და მარილის მღვიმეები არა მარტო სწრაფად წარმოიქმნება, არამედ სწრაფადვე იშლება.

მღვიმეების წარმოქმნაში უდიდეს როლს თამაშობს ტექტონიკური ბზარები და რღვევები. გამოკვლეული მღვიმეების რუკებზე ხშირად შეგვიძლია დავინახოთ, რომ გასასვლელები ტექტონიკურ რღვევებთან არის დაკავშირებული, რომლებიც ზედაპირებამდე გრძელდება. მღვიმის წარმოქმნისთვის საჭიროა, ასევე, თხევადი ნალექების საკმარისი ოდენობა და რელიეფის მოსახერხებელი ფორმა: მღვიმეში უნდა ხვდებოდეს დიდ ფართობზე მოსული ნალექები, მღვიმეში შესასვლელი კი შესამჩნევად ამაღლებული უნდა იყოს იმ ადგილიდან, სადაც მიწისქვეშა წყლები განიტვირთება, და ა. შ.

ბევრი კარსტული მღვიმე რელიქტურ სისტემას წარმოადგენს: მღვიმის წარმომქმნელი წყლის ნაკადი რელიეფის ცვლილების (მეზობელი მდინარეების ხეობებში ფსკერის ეროზიის ადგილობრივი ბაზისის დაქვეითების) გამო მღვიმიდან შედარებით ღრმა დონეებზე ინაცვლებს, ან ზედაპირული წყალშემკრების ცვლილების გამო ვეღარ ახერხებს მღვიმეში მოხვედრას. ამის შემდეგ მღვიმე დაბერების რამდენიმე ფაზას გადის. შესწავლილი მღვიმეები ხშირად მხოლოდ ფრაგმენტებია მღვიმეების  უძველესი სისტემისა, რომელთა გახსნა მათი შემცველი მთის მასივების დაშლამ გამოიწვია.

კარსტული პროცესების ევოლუცია და ქიმიზმი იმგვარია, რომ ხშირად წყალი, მთის ქანების მინერალური ნივთიერებების (კარბონატების, სულფატების) გახსნიდან გარკვეული დროის შემდეგ ლექავს მათ მღვიმეების თაღებსა და კედლებზე მეტრამდე და მეტი სისქის მასიური ქერქის სახით (მღვიმური მარმარილოს ონიქსი) ან მღვიმის მინერალური აგრეგატების ანსამბლის სახით, რომლებიც ყოველი მღვიმისთვის განსაკუთრებულია. ამგვარად წარმოიქმნება სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ჰელიქტიტები, მოფარდაგება და ხვა სპეციფიკური კარსტული მინერალური ფორმები ნაღვენთი წარმონაქმნები.

ბოლო დროს სულ უფრო მეტი მღვიმე იქნა აღმოჩენილი იმ ქანებში, რომლებიც ტრადიციულად არაკარსტულად ითვლებოდა. მაგალითად, სამხრეთ ამერიკის ტეპუების მაგიდის ზედაპირისმაგვარი გაბრტყელებული პიკის მქონე მწვერვალების ქვიშაქვებსა და კვარციტებში აღმოჩენილია მღვიმეები, 671 მ სიღრმის აბისმო გაი კოლეტი (2006 წელს), 16 კმ განფენილობის კუევა ოხოს დე კრისტალი (Cueva Ojos de Cristal) (2009 წელს). როგორც ჩანს, ეს მღვიმეებიც კარსტული წარმოშობისაა. ცხელ ტროპიკულ კლიმატში, გარკვეულ პირობებში შესაძლებელია კვარციტის წყალში გახსნა.

კარსტული მღვიმეების წარმოქმნის მეორე ეგზოტიკური მაგალითია აშშ-ს მატერიკულ ნაწილზე ყველაზე ფართოდ განფენილი და ღრმა მღვიმე ლეგუჩილია (და კარლსბადის ეროვნული პარკის სხვა მღვიმეები). თანამედროვე ჰიპოთეზის მიხედვით ის წარმოიქმნა გოგირდმჟავით გაჯერებული აღმავალი თერმული წყლებით კირქვის გახსნის შედეგად.

ტექტონიკური მღვიმეები

ტექტონიკური რღვევის შედეგად ასეთი მღვიმეები შესაძლოა წარმოიქმნას ნებისმიერ ქანში. როგორც წესი, წარმოიქმნება ზეგანში ღრმად შეჭრილი მდინარის ხეობის გვერდებში, როდესაც ქანების უზარმაზარი მასივები წყდება გვერდებს და წარმოქმნის მოწყვეტის ბზარებს (შერლოპებს). მოწყვეტის ბზარები ჩვეულებრივ  სოლის მსგავსად ჩადის სიღრმეში. ყველაზე ხშირად ისინი ივსება ფაშარი დანალექებით მასივის ზედაპირიდან, მაგრამ ზოგჯერ წარმოქმნის საკმაოდ ღრმა 100 მეტრამდე სიღრმის ვერტიკალურ მღვიმეებს. შერლოპები ფართოდ არის გავრცელებული აღმოსავლეთ ციმბირში. ისინი შედარებად ნაკლებად არის შესწავლილი და სავარაუდოა, რომ ისინი საკმაოდ ხშირია.

ეროზიული მღვიმეები

მღვიმეები, რომლებიც წარმოქმნილია უხსნად ქანებში მექანიკური ეროზიის შედეგად, ანუ დამუშავებულია მყარი მასალის მარცვლების შემცველი წყლით. ასეთი მღვიმეები ხშირად წარმოიქმნება ზღვის ნაპირებზე მოქცევის ზემოქმედებით, მაგრამ ისინი მცირე ზომებისაა. თუმცა შესაძლებელია ისეთი მღვიმეების წარმოქმნაც, რომლებიც დამუშავებულია პირველადი ტექტონიკური ბზარების გავლით მიწის ქვეშ ჩამავალი ნაკადულებით. ცნობილია საკმაოდ დიდი (ასეულობით მეტრის სიგრძის) ეროზიული მღვიმეები, რომლებიც წარმოქმნილია ქვიშაქვაში და გრანიტშიც კი. დიდი ეროზიული  მღვიმეების მაგალითებია T.S.O.D. (Touchy Sword of Damocles) Cave გაბროში (4კმ/−51 მ, ნიუ-იორკი), Bat Cave გნეისში (1,7 კმ, ჩრდილოეთ კაროლინა), Upper Millerton Lake Cave გრანიტში (კალიფორნია).

მყინვარული მღვიმეები

მღვიმეები, რომლებიც წარმოიქმნება მყინვარის ტანში ფშატალით. ასეთი მღვიმეები ბევრ მყინვარში გვხვდება. მყინვარის ფშატალას შთანთქავს მყინვარის ტანი მსხვილი ბზარების ან ბზარების გადაკვეთის გავლით და წარმოქმნის გასასვლელებს, რომლებშიც ზოგჯერ ადამიანიც კი გადის. ასეთი მღვიმეების სიგრძე შესაძლოა რამდენიმე ასეული მეტრი იყოს, სიღრმე კი 100 მეტრამდე ან მეტიც. 1993 წელს გრენლანდიაში აღმოაჩინეს და გამოიკვლიეს 173 მ სიღრმის გიგანტური მყინვარული ჭა „იზორტოგი“, რომელშიც წყლის მოდენა ზაფხულში 30 მ3-ს და მეტს შეადგენს.

მყინვარული მღვიმეების კიდევ ერთი ტიპია ის მღვიმეები, რომლებიც წარმოიქმნება მყინვარში იმ ადგილებში, სადაც მყინვარშიდა და მყინვარქვეშა წყლები მყინვარის პირზე გამოდის. ასეთ მღვიმეებში ფშატალა შესაძლოა მოედინებოდეს როგორც მყინვარის სარეცელზე, ასევე მყინვარის ყინულზე.

მყინვარული მღვიმეების განსაკუთრებული ტიპია ის მღვიმეები, რომლებიც მყინვარში მის ქვეშ არსებული მიწისქვეშა თერმული წყლების გამოსვლის ადგილას წარმოიქმნება. ცხელ წყალს დიდი მოცულობითი გალერეების გაყვანა შეუძლია, თუმცა ეს მღვიმეები განთავსებულია არა საკუთრივ მყინვარში, არამედ მის ქვეშ, რადგან ყინული ქვემოდან დნება. თერმული მყინვარული მღვიმეები გვხვდება ისლანდიაში, გრელანდიაში, და მნიშვნელოვან ზომებს აღწევს.

ვულკანური მღვიმეები

ეს მღვიმეები წარმოიქმნება ვულკანის ამოფრქვევის დროს. ლავის ნაკადი გაცივებისას მყარი ქერქით იფარება, ქმნის ლაბის მილს, რომლის შიგნით ძველებურად მიედინება გამდნარი ქანი. მას შემდეგ რაც ამოფრქვევა, ფაქტობრივად, დასრულდება, ლავა გადმოედინება მილის ქვედა ბოლოდან, მილის შიგნით კი სიღრუე რჩება. გასაგებია, რომ ლავური მღვიმეები უშუალოდ ზედაპირთან არის განლაგებული და მათი სახურავი ხშირად იშლება. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ლავურმა მღვიმეებმა შესაძლოა ძალიან დიდ ზომებს, 65,6 კმ-მდე სიგრძეს და 1100 მ სიღრმეს მიაღწიოს (კაზუმურას მღვიმე, ჰავაის კუნძულები). კანარის კუნძულებზე, ვულკან ტენერიფის ფერდობზე არის კარგად ცნობილი მღვიმე კუევა-დელ-ვიენტო, რომელიც 8-მეტრიანი ჭით შეერთებული 3 განშტოებისგან შედგება.

ლავური მილების გარდა არსებობს ვულკანის ყელის ვერტიკალური ვულკანური მღვიმეები.

მღვიმეები შემცველი ქანების მიხედვით

მსოფლიოში ყველაზე დიდი განფენილობის მღვიმეა მამონტის მღვიმე Mammoth-Flint Ridge Cave System) (აშშ). ის კარსტულია და კირქვაშია ჩაწყობილი. მისი გასასვლელების ჯამური სიგრძე 600 კმ-ს აღემატება. რუსეთის ყველაზე დიდი განფენილობის მღვიმეა ბოტოვის მღვიმე. მისი სიგრძე 60 კმ-ს აღემატება, ჩაწყობილია კირქვის შედარებით თხელ ფენაში, რომელიც ქვიშაქვებს შორის არის მოქცეული; მდებარეობს ირკუტსკის ოლქში, მდინარე ლენის აუზში. მასზე ოდნავ პატარაა დიდი ორეშნაია მღვიმე კარსტული კონგლომერატული მღვიმე კრასნოიარსკის მხარეში, რომლის განფენილობა 230 კმ-ს აჭარბებს. თაბაშირში გამოკვეთილ მღვიმეებს შორის ყველაზე დიდია ოპტიმისტიჩესკაია მღვიმე უკრაინაში, 230 მეტრზე მეტი განფენილობით. თაბაშირში ასეთი დიდი განფენილობის მღვიმეების წარმოქმნა დაკავშირებულია ქანების განსაკუთრებულ განლაგებასთან: თაბაშირის ფენები, რომლებშიც მღვიმეა გამოკვეთილი, ზევიდან კირქვით არის გადახურული და ამიტომ სახურავი არ ინგრევა. ცნობილია მღვიმეები ქვამარილში, მყინვარებში, გამყარებულ ლავაში და ა. შ.

მღვიმეები ზომების მიხედვით

პლანეტის ყველაზე ღრმა მღვიმეებიც კარსტულია: კრუბერა-ვორონია (2196 მ-მდე), სნეჟნაია (1753 მ) აფხაზეთში. რუსეთში ყველაზე ღრმაა გორლო ბარლოგა (900 მ) ყარაჩაი-ჩერქეზეთში. ყველა ეს რეკორდი მუდმივად იცვლება, უცვლელი რჩება მხოლოდ ერთი რამ: ლიდერობს კარსტული მღვიმეები.

მსოფლიოს ყველაზე ღრმა მღვიმეები

მღვიმის სიღრმეს უწოდებენ სიმაღლეთა სხვაობას მღვიმის შესასვლელსა (თუ შესასვლელი რამდენიმეა, მათ შორის ყველაზე მაღალსა) და ყველაზე დაბალ წერტილს შორის. თუ მღვიმეში არის შესასვლელზე მაღლა განლაგებული დერეფნები, იყენებენ ამპლიტუდის ცნებას დონეთა სხვაობას მღვიმის ყველაზე მაღალ და დაბალ წერტილებს შორის. შეფასებების თანახმად, ზედაპირის ქვეშ მღვიმეების დერეფნების ჩაწყობის მაქსიმალური სიღრმე (არ აურიოთ მღვიმის სიღრმეში!) არ შეიძლება აღემატებოდეს 3000 მეტრს: ამაზე ღრმად ნებისმიერ მღვიმეს გასრესს მის ზევით არსებული მთის ქანების წონა. კარსტული მღვიმეებისთვის ჩაწყობის მაქსიმალური სიღრმე განისაზღვრება კარსტირების ბაზისით (კირქვის სიზრქის საფუძვლის თანმხვედრი კარსტული პროცესების ქვედა ზღვრით), რომელიც, სიფონური არხების არსებობის წყალობით, შესაძლებელია, ეროზიის ბაზისის ქვემოთაც იყოს. ამჟამად ყველაზე ღრმა მღვიმეა კრუბერა-ვორონია 2196 მ სიღრმით. ეს პირველი და ერთადერთი მღვიმეა, რომელმაც 2 კმ-იან ზღვარს გადააბიჯა. პირველი გამოკვლეული მღვიმე, რომლის სიღრმე 1000 მ-ს აღემატებოდა, იყო ფრანგული უფსკრული ბერჟე, რომელიც მსოფლიოში უღრმესად ითვლებოდა 1953 წელს მისი აღმოჩენიდან 1963 წლამდე.

# მღვიმე სიღრმე მ. სიგრძე მ. ადგილმდებარეობა
1 კრუბერა ვორონია -2196 16 058 აფხაზეთი
2 სარმა -1830 13 000 აფხაზეთი
3 სნეჟნაია -1753 24 080 აფხაზეთი
4 ლამპრეხტსოფენი -1632 50 000 ავსტრია
5 მიროლდა -1626 13 000 საფრანგეთი
6 ჟან-ბერნარი -1602 20 536 საფრანგეთი
7 ტორკა-დელ-სერო -1589 7060 ესპანეთი
8 პანტიუხინსკაია -1508 5530 აფხაზეთი
9 სიმა დე ლა კორნიზა -1507 6445 ესპანეთი
10 ჩეკი-2 -1502 5291 სლოვენია

 

მსოფლიოს ყველაზე განფენილი მღვიმეები

# მღვიმე სიღრმე მ. სიგრძე მ. ადგილმდებარეობა
1 მამონტის 651 784 -124 აშშ
2 საკ-აკტუნი 317 500 -128 მექსიკა
3 ჯეველი 267 570 -192,6 აშშ
4 ოქს-ბელ-ხა 243 031 -34,7 მექსიკა
5 ოპტიმისტიჩესკაია 236 000 -15,0 მექსიკა
6 უინდი 226 065 -193,9 აშშ
7 ლეჩუგილია 222 572 -488,9 აშშ
8 ხიელოხი 200 421 -938,6 შვეიცარია
9 გუა-ეირ-ჯერნიხი 197 078 -355,1 მალაიზია
10 ფიშერ-რიჯი 194 856 -108,5 აშშ

 

მღვიმეების სხვა რეკორდები

.ფართობის მიხედვით

# მღვიმე ათასი 2 ადგილმდებარეობა
1 სარავაკი 167 მალაიზია
2 ტორკა დელ კარლისტა 76,6 ესპანეთი

 

მოცულობის მიხედვით

# მღვიმე ათასი 2 ადგილმდებარეობა
1 სარავაკი 25 მალაიზია
2 მიაო 5 ჩინეთი
3 ბენუა 5 პაპუა – ახალი გვინეა

 

უღრმესი სიფონი: ვოკლიუზი, საფრანგეთი, 310 მ.
წყლით ავსებული უგრძესი მღვიმე: ლეონ სინკსი, აშშ, 16732 მ.
მღვიმეში წყლის დონის უმაღლესი ასვლა: ლუირი, საფრანგეთი, +450 მ.
უმსხვილესი უწყვეტი შვეულები: მღვიმე ვრტიგლავიცა (643 მ, სლოვენია), ხოლენხელე (450 მ, ავსტრია), მინიე (417 მ, პაპუა – ახალი გვინეა), აბაცი (410 მ, საქართველო).
უდაბლესად განლაგებული კარსტული ღრმული: კოლონელის ღრმული (-372 მ, სედომის მასივის ქვამარილი, მკვდარი ზღვის ნაპირი, ისრაელი). დატბორილი მღვიმეებიდან: (-200 მ)ხმელთაშუა ზღვის კონტინენტური კალთის კირქვებში.
უმაღლესად განლაგებული კარსტული სიღრუე: მღვიმე რაკიოტი (+6645 მ, ნანგა-პარბათის მასივის მარმარილო, ინდოეთი); მსხვილი სიღრუეებიდან: ევრაზიაში – ჰიდროთერმული სიიკირდუუ (+4600 მ, 2050/-268, პამირი), სამხრეთ ამერიკაში – მალპო დე კაუკირანის მდინარის სისტემა (+3992 მ, 2141/-407, ანდები).
ყველაზე ჩრდილოეთით განლაგებული: მღვიმეები გლეტჩერის ყინულში (შპიცბერგენი, ჩრდილოეთ განედის 79°) და ჰიდრატაციული მღვიმე თაბაშირში (ახალი მიწა, ჩრდილოეთ განედის 71°).
ყველაზე სამხრეთით განლაგებული: ექსპლოზიურ-ფუმარული მღვიმე-ონკოსი ვულკან ერებუსის ფერდობზე (ანტარქტიდა, სამხრეთ განედის 77°) და ახალი ზელანდიის კარსტული მღვიმეები (სამხრეთ განედის 45°).

მღვიმეების შიგთავსი, სპელეოფაუნა

მიუხედავად იმისა, რომ მღვიმეების ცოცხალი სამყარო, როგორც წესი, არც თუ მდიდარია (შესასვლელი ნაწილის გამოკლებით, სადაც დღის სინათლე ხვდება), ზოგიერთი ცხოველი სწორედ მღვიმეებში და მხოლოდ მღვიმეებში ბინადრობს. პირველ რიგში, ესენია ღამურები. მათი მრავალი სახეობა მღვიმეებს იყენებს როგორც ყოველდღიურ თავშესაფარს ან გამოსაზამთრებლად. ამასთან, ღამურები ზოგჯერ საკმაოდ დაშორებულ და ძნელად მისაღწევ კუთხეებშიც ფრენენ და შესანიშნავად ორიენტირებენ  ლაბირინთების ვიწრო გასასვლელებში.

ღამურების გარდა თბილი კლიმატის რაიონის ზოგიერთ მღვიმეში ბინადრობს მწერების რამდენიმე სახეობა, ობობები (Neoleptoneta myopica), კრევეტები (Palaemonias alabamae) და სხვა კიბოსნაირნი, სალამანდრები და თევზები (Amblyopsidae).

არქეოლოგიური აღმოჩენები

მთელ მსოფლიოში პირველყოფილი ადამიანები მღვიმეებს საცხოვრებლად იყენებდნენ. კიდევ უფრო ხშირად მღვიმეებში ცხოველები სახლობდნენ. მრავალი ცხოველი დაიღუპა ხაფანგ მღვიმეებში, რომლებიც შვეული ჭებით იწყება მღვიმეების უკიდურესად ნელმა ევოლუციამ, მუდმივმა კლიმატმა და გარე სამყაროსგან დაცულობამ უდიდესი რაოდენობის არქეოლოგიური მიგნებები შემოგვინახა. ეს არის ნამარხი მცენარეების მტვერი, დიდი ხნის წინ გადაშენებული ცხოველების ძვლები (მღვიმის დათვი, მღვიმის აფთარი, მამონტი, ხშირბეწვიანი მარტორქა), უძველესი ადამიანების კლდის მხატვრობა პეტროგლიფები (კაპოვის მღვიმე სამხრეთ ურალში, დივია ჩრდილოეთ ურალში, ტუზუსკუ კუზნეცკის ალატაუში, ნიახ-კეივზი მალაიზიაში), მათი შრომის იარაღები (მღვიმეები სტრაშნაია, ოკლადნიკოვი, კამინნაია ალტაიში), სხვადასხვა კულტურის ადამიანების, მათ შორის ნეანდერტალელი ადამიანის ნეშთები, რომელთა ასაკი 50-200 ათასი წლით განისაზღვრება (ტეშიკ-ტაშის მღვიმე უზბეკეთში, დენისის მღვიმე ალტაიში, კრო-მანიონი საფრანგეთში და მრავალი სხვა).

შესაძლოა, მღვიმეები თანამედროვე კინოთეატრების როლს თამაშობდნენ.

წყალი მღვიმეებში

წყალი, როგორც წესი, ბევრ მღვიმეში არის, ხოლო კარსტული და მყინვარული მღვიმეები მას უნდა უმადლოდეს თავის წარმოშობას. მღვიმეებში შეიძლება იყოს კონდენსატის აფსკები, წვეთები, ნაკადულები და მდინარეები, ტბები და ჩანჩქერები. გამოქვაბულებში არსებული სიფონები საკმაოდ აძნელებს გავლას, მოითხოვს სპეციალურ აღჭურვილობას და განსაკუთრებულ მომზადებას. არც თუ იშვიათად გვხვდება წყალქვეშა გამოქვაბულები. გამოქვაბულის შესასვლელის წინ წყალი ხშირად გაყინულ მდგომარეობაშია, ყინულოვანი დანალექების სახით. ეს დანალექები ხშირად ძალიან დიდი და მრავალწლიანია.

ჰაერი მღვიმეებში

მღვიმეთა უმეტესობაში ბუნებრივი ცირკულაციის გამო ჰაერი გამოსადეგია სუნთქვისთვის, თუმცა გვხვდება მღვიმეები, რომლებში ყოფნაც მხოლოდ აირწინაღებით არის შესაძლებელი. მაგალითად, ჰაერი შეიძლება მოწამლოს გუანოს ბუდობებმა. თუმცა, ბუნებრივი მღვიმეების დიდ უმრავლესობაში ჰაერის მიმოცვლა ზედაპირთან საკმაოდ ინტენსიურია. ჰაერის მოძრაობის მიზეზი ყველაზე ხშირად არის მღვიმისა და ზედაპირის ტემპერატურების სხვაობა, ამიტომ ცირკულაციის მიმართულება და ინტენსივობა დამოკიდებულია წელიწადის დროსა და ამინდის პირობებზე. მსხვილ სიღრუეებში ჰაერის მოძრაობა იმდენად ინტენსიურია, რომ ქარად იქცევა. ამიტომ ჰაერის წევა  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია ახალი მღვიმეების ძიების დროს.

მღვიმეების დანალექები

განასხვავებენ მექანიკურ (თიხა, ქვიშა, კენჭები, ლოდებო) და ქემოგენურ (სტალაქტიტები, სტალაგმიტები და ა. შ.) დანალექებს. აქტიური წყალდენის მქონე მღვიმეების სისტემაში, როგორც წესი, მექანიკური დანალექები ლოდების, ხშირად ძალიან დიდი მოცულობის ჩამონაქცევის სახით არის წარმოდგენილი, რომელიც წარმოიქმნება ქანების წყალში გახსნით შექმნილი დერეფნების თაღების ჩამოქცევის შედეგად. ჩამონაქცევები ართულებენ გამავლობას და საფრთხილოა, რადგან ლოდების ჩამონაქცევის წონასწორობა ხშირად არამდგრადია. თიხის დანალექები მრავლადაა გალერეებში, რომლიდანაც წავიდა ქანების მექანიკურად უხსნადი ნაწილაკების გამომტანი აქტიური წყალდენა. მღვიმეების შემცველი კირქვების ხსნადი კომპონენტია კალციუმის კარბონატი, რომელიც ხშირად ქანის მხოლოდ 50%-ს და ნაკლებს შეადგენს. დანარჩენი მინერალები, როგორც წესი, უხსნადია, და თუ ქანის გამხსნელი წყალი წარმოდგენილია წყლის მცირე ხარჯიანი წვეთებისა და ინფილტრატების სახით, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ნაწილაკების მექანიკურ გადატანას, იწყება თიხის დანალექების დაგროვება. ძალიან ხშირად უძველესი დერეფნები თითქმის სრულად არის თიხით გადაკეტილი.

ქემოგენური დანალექები (ნაღვენთი წარმონაქმნები), ჩვეულებრივ, ასევე ამკობენ მღვიმეების ძველ გალერეებს. აქ წყალი კირქვის ბზარებში ნელი ფილტრაციის დროს ჯერდება კალციუმის კარბონატით. მღვიმის სიღრუეში მოხვედრის შემდეგ წვეთის მოწყვეტის, ან მისი იატაკზე დავარდნის, ან ჩამოდინების პროცესში ტურბულენტობის წარმოქმნის დროს პარციალური წნევის მცირე ცვლილების გამო ხდება გაჯერებული ხსნარიდან კალციუმის კარბონატის კრისტალიზაცია კალციტის სახით.

საექსკურსიო მღვიმეები

ზოგიერთი მღვიმე სპეციალურად არის აღჭურვილი საექსკურსიო ჯგუფებისთვის (ე.წ. showcaves). ამისთვის მღვიმის იმ ნაწილში, რომელიც ყველაზე გაშლილია და მდიდარია ნაღვენთი წარმონაქმნებით, აწყობენ საცალფეხო ბილიკებს, კიბეებს, ხიდებს, შეყავთ ელექტროგანათება; ზოგ შემთხვევაში, თუ მღვიმეში შესასვლელი ნაწილი ტექნიკურად რთულია, თხრიან გვირაბებს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ასეთ მღვიმეებს შორის ყველაზე სახელგანთქმულია მარმარილოს მღვიმე ყირიმში, კუნგურის მღვიმე ურალზე და ახალი ათონის მღვიმე აფხაზეთში.

მღვიმეები მზის სისტემაში

მღვიმეები დედამიწის გარდა მთვარესა და მარსზეც არის აღმოჩენილი. როგორც ჩანს, ეს ვულკანური წარმოშობის მღვიმეები ვულკანური აქტივობის უძველესი ნაკვალევია.

ხელოვნური მღვიმეები

გამოქვაბულები – ინდუსტრიული სამყაროს მიწისქვეშეთი.

ნებისმიერი დიდი ქალაქის ქვეშ განთავსებულია ტექნიკური დანიშნულების მიწისქვეშა სისტემა: მიწისზედა შენობების სარდაფები, მეტრო, სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემა (წყალსადენი, გათბობა, კანალიზაცია, ელექტრული და სატელეფონო კაბელები, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი), ბომბსაფარი, ომის დროს თავის შესაფარებელი ბუნკერები და სხვა.

მღვიმეები, როგორც წმინდა ასკეტების საცხოვრებელი

გამოქვაბულებში მრავალი წმინდა ასკეტი იწყობდა საცხოვრებელს. მოგვიანებით ამ ადგილებში ფუძნდებოდა მონასტრები და ლავრები:

კიევ-პეჩერის ლავრა
ფსკოვ-პეჩერის მონასტერი
წმინდა მიძინების გამოქვაბული მონასტერი (ყირიმი)
ხოლკოვოს მონასტერი
ჩელტერ-კობა
ბასარბოვოს მონასტერი
გამოქვაბული ეკლესიები ივანოვოში

წმინდა ასკეტები, რომლებიც მღვიმეებში ცხოვრობდნენ:

„და გამოვიდა ლოტი სიგორიდან და დაიწყო მთაში ცხოვრება, და მასთან იყო მისი ორი ქალიშვილი, რადგან მას სიგორში ცხოვრების ეშინოდა. და ცხოვრობდა გამოქვაბულში, და მასთან იყო მისი ორი ქალიშვილი“  (დაბადება. 19:30)
„და შევიდა ილია წინასწარმეტყველი იქ გამოქვაბულში და იქ გაატენა ღამე“ (მესამე. 19:9)
ილარიონ კიეველი
ანტონ პეერელი
ვარლამ პეჩერელი

სახლი - მღვიმეები

სხვადასხვა ხალხები იწყობდნენ საცხოვრებელს მღვიმეებში, რადგან ადვილი იყო მათი სუფთად შენახვა და მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნება მთელი წლის განმავლობაში.

კაბაპოკია
ანასაზი
გუადისი
სასი დი მატერა

სამკურნალო მღვიმეები

ბევრ სამკურნალო დაწესებულებაში მუშაობს კაბინეტები სახელწოდებით „მარილის მღვიმეები“, მათი კედლები გაწყობილია კალიუმის მარილების აგურებით და პაციენტები იქ გარკვეულ დროს ატარებენ მუსიკის თანხლებით, რასაც სამკურნალო ეფექტი აქვს.

გასართობი გამოქვაბულები

ცნობილია საშინელებათა გამოქვაბულები ლუნა-პარკებში, გამოქვაბულის მსგავსად მოპირკეთებული კაფეები და ბარები.

მღვიმეები მითოლოგიაში, მისტიკასა და რელიგიაში

მღვიმეების სიმბოლურ და მისტიურ მნიშვნელობაზე წერდა ვ. გ. ივანჩენკო თავის სტატიაში „მღვიმის ნიშანი“, რომელიც ჟურნალ „ორიენტაციაშია“ გამოქვეყნებული.

მღვიმეები (გამოქვაბულები) ხელოვნებაში

მღვიმეები ბევრ ფანტასტიკურ ნაწარმოებში ფიგურირებს (ამასთან, როგორც ფენტეზიში, ასევე სამეცნიერო ფანტასტიკაში). გამოქვაბულები (უფრო ზუსტად კი ბუნკერები) სამეცნიერო ფანტასტიკაში ძირითადად თავშესაფრის როლს ასრულებს გლობალური კატასტროფის შემდეგ, რომელიც შეუძლებელს ხდის ზედაპირზე ცხოვრებას. ფენტეზიში მღვიმეები დასახლებულია ქონდრისკაცებით, კობოლდებით, გობლინებით, დრაკონებით; როლურ თამაშებში ისინი ხშირად მიწისქვეშეთის როლს ასრულებს. რუსულ ხალხურ ზღაპრებში მღვიმეების ბინადართა შორის არის სპილენძის მთის დიასახლისი და ზმეი-გორინიჩი. ჩრდილოეთის მითოლოგიაში მღვიმეებში ცხოვრობს სირტია.

იმ ლიტერატურულ გმირებს შორის, რომლებიც მღვიმეებში მოხვდნენ, ყველაზე ცნობილია: ტომ სოიერი ბეკი ტეტჩერთან ერთად, ასევე ჰობიტები ბილბაო ბენგსის ჩათვლით.

მიწისქვეშა სიღრუეები

იმ მღვიმეების გარდა, რომლებსაც აქვთ ზედაპირზე გამოსასვლელები და ხელმისაწვდომია ადამიანის მიერ უშუალოდ შესასწავლად, დედამიწის ქერქში არსებობს ჩაკეტილი მიწისქვეშა სიღრუეებიც. უღრმესი მიწისქვეშა სიღრუე (2952 მეტრის სიღრმის) აღმოაჩინეს კუბის სანაპიროზე, ვარადეროში ბურღვის დროს. როდოპის მთებში ბურღვისას სიღრუე 2400 მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა. შავი ზღვის სანაპიროზე, გაგრაში ბურღვით აღმოაჩინეს მიწისქვეშა სიცარიელეები 2300 მეტრის სიღრმემდე.

 

კასტრული მღვიმე
მღვიმის ფაუნა
სტალაგნატები
კარსტი
ჰელიქტიტები
ჰელიგმიტები
სტალაგმიტები
ფირნი
მღვიმეების ფაუნა
ტროგლობიონტები
მიწისქვეშა ნაგებობები
ყველაზე დიდი მღვიმური დარბაზები