მაკეობა ცხოველებში - მდედრის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც დგება განაყოფიერების მომენტიდან და სრულდება ნაყოფის დაბადებით. არსებითად განსხვავდება ძუძუმწოვრების (გარდა კვერცხისმდებლებისა), ცოცხლადმშობი თევზების (ზვიგენის, სკაროსი და სხვ.) და ქვეწარმავლების (გველების, ცოცხლადმშობი ხვლიკი და სხვ.) მაკეობა.

ძუძუმწოვრები

განაყოფიერებული კვერცხის ან(უ) ზიგოტის განვითარება ძუძუმწოვრებში იწყება კვერცხსადინარში. შემდეგ იგი გადადის საშვილოსნოში, სადაც რაღაც დროის განმავლობაში თავისუფლად დევს. ამის მერე ხდება ჩანასახის თანდათანობითი მიმაგრება და დანერგვა საშვილოსნოს კედლებზე (იმპლანტაცია). ჩანასახის კავშირი დედის სხეულთან პლაცენტის მეშვეობით ხდება. მაკეობის დროს დედის ორგანიზმში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. მაკეობის საწყის ეტაპზე ცხოველს აღენიშნება კარგი მადა და შუა პერიოდისკენ იგი კარგად გამოკვებილია. მაკეობის პერიოდის მეორე ნახევრიდან ნაყოფი სწრაფდ იზრდება და სულ უფრო მეტ საკვებ ნივთიერებებს მოითხოვს, რაც ხდება მიზეზი ცხოველის წონაში კლების (სიგამხდრის). მაკეობის პერიოდში ცხოველს უქრება (ან უწყდება) მძუნაობა, ასევე უდიდდება სარძევე ჯირკვლები. დამაკებული მდედრის საშვილოსნო მოცულობაში 10-15-ჯერ იზრდება.

მაკეობის ხანგრძლივობა

მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია ცხოველის სიდიდეზე და იმ გარემო პირობებზე, რომელშიც ორგანიზმი ვითარდება დაბადების შემდეგ. ჩლიქოსანი ცხოველები, რომლებიც ძირითადად გახსნილ(ღია) გარემოში ცხოვრობენ, კარგად განვითარებულ ნაშიერებს შობენ, რომლებსაც დაბადებისთანავე შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება. მტაცებელი ცხოველების მაკეობის ხანგრძლივობა გაცილებით ხანმოკლეა, მათი ნაშიერები იბადებიან ბრმები, კბილების გარეშე და განსაკუთრებულ დაცვას და ზრუნვას საჭიროებენ დედის მხრიდან. ჩანთოსანი ცხოველების მაკეობის ხანგრძლივობა იმდენად ხანმოკლეა, რომ მათი ნაშიერები იბადებიან განვითარების ძალიან ადრეულ ეტაპზე და რამდენიმე თვის განმავლობაში სპეციალურ გამოსაზრდელ ჩანთაში (Marsupium) ზრდიან, სადაც რძის მიღების საშუალებით, რომელიც გამოიყოფა დედის ჩანთის კედლებზე მოთავსებული სარძევე ჯირკვლებიდან, ასრულებენ (აღწევენ) თავის განვითარებას; მეორე მხრივ, ზოგიერთ შედარებით წვრილი ზომის სახეობის ძუძუმწოვრებს (Placentalia) ახასიათებთ უფრო ხანგრძლივი მაკეობის პერიოდი, ვიდრე მსხვილ სახეობებს; ასე მაგალითად, ბოცვერს და კურდღელს მაკეობა უგრძელდება 4 კვირა, მაშინ როცა შედარებით მცირე ზომის ვირთხას 5 კვირა.

სხვადასხვა ცხოველების მაკეობის ხანგრძლივობა მოცემულია ტაბულა N1-ში.

მაკეობის ხანგრძლივობა ერთი და იგივე სახეობის ცხოველის შემთხვევაში შეიძლება განსხვავდებოდეს, რაც დამოკიდებულია წელიწადის დროზე, ჩანასახის სქესზე, ჩანასახის რაოდენობაზე და ა.შ. არსებობს ერთნაყოფიანი და მრავანაყოფიანი მაკეობა. ტყუპები ხანდახან ერთ ზიგოტიანები არიან.

ნაშიერების რაოდენობა

სხვადასხვა ჯგუფის (სახეობის) ძუძუმწოვრებში ნაშიერების რაოდენობა საშვილოსნოში განსხვავებულია. მაგალითად: მტაცებელი ცხოველების საშვილოსნოში 2-დან 20 ნაშიერამდეა, მღრღნელების 2-10-მდე, ჩლიქოსნების 1-5-მდე, ხორთუმიანების (სპილოები) და ფარფლფეხიანების 1 და ა.შ.

ცოცხლადმშობი თევზები

ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან ზვიგენები, სკაროსები და ა.შ.

სკაროსები

ზოგიერთცოცხლადმშობსკაროსებში ნაყოფის განვითარება მიმდინარეობსეგრეთწოდებული საკვერცხის (ან კვერცხუჯრედის) მომყოლის დახმარებით, რომელიც ყალიბდება კვერცხის გულის ხაოიანი წანაზარდებით, რომელიც ჩაინერგება საშვილოსნოსმაგვარი კვერცხისგამტარის კედელში, რაც საშუალებას აძლევს პლასტიური ნივთიერებების გადასვლას დედის ორგანიზმიდან კვერცხში. შესაბამისად ამ თევზებს ახასიათებთ ძუძუმწოვართა მსგავსი მაკეობა.

ქვეწარმავლები

ცოცხლადმშობ ქვეწარმავლებს მიეკუთვნებიან გველები, ცოცხლადმშობი ხვლიკი და სხვები.

არსებობენ მრავალნაყოფიანი და ერთნაყოფიანი ფორმები; მაგ. მტაცებლებს საშვილოსნოში ერთდროულად უვითარდება 2-20 ნაყოფი, მღრღნელებს 2-10 (და მეტი), ჩლიქოსნებს 1-5, ხელფრთიანებს 1-2, ხორთუმიანებს 1, მაიმუნებს 1, ვეშაპებს 1. ზოგჯერ ერთნაყოფიან ფორმებსაც უჩნდება 2 და მეტი ნაყოფი (ტყუპები). განსხვავებული და სპეციფიკურის მაკეობის ხანგრძლივობაც: 2-3 კვირიდან 1-1,5 წლამდე, იშვიათად კი (სპილო) - უფრო მეტიც.