Домен:
Эукариоты
Царство:
Грибы
Отдел:
Базидиомицеты
Класс:
Агарикомицеты
Порядок:
Болетовые
Семейство:
Болетовые
Род:
Боровик
Вид:
Белый гриб
Латинское название:
Boletus edulis

 

დათვისსოკო - (ინგ. Boletus edulis) (რუს. Белый гриб)

სინონიმი: ძირბუკ.

თეთრი სოკო ანუ დათვისსოკო(შემოკლებით: თეთრი) - ბოლეტუსისებრთა ოჯახის სოკო.

დასახელება

ტერმინი „თეთრი სოკო“-ს წარმოშობა.

ძველად „სოკოებს“ მხოლოდ საკვებად ვარგის სოკოებს უძახდნენ (თვლიდნენ), დიდწილად ეს სიტყვა შეეფერებოდა თეთრ სოკოს, როგორც ყველაზე ძვირფასს.

სოკოები მოწითალო-მურა ფერის არიან, ფუძე მაგარი და შუაში ფართო, ისინი სხვა სოკოებზე გაცილებით დიდებია (ამ უკანასკნელთაგან აღწერილია არყა, მჭადა სოკო, ხარისფაშვა, ზეთიანა, ბ.ვ.).

ბ.პ. ვასილევსკის მიხ.

ნამცხვრები სოკოთი, მაჭადასოკოთი, არყასოკოთი. სოკოები გამხმარი, არყა, მჭადასოკო და ყველანაირი ბოსტნეული დამარილებული.

«Домострой»(წიგნი), XVIს., ციტატა ბ.პ. ვასილევსკის მიხედვით.

ქვეყანაში გაჩნდება ბევრი სოკო, მჭადასოკო, არყასოკო

ბ.პ. ვასილევსკის მიხ.

XVI-XIX სს-ში არსებობდა ურთიერთსაწინააღმდეგო, თანამედროვე რუსულ ენაში დაკარგული და ნაწილობრივ შემონახული მხოლოდ ცალკეულ დიალექტებში:

სოკოები - ტუჩები (ტუჩები - სოკოები, გამოიყენება მხოლოდ დამარილებული ან სოკოები - თეთრი, ტუჩები - სოკოები ზოგადად, ან ტუჩები - სოკოები, რომლებიც ხეზე წარმონაქმნეის სახით არის აბედასოკოსნაირი.

სოკოები - არყისსოკო;
სოკოები (საკვებად ვარგისი) - ძაღლისსოკო (შხამიანი, გარდა წითელი შხამასოკოსი;
თეთრი სოკო - შავი სოკოები.

დაზუსტებით არ არის ცნობილი, რა დროიდან გამოიყენება სახელწოდება „თეთრი სოკო“ ამ სახეობის მიმართ, თუმცა ვ.ი. დალის (1863-1866) ლექსიკონში ის უკვე ამ გაგებით არის ნახსენები. „თეთრი“ ქვია ნაკლებად ფასეული „შავი“ ბოლეტუსისებური სოკოების საწინააღმდეგოდ და ასევე იმიტომ, რომ მისი რბილობი გაჭრისას ფერს არ იცვლისდა გახმობისას არ მუქდება.

ბევრი მოცემული დასახელების ახსნა საკმაოდ რთულია, ცხადია მხოლოდ სიტყვის წარმოშობა „ბოროვიკ“ „ბოლეტუს“ ფიჭვის ტყის სოკოები, „ყვითელა“ მოწიფული ჰიმენოფორის ყვითელი ფერის გამო, „ძვირფასი სოკო“ და „სოღო-სოკო“უმრავლეს დიალექტზე ასე უწოდებენ გაურკვეველი სახეობის სოკოს, ჰიმენოფორებიან ფირფიტებიან სოკოებს, დახურული აპკით, ზედსართავი სახელიდან „ყრუ“, აზრობრივი გაგებით დახშული, ხვრელების გარეშე.

ცხენის სოკოს სახელწოდება შესაძლებელია წარმოადგენს ზედსართავი სახელის „ცხენისმაგვარი“-ს სახესხვაობას. ამ შემთხვევაში მეტად მართებული ფორმა იქნებოდა „ცხენ-სოკო“.

„ბებია“ შეიძლება დაკავშირებული იყოს დიალექტურ ზმნასთან მოშვება, „დანაოჭება“ (ფუძე ბებ იგივე მნიშვნელობით ცნობილია ბევრ სლავურ ენებში). სახელწოდების სხვა ვერსია ასახავს სოკოს მსგავსებას კამათელთან. ასეთ შემთხვევაში იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული სახელწოდება „ჭიამაია“-სთან (და მისგან წარმოებულზე), „პან“ - გამარჯვებასთან და „მარჯვე“-სთან, რადგანაც ეს სიტყვები გამოიყენებოდა (სათამაშო) ძვლების (იგივე კამათელი) სხვადასხვა ღირსების და თამაშში დანიშნულების (ბებია, ჭიამაია, თავდამსხმელი, გამარჯვება) აღსანიშნავად.

„თეთრი სოკო“ როგორც სხვა სახეობების სახელწოდება

იმ ადგილებში, სადაც Boletus edulis არ გვხვდება, თეთრი სოკოები შეიძლება დაუძახონ სხვა სახეობებს, რომლებსაც ჩვეულებრივ თეთრი ან ძალიან ღია ფერის ნაყოფის სხეულები აქვთ.

• Leccinum percandidum, Leccinum holopus - ურალისპირეთის, ურალის მიღმა და შორეული აღმოსავლეთის (ანადირი, ლავრენტიას დასახლება) ტუნდრასა და ტყე-ტუნდრაში.
• Clitocybe gigantea - ყირიმი (მიუხედავად იმისა, რომ Boletus edulis საკმაოდ ცნობილია, Clitocybe gigantea-ს მაინც „მთის თეთრ სოკო“-ს უძახიან.
• Pleurotus eryngii- შუა აზია

აღწერა

ზრდასრული სოკოს ქუდის დიამეტრი 7-30სმ. ( ხანდახან 50სმ-მდე), ამობურცული, ბებერ სოკოებს ბრტყელი-ამობურცული, იშვიათად გაწვდილი (გაშვერილი). ზედაპირი გლუვი ან დანაოჭებული, მშრალ ამინდში შეიძლება დასკდეს (დაიბზაროს), ტიტველი, ოდნავ ნაბდისებური (განსაკუთრებით კიდეებზე), იშვიათად ბოჭკოვან-ქერცლიანი. ნოტიო ამინდში ზედაპირი ოდნავ ლორწოვანი უხდება, მშრალ ამინდში გლუვი და მბზინავი. კანის ფერი მოყავისფრო-წითლიდან თითქმის თეთრამდე, ასაკთან ერთად მუქდება, ასევე შეიძლება იყოს ლიმნისფერი ყვითელი, ნარინჯისფერი, მეწამული ფერის ტონებში, ხშირად შეფერილობა არათანაბარია, ღია ფერის კიდეებით, ხანდახან წვრილი სუფთა თეთრი ფერის რგოლით (აბადოკი) კანი შეზრდილი, არ ცილდება რბილობს.

რბილობი მაგარი, წვნიან-ხორციანი, ბებერ სოკოებს ბოჭკოვანი, თეთრი, ასაკთან ერთად ყვითლდება, გაჭრისას არ იცვლის ფერს (ძალიან იშვიათად შეიმჩნევა ფერის ოდნავი ცვლილება ვარდისფრად ან ცისფრად), მუქად შეფერილი კანის ქვეშ შეიძლება იყოს მურისფერი ან მოყავისფრო-წითელი ფერის ფენა. გემო რბილი, ოდნავ შესამჩნევი, სუნი უმი რბილობის ოდნავ გაირჩევა, ძლიერი სასიამოვნო სოკოს სურნელი ხარშვისას ან გახმობისას წარმოიქმნება.

ფეხი 8-25 სმ. სიმაღლის (ჩვეულებრივ 12სმ-მდე) და 7სმ. სისქის (იშვიათად 10 და მეტი), მასიური, კასრისებური ან თითისტარისებური, ასაკთან ერთად იჭიმება და შეიძლება გახდეს ცილინდრული, გაფართოვდეს ან შევიწროვდეს შუაში, ძირი ხშირად რჩება სქელი. ზედაპირი მოთეთრო, მოყავისფრო, ხანდახან მოწითალო, შეიძლება იგივე ელფერი ჰქონდეს რაც ქუდს, მაგრამ უფრო ღია ფერის. დაფარულია თეთრი ან უფრო ღია ფერის ბადით და ძარღვებით. ბადე წესისამებრ ფეხის ზედა ნაწილშია, მაგრამ შეიძლება ძირამდეც ეშვებოდეს, ძალიან იშვიათად შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს ან ოდნავ შესამჩნევად იყოს.

მილაკოვანი ფენა რღმა ნასვრეტებით ფეხის გარშემო, ადვილად სცილდება ქუდის რბილობს, ღია ფერის, ახალგაზრდა სოკოებს თეთრი, მოგვიანებით ყვითლდება, მერე იღებს ზეთისხილის-მწვანე ფერს, ძალიან იშვიათად ახალგაზრდა ასაკში არის მოვარდისფრო-წითელი ელფერის. მილაკების სიგრძე 1-4სმ. ფორები პატარა, მომრგვალებული.

გარსის (საფარის) ნარჩენები არ აქვს.

სპორის ფხვნილი მურა-ზეთისხილისფერი. სპორები თითსტარისებრი, საშუალო ზომა 15,5 × 5,5 მკმ, ზომები შეიძლება ძალიან ძლიერ ვარირებდეს, ერთიდაიგივე ნიმუშზეც კი (11-17×4-5,5მკმ), ძალიან იშვიათად გვხდება ძლიერ წაგრძელებული, 22სმ-მდე, მაგრამ მათი სიგანე არ აღემატება ჩვეულებრივს.

დიდი რაოდენობით ცისტიდები ნაპოვნია ახალგაზრდა სოკოებში, ძირითადად ჰიმენოფორის ზედაპირზე (ჰეილოცისტიდები), სოლისებურად მდგომი, აყალიბებენ ნაბდისებურ ფენას, რაც განაპირობებს ახალგაზრდა ფოროვანი ზედაპირის თეთრ ფერს. ფორების გახსნის შემდეგ ცისტიდები კონცენტრირდებიან მილაკების კიდეებზე. ცისტიდები აქვს ასევე ფეხის ნადისებური ნახატის ძაფებზე (კაულოცისტიდები) და ქუდის ზედაპირზე (პილეოცისტიდები).

ცვალებადობა

ბ.პ. ვასილევსკის მიერ აღწერილია თეთრი სოკოს 18 სახეობა, რაც დამოკიდებულია ფესვის თავისებურებებზე, ნაყოფის სხეული აღმოცენების სეზონზე, კლიმატის თავისებურებებზე და სხვა ეკოლოგიური პირობებზე. სხვა ავტორები ამ ფორმებიდან ოთხს თვლიან თვითმყოფად სახეობებად, ანუ ვასილევსკის მიხედვით თეთრი სოკო უნდა ჩაითვალოს სახეობად მისი  ფართო გაგებით (Boletus edulis sensu lato), დანარჩენი ფორმები წარმოადგენენ საკუთრივ Boletus edulis sensu stricto სახეობას.

• თეთრი სოკო ნაძვის ანუ ტიპიური ფორმა (Boletus edulis f. Edulis FR. 1821) - ყველაზე გავრცელებული, აქვს წაგრძელებული ფეხი, როგორც წესი ბოლოში გასქელებული; ქუდი მურა მოწითალო ან წაბლისფერი ელფერით, ხშირად არათანაბრად შეფერილი, გლუვი, მშრალი. გვხდება ნაძვის და სოჭის ტყეებში, გავრცელებულია ყველა რაიონში, სადა იზრდება თეთრი სოკო, გარდა ისლანდიისა. სეზონი ივნისი-ოქტომბერი.
• თეთრი სოკო მუხის (Boletusedulisf. QuercicolaVASSILK. 1966) გამოირჩევა ქუდის მურა-ნაცრისფერი ფერით და არა ყავისფერი ელფერით, ხანდახან ღია ფერის ლაქებით, მთლიანობაში ქუდი უფრო მუქი აქვს ვიდრე არყის ფორმას (სოკოს). რბილობი უფრო მყიფე, ვიდრე სხვა თეთრ სოკოებს. გვხვდება მუხის ტყეებში ივნისი-ოქტომბერში, რუსეთის ევროპული ნაწილის შუა და სამხრეთ ზოლებში, კავკასიაში, ზღვისპირეთის მხარეში; ამ ფფორმის არსებობა და გავრცელება რუსეთის საზღვრებს მიღმა შესაწავლილი არ არის. გვხდება ხშირა, ადგილადგილ უხვად.
• თეთრი სოკო არყის (Boletusbetulicolus) ანუ Boletusedulisf. Betulicolaგანსხვავდება ქუდის ღია, თითქმის თეთრი ფერით და იზრდება არყის ხის ქვეშ.
• თეთრი სოკო ფიჭვის (Boletuspinophilus), ანუ ბოლეტუსისებრთა ფორმის (Boletusedulisf. pinicola) დიდი მუქი ქუდი, ხანდახან იისფერი ელფერით. რბილობი კანის ქვეშ მურა-მოწითალო.
• ადრეული ფორმა (Boletusedulisf. praecoxVASSILK. 1966) ვასილევსკის მიაჩნია ფიჭვის თეთრი სოკოს სეზონურ ფორმად. ქუდი შედარებით პატარა, ხშირად დაბზარული, ბაცი-მურისფერი ან ღია ოხრისფერი, წითელი ელფერის გარეშე. ფიჭვის ფორმისგან განსხვავდება მოყავისფრო და არა წითელი რბილობით ქუდის კანის ქვეშ. ნაყოფს ისხამს მაისი-ივნისში, გვხდება ფიჭვის მშრალ ტყეებში. ცნობილია გერმანიაში და რუსეთში (შუა ვოლგისპირეთში).
• ლიმნისფერი-ყვითელი ფორმა (Boletus edulis f. citrinus (PELT.) VASSILK.1966). სოკო წააგავს ტიპიურ ფორმას, განსხვავდება ქუდის ლიმნისფერი-ყვითელი ან მკვეთრი ყვითელი ფერით. გვხვდება ნაძვნარ-ფიჭვნარ ტყის კორომებზე დანიაში, საფრანგეთში, ბელორუსიაში (მინსკის რეგიონი, ჩერვენსკის რაიონი).
• გლუვფეხიანი ფორმა (Boletus edulis f. Laevipes (MASSEE) VASSILK. 1966) ყველა დანარჩენისგან განსხვავდება ფეხზე ბადის არარსებობით. იზრდება არყის თყეებში, გვხდება ინგლისში, ბელგიაში და რუსეთში (ლენინგრადის - პეტერბურგის რეგიონი).
• მცდარი მეწამულისფერი ფორმა (Boletus edulis f. Pseudopurpureus (J. MURR. {?}) VASSILK. 1966). ქუდი ყავისფერი-მეწამულის ფერი, მილაკების ფენა მოვარდისფრო-წითელი ელფერით. ცნობილია ავსტრიაში.
• განსაკუთრებული ფორმა (Boletus edulis f. separans (PECK) VASSILK. 1966) გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკაში (ა.შ.შ., ნიუ-იორკიდან ჩრდილოეთ კაროლინამდე). ქუდი და ფეხი მეწამული-იასამნისფერი ელფერით, მილაკების ფენა ჩვეულებრივი ფერის. იზრდება ფოთლოვან ტყეებში.
• ნარინჯისფერ-წითელი ფორმა (Boletus edulis f. aurantioruber (E. A.DICK & SNELL) VASSILK. 1966). ქუდი ნარინჯისფერი-წითელი, ფეხი მოვარდისფრო ან მოწითალო, გვხვდება ფიჭვის და ცუგის ქვეშ. იზრდება კანადაში (ახალი შოტლანდია, ნიუ-ბრანსვიკი).
• მოლურჯო ფორმა (Boletus edulis f. subcaerulescens (E. A. DICK & SNELL) VASSILK. 1966) ყველა დანარჩენისგან განსხვავდება ქუდის და ფეხის ღვინისფერი-წითელი ფერით, ფოროვანი ფენა დაჭერისას ნელნლეა ლურჯდება. იზრდება ფიჭვოვან ტყეებში კანადაში (ნიუ-ბრანსვიკი).
• ვარდისფერფეხიანი ფორმა (Boletus edulis f. roseipes VASSILK. 1966). ქუდი 25სმ-მდე დიამეტრის, ხშირად დაფარულია არათანაბარი ქვიშისფერი და მურა ფერის ლაქებით. ფეხის ზედა ნაქილი მოყავისფრო-მოვარდისფრო, ქვემოთ ყავისფერი-მურა ფერის, ძალიან თხელი ოდნავ წყლისფერი-თეთრი ბადით. ქუდის რბილობი გაჭრისას ოდნავ ვარდისფრდება, ფეხზე ფერს არ იცვლის. ცნობილია მაგადანის რეგიონში ოხოტის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე, იზრდება მთიან მეჩხერტყიან ადგილებში, სადაც ლარიქსის და ქვის არყის ხეებია, ბუჩქოვანი ქვეტყით, გვხდება შედარებით ხშირად, მაგრამ არა უხვად.
• არქტიკული ფორმა (Boletus edulis f. Arcticus VASSILK. 1966) აქვს პატარა ნაყოფის სხეული, ქუდიანად 5სმ. დიამეტრი, ოხრისფერ-მოყვითალო ან ღია მურისფერი. ცნობილია ხიბინების მთიანეთის ტუნდრაში პოლარულ-ალპური ბოტანიკური ბაღის შემოგარენში, ზღვის დონიდან 700მ.სიმაღლეზე და მთის ძირში.
• გვიანი ფორმა (Boletus edulis f. tardus VASSILK. 1966),როგორც არქტიკული, პატარა ზომის (ქუდი 5სმ-მდე), გამოირჩევა უფრო მუქი მურა, თითქმის შავი შეფერილობით, მოთეთრო-მოყვითალო ზოლით კიდეებზე. გვხვდება არქტიკული ტუნდრის არყის ბუჩქნარს შორის (კოლის ნახევარკუნძული, ჩუკოტკა, კამჩატკა) და მაღალმთიანეთში, ნაპოვნია კავკასიაშიც (სამხრეთ ოსეთი, ჯავის რაიონი) 2200მ. სიმაღლეზე არყის მრუდტყეებში. იზრდება აგვისტოში ცივი ამინდის დროს, გვხვდება იშვიათად და არა უხვად.  
• მურა-ზეთისხილის(ფერი)ფორმა (Boletus edulis f. Olivaceobrunneus (ZELLER F. D. BAILEY) VASSILK. 1966). ქუდი ბოჭკოვანი კიდეებით, ხანდახან წვრილქერცლიანი, ზეთისხილისფერი-მურა, ცენტრში ზოგჯერ უფრო მუქი ფერის. ფეხი ჩვეულებრივ სწორი, არა გორგლისებური. იზრდება აღმოსავლეთით ჩრდილოეთ ამერიკაში ფიჭვის ტყეებში, ოქტომბერ-ნოემბერში. ვასილკოვის ცნობით (1966) მსგავსი სოკოები ნაპოვნია ბათუმის შემოგარენშიც, თუმცა მათი ზუსტი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.  
• თეთრი სოკო მუქი ბრინჯაოსფერი ან რცხილისნაირი (Boletus aereusან Boletus edulis f. aereus). ძალიან მუქი ფერის სოკო, თითქმის შავი ფერის, იზრდება წიფლის და მუხის ტყეებში. გვხვდება ევროპაში, უფრო დასავლეთ და სამხრეთ რეგიონებში (ესპანეთიდან დასავლეთ უკრაინამდე) და ა.შ.შ.-ში.  
• ღია ბრინჯაოსფერი ფორმა (Boletus edulis f. Subaereus VASSILK. 1966) მსგავსია მუქი მრინჯაოსფერი დათვისსოკოსი, მაგრამ ღია ნაცრისფერი-ყავისფერი ქუდი აქვს, ხანდახან ოხრისფერი ყვითელი ლაქებით. ვასილკოვის მოსაზრებით ღია ბრინჯაოსფერ და მუქ ბრინჯაოსფერ ფორმებს შორის შესაძლებელია გადასვლები. იზრდება ივნისი-ოქტომბერში წიფლის, მუხის და რცხილის ტყეებში, იშვიათად გვხვდება. ცნობილია კავკასიაში (ლაგოდეხის ნაკრძალში და ბათუმის ბოტანიკურ ბაღში), კარპატისპირეთში (ივანო-ფრანკოვსკის ოლქში), ასევე იაპონიაში, სავარაუდოდ დასავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაშიც.
• ბადისებური თეთრი სოკო (Boletus reticulatus) ან Boletus edulis f. reticulatus ღიაფერის მურა ან ოხრისფერი ქუდით და მოკლე ცილინდრისმაგვარი ფეხით, შესახედაობით წააგავს ხავსასოკოს. იზრდება წიფლის და რცხილის ტყეებში ევროპაში, კავკასიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და ჩრდილოეთ აფრიკაში. გვხვდება ივნისი-სექტემბერში, არცისე ხშირად და არც უხვად.

მსგავსი სახეობები

ნაღველა სოკო - საკვებად უვარგისი მწარე რბილობის გამო, გამოირჩევა ასაკთან ერთად მოვარდისფრო ფოროვანი ფენით, ფეხის ზედაპირი უხეში ბადით, ბადეს აქვს უფრო მუქი ფერი, ვიდრე ფეხის ძირითადი ფერია.

ეკოლოგია და გავრცელება

სოკოს ფესვი წარმოიქმნება სხვადასხვა ჯიშის ფოთლოვან და წიწვოვან ხეებზე, განსაკუთრებით ნაძვთან, მუხასთან, არყთან და ფიჭვთან.

აგრეთვე შეინიშნება კავშირი თეთრი და სხვა სახეობის სოკოების წარმოშობაში. შემჩნეულია აგრეთვე კავშირი თეთრი და სხვა სახეობის სოკოების გამოჩენასთან: ერთი სახეობის სოკოს გამოჩენას შემოდგომით თან სდევს იგივერ არეალში სხვა სახეობის სოკების გამოჩენაც.

ურჩევნია ხავსიანი და ლიქენებიანი საფარის ტყეები, 50 წელზე დიდი ხნის ხეები, თუმცა ფიჭვნარში დიდი მოსავალი დაფიქსირებულია 20-25 წლიან ტყეებში.

ოპტიმალური ტემპერატურა ნაყოფიერებისთვის ივლისი-აგვისტოში 15-180 ცელსიუსია, სექტემბერში 8-100 ცელსიუსი. ღამის და დღის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება და დიდი რაოდენობით ნალექები ხელს უშლის ნაყოფის სხეულის განვითარებას. ოპტიმალურ მეტეოროლოგიურ პირობებად თეთრი სოკოს მასიურად გამოჩენისთვის (ზრდისთვის) ითვლება ხანმოკლე ჭექა-ქუხილი და ნისლიანი თბილი ღამეები.

იზრდება ქვიშიან, ძალიან ქვიშიან და თიხნარ კარგად მორწყულ, მაგრამ არა გადამეტებულად დანოტივებულ ნიადაგზე. ტორფიან და ჭაობიან ნიადაგზე იშვიათად გვხვდება.

ითვლება სინათლის მოყვარულ სახეობად, მაგრამ ზოგიერთ ტყეებში ძალიან დაბურულ ადგილებშიც გვხვდება, სქელი ფესვების ქვეშ. დადგენილია, რომ მოსავლიან წლებში სოკოების რაოდენობა დამოკიდებული არ არის სინათლეზე (განათებაზე), არახელსაყრელ პირობებში (გრუნტის გადაჭარბებულად დატენიანება, დაბალი დღე-ღამის ტემპერატურა) სოკოები ძირითადად იზრდება (ამოდის) გახსნილ, კარგად გამთბარ მონაკვეთებზე.

თეთრი სოკო კოსმოპოლიტია, ფართოდ არის გავრცელებული ყველა კონტინენტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, გარდა ავსტრალიისა. გავრცელების ბუნებრივი რაიონებია: თითქმის მთელი ევროპა სკანდინავიიდან სამხრეთ იტალიამდე, ჩრდილოეთ ამერიკიდან მექსიკის სამხრეთამდე, ჩრდილოეთ აფრიკიდან მაროკოს სამხრეთამდე. აზიაში გვხვდება თურქეთში, კავკასიაში, ჩრდილოეთ მონღოლეთში, ჩინეთში, იაპონიაში, ციმბირის ყველა რაიონში და შორეულ აღმოსავლეთში, ხანდახან შეიძ₾ება შეგვხვდეს სირიაში და ლიბანში ძველი (ბებერი) მუხის კუნძებზე. სამხრეთ ამერიკაში (ურუგვაი და ბრაზილია), ახალ ზელანდიაში და სამხრეთ აფრიკაში შეტანილ იქნა ფესვწარმოქმნილი წიწვოვანი ხეების ნერგებით. იზრდება ისლანდიაში და ბრიტანეთის კუნძულებზე.

თეთრი სოკო არის ერთერთი სახეობა ოჯახისა, რომელიც ყველაზე შორს არის შეღწეული არქტიკულ ზონებში, მის შემდეგ ჩრდილოეთით მხოლოდ ზოგიერთი არყისძირა სოკო ვრცელდება. რუსეთში გვხვდება კოლის ნახევარკუნძულიდან კავკასიამდე და დასავლეთ საზღვრებიდან ჩუკოტკამდე, მაგრამ გავრცელებულია არათანაბრად. ტუნდრაში ძალიან იშვიათად გვხვდება, ცნობილია მხოლოდ ხიბინების ტუნდრის მთიანეთში, კამჩატკაზე და ჩუკოტკაზე, იშვიათია ასევე ტყეტუნდრებში, მაგრამ ჩრდილოეთ ტაიგაში, ტყეტუნდრების უშალოდ სიახლოვეს შეიძლება შეგვხვდეს ძალიან უხვად. თეთრი სოკოების სიმრავლე მცირდება დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით რუსეთის ევროპული ნაწილიდან აღმოსავლეთ ციმბირამდე, შორეულ აღმოსავლეთში შეიძლება საკმაოდ მრავლადაც შეგვხვდეს. ტყესტეპებში მისი სიუხვე მკვეთრად მცირდება, მაგრამ სოკო მთლიანად ქრება მხოლოდ სტეპურ ზონაში გადასვლისას. მთიან ტყეებში იშვიათად გვხვდება და ჩვეულებრივ ნაკლებ უხვად, ვიდრე ვაკეზე.

იზრდება (ნაყოფს ისხამს) ერთეულად ან ჯგუფურად (ხანდახან რგოლისებურად).

სეზონი: ჩრდილოეთის ზომიერ კლიმათში ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე, შედარებით მასიური მოსავალია აგვისტოს მეორე ნახევარში. ხშირად ხანმოკლედ ჩნდება მაისის ბოლოს, უფრო თბილ რეგიონებში ნაყოს ისხამს ოქტომბერშიც.

კვებითი ღირებულება და მოხმარება მსოფლიოში

უკვე ანტიკური დროიდან გამოიყენებოდა თეთრი სოკო რომში. იტალიაში თეთრი სოკო დღემდე ძალიან ფასეულია. ამ ქვეყანაში ყველას არ აქვს უფლება თავისუფლად დაკრიფოს სოკოები და კენკრა (რუსეთისგან და ფინეთისგან განსხვავებით), ადგილებზე არსებობს შეზღუდვები სოკოს მოკრეფაზე, რასაც სპეციალური ტყის პოლიცია აკონტროლებს (იტ.polizia forestale). იტალიაში სოკოს მოსავალი მასზე მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, დიდი ნაქილი საზღვარგარეთიდან შეაქვთ ქვეყანაში. იტალიელებისთვის ორგანიზევას უკეთებენ ტურებს ფინეთში სოკოს დასაკრეფად.

ევროპაში თეთრი სოკოების გაყიდვის შეფასება ძალიან ძნელია, ოფიციალურად 1987წ. საფრანგეთშ და გერმანიაში ათას ტონაზე მეტი გაიყიდა, იტალიაში 1988წ. 2300 ტონაზე მეტი.

სოკო, ხორცისგან განსხვავებით, შეიძლება მარხვის დროსაც მიირთვა. ამ მიზეზით სოკოებს კათოლიკურ ქვეყნებში უფრო მეტს მიირთმევდნენ, ვიდრე პროტესტანტულში. მაგალითად, ფინეთში სოკოს მოხმარება კათოლიციზმის ეპოქაში გავრცელდა.

საკვებად ვარგისი სოკო, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ერთერთ საუკეთესო სოკოდ ითვლება გემოს მხრივ, ხალხში (ერში) მას ხშირად მიაკუთვნებენ ეგრეთ წოდებულ „კეთილშობილურ სოკოებს“ და „სოკოების მეფედ“ მოიხსენიებენ. ინგლისში, ამერიკაში და დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში (შვეიცარია, სკანდინავიის ქვეყნები) მეოცე საუკუნის შუამდე ველურ პირობებში გაზრდილი სოკოების მოკრეფა არ იყო პოპულარული, და თეთრი სოკო ამის გამო პრაქტიკულად არ იყო ცნობილი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სოკოზე ნადირობის ტრადიცია და ტეთრი სოკოს პოპულარობა ამ რეგიონებზეც გავრცელდა.

გამოიყენება ახალ დაკრეფილი (მოხარშულიც და შემწვარიც), გამხმარი და დაწნილებული სახით. გახმობისას სოკოები არ მუქდება და განსაკუთრებულ სურნელს იძენს. სოკოს ფხვნილის სახით (დაფქული და გამხმარი) გამოიყენება სხვადასხვა კერძის შესაკაზმად. იტალიაში მოიხმარენ უმი სახით სალათებში, ზეთით შეზავებულს, სუნელებით, ლიმნის წვენით და ყველი პარმეზანის დამატებით. თეთრი სოკოს საწებელი უხდება ბრინჯის და ხორცის კერძებს.

საკვები ნივთიერებების შემცველობით თეთრი სოკო საგრძნობლად არ განსხვავდება სხვა სოკოებისგან, ზოგიერთ სახეობებში ჭარბობს ცილების შემცველობა (დათვისსოკო) ან საკვები მიკროელემენტები, როგორიცაა კალიუმი, ფოსფორი (ხარისფაშვა, მიქლიო). სოკოს კვებითი ფასეულობა აიხსნება, გარდა გემოს ღირებულებისა, მისი შესაძლებლობებით ხელი შეუწყოს მომნელებელი წვენის სეკრეციის სტიმულაციას. ტარდებოდა კვლევები სხვადასხვა სოკოების წვენის გამოყოფისს თვისებებზე (თეთრი, დათვისსოკო, არყისძირა, მიქლიო, მუხისძირა), რომლებმაც აჩვენეს, რომ კონკრეტულად თეთრი სოკო არის საუკეთესო სტიმულატორი საკვების მონელების, რომელიც ხორცის ბულიონსაც აღემატება. ჯერ კიდევ XX საუკუნეში ტარდებოდა კვლევები, რომლებმაც აჩვენა, რომ ახალმომზადებული საკვები სოკოების ცილა ძნელად მოსანელებელია, რადგანაც ჩაკეტილია ქიტინის კედლებში, რომელზეც არ მოქმედებს საკვების მომნელებელი ფერმენტები. მოგვიანებით იქნა დადგენილი, რომ გახმობის შემდეგ ცილა ხდება მისაღწევი მომნელებელი სისტემისთვის, ხდება მონელება 80%-მდე ცილისა გამხმარი თეთრი სოკოების.

გაშენება (კულტივირება)

თეთრი სოკოს სამრეწველო გაშენება არ არის მომგებიანი, ამიტომ მრავლდება მხოლოდ მოყვარული კულტივატორების მიერ.

გამოყვანისთვის პირველ რიგში აუცილებელია პირობების შექმნა სოკოს ფესვის ჩამოსაყალიბებლად. იყენებენ საყოფაცხოვრებო ნაკვეთებს, რომელზეც რგავენ ფოთლოვან და წიწვოვან ხეებს, სპეციფიკურს სოკოების გარემოსთვის ან გამოყოფენ ტყის ბუნებრივ მონაკვეთებს. ყველაზე კარგია ახალგაზრდა არყის, მუხის, ფიჭვის და ნაძვის ხეების (5-10 წლის ასაკის)კორომების და სარგავების გამოყენება.

მე-XIX ს. დასაწყისში და XX-ე ს-ში რუსეთში გავრცელებული იყო საშალება: გადამწიფებულ სოკოებს აჩერებდნენ ერთი დღე-ღამის განმავლობაში წყალში და ურევდნენ, შემდეგ ფილტრავდნენ და ამ გზით იღებდნენ სპორის სუსპენზიას. ამ ნარევით რწყავდნენ ხის ძირში მონაკვეთებს. დღესდღეობით დასათესად შეიძლება ხელოვნურად გამოყვანილი მიცელიუმის გამოყენება, მაგრამ როგორც წესი იღებენ ბუნებრივ მასალას. შესაძლებელია ზრდასრული სოკოების მილაკოვანი ფენის აღება (6-8 დღის ასაკის), რომელსაც ოდნავ აშრობენ და თესავენ ნიადაგისქვეშა საფენში პატარა ნაჭრებად. სპორების დათესვის შემდეგ მოსავლის აღება შეიძლება დატესვიდან მეორე მესამე წელს.ზოგჯერ, როგორც ნერგს იყენებენ ტყიდან აღებულ ნიადაგს სოკოს მიცელიუმით: ნაპოვნი თეთრი სოკოს გარშემო მჭრელი დანით ჭრიან კვადრატულ მონაკვეთს 2-30სმ. სიღრმით 10-15სმ. დასათესად იყენებენ წინასწარ მომზადებულ კომპოსტს მუხის ხის ჩამოცვენილი ფოთლებისგან, ცხენის ნაკელისგან და ცოტა რაოდენობით უმატებენ მუხის ხის დამპალ ნაწილებს, კომპოსტირების დროს რწყავენ 1%იანი ამონიუმის გვარჯილის ხსნარით. შემდეგ დაბნელებულ მონაკვეთზე ხსნიან ნიადაგის ფენას და ათავსებენ 2-3 ფენად ნეშომპალას, ზემოდან აყრიან მიწას. მიღებულ კვლებში რგავენ მიცელიუმებს 5-7სმ. სიღრმეზე, შემდეგ კვალს ანოტივებენ და ფარავენ ფოთლებით.

თეთრი სოკოს მოსავალი აღწევს 64-260 კგ/ჰა. სეზონზე.

თეთრი სოკოს რეკორდულობა, ზომები.

• 1961წ. იპოვეს თეთრი სოკო, რომელიც იწონიდა 10კგ. ქუდის დიამეტრი 58სმ. - ამის შესახებ იტყობინებოდა მოსკოვის რადიო 1961წ. 20 სექტემბერს.
• 1964წ. ვლადიმირის მახლობლად ნაპოვნი იქნა თეთრი სოკო წონით 6კგ. 750გრ. (ცნობა გაზეთიდან «Советская Россия» 1964წ. 28ივლისი).
მოსავლიანობა
• ბელორუსიაში საცდელ 100მ2 ფართის მოედანზე შემოდგომის ფენის განმავლობაში (აგვისტოს ბოლო-სექტემბერი) აიღეს 500კგ/ჰა მოსავალი (გადაიანგარიშეს).
• ივანოვო-ფრანკოვსკის ოლქში, სოფელ ზემო მაიდანის, ნადვორნიანსკის რაიონი, ახლოს 16მ2 მონაკვეთზე აირეს თეთრი სოკოს 118 ნიმუში.

მოსავლიანობის ვადები, ყველაზე ადრეული:

• კარპატისპირეთში თეთრი სოკოს ყველაზე ადრეული გამოჩენა დაფიქსირებულია 1956წ. 7 მაისს.
• უკრაინა, კიევის მხარე, ბოიარსკის სატყეო-სამონადირეო მეურნეობის ხოტოვის სატყეო ტერიტორიაზე თეთრი სოკო ნახეს 9 მაისს (1966წ).
• გერმანიაში (ბავარია) პირველი თეთრი სოკო ნახეს 3 მაისს, ხოლო 7 მაისს უკვე 105 ცალი იყო ამოსული.

ყველაზე გვიანი:

• ყველაზე გვიანი თეთრი სოკო ნანახია ახალ წლამდე 29 დეკემბერს (1974წ) უკრაინაში, ბრონიცკის ტყეში, ჟიტომირის ოლქი.
• დაუმწიფებელი თეთრი სოკო ქუდის დიამეტრით 35სმ. ნახეს ოქტომბრის ბოლოს 1964წ. ლენინგრადის ოლქში (სარკინიგზო ხაზთან ახლოს).
• სუფთა, მაგარი თეთრი სოკო წონით 1კგ. 594გრ. თბილი შემოდგომის ბოლო დღეს 30 ნოემბერს 2000წ. მოწყვიტა უკრაიანში, რატნოვსკის რაიონში, ვოლინში, სოფელ ზალესის მაცხოვრებელმა. ის ნოემბერ ყველაზე თბილი იყო ვოლინში მთელი წლების მეტეოროლოგიური დაკვირვებების მიხედვით.
• კარპატისპირეთში თეთრი სოკოს ნაყოფიერება 26 ოქტომბრამდეა დაფიქსირებული.
• ავსტრიაში დაფიქსირებულია თეთრი სოკოს ნაყოფიერება დეკემბრის შუამდე.
• ახალგაზრდა თეთრი სოკო, სიმაღლით7სმ. ქუდის დიამეტრი 3სმ. ნაპოვნია ვოლნის ოლქში, უკრაინა, 12 დეკემბერს 2004 წელს წიწვოვან ტყეში, მას შემდეგ, რაც მანადე დადებული თოვლი თითქმის გადნა.

სამკურნალო თვისებები

თეთრ სოკოში აღმოჩენილია სიმსივნის საწინააღმდეგო მატონიზირებელი თვისებები, ადრე სოკოს სხეულის ნაყოფის ექსტრაქტით კურნავდნენ (სხეულის) მოყინულობას.