წყლის რესურსები - (ინგ. Water resources) (რუს. Водные ресурсы)

გამოსაყენებლად ვარგისი წყალი; პრაქტიკულად ჰიდროსფეროს ყველა ნაწილი: მდინარეების, ტბების, არხების, წყალსაცავების, ზღვებისა და ოკეანეების, მიწისქვეშა, მყინვარების წყალი (ყინული), ნიადაგის ტენი, ატმოსფეროს წყლის ორთქლი.

ცნება წყლის რესურსები მოიცავს თვით წყლის ობოექტებსაც - მდინარეებს, ტბებს, ზღვებს, რადგან ზოგიერთი მიზნით (ნაოსნობა, ჰიდროენერგეტიკა, თევზის მეურნეობა, დასვენება, ტურიზმი) ისინი უშუალოდ გამოიყენებიან, მათგან წყლის ამოუღებლად.

წყლის რესურსების კომპლექსური, ბალანსური შეფასებისათვის მიმართავენ ხმელეთის წყლის ბალანსის განტოლებათა სისტემას : R = U + S; Р = U + S + Е; W = Р — S = U + Е, სადაც:

R - მდინარის მთელი ჩამონადენია;
  U - მიწისქვეშა ჩამონადენი მდინარეში;
  S - ზედაპირული (წყალმოვარდნის) ჩამონადენი;
  P - ატმოსფერული ნალექები;
  E - აორთქლება;
  W - ტერიტორიის საერთო დანესტიანება.