წყალი

წყალი - (ინგ. Water) (რუს. Вода)

წყალბადის ოქსიდი (H2O), უსუნო, უგემო და უფერული სითხე (სქელ ფენებში ან აპარატურით დაკვირვებისას ცისფერია), ბიოსფეროში ყველაზე გავრცელებული ქიმიური ნაერთი. აუცილებელია ყველა ცნობილი ცოცხალი ორგანიზმის არსებობისთვის.

დედამიწაზე წყლის სავარაუდო რაოდენობაა 1400 მილიარდი მ³. გვხვდება მსოფლიო ოკეანეში (96%), გარდა ამისა მიწისქვეშა წყლების, მყინვარების, ტბების, ნიადაგის ტენის და მდინარეების სახით, ასევე ატმოსფეროში და როგორც წვიმის წყალი. ბუნებრივ პირობებში წყალში სხვადასხვა რაოდენობით ყოველთვის გახსნილია მარილები, აირები და ორგანული ნივთიერებები.

დედამიწის გარდა წყლის არსებობა დადასტურებულია რამდენიმე სხვა ციურ სხეულზე (ევროპა, ევკლიდე).

წყალი
წყლის რესურსები

თეორიულად წყლის რესურსები ამოუწურავია, რადგან მათი რაციონალური გამოყენების დროს ისინი კვლავაც აღდგებიან წრებრუნვის პროცესში. მაგრამ წყლის მოხმარება ისეთი ტემპით იზრდება, რომ კაცობრიობის წინაშე დგება ახალი პრობლემა - როგორ უზრუნველყოს მოთხოვნილება მათზე მომავალში.

წყლის რესურსები