ყვავილი
ბაღის მცენარეები
მრავალწლიანი მცენარეები
სასილოსე კულტურები
ვაზი
გადაშენებული მცენარეები
ნამარხი მცენარეები
უმდაბლესი მცენარეები
ხეები
გრეხილი მცენარეები
სამკურნალო მცენარეები
პარაზიტი მცენარეები
სოკო
მტაცებელი მცენარეები
სანებელი მცენარეები
შხამიანი მცენარეები
ბალახოვანი მცენარეები
მწერიჭამია მცენარეები
სასათბურე მცენარეები
წყალმცენარეები‎


ორგანიზმები, რომელთათვისაც დამახასიათებელია მზის ენერგიის ხარჯზე ავტოტროფული კვება და ცელულოზის შემცველი სქელგარსიანი უჯრედები. მცენარეებში იშვიათად გვხვდება ჰეტეროტროფული (საპროფიტი და პარაზიტი) სახეობები, რომლებშიც კვების ამ ტიპის გამომუშავება მეორეული მოვლენაა. ტრადიციულად მცენარეებს მიაკუთვნებდნენ კიდევ ბაქტერიებს, ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებს და სოკოებს, მაგრამ XX საუკუნის შუა წლებიდან გამოკვლევებმა გააძლიერა დიდი ხნის წინ გამოთქმული ეჭვი ამ ორგანიზმების მცენარეებთან გაერთიანების შესახებ. ახალი სისტემის მიხედვით, ბაქტერიები და ლურჯ-მწვანე წტალმცენარეები (რომელთა უჯრედიც ტიპობრივ ბირთვს მოკლებულია) ერთიანდება პროკარიოტების ქვესამეფოში, სოკოები კი მცენარეებსა და ცხოველებთან ერთად ეუკარიოტების ქვესამეფოში.

მცენარეთა სამყარო, რომელიც 350 ათასზე მეტ სახეობას ითვლის, მოიცავს 3 დიდ ტაქსონს (ქსესამეფო ან ტიპი): წითელ წყალმცენარეებს (Rhodobionta), ნამდვილ წყალმცენარეებს (Phycobionta) და უმაღლეს მცენარეებს (Embryobionta).

ფოტოსინთეზი და მასთან დაკავშირებული ფიზიოლოგიურ-ბიოქიმიური პროცესები შესაძლებლობას იძლევა მცენარეები შეუცდომლად გავარჩიოთ ნებისმიერ სხვა ორგანიზმისაგან, თუმცა ეს სხვაობა განვითარების დაბალ საფეხურზე (განსაკუთრებით ერთუჰრედიანებში) ნაკლებ თვალსაჩინოა. ერთუჯრედიანებში მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების გამიჯვნის სიძნელე მიუთითებს ცოცხალი სამყაროს წარმოშობის ერთიანობაზე, რომლის დანაწილებაც პალეონტოლოგიური მონაცემების საფუძველზე დაახლოებით 3 მლრდ. წლის წინ დაიწყო.

ერთუჯრედიან მცენარეებს აქვთ როგორც საერთოდ უჯრედისათვის დამახასიათებელი ორგანოიდები, ისე სპეციფიკური სტრუქტურებიც (ქრომატოფორი, თავისებურად აგებული გარსი, კარგად გამოხატული ვაკუოლები და სხვა), რაც მათ ეჭვმიუტანლად განასხვავებს ცხოველური ორგანიზმებისაგან.

მცენარეებისთვის დამახასიათებელ საერთო თავისებურებას წარმოადგენს ფოროსინთეზი. სხვა ნიშან-თვისებები, რაც განსაზღვრავს მათ ზრდას, განვითარებას, ცხოვრების ნირს და სხვა, მცენრეულ სამყაროში არაერთგვაროვანია. მცენარეების მნიშვნელოვანი მორფოლოგიური თავისებურებაა სხეულის ძლიერი დანაწევრება, რაც მათი ზედაპირის დიდ გაზრდას იწვევს. ეს დაკავშირებულია კვების თავისებურებებთან - ატმოსფეროდან აირისა და ნიადაგიდან წყალში გახსნილი მინერალური მარილების შთანთქმასთან. უმაღლეს მცენარეებში (ხავსები, გვიმრანაირები, შიშველთესლოვნები, ფარულთესლოვნები) სხეულის დანაწევრებისა და დიფერენცირების შედეგია სპეციალიზებული სტრუქტურებისა და ორგანოების (ფესვი, ღერო, ფოთოლი და სხვა) გამომუშავება. უმაღლესი მცენარეების განვითარების თავისებურებას შეადგენს უსქესო და სქესიანი თაობების მონაცვლეობა.

მცენარეების გარეგან და შინაგან აგებულებას, მათში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებს, გამრავლებას, გავრცელებას, ისტორიულ განვითარების ძირითად ეტაპებს და სხვა შეისწავლის ბოტანიკის სხვადსხვა დარგი. მცენარეების ბიოლოგიური მნიშვნელობა ჩვენი პლანეტის ცოცხალი სამყაროსთვის განსაკუთრებულია. ცხოველების (ადამიანის ჩათვლით) არსებობა შეუძლებელი იქნებოდა მცენარეების გარეშე, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ მზის ენერგიის ხარჯზე არაორგანულიდან ორგანული ნივთიერებების სინთეზი. ამასთანავე, მცენარეები ფოტოსინთეზის დროს ატმოსფეროდან ითვისებენ ნახშირორჟანგს და გამოყოფენ ჟანგბადს, რის შემწეობითაც ატმოსფერო გამუდმებით ინარჩუნებს სუნთქვისათვის ხელსაყრელ პირობებს.

მცენარეების მრავალფეროვანი სამყაროდან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თესლოვან, ძირითადად კი - ყვავილოვან მცენარეებს. მათ განეკუთვნება თითქმის ყველა კულტურული მცენარეები, მათ შორის უპირატესად მარცვლეული (ხორბალი, ბრინჯი, სიმინდი, ჭვავი, ქერი, სორგო, ღომი, შვრია). ბამბა, სელი, კანაფი, ჯუთი, რამი და სხვა ბოჭკოვანი მცენარეები ადამიანს უზრუნველყოფს ტანსაცმლითა და ტექნიკური ქსოვილებით. ტყე იძლევა ძვირფას საშენ მასალას, მცენრეული წარმოშობის ტორფი და ქვანახშირი - საწვავს. დღემდე არ დაუკარგავს ეკონომიკური მნიშვნელობა მცენარეულ ბუნებრივ კაუჩუკს. ფისი, ეთერზეთები, საღებავები და სხვა მცენარეული პროდუქტები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ადამიანის საქმიანობაში. ფასდაუდებელია მცენარეული ვიტამინები და სამკურნალო პრეპარატები. მცენარეული საფარი არა მარტო გვაწვდის ორგანულ ნაერთებს და ჟანგბადს, არამედ ქმნის ცხოველური ორგანიზმების არსებობისათვის აუცილებელ პირობებს დედამიწაზე.

თავისი მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების შედეგად ადამიანმა ისწავლა დიდ ფართობებზე მცენარეული საფრის შექმნა. მაგრამ ადამიანისავე ინტენსიური და განსაკუთრებით კი არარაციონალურმა საქმიანობამ გაანადგურა კიდეც ბუნებრივი მცენარეული საფარი დიდ ფართობებზე და ბევრი სახეობის გაქრობის საშიშროება შექმნა. ბევრ ქვეყანაში მიღებული კანონით უკვე დაიწყეს მცენარეული სამყაროს დაცვა. ბოტანიკური დაწესებულებების ინტენსიური მუშაობის შედეგად შედგენილია „წითელი წიგნი“ , სადაც შეტანილია ის მცენარეები, რომელთაც გადაშენება ემუქრებათ. სისტემატურად ტარდება ბუნების დაცვისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონგრესები. ერთ-ერთი ასეთი ფორუმი „იუნესკოს“ გადაწყვეტილებით 1977 წლის ოქტომბერში საქართველოში (ქ. თბილისი) ჩატარდა.

 

ყვავილები - მცენარეთა სამყარო (ბოტანიკა - ბოტანიკის ისტორია)
რიგიმცენარის სისტემატიკა, ეთნობოტანიკა, პალეობოტანიკა, მცენარის ანატომია, მცენარის ეკოლოგია, ფიტოგეოგრაფია, გეობოტანიკა, ფლორა, ფიტოქიმია, მცენარეთა პათოლოგია, ბრიოლოგია, ფიკოლოგია, ფლორისტიკა, დენდროლოგია  
მცენარეთა ჯგუფებიწყალმცენარე, არქეპლასტიდა, ბრიოფიტი, არაძარღვოვანი  მცენარეები, ძარღვიან (ვასკულარული) მცენარეები, თესლოვანი მცენარეები, სპოროვნები, შიშველთესლოვნები, ყვავილოვანი მცენარეები, ბალახები, ტყე.
მცენარეთა მორფოლოგია (ტერმინოლოგია)მცენარის უჯრედიუჯრედის კედელი, ფრაგმოპლასტი, პლასტიდა, პლაზმოდეზმატა, ვაკუოლი
ქსოვილიწარმომშობი ქსოვილი, ძარღვიანი ქსოვილი, ძარღვთა კონა, ძირითადი ქსოვილი, მეზოფილი, კორპი, ხე, შემნახველი ორგანოები
სავეგეტაციოფესვი, რიზოდი (ფესვისებრი), ბოლქვი, ფესურა, ყლორტი, ღერო, ფოთოლი, ყუნწი, კატაფილი, კვირტი, სესილიტა  
გამრავლება (ყვავილი)ყვავილის განვითარება, ყვავილობა, ქულგა, მტევანი, თანაყვავილები, ღერაკი, ყვავილი, ხვეულა, ყვავილოვანი სიმეტრია, ყვავილოვანი დიაგრამა, ყვავილოვანი ფორმულა, სათავსი, ჰიპანთია (ყვავილოვანი ჭიქა),  ყვავილედი, ტეპალი, ფურცელი, ჯამის ფოთლები, სპოროფილი, ბუტკო, საკვერცხე, არამწიფე კვერცხუჯრედი, სტიგმა (დაღი), არქეგონიუმი, ანდროციუმი, მტვრიანა, სტამინოდიუმი, მტვერი, ტაპეტუმი, გინანდრიუმი (ღერო), გამეტოფიტი, სპოროფიტი, მცენარის ემბრიონი, ხილი, ხილის ანატომია, კენკრა, მემბრანა, თესლი, თესლის დიასპოროლოგია, ენდოსპერმა    
ზედაპირიეპითელიზური ცვილი, მცენარის ეპითელიზი, ეპიდერმისი, ღრუ, ტრიქომა, ეკალი
მცენარის ფიზიოლოგიური მასალებიკვება, ფოტოსინთეზი, ქლოროფილი, მცენარის ჰორმონი, ტრანსპირაცია, ქსოვილის ტურგორი (დაძაბულობა), შიგთავსის მოძრაობა, ალეურონი, ფიტომელანინი, შაქარი, მცენარეული წვენი, სახამებელი, ცელულოზა
მცენარის ზრდა და აგებულებამეორეული ზრდა, ხისმაგვარი  მცენარეები, ბალახოვანი მცენარეები, თავისებურება, ვენახი, ლიანები, ბუჩქები, ნახევრადბუჩქები, ხეები, სუკულენტური მცენარეები
გამრავლება, ევოლუცია, ეკოლოგიათაობათა ცვლა, სპორანგიუმი, სპორა, მიკროსპორანგია, მიკროსპორა, მეგასპორანგიიუმი, მეგასპორა, დამტვერვა, დამამტვრიანებელი, მტვრის მილი, ორმაგი განაყოფიერება, გაღივება, ევოლუციური განვითარება, ვადიანობა, სიმტკიცის ზონა
მცენარეთა ტაქსონომიამცენარეთა სისტემატიურობის ისტორია, ჰერბარიუმი, ბიოლოგიური კლასიფიკაცია, ბოტანიკური ნომენკლატურა, ბოტანიკური დასახელება,მართებული სახელი, ავტორის კომენტარი, წყალმცენარეებისთვის, სოკოებისთვისა და მცენარეებისთვის მინიჭებული ნომენკლატორული საერთაშორისო კოდი (ICN), კულტურული მცენარეებისთვის (ICNCP), ტაქსონომიური კატეგორია (რანგი), მცენარეთა ტაქსონომიის საერთაშორისო ასოციაცია (IAPT), მცენარეთა ტაქსონომიის სისტემა, კულტურულ მცენარეთა ტაქსონომია, ციტრუსთა ტაქსონომია, კულტიგენი, ჯიში, ჯგუფი, გრექსი (ორქიდეასთან კავშირში)
პრაქტიკამიწათმოქმედება (აგრონომია), მეყვავილეობა, მეტყევეობა, მეხილეობა
ჩამონათვალთან დაკავშირებული თემებიბოტანიკის ტერმინოლოგია, ბოტანიკოსები, ავტორისეული აბრევიატურები, ბოტანიკური ექსპედიცია