მწერები








ტრადიციულად (არისტოტელეს დროიდან) ორგანიზმების გამოყოფადი კატეგორია, ამღამად განისაზღვრება როგორც ბიოლოგიური სამეფო. ცხოველები ზოოლოგიის შესწავლის ძირითად ობიექტს წარმოადგენენ.

ცხოველებიმი ეკუთვნებიან ევკარიოტებს (უჯრედებში არის ბირთვები). ცხოველთა კლასიკურ ნიშნად ითვლება: ჰეტეროტროფულობა (კვება) მზა ორგანული შენაერთებით და აქტიური გადაადგილების უნარი. სხვათა შორის, არსებობს არაერთი ცხოველი, რომელიც უმოძრაო ცხოვრებას ეწევა, ჰეტეროტროფულობა კი დამახასიათებელია აგრეთვე სოკოებისათვის და ზოგიერთი პარაზიტი მცენარისათვის.

ყოფა-ცხოველებში ტერმინებში "ველური ცხოველები", "შინაური ცხოველები" ხშირად იგულისხმება მხოლოდ ძუძუმწოვრები, ზოგჯერ მხოლოდ ოთხფეხა მიწისზედა ხრხემლიანები (ძუძუმწოვრები, ქვეწარმავლები და მიწისზედა წყლების). რუსული სიტყვა "ცხოველი" შექმნილია სიტყვისგან "ჟიფოტ", რაც ადრე ნიშნავდა "ცხოვრება, ქონება". მეცნიერებაში ტერმინი - ცხოველი გამყარებულია უფრო ფართო მნიშვნელობა, რომელიც შეესაბამება ლათინულ ანიმალიას. ამიტომ ამბობენ, რომ ცხოველებს, ძუძუმწოვართა გარდა მიეკუთვნება სხვა ორგანიზმების უზარმაზარი ერთობლიობა: თევზები, ფრინველები, მწერები, ობობებისმსგავსნი, მოლუსკები, ზღვის ვარსკვლავები, ყოველგვარი მატლები და ა.შ. ადამიანი მიეკუთვნება ცხოველთა სამეფოს, მაგრამ ტრადიციულად განიხილება ცალკე ბიოლოგიაში გამოიყენება სიტყვები "ცხოველი და ადამიანი" ან "ცხოველები ადამიანების ჩათვლით.

ამასთან ადრეამ სამეფოს მიაკუთვნებდნენ ბევრ ჰეტეროტროფულ პროტისტებს და ცხოველებს ქვესამეფოდ ყოფდნენ: ერთუჯრედოვანი პროტოზოა (Protozoa) და მრავალუჯრედოვანი მეტაზოა (Metazoa). ამჟამად სახელწოდება "ცხოველები" ტაქსონომიური გაგებით გამრავლდა მრავალუჯრედიანებზე. ასეთი გაგებით ცხოველებს, როგორც ტაქსონებს უფრო განსაზღვრული ნიშნები აქვთ. მათთვის დამახასიათებელია ოოგამია, მრავალქოვილოვანი აგება, ოგორც მინიმუმ ორი ჩანასახოვანიფურცელი, ბლასტულის და გასტრულის სტადიები ჩანასახოვან განვითარებაში. ცხოველთა უდიდეს უმრავლესობას აქვს კუთები და ნერვები, მათი არმქონე ჯგუფებმა კი - ღრუბლები, ფირფიტოვნები, მეზოზოები, კნიდოსპორიდიდიები - შეიძლება ისინი მეორედ დაკარგეს.

ამავე დროს, მეცნიერებაში ტერმინი "ცხოველები" ზოგჯერ სავარაუდოდ უფრო ფართო მნიშვნელობით გამოიყენება, როდესაც ცხოველებში იგულისხმება არა ტაქსონი, არამედ ორგანიზაციის ტიპი - ცხოვრებისეული ფორმა - რომელიც დამყარებულია მოძრაობაზე, ჰეტეროტროპულობაზე და გოლოზურ კვებაზე.

ამჟამად მეცნიერების მიერ აღწერილია ცხოველთა 1,6 მლნ-ზე მეტი სახეობა (133 ათასზე მეტი ნამარხი სახეობებიდან), რომელთაგან უმეტესობა ხელფრთიანებს (1,3 მლნ-ზე მეტი სახეობა) შეადგენს, მოლუსკები (118 ათასზე მეტი სახეობა) და ხერხემლიანები (42 ათასზე მეტი სახეობა).

ცოცხალი სამყარო შედგება ხუთი ჯგუფისგან, რომლებსაც სამეფო ეწოდება, ესენია: ცხოველები, მცენარეები, სოკოები, ერთუჯრედიანები და პროკარიოტები. ერთუჯრედიანებისა და პროკარიოტებისგან განსხვავებით ცხოველები აგებულები არიან ათასობით უჯრედებისგან, რომლებიც ფუნქციონირებენ როგორც ერთი ცოცხალი მთლიანობა. სახეობათა უმრავლესობის უჯრედები ორგანიზებულია ქსოვილებად და ორგანოებად, რომლებიც განსხვავებულ ამოცანებს ასრულებენ. მცენარეებისგან და ცხოველებისგან განსხვავებით, ცხოველებს არ შეუძლიათ საკუთარი საკვების გამომუშავება, ამიტომ გადასარჩენად იძულებულები არიან, სხვა ცოცხალი არსებებით იკვებონ. ერთ-ერთი მიზეზი ცხოველების ესოდენ დიდი მრავალფეროვნებისა ის არის, რომ სახეობებიმუდმივად სრულყოფენ გზებს სხვა ცხოველების საპოვნელად და შესაჭმელად ისე, თავად სხვილი ლუკმა რომ არ გახდნენ, ცხოველების უმეტესობას აქვს საჭმლის მომნელებელი ცენტრალური სისტემა, რაც საკვებს იღებს, ანაწილებს და ორგანიზმს ენერგიით ამარაგებს. საკვების მოსაპოვებლად ცხოველების უმრავლესობა მოძრაობს - დადის, დარბის, დახტის, ფრინავს ან ცურავს, სასიცოცხლო ციკლის განსაზღვრულ პერიოდში მაიც. რადგან ცხოველებს შეუძლიათ მოძრაობა. მათ განუვითარდათ ნერვული სისტემა და გრძნობის ორგანოები გარე სამყაროს აღსაქმელად: სხვა ცოცხალ არსებებთან შედარებით, ყველაზე რთული სასიცოცხლო ციკლები და ქცევა ახასიათებთ. ცხოველთა უმრავლესობა განსხვავებულსქესიანია - ინდივიდს აქვს მამრობითი ან მდედრობითი სასქესო ორგანოები. აალი სიცოცხლის შესაქმნელად ხდება მამრობითი და მდედრობითი უჯრედების შერწყმა. რასაც სქესობრივი გამრავლება ეწოდება.

რა საფრთხე ემუქრებათ ცხოველებს

სახეობის სრული განადგურება, გადაშენება, ბუნებაში ჩვეულებრივი მოვლენაა. სახეობების, რომელთაც დედამიწაზე ოდესმე უცხოვრიათ, უმეტესობა აღარ არსებობს, თუმცა ამჟამად მათი გაქრობის ტემპი გაცილებით სწრაფია. მასობრვ გადაშენებას, რაც მოხდა 65 მილიონი წლის წინ და რამაც გამოიწვია დინოზავრების გაქრობა, არ მოჰყოლია იმდენი სახეობის განადგურება, რგორც ეს დღეს ხდება. ამის მიზეზი, ძირითადად, ადამიანის საქმიანობა და მოსახლეობის სწრაფი ზრდაა. აქედან გამომდინარე, ცხოველები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ საცხოვრებელი გარემოს დაბინძურებისა და განადგურების გამო. ადამიანები მისდევენ ნადირობას და უამრავ ცხოველს იჭერენ. მათ მიერვე ხდება სნეულებების, მცენარეებისა და ცხოველებისინტროდუცირება დედამიწის იმ რეგიონში, სადაც ისინი ადრე არ არსებობდნენ, რაც ველურ ბუნებას ზიანს აყენებს. თუმცა კარგი სიახლეც არსებობს: მსოფლიო საზოგადოებრიობა ცდილობს, შეწყვიტოს ან შეანელოს ქმედებები. რაც ამდენი სახეობის დაღუპვას იწვევს, მრავალ სახეობის დაღუპვას იწვევს. მრავალ სახეობას საერთაშორისო კანონი იცავს, ხგიერთმა სახელმწიფომ დააწესა მკაცრი სასჯელები მათთვის, ვინც უკანონოდ ნადირობენ ან ცოცხალ გარემოს ზიანს აყენებენ. ხდება ნაკრძალებისა და ეროვნული პარკების გამოყოფა იქ მობინადრე ცხოველეთა ჰაბიტატების დასაცავად. და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ბევრ ქვეყანაში ბავშვებსასწავლიან, თუ როგორ დაიცვან თავიანთი პლანეტის მომავალი.

ცხოველთა კლასიფიკაცია

კლასიფიკაცია ეწოდება ცოცხალი ორგანიზმების დაჯგუფების სისტემას იმისდა მიხედვით, თუ რამდენად მჭირდორ ენათესავებიან ისინი ერთმანეთს. ეს საშუალებას გვაძლევს, თავი მოვუყაროთცხოველების შესახებ ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემებს. ცხოველური ორგანიზმების ჯგუფები განაწილებულია დონეებით, რომელთგანაც პირველი და ყველაზე მრავალროცხოვანია სამეფო, სადაც ნათესაური კავშირები შედარებით ნაკლლებ არის გამოკვეთილი. ყოველ მომდევნო დონეზე ჯგუფი უფრო მცირე რიცხოვანი ხდება, სამაგიეროდ იზრდება მსგავსი ცხოველების რაოდენობა.

1. სამეფო
2. ტიპი
3. კლასი
4. რიგი
5. ოჯახი
6. გვარი
7. სახეობა

ხერხემლიანები - ძუძუმწოვრები, ფრინველები, ქვეწარმავლები, ამფიბიები და თევზები ყველასათვის კარგად ცნობილი ცხოველები არიან, თუმცა ცხოველთა სახეობის მხოლოდ 5% შეადგენენ. საზოგადოდ, ცხოველთა სამეფოს უმეტესობას წარმოადგენენ უხერხემლო ცხოველები, რომელსაც არ აქვს ხერხემალი. ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან ჭიები და ფეხსახსრიანები (მწერების ჩათვლით). ეს უკანასკნელი უხერხემლოთა ყველაზე მრავალროცხოვანი ჯგუფია, როგორც სახეობა. ასევე ინდივიდთა რიცხოვნობის თვალსაზრისით.

ცხოველთა ქცევა

ველურ ბუნებაში თავის გადასარჩენად ცხოველები სხვადასხვაგვარად მოქმედებენ და ქცევას უსადაგებენ ისეთი ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, როგორიცაა საკვების, წყლის, თავშესაფრისა და მეწყვილის მოძიება. ყველაზე მნიშვნელოვანი ქცევა უკავშირდება ყოველდღიური საკვების პოვნისა და მტაცებელთაგან თავის დაღწევა. ელვისებურად სწრაფი ლეფლექსები და ჩასაფრების უნარი ბევრი მტაცებლისათვის (მაგ. დიდი კატებისთვის) უმნიშვნელოვანესია ნადავლისმოსაპოვებლად. ხოლო მათი მსხვერპლი (მაგ. აფრიკის ჩლიქოსანი ძუძუმწოვრები), თავისმხრივ ჯოგებსა და ჯგუფებს ქმნიან მტაცებლების დასაბნევად და დასაფრთხობად. იმავე მიზნით თევზის ბევრი სახეობა გუნდებად დაცურავს. ერთობლივი ცხოვრება, შესაძლოა. სხვაგვარადაციყო სასარგებლო: მაგ. ახალგაზრდა ბაბუინები ოჯახურ ჯგუფებში საკვების სწორად არჩებვას უფროსების ქცევაზე დაკვირვებით სწავლობენ. სოციალური მწერების (მაგ. ჭიანჭველებისა და ფუტკრების) კოლონიებში, ინდივიდები საერთოსაქმეში მონაწილეობენ იმით, რომ განსხვავებულ ამოცანებს ასრულებენ. ცხოველების ქცევის დიდი ნაწილი მეწყვილის არჩევანთან არის დაკავშირებული. მარტორქა ხოჭოებით დაწყებული, ზღვის სპილოებით დამთავრებული, მამრები მდედრებს თავს ერთმანეთს პაექრობით აწონებენ, სხვა სახეობები მდედრებზე შთაბეჭდილებას საგანგებო მათთვის დამახასიათებელი თვისებებითა და უნარებით აწონებენ: მამრი ფარშევანგები თვალწარმტაც კუდებს შლიან, მამრ ანოლისების ყელის ნაკეცი მკვეთრ შეფერილობას იღებს. მრავალი მამრი მეწყვილის საპოვნელად რეგულარურად მოძრაობს, რასაც მიგრაციას უწოდებენ. ზოგიერთი ფრინველი და მწერი, როგორც ვარაუდობენ, ასეთ მარშრუტებზე ორიენტაციისათვის იყენებენ მზეს, სხვები, შესაძლოა, დედამიწის მაგნიტურ ველს.

ცხოველთა შეგრძნებები

ცხოველების უმეტესობასყნოსვის, ხედვის, გემოს, სმენისა და გარემოს აღთქმის უნარი აქვს. სხვადასხვა სახეობაში შეგრძნებები განსხვავებული ხარისხითაა გათვალისწინებული. ძაღლის ბევრ სახეობას შესანიშნავი ყნოსვა აქვს. მტაცებელ ფრინველებს (მაგ. არწივს) მახვილი მხედველობა განუვითარდათ. ზოგიერთ ცხოველებს აქვს შეგრძნების ისეთი უნარი, რისი მსგავსიადამიანებს არ გააჩნიათ. ზვიგენები, ისე როგორც იხვნისკარტები, მსხვერპლის ძიებისას საკუთარ ელექტრონულ აქტივობას იყენებენ.

ცხოველების ურთიერთობა

ცხოველები ურთიერთობას - შეტყობინებების გაგზავნისა და მიღებას, რაც მათ სხვათა მოსაზიდად, გასაფრთხილებლად ან დასაფრთხობად სჭირდებათმრავალნაირად ახერხებენ. ისეთი განსხვავებული სახეობები, როგორებიც არიან ჭიანჭველები და მილკბილები, სანადირო ან საქორწილო ტერიტორიას სუნით ნიშნავენ. ცხოველები, აგრეთვე, იყენებენ ბგერით სიგნალებს: მათ შეუძლიათ გამოსცენ ხმა მტრის დასაფრთხობად, განგაშის ასატეხად ანდა მეწყვილის მისაზიდად. ასევე გავრცელებულია ურთიერთობა მხედველობის მეშვეობით: მრავალი სახეობის მამრები გამოირჩევიან კაშკაშა შეფერილობითა და ლამაზი მორთულობით მდედრების მოსაზიდად.

როგორ მოძრაობენ ცხოველები

ცხოველთა მოძრაობისთავისებურება დამოკიდებულია მათი სხეულის აგებულებაზე, საცხოვრებელ გარემოსა და მოძრაობის მიზეზზე. ცურვა შეუძლია ყველა თევზს, მაგრამ მათ, რომლებიც მსხვერპლს ღია წყალში იტაცებენ, ჩვეულებრივ, თითისტარის მოყვანილობის სხეული აქვთ და უფრო სწრაფები არიან, ვიდრე ისინი, რომლებიც უძრავად ელოდებიან ნადავლს. ცურვა შეუძლიათ როგორც ზღვის ძუძუმწოვრებს, ისე ხმელეთის ძუძუმწოვართადიდ ოდენობას. ძუძუმწოვართა უმეტესობა დადის, დაცოცავს, დარბის ან დახტის, ხის ზოგიერთი ბინადარი, როგორებიც არიან კუსკუსები და ციყვები, ახერხებენ პლანირებას, მაგრამ ნამდვილი ფრინველებივით ფრენა მხოლოდ ღამურებს შეუძლიათ. ზოგიერთი ძუძუმწოვარი მოძრაობის წესს სასიცოცხლო ციკლების განმავლობაში იცვლის: თავკომბალები დაცურავენ, სანამმხტუნავ ზრდასრულ ბაყაყად გადაიქცევიან. ბევრი მწერი სიცოცხლესიქყებს როგორც მცოცავი მატლი, სანამ მისი სხეული არ გარდაიქმნება და ფრენას არ შეძლებს. ასციდები თავისუფლად დაცურავენ როგორც თავკომბალის მსგავსი ლავრები, სანამ ფსკერს არ მიემაგრებიან და ზრდასრულ ფორმებად არ გადაიქცევიან.

ცხოველთა ჰაბიტატები

ჰაბიტატი ეწოდება გარემოს, სადაც ცხოველები პოულობენ საკვებსა და თავშესაფარს, წყვილდებიან და მრავლდებიან. ის შეიცავს ყველა ელემენტს - მცენარეული საფრის, კლიმატური და გეოლოგიური მახასიათებლების ჩათვლით - რაც კონკრეტულ გარემოს აყალიბებს. ზოგიერთი სახეობა ბინადრობს მხოლოდ ერთ ჰაბიტატში, მაგრამ ბევრი რამდენიმე მათგანსიყენებს ან მათ შორის მოძრაობს. საიმპერატორო პინგვინები ანტარქტიდის ყინულოვან ზედაპირზე წყვილდებიან, კვერცხს დებენ და ახალ გამჩეკილ ნაშიერებს ზრდიან. მაგრამ თევზის მოსაპოვებლად ოკეანეს უბრუნდებიან. დროთა განმავლობაში გარემო ბუნმებრივად იცვლება. ზოფილანდშაფტი ერთბაშად ყალიბდება გეოლოგიური მოვლენების, მაგალითად, მიწისძვრის შედეგად, სხვები ეტაპობრივად იქმნება რაიმე მუდმივმოქმედი ბუნებრივი ძალის, მაგალითად, ეროზხიის გავლენით. დედამიწა იცვლებადროთა განმავლობაში, იცვლებიან ცხოველებიც. ისინი პრეისტორიულ ოკეანეში განვითარდნენ და 400 მილიონი წლის წინ დასახლდნენ ხმელეთზე, როდესაც მასზე ზრდა დაიწყეს მცენარეებმა. კლიმატური თავისებურებები იწვევს სეზონურ ცვლილებებს. მაგალითად, ზამთრობით ტემპერატურის მკვეთრი დაწევის დროს, ჩრდილო ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილის ტყეებში ბინადარი ცხოველები ზამთრის ძილს ეძლევიან ან თბილ ადგილებში მიგრირებენ. ცხოველებსაც შეუძლიათ თავიანთ ჰაბიტატის გარდაქმნა. ამის მაგალითიათახვების მიერ კაშხლების მშენებლობა. რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს გარემო. ცხოველების ადგილსამყოფელზე დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანები, რომელთა საქმიანობის შედეგად მცირდება ხმელეთის ჰაბიტატები, უდაბნოებისა და ურბანული რეგიონების გარდა.

სად ბინადრობენ ცხოველები

ხმელეთზე კლიმატი და ნიადაგი განსაზღვრავს, თუ რა მცენარეები იზრდება ამა თუ იმ რეგიონში. თავის, მხრივ, მცენარეულობა განაპირობებს იმავე არეალში არსებულ ცხოველთა რაოდენობასა და მრავალფეროვნებას. ქვემოთ რუკაზე აღნიშნულია მცენარეული საფარი მსოფლიოში. რაც წარმოიშვა ბუნებრივად, ადამიანის ჩარევის გარეშე. ხმელეთზე ყველაზე მეტი ცხოველი ბინადრობს ტროპიკულ ტყეებში, სადაც მუდმივად არის მაღალი ტემპერატურა და მოდის დიდი რაოდენობით ნალექი. ოკეანეში სახეობათა მრავალფეროვნებით გამოირჩევა მარჯნის რიფები.

მრავალფეროვნების ცხელი წერტილები

ბიომრავალფეროვნებაში იგულისხმება დედამიწაზე სიცოცხლის ყველა ფორმა, მათი არეალები და ურთიერთობის თავისებურებები. ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილებად ითვლება სახეობრივი შედგენილობით უმდიდრესი არეალები, რომელთა ბიომრავალფეროვნებას უდიდესი საფრთხე ემუქრება. ეს ადგილები (რუკაზე მონიშნულია წითლად), რომლებიც ადამიანის მოქმედების გამო მძიმედ არის დაზიანებული, დედამიწის ხმელეთის დაახლოებით 1.4%-ს შეადგენს, თუმცა მათში თავმოყრილია მცენარეთა სახეობების თითქმის ნახევარი და ხმელეთის ხერხერმლიანთა მესამედზე მეტი. ტექსტში განხილულიაგანსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი რეგიონები.

მეტაზოას წარმოშობა

ითვლება, რომ ცხოველები წარმოიშვნენ შოლტიანი ერთუჯრედიანებისგან, მათი უახლოესი ცნობილი ცოცხალი ნათესავებია: ხოანოფლაგელატები, საყელოიანი შორტის მატარებლები, მორფოლოგიურად მსგავსნი არიან ზოგიერთი ღრუბლის ხოანოციტებთან. მოლეკულარულმა გამოკვლევებმა განსაზღვრეს ცხოველების ადგილი ქვეჯგუფში Opisthokonta, სადაც აგრეთვე შეყავთ ხოანოფლაგელატები, სოკოები და პარაზიტული პროსტიტების მცირე რაოდენობა. დასახელება პისტოჰოკონტა აღნიშნავს შოლტის უკანა მდებარეობას მოძრავ უჯრედში, ისე, როგორც ცხოველთა სპერმატოზოიდებს დიდ რაოდენობაში, იმ დროს, როდესაც სხვა ევკარისტებს, როგორც წესი, წინა შოლტი აქვს.

ცხოველთა პირველი ნამარხი ნარჩენები მიეკუთვნება დოკემბრიის ბოლოს (დაახლოებით 610 მილიონი წლის წინ) და ცნობილია, როგორც ედიაკარსური ან ვენდურის ფაუნა. თუმცა მათი მიკუთვნება უფრო გვიანეულიმანარხებისთვის რთულია. ისინი შეიძლება იყვნენ ცხოველების თანამედროვე განტოტების წინაპრები დამოუკიდებელ ჯგუფებად ან საერთოდ არ იყვნენ ცხოველები. ცხოველთა ცნობილი ტიპების უმეტესობა მეტ-ნაკლებად ერთდროულად წარმოიშვნენ კემბრიულ პერიოდში, დაახლოებით 542 მილიონი წლის წინათ. ეს მოვლენა კემბრიული აფეთქება გამოწვეული იყო ან ჯგუფების სწრაფი დივერგენციით, ანდა პირობების ისეთი შეცვლით, რომელმაც შესაძლებელი გახადაგაქვავება. მაგრამ ზოგიერთი პანტეოლოგი და გეოლოგი ვარაუდობს, რომ ცხოველები ბევრად უფრო ადრე წარმოიშვნენ, ვიდრე ეს უფრო ადრე ითვლებოდა, შესაძლებელია 1 მილიონი წლის წინათაც ტონის დასაწყისში. ამაზე მიუთითებს სტრომატოლიტების მრავალგვარობის შემცირება დაახლოებით ამ დროს. გარდა ამისა ტონიური დანალექებიდან ცნობილია ანაბეჭდები და სოროები, რომლებიც მოწმობენ მსხვილი (დაახლოებით 5 მმ. სიგანის) სამფენოვანი მატლების არსებობაზე, რომლებიც ისეთივე სირთულისაა, წოგორც მიწის მატლები. მაგრამ ამ ნაკვალევების ასეთი ინტერპრეტაცია ეჭვის ქვეშ დააყენა იმის აღმოჩენამ, რომ მსგავს კვალს ფსკერზე დღეს გიგანტური ერთუჯრედოვანი პორტისტები Gromia sphaerica ტოვებენ.

კვება

ყველა ცხოველი ჰეტეროტროპს წარმოადგენს, ისინი პირდაპირ ან ირიბად სხვა ცოცხალი ორგანიზმებით იკვევებიან. ენერგიის უპირატესი წყაროსდა მიხედვით ცხოველები იყოფიან მცენარისმჭამელად, მტაცებლებად (ხორცისმჭამელად), ყველაფრისმჭამელად და პარაზიტებად.

კლასიფიკაცია: ცხოველთა სამყაროს კლასიფიცირების ისტორია

არისტოტელემპირველად, თავის საკუთარ ცალკე ნაშრომში "ცხოველების წარმოშობის შესახებ" წამოიწყო ცოცხალი სამყაროს მცენარეებსა და ცხოველებზე დაყოფის ცდა. შემდეგ ამას მოჰყვა კარლ ლიენეის შვედი ბუნების გამომცდელის და ექიმის, მცენარეული და ცხოველთა სამყაროს კლასიფიკაციის ერთიანი სისტემის შემქმნელის (რომლებმაც იგი ჯერ კიდევ სიცოცხლეში გახადა მსოფლიოში ცნობილი) ნაშრომები, რომლებშიც მნიშვნელოვნადაა მოწესრიგებული და განზოგადოებული ბიოლოგიური მეცნიერებისგანვითარების მთელი წინა პერიოდის ცოდნა. ლინეის სხვა მთავარ დამსახურებათა შორისაა: ბიოლოგიური სახეების მცნების განსაზღვრა, აქტიურ მოხმარებაში ბინომენალური (ბინალური) ნომენკლატურის დანერგვა დასისტემატიურ (ტაქსონომიკურ) კატეგორიებს შორის მკვეთრი თანადაქვემდებაარების დადგენა. გარდა ამისა კარლ ლინეი წარმოადგენს ცოცხალი ბუნების პირველი იერარქიული კლასიფიკაციის ავტორს, რომელიც საფუძველი (ბაზა) გახდა ცოცხალი ორგანიზმების მეცნიერული კლასიფიკაციისათვის. მან ბუნებრივი სამყარო სამ "სამეფოდ" დაჰყო: მინერალური, მცენარეული და ცხოველები, გამოიყენა რა ოთხი დონე ("რანგი"): კლასები, რაზმები, გვარები და სახეობები. ლიენის მიერ პრაქტიკაში შემოტანილი თითოეული სახის სამეცნიერო წოდების (წინათ გამოყენებული გრძელი სახელწოდებები, რომლებიც სიტყვათა დიდი რაოდენობიდან შედგებოდა, სახეობებს აღწერდა, მაგრამ მკაცრად ფარმარიზებული არ იყო). ორი სიტყვისგან შემდგარი ლათინური სახელის გამოყენება სახეობის სახელწოდება, შემდეგ სპეციალური სახელი ნომენკლატურის ტაქსომანიიდან გარჩევის საშუალებას იძლეობა. ლიენის ორიგინალურ სქემაში ცხოველები მიეკუთვნებოდნენ სამიდან ერთ-ერთ სამეფოს, რომელიც დაყოფილი იყო კლასებად მატლები, მწერები, თევზები, ამფიბიები, ჩიტები და ძუძუმწოვრები. მას შემდეგ ბოლო ოთხი კლასი გაერთიანდა ერთ ტიპად ჰორდოული, მაშინ, როდესაც დანარჩენები უხერხემლოებისადმი იქნენ მიკუთვნებულნი.

ბიოლოგიური სისტემატიკა

კლასიფიკაციის მოყვანილ ვერსიაში ითვლიან ცხოველთა 35 ტიპს (სიტყვა "ტიპი" არ არის მითითებული), ქვემოთ აღწერილია რამოდენიმე ალტერნატიული კლასიფიკაცია.

ევმეტაზოის ქვესამეფო ან ნამდვილი მრავალუჯრედოვნები. Eumetazoa
 
ნაწლავღრუიანები ან რადიალურები, Coelenterata an Radiata
 
 
კნიდარიები ან მოჭრიჭინეები, Cnidaria (აღწერილია დაახლოებით 11000 სახეობა)
 
 
სავარცხლიანები, Ctenephora (ცნობილია დაახლოებით 100-დან 150-მდე სახეობა)
 
 
 
 
 
 
 
 
 
ორტინექტიდები, Ortonectida (დაახლოები 30 სახეობა)
 
 
 
დიციემიდები, Dicyemida ან Rhombozoa
 
 
 
ბრტყელი მატლები,  Plathelmintes (დაახლოებით 25 000 სახეობა)
 
 
 
ნემერტინები, Nemertina ან Nemertini (დაახლოებით 1000 სახეობა)
 
 
 
მუცელწამწამოვანი მატლები ან გასტროტრიხები, Gastrotricha (დაახლოებით 600 სახეობა)
 
 
 
გნატოსტომულიდები, Gnathostomulida (დაახლოებით 100 სახეობა)
 
 
 
Micrognathozoa (ერთადერთი სახეობა - Limnognathia maerski)
 
 
 
კოლოვრატკები, Rotatoria ან Rotifera (დაახლოებით 1500 სახეობა)
 
 
 
სკრებნები ან აკანტოცეფალები, Acanthocephala (დაახლოებით 750 სახეობა)
 
 
 
 
 
 
შიდაპოროქტიანები, Entoprocta (დაახლოებით 150 სახეობა)
 
 
 
ნემატოდები ან არსებითად მსგავსი მატლები, Nematoda (აღწერილია დაახლოებით 80000 სახეობა, სახეობების საერთო რაოდენობა, სავარაუდოდ დაახლოებით მილიონი)
 
 
 
თმიანები, Gordiacea ან Nematomorpha (დაახლოებით 320 სახეობა)
 
 
 
ციკლიოფორები, Cycliophora (ცნობილია სამი სახეობა)
 
 
 
მოლიუსკები ან რბილსხეულიანები, Mollusca (150 000-ზე მეტი სახეობა)
 
 
 
სიპუნკულიდები, Sipunculida (დაახლოებით 144-320 სახეობა)
 
 
 
რგოლისებრი მატლები, ან რგოლებიანი, ან ანელიდები, Annelida ( 12 000-ზე მეტი სახეობა)
 
 
 
ეხიურები, Echiura (დაახლოებით 150 სახეობა)
 
 
 
ნელადმავალნი, Tardigrada (900-ზე მეტი სახეობა)
 
 
 
ონიქოფორები ან პირველადტრაქვეულები, Onychophora (დაახლოებით 100 სახეობა)
 
 
 
ფეხსახსრიანები, Arthropoda: მწერები (სახეობების საერთო რაოდენობა, სავარაუდოდ 3-10-დან 30 მილიონამდე), ობობისმსგავსნი (დაახლოებით 100 000 სახეობა),კიბოსმსგავსნი (დაახლოებით 52 000 სახეობა) და სხვა
 
 
 
ფირონიდები, Phoronida (შესწავლილია 12 სახეობა)
 
 
 
მშანკები, Bryozoa ან Ectoprocta (დაახლოებით 5000 სახეობა)
 
 
 
ფეხმხრიანები ან ბრახიოპოდები, Brachiopoda (დაახლოებით280 თანამედროვე და 30000 გადაშენებული სახეობა)
 
 
 
 
 
ნემსკანიანები, Echinodermata (დაახლოებით 7000 სახეობა): ხღვის ვარსკვლავები (დაახლოებით 1600 სახეობა), ზღვის ზღარბები (დაახლოები 940 სახეობა) და სხვა.
 
 
 
ჯაგარყბებიანები, Chaetognatha (დაახლოებით 120 სახეობა)
 
 
 
ნახევრადქორდოვანები, Hemichordata (დაახლოებით 100 სახეობა)
 
 
 
ქორდოვანები, Chordata (დაახლოებით 55200 სახეობა): მათ შორის ხერხემლიანები (დაახლოებით 40000 სახეობა); ძუძუმწოვრები (5400-მდე სახეობა); ჩიტები 9800-ზე მეტი სახეობა) და სხვა.
ქვესამეფო პრომეტაზოები (Prometazoa)
 
ღრუბელები, Porifera ან Spongia (დაახლოებით 8000 სახეობა)
 
ფირფიტოვანები, Placozoa ან Mesenchymia (ერთი სახეობა)


კლასიფიკაციის არტერნატიული ვარიანტები

ცხოველთა სამეფოს კლასიფიკაცია მდგრადი არ არის და მრავალი ვარიანტი არსებობს. ზოგჯერ უმარტივესებს მიაკუთვნებენ ხოლმე ცხოველებს, როგორც ქვესამეფოს იმის საფუძველზე, რომ ისინი (უმრავლესობა) ჰეტეროტროპულები, აქტიურად გადაადგილებადი ორგანიზმები არიან. მაგრამ, მეორეს მხრივ, უმარტივესებს ხშირად არანაკლები ხარისხით მცენარეების ნიშნები აქვთ და რაღაც აზრით რამდენადმე შუალედური მდგომარეობა უჭირავთ ცხოველებსა და მცენარეებს შორის. ამიტომ პროტისტებს ასევე გამოყოფენ ცალკე სამეფოდ (ან რამოდენიმე სამეფოდ). ზოგჯერ კლასიფიკაციებში გამოიყოფოდა აგნოტოზოის ქვესამეფო, რომელიც პლაკოზოებს, ორტონექტიდებს და დიციემიდებს შეიცავს.

გარდა ამისა, ტიპების რაოდენობა და შემადგენლობა სხვადასხვა ცვლილებებს ექვემდებარება. აი, მხოლოდ რამოდენიმე შესაძლებელი ვარიაცია ტიპების თემაზე.

ნიდარიები და სავარცხლიანები შეიძლება ერთ ტიპად გაერთიანდნენ (ნაწლავღრუიანები).

ნემატოდებს, მუცელწამწამოვან მატლებს, კინორინხებს, თმიანებს, კოლოვრატოკებს და ზოგჯერ პრიაპულიდებს აერთიანებენ როგორც კლასებს ერთ ტიპად პირველადღრუიანი მატლები ან მრგვალი მატლები (აშკარად მოძველებული კლასიფიკაცია).

ნემატოდებს, თმიანებს და მუცელწამწამოვნებსმრგვალი მატლების ტიპს (ემატჰელმინტჰეს) მიაკუთვნებენ.

თავხორთუმიანთა კლასების პრიაპულიდებს, კინორინხებს და ლორიციფერებს განიხილავენ, როგორც ცალკეულ ტიპებს.

ფორონიდებს, მშანკებს და მხარფეხოვნებს აერთიანებეს საცეციანებად ან ლოფორებად სამი შესაბამისი კლასით.

ნახევარქორდოვანები ადრე ითვლებოდნენ ქორდოვანების ქვეტიპად.

გარსიანები ხშირად განიხილებოდნენ, როგორც ცალკეული ტიპი.

ბევრ სახელმძღვანელოში, როგორც ცალკეული ტიპი მეორადპირიანებისა განიხილებიან პოგონოფორები.

ორტონექტიდები და დიციემიდები შეიძლება განხილული იქნას, როგორც მეზოზოები ერთი ტიპი (აშკარად მოძველებული კლასიფიკაცია).

Metazoa-ს შემადგენლობაში შედის Myxozoa-ს ტიპიც, რომლებსაც ადრე პროტისტებს მიაკუთვნებდნენ.

ცხოველთა ჯგუფები

პირველადპირიანები

პირველადპირიანები (ლათ. Protostomia) - მრავალუჯრედოვანი ცხოველების ტაქსონი ჯგუფიდან Bilateria. ჩანასახოვანი განვითარების პერიოდში, მათი პირველადი პირის ადგილას (ბლასტოპორა) წარმოიქმნება პირი ან ნაპრალოვანი ჩართვისას ბლასტოპორა, პირი ან ანალური ხვრელი. ამით ისინი განსხვავდებიან მეორადპირიანებისგან, რომელთაც ბლასტოპორას ადგილას წარმოექმნებათ ანალური ხვრელი, პირის კი მოგვიანებით სხვა ადგილას ჩნდება.

Platyzoa

Platyzoa პირველადპირიანი ცხოველების ჯგუფი (Bilateria). დასახელება ტექსონა შემოთავაზებულია 1998 წ. ტ. კავალირ-სმიტის მიერ წამწამიანი არასეგმენტირებული ორგანიზმებისთვის სხეულის ღრუს გარეშე ან სხეულის პირველადი ღრუთი, ცირკულატორული სისტემის გარეშე. შემდგომ ჯგუფის შემადგენლობა გადახედილი იქნა. მასში ჩართეს ციკლოფორი და შიდაპოროშიცულები და გამორისხეს იქიდან Acoelomorpha, რომელიც ადრე ტურბელიარიების წარმომადგენლად ითვლებოდა. ტაქსონის მონოფილეტიკური სტატუსი ამ შეცვლილ შემადგენლობაში დამტკიცებულია მოლეკულარულ-გენეტიკური გამოკვლევებით.

Lophotrochozoa, Spiralia - Спиральные

სპირალურები უხერხემლო ცხოველთა უდიდესი ჯგუფი, რომელიც შეიცავს მოლუსკებს და რგოლისებრ მატლებს. პირველები შეიცავენ ლოკოკინებს, ორნახვრეტიანებს და კალმარებს, მეორენი კი წვიმის მატლებს და წურბელებს. ამასთან მჩხლეტავ მატლებს (მათი სხეულის სეგმენტირებულობის გამო) უფრო ფოხოვანებთან ახლოსმიიჩვევდნენ. ჯგუფი შემოთავაზებული იქნა 1995 წელს Kenneth M. Halanych-ის მიერ, რომელიცმოლეკულარულ მონაცემებს ეფუძნებოდა. მოლეკულარული მტკიცებულებები, მაგალითად, მცირე სუბერთეულების рРНК ევოლუციას მოცემული ზეტიპის მონოფოლიას ამტკიცებენ.

Panarthropoda

Panarthropoda ეს არის უხერხემლოთა ტაქსონი პირველადპირიანების ჯგუფიდან (ლათ. Protostomia), რომელიც აერთიანებს ფეხსახსრიანებს, ონიქოფორებს, წყნარადმავლები და გადაშენებულ ჯგუფს Xenusia.

Panarthropoda-ს აგების საერთო ნიშნებიექვემდებარება მეტამერული სიმეტრიის კანონებს: ორგანიზმის სხეული შეიცავს რამოდენიმე მსგავს ელემენტს, სეგმენტებს რომლებიც განლაგებულია ერთმანეთის მიყოლებით, სხეულის ღერძის გასწვრივ.

სტეგმენტაციის ერთ-ერთი ყველაზე უფრო შესამჩნევი გამოვლენაა წყვილი კიდურების განლაგება, რომლებიც ყველა Panarthropoda-ში თავდაპირველად შეიარაღებულნი იყვნენმყარი ბრჭყალებით. მეტამერია დამახასიათებელია ზედა ორგანოებისათვის: კუნთებისათვის, რომელთაც კიდურები მოძრაობაში მოყავთ, გამოყოფის ორგანოებისათვის და ნერეული სისტემის ელემენტებისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ Panarthropoda-ს მორფოლოგია ძალიან მრავალგვარია. ასე, რომ ხშირად კონკრეტული წარმომადგენლის სახის ჰომოლოგიური ნაკვთების დადგენა, ზემოთაღწერილი აგების გეგმით გაძნელებული აღმოჩნდება ხოლმე.

მეორადპირიანები

მეორედპირიანები (ლათ. Deuterostomia) - მრავალუჯრედიანი ცხოველების ჯგუფი Bilateria - ჯგუფიდან შეიცავს ნახევრად ქორდიანებს, ნემსკანიანებს და ქორდიანებს. ტერმინი შემონანილიაგერმანელი ზოოლოგის მიერ (1908 წ.). მეორადპირიანებსჩანასახოვანი განვითარების პერიოდში პირველი პირის (ბლასტოპორის) ადგილას წარმოექმნებათ ანალური ხვრელი, თვითონ პირი კი დამოუკიდებლად სხეულის წინა ნაწილში ჩნდება. არის სხეულის მეორადი ღრუ (მთლიანად). მათ მიეკუთვნებიან მათ შორის ყველაზე მეტად პროგრესიული (ევოლუციური სწავლების პოზიციიდან) ცხოველები ხერხემლიანები (ქორდიანების ქვეტიპი). მაგრამ მეორადპირიანების წარმოშობა გაურკვეველია. შესაძლებელია, ისინი წარმოიშვნენ რადიალური (ნაწლავღრუიანები) ცხოველებისაგან, პირველადპირიანებისგან დამოუკიდებლად. სხვა ჰიპოთეზების თანახმად, მეორადპირიანების წინაპრები იყვნენ პირველადპირიანების პრიმიტიულ ტიპთაგან ერთ-ერთის წარმომადგენლები, რომლებიც დაბალი მატლების ჯგუფში იყვნენ გაერთიანებულნი. მაგრამ მოლეკულარული კვლევების უკანასკნელი მონაცემები პირველი ვერსიის სასარგებლოდ ლაპარაკობენ.