
კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი - უწყვეტი ქედი, კავკასიონის სისტემის ოროჰიდროგრაფიული ღერძი, რომელიც ყოფს ჩრდილო კავკასიისა და ამიერკავკასიის მდინარეთა აუზებს. უმაღლესი მწვერვალია შხარა. სიმაღლე ზღვის დონიდან 5058 მ. მდინარე ბელაიის (ყუბანის მარცხენა შენაკადი) სათავეებსა და ადაი-ხოხის მთათა ჯგუფს შორის. ქედი აგებულია პალეოზოურ-პროტეროზოური კრისტალური ქანებით, სხვაგან - ძირითადად მეზოზოური თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით. მნიშვნელოვანი უღელტეხილებია: ჯვრის (ხევისყელის), მამისონის (ჭანჭახის), კლიუხორისა და სხვა. დამახასიათებელია მთა-ტყის, სუბალპური , ალპური და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტები.