მთის, მასივის და ქედის უმაღლესი ნაწილი. აქვს წვეტიანი, მომრგვალებული, მობრტყელებული ან სხვა ფორმა, რაც განპირობებულია ამგები ქანების ლითოლოგიით, ტექტონიკური აღნაგობით, დენუდაციური პროცესების ხასიათით. მსოფლიოში უმაღლესი მწვერვალებია ჯომოლუნგმა - 8848 მ (ჰიმალაი), ისმაილ სამანის პიკი - 7495 მ (პამირი); კავკასიონზე - იალბუზი - 5642 მ.

საქართველოს უმაღლესი მწვერვალები

#
მწვერვალი
სიმაღლე (მ)
მდებარეობა
1
შხარა
5200
კავკასიონი
2
ჯანღა
5058
კავკასიონი
3
მყინვარწვერი
5047
ხოხის ქედი
4
გისტოლა
4859
კავკასიონი
5
თეთნულდი
4851
კავკასიონი
6
ჯიმარა
4780
ხოხის ქედი
7
უშბა
4700
კავკასიონი
8
ტებულოსმთა
4493
კავკასიონი
9
ჭანჭახი
4461
კავკასიონი
10
ბაბის მთა
4454
კავკასიონი