გეოგრაფია

გეოგრაფია - (ინგ. Geography) (რუს. География)

საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ერთიანი კომპლექსი, რომელიც შეისწავლის დედამიწის გეოგრაფიული გარსის განვითარების კანონზომიერებებს, სტრუქტურას, ბუნებრივ და სოციალურ-ეკონომიკურ სისტემათა ფუნქციონირებასა და ურთიერთკავშირს, რომელიც ამუშავებს რაციონალურ ბუნებათსარგებლობის პრინციპებს, საზოგადოების ოპტიმალურ ტერიტორიულ ორგანიზაციასა და ეკოლოგიურად მდგრადი ცხოველმოქმედი გარემოს ფორმირებას. შეისწავლის დედამიწაზე არსებული ობიექტებისა და სისტემების ორგანიზაციისა და ფუნქციონირების სივრცით-დროით ასპექტებს.

გეოგრაფიის შესწავლის ზოგადი ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი მოვლენა, პროცესი და სისტემა, რომელსაც გააჩნია ან შეიძლება პოტენციურად გააჩნდეს სივრცითი სტრუქტურა. საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ გეოგრაფიულ დისციპლინათა გაერთიანება მეცნიერებათა ერთ სისტემაში განპირობებულია მათი საკვლევი ობიექტების მჭიდრო კავშირითა და მეცნიერების ამოცანათა ერთობით. გეოგრაფიის მთავარი მიზანია საზოგადოები გონივრული ტერიტორიული ორგანიზაციისა და ბუნებათსარგებლობის საშუალებების გამოკვლევა, საზოგადოების ეკოლოგიურად უსაფრთხო განვითარების სტრატეგიის ფუნდამენტის შექმნა. გეოგრაფიული კვლევის მნიშვნელოვანი ობიექტია ადამიანის და ბუნების ურთიერთგავლენა, გეოგრაფიული გარემოს კომპონენტების განაწილებისა და ურთიერგავლენის კანონები ლოკალურ, რეგიონულ, ეროვნულ, კონტინენტურ, ოკეანურ და გლობალურ დონეებზე.

გეოგრაფიის როგორც მეცნიერების შესწავლის ზოგადი ობიექტია გეოგრაფიული გარსი, ანუ ლანდშაფტური გარსი, რომელშიც ერთმანეთს ეხებიან და ურთიერთქმედებენ ლითოსფერო, ჰიდროსფერო, ატმოსფერო და ბიოსფერო. გეოგრაფიული გარსის განვითარება იცვლება დროსა და სივრცეში. დროში ცვალებადობა არის რიტმულიც და ურიტმოც, შესაბამისად, პერიოდული და ეპიზოდური. სივრცეში განვითარების უთანაბრობა გამოიხატება, უწინარეს ყოვლისა, ჰორიზონტალური და ვერტიკალური ზონალურობით.

გეოგრაფიაში გამოიყოფა ორი ძირითადი მიმართულება: ფიზიკური გეოგრაფია და საზოგადოებრივი გეოგრაფია. ფიზიკური გეოგრაფია შეისწავლის დედამიწის ზედაპირის ბუნებას, არკვევს ბუნებრივი პროცესებისა და მოვლენების მიზეზებსა და მათი განვითარების კანონზომიერებებს; საზოგადოებრივი გეოგრაფია გეოგრაფიულ მეცნიერებათა სისტემის ნაწილია, რომელიც შეისწავლის დედამიწაზე არსებული ანთროპოგენული ობიექტებისა და სისტემების ორგანიზაციისა და ფუნქციონირების სივრცით-დროით ასპექტებს. მისი შესწავლის ზოგად ობიექტს შეიძლება წარმოადგენდეს ნებისმიერი საზოგადოებრივი მოვლენა, პროცესი და სისტემა, რომელსაც გააჩნია ან შეიძლება პოტენციურად გააჩნდეს სივრცითი სტრუქტურა.

განსაკუთრებულ ადგილს იკავებს კარტოგრაფია მეცნიერება ობიექტური სინამდვილის საგნებისა და მოვლენების კონკრეტული სივრცის და მისი დროის მიხედვით ცვალებადობის შესახებ. წარსულში გეოგრაფია აღწერითი ხისიათისა იყო, ამჟამად მისი ძირითადი ამოცანაა დედამიწის ბუნების, მოსახლეობისა და მეურნეობის შესწავლა.

ეტიმოლოგია და საგანი

ტერმინი გეოგრაფია ბერძნული წარმოშობისაა და სიტყვასიტყვით „დედამიწის აღწერას“ ნიშნავს: geo (γη) „მიწა“, graphein (γραφειν) – „აღწერა“.

კაცობრიობის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი დარგია, რომელიც უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავს დედამიწის მთელი გეოგრაფიული (ლანდშაფტური) გარსის კომპლექსურ შესწავლას, მის აგებულებასა და მნიშვნელობას. ამავ დროულად, გეოგრაფიული ანუ ლანდშაფტური გარსის განვითარება იცვლება დროსა და სივრცეში. გეოგრაფია ზუსტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებაა. მისი მთავარი ნაწილია ფიზიკური გეოგრაფია, რომელიც აღწერს დედამიწის გეოგრაფიულ გარსსა და მის სტრუქტურულ ნაწილებს. ფიზიკური-გეოგრაფიის მთავარი ამოცანაა მთელი დედამიწის ზედაპირის ბუნების შესწავლა და აღწერა, ბუნებრივი პროცესებისა და მისი მოვლენების გარკვევა.

გეოგრაფიის ისტორია

ანტიკური პერიოდი (ძვ. წ. VI ს. - ახ. წ. III ს.)

გეოგრაფია კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი დარგია. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე მრავალგზის შეიცვალა გეოგრაფიის ამოცანები და შინაარსი. თავდაპირველად გეოგრაფიას აღწერითი ხასიათი ჰქონდა, XIX საუკუნეში კი მეცნიერებად ჩამოყალიბდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ელემენტარული გეოგრაფიული წარმოდგენა იმდოინდელ ყველა საზოგადოებას გააჩნდა. აღნიშნული წარმოდგენები გამოიხატება ადგილობრივ გეოგრაფიულ ტერმინებში; მაგალითად ტერმინები „ტბა“ ან „ტყე“ გამოხატავდა როგორც ამა თუ იმ ადგილის მდებარეობას და სხვ. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ იმ დროს საზოგადოებას საკმოდ ფართო ცოდნა ჰქონდა ამა თუ იმ მონაკვეთის ტერიტორიის გეოგრაფიულ მდებარეობაზე. თუმცა სისტემატიური გეოგრაფიული აზრი ჩამოყალიბდა მხოლოდ ძველ ბერძენ ნატურფილოსოფიურ ცოდნაში.

სისტემატიური ცოდნა ჩაისახა ძველ ბერძენთა მიერ შექმნილ მილეტის, პითაგორისა და სხვა სკოლებში, სადაც განიხილებოდა ბუნების მთლიანობისა და სხვა საკითხები. მაინც ძველად, წარსულში მცირე რაოდენობით მოხერხდა გეოგრაფიული ცოდნის შეგროვება. მაგრამ უნდა ითქვას, რომ იმ დროს ჩაისახა თანამედროვე გეოგრაფიის არაერთი დარგის საფუძველი. თავდაპირველად ჩამოყალიბდა ქვეყანათმცოდნეობა, რადგან საზოგადოებას უფრო აინტერესებდა თავის სივრცითი გარემოს გარკვევა. ქვეყანათმცოდნეობას როგორც საბუნებისმეტყველო მიმდინარეობას მხოლოდ აღწერითი ხასიათი ჰქონდა. ძველ ბერძნულ წყაროებში პირველი ქვეყანათმცოდნეების დანიშნულება იყო სანაპიროებისა და ხმელეთის აღწერა და ასევე დედამიწის მოვლა.

ჰეკატეოს მილეტელმა (დაახლ. ძვ.წ. 549/546-დაახლ.ძვ.წ. 480) პირველმა დაიწყო ლიბიის (აფრიკა) გამოყოფა. ანუ იმ დროს უკვე ხდებოდა იმდროინდელი დედამიწის ზედაპირის ბუნებრივად დანაწევრება. ერთ-ერთი ისტორიკოს გეოგრაფი აღნიშნავდა რომ, ჰეკატეოსის შრომებში შეინიშნებოდა კლიმატის, ფაუნისა და ფლორის მიმართ სამეცნიერო ინტერესი. აქედან გამომდინარე ეს იყო პირველი შრომა საერთო გეოგრაფიის თემატიკაზე. ამასთანავე ჰეკატეოს მილეტელმა პირველმა შეადგინა ხმელეთის დასახლებული ნაწილის კარტოგრაფიული გამოსახულება.

უძველესი გეოგრაფიული თხზულება, რომელმაც ჩვენამდე თითქმის მთლიანად მოაღწია არის ჰეროდოტეს ცნობილინაშრომი. ჰეროდოტე (დაახლ. ძვ.წ. 485-დაახლ.ძვ.წ. 424) დიდი ისტორიკოსი და ქვეყანათმომლახველი იყო, რომელმაც არაერთ იმ დროს ცნობილ ქვეყანასა და ქალაქებში იმოგზაურა და საბოლოოდ აღწერა ნანახი. მიუხედავად არაგეოგრაფიული სახელწოდებისა, მისი თხზულება წარმოადგენს გეოგრაფიული ხასიათის აღწერას, რომელშიც ქვეყანათმცოდნეობასთან ერთად გაშუქებულია ეთნოგრაფიული მასალაც. ამასთან ერთად ჰეროდოტემ გამოიჩინა ინტერესი ისტორიული გეოგრაფიისადმიც.

ანტიკური გეოგრაფიული ცოდნა დაგვირგვინებულია სტრაბონის მიერ დაწერილ შრომაში „გეოგრაფია 17 წიგნად“. სტრაბონის აღნიშნული შრომა წარმოადგენს ქვეყანათმცოდნეობითი შინაარსის ნაწარმოებს. მისი ნაშრომის მოცულობის დაახლ. 83% დაყრდნობილია ქვეყნების რეგიონალურ დახასიათებაზე, კერძოდ ბუნებრივი, ეთნიკური და პოლიტიკური პრინციპებით. სტრაბონმა ტავრის მთიანი სისტემის მიხედვით შემოგვთავაზა აზიის ორ ნაწილად დაყოფა. იგი წერდა რომ, საჭიროა ოიკუმენეს დაყოფა წრეებად, რათა მეცნიერებს შეეძლოთ ფაუნის, ფლორისა და კლიმატის ცვლილებების ჩვენება. იმ დროს სტრაბონს განსაკუთრებით ბიზანტიელები აფასებდნენ, რომლებიც მას გეოგრაფს უწოდებდნენ.

გეოგრაფიის მეორე მიმდინარეობა, რომელიც ანტიკურ პერიოდში ჩაისახა იყო მიწათმცოდნეობა (ზოგადდედამიწისმცოდნეობა), რომლის ჩარჩოებში განიხილებოდა დედამიწის ფორმა, სარტყლები, ხმელეთისა და წყლის ურთიერთკავშირი და ასევე მრავალი ბუნებრივი მოვლენის მიზეზი. ამ მიმართულების პირველშემქმნელი იყო თალეს მილეტელი (ძვ.წ. 624-547). იგი იყო იმდროინდელი მთელი ფილოსოფიისა და ზოგადად მეცნიერების პირველშემქმნელი. თალესმა ბუნების მოვლენების ახსნა სცადა მატერიალისტურ საფუძველზე. მან სამყაროს არსად ანუ მრავალფეროვან მოვლენათა და საგანთა პირველსაწყისად წყალი მიიჩნია. მისი აზრით, ყველაფერი წყლისაგან წარმოიქმნება და წყალად გარდაიქმნება. თალესი ბუნებას გასულიერებულად წარმოიდგენდა. ამასთანავე თალესს დედამიწა წარმოედგინა, როგორც კუნძულები, რომელიც მისი აზრით დიდ მსოფლიო ოკეანეში დატივტივებდა. შედეგად მისმა ნააზრევმა შემდგომში საფუძველი ჩაუყარა დედამიწის სფეროების იდეის საქმეს. იგი ჰილოძოისტი იყო.

აღსანიშნავია, ასევე პარმენიდე ელეელი (დაახლ. ძვ.წ. 540 ან 520- 450), რომელმაც წამოწია იდეა დედამიწის ბირთვისებური ფორმის შესახებ. პარმენიდეს იდეის საფუძველზე ძველმა ბერძენმა მეცნიერმა ევდოქსე კნიდოსელმა (დაახლ. ძვ.წ. 408 - 355) საფუძველი ჩაუყარა კლიმატური სარტყლების იდეას. მანვე შემოიტანა ცნება „ჰორიზონტი“. ევდოქსე კნიდოსელმა პირველად დადგინა დედამიწის სითბური სარტყლები.

ძველ საბერძნეთში უდიდესი გავლენა მეცნიერებაზე მოახდინა არისტოტელემ (ძვ.წ. 384-ძვ.წ.322), რომელმაც შექმნა გეოსფეროების იდეა. არისტოტელე მეცნიერებაში ფაქტებით ლაპარაკობდა. მასვე ეკუთვნის იდეა ერთიანი ოკეანის შესახებ. ცდილობდა აეხსნა მიწისძვრის მოვლენა. თითოეულ მოვლენის გარკვევისას ფაქტებს ეყრდნობოდა. ასევე განავითარა ევდოქსეს იდეები. არისტოტელე თამამად შეიძლება ითქვას რომ იყო ზოგადდედამიწისმცოდნეობის ფუძემდებელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი „მეტეოროლოგიკა“, რომელშიც გაშუქებულია არაერთი აქტუალური გეოგრაფიული საკითხი, მ.შ. აღწერს მრავალ გეოგრაფიულ ერთეულს.

გეოგრაფიულ ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს ყოველთვის იკავებდა რუკები.

პირველი გეოგრაფიული რუკა შეადგინა თალესის მოწაფემ, მილეტის სკოლის წარმომადგენელმა ანაქსიმანდრემ (ძვ.წ. 610-546), რომელიც თვლიდა რომ დედამიწა არის სამყაროს უძრავი ცენტრი. იგი ამასთანავე კოსმოსის გეოცენტრული მოდელის შემქნელია.

ძველად ყველა ხალხს ჰქონდა დაახლოებით რუკის მსგავსი ჩანახაზები, თუმცა ეს რუკები მეცნიერულ საფუძველს მოკლებული იყო. რუკა რომ გამოიხატოს როგორც რეალობის სწორი ამსახველი დოკუმენტი, იგი აუცილებლად უნდა ეყრდნობოდეს მათემატიკურ მეთოდებს. გეოგრაფიაში მათემატიკურ-კარტოგრაფიული მიმდინარეობის პირველშემქმნელია ერატოსთენე კირენელი (ძვ.წ. 276-194), რომელიც გეოგრაფიაში მეთემატიკის საფუძვლების ფუძემდებელია. ერატოსთენემ პირველმა გაზომა დედამიწის მერიდიანის სიგრძე.

მათემატიკურ-გეოგრაფიულ მიმდინარეობაში დიდი წვლილი შეიტანა ჰიპარქემ (დაახლ. ძვ.წ. 180/190-ძვ.წ. 125), რომელიც

ასტრონომიის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. შემოიღო გეოგრაფიული კოორდინატები „განედი“ და „გრძედი“. ჰიპარქემ განავითარა კარტოგრაფიის სტერეოგრაფიული და ორთოგრაფიული პროექციები. იგი უძველესი ასტრონომიული და გეოდეზიური ხელსაწყოს ასტროლაბის შემქმნელია. მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე პოსეიდონიოსის (135-51 ძვ.წ.) გაზომვები. პოსეიდონიოსი არისტოტელეს საწინააღმდეგოდ აღნიშნავდა, რომ ეკვატორული სარტყელი შესაძლოა დასახლებული ყოფილიყო.

კარტოგრაფიული აზროვნების უდიდეს მწვერვალს წარმოადგენს კლავდიოს პტოლემეს (დაახლ. 90-168 წწ.) შრომები. მისი მთავარი გეოგრაფიული შრომაა „გეოგრაფიის სახელმძღვანელო“ 8 წიგნად. ერთის მხრით, პტოლემე გეოგრაფიას ასტრონომიული თვალსაზრისით მიუდგა. მეორე მხრით, იგი ცდილობდა რომ მისთვის ცნობილი სამყარო დაეტანებინა რუკაზე. დაამუშავა კარტოგრაფიული პროექციის თეორია. მოგვცა 8000 ათასი პუნქტის კოორდინატები. ნაშრომს ახლავს დედამიწის ზედაპირის 27 რუკა. მრავალი საუკუნის მანძილზე პტოლემე რჩებოდა გეოგრაფიის დიდ ავტორიტეტად.

უნდა შევნიშნოთ, რომ ფიზიკურ-გეოგრაფიულმა მიმდინარეობამ ანტიკურ პერიოდში განვითარება ვერ ჰპოვა, თუმცა ბერძენმა ნატურფილოსოფოსებმა და გეოგრაფებმა საფუძველი ჩაუყარეს ფიზიკურ-გეოგრაფიულ დისციპლინებს : ქვეყანათმცოდნეობას, ზოგადდედამიწისმცოდნეობასა და კარტოგრაფიას.

ანტიკური გეოგრაფიული აზრი დაგვირგვინდა მაინც სტრაბონისა და პტოლემეს შრომებით.

შუა საუკუნეები (III ს. - XV ს.)

ევროპაში გეოგრაფიული წარმოდგენები ყალიბდებოდა ბიბლიური დოგმებისა და ანტიკური მეცნიერების ზოგიერთი დასკვნისაგან, რომელიც განწმენდილი იყო ყოველივე ”წარმართულისაგან”. შუა საუკუნეებში გეოგრაფიული ცოდნა მხოლოდ ქვეყანათმცოდნეობითი თვალსაზრისით განვითარდა. სხვა დისციპლინები, რომლებიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული მათემატიკასთან და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან განვითარება ვერ პოვა. მეტიც, ხშირ შემთხვევაში ისინი მივიწყებულ იქნა.

VI საუკუნის გეოგრაფიული თხზულებიდან აღსანიშნავია კოზმა ინდიკოპლევსტის ცნობილი შრომა, სადაც გაშუქებულია ევროპის, ინდოეთის, შრი-ლანკისა და ეთიოპიის ქვეყანათმცოდნეობითი საკითხები. ამ ნაშრომმა დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ანტიკური იდეა მხოლოდ არაბულ კულტურაში არის შემონახული. თუმცა ამ იდეებმა შემდგომ განვითარება ვერ მოიპოვა. გეოგრაფიული ცოდნის მატარებლები იყვნენ : ვაჭრები, სამხედროები და მისიონერები.

ქვეყანათმცოდნეობამ ყველაზე დიდი განვითარება მოიპოვა არაბულ ეპოქაში, რომელიც შეპირობებული იყო არაბეთის სახალიფოს სიდიადესთან, რომელიც VIII ს. მოყოლებული ფართოვდებოდა ცენტრალური აზიიდან დაწყებული, დამთავრებული პირენეს ნახევარკუნძულამდე. ქვეყანათმცოდნეობის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო არაბეთის ვაჭრობა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, მის ტრადიციულ გაგებაში.

არაბული ქვეყანათმცოდნეობითი ნაწარმოები აღწერითი ხასიათისა იყო და იძლეოდნენ დასახლებული პუნქტების, ხალხის, სიმდიდრეების, სავაჭრო მეთოდებისა და გზების აღწერას. ამგვარ ნაწარმოებებს მიეკუთვნება აბუ იბნ ხორდადბეჰის თხზულება - „წიგნი გზებისა და სახელმწიფოების შესახებ“, რომელიც დაწერილია IX საუკუნეში.

აღსანიშნავია, ასევე არაბი ისტორიკოსი და გეოგრაფი - ალ-ჰამავი იაკუთი, რომელმაც მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა და დაწერა არაერთი საყურადღებო ნაშრომი, მ.შ. მნიშვნელოვანია „გეოგრაფიის ლექსიკონი“, რომელშიც ასახულია არაბული გეოგრაფიისა და ისტორიის ლიტერატურის მიღწევები.

მეტად მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე იბნ ბატუტას ხანგრძლივი მოგზაურობანი. იბნ ბატუტამ სამყაროს სივრცითი აღწერის საქმე დაიწყო და მოიარა ეგვიპტე, ირანი, არაბეთი, მესოპოტამია, სირია, მცირე აზია, ყირიმი, რუსეთის სამხრეთ ნაწილი, შუა აზია, ინდოეთი, ავღანეთი, ინდონეზია და ჩინეთი. მისი პირველი მოგზაურობა დაიწყო 1325 წელს, ბოლო მოგზაურობა კი განხორციელდა 1352-1353 წწ. და ამჯერად გადაკვეთა საჰარის დასავლური და ცენტრალური ნაწილი. 25 წელი ქვეყანათმომლახველობაში გაატარა და ზღვით გასცურა დაახლ. 130 ათ. კმ. იბნ ბატუტა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მოგზაური იყო. ჭეშმარიტი ქვეყანათმომლახველი.

ალ მასუდმა მოახდინა მუსონების აღწერა. იგი იმყოფებოდა მოზამბიკის სრუტეზე და აგრეთვე მუშაობდა ატმოსფერული მოვლენების აღწერაზე.

XI საუკუნის ყველაზე დიდი გეოგრაფი იყო ალ-ბირუნი, რომელმაც დიდი ხანი მოგზაურობაში გაატარა და საფუძვლიანად შეისწავლა ირანის მთიანეთი და ასევე ცენტრალური აზიის დიდი ნაწილი. შესანიშნავად აღწერა ინდოეთი. საუბრობს გეოგრაფიულ პროცესებზე.

არაბული კულტურის უდიდესი მეცნიერი იყო იბნ სინა (980-1037 იგივე ავიცენა), რომელიც ჯერ კიდევ XI საუკუნეში სწერდა დენუდაციური პროცესების შესახებ. აღწერა მთიანი ქვეყნების დამსხვრევის მოვლენები. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, არაბული გეოგრაფია თეორიულ წარმოდგენაში ვერ განვითარდა. არაბული გეოგრაფიის წარმატება მდგომარეობს იმაში, რომ მათ განავითარეს სამყაროს სივრცითი წარმოდგენა.

რუკებს არაბულ კულტურაშიც გამორჩეული ადგილი ეკავათ. თუმცა რუკების უდიდესი ნაწილი დაბალი დონისა იყო, რამეთუ მოკლებული იყო გრადუსთა ბადეს. გამონაკლისს შეადგენდა ალ-იდრისი (1100-1165) და მისი რუკები. იდრისის შექმნა მსოფლიოს იმ დროისათვის ცნობილი ნაწილის რუკა (ქაღალდზე და ვერცხლის ბრტყელ მრგვალ ფირფიტაზე) და დაწერა შრომა „გეოგრაფიული გასართობი“, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ცნობებს ხალხის შესახებ. წიგნში შესულია ორი მსოფლიოს რუკა. იდრისიმ ამასთანავე დედამიწა დაყო 7 კლიმატად (ყოველ კლიმატში 10 ნაწილია).

XIII საუკუნის შუა წლებიდან ევროპელთა სივრცობრივი თვალთახედვა გაფართოვდა, მაგრამ ამან ნაკლები ზეგავლენა მოახდინა მათ გეოგრაფიულ თვალსაწიერზე. გეოგრაფიული ცნობების მოპოვება დაიწყეს მისიონერებმა პლანო კარპინიმ და ვილემ რუბრუკვისმა. უმნიშვნელოვანესი იყო აგრეთვე მარკო პოლოს ნაშრომები. ამ პერიოდში ვითარდებოდა რუკების შედგენის ხელოვნებაც.

XV საუკუნეში სპარსეთსა, ინდოეთსა და თურქეთში იმოგზაურა ათანასე ნიკიტინმა.

გეოგრაფია დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში (XV ს. - XVII ს.)

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები დაახლოებით ორ საუკუნეს გაგრძელდა. ყველაფერი ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობით დაიწყო და გაგრძელდა XIX საუკუნის დასასრულამდე. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა იყო. ამ პერიოდში დაზუსტდა დასახლებული კონტინენტების მოხაზულობა, გამოკვლეულ იქნა ხმელეთის ზედაპირის დიდი ნაწილი. მან ახალი მასალა მისცა ცოდნის სხვა დარგებსაც (მაგ. ეთნოგრაფიას ან ბოტანიკას).  ექსპედიციების გაგზავნის ზოგადი მიზეზები იყო : სასაქონლო წარმოების ზრდა ევროპულ ქვეყნებში; ძვირფასი ლითონების ნაკლებობა და ამით გამოწვეული ახალი მიწების ძიება ოქრო-ვერცხლის, სანელებლების, სპილოს ძვლის (ტროპიკებში), ძვირფასი ბეწვეულის, მორჟის ეშვების (ჩრდილოეთ ქვეყნებში) მოსახვეჭად.

ამ პერიოდში გეოგრაფიული აზრი თანდათან თავისუფლდებოდა საეკლესიო დოგმებისაგან. აღორძინდა დედამიწის სფერულობის იდეა და მასთან ერთად პტოლემეს კონცეფცია ევროპის დასავლეთ და აზიის აღმოსავლეთ სანაპიროების სიახლოვის შესახებ.

XV საუკუნის გეოგრაფიული თხზულებიდან აღსანიშნავია ენეა სილვიო დე პიკოლომინის (პიუს II) ”კომენტარები” და წერილები. განიხილავს დედამიწის ფორმას, ასავე საუბრობს კლიმატურ სარტყლებსა და მათ თავისებურებაზე, აგრეთვე აღნიშნავს დედამიწის დანაწილებაზე ქვეყნის ნაწილებად და ამასთანავე განიხილავს ევროპასა და აზიას. აღწერა მთის ქედები და მდინარეები.

უპირველესად აღსანიშნავია ქრისტეფორე კოლუმბის (1451-1506 წწ) დიდებული მოგზაურობა, რითაც ყოველივე ამერიკის (1492) აღმოჩენით დამთავრდა. ამერიკის გახსნას მოჰყვა მსოფლიო ეკონომიკური, ეთნოგრაფიული, პოლიტიკური და სამეცნიერო რეზონანსი. მთლიანობაში კოლუმბმა ამერიკის მიმართულებით განახორციელა ოთხი მოგზაურობა:

პირველი მოგზაურობა (3 აგვისტო 1492 - 15 მარტი 1493)
მეორე მოგზაურობა (25 სექტემბერი 1493 - 11 ივნისი 1495)
მესამე მოგზაურობა (30 მაისი 1498 - 25 ნოემბერი 1500)
მეოთხე მოგზაურობა (9 მაისი 1502 - ნოემბერი 1504)

მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე ვასკო და გამას მოგზაურობა. ვასკო და გამა იყო პირველი ევროპელი რომელმაც ზღვაოსნური მიმოსვლა განახორციელა ევროპიდან ინდოეთი  მიმართულებით. უმნიშვნელოვანესი იყო აგრეთვე ფერნანდო მაგელანის (1480-1521) დიადი მოგზაურობა დედამიწის გარშემო. საყურადღებოა ასევე ალბუკერკეს, ჯეიმზ კუკის ზღვაოსნური მარშრუტები.

ნიშანდობლივია რომ, ამ პერიოდში ფართოდ განვითარდა კარტოგრაფიული ხელოვნებაც. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა

რუკები, ხოლო XVI საუკუნიდან ატლასები. გაჩნდა ცალკეული ქვეყნების დაწვრილებითი აღწერილობანი, რომლებშიც ყურადღება გამახვილებული იყო ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე. XVI-XVII სს. ზოგად დედამიწისმცოდნეობას გამოყენებითი ხასიათი მიეცა, იგი ძირითადად ნავიგაციის ინტერესებს ემსახურებოდა. ამ დროის უდიდესი გეოგრაფიული შრომაა ბერნჰარდ ვარენიუსის „Geographia Generalis“ (1650), რომელშიც შეჯამებულია დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდის მეცნიერული ცოდნა, განხილულია დედამიწის ხმელეთის ზედაპირის, ჰიდროსფეროსა და ატმოსფეროს ძირითადი თავისებურებანი. ერთ-ერთი პირველი რუკა სადაც დაცული იყო გრადუსთა ბადე შეადგინა ცნობილმა გეოგრაფმა და ასტრონომმა - პაოლო ტოსკანელიმ (1397-1482). პაოლო ტოსკანელი თავგამოდებით იცავდა დედამიწის სფერულობის იდეას. ამასთანავე წამოაყენა დასავლეთის გზით ინდოეთამდე მიღწევის შესაძლებლობის იდეა. აღსანიშნავია რომ 1492 წელს მარტინ ბეჰაიმმა (1459-1507) გამოიგონა გლობუსი.

გეოგრაფიული ცოდნის მეცნიერული სისტემატიზაცია (XVII ს. - XIX ს.)

XVII საუკუნიდან მოყოლებული ევროპის ტერიტორიაზე დაიწყო ძველი ავტორებისა და არაბების წერილებისა და კომენტარების თარგმნები. ამასობაში იმატა ინტერესმა ქვეყნების ბუნებრივი პირობების შესწავლისა და დედამიწის ბუნების ახსნისადმი. XVIII-XIX საუკუნეებში განხორციელდა დიდი სამეცნიერო საბუნებისმეტყველო ექსპედიციები, რომელიც მეცნიერურ ამოცანებსაც ისახავდა მიზნად.

დიდმა მეცნიერმა ფრანსის ბეკონმა (1561-1626) მოახდინა რეფორმა მეცნიერულ მეთოდებსა და მეთოდოლოგიაში. მნიშვნელოვნად უჭერდა მხარს მეცნიერულ გეოგრაფიაში აღმოჩენების საქმეს და საუბრობდა მათ მნიშვნელობაზე. მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცის (1646-1716), ჟორჟ ბიუფონისა (1707-1788) და მიხეილ ლომონოსოვის (1711-1765) წარმოდგენები დედამიწის ბუნების შესახებ.

პირველ მეცნიერ მოგზაურად შეიძლება მივიჩნიოთ ედმუნდ ჰალეი (1656-1742) - ცნობილი ასტრონომი და გეოფიზიკოსი. იგი მონაწილეობდა წმინდა სამეცნიერო ექსპედიციებში, სადაც ცდილობდა დედამიწის მაგნეტიზმის გარკვევას. უნდა დავასახელოთ აგრეთვე უილიამ დამპირი (1651-1715) ზღვაოსანი და მეკობრე, რომელმაც შეასრულა სამი დიდი ზღვაოსნური მარშრუტი. შედეგად დასწერა ნაშრომი, სადაც აღწერა ზღვის მარილიანობა, ასევე ცდილობდა დაედგინა ოკეანური დინებებისა და ქარის ურთიერთკავშირი.

ამ პერიოდში მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე დანიელ გოტლიბ მესერშმიდტის (1685-1735) მოგზაურობა, რომელსაც მოჰყვა დიდძალი ბოტანიკურ-ზოოლოგიური, მინერალოგიური, ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური კოლექციების შეგროვება. შედგენილი აქვს რუკები, აღმოაჩინა სასარგებლო წიაღისეულები და ა.შ.

XVIII საუკუნეში გრანდიოზული სამეცნიერო და საბოლოოდ გახსნითი ექსპედიციები მოაწყო წარმოშობით დანიელმა ზღვაოსანმა ვიტუს ბერინგმა (1681-1741), რომლის შედეგად ალექსი ჩირიკოვთან ერთად აღმოაჩინა ჩრდილოეთ-დასავლეთ ამერიკა და ალეუტის კუნძულები.

XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დამდეგს ფიზიკურ გეოგრაფიაში არ შექმნილა დიდი განმაზოგადებელი შრომები.

თეორიული აღმოჩენები და გეოგრაფიის დიფერენციაცია (XIX ს.- XX ს.)

XIX საუკუნე არის გეოგრაფიის შექმნის თარიღი. სწორედ XIX საუკ

გეოგრაფია
კლასიფიკაცია

კლასიფიკაცია

ბიოლოგიური სახეობების მეცნიერული კლასიფიკაცია შემოკლებით ბიოლოგიური კლასიფიკაცია ან მეცნიერული კლასიფიკაცია – ცოცხალი ორგანიზმების იერარქიულ პრინციპზე დაფუძნებული სისტემატური კლასიფიკაცია. მეცნიერებას ამ კლასიფიკაციის შესახებ ეწოდება ტაქსონომია, სიცოცხლის თანამედროვე კლასიფიკაცია საფუძვლებს ძველი ბერძენი არისტოტელეს შრომებიდან იღებს. (ბერძნ. tassein – კლასიფიცირება და nomos – კანონი) .

ცხოველების მეცნიერული კლასიფიკაციის ძირითადი იერარქიული საფეხურებია (ტაქსონები): სამეფო, ტიპი, კლასი, რიგი, ოჯახი, გვარი და საკუთრივ სახეობა. მცენარეთა კლასიფიკაციისას ტიპის შესატყვისია განყოფილება. ხანდახან იყენებენ შუალედურ ტაქსონებსაც: ქვეტიპი, სუპერკლასი, ქვეკლასი, ინფრაკლასი, ქვერიგი, ქვესახეობა და სხვა. ბოტანიკაში ქვეოჯახსა და გვარს შორის ასევე გამოიყოფა ტაქსონი ტრიბა.

კლასიფიკაცია
საქართველოს ჰავა

საქართველოს ჰავა - საქართველოს შედარებით მცირე ტერიტორიაზე არის დედამიწის ზედაპირზე არსებული ჰავის თითქმის ყველა ზონა დაწყებული ნოტიო სუბტროპიკულიდან, დამთავრებული მარადი თოვლისა და მყინვარების ზონით. საქართველოს ჰავის ნაირგვარობას განსაზღვრავს ერთი მხრივ, მისი მდებარეობა სუბტროპიკული ზონის ჩრდილოეთ საზღვარზე შავსა და კასპიის ზღვებს შორის, მეორე მხრივ, მისი რელიეფის განსაკუთრებული სირთულე: ჰავის ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობენ სხვადასხვა მიმართულებისა და სიმაღლის ქედები. ადგილობრივ ჰავას ქმნის შავი ზღვა და კავკასიონი. უკანასკნელი საქართველოს იცავს ჩრდილოეთიდან ცივი ჰაერის მასების უშუალო შემოჭრისაგან, ხოლო შავი ზღვა აზომიერებს ტემპერატურის მერყეობას და ხელს უწყობს ნალექების დიდ რაოდენობით მოსვლას, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში.

ზოგადი ცნობები

შედარებით დაბალ განედზე მდებარეობისა და ზომიერი ღრუბლიანობის გამო, საქართველო მზისგან მნიშვნელოვან სითბოს იღებს. მზის ნათების ხანგრძლივობა 1350-2520 სთ. მნიშვნელოვანია აგრეთვე მზისგან მიღებული ჯამური რადიაცია 115-153 კკალ/სმ² წელიწადში. საკმაოდ ცვალებადობს რადიაცული ბალანსი, რომლის მაქსიმუმი (52-53 კკალ/სმ²) ნოტიო სუბტროპიკულ ბარშია, მინიმუმი (25 კკალ/სმ²) - კავკასიონის მაღალმთიან ზონაში. საქართველოს ჰავის ფორმირებაში მონაწილეობას იღებს როგორც ზომიერი, ისე სუბტროპიკულ სარტყელში განვითარებული ატმოსფერული პროცესები.

ამ ზონებში ძირითადად ადგილი აქვს ზონალურ ცირკულაციას. ზოგჯერ მას არღვევს მერიდიანული ცირკულაცია, რომლის დროსაც ჩრდილოეთ განედებიდან შემოიჭრება ხოლმე ცივი ჰაერის მასები, ხოლო სამხრეთიდან - თბილი. ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლევა კავკასიონს და საქართველოს სამხრეთ მთიანეთს. ჰაერის მასები საქართველოში უმთავრესად დასავლეთიდან აღმოსავლეთიდან იჭრება. ხშირად ამინდის ცვლილებას სამხრეთიდან შემოსული თბილი ჰაერის მასებიც იწვევს. ჰავის ჩამოყალიბებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ზომიერი განედების, არქტიკული და ტროპიკული როგორც ზღვის, ისე კონტინენტური ჰაერის მასებს. სუბტროპიკული პროცესები, რომელთა მეშვეობითაც შემოდის ჰაერის მასები ამიერკავკასიის და, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე, დაჯგუფებულია შემდეგ ტიპებად:

დასავლეთისა, აღმოსავლეთისა, ორმხრივი, ანტიციკლონური მდგომარეობა და ამიერკავკასიის სამხრეთ რაიონებში განვითარებული ტალღური აღრევა. ამინდის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს კონვექციური პროცესები, რომლებიც წლის თბილ პერიოდში უფრო მკვეთრად არის გამოხატული. ჰაერის ტემპერატურა ადგილის ჰავის თავისებურების მაჩვენებელი ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია, საქართველოში იგი დიდი კონტრასტებით გამოირჩევა. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა ყველაზე მაღალია სოხუმში (ნავსადგური, 15°C) ხოლო დაბალი – კავკასიონის თხემზე 5000 მ) - 12.5°C განსაკუთრებული თბილი ზამთრით გამოირჩევა კოლხეთი, სადაც იანვრის საშუალო ტემპერატურა 5-7°C-ია, ტემპერატურის ვერტიკალური გრადიენტი კი 0.2-0.9. ზამთარში ხშირია ინვერსიები. ზღვისპირა ადგილებში იგი ზაფხულშიც შეინიშნება.

ცირკულაციის, რადიაციისა და ოროგრაფიული ფაქტორების ერთობლივი მოქმედება განსაზღვრავს ტერიტორიის ტენიანობის საკმაოდ დიდ კონტრასტებს. საქართველოს დიდი ნაწილი ატმოსფერული ნალექების სიუხვით გამოირჩევა, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 400-4500 მმ ფარგლებში იცვლება. ნალექების პოლუსი ჩაქვის ქედის ზღვისკენ მიქცეულ კალთაზეა - მტირალას მთის მიდამოებში (წელიწადში საშუალოდ 4500 მმ, ცალკეულ წლებში 5000 მმ-ზე მეტი). საქართველო გამოირჩევა დღე-ღამეში მოსული ნალექების სიუხვითაც (ჯურუყვეთი 352 მმ), ნალექები მთებში სიმაღლის მიხედვით ყველგან არ მატულობს, პირიქით, ზოგან კიდეც მცირდება (სვანეთი, ჯავახეთის პლატო და სხვ.) მაქსიმალური ნალექების მოსვლის ზონები დასავლეთ საქართველოში 300-500-იდან 3500 მ-მდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 1200-იდან 3500 მ-მდე იცვლება.

რთული ოროგრაფიული პირობებისა და გაბატონებული ატმოსფერული ცირკულაციური პროცესების სირთულის გამო, ნალექების შიგაწლიური განაწილება თავისებურია: დასავლეთ საქართველოში ნალექების მაქსიმუმი ზამთარში ან შემოდგომაზეა, მინიმალური - გაზაფხულზე ან ზაფხულში, აღმოსავლეთ საქართველოში მაქსიმუმი ზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისშია, მინიმალური ზამთარში.

ჰავის ოლქები და რაიონები

მზის რადიაციის რეჟიმით საქართველო საქართველო სუბტროპიკულ ზონაშია. ატმოსფერული ცირკულაციის ხასიათის და მასთან დაკავშირებული ამინდის პირობების მიხედვით მის ტერიტორიას ყოფენ 2 ცირკულაციურ ჰავის ოლქად და ერთ ქვეოლქად. ესენია:

1. ზღვის სუბტროპიკული ნოტიო ჰავის ოლქი 2. სუბტროპიკული კონტინენტური ჰავიდან ზღვის ჰავაზე გარდამავალი ოლქი (და ამ ოლქში შემავალი წინა აზიის მთიანეთის მშრალი სუბტროპიკული ჰავიდან ზომიერად ნოტიო ჰავაზე გარდამავალი ქვეოლქი).

პირველი ოლქი მოიცავს დასავლეთ საქართველოს და ხასიათდება ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავის მკაფიოდ გამოხატული თვისებებით. დაბალი ნაწილი ძირითადად გამოირჩევა რბილი ზამთრით, შედარებით გრილი ზაფხულით, ტემპერატურის ზომიერი ამპლიტუდით, უხვი ნალექებით და მაღალი სინოტივით. მეორე ოლქი მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ახასიათებს ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავა. აქ ზამთარი უფრი ცივია, ვიდრე პირველ ოლქში, მოდის შედარებით მცირე ნალექები. ამ ოლქის ქვეოლქი მოიცავს საქართველოს სამხრეთ მთიანეთის ცენტრალურ სტეპურ ნაწილს. აქ ჰავა უფრო კონტინენტურია, ზაფხული - ცხელი, ზამთარი ცივი და ატმოსფერული ნალექები რამდენადმე ნაკლებია, ვიდრე იმავე სიმაღლეზე მდებარე საქართველოს სხვა ადგილებში. რელიეფის მნიშვნელოვანი დასერილობა ზოგად ცირკულაციას იმგვარად გარდაქმნის და მეტეოროლოგიურ ელემენტების რიცხვითი სიდიდეების ისეთ დიდ სხვადასხვაობას იწვევს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განსხვავებული კლიმატური რაიონები გამოიყოფა.

დასავლეთი კავკასიონი

ვრცელდება ზღვის სუბტროპიკული ნოტიო ჰავის ოლქში. დაბალი განედისა და მზის სიმაღლის მეშვეობით იგი მთელი წლის განმავლობაში იღებს დიდი რაოდენობის მზის სხივურ ენერგიას. განიცდის შავი ზღვისა და დასავლკეთიდან მონაბერი ნოტიო ქარების გავლენას. ჰავის მთავარი თავისებურებაა სიმაღლებრივი ზონალურობა. საშუალო წლიური ტემპერატურა ქვედა ნაწილებში 5-12°C, ზღვის დონიდან 2500 მ ზევით უარყოფითი ხდება. 700-800 მ. სიმაღლეზე იანვრის საშუალო ტემპერატურა 1-2°C, მაღალმთიან ზონაში -15°C უახლოვდება. ცალკეულ სუსხიან დღეებში აბსოლუტურ მინიმალური ტემპერატურა -25°C, -40°C–მდე ეცემა. ივლის-აგვისტოში ტემპერატურა დასავლეთ კავკასიონზე 6-22°C, აბსოლუტურ მაქსიმალური 20-42°C. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა იცვლება 1800-3500 მმ ფარგლებში, გამონაკლისია ჩაკეტილი დაბალი ადგილები (სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი), სადაც ის 900-1200 მმ შეადგენს. ქარპირა კალთები გაცილებით მეტ ნალექს იღებს, ვიდრე ქარზურგა. ღრუბლიანობა და სინოტივე მაღალია, დანესტიანების კოეფიცინეტი 1.5-3.5 და მეტიცაა. თოვლი ყველგან მოდის, თოვლის საფრის სიმაღლე ზოგან 3-4 მ აღწევს. ხშირია მთა-ხეობათა ქარი, ელჭექი და სეტყვა.

აღმოსავლეთი კავკასიონი

ვრცელდება სუბტროპიკულ კონტინენტური კლიმატიდან ზღვის კლიმატზე გარდამავალ ოლქში. კარგად არის გამოხატული კლიმატური სიმაღლებრივი ზონალურობა. საშუალო წლიური ტემპერატურა ქვედა ნაწილში 8-10°C, 3500 მ სიმაღლეზე -6°C. ყველაზე ცივი თვეების (იანვარი, თებერვალი) ტემპერატურა -3°C, -15°C, აბსოლუტურ მინიმალური -26°C, -42°C; უთბილესი თვეების (ივლისი, აგვისტო) ტემპერატურა 2-18°C, მაქსიმალური 16-40°C. ატმოსფერული ნალექები სიმაღლის შესაბამისად ყველგან მატულობს და ტერიტორიულად 800-1800 მმ შორის იცვლება. ღრუბლიანობა ზომიერია (50-60%), საშუალო წლიური შეფარდებითი სინოტივე 65-75%, დანესტიანების კოეფიციენტი 1.5-2.5. თოვლის საფრის სიმაღლე საშუალოდ 25-50 სმ, ზედა ნაწილში 1.0-1.5 მ, მაქსიმალური 3 მ-ს სჭარბობს. ქარები უმთავრესად ხეობების მიმართულებით ქრის, ზედა ნაწილში ჭარბობს დასავლეთის ქარი.

კოლხეთის ბარი

ხასიათდება ჭარბად ნოტიო სუბტროპიკული ჰავით. შავი ზღვის გავლენის ყველაზე მეტად ეს რაიონი განიცდის, ამიტომ აქ არ იცის ცივი ზამთარი. ზაფხულიც შედარებით გრილია, ამას ისიც უწყობს ხელს, რომ ამ მხარეში კავკასიონის გავლენით პირდაპირ ვერ შემოდის ჩრდილოეთ ცივი ჰაერის მასები. საშუალო წლიური ტემპერატურა 13-15°C, იანვრის 2-7°C, ივლის-აგვისტოს 22-23°C, აბსოლუტურ მინიმალური ტემპერატურა -9-27°C, მაქსიმალური 40-43°C. სავეგეტაციო პერიოდში 10°C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 4200-4500°, რაც წლის განმავლობაში რამდენიმე მოსავლის მიღების შესაძლებლობას იძლევა. ზამთარში გაბატონებულია აღმოსავლეთის, ზაფხულში - დასავლეთის ქარი, კარგად არის განვითარებული ბრიზები და ფიონები. წელიწადში 1400-3000 მმ ნალექი მოდის. ნალექიანია უმთავრესად ზამთარი და შემოდგომა. თოვლის მდგრადი საფარი იშვიათად ჩნდება. ზღვის სიახლოვისა და ხშირი დასავლეთის ქარების გავლენით მთელი წლის განმავლობაში დიდია ღრუბლიანობა და ტენიანობა, დანესტიანების კოეფიციენტი 4,0 სჭარბობს, შეფარდებითი სინოტივე 70-80% შეადგენს. ელჭექი და სეტყვა მთელი წლის განმავლობაში იცის.

იმერეთის მაღლობი

იმერეთის მაღლობზე ზღვის გავლენა შესუსტებულია, ჰავა შედარებით მშრალია, ზამთარი შესამჩნევად ცივი, ვიდრე კოლხეთის დაბლობზე, მაგრამ მაინც შენარჩუნებულია ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ნიშნები. საშუალო წლიური ტემპერატურა 5-13.5°C, იანვრის ტემპერატურა დაბალ ნაწილში 0-3°C, მაღალმთიან ნაწილში -5-6°C. მეტისმეტად ცივ დღეებში ტემპერატურა -20-31°C-მდე ეცემა. უთბილესი თვის საშუალო ტემპერატურა 15-23°C, მაქსიმალური 30-40°C. სავეგეტაციო პერიოდში 10°C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 2000-4100-ია. ატმოსფერული ნალექები 900-1800 მმ ფარგლებში მერყეობს, დიდია ღუბლიანობა (60-65%) და შეფარდებითი სინოტივე (75-80%). კარგად არის განვითარებული მთა-ხეობათა ქარები, კოლხეთის ბარის მსგავსად, ზამთარში გაბატონებულია აღმოსავლეთის, ზაფხულში - დასავლეთის ქარები. აღმოსავლეთის ქარი ფიონური ხასიათისაა. ელჭექი და სეტყვა რაიონში უმთავრესად თბილ პერიოდში იცის.

შიდა ქართლის ბარი

გაბატონებულია მშრალი სუბტროპიკული ჰავა, რომელზეც გავლენას ახდენს მის გარშემო მდებარე მაღალი ქედები. წლის ცივ პერიოდში ხშირად ვითარდება ინვერსიები, ამიტომ ზამთარი უფრო ცივია, ვიდრე საქართველოს სხვა, იმავე სიმაღლეზე მდებარე ადგილებში. საშუალო წლიური ტემპერატურა იცვლება 9-11°C შორის; იანვრის ტემპერატურა -1-4°C, აგვისტოსი 20.4-22.3°C. აბსოლუტურ მინიმალური ტემპერატურა -26-31°C. მაქსიმალური 35-40°C. სავეგეტაციო პერიოდში 10°C-მეტ ტემპერატურათა ჯამი 3100-3900. გაბატონებულია დასავლეთის და აღმოსავლეთის ქარები, პირველი, ჩვეულებრივ, გრილი და ნოტიოა, მეორე ზამთარში ნოტიო და ცივია, ზაფხულში - ცხელი. წელიწადში 500-800 მმ ნალექი მოდის. ხშირია გვალვები. წლის თბილ პერიოდში აორთქლება ბევრად სჭარბობს მოსული ნალექების რაოდენობას. დანესტიანების კოეფიციენტი 1-ზე ნაკლებია. თოვლის საბურველი დიდხანს არ დევს. ელჭექიანია 30-45, სეტყვიანი 1-2 დღე წელიწადში.

ქვემო ქართლის ბარი

ქვემო ქართლის ბარი – ღიაა აღმოსავლეთიდან, საიდანაც თავისუფლად იჭრება ჰაერის მასები, ხშირია მდინარე მტკვრის ხეობით დასავლეთიდან შემოჭრილი ჰაერის მასებიც. განსაკუთრებით მოქმედებს ამინდზე ამიერკავკასიის სამხრეთით განვითარებული ტალღური აღრევები, მათთან არის დაკავშირებული წლის თბილ პერიოდში უხვი ნალექები, ელჭექი და სეტყვა. დამახასიათებელია მშრალი სუბტროპიკული ჰავა. მზის ნათების ხანგრძლივობა მცირე ღრუბლიანობის გამო მაღალია (2500 სთ წელიწადში). ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12-12°C, იანვრის 0,2°C, განსაკუთრებით ცხელია ივლისი და აგვისტო (23-25°C, ზოგან მეტიც). აბსოლუტურ მინიმალური ტემპერატურა -20-25°C, მაქსიმალური 40-41°C. სავეგეტაციო პერიოდში 10°C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 3700-4200°. ეს რაიონი გამოირჩევა ჰაერის წლიური ამპლიტუდით (24-25°).

წელიწადში 400-600 მმ ნალექი მოდის. განსაკუთრებით მშრალი და გვალვიანია მისი სამხრეთი ნაწილი. აქ აორთქლებადობა ბევრად აღემატება მოსული ნალექების რაოდენობას. თოვლის საბურველი იშვიათად ჩნდება. ელჭექიანია საშუალოდ 35-50, სეტყვიანი 1-2 დღე წელიწადში.

ივრის ზეგანი

გაბატონებულია მშრალი კონტინენტური ჰავა. ზამთარი ცივი, ზაფხული ცხელი და გვალვიანია. ტემპერატურა 10-11°C, იანვრის 1-3°C, ივლის-აგვისტოსი 22-24°C. აბსოლუტურ მინიმალური –24-32°C, მაქსიმალური 40°C. სავეგეტაციო პერიოდში 10°C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 3200-3800°-ია. ნალექები 400-500 მმ წელიწადში. თოვლის საბურველი იშვიათად ჩნდება. დანესტიანების კოეფიციენტი 1-ზე ნაკლებია. გაბატონებულია დასავლეთის ქარები. განსაკუთრებით ძლიერი ქარი იცის ზამთარში. ელჭექიანია 20-40, სეტყვიანი 1-3 დღე წელიწადში.

შიგნით კახეთის ბარი

გაბატონებულია ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. იგი საკმაოდ კარგადაა დაცული, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. აქ მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან იჭრება ჰაერის მასები თავისუფლად, რაც ამ რაიონის ჰავის თავისებურებაზე დადებითად მოქმედებს. საშუალო წლიური ტემპერატურა 11-13°C, იანვარში 0,-1°C, თუმცა არ არის გამორიცხული ისეთი წლები, როცა ტემპერატურა 0°C-ზე დაბლა ეცემა. უთბილესი თვის ტემპერატურა 21-25°C. აბსოლუტურ მინიმალური -25-27°C, მაქსიმალური 40°C აღწევს. სავეგეტაციო პერიოდში 10°C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 3500-4200°. ტერიტორიის უმეტეს ნაწილში 800-1300 მმ ნალექი მოდის წელიწადში. დანესტიანების კოეფიციენტი 1-ზე მეტია. მდგრადი თოვლის საბურველი ყოველთვის არ ჩნდება, როცა ჩნდება მისი საშუალო სიმაღლე 5-15 სმ არ აღემატება, მაქსიმალური 75 სმ აღწევს.

ელჭექიანია 30-60, სეტყვიანი –2-3 დღე წელიწადში. ეს რაიონი საქართველოს სხვა რაიონებისაგან გამოირჩევა არა სეტყვიან დღეთა სიხშირით, არამედ სეტყვის მარცვალთა სიდიდით და მოყენებული ზარალით.

საგურამო-გომბორის საშუალმთიანეთი

გამოირჩევა ზომიერად ნოტიო ჰავით, ცივი ზამთრით და ხანგრძლივი გრილი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურა –2-6°C, ივლისის 15-20°C; სავეგეტაციო პერიოდში 10°C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 1500-2600°-ია. სიმაღლის შესაბამისად ნალექები, მართალია მატულობს, მაგრამ უმნიშვნელოდ. მთისიწნეთში 800-850 მმ ნალექი მოდის, თხემულ ზოლში 1000 მმ უახლოვდება. მიუხედავად ამისა, ჰაერი წყლის ორთქლით საკმაოდ გაჟღენთილია, საშუალო წლიური შეფარდებითი სინოტივე 75-80%, დანესტიანების კოეფიციენტი 1,5-2. ხშირია ნისლი, წლის თბილ პერიოდში იცის - ელჭექი და სეტყვა. კარგად არის გამოხატული მთა-ხეობათა ქარი.

მთიანი აჭარა-გურია

მიმართულია დასავლეთით და შავი ზღვის გავლენას განიცდის. ხასიათდება ტენიანი ჰავით. თერმული რეჟიმი განსაკუთრებით მაღალია დაბალ ნაწილში. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა იცვლება 2-12°C შორის. იანვრის საშუალო ტემპერატურა (1100 მ სიმაღლემდე) 0°C, თხემურ ზოლში –8-10°C-მდე ეცემა. ყველაზე თბილი თვეა აგვისტო (10-20°C). სავეგეტაციო პერიოდში 10°C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 1500-3500°. ზღვისკენ მიქცეულ კალთებზე მთელი წლის განმავლობაში გაბატონებულია დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის ქარები, რომელთაც მოაქვთ დიდი რაოდენობის ტენი. ეს რაიონი უხვი ნალექებით გამოირჩევა. საკმაოდ მშრალია მდინარე აჭარისწყლის ხეობის შუა ნაწილი, რომელიც დასავლეთიდან დაცულია მაღალი ქედებით. თოვლი შეიძლება მოვიდეს ნოემბრიდან. მდგრადი თოვლის საბურველი 1400 მ სიმაღლემდე 1-3 დღეს ძევს, 2000 მ სიმაღლეზე -6-7 თვეს. თოვლის საბურველის მაქსიმალური სიმაღლე 4-5 მ. ელჭექი იცის წლის ყველა სეზონში, უფრო ხშირია წლის თბილ პერიოდში.

მესხეთი

ქვაბულში მდებარეობს და შემოჭრილი ჰაერის ეფექტი შესუსტებულია, ნალექები უმნიშვნელოა, ჰავა - მშრალი კონტინენტური. ძლიერი ინვერსიების გამო ზამთარი ცივია, იანვრის ტემპერატურა - 2,5-9,0°C აბსოლუტურ მინიმალური -30, -38°C; ზაფხული ზომიერად ცხელია, ივლის-აგვისტოს ტემპერატურა 16-21°C, მაქსიმალური 39°C აღწევს. სავეგეტაციო პერიოდში 10°C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 1500-3000°. წელიწადში 500-700 მმ ნალექი მოდის, განსაკუთრებით გვალვიანია ზაფხული, ამ პერიოდში დანესტიანების კოეფიციენტი 1-ზე ნაკლებია. ნალექი თოვლის სახით მოდის ოქტომბრიდან. თოვლის მდგრადი საბურველი დეკემბერში მყარდება და მარტის ბოლომდე ძლებს. ელჭექი და სეტყვა საკმაოდ ხშირია.

თრიალეთი

მართალია, მესხეთის ქედი ასუსტებს დასავლეთიდან ჰაერის მასების შემოჭრას, მაგრამ მათი გავლენა გარკვევით ემჩნევა ბორჯომ-ბაკურიანის მიდამოებს. თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთებზე აღმოსავლეთიდან შემოჭრილი ჰაერის მასები ტოვებს შესამჩნევ კვალს. რაც შეეხება თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებს, აქ ჰაერის გასწვრივი ნაკადები იქმნება, ნალექი მცირე მოდის, ჰავა კონტინენტურია. შედარებით თბილი ზამთარი იცის ბორჯომის ხეობაში (მაღალმთიან ნაწილში ცივა). იანვრის საშუალო ტემპერატურა -2, -11°C, აბსოლუტურ მინიმალური შეიძლება დაეცეს -40°C-მდე. ყველაზე თბილი თვის ტემპერატურა 9-20°C, მაქსიმალური 37°C აღწევს. სავეგეტაციო პერიოდში 10°C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 500-2900°. გამოირჩევა ზომიერი ღრუბლიანობით, მზის ნათების ხანგრძლივობითა და თოვლის საფრის სიმაღლით.

კლიმატური პირობები და რელიეფის ფორმები ხელს უწყობს სპორტული ღონისძიებების ჩატარებას.

ჯავახეთის მთიანეთი

გაბატონებულია კონტინენტური ჰავა, ზამთარი მეტად ცივი იცის. ჰავა გარდამავალია ზომიერად ნოტიოდან მთიანეთის მშრალ კლიმატზე. საშუალო წლიური ტემპერატურა 4-6°C, იანვარი -5, -10°C, ივლისი 15-16°C; აბსოლუტური მინიმალური -34°C, -41°C, აბსოლუტური მაქსიმალური 30-35°C. ნალექები 600-750 მმ წელიწადში. ყინვიანი დღეების სიხშირე, მცირე ღრუბლიანობა და განსაკუთრებით მშრალი ზამთარი დაკავშირებულია ამ რაიონისთვის დამახასიათებელ ანტიციკლონების სიხშირესთან. თოვლის საბურველი ჩნდება დეკემბერში და მარტამდე ძლებს. სავეგეტაციო პერიოდში 10°C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 1000-1800°. ხშირია ელჭექი და სეტყვა.

საქართველოს ჰავა
ზოოლოგია

ზოოლოგიის მეცნიერება ცხოველთა სამყაროს მრავალმხრივად შეისწავლის სწავლობს ცხოველთა აგებულებას და სასიცოცხლო პროცესებს. ცხოველთა ინდივიდურ განვითარებას, ფაუნის წარმოშობის კანონზომიერებებს. მათ გეოგრაფიულ გავრცელებას, როგორც დღევანდელ პირობებში ასევე წარსულში. აგრეთვე ცხოველთა ევოლუციურ განვითარებას, ორგანიზმის ურთიერქმედებას არსებობის პირობებთან და სხვა ცოცხალ ორგანიზმებთან.

ზოოლოგია შეისწავლის როგორც ადამიანისა და ბუნებისადმი სასარგებლო ცხოველებს, ასევე მეტად საშიშ დაავადებების გამომწვევ ან გადამტან ცხოველებს. 

ზოოლოგია იყოფა მთელ რიგ დარგებად ანუ მეცნიერებებად, რომელთაგან ერთნი შეისწავლიან ცხოველთა აგებულებას, ცხოველმყოფელურ გავრცელებას, გარემოსთან კავშირს და სხვას. მეორენი შეისწავლიან ცხოველთა ცალკეულ მსხვილ ან პრაქტიკული მნიშვნელობის ჯგუფებს.

პირველში შეიძლება განვასხვავოთ არა სპეციალობები:

1. მორფოლოგია - შეისწავლის ცხოველის ფორმას და აგებულების თავისებურებებს, როგორც ინდივიდუალურ, ისე ისტორიულ განვითარებაში.

მორფოლოგია მოიცავს ცხოველთა ანატომიას, ჰისტოლოგიას, ციტოლოგიას, და ემბრიოლოგიას.

ანატომია იკვლევს ორგანოების აგებულებასა და ურთიერთკავშირს.

ჰისტოლოგია შეისწავლის ცხოველთა სხეულის ქსოვილებს და ორგანოების მიკროსკოპულ აგებულებას.

ციტოლოგიის მიზანია ცხოველთა ორგანიზმში არსებული უჯრედების აგებულებისა და ცხოველქმედების შესწავლა.

ემბრიოლოგია სწავლობს ცხოველთა ჩანასახის განვითარების პროცესებს.

2. ფიზიოლოგია შეისწავლის ცხოველის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს: საჭმლის მონელებას, სუნთქვას, სისხლის მიმოქცევას, გამოყოფას, მოძრაობას, ნერვულ მოქმედებას, გამრავლებას და სხვას, მაგრამ ფიზიოლოგია ეყრდნობა ფიზიკის, ქიმიის, აგრეთვე ანატომიის, ჰისტოლოგიის და ზოგიერთი სხვა მეცნიერებების მონაცემებს.

3. ეკოლოგია (ბერძ. oikos - სახლი, ადგილსამყოფელი) შეისწავლის ცხოველთა, სხვა ორგანიზმებთან და ორგანულ სამყაროსთან ურთიერთდამოკიდებულებას. ე.ი. ცხოველების ურთიერთობას ბიოტურ და აბიოტურ ფაქტორებთან. ეკოლოგიასთან მჭიდრო კავშირშია პარაზიტოლოგია და ჰიდრობიოლოგია.

პარაზიტოლოგია შეისწავლის ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეთა პარაზიტებს და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს.

ჰიდრობიოლოგია სწავლობს წყალში ( მტკნარ წყლებში, ზღვებსა და ოკეანეებში) მცხოვრებ ცოცხალი ორგანიზმების მთელ კომპლექს და მათ ურთიერთკავშირს.

4. გენეტიკა ეწოდება მოძღვრებას ცვალებადობასა და მემკვიდრობის შესახებ.

5. სისტემატიკა შეისწავლის ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნეებას, ცხოველთა შორის მსგავსებასა და განსხვავებას. აჯგუფებს ცხოველებს ერთმანეთთან მსგავსების ხარისხის მიხედვით და ამის საფუძველზე აგებს ცხოველთა სისტემას. იგი ყოველ ცხოველს ჰყოფს ურთიერთდამოკიდებულ ჯგუფებად.

ზოოლოგიური მეცნიერების მეორე ჯგუფს (სპეციალურ ზოოლოგიას) ეკუთვნის:

პროტოზოოლოგია (ბერძ. protomi - უმარტივესი) არის მეცნიერება უმარტივეს ცხოველებზე. იგი შეისწავლის ერთუჯრედიან ორგანიზმებს, მათ მიკროსკოპულ აგებულებას, სასიცოცხლო ფუნქციას და ბიოლოგიას. ჰელმინთოლოგია შეისწავლის ადამიანის, ცხოველთა და მცენარეთა პარაზიტულ ჭიებს ანუ ჰელმინთებს.არაქნოლოგია სწავლობს ობობასნაირებს გარდა ტკიპებისა.აკროლოგია განსაზღვრავს ტკიპებს, მათ სისტემატიკას, ბიოლოგიას და როლს სახალხო მეურნებაში და ადამიანის ჯანმრთელობაში. ენტომოლოგია (ბერძ. Entomon - მწერი) არის მეცნიერება მწერების შესახებ. მალაკოლოგია (ბერძ. Malakion - მოლუსკი) არის მოლუსკების ანუ რბილტანიანების შემსწავლელი მეცნიერება. იქტიოლოგია (ბერძ. Ichtios - თევზი) მოიცავს თევზებს, მათ აგებულებას, სისტემატიკას, ეკოლოგიას და სხვას. ბატრაქოლოგია - ამფიბიებს.

ჰერპეტოლოგია არის მეცნიერება ქვეწარმავალ ცხოველებზე.

ორნითოლგია (ბერძ. Orniz - ფრინველი) ფრინველების შესახებ.

თერიოლოგიან ან მამალიოლოგია (ლათ. Mamalia - ძუძუმწოვარი) არის მეცნიერება ძუძუმწოვარ ცხოველებზე.

ამრიგად, ზოოლოგია არის მეცნიერული სისტემა (კომპლექსური), რომელიც ყოველ მხრივ იკვლევს ცხოველთა სამყაროსა და ცხოველური ორგანიზმების თავისებურებებს.

ზოოლოგიის განვითარების ძირითადი ეტაპები

მართალია ცნობები ზოოლოგიის განვითარების შესახებ მოიპოვება ძველი ბერძენი ფილოფოსების და ბუნების მეტყველების ნაშრომებში, მაგრამ პირველი ცდა ცხოვრების კლასიფიკაციის შესახებ ეკუთვნის ძველ ბერძენ ფილოსოფოს არისტოტელეს (384 – 322 ჩვ. წ. აღ-მდე). არისტოტელე იცნობდა 500 - მდე სახეობის ცხოველს. მან მისთვის ცნობილი სამყარო ორ დიდ ჯგუფად დაყო: სისხლიან და უსისხლო ცხოველებად. არისტოტელემ სისხლიან ცხოველებში გააერთიანა:

1. ოთხფეხიანი ცოცხალ მშობები. თმებით დაფარული (ძუძუმწოვრები);
2. კვერცხმდებელი ოთხფეხიანები (ქვეწარმავლები ანუ რეპტილიები);
3. კვერცხმდებელი ორფეხიანები, ბუმბულით შემოსილი (ფრინველები);
4. ცოცხლად მშობი უფეხონი (ვეშაპის ნაირები);
5. კვერცხმდებელი უფეხონი, ქერცლებით ან სადა კანით, სუნთქავენ ლაყუჩებით (თევზები); 

უსისხლო ცხოველების ჯგუფი:

1. რბილსხეულიანები თავზე აქვთ ფეხები (თავფეხიანი მოლუსკები);
2. რბილნაჭუჭიანები (კიბოსნაირები);
3. ქალაკანიანები (მოლუსკები, თავფეხიანების გარდა);
4. მწერები (მწერები, ობობასნაირები, ჭიები). 

ამგვარად არისტოტელემ სისხლიან ცხოველებში გააერთიანა ხერხემლიანები ცხოველები, ხოლო უსისხლოებში უხერხემლოები.

არისტოტელეს მიერ ზოოლოგიის დარგში დატოვებული მეცნიერული მემკვიდრეობა დღესაც არ არის ინტერეს მოკლებული. არისტოტელეს სიტემამ დიდი როლი შეასრულა განვითარებაში, ვინაიდან ის წარმოადგენდა ბუნებრივი სისტემის ჩანახატს.

არისტოტელეს შემდეგ XVII საუკინის დამლევს მიღწევები სისტემატიკაში უმნიშვნელო იყო და საერთოს მიღებულ სისტემად რჩებოდა არისტოტელეს სისტემა.

XVI საუკუნეში 1665 წელს ინგლისელმა ფიზიკოსმა ანტონ ვან ლევენჰუკმა პირველად (1632-1728) გამოიგონა და გამოიყენა მიკროსკოპი. მან აღმოაჩინა ინფუზორია. მანამდე უმარტივეს ცხოველთა სამყარო არ იყო ცნობილი.

არისტოტელეს შემდეგ ცხოველთა სისტემატიკის საქმეში ნაბიჯი გადადგა ინგლისელმა ბუნებისმეტყველმა ჯონ რეიმ (1627-1705). მისი შრომები მიეძღვნა მცენარეთა და ცხოველთა კლასიფიკაციის საკითხებს. განსაკუთრებით საყურადღებოა მისი ნაშრომი “ცხოველთა სისტემატიკური მოძღვრება” (1693 წელი). ამ წიგნში რეიმ მოგვცა ცხოველთა კლასიფიკაციის თავისი სისტემა. აღსანიშნავია, რომ რეი თავის ნაშრომში სარგებლობდა ორი საკლასიფიკაციო ცნებით (გვარი და სახეობა). უნდა აღინიშნოს, რომ რეის სისტემა ჯერ კიდევ არ იყო სრულყოფილი და ის შემდგომმა სისტემატიკოსებმა გააუმჯობესეს. ჯონ რეის დამსახურება იმაში მდგომარეობს, რომ მან პირველმა გამოყო სახეობა და მოგვცა მისი პირველი განმარტება: “ორგანიზმების შედარებით წვრილ ჯგუფებს, რომლებიც ერთმანეთში მრავლდებიან და იძლევიან შთამომავლობას და ამ მსგავსებას ინარჩუნებენ”, ჯონ რეიმ უწოდა სახეობა (ლათ. Species). სახეობის ასეთი ცნება არსებობდა ჯონ რეის შემდეგ თითქმის 100 წლის განმავლობაში. კლასიფიკაციის უნივერსალობის დადგენაში დიდი ღვაწლი მიუძღვის შვედ ბუნების მეტყველ კარლ ლინეს (1707-1778). კარლ ლინემ თავის ნაშრომში “ბუნების სისტემა” (1735 წელს გამოქვეყნდა) დააზუსტა წარმოდგენა სახეობის შესახებ. მისი განმარტებით სახეობაში გაერთიანებულია მორფოლოგიურად მსგავსი ინდივიდები, რომელთაც აქვთ ერთმანეთში შეჯვარების უნარი და იძლევიან შთამომავლობას. ლინეს ძირითადი დამსახურებაა: მან სისტემაში მოიყვანა მცენარეთა და ცხოველთა მრავალგვარობა და შეიმუშავა სისტემა, რომლის მიხედვით მონათესავე სახეობები გააერთიანა გვარში, გვარი რიგში და რიგი კლასში. გარდა ამისა ლინეს მიერ იქნა შემოღებული ბინალური ანუ ორმაგი ნომენკლატურა. ამ ნომენკლატურის მიხედვით ყველა სახეობის სახელწოდება მოცემული ორმაგად. პირველი სიტყვა ნიშნავს გვარს, რომელიც საერთოა ამ გვარში შემავალი სახეობებისათვის, ხოლო მეორე სიტყვა საკუთრივ სახეობას აღნიშნავს: Fasciola hepatica L., 1758.

კარლ ლინეს დამსახურება იმაში მდგომარეობს, რომ მან დაყო ცხოველთა სამყარო 6 კლასად:

I. კლასი – ძუძუმწოვრები Mammalia.
 II. კლასი – ფრინველები Aves.
 III. კლასი – ამფიბიები Amphibia.
 IV. კლასი – თევზები Pisces.
 V. კლასი – მწერები Insecta.
 VI. კლასი – ჭიები Wermes.

როგორც ჩანს მან ხერხემლიანებსი გააერთიანა 4 კლასი, ხოლო უხერხემლოებში 2 კლასი. კარლ ლინეს სისტემატიკა ხელოვნური იყო. მისი კლასიფიკაციის ძირითად კრიტერიუმად მიღებული იყო, ნებისმიერად აღებული ნიშნებაი და არა ნიშანთა კომპლექსი. უნდა ითქვას, რომ ლინე ბუნებრივი კლასიფიკაციის მომხრე იყო, მაგრამ მოღვაწეობა უხდებოდა მეტაფიზიკის პერიოდში და მას არ შეეძლო დაემუშავებინა ბუნებრივი სისტემატიკა. კარლ ლინეს შემდეგ მნიშვნელოვანი შეიტანა ზოოლოგიურ სისტემაში ფრანგმა მეცნიერმა ჟან-ბატისტ ლამარკმა (1744-1829 წწ.). ლამარკმა პირველმა დაყო მთელი ცხოველთა სამყარო ხერხემლიან და უხერხემლო ცხოველებად და კარლ ლინეს 6 კლასის მაგიერ 14 კლასი დაადგინა, რომლეთაგან 10 კლასს უხერხემლოები შეადგენენ. ლამარკმა კლასები გაანაწილა 6 საფეხურად ცხოველთა სამყაროს განვითარებისა და ევოლუციის მიხედვით:

I საფეხური:

1. ინფუზორია;
2. პოლიპები;

II საფეხური:

3. სხივარები;
4. ჭიები;

III საფეხური:

5. მწერები;
6. ობობასნაირები;

IV საფეხური:

7. კიბოსნაირები;
8. რგოლიანი ჭიები;
9. ულვაშფეხიანები;
10. მოლუსკები;

V საფეხური:

11. თევზები;
12. რეპტილიები;

VI საფეხური:

13. ფრინველები;
14. ძუძუმწოვრები.

ლამარკის ეს საინტერესო სისტემა ასახავდა ცხოველთა ორგანიზაციის თანდათანობით გართულებას, ინფუზორიებიდან - ძუძუმწოვრებამდე, რასაც ადგილი აქვს ცხოველთა სამყაროს განვითარების პროცესში. ლამარკის კლასიფიკაცია შედარებით უკეთესი იყო ლინეს სისტემაზე. ზოოლოგიური კლასიფიკაციის შემდგომ მსხვილ ეტაპს წარმოადგენდა ფრანგი მეცნიერის ჟორჟ კიუვიეს (1769 - 1832 წწ.) შრომები. კიუვიემ მთელი ცხოველთა სამყარო დაყო 4 ჯგუფად და მასში 19 კლასი გააერთიანა. კიუვიეს ეს ჯგუფები შემდგომში ტიპებად იყო წოდებული. კიუვიე მეტაფიზიკურ პოზიციებზე იდგა. ლამარკისაგან განსხვავებით კიუვიე თავის ჯგუფებს ან ტიპებს გამოყოფდა არა როგორც ცხოველთა სამყაროს განვითარების საფეხურებს – არამედ, როგორც დამოუკიდებლებს. კიუვიეს შემდეგ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განვითარების საქმეში და ცხოველთა სამყაროს კლასიფიკაციის სრულყოფის საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანა ინგლისელმა ბიოლოგმა ჩარლზ დარვინმა და მისმა მოძღვრებმა და მისმა შრომებმა. დარვინის შრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია “სახეობათა წარმოშობა” (1859 წ.), რომელშიც ცოცხალი ბუნების განვითარების ახსნას საფუძვლად დაედო ორგანიზმთა ცვალებადობა, მემკვიდრეობითობა, არსებობოსათვის ბრძოლა და ბუნებრივი გადარჩევა. დარვინის მოძღვრების საფუძველზე შესაძლებელი გახდა ბუნებრივი კლასიფიკაციის შემუშავება. ასევე მოგვცა ჩვენ სახეობის განმარტება.

თანამედროვე მეცნიერების სისტემატიკის კატეგორიებია:

1. სახეობა – Spesies.
  2. გვარი – Ienus.
  3. ოჯახი – Familie.
  4. რიგი – Orda.
  5. კლასი – Clasis.
  6. ტიპი – Typus (Phylum).

მაშასადამე ტიპში გაერთიანებულია ისეთი ცხოველები, რომელთაც აქვთ არსებითად საერთო ნიშნები, ხოლო ცხოველთა ძირითად, სისტემატიკური ჯგუფია სახეობა. ყველა სახეობა უნდა აკმაყოფილებდეს 3 კრიტერიუმს.

1. სახეობა ყველა ინდივიდი ფორმათა და სხეულის აგებულებით, არსებითად უნდა ემსგავსებოდეს ერთმანეთს, ამავე დროს ეს მსგავსება უნდა იყოს შთამომავლობითი (სახეობის მორფოლოგიური კრიტერიუმი).

2. ისინი თავისუფლად უნდა ეჯვარებოდნენ ერთმანეთს და იძლეოდნენ ნაყოფიერ შთამომავლობას (სახეობის ფიზიოლოგიური კრიტერიუმი).

3. ყველა ინდივიდის ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთ სახეობას დედამიწაზე იკავებს გარკვეულ არიალის ნაწილს (სახეობის გეოგრაფიული კრიტერიუმი).

სახეობის გავრცელების მხარეს ხმელეთზე ან ოკეანეში ეწოდება მისი არიალი - (ლათ. area). ცალკეული ორგანიზმის მთელსაციცოცხლო ციკლს კვერცხუჯრედის განაყოფიერებიდან, ორგანიზმის სიცოცხლის დასრულებამდე ინდივიდუალური განვითარება ანუ ონტოგენეზი, ხოლო ცხოველთა ისტორიულ განვითარებას ფილოგენეზი ეწოდება.

ზოოლოგია
საქართველოს კანონმდებლობა
საქართველოს კანონმდებლობა
მსგავსი სიტყვები
მსგავსი სიტყვები
კავკასიონი

კავკასიის ყელის ირიბად გადამღობი თითქმის სწორხაზოვანი მთაგრეხილი, რომელიც თავისი ბოლოებით - ტამანისა და აფშერონის ნახევარკუნძულებშია შეჭრილი, ერთი მხრივ, აზოვისა და შავ ზღვას შორის, მეორე მხრივ, კასპიის ზღვის შუა და სამხრეთ ნაწილებს შორის. შედის საქართველოს და აზერბაიჯანის, რუსეთის (კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებისა და ადიღეს, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის და დაღესტნისრესპუბლიკების) ტერიტორიაში. კავკასიონის მთიანეთი შედგება რიგი ქედების, ხეობებისა დაქვაბულებისაგან, რომლებიც ართულებენ კავკასიონის მორფოლოგიას.

კავკასიონის ოროგრაფიულ ღერძს წარმოადგენს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი, რომელიც უწყვეტად ვრცელდება სისტემის ერთი ბოლოდან მეორემდე დაახლოებით 1500 კმ სიგრძეზე. სიგანე სხვადასხვა ნაწილში ცვალებადია: ნოვოროსიისკის მერიდიანზე კავკასიონის სიგანე 32 კმ-მდეა, იალბუზის მერიდიანზე ყველაზე უფრო განიერია და 180 კმ აღწევს; ვლადიკავკაზის მერიდიანზე 110 კმ-ია, დაღესტნის მერიდიანზე - 160 კმ. მასზე აღმართულია მრავალი ციცაბოკალთიანი, ძნელმისადგომი, დაკბილული მწვერვალები, მარადთოვლიანი ყინულებითა და ფირნის მძლავრი ველებით. ამ ქედის თხემით კავკასია იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ მაკროფერდობებად, რომელთაგან პირველი შედის მდინარეების ყუბანის, თერგის, სულაკისა და სამურის აუზებში, მეორე - ბზიფის, კოდორის, ენგურის, რიონის, მტკვრისა და მთელ რიგ მცირე მდინარეთა აუზებში. ორივე ფერდობი გართულებულია მეორე თანრიგის ქედებითა და ხეობებით, რომლებიც ღერძულ ზონაში ქმნიან მაღალმთიან, ხოლო პერიფერიულ ზონებში - საშუალმთიან რელიეფს. ჩრდილოეთ ფერდობის გასწვრივი ქედების: გვერდითი, კლდოვანი ანუ კირქვიანი, საძოვრებიანი და ტყიანი, რომლებიც მთავარი ქედის პარალელურია, აგრეთვე შავანის, კიდეგანის, ხევსურეთის, ანდის, ბოღოზის გარდიგარდმო ქედები; სამხრული კალთის - გაგრის, ბზიფის, კოდორის, სვანეთის, ეგრისის, ლეჩხუმისადა რაჭის გასწვრივი; ლიხის, ხარულის, ალევის, ქართლისა და კახეთის გარდიგარდმო ქედები. კავკასიონის ოროგრაფიულ სიმეტრიას არღვევს ჩრდილოეთი ფერდობი, რომელიც განიერია კახეთ-დაღესტნის არეში. კავკასიონის მრავალი მწვერვალი მოდელირებულია ძველი ეროზიის, მყინვარული და პერიგლაციალური პროცესების მოქმედებით.

კავკასინზე გავრცელებულია ნაირგვარი გენეზისის რელიეფის ტიპები და ფორმები, ძირითადია: ეროზიული რელიეფი ნაირ-ნაირი მორფოსტრუქტურების საფუძველზე, რომელიც გართულებულია ვულკანური, მყინვარული, პერიგლაციალური, კარსტული და სხვა გენეზისის ფორმებით. არის ეროზიულ რელიეფზე დადგმული ვულკანური პლატოები, კონუსები, ღარები. პელიგლაციალურ ფორმათა განვითარების მთავარ კერას წარმოადგენს ყელის ზეგანი. კარსტულ ფორმებს - პოლიეებს, ქვაბულებს, ძაბრებს, მღვიმეებს, შრატულ ზედაპირებს დიდი ფართობი უკავია დასავლეთ და ცენტრალურ კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე და ჩრდილოეთ ფერდობზე - ყარაჩაიდან დაღესტნამდე. კავკასიონის ბევრ რეგიონში წარმოქმნილია მინერალური წყაროების მიერ დალექილი ტრავერტინისდანაგროვები (თრუსო, სამხრეთი ოსეთი, ჯვრის უღელტეხილი). დაღესტანში და სხვაგან არის ხელოვნური ტერასები.

კავკასიონი მის სხვადასხვა ადგილებში განვითარებული ტექტონიკური, მორფოგრაფიული და მორფოლოგიური თავისებურებების ნიშნით 3 ნაწილად იყოფა : 1) დასავლეთი კავკასიონი; 2) ცენტრალური კავკასიონი; 3) აღმოსავლეთი კავკასიონი.

ეტიმოლოგია

სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული სიტყვისაგან „kaukasos“, რომელსაც თავის მხრივ სავარაუდოდ ძველირანული („kapkah“ - დიდი მთა) ან ხეთური („kazkaz“ - ტომის სახელია) წარმოშობა აქვს. არსებობს აგრეთვე ბევრი სხვა ახსნა ტერმინისა, ძირითადად ადგილობრივ ენებზე. ვახუშტი ბაგრატიონი უწოდებდა „კავკასს“, „კავკასიას“. კავკასიონი ეწოდა XX საუკუნეში.

გეოლოგიური აგებულება

კავკასიონის მეგანტიკლინორიუმი ძირითადად აგებულია მეზოზოური ნალექი ქანებით. მათგან უმეტესი ფართობი იურულ ტერიგენულ წყებებს უჭირავს (შუაიურულში ფართოდაა გავრცელებული ვულკანოგენური პორფირიტული წყება, ხოლო ზედაიურულში - კარბონატული ფაციესი). ცარცული ნალექები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი კარბონატული ფაციესისაა, უმთავრესად კავკასიონის ნაწილებსა და ბოლოებშია გავრცელებული. მეზოზოურის გარდა, ცენტრალურ კავკასიონზე (მდინარე ბელაიის სათავეებიდან მამისონის უღელტეხზილამდე) გაშიშვლებულია პალეოზოურ-პროტეროზოური კრისტალური ქანები (გრანიტოიდები, გნაისები, მეტამორფული ფიქლები), რომლებითაც აგებულია კავკასიონის ღეძული ზოლი და უმაღლესი მასივები. მთიანეთის შიგნით მდებარე ზოგიერთ ქვაბულში (შეფარდებითი დაძირვის არეებში) განვითარებულია პალეოგენური და ქვედანეოგენური ნალექი ქანები, იალბუზისა და ხევ-მთიულეთის რეგიონები, აგრეთვე მდინარეების რიონისა და არაგვის აუზთა ნაწილები გამოირჩევა ზედაპლიოცენურ-პლეისტოცენური და ჰოლოცენური ეფუზივების გავრცელებით. პლეისტოცენ-ჰოლოცენური ნაფენები არის მაღალმთიან ზოლში მორენების (რომლებიც აფხაზეთ-სვანეთის ზოგიერთ ხეობაში ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლემდე და უფრო დაბლაც ჩამოდიან), ქვაბულების ფსკერისა და ტერასების ალუვიონის, ფრაგმენტულად განვითარებული ტბიური ნალექების, კარსტული მღვიმეების (მაგ., კუდაროსა და წონის) ბუნებრივი და კულტურილი ნაფენებისა და პერიგლაციალური რელიქტური ლოდნარების და სხვა სახით. კავკასიონი რთული ტექტონიკურიაგებულებისაა. მის სტრუქტურაში მონაწილეობენ სხვადასხვა ფორმის ნაოჭები, რღვევები, ნასხლეტშეცოცებანიუ. ამ უკანასკნელებთან დაკავშირებულია მინერალური წყლის მრავალი (განსაკუთრებით ხევში, სამხრეთ ოსეთში, ზემო რაჭასა და სვანეთში).

ჰავა

კავკასიონის ჰავა ცვალებადობს როგორც სიმაღლებრივი, ისე ჰორიზონტალური მიმართულებით. აბსოლუტური სიმაღლის ზრდასთან ერთად ტემპერატურა კლებულობს (საშუალო წლიური ტემპერატურა სოხუმში უდრის 15 °C, გუდაურში 2200 მ სიმაღლეზე 2,1 °C, ყაზბეგის მაღალმთიურ სადგურზე 3700 მ სიმაღლეზე - 6,1 °C). განსაზღვრულ სიმაღლემდე (2500-3000 მ-მდე) მატულობს ნალექიანობაც. კავკასიონის დასავლეთი ნაწილი გამოირჩევა უხვი ნალექებით (გაგრის ქედზე 2300 მმ, აჭოარაში - 1800 მმ). ზღვისაკენ მიპყრობილი ფერდობების ზოგიერთ ნაწილში ნალექები წელიწადში 3000-4000 მმ უნდა აღწევდეს. აღმოსავლეთისკენ იგი კლებულობს და საქართველოს სამხედრო გზატკეცილის აღმოსავლეთით თითქმის არსად აღემატება 1800 მმ. კავკასიონის სამხრეთი ფერდობი უფრო ნალექიანია, ვიდრე ჩრდილოეთი ფერდობი. სიმაღლესთან ერთად მატულობს თოვლის საფრის ხანგრძლივობა (დაბა ყაზბეგში - 104 დღე, თუშეთის ომალოში - 121 დღე, მესტიაში - 134 დღე, ლებარდეში - 1964, მაღალმთიურ ყაზბეგში - 277 დღე). თოვლის საფრის სისქე მაღალ ადგილებში რამდენიმე მეტრს აღწევს (ლებარდეშა - 5 მ; აჩიშხოს მთაზე - 7 მ). ზვავიანობა ახასიათებს ყველა მაღალმთიან და ბევრ საშუალომთიან რაიონს.

შიგა წყლები

კავკასიონზე მდინარეული ჩამონადენი მაღალია. მაღალმთიანი ზოლის დასავლეთი ნაწილის სამხრეთ ფერდობზე (აღმოსავლეთ აფხაზეთში, დასავლეთ სვანეთში და მთიან სამეგრელოში) ჩამონადენის მოდული 80-100 ლ/წმ უდრის ერთ კმ2-იდან. ჩრდილოეთ ფერდებზე და აღმოსავლეთ ნაწილში იგი ეცემა 30-40 ლ/წმ-მდე და მხოლოდ კახეთში აღწევს 70 ლ/წმ. მაღალმთიანი ზოლის მდინარეები - ენგური, რიონი, კოდორი, თერგი, ყუბანი საზრდოობენ მნიშვნელოვანწილად მყინვარებით. მაქსიმალური ხარჯი მათ ზაფხულობით აქვთ. დანარჩენი მდინარეებს წყალდიდობა გაზაფხულზე აქვთ. კავკასიონზე არის მყინვარული (თებერდა, ტობავარჩხილი, ადუედა აძიჟი, ყვარაში), კარსტული (ცერიქოლი, ერწო), ნგრევით შეგუბებული (რიწა, ამტყელი, ქვედი), ვულკანური (ყელის ზეგნის ტბები) და სხვა გენეზისის ტბები.

კავკასიის კირქვულ რაიონებში ბევრია მიწისქვეშა მდინარე (ამტყელი, თურჩუ-ტობა, შაორი-შარეულა, ბუჯა, ხეორი), უზარმაზარდებიტიანი წყაროები ანუ ვოკლუზები (წაჩხური, რეჩხი, მჭიშთა, ილორი და სხვა). მთიანეთი მდიდარია მინერალური წყაროებით, რომელთა უმრავლესობა მიეკუთვნება ცივი ნახშირმჟავო (თორღვას აბანო, შატილი) და ცივი უნახშირმჟავო (რაჭა-ლეჩხუმში, აფხაზეთში და სხვა) წყლების გამოსავლებიც.

ლანდშაფტები

კავკასიონის ლანდშაფტები ერთმანეთს ცვლის უმთავრესად ვერტიკალური მიმართულებით და ქმნის კლაკნილსა და გრძელ ვიწრო ზონებს (სარტყლებს). გარდა ამისა, ლანდშაფტები ცვალებადობს ზღვისგან დაშორების, ფერდობთა ექსპოზიციისა და სხვა პირობების მიხედვით. ლანდშაფტური ზონების სისტემის შედგენილობა კავკასიონის სხვადასხვა ნაწილში სხვდასხვაა. გავრცელებულია აგრეთვე აზონალური (მაგ., ვულკანური, კარსტული) ლანდშაფტები. ქვევიდან ზევით გამოხატულია შემდეგი ლანდშაფტი: კოლხური ტიპის შერეული ფოთლოვანი (მუხა, რცხილა, წაბლი) ტყე, მარადმწვანე ქვეტყით (შქერი, წყავი, ბმზა, ჭყორი) და ლიანებით; წიფლნარი; ნაძვნარ-სოჭნარი; მთის მდელოები; სუბნივალური ჭიუხებისა და ღორღნალ-ლოდნარების ლანდშაფტი; ნივალური (ჭიუხ-მყინვაროვანი), მდინარეების ლიახვისა და ბაქსანის აღმოსავლეთით მუქწიწვიანი ტყე ცალკეული რელიქტური ფრაგმენტების სახით გვხვდება (ნარი - ჩრდილოეთ ოსეთში, კაწალხევი - ფშავში), ტყის ზედა სარტყელში კავკასიონის სამხრეთ კალთებზე ბატონობს წიფლნარი, ხოლო ჩრდილოეთისაზე - ფიჭვნარი და ფიჭვნარ-არყნარი. კახეთის ტყეებში შემორჩენილია სურო, წყავი, ჭყირი. არის ურთხლისა და ძელქვის რელიქტური კორომებიც (ბაწარის ხეობა, სოფ. ბაბანეურის მიდამოები). აზერბაიჯანსა და დაღესტანში კავკასიონის ქვედა ზონა ქსეროფიტულ ბუჩქნარს, ტყესყეპსა და სტეპს უჭირავს. სტეპები ფაღესტნის შიდა ნაწილში დიდ სიმაღლეებზეც გვხვდება. ლანდშაფტური ზონების საზღვრები აღმოსავლეთისკენ მაღლდება და ისეთ დონეებზე, რომლებზეც აფხაზეთში ჭიუხ-მყინვაროვანი ლანდშაფტი მეფობს, თუშეთსა და აზერბაიჯან-დაღესტანში ალპური მდელოებია გადაშლილი, ზოლო კოლხეთის ტყის დონეზე იქ სტეპია. აზონალური ლანდშაფტები განვითარებულია ყელის ვულკანურ ზეგანზე. თავისებური პერიგლაციალურ-კარსტული ლანდშაფტია არაბიკის მასივის ალპურ ზონაში, სადაც ძაბრებთან ერთად მუდმივი თოვლყინულის შემცვლელი მღვიმეები და შახტებიც გვხვდება.

დიდი კავკასიონი

მთიანი მხარე, რეგიონს ორ ნაწილად ჰყოფს: ჩრდილოეთი კავკასია და სამხრეთი კავკასია. მისი სიგრძეა 1100 კმ, სიგანე - 180 კმ. მისი ღერძი არის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი და კავკასიონის გვერდითი ქედი, რომელთაც მთელ სიგრძეზე გასდევს 4000-5000 მ სიმაღლის განივი და გრძივი ქედები. დიდი კავკასიონის სისტემის ყველაზე მაღალი მთაა იალბუზი, რომლის სიმაღლეა 5642 მ. ამ მაჩვენებლით იგი ითვლება ევროპის უმაღლეს მწვერვალად და უსწრებს ცნობილ მონბლანს. დიდი კავკასიონი 3 ნაწილად იყოფა:

დიდი კავკასიონი ითვლება ევროპისა და აზიის ბუნებრივ საზღვრად. უფრო დაწვრილებით იხილეთ სტატიაში: ევროპა-აზიის საზღვარი.

მცირე კავკასიონი

მთიანი მხარე, მდებარეობს სამხრეთ კავკასიაში, სომხეთის მთიანეთის ჩრდილოეთით. დიდ კავკასიონთან იგი დაკავშირებულია სურამის (ლიხის) ქედით. მისი სიგრძე 600 კმ-ს აღწევს, მაქსიმალური სიმაღლე 3724 მ-ს (მთა გიამიში).

კავკასიონის მთიანეთი
ქედები
მწვერვალები
მთები
უღელტეხილები
მყინვარები
კავკასიონი
დასავლეთ კავკასიონი

დასავლეთი კავკასიონი - კავკასიონის მთების დასავლეთი ნაწილი, შავი ზღვიდან მწვერვალ იალბუზამდე. იგი მოიცავს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც მდებარეობს რუსეთის ფედრაციის ტერიტორიაზე, ქალაქ სოჭიდან 50 კმ-ით ჩრდილოეთით და წარმოადგენს კავკასიონის დასავლეთ კიდეს. იუნესკოს სპეციალისტთა შეფასებით, ეს ევროპის მთათა სისტემებს შორის ერთადერთი ადგილია, რომელსაც ადამიანის ზემოქმედება არ შეხებია.

ტერიტორია მოიცავს კავკასიის სახელმწიფო ბუნებრივ ბიოსფერულ ნაკრძალს (რუს. Кавказский государственный природный биосферный заповедник), რომელიც 1924 წელს საბჭოთა მთავრობამ შექმნა ევროპაში ყველაზე მაღალი ხის, 85 მეტრი სიმაღლის ნორმანდიული სოჭის, ურთხელის უნიკალური ტყეებისა და ჩვეულებრივი ბზის დაცვის მიზნით. ამ ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს სოჭის ეროვნული პარკი.

ამ ტერიტორიაზე ასევე ბინადრობდნენ კავკასიური დომბები, რომელთა უკანასკნელი გარეული წარმოამდგენელი 1927 წელს იქნა მოკლული.

დასავლეთ კავკასიონი
კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი

კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი - უწყვეტი ქედი, კავკასიონის სისტემის ოროჰიდროგრაფიული ღერძი, რომელიც ყოფს ჩრდილო კავკასიისა და ამიერკავკასიის მდინარეთა აუზებს. უმაღლესი მწვერვალია შხარა. სიმაღლე ზღვის დონიდან 5058 მ. მდინარე ბელაიის (ყუბანის მარცხენა შენაკადი) სათავეებსა და ადაი-ხოხის მთათა ჯგუფს შორის. ქედი აგებულია პალეოზოურ-პროტეროზოური კრისტალური ქანებით, სხვაგან - ძირითადად მეზოზოური თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით. მნიშვნელოვანი უღელტეხილებია: ჯვრის (ხევისყელის), მამისონის (ჭანჭახის), კლიუხორისა და სხვა. დამახასიათებელია მთა-ტყის, სუბალპური , ალპური და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტები.

კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი
აფხაზეთის კავკასიონი

აფხაზეთის კავკასიონი - საქართველოს კავკასიონის დასავლეთი ნაწილი, მდინარეების ფსოუსა და საკენის სათავეებს შორის. მოიცავს მთავარ ქედს და მის სამხრეთ განშტოებებს: გაგრის, ბზიფის, აფხაზეთის ქედი (ჩხალთისა) და კოდორის ქედებს, რომელთა შორის მოქცეულია ბზიფის, ჩხალთის, საკენისა და სხვა ხეობები. მთავარ ქედზე უმაღლესი წერტილია მწვერვალი დომბაი-ულგენი (4046 მ). უღელტეხილებია: კლუხორი (2816 მ), ნახარი (2931 მ), მარუხი (2746 მ), სანჩარო (2292 მ), ხიდა (2632 მ) და სხვა. მათზე გადადის საცალფეხო გზები.

აფხაზეთის კავკასიონს ახასიათებს სიმაღლეთა დიდი ამპლიტუდა. განეკუთვნება ალპურ ნაოჭა სისტემას. თითქმის ყველა მაღალი ქედის ზემო ნაწილში არის ტროგული ხეობები, მყინვარული ცირკები, მყინვარული ტბები და სხვა. აფხაზეთის კავკასიონის ბუნება მრავალფეროვანია. აქ არის თითქმის ყველა სიმაღლითი ლანდშაფტური სარტყელი მათი კარსტული სახესხვაობებით: მთა-ტყის (ფართოფოთლიანი) სარტყელი ტყის ყომრალი ნიადაგებით. ზღვის დონიდან 500-600 მ-იდან 1300-1400 მ-მდე; წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყის სარტყელი ტყის ყომრალი და გაეწრებული ყომრალი ნიადაგებით ზღვის დონიდან 1000-1300 მ-იდან 1800-1900 მ-მდე; სუბალპური სარტყელი მთის მდელოს ნიადაგებით, სუბალპური ტყე-ბუჩქნარით, ლიხითა და მდელოებით ზღვის დონიდან 1800-1900 მ-იდან 2300-2400 მ-მდე; ალპური სარტყელი მთა-მდელოს ნიადაგებით, მდელოებითა და ხალებით ზღვის დონიდან 2300-2400 მ-იდან 2700-2800 მ-მდე; სუბნივალური და ნივალური სარტყელი (2800-2900 მ ზემოთ) შიშველი კლდეებით, თოვლითა და მყინვარებით.

აფხაზეთის კავკასიონი
სვანეთის კავკასიონი

სვანეთის კავკასიონი - კავკასიონის მონაკვეთი ფასისმთისა (აღმოსავლეთით) და დალარის უღელტეხილის (დასავლეთით) მერიდიანებს შორის. ჩრდილოეთით ისაზღვრება კავკასიონის მთავარი ქედის თხემით მდინარე დალარის სათავეებიდან მდინარე ცხენისწყლის სათავეებამდე, სამხრეთით და აღმოსავლეთით მდინარეების თხეიშის, ხელედულისა და ცხენისწყლის ხეობებით, დასავლეთით - აფხაზეთ-სვანეთის ქედით.

სვანეთის კავკასიონი აგებულია კამბრიულისწინა, პალეოზოური და მეზოზოური ნალექებით. გავრცელებულია აგრეთვე მეოთხეული ნალექები. სვანეთის კავკასიონი კავკასიონის სხვა მონაკვეთებისაგან გამოირჩევა ბუნების სიმშვენიერით და მას ზოგჯერ სვანეთის ალპებს უწოდებენ. გაბატონებულია საშუალ- და მაღალმთის მთა-ხეობათა რელიეფი. ძირითადია კავკასიონის მთავარი ქედი, რომელიც აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით, გნაისებით, კრისტალური ფიქლებით; გამოირჩევა დიდი აბსოლუტური სიმაღლით, ძლიერ დანაწევრებული თხემით, კონუსისებრი შიშველი, ფრიალო კიდეებითა და თანამედროვე მყინვარებით. აღმართულია 4500 მ-ზე მაღალი მწვერვალები, თოვლ-ყინულით დაფარული უღელტეხილები.

მთავარი ქედის სამხრეთ განშტოებებიდან აღსანიშნავია: აფხაზეთ-სვანეთის, შდავლერის, ცალგმილის, უშბის, გვალდის, ნამკოდრის, უღვირ-ზაგარის, ლაქუცა-ლაარტყალის, კარეტისა და სხვ., რომლებიც გამოირჩევა ალპური ლანდშაფტით. მნიშვნელოვანი ელემენტია გვერდითი სვანეთის ქედი. სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედისა და მისი განტოტებების კალთები ძლიერ დასერილია მრავალი მთის მდინარის ღრმა და ვიწრო ეროზიული ხეობით. მსხვილი ოროგრაფიული ერთეულებია მდინარეების ცხენისწყლისა და ენგურის ხეობები. უკანასკნელი ზემო დინებაში გასწვრივია, ფართო და ქვაბულისებრი (მესტიის ქვაბული). მდინარეების ცხენისწყლისა და ხელედულის ხეობებიც ფართოა, აქვთ ქვაბულის მოყვანილობა (ქვემო სვანეთის ქვაბული).

სვანეთის კავკასიონზე ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობაა. ზემო და ქვემო სვანეთში ქვაბულების ფსკერზე საშუალო წლიური ტემპერატურა 5,7-იდან 9,4°C-მდეა, იანვარში - 1,8-იდან - 6°C-მდე მერყეობს, ივლისში 18,4იდან 20°C-მდეა; აბსოლუტურ მინიმალური - 26-იდან -35°C-მდეა, აბსოლუტურ მაქსიმალური 35-39°C. უკიდურეს სამხრეთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურები უფრო მაღალია. სიმაღლით ტემპერატურები კანონზომიერად ეცემა. სვანეთის კავკასიონის დაბალ ნაწილში 1000-1250 მმ ნალექი მოდის წელიწადში, მთებში 2000 მ-ს აღემატება. სვანეთის კავკასიონი გამოირჩევა ხშირი ჰიდროგრაფიული ქსლით, წყალუხვი მდინარეებითა და მყინვარების სიუხვით. ძირითადი არტერიაა მდინარე ენგური. მდინარეების უმეტესობა გარდა თოვლის, წვიმისა და გრუნტის წყლისა, საზრდოობს მყინვარების წყლით. წყალდიდობა გაზაფხულ-ზაფხულშია, წყალმცირობა - შემოდგომა-ზამთარში. სვანეთის კავკასიონზე 100-ზე მეტი მყინვარია. სვანეთის კავკასიონი მდიდარია მინერალური წყლებით.

ნიადაგურ-მცენარეული საფარიც სიმაღლებრივ ზონებს ქმნის. ზღვის დონიდან 1800-2000 მ-მდე ტყის ტიპურ და გაეწრებულ ყომრალ ნიადაგებზე გავრცელებულია კოლხური ტიპის შერეული ფოთლოვანი ტყეები, 1000-1200 მ-ს ზემოთ წარბობს წიფელი და წიწვიანი ჯიშები. წიწვიანები გაბატონებულია 1200-1800 მ-მდე. მდინარე ენგურის აუზის აღმოსავლეთ ნაწილში მუქწიწვიანებში ჭარბობს ნაძვი, დასავლეთ ნაწილში - სოჭი.

ტყის ზედა საზღვართან არის არყის, ცირცელის, მაღალმთის მუხის, წიფლისა და  ნეკერჩხლის ტანბრეცილი ტყეები. 2000-2100 მ-ს ზემოთ მთის მდელოს ნიადაგებზე სუბალპური და ალპური მდელოები და ხალებია, 2800-3000 მ-ს ზემოთ მარადთოვლიანი ზონაა.

სვანეთის კავკასიონი
დაცული ტერიტორიები

დაცული ტერიტორია – ტერიტორია, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი, რათა დაცული იყოს აღნიშნული ტერიტორიის ფიზიკური მახასიათებლები, დაცული იყოს როგორც კულტურული მემკვიდრეობა. დაცული ტერიტორია შეიძლება იყოს სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, აღკვეთილი ან მიწის სხვა ფართი.

საქართველოში დღესდღეისობით 64 დაცული ტერიტორიაა. აქედან: სახელმწიფო ნაკრძალი 16; ეროვნული პარკი 9; ბუნების ძეგლი 22; აღკვეთილი 15; დაცული ლანდშაფტი 2.

2003 წლის 22 აპრილს გარემოს გლობალური ფონდისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის ხელშეწყობით საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი “თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ.”

  • ამ კანონის მიხედვით საქართველოში შეიძლება არსებობდეს შემდეგი სახის დაცული ტერიტორიები:
დაცული ტერიტორია
მიზანი
კატეგორია (IUCN)
მკაცრი დაცვა, საგანმანათლებლო და არამანიპულაციური კვლევები სპეციალური ნებართვით
I
ეკოსისტემების კონსერვაცია, განათლება, ტურიზმის განვითარება
II
ბუნების თავისებურებების კონსერვაცია (მცირე ზომის განსაკუთრებული ტერიტორიის დაცვა)
III
ბუნების დაცვა და შენარჩუნება აქტიური მართვის გზით
IV
ლანდშაფტის და/ან ზღვის აკვატორიის კონსერვაცია და ტურიზმის განვითარება
V
ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება
VI

 

იგეგმება

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

დაცული ტერიტორიები
სახელმწიფო ნაკრძალი

სახელმწიფო ნაკრძალიდაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახე, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი. შეესაბამება IUCN I კატეგორიას.

სახელმწიფო ნაკრძალი ტერიტორიის (აკვატორიის) ნაწილი, სადაც დაცულია მთლიანი ბუნებრივი კომპლექსები. ნაკრძალად ჩვეულებრივ ცხადდება ის ადგილი, რომელიც ან ტიპიბრივია ამა თუ იმ გეოგრაფიული ზონისათვის, ან შეიცავს სამეცნიერო თვალსაზრისით ძვირფას ბუნებრივ ობიექტებს (მცენარეებისა და ცხოველების სახეობებს, ლანდშაფტების ტიპებს, მინერალებს და სხვა). ნაკრძალად შეიძლება გამოცხადდეს მთელი ქალაქი ან მისი ნაწილი, რომელსაც განსაკუთრებული ისტორიული, ისტორიულ-მხატვრული ან მემორიალური მნიშვნელობა აქვს.

საქართველოში დაცული ტერიტორიების კატეგორიებია: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.

სახელმწიფო ნაკრძალი - დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების I კატეგორიას - მკაცრი ბუნებრივი რეზერვატი (Strict Narure Reserve/Wilderness Area). სახელმწიფო ნაკრძალი არის ტერიტორია და აკვატორია, რომელიც მთლიანად ამოღებულია ჩვეულებრივი სარგებლობიდან კომპლექსის ბუნებრივი მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით.

ნაკრძალი ბუნების დაცვის ერთ-ერთი ფორმაა. იგი კომპლექსური ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა, სადაც აკვირდებიან მის ცალკეულ ობიექტებს, კომპლექსებს თუ ბიოგეოცენოზებს. ნაკრძალში შეისწავლიან ნადირ-ფრინველის რაოდენობრივი ცვალებადობის გამომწვევ მიზეზებს, მცენარეთა და ცხოველთა ეკოლოგიურ თავისებურებებს; ამუშვებენ მცენარეთა და ცხოველთა აღრიცხვის მეთოდებს, ტყისა და სოფლის მეურნეობის მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ბიოლოგიურ მეთოდებს, ატარებენ ღონისძიებებს ბუნებრივი კომპლექსების შემოსანახავად, იშვიათად განადგურების გზაზე მდგარ მცენარეთა და ცხოველთა მოსამრავლებლად და სხვა.

საქართველოში ამჟამად 20 ნაკრძალია. მათი საერთო ფართობი 159,900 ჰა შეადგენს. ნაკრძალებში ჩატარებული სამეცნიერო მუშაობა დიდძალ მასალას იძლევა ეკონომიკური განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებისათვის. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგები ქვეყნდება ნაკრძალის „შრომებში“, პერიოდულ გამოცემებში, მონოგრაფიებად და სხვა.

სამართლებრივი რეჟიმი

ყოველგვარი საქმიანობა, რაც არღვევს ნაკრძალის ბუნებრივ კომპლექსს ან საფრთხეს უქმნის ბუნებრივი ობიექტების შენარჩუნებას, კანონით აკრძალულია როგორც ნაკრძალის ტერიტორიაზე, ისე მის ირგვლივ დადგენილი დაცვითი ზონის ფარგლებში. ნაკრძალის ტერიტორიაზე აკრძალულია ყოველგვარი ნადირობა, ბუდეებისა და სოროების (ჯილეების, ბუნაგების) განადგურება, თევზაობა, ხეებისა და ბუჩქნარის ჩეხვა და დაზიანება, წიაღისეულის მოპოვება, საქონლის ძოვება და ა. შ. აკრძალულია აგრეთვე უცხო პირთა ყოფნა ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე. უნებართვოდ, თოფითა თუ თევზის, ნადირის, ფრინველის დასაჭერი მოწყობილობით ნაკრძალში ყოფნა ბრაკონიერობადითვლება. მხოლოდ ნებადართულია არბალეტით ნადირობა დათვებზე(ეგეც იმ შემთხვევაში თუ დათვი არის წითელ–მოყვითლო ფერის) (dow genetos , dow genema . აგრეთვე ნაკრძალებში იმყოფებიან უზარმაზარი მწერები ( ong , blood ong ) რაც ძალიან საშიშია!!!

ძველ საქართველოში არსებობდა ე. წ. ყორუღი, რაც ამა თუ იმ მიზნით დაცულ, საერთოდ ნაკრძალ ადგილს ნიშნავდა. ვახტანგ VI-ის სამართლებრივ წიგნში ყორუღუ ნაკრძალ „სანადირო ალაგს“ აღნიშნავდა (მ. 172), დასტურლამალში კი — შავარდნის ბუდეების ადგილსამყოფელს, სადაც აკრძალული იყო ხეების მოჭრა და სიარული (§ 198). ვახტანგ მეფის დასტურლამალშივე იხსენიება მეყორუღე, რომელსაც საძოვრის დაცვა ევალებოდა (§ 103).

საქართველოში 2010 წლის მონაცემებით 20 სახელმწიფო ნაკრძალია.

სახელმწიფო ნაკრძალი
ბაწარი სახელმწიფო ნაკრძალი

ნაკრძალი ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, მდინარე ბაწარის ხეობაში. შედის ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში. დაარსებულია 1935 წელს. ფართობი 3,0 ათ. ჰა-ზე მეტი. ნაკრძალში დაცულია რელიქტური ჯიშის - უთხოვრის ხელუხლებელი კორომები, რომლითაც დიდი სამეცნიერო ღირებულება აქვს. გარდა წმინდა კორომებისა, უთხოვარი შერეულია წიფლნარში. ტყეში შერეულია აგრეთვე ნეკერჩხალი, იფანი, ცაცხვი და სხვა: ნაკრძალში ტყე კარგადაა დაცული, რაც იმის შედეგიცაა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას უთხოვარი წმინდა, ანგელოზის ხედ მიაჩნდა. ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში ძუძუმწოვრებიდან გვხვდება შველი, კვერნა, წავი, დათვი, მაჩვი, არჩვი და სხვა, ფრინველებიდან - ორბი, არწივი, შაშვი, როჭო და სხვა.

ამჟამად ბაწარა-ბაბანაურის ტყეში არსებულ უთხოვარის კორომბს გერმანელი სპეციალისტები სწავლობენ. მათი დასკვნის შემდეგ, სავარაუდოდ, იუნესკო ბაწარა-ბაბანაურის ტყეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანს.

ბაწარი სახელმწიფო ნაკრძალი
ბიჭვინთის სახელმწიფო ნაკრძალი

მდებარეობს  გაგრის მუნიციპალიტეტის ზონაში, შავი ზღვის სანაპიროზე, ბიჭვინთის კონცხზე. დაარსდა 1926 წელს, საერთო ფართობია 164,7 ჰა. ტყით დაფარულია 123 ჰა, რომლის უმეტესი ნაწილი (69,7) რელიქტურ ბიჭვინთის ფიჭვს უკავია; გარდა ფიჭვისა გვხვდება ქართული მუხა, წაბლი, კავკასიური რცხილა, ჯაგრცხილა, ცაცხვი, იფანი, კოლხური ბზა და სხვა. ბიჭვინთის ფიჭვის ნაკრძალი მსოფლიო მნიშვნელობისაა. ეს სახეობა მესამეულ პერიოდს განეკუთვნება და ყირიმკავკასიური ფლორის უკანასკნელ ნაშთად ითვლება.

ნაკრძალის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში ბიჭვინთის ფიჭვის გავრცელება მკვეთრად მცირდება და იცვლება ბზის დაჯგუფებით (ცალკეული ეგზემპლარის სიმაღლე 10 მ აღწევს). ბიჭვინთის სახელმწიფო ნაკრძალში გვხვდება კოლხური ხოხობი, გარეული ღორი, შველი, კავკასიური და ტელეუტური ციყვი, კვერნა და სხვა. ნაკრძალში ტარდება სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ფიჭვის დაცვისა და მომრავლების მიზნით.

ბიჭვინთის სახელმწიფო ნაკრძალი
გუმისთის სახეწლმწიფო ნაკრძალი

მდებარეობს სოხუმის მუნიციპალიტეტში, მდინარე აღმოსავლეთ გუმისთის ზემო და შუა დინებაში. ფართობი 13 ათ. ჰა. დაარსდა 1941 წელს (გაუქმდა 1951, აღადგინეს 1976).

ნაკრძალის რელიეფი რთული და მრავალფეროვანია. ხეობებითა და მდინარეებით დასერილი. ნაკრძალის მიზანია მესამეული ხანის კოლხური ტიპის ფლორისა და ფაუნის დაცვა და შესწავლა. ტყის მცენარეულობა ვერტიკალური სარტყლების მიხედვით (ზღვის დონიდან 200 მ-იდან 1800-2000 მ-მდე) იცვლება. გავრცელებულია უმთავრესად წიფლის, წაბლის, სოჭისა და სუბალპური მეჩხერი ტყის ფორმაციები. ტყის ძირითადი ჯიშებია წიფელი, სოჭი, ნაძვი, ცაცხვი, ნაკერჩხალი, იფანი, მუხა, მურყანი, უთხოვარი; ქვეტყეში იზრდება ბზა, წყავი, შქერი. ცხოველებიდან გვხვდება არჩვი, შველი, დათვი, გარეული ღორი, წავი, თეთრი და ყვითელგულა კვერნა, მგელი, მელა, ციყვი, მაჩვი, გარეული კატა, როჭო, შავი შაშვი, კოდალა და სხვა. მდინარეები მდიდარია კალმახით.

გუმისთის სახეწლმწიფო ნაკრძალი
კინტრიშის სახემწიფო ნაკრძალი

სახელმწიფო ნაკრძალი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე კინტრიშის ხეობაში. ფართობი 7166 ჰა (1975).

დაარსდა 1959 მესამეული ხანის კოლხური ტიპის ფლორისა და ფაუნის დასაცავად. კინტრიშის ნაკრძალის რელიეფი რთული და მრავალფეროვანია. ნაკრძალში შემონახულია მრავალი ენდემური და რელიქტური სახეობა. სუბტროპიკული მცენარეულობის სარტყელს (500 მ) ცვლის მუხნარ-რცხილნარის (500-1000 მ) და მუხის (1000-2000 მ) სარტყლები, უფრო ზემოთ სუბალპური მეჩხერი ტყე (2000-2200 მ) და ალპური მდელოებია (2200-2600 მ). მერქნიანი მცენარებიდან აქ გვხვდება ჰარტვისის მუხა, შავი მურყანი, რცხილა, უთხოვარი, ბზა, პონტოს მუხა, მედვედევის არყი, ძახველი, ხეშავი, ჭნავი, ქონდარა ღვია და სხვა. ცხოველებიდან - შველი, არჩვი, დათვი, მელა, კვერნა, ტყის კატა, დედოფალა, კავკასიური გველგესლა და კავკასიური სალამანდრა, როჭო, ტყის ქათამი. მდინარეებში ბევრია კალმახი.

ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: კობალაური, ხინო, დიდვაკე. ნაკრძალის ტერიტორიაზეა ცხემოვანის შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდი, ასევე წმინდა გიორგის სახელობის ცხემოვანის დედათა მოანსტერი.

კინტრიშის სახემწიფო ნაკრძალი
კოლხეთის სახელმწიფო ნაკრძალი

სახელმწიფო ნაკრძალი შავი ზღვის სანაპიროზე, პალიასტომის ტბის მიდამოებში. აღმოსავლეთით ესაზღვრება მდინარე ეწერი, სამხრეთით მდინარე ფიჩორი. ფართობი 561 ჰა. დაარსდა 1935 წელს.

ნაკრძალის მიზანია კოლხეთის დაბლობისათვის დამახასიათებელი რელიქტური ფლორისა და ფაუნის მთლიანი კომპლექსის დაცვა. ნაკრძალს დიდი სამეცნიერო-კვლევითი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს. შემონახულია კოლხეთისათვის დამახასიათებელი ჭაობისა და დაბლობის ტყეების ლანდშაფტი. გავრცელებულია მურყანი, წიფელი, რცხილა, კოლხური სურო, წყავი, შქერი და რელიქტური ბალახოვანი მცენარეები. ცხოველებიდან - შველი, გარეული ღორი და სხვა.

საინტერესო ფაქტები

2007 წლის 24 ოქტომბრიდან კოლხეთის ეკოსისტემა შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

კოლხეთის სახელმწიფო ნაკრძალი
ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტში. დაარსდა 1977 წელს, ფართობი 6388 ჰა. ნაკრძალის მიზანია შიდა ქართლის ტერიტორიაზე გავრცელებული ძუძუმწოვრების (კავკასიური ირემი, შველი, არჩვი, გარეული ღორი, დათვი, ფოცხვერი, კვერნა), ფრინველისა (როჭო, შურთხი) და მცენარეების (წაბლი, თელა, ბზა, წიფელი, მუხა და სხვა) დაცვა, მომრავლება და შესწავლა.

ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი
მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალი

სახელმწიფო ნაკრძალი შავი ზღვის სანაპიროზე გუდაუთის მუნიციპალიტეტში. შეიქმნა 1934 წელს შავიზღვისპირეთის ფლორისა და ფაუნის დაცვა-შენარჩუნების მიზნით. ფართობი 2300 ჰა, რელიეფი მთაგორიანია. ნაკრძალის 2254,6 ჰა დაფარულია ტყით. ტყის ძირითადი ჯიშებია ქართული მუხა, რცხილა, ცაცხვი, წიფელი, წაბლი; ქვეტყეში ხარობს ხისებრი მანანა, წვავი, შქერი, მინდი, ზღმარტლი, ზღვისპირა კლდოვან კომპლექსებზე გვხვდება ბიჭვინთის ფიჭვი, მდინარეთა ნაპირებს ფარავს  ლაფანი და მურყანი, ლიანებიდან - კოლხური სურო და ეკალღიჭი. ნაკრძალში ხემარწყვა (ხმელთაშუაზღვისპირეთის ფლორის ელემენტი) ერთეულ ხეებადაა გავრცელებული.

ცხოველებიდან გვხვდება გარეული ღორი, შველი, კავკასიური ციყვი, ტელეუტერი ციყვი, კავკასიური კურდღელი, მგელი, მელა, ტურა, კვერნა და სხვა ცხოველები. ბევრია მგალობელი ფრინველი. მიუსერის ნაკრძალში შედის აგრეთვე კავაკლუკას შემაღლებაზე გავრცელებული ლიძავის მუხნარი, რომლის ფართობია 1319 ჰა. აქ ქართული მუხას ერევა ბიჭვინთის ფიჭვი, რცხილა, ჯაგრცხილა, ხისებრი მანანა, ხემარწყვა და სხვა მცენარეები.

მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალი
ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი

შეიქმნა საერთაშორისო მნიშვნელობის, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი უნიკალური ჭარბტენიანი ეკოსისტემების, როგორც მაღალი ღირებულებების მქონე ბუნებრივი მემკვიდრეობის გადარჩენის მიზნით, რომელთა სტატუსიც აღიარებულია რამსარის კონვენციით. აღნიშნული ტორფნარები მდებარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და მოიცავს ქობულეთის ზღვისპირა ვაკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს, გამოირჩევა წყლის ფრინველთა და მცენარეების მრავალფეროვნებით.

ჭაობის როლი, მიუხედავად საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულებისა, საკმაოდ დიდია და სხვადასხვა ფუნქცია აკისრია. უპირველეს ყოვლისა, ჭაობი უზრუნველყოფს მტკნარი წყლის დაგროვებას, შენახვას და არეგულირებს ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დინებას, რის საშუალებითაც ხდება გრუნტის წყლების დონის შენარჩუნება. ჭაობი, ასევე, უზრუნველყოფს კლიმატური პირობების სტაბილიზაციას, აკავებს ეროზიას და ინარჩუნებს ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებას. ეს ჭაობი მრავალი იშვიათი და გადაშენების პირას მდგარი მცენარეთა და ცხოველთა სახეობების საცხოვრებელი ჰაბიტატია, ხოლო გადაფრენის პერიოდში  ფრინველთა შესვენების ადგილი.

ქობულეთის დაცული ტერიტორიები მოიცავს ისპანი 1-ისა და ისპანი 2-ის სფაგნუმიან ტორფიან ჭაობებს. რელიეფი ბრტყელი და ოდნავ ეროზირებულია მდინარეების, შავი ღელესა და ტოგონის მიერ. აქ ზღვის ტიპური, ნოტიო, სუბტროპიკული კლიმატია. წლიური ნალექიანობა 1,500–2,500 მმ-ია, რომლის დიდი წილი, წვიმის სახით შემოდგომისა და ზამთრის სეზონებზე მოდის. ქობულეთის დაცული ტერიტორიების ჭაობიანი ჰაბიტატები გადამფრენი წყლის ფრინველთა სახეობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მაგრამ განსაკუთრებულად მდიდარია მცენარეთა სახეობებით. ისპანი 1-ზე, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოდგენილია ნახევრად დეგრადირებული მეორადი მცენარეული დაჯგუფებები. ისპანი 2 მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური პერკოლაციური გუმბათოვანი ჭაობია, რომელიც მხოლოდ წვიმის წყლით საზრდოობს. ქობულეთის დაცული ტერიტორიების ტორფიანი ჭაობის საერთო ფონს ქმნის ტორფის ხავსები სფაგნუმის სახეობები, ე.წ. „იმერული ისლი“, რინხოსპორები (თეთრი რინხოსპორა, კავკასიური რინხოსპორა), ტორფის ისლი, წყლის სამყურა, მრგვალფოთოლა დროზერა და ზოგიერთი სხვა სახეობები. ამ მცენარეთა უმეტესობა ჩრდილოური (ბორეალური) წარმოშობისაა და კოლხეთში მოხვდა მეოთხეული პერიოდის გამყინვარების ეპოქებში. აქაურ ტორფიან ჭაობებში იზრდება კოლხური მცენარეებიც: შქერი, იელი, ეკალღიჭი და სხვ. ქობულეთის აღკვეთილში ასევე გვხვდება იშვიათი სახეობის სამეფო გვიმრაც.

ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი
საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალი

მცხეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს საგურამოს ქედზე. თბილისიდან დაშორებულია 25 კმ-ით და შედის ქალაქის მწვანე ზონაში. დაარსებულია 1946 წელს. ფართობია 5241 ჰა. ნაკრძალს აღმოსავლეთით ეროვნული პარკის ტყეებია. ნაკრძალის ქვედა საზღვარი მდებარეობს ზღვის დონიდან 600 -დე, ზედა  1393 მ-ზე. ნაკრძალის მეტი ნაწილი დაფარულია ტყით. ხემცენარეებიდან გავრცელებულია წიფელი, რცხილა, მუხა, თელა, ნეკერჩხალი, პანტა და სხვა. საგურამოს ქედი აღმოსავლეთ საქართველოში „კოლხური ტყის კუნძულია“, სადაც გვხვდება მესამეული დროის ფლორის რელიქტები - ჭყორი, მოცვი, კოლხური სურო, ბზა, უთხოვარი, კატაბარდა, ეკალღიჭი, გარეული ვაზი და სხვა. ძუძუმწოვარი  ცხოვეებიდან აქ გავრცელებულია კავკასიური ირემი, შველი, მცირე რაოდენობით - დათვი, მელა, ფოცხვერი, ტყის კატა, მგელი, ტურა, იშვიათია ჯიქი; არის მრავალი სახეობის ფრინველი.

საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალი
სკურჩის სახელმწიფო ნაკრძალი

სახელმწიფო ნაკრძალი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ზღვის სანაპირო ვაკეზე სკურჩის დასახლებასა და სოფელ წყურგილს შორის. დაარსდა 1971 წელს. საერთო ფართობია 85 ჰა, ტყით დაფარული - 63,5 ჰა. აქ ხარობს რელიქტური მცენარეები: კოლხური ბზა, კოლხური ლეღვი, პარტვისის მუხა, ლაფანი, კოლხური ჯონჯოლი, შქერი, კოლხური სურო და სხვა. რამდენიმე ჰექტარზე ბამბუკი და ევკალიპტია გაშენებული.

სკურჩის სახელმწიფო ნაკრძალი
ეროვნული პარკი

დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახე, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი. შეესაბამება IUCN II კატეგორიას.

ეროვნული პარკი იქმნება ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, შედარებით დიდი და ბუნებრივი მშვენიერებით გამორჩეული ეკოსისტემების დასაცავად სასიცოცხლო და რეკრეაციული საქმიანობისათვის.

ეროვნული პარკისათვის შეიძლება შეირჩეს შედარებით დიდი ბუნებრივი სახმელეთო ტერიტორია ან/და აკვატორია, სადაც წარმოდგენილია უნიკალური, იშვიათი ან საფრთხის წინაშე მყოფი ერთი ან რამდენიმე დაუზიანებელი ან ნაკლებად დაზიანებული ეკოსისტემა, ბიოცენოზი და „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობა.

ეროვნულ პარკში შეიძლება მოეწყოს შემდეგი ძირითადი ზონები:

ბუნების მკაცრი დაცვის ზონა – ბუნების მკაცრი დაცვის ზონა ეწყობა ხელუხლებელი ბუნების შენარჩუნების, არამუნიციპალური მეცნიერების კვლევის და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის.

ბუნების მართვავდი დაცვის ზონა – ბუნების მართვადი დაცვის ზონა ეწყობა სასიცოცხლო გარემოს დაცვის, მოვლა-პატრონობისა და აღდგენის, აგრეთვე მანიპულაციური მეცნიერული კვლევის, ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის.

ვიზიტორთა ზონა – ვიზიტორთა ზონა ეწყობა ბუნების დაცვის, რეკრეაციისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის.

აღდგენის ზონა – აღდგენის ზონა ეწყობა ანთროპოლოგიური ჩარევით დაზიანებული ბუნების ობიექტების და ტერიტორიების დაცვა-აღდგენისათვის.

ისტორიულ-კულტურული ზონა – ისტორიულ-კულტურული ზონა ეწყობა ბუნებრივი გარემოს, ისტორიულ-კულტურული ობიექტებისა და/ან არქიტექტურული ძეგლების დაცვა-აღდგენის, რეკრეაციის, ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის (ზონა არ მოიცავს დასახლებებს).

ადმინისტრაციის ზონა – ადმინისტრაციის ზონა ეწყობა ეროვნული პარკის ადმინისტრირებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განსათავსებლად.

ტრადიციული გამოყენების ზონა – ტრადიციული გამოყენების ზონა ეწყობა ბუნების დაცვის და განახლებადი ბუნებრივი რესურსების ტრადიციულად გამოყენებასათან დაკვშირებული სამეურნეო საქმია ნობისათვის. ზონაში დაიშვება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებით და ბუნებრივი პროდუქტულობით ლიმიტირებული თიბვა, ძოვება, საშეშე მერქნის მოპოვება და სხვა. დაუშვებელია ხვნა-თესვა და სასოფლო-სამეურნეო ნაგებობების განთავსება.
ეროვნული პარკი შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას (ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, მსოფლიოს მემკვიდრეობის უბანი) და/ან თვითონ ითავსებდეს ბიოსფერული რეზერვატის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ან საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიის კატეგორიას.ამჟამად, საქართველოში 10 ეროვნული პარკია, რომელთა საერთო ფართობი 276723,7 ათას ჰა-ს შეადგენს.

ეროვნული პარკი
ჯავახეთის ეროვნული პარკი

ეროვნული პარკი სამცხე-ჯავახეთში. დაარსდა 2011 წლის აპრილში დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით. მოიცავს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების გარკვეულ ტერიტორიებს. ეროვნული პარკის ფართობია 14,200 ჰექტარი. ჯავახეთის უმაღლესი წერტილია მთა დიდი აბული, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 3,300 მეტრია.  ჯავახეთის ზეგანი საქართველოში დასახლებულთა შორის ყველაზე ცივი ადგილია.  აქაურობისათვის დამახასიათებელია მშრალი კონტინენტური ჰავა, ხოლო საშუალო წლიური ტემპერატურა საკმაოდ დაბალია. ზამთრობით ჯავახეთის ტბები ხანგრძლივი დროით იყინება.

ჯავახეთი უტყეო მხარეა. ჯავახეთში  გვხვდება ხელოვნურად გაშენებული ფიჭვის კორომები და ბუნებრივი ტყის მცირე ფრაგმენტები. ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი სუბალპური ტყე, სადაც თეთრი არყი, კავკასიური ცირცელი, ჩიტაკომშა და ასკილისა და ჟოლოს ბუჩქნარისგან შედგება, საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარე კარწახის ტბის მიდამოებში გვხვდება. 

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ფარგლებში აგრეთვე შეიქმნა ხანჩალის ტბის, ბუღდაშენის ტბის, კარწახის ჭაობის, სულდის ჭაობისა და მადათაფის ტბის აღკვეთილები.

ჯავახეთის ეროვნული პარკი
მაჭახელას ეროვნული პარკი

ეროვნული პარკი მდინარე მაჭახელასწყლის ხეობაში. ფართობი 8733 ჰა (2012).

დაარსდა 2012 წელს უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, კოლხური ტყეების ეკოსისტემის გრძელვადიანი დაცვის, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში ტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით.

მაჭახელას ეროვნული პარკი
თბილისის ეროვნული პარკი

საქართველოში პირველი ეროვნული პარკი, რომელსაც თბილისის ეროვნული პარკი ეწოდა, 1973 წელს შეიქმნა, თუმცა შემდგომში ის გაუქმდა. მისი ფართობია 23218,28 ჰა შეადგენს. იგი მდებარეობს ქ.მცხეთისა და ქ. თბილისის სიახლოვეს. მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თბილისის ეროვნული პარკი დაარსდა 1957 წელს საგურამოს ნაკრძალის ბაზაზე. იგი მდიდარია ფაუნის წარმომადგენლებით, მათ შორისაა ისეთი იშვიათი სახეობები, როგორებიცაა: კავკასიური კეთილშობილი ირემი და ფოცხვერი. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან მდებარეობს 1385 მეტრზე.

თბილისის ეროვნული პარკი თბილისთან მდებარე ყველაზე ახლოს დაცული ტერიტორიაა, ვიზიტორთა ინფრასტრუქტურა ნაკლებადაა განვითარებული, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2013 წელს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოხდა პირველი ველო-ბილიკის მარკირება. სულ დაიგეგმა და მოეწყო სამი ველო-მარშრუტი.

თბილისის ეროვნული პარკი
ვაშლოვანის ეროვნული პარკი

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები მდებარეობს საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, დედოფლისწყაროს რაიონში. იგი მოიცავს ვაშლოვანის ნაკრძალს, ეროვნულ პარკსა და სამ ბუნების ძეგლს - არწივის ხეობას, ტახტი-თეფას ტალახის ვულკანებსა და კაკლისყურის ალაზნის ჭალის ტყეს. მისი ტერიტორია მოიცავს პანტიშარა-ვაშლოვანის მასივს, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 300 - 600 მეტრს შორის მერყეობს. საკმლის ხის ვაშლის ხესთან ბუნებრივი მსგავსებისა და ხეთა განლაგებიდან, რაც ხეხილის ბაღის ასოციაციას იწვევს, გამომდინარეობს სახელწოდება „ვაშლოვანი“. მისი საერთო ფართობი 35053,7 ჰექტარს შეადგენს.

ეროვნული პარკის ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრი მდებარეობს ქალაქ დედოფლისწყაროში. ადმინისტრაციულ კორპუსში მოწყობილია საექსპოზიციო და საპრეზენტაციო დარბაზი, სადაც ვიზიტორს საშუალება აქვს გაეცნოს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების სპეციფიკას, არსებულ ტარიფებს, უსაფრთხოების წესებს და აირჩიოს არსებული ტურისტული მარშრუტებიდან მისთვის სასურველი.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების საშუალებას იძლევა. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. ბილიკების გასწვრივ მოწყობილია ბუნგალოები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სთავაზობს სალაშქრო, გეოლოგიურ, ველო, ფოტო, კულტურულ და საგანმანათლებლო ტურებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ვიზიტამდე აუცილებელია ვიზიტორთა ცენტრში რეგისტრაციის გავლა. თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

პარკის ტერიტორიაზე ბინადრობს დათვი, ფოცხვერი, წავი, გარეული ღორი, აფთარი, მგელი, შავარდენი, კოლხური ხოხობი, ბულბული.

გადაადგილება შესაძლებელია ფეხით, ცხენით, ნიჩბიანი ნავით და მანქანით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე.

ვაშლოვანის ეროვნული პარკი
დაცული ლანდშაფტები

დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახე, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი. შეესაბამება IUCN V კატეგორიას.

დაცული ლანდშაფტი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე, მაღალი ესთეტიკური ღირებულებით გამორჩეული, როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, რეკრაციულ-ტურისტული, და ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისათვის.

დაცული ლანდშაფტი საჭიროებს ეროვნული მნიშვნელობის მქონე ფართო სახმელეთო ტერიტორიას და/ან აკვატორიას, სადაც თვითმყოფადი ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტი გამოიჩევა მაღალი ისტორიული და ესთეტიკური ღირებულებით.

დაცული ლანდშაფტი შეიძლება შედიოდეს სხვა დაცული ტერიტორიის (ბიოსფერული რეზერვატი, მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი) შემადგენლობაში ან მოიცავდეს დაცულ ტერიტორიას (ბუნების ძეგლი).

შესაძლებელია დაცული ლანდშაფტში მოეწყოს სხვადასხვა ზონა.

საქართველოში პირველი დაცული ლანდშაფტი -„თუშეთის დაცული ლანდშაფტი შეიქმნა 2003 წელს (31,518 ათასი ჰა), 2009 წელს კი დაარსდა ,,კინტრიშის დაცული ლანდშაფტი" (3,190 ათასი ჰა). ამ კატეგორიის დაცულ ტერიტორიაზე შესაძლებელია ბუნებრივი რესურსების მდგრადი მოხმარება და ეკოტურიზმის განვითარება კონსერვაციის მიზნების ხელშესაწყობად.

2013 წლის მდგომარეობით საქართველოში დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობი 34, 708 ათას ჰა-ს შეადგენს. დაცული ლანდშაფტი იმართება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი ადმინისტრაციის მიერ, რომელიც მართვას ახორციელებს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსტან შეთანხმებით.

საქართველოში 2010 წლის მონაცემებით საქართველოში 2 დაცული ლანდშაფტია.

დაცული ლანდშაფტები
კინტრიშის დაცული ლანდშაფტი

კინტრიშის დაცული ტერიტორიებია ქობულეთის მუნიციპალიტეტში. შემადგენლობაში შედის 1959 წელს დაარსებული კინტრიშის ნაკრძალი და კინტრიშის დაცული ლანდშაფტი, რომელიც 2007 წელს დაარსდა. კინტრიშის დაცული ტერიტორიები განლაგებულია მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში და სოფელ ცხემვანსა და ხინოს მთის შუაა მოქცეული. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ქვემო საზღვარი ზღვის დონიდან 250-300 მეტრზე გადის, ხოლო ზედა - ალპურ იალაღებს ებჯინება (2000 მეტრი ზღვის დონიდან). უმაღლესი მწვერვალია მთა სარბიელა (2471 მეტრი ზღვის დონიდან).

კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფართობი შეადგენს 13893 ჰექტარს, აქედან ნაკრძალს უჭირავს 10 703 ჰა, ხოლო დაცულ ლანდშაფტს - 3 190 ჰა.

კინტრიშის დაცული ტერიტორიები შავ ზღვასა და აჭარა-იმერეთის მთათა სისტემას შორისაა მოქცეული. ეს მთები ზღვის ტენიან  ჰაერს აკავებს და კინტრიშის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. მთელი წლის მანძილზე აქ თითქმის იმდენივე ნალექი მოდის, რამდენიც აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე (3000 მმ). აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 240C, ხოლო იანვრის-40C.

კინტრიშის დაცული ტერიტორიების მთლიანი რელიეფი ღრმა ხეობებითაა დასერილი. ნაკრძალის წყლის მთავარი არტერია - მდინარე კინტრიში - სათავეს ხინოს მთიდან იღებს და ქალაქ ქობულეთის სიახლოვეს შავ ზღვაში ჩაედინება. მისი სიგრძე 45 კილომეტრია. ნაკრძალის დანარჩენი მდინარეებია: ხეკნარა, პერანგა, მამედაღი, დიდღელე, მისანათის ღელე (რომელზეც 30 მეტრიანი თვალწარმტაცი ჩანჩქერია), ბოლქვაძეების ღელე და ჩრდილა (ორსაფეხურიანი 70 მეტრი სიმაღლის წყალვარდნილით). ყველა ეს მდინარე კინტრიშის შენაკადებს წარმოადგენს. მაღლა მთებში განლაგებულია პატარა ტბები - ტბიყელი, დიდვაკე და სიძერძალი, რომელთა ფართობი 1,5 ჰექტარს არ აღემატება. ტბები ტბიყელი და დიდვაკე უშუალოდ ნაკრძალის ტერიტორიაზე, ხოლო ტბა სიძერძალი - მის საზღვრებს გარეთ მდებარეობს.

კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფლორისთვის აჭარული ენდემების, მდიდარი მარადმწვანე ქვეტყის, გვიმრების და ლიანების სიმრავლეა დამახასიათებელი. ნაკრძალის დენდროფლორა 102 სახეობას ითვლის. აქ 46 სახეობის ხის, 4 სახეობის ბუჩქის და ლიანების 8 სახეობის ნახვაა შესაძლებელი. აქაური რელიქტებია: პონტოური მუხა (Quercus pontica), მედვედევის არყი (Betula medwedewii), უნგერნის შქერი (Rhododendron ungerni), უთხოვარი (Taxus baccata), კოლხური ჯონჯოლი (Staphylea colchida), თაგვისარა (Ruscus ponticus), კავკასიური ხურმა (Diospyros lotus), ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa). 7201 ჰექტარი აქ წიფლნარ ტყეებს უკავიათ, 2912 – წაბლნარებს, რცხილნარები 496 ჰექტარზე გვხვდება, მუხნარი – 389 ჰა-ზე, სოჭნარ-ნაძვნარი – 140 ჰა-ზე, ცაცხვნარი – 40 ჰა-ზე, თხილნარი – 33 ჰა-ზე, მურყნარი – 12 ჰა-ზე, აბზინები – 4 ჰა-ზე, წყავის რაყები 727 ჰა-ზე, პონტოურ დეკას – 712 ჰა, კავკასიურ დეკას – 172 ჰა, შქერიანებს - 1611 ჰა უჭირავს.

კინტრიშის დაცული ტერიტორიების მდინარეები და ხევები მდიდარია კალმახით (Salmo fario trutta). მდინარე კინტრიშის ქვემო დინებაში ხშირად შეხვდებით შამაიას (Chalcalburnus chalcoides) და საზანს (Cyprinus carpio). ამბობენ, რომ ადრე კინტრიშს შავი ზღვიდან საქვირითოდ ხშირად სტუმრობდა ორაგული (Salmo fario morpha).

ამფიბიებიდან ნაკრძალში მცირეაზიური ტრიტონი (Triturus vittatus), ვასაკა (Hyla arborea), ჩვეულებრივი გომბეშო (Bufo), მცირეაზიური ბაყაყი (Rana macrocnemis), ტბის ბაყაყი (Rana ridibunda), ქვეწარმავლებიდან-ჩვეულებრივი ანკარა (Natrix natrix), წყლის ანკარა (Natrix tessellata), სპილენძა გველი (Coronella austriaca) და კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi) გვხვდება.

ნაკრძალის ორნითოფაუნა საკმაოდ მდიდარია მტაცებელი ფრინველებით. აქ აღრიცხულია ჩია არწივი (Aquila pennata), კაკაჩა (Buteo buteo), ქორი (Accipiter gentilis marginatus), მიმინო (Accipiter nisus), მარჯანი (Falco subbuteo), ჩვეულებრივი კირკიტა (Falco tinnunculus), აგრეთვე, ღამის მტაცებლები: ზარნაშო (Bubo bubo), წყრომი (Otus scops) და ჭოტი (Aegolius funereus). სხვა ფრინველებიდან კინტრიშში ბუდობს ოფოფი (Upupa epops), კოდალა (Picinae), ყორანი (Corvus corax), შაშვი (Turdus), მოლაღური (Oriolus oriolus) და აგრეთვე ისეთი იშვიათი ფრინველები, როგორებიცაა: კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi) და კასპიური შურთხი (Tetraogallus caspius).

მცირე ძუძუმწოვრებიდან კინტრიშის ხეობის მკვიდრები არიან: თხუნელა (Talpa), სინდიოფალა (Mustela nivalis), კავკასიური ციყვი (Sciurus anomalus), კურდღელი (Lepus), მელა (Vulpes vulpes), მაჩვი (Meles meles), ტყის კატა (Felis silvestris), წავი (Lutra lutra). ჩლიქოსნებიდან ნაკრძალის ტყეებში ბინადრობს შველი (Capreolus capreolus), უფრო მაღლა კი ალპური და სუბალპური სარტყლების საზღვარზე არჩვი (Rupicapra rupicapra) და გარეული ღორი (Sus scrofa). მტაცებლებიდან ნაკრძალში მურა დათვი (Ursus arctos) ბინადრობს, რომლის პოპულაცია საკმაოდ სტაბილურია.

კინტრიშის ნაკრძალის ტერიტორიაზე საქართველოს „წითელი ნუსხის“ შემდეგი სახეობებია გავრცელებული: კალმახი (Salmo fario trutta), კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica), მურა დათვი (Ursus arctos), წავი (Lutra lutra), კავკასიური ციყვი (Sciurus anomalus), კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi), კასპიური შურთხი (Tetraogallus caspius), ბეგობის არწივი (Aquila heliaca), შავარდენი (Falco peregrinus), მცირეაზიური ტრიტონი (Triturus vittatus).

კინტრიშის ნაკრძალის ტერიტორიაზე განლაგებულია ხინოს იოანე ნათლისმცემლის სახელობისმამათა  და ცხემვანის წმიდა გიორგის სახელობის დედათა სამონასტრო კომპლექსები.

კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს საკმაოდ კარგი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ის სულ რაღაც 20 კილომეტრითაა დაშორებული კურორტ ქობულეთიდან. დაცულ ტერიტორიებზე შესაძლებელია საწყლოსნო, ეთნოლოგიური, ეკოლოგიური და ფრინველებზე დაკვირვების ტურების მოწყობა. დაცულ ტერიტორიებზე გახსნილია ტურისტული მარშრუტები.

კინტრიშის დაცული ლანდშაფტი
ბუნების ძეგლი

დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახე, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი. შეესაბამება IUCN III კატეგორიას.

ბუნების ძეგლი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის, შედარებით მცირე უნიკალური ბუნებრივი ტერიტორიებისა და იშვიათი ბუნებრივი და ბუნებრივ-კულტურული წარმონაქმნების დასაცავად.

ბუნების ძეგლი საჭიროებს ეროვნული მნიშვნელობის შედარებით მცირე ტერიტორიას, სადაც იშვიათი, უნიკალური და მაღალი ესთეტიკური მახასიათებლების მქონე კომპაქტური ეკოსისტემები, ცალკეული გეოგრაფიული და ჰიდროლოგიური წარმონაქმნები, მცენარეთა ცალკეული ეგზემპლარები, ცოცხალ ორგანიზმთა ნამარხი ობიექტებია წარმოდგენილი.

პირველი სამი ბუნების ძეგლი საქართველოში დაარსდა 2003 წელს - საერთო ფართობით 314.5 ჰა. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე - ალაზნის ჭალის (204.4 ჰა), არწივის ხეობისა (100.4 ჰა) და ტახტი-თეფას (9.7 ჰა) ბუნების ძეგლები. დღეისათვის უკვე 41 ბუნების ძეგლს აქვს მინიჭებული სტატუსი, მათ შორის 3 ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მდებარეობს, 5 ყაზბეგის ეროვნული პარკში, 19 კი იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შემადგენილობაშია. 2 ბუნების ძეგლი ალგეთის ეროვნული პარკის, თითო-თითო კი თბილისის, ფშავ-ხევსურეთისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პაკების დაქვემდებარებაშია. დანარჩენი 9 ბუნების ძეგლი, რომლებიც დღესდღეობით არ იმყოფებიან დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართველობის ქვეშ წარმოდგენილი არიან სამეგრელოს რეგიონში მარტვილის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში.

ბუნების ძეგლი შეიძლება შედიოდეს ნებისმიერი დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში.

2014 წლის მდგომარეობით ბუნების ძეგლების საერთო ფართობი არის 2257,74 ჰა. 

საქართველოში 2010 წლის მონაცემებით საქართველოში 40 ბუნების ძეგლია.

ბუნების ძეგლი
ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი წარმოდგენილია მდინარე ალაზნის ყურეში 204,4 ჰა ფართობზე ბუნებრივი წარმოშობის  ლიანებიანი ჭალის ტყის სახით. აქ უხვადაა მრავალწლოვანი კაკლები, იფნები, მუხები და თელები, ასევე ჭალის ტყისათვის დამახასიათებელი  ბუჩქნარი. ე.წ. კაკლის ყურეში 1 კმ-იანი საფეხმავლო მარშრუტის  გავლას ერთი საათი სჭირდება.

მდებარეობა: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, მდ. ალაზნის მარჯვენა ნაპირი სოფ. ფიროსმანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 165 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N41 21.548 E46 39.235

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. დედოფლისწყარო.
ქ. დედოფლისწყარო - ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლი  - 56 კმ; ხანგრძლივობა - 1 სთ და 30 წთ.

ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლი
ბალდის კანიონი ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი წარმადგენს მდ. აბაშის მიერ ასხის მასივის სამხრეთ ნაწილში, კირქვულ ქანებში გამომუშავებულ კანიონს. კანიონის სიგრძეა 1400 მ-ია, სიგანე 5-10 მ, ხოლო ჩაჭრის საღრმე 25-30 მ.

მდებარეობამარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფ.  მეორე ბალდა, მდ. აბაშის ხეობა, ბალდის  მამათა მონასტრის მიმდებარედ, 295 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 29.319 E42 24.580

მისასვლელიგზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. მარტვილი. თბილისიდან მარტვილი დაშორებულია 280 კმ-ით; ხანგრძლივობა - 4 სთ;
ქ. მარტვილიდან - ბალდის კანიონის ბუნების ძეგლი  - 11,4 კმ; ხანგრძლივობა - 20 წთ.

ბალდის კანიონი ბუნების ძეგლი
ბღერის მღვიმე ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი წარმოადგენს 1700 მ სიგრძისა და 14 000 მ2 ფართობის მღვიმეს, რომელიც გამომუშავებულია მდ. ბღერისწყლის მიერ ქვედაცარცული ასაკის თხელ და საშუალო შრეებრივ კირქვებში. მდინარე თავდაპირევლად დახურულ ხეობას წარმოქმნის და შემდგომ ჩაედინება ვიწრო პონორში. იგი იწყება წვრილმარცვლოვანი ქვიშითა და ზედაპირიდან ჩამორეცხილი ხის ტოტებით ამოვსებული 30 მ - სიგრძისა და 40-50 სმ სიმაღლის ხვრელით, რომელშიც ჩაედინება მდინარე ბღერისწყლის ნაკადები. აქ მას მარჯვნიდან მელოურისა და დიდღელეს მღვიმეებიდან შემოსული მუდმივმოქმედი ნაკადები უერთდება. მდინარე განედურად გადაკვეთს მთელ მღვიმეს და დასავლეთ დაბოლოებაში ნაზვავსა და მცირე სიღრმის სიფონში იკარგება. ბღერის მღვიმეს კარგად ეტყობა ნაკადების ეროზიული ზემოქმედების კვალი.

მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. მელოურის მიდამოები, 458 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 23.022 E42 37.819

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წყალტუბო.
ქ. წყალტუბო - სოფ. ყუმისთავი  -7,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ;
სოფ. ყუმისთავი - ბღერის მღვიმის ბუნების ძეგლი -  6 კმ, ხანგრძლივობა - 25 წთ.

ბღერის მღვიმე ბუნების ძეგლი
გოდერძის ნამარხი ტყე ბუნების ძეგლი

გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი წარმოადგენს პლიოცენის პერიოდის განამარხებული ფლორისა და ფაუნის უნიკალურ ადგილსამყოფელს, რომელიც წარმოდგენილია ძეგლის ფარგლებში 3 მონაკვეთზე, ზღვის დონიდან 1600-2100 მ. სიმაღლეზე, ადიგენისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. საერთო ფართობი ჯამში შეადგენს 365 ჰა-ს.
აქ გაშიშვლებული ნეოგენის ვულკანოგენურ წყებებში მოჩანს განამარხებული ტყის შემადგენელი ნაწილები, რომელიც შეიცავს ქვედაპლიოცენური ასაკის დიდძალ მცენარეულ ნაშთებს (პალმები, მაგნოლიები, დაფნები, მირიკასებრნი, საპინდასებრნი, მირტასებრნი ერთის მხრივ და ტირიფისებრნი, არყი, რცხილა, წიფლისებრნი - მეორე მხრივ). მცენარეული ნაშთები გამოსახულია ნაცრისფერ ვულკანურ ტუფში მოქცეული ხეების გაქვავებული და ნახევრად გაქვავებული ღეროებითა და ფოთლების ანაბეჭდებით.

მდებარეობა: ადიგენისა და ხულოს მუნიციპალიტეტები, გოდერძის უღელტეხილის მიდამოები, ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის სიახლოვეს.

კოორდინატები: X 291276 Y 4613080

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე დასახლებული პუნქტია ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარზმა.
სოფელ ზარზმიდან- გოდერძის ნამარხი ტყისბუნების ძეგლი  - 18 კმ; ხანგრძლივობა - 30 წთ;
ქ. ბათუმიდან გოდერძის უღელტეხილის გავლით ბუნების ძეგლამდე მანძილი შეადგენს 115 კმ; ხანგრძლივობა - 2 საათი და 30 წთ.

გოდერძის ნამარხი ტყე ბუნების ძეგლი
დაშბაშის კანიონი ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. ქციის (ხრამის) მიერ დაშბაშის ლავურ მაღლობზე, ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ კალაპოტში გამომუშავებულ იშვიათი და ბიომრავლფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობას. კანიონის ირგვლივ არსებული ეკოსისტემები საკმაოდ ღარიბია მცენარეული საფარით, ხოლო კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის მისთვის დამახასიათებელი მიკრო კლიმატით, თავისებური ფაუნით და ა.შ.

მდებარეობა: წალკის მუნიციპალიტეტი, მდ. ხრამის (ქცია) ხეობა, სოფ. დაშბაშის მიდამოები. 1110-1448 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N41 35.651 E44 07.458

მისასვლი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წალკა.

ქ. წალკა - სოფ. დაშბაში - 3,8 კმ; ხანგრძლივობა - 15 წთ;

სოფ. დაშბაში - დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი  - 0,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ; 

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. წალკაში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

დაშბაშის კანიონი ბუნების ძეგლი
იაზონის მღვიმე ბუნების ძეგლი

ქვედა ცარცულ კირქვებში გამომუშავებული მცირე ზომის სტალაქტიტებით, სტალაგნატებით და სტალაგმიტებით გამორჩეული თაღის ფორმის შესასვლელიანი 40 მ-ის სიგრძის მღვიმეა, რომელიც მდ. წყალწითელას ხეობის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. 10 მ–ის გავლის შემდეგ მღვიმის სიგანე მცირდება 2,5 მ–დე, ბოლო ნაწილში ჭერი 0,5 მ–მდე დაბლდება. მღვიმე ბოლოში ლამიანი ჩამონაშლითაა გადაკეტილი.

მღვიმე მრავალი ტროგლობიონტი ცხოველითაა დასახლებული. აქ მოპოვებული ცხოველთა ძვლები და კაჟის იარაღები ცხადყოფს , რომ მღვიმე პალეოლითის ხანის ადამიანის სადგომს წარმოადგენდა.

მდებარეობა: ქ. ქუთაისი, წყალწითელას კანიონის უკიდურესი სამხრეთი ნაწილი, სოფ. გოდოგნის ხიდთან, მდინარის მარჯვენა ნაპირი, 135 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 16.038 E42 43.803

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. ქუთაისი.

ქ. ქუთაისი  - იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლი -  6,2 კმ, ხანგრძლივობა - 20 წთ.

იაზონის მღვიმე ბუნების ძეგლი
მელოურის მღვიმე ბუნების ძეგლი

მელოურის მღვიმე თავისი მასშტაბებით საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მღვიმეა. ჩასასვლელი 8-10 მეტრის სიღრმის ჩაქცევითი ძაბრის ფსკერზე იხსნება და გიგანტური კირქვის ნაზვავ ლოდებში 15 მ სიღრმემდე ეშვება, დასაწყისში მღვიმეში გადაადგილება შედარებით რთულია, მაგრამ იმის გამო რომ მღვიმე გამოირჩევა ნაპრალთა ხშირი ქსელით მათი გადაკვეთის ადგილებში ვრცელი დარბაზებია წარმოდგენილი (100X40X30მ). დარბაზების ბოლოს რამდენიმე კილომეტრის სიგრძეზე წრმოქმნილია კანიონისებური ხეობა, სადაც გაედინება მუდმივი ნაკადი. აღნიშნული ნაკადი კანიონში გადაადგილებისას გზადაგზა ჩქერებსა და ჩანჩქერებს, ხოლო ბოლო მონაკვეთში სიფონურ ტბას აჩენს. მღვიმის წინა მონაკვეთისათვის დამახასიათებელია ქიმიური ნალექები: სტალაქტიტები და დიდი ზომის სტალაგმიტები. მღვიმეში ბინადრობენ ღამურები, ობობები და ხოჭოები. მღვიმეს გააჩნია მრავალი უცნობი დერეფანი და განშტოება რომელთა შესწავლა დამატებით კვლევის საგანს წარმოადგენს.

მელოურის მღვიმე არცთუ რთული გასავლელია, მღვიმის მონახულება შეუძლია ზრდასრულ, ჯანმრთელ ნებისმიერ ადამიანს, აუცილებლად გამოცდილი გამყოლის თანხლებით. მღვიმის დასათვალიერებლად საჭიროა 8-9 საათი. საჭირო აღჭურვილობა: ჩაფხუტი განათებით, მაღალყელიანი, სქელძირიანი, წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.

მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. მელოურის მიდამოები, 418 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 23.241 E42 37.670

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წყალტუბო.

ქ. წყალტუბო - სოფ. ყუმისთავი - 7,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ;

სოფ. ყუმისთავი - მელოურის მღვიმის ბუნების ძეგლი - 8 კმ, ხანგრძლივობა - 30 წთ.

მელოურის მღვიმე ბუნების ძეგლი
მუხურას ჩანჩქერი ბუნების ძეგლი

60-70 მ სიმაღლის სამსაფეხურიანი ჩანჩქერი გადმოედინება აღმოსავლეთ ექსპოზიციის ფერდობზე მდებარე მღვიმიდან. მღვიმეში ერთი პატარა და ერთი დიდი ტბაა. ჩანჩქერის ნაპირები დაფარულია შერეული ფართოფოთლოვანი ტყით. აქ მრავალი ენდემური ცხოველი ბინადრობს, კერძოდ: კავკასიური თხუნელა, რადეს, ვოლნუხინის და კავკასიური წყლის ბიგები.

მდებარეობა: ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფ. მუხურას მიდამოები, ტყიბული-მუხურას საავტომობილო გზის სიახლოვეს, 886 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 19.582 E43 02.947

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. ტყიბული.

ქ. ტყიბული - მუხურას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი  - 8,5 კმ; ხანგრძლივობა - 15 წთ.

მუხურას ჩანჩქერი ბუნების ძეგლი
ნავენახევის მღვიმე ბუნების ძეგლი

განსხვავებული და ლამაზი ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და 4 დარბაზიანი მღვიმეა. ი მღვიმე შესასვლელიდან 30-ე მეტრზე ორად იყოფა. მეორე სართული პატარა საფეხურებით დაკავშირებულია დარბაზთან. მღვიმეს გასასვლელი არა აქვს, ამოკეტილია სტალაგნატით, რომლის სისქე 7 მეტრია. 

მდებარეობა: თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნავენახევის მიდამოები, 320 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 14.507 E42 51.783

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. ქუთაისი.
ქ. თბილისი - ქ. ქუთაისის ცენტრალური ავტომაგისტრალი - ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლი 7 კმ. ხანგრძლივობა - 15 წთ.

ნავენახევის მღვიმე ბუნების ძეგლი
ოკაცეს კანიონი ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი წარმოადგენს რთულ, პალეოგრაფიულ, გეოლოგიურ და განსაკუთრებული გეომორფოლოგიური აგებულებით გამორჩეულ კომპლექს, რომლის შემადგენლობაში შედის ნეოტექტონიკური სტრუქტურები, ტბიური ნალექები, თვალწარმტაცი კლიუზ-კანიონი.

მდ. საწისქვილოს მიერ ზედაცარცულ კირქვებში გამომუშავებული ოკაცეს კანიონის სიღრმე 35-50 მ-ია, სიგანე საშუალოდ 4 მ, ზოგიერთ ადგილას კანიონის კედლები თითქმის უერთდება ერთმანეთს და ბუნებრივ ქვახიდებს წარმოქმნის, ერთ-ერთი მათგანია „ბოგა”, საიდანაც კანიონის ფსკერის დანახვაა შესაძლებელი.

შუა მეოთხეულში მდ. საწისქვილოს ხეობა გადაიკეტა ტექტონიკური ნასხლეტით და მასში გაჩნდა ტბა, რომელშიც თიხა-ქვიშა ილექებოდა. ტბიური ნალექების წყების სისქემ 27 მეტრს გადააჭარბა. მას შემდეგ რამდენიმე ათეულმა ათასმა წელმა განვლო. წყალმა იპოვნა გასასვლელი კირქვის ნაპრალებში, გააფართოვა ისინი და დაცალა ტბა. დაიწყო ტბიური ნალექების გადარეცხვა და კანიონის გამომუშავება. ამჟამად ტბიური ნალექები შემორჩენილია ცალკეულ ფრაგმენტებად.

გორდის პლეისტოცენურ ტბიურ ნალექებში ნათლადაა გამოსახული სეზონური შრეებრიობა. შრეთა ყოველი წყვილი შეესაბამება ერთ წელს. ტბიური წყების პალინოლოგიური შესწავლით(ნამარხი მცენერეების მტვრისა და სპორების მიკროსკოპული კვლევით) გაირკვა, რომ წყების ქვედა ნაწილში დაცულია ფლორის არქაული, სადღეისოდ გამქრალი სახეობების ნაშთები (ჭაობის კვიპაროზი ანუ ტაქსოდიუმი, ენგელჰარდტია, კარია, ტსუგა, კედარი ანუ ცედრუსი და სხვ.). გორდის ტბიური წყების უფრო მაღლა მდებარე შრეებში ეს მცენარეები აღარ არის, რაც არეკლავს ოროგენეზის მიერ გამოწვეულ კლიმატის აცივებას.

დღეისათვის კანიონი თავისებურ მიკროკლიმატს ქმნის, რაც განაპირობებს, მრავალი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მერქნიანი მცენარისთვის, საბინადრო გარემოს ჩამოყალიბებას.

მდებარეობა: ხონის მუნიციპალიტეტი, სოფ. გორდის მიდამოები, 520 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 27.079 E42 33.003

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. ხონი.

ქ. ხონი - სოფ. გორდი, ოკაცეს  კანიონის ბუნების ძეგლის ვიზიტორთა ცენტრი  - 21 კმ; ხანგრძლივობა - 25 წთ.

ოკაცეს კანიონი ბუნების ძეგლი
ონიორის ჩანჩქერი და ტობის პირველი მღვიმე ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლების კომპლექსი წარმოადგენს ტობა პირველის მღვიმისა და მისგან გადმომავალი ონიორეს ჩანჩქერის ერთობლიობას, რომელიც იშვიათ და ულამაზეს სანახაობას ქმნის.

მღვიმე გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. შესასველეი (12X5 მ) ქარაფის გასწვრივ იხსნება. შესასვლელიდან 70 მეტრში 21 მ სიმაღლის მიწისქვეშა ჩანჩქერია, სადაც ჭერის სიმაღლე 30 მეტრზე მეტია. ცალკეულ ადგილას გვირაბის სიგანე 12-15 მ აღწევს. მღვიმიდან გამომავალი მიწიქვეშა მდინარე 15 მეტრში, 67 მ სიმაღლის ონიორეს ჩანჩქერს წარმოქნის.

მდებარეობა: მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფ.  მეორე ბალდის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდ. აბაშის მარჯვენა შენაკადის ტობას ხეობა,  680 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 28.643 E42 27.520

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე პუნქტია ქ. მარტვილი.

ქ. მარტვილი - სოფ. პირველი ბალდა - 9,4 კმ; ხანგრძლივობა - 20 წთ;

სოფ. პირველი ბალდა - ონიორის ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის ბუნების ძეგლები - 6,1 კმ; ხანგრძლივობა - 1 სთ და 30 წთ (საფეხმავლო მარკირებული ბილიკი).

ონიორის ჩანჩქერი და ტობის პირველი მღვიმე ბუნების ძეგლი
პრომეთეს მღვიმე ბუნების ძეგლი

ბარემული ასაკის სქელშრეებრივ კირქვებში გამომუშავებული მღვიმე, ულამაზესი ნაღვენთი ფორმებით გამოირჩევა, აქ ნახავთ განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს, ჰელიქტიტებს, გაქვავებულ ჩანჩქერებსა და ჩამოკიდებულ ქვის ფარდებს. მღვიმის ფართობია 46,6 ჰა. „პრომეთეს მღვიმე“ სხვა მღვიმეებისგან განსხვავებით განიერი კორიდორებით ხასიათდება. მაქსიმალური სიგანე 25-30 მ-ია, ჭერის სიმაღლე 20-25 მ, ზოგიერთი დარბაზის სიგრძე 80-100 მ-ს აღწევს. აქ 17 სხვადასხვა ზომის დარბაზია. მღვიმეში არსებული ბილიკის სიგრძე 1,420 მეტრია, ხოლო ჯამური სიგრძე 20,000 მეტრს შეადგენს. მღვიმეს აქვს ორი გასასვლელი: ერთი ბოლოვდება მდინარით, რომელზეც ნავით გასეირნებაა შესაძლებელი, მეორე გასასვლელი კი საფეხმავლოა და მღვიმის დარბაზიდან გარეთ გამოვყავართ.

მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ყუმისთავი, 175 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 22.623 E42 36.038

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წყალტუბო.

ქ. წყალტუბო - სოფ. ყუმისთავი - პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი -  6,4 კმ, ხანგრძლივობა - 10 წთ.

პრომეთეს მღვიმე ბუნების ძეგლი
საკაჟიის მღვიმე ბუნების ძეგლი

კარსტრული მღვიმე სოფელ გოდოგნის (თერჯოლის მინიციპალიტეტი) მიდამოებში, მდინარე წყალწითელის ხეობის მარცხენა კალთაზე, 150 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. არ არის სტალაქტიტური ნაღვენთები, მშრალია. წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს. მღვიმის ჯამური სიგრძე 35 მ, სიღრმე 20 მ, აიგანე 6 მ, სიმაღლე 4 მ, აღმოაჩინეს 1914 წელს (რ. შმიდტი, ლ. კოზლოვსკი).

საკაჟია ამიერკავკასიაში მიკვლეული პირველი პალეოლითური ძეგლია. მღვიმეს რუდოლფ ვირხოვის სახელი ეწოდა. 1936 წელს გათხრები განახლდა (ხელმძღვანელი მ. ნიორაძე), აღმოჩენილია მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური მასალა, აღადგინეს ძეგლის ძველი სახელწოდება - „საკაჟია“. 1973 წელს გათხრების დროს (ხელმძრვანელი გ. ნიორაძე) ზედაპალეოლითური ფენის ქვეშ 1,5 მ. სიღრმეზე გამოვლინდა მუსტიეური ფენები. აღმოჩნდა ქვის ლევალუაზური ნუკლეუსები, ანატკეც-ლამელები და მათზე დამზადებული სხვადასხვა ტიპის წვეტანები, სახოკები, დანები და სხვა ნივთები. ამ ფენებში ნაპოვნია მღვიმის დათვის, მარტორქის, ცხენირმის, კეთილშობილი ირმის, ბიზონის, კავკასიური ჯიხვის, ტახისა და სხვა ცხოველთა ძვლები. აქვე აღმოჩნდა ნეანდერტალელი ადამიანის ზედა ტბის ფრაგმენტი და კბილები. აღნიშნული მასალა შუა და გვიანდელი მუსტიეს ხანით თარიღდება.

ზედაპალეოლითური ხანის მასალიდან აღსანიშნავია კაჟისა და ობსიდიანის ლამელებზე და ანატკეცებზე დამზადებული სხვადასხვა ტიპის საფხეკები, საჭრისები, გრავეტისა და შატელპერონის ტიპის მსგავსი დანები და სხვა ნივთები, აგრეთვე ძვლისა და რქის ნაკეთობანი: მრგვალგანივკვეთიანი ძვლის შუბისპირები, სადგისები, ირმის რქისგან დამზადებული მიწის საჩიჩქნი თოხისმაგვარი იარაღი. აქვეა ნაპოვნი კრომანიონელი ადამიანის თავის ქალის ფრაგმენტები. ამავე ფენებში აღმოჩენილია დომბის, კეთილშობილი ირმის, ქურციკის, ჯიხვის, ტახის, ცხენის, მღვიმის დათვის, მურა დათვის, მღვიმის ლომის, ფოცხვერისა და სხვა ცხოველთა ძვლები. ზედაპალეოლითური მასალა ორინიაკულია და განეკუთვნება საქართველოს ზედაპალეოლითური კულტურის შუა (განვითარებულ) საფეხურს.

1914 წლიდან კოლექცია დაცულია სანქტ-პეტერბურგში მიკლუხო-მაკლაის სახელობის ანთროპოლოგიისა და ათნოგრაფიულ მუზეუმებში, 1936 წლიდან მასალა - ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

მდებარეობა: თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფ. გოდოგანის მიდამოები, მდ. წყალწითელას ხეობის მარცხენა ფერდობი, მოწამეთას მონასტრიდან სამხრეთ-დასავლეთით 1,5 კმ, 204 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 16.796 E42 45.440

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. ქუთაისი.

ქ. ქუთაისი - სოფ. გოდოგანი 11 კმ, ხანგრძლივობა - 30 წთ; სოფ. გოდოგანი - საკაჟიას მღვიმის ბუნების ძეგლი 1.5 კმ, ხანგრძლივობა - 30 წთ.(საფეხმავლო).

საკაჟიის მღვიმე ბუნების ძეგლი
საწუბლიას მღვიმე ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი წარმოადგენს ბარემულ კირქვებში გამომუშავებულ სტალაქტიტებით, სტალაგმიტებით, ტრავერტინებითა და დიდი ზომის გურებით მდიდარ მდ. სემის მარცხენა სანაპიროზე მდებარე მღვიმეს. მღვიმის შესასვლელი იხსნება ასიმეტრიული ძაბრის ფსკერზე. შესასვლელის სიგანე 6 მეტრია, პირველ 80 მ სიგრძეზე, ფსკერი დახრილია 12-150 - ით. ბოლომდე ინვითარებს 1 - 1,5 მ სიღრმის საფეხურებს. შესასვლელიდან 125 მეტრში 5 მეტრიიანი ფლატეა, რომელსაც ებმის დიდი ზომის დარბაზი (30X25). შუასაუკუნეებში მღვიმეს იყენებდნენ თავშესაფრად.

მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ყუმისთავის მიდამოები, მდ. სემის მარცხენა ნაპირი, 287 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 23.283 E42 36.376

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წყალტუბო.

ქ. წყალტუბო - სოფ. ყუმისთავი 7,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ;

სოფ. ყუმისთავი - საწურბლიას მღვიმის ბუნების ძეგლი - 1,2 კმ, ხანგრძლივობა - 10 წთ.

საწუბლიას მღვიმე ბუნების ძეგლი
სოლკოტას მღვიმე ბუნების ძეგლი

მღვიმე გამომუშავებულია ბარემულ კირქვებში. შესასვლელი იხსნება მცენარეულობით შენიღბულ კარსტული ძაბრის ფსკერზე, რომელიც დამრეცად მიემართება სიღრმეში. დახრილი დერეფნის შემდეგ მღვიმე ფართოვდება 10-15 მ-დე და საკმაოდ ეფექტურ, ჰორიზონტალურ ფსკერიან დარბაზში გადადის, რომლის ჭერის სიმაღლე თითქმის 30 მ-ს უახლოვდება. ქიმიური ნალექებიდან აღსანიშნავია სტალაქტიტები, სტალაგმიტები. ყურადღებას იპყრობს ნაღვენთების განსაკუთრებით დიდი ზომები. ჭერიდან სიმძიმის ძალით მოწყვეტილი სტალაქტიტის გარშემოწირულობა 5 მ-ს უდრის. ამ ზომის სტალაქტიტი იშვიათია ევროპაში. შესავლელიდან 160 მ-ში ფსკერიდან აღმართულია 8 მ სიმაღლის სტალაგმიტი, რომლის გარშემოწერილობა ძირთან 8.5 მ-ია, შუაში კი - 4,5 მ. მღვიმე წარმოადგენს ასევე პალეონტოლოგიურ ძეგლს, რადგან აქ აღმოჩენილი იყო მღვიმური დათვის ძვლები.

მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ყუმისთავის მიდამოები, მდ. სემის მარცხენა ნაპირი, 379 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 23.373 E42 37.058

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წყალტუბო.

ქ. წყალტუბო - სოფ. ყუმისთავი - 7,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ;

სოფ. ყუმისთავი - სოლკოტას მღვიმის ბუნების ძეგლი - 2,3  კმ, ხანგრძლივობა - 15 წთ.

სოლკოტას მღვიმე ბუნების ძეგლი
ტობის ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის ბუნების ძეგლი

ღირშესანიშნაობა: ბუნების ძეგლების კომპლექსი წარმოადგენს არსენ ოქროჯანაშვილის (ტობა II)  მღვიმისა და მისგან გადმომავალი ტობას კასკადოვანი ჩანჩქერის ერთობლიობას, რომელიც იშვიათ და ულამაზეს სანახაობას ქმნის.

მღვიმე ძნელად მისადგომია და სპეციალური აღჭურვილობის გარეშე იქ ასვლა არ არის რეკომენდებული, ხოლო შიგნით სამოგზაუროდ საჭიოა რეზინის ნავი. გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. შესასველეი (15X20 მ ) ქარაფის გასწვრივ იხსნება. სამიარუსიანი, მრავალგანშტოებიან მღვიმეში რამდენიმე დარბაზია. მათ შორის გამოირჩევა: „ნონას დარბაზი“, „ნანას დარბაზი“, „სალონი“, „უნივერსიტეტი 50“, „ტბიანი“ და სხვა დარბაზები. ქიმიური ნალექები მრავალფეროვანი ფორმებით არის წარმოდგენილი. ერთ-ერთი სტალაგმიტის სიმარლე 7 მ აღწევს. მღვიმის ჯამური სიგრძით 1300 მ-ია. მღვიმიდან გამომავალი მდინარე, რომელიც მიწისქვეშ 4 ტბას აჩენს, წარმოქნის 234 მ სიმაღლის, (საქართველოში ყველაზე მაღალი) ტობის კასკადური ჩანჩქერს.

მდებარეობა: მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფ.  მეორე ბალდის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდ. აბაშის მარჯვენა შენაკადის ტობას ხეობა, 707 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 28.325 E42 27.315

მისასვლელი გზა:  ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. მარტვილი. თბილისიდან მარტვილი დაშორებულია 280 კმ-ით; ხანგრძლივობა - 4 სთ;

ქ. მარტვილი - სოფ. პირველი ბალდა - 9,4 კმ; ხანგრძლივობა - 20 წთ;

სოფ. პირველი ბალდა - ტობას ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლები - 5,6 კმ; ხანგრძლივობა - 1 სთ და 10 წთ; (საფეხმავლო მარკირებული ბილიკი)

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. მარტვილში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

ტობის ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის ბუნების ძეგლი
ღლიანას მღვიმე ბუნების ძეგლი

ქვედაცარცულ კირქვებში გამომუშავებულ მღვიმეს ორი შესასვლელი გააჩნია; პირველი - საიდანაც ძირითადი მიწისქვეშა ნაკადი გამოდის, სიმაღლით 3.5-4 მ, ხოლო სიგანე 7 მ-ია; მარცხენა განშტოება მთავარი შესავლელიდან 35-40 მ-ის დაშორებით ციცაბო საფეხურებით ზედაპირზე ამოდის. აქედან 60 მეტრში ფსკერი 50 მ სიგრძის სიფონურ ტბას უკავია, რომლის სიგანე 3-4 მ, ხოლო ჭერის სიმაღლე 2,5 მ აღწევს. პირველ სიფონს 200 მ სიგრძის წყლიანი და უნაპირო დერეფანი აგრძელებს; აქ წყლის სიღრმე 0,5-2 მ-ია. წყლიან დერეფანს კვლავ სიფონური გალერეა მოსდევს, რომლის სიგრძე 30 მ, ხოლო სიგანე 1-2 მ-ია. იგი კვლავ 150 მ-იან გალერეაში გადადის, რომლის ჭერი თითქმის მთელ სიგრძეზე ნაღვენთი ფორმებითაა დაფარული. ეს წყლიანი გალერეა მღვიმის ბოლომდე კვლავ რამდენიმე სიფონურ გასასვლელს ივითარებს, ხოლო ბოლოში 20-30 მ სიგრძეზე ჭერის დადაბლების გამო გადაადგილება ძალზე გაძნელებულია. ღლიანას მიწისქვეშა დინების დებეტია 50-55 ლ/წმ (წყალმცირობისას), ეს ნაკადი მღვიმიდან გამოსვლის შემდეგ, მდ. ყუმის ვოკლუზურ წყაროებს უერთდება. მღვიმის მშრალ დერეფნებში ღამურების მრავალრიცხოვანი კოლონია ბინადრობს.

მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ყუმისთავი, პრომეთეს მღვიმის მიმდებარედ, 142 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 22.338 E42 35.842  

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წყალტუბო.

ქ. წყალტუბო - სოფ. ყუმისთავი - ღლიანას მღვიმის ბუნების ძეგლი - 6 კმ, ხანგრძლივობა - 10 წთ.

ღლიანას მღვიმე ბუნების ძეგლი
წყალწითელას ხეობა ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი წარმოადგენს ულამაზეს კოლხური ტყით დაფარულ, განსაკუთრებული სილამაზით გამორჩეულ მდ. წყალწითელას კანიონისებურ ხეობას. ლეგენდის თანახმად წყალწითელას სახელი ხრესილის ომის დროს დაერქვა, რადგან სისხლისაგან წყალი წითლად შეიღება. სინამდვილეში როცა მდინარე დიდდება, ის წითელი მიწის ქანებს რეცხავს, რომლებიც ოკრიბაში ამ მდინარის გასწვრივ თითქმის ყველგანაა და წყალი წითელ ფერს იღებს.ხეობაში ხმელეთსა და წყალქვეშ მრავალი მინერალური წყარო მდინარეს სძენს საოცარ სამკურნალო თვისებებს. მდინარეშ მრავლადაა კალმახი, წვერა, ჭანარი, მურწა, ქაშაპი, ტობი, შამაია და სხვა, მდინარის ნაპირებზე კი წავი და ნუტრია ბინადრობს. ზამთარში შესაძლებელია წყალმცურავი ფრინველების ნახვა, ძუძუმწოვრებიდან კი ტურა, მელა და მაჩვი გვხვდება. ხეობას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ისტორიული კულტურის ძეგლები: გელათის სამონასტრო კომპლექსი და წმინდა მოწამეების დავითისა და კონსტანტინეს სახელობის მონასტერი.

კოორდინატები: N42 16.828 E42 45.645

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. ქუთაისი.

ქ. ქუთაისი - მოწამეთას მონასტერი - წყალწითელას ხეობის ბუნების ძეგლი - 9,6 კმ, ხანგრძლივობა - 30 წთ.

წყალწითელას ხეობა ბუნების ძეგლი
ჯვრის უღელტეხილის ტრავენტინები ბუნების ძეგლი

მდინარე ბიდარას ხეობაში რამდენიმე ადგილას არის წყაროების მიერ დალექილი კიროვანი ტრავერტინების დანაგროვები. ისინი მეტწილად დაკავშირებულია კარბონატულ წყებასთან. ტრავერტინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და თვალწარმტაცი ადგილსამყოფელი მდინარე ბიდარას მარცხენა ნაპირზე საავტომობილო გვირაბის სიახლოვეს მდებაროებს. აქ გამჭირვალე წყალი, ფერდობის თეთრ ზედაპირზე  თხელ ფენად ეშვება და თვალისმომჭრელ, ინტენსიური განვითარების პროცესში მყოფი ტრავერტინს წამოქნის.

მდებარეობა: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, მდ. ბიდარას ხეობა, კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მიმდებარედ, 2197 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 31.913 E44 28.325

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია დაბა გუდაური.

დაბა გუდაური - ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინის ბუნების ძეგლი -  10 კმ, ხანგრძლივობა - 25 წთ.

ჯვრის უღელტეხილის ტრავენტინები ბუნების ძეგლი
აღკვეთილი

დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახე, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი. შეესაბამება IUCN-ის IV კატეგორიას.

აღკვეთილი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე ცოცხალი ორგანიზმის ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების, ბიოცენოზების და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დასაცავად, რაც ადამიანის მხრიდან მოითხოვს სპეციალურ აღდგენით და მოვლით ღონისძიებებს. აღკვეთილში მკაცრი კონტროლის პირობებში დაშვებულია ცალკეული განახლებადი რესურსის მოხმარება.

აღკვეთილი საჭიროებს ეროვნულ და, ცალკეულ შემთხვევებში, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორიას ან/და აკვატორიას, სადაც ცოცხალ ორგანიზმთა იშვიათი, უნიკალური, დამახასიათებელი და „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობები და ეკოსისტემის ცალკეული მნიშვნელოვანი კომპონენტებია წარმოდგენილი.

აღკვეთილი შეიძლება შედიოდეს ბიოსფერული რეზერვატის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის და სხვა დაცული ტერიტორიის შემადგენლობაში და ასევე მოიცავდეს ბუნების ძეგლს.

აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია აღკვეთილში მოეწყოს სხვადასხვა ზონა.

საქართველოში 2010 წლის მონაცემებით საქართველოში 19 აღკვეთილია.

აღკვეთილი
ილტოს აღკვეთილი

აღკვეთილი ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ილტოს სათავეში. შედის ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში.

ილტოს აღკვეთილი 2003 წლის 22 აპრილს შეიქმნა. მისი მიზანია წიფლის ტყეებისა და ძვირფასი ჯიშების: უთხოვრის, მაღალმთის ბოყვის, ცაცხვის, ნეკერჩხლის, იფნის კორომებისა და ამ ტყისათვის დამახასიათებელი ფაუნის დაცვა და აღდგენა. აღკვეთილის საერთო ფართობია 6963 ჰა. იგი მოიცავს მდინარე ილტოს ხეობის სათავე ნაწილს. აღმოსავლეთით მას ბაწარის ნაკრძალი ესაზღვრება, დასავლეთით კი თიანეთის ტყეები, სამხრეთით ახმეტის სატყეო მეურნეობის ტყეები, ხოლო ჩრდილოეთით ალპური ზონა.

ილტოს აღკვეთილში შემორჩენილია მდიდარი და მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა. აქ დომინირებს წიფელა, შერეულია რცხილა, ნეკერჩხალი, იფანი, თელა, ბალამწარა და სხვა ფოთლოვანი ჯიშები. ტერიტორიაზე მცენარეთა მრავალფეროვნებაა. მსხვილი ძუძუმწოვრებიდან გვხვდება: შველი, არჩვი, დათვი და ღორი. მტაცებელი ძუძუმწოვრებიდან: მგელი, ფოცხვერი, ტყის კატა, კვერნა და სხვა. ალპურ ზონაში მრავლად არიან იშვიათი და ლეშიჭამია ფრინველები: ორბი, სვავი, ბატკანძერი, მთის არწივი და სხვა.

ილტოს აღკვეთილი
კაცობურის აღკვეთილი

აღმოსავლეთ საქართველოში, მდებარეობს აბაშის მუნიციპალიტეტში.

კაცობურის აღკვეთილი 1996 წელს დაარსდა და მისი საერთო ფართობი 295 ჰექტარს შეადგენს. იგი თბილისიდან 300 კილომეტრში, აბაშის მუნიციპალიტეტის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აღკვეთილის ტერიტორია ძირითადად ვაკეა - მისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 40 მეტრს არ აღემატება. აქ ძირითადად გავრცელებულია ალუვიური თიხნარ-ქვიშნარი, მცირე ფართობებზე გვხვდება ნეშომპალა თიხნარ-სილნარი ნიადაგები. კაცობურის აღკვეთილის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე რიონი.

კლიმატი

ჰავა კოლხეთის დაბლობისთვის დამახასიათებელია – წლიური საშუალო ტემპერატურა იანვარში არის მინიმუმ - 4 გრადუსი, მაქსიმალური კი +22 გრადუსი. წლიური ნალექების საერთო რაოდენობა შეადგენს 17757 მმ-ს.

ფლორა

წარსულში ამ ტერიტორიაზე ნამდვილი კოლხური ტყეები ყოფილა გავრცელებული. ამჟამად შემორჩენილია ამ ტყეთა ძლიერ სახეშეცვლილი ნაშთები. ამჟამად, კაცობურის აღკვეთილში მცენარეულობის ძირითად ფონს მურყნარები ქმნიან, სადაც ძირითად ტყისშემქნელ სახეობასთან ასოცირებულია ლაფანი, იფანი და სხვ. აღკვეთილის ტყით დაფარულ ფართობებზე გვხვდება აგრეთვე თეთრი აკაცია, თხმელა და ტირიფი.

ფაუნა

კაცობურის აღკვეთილში ფაუნა შედარებით ღარიბია. ჩლიქოსნებიდან აქ გვხვდება: გარეული ღორი და შველი. მტაცებლებიდან კი - მგელი, კურდღელი, ტურა, წავი.

ფრინველთაგან კი აქ მხოლოდ რამდენიმე სახეობის ფრინველი გვხვდება: ქედანი, რუხი ყანჩა, სკვინჩა, გარეული იხვი, თეთრთვალა ყვინთია, მიმინო, ქორი და სხვა. აღსანიშნავია აგრეთვე კოლხური ხოხობის პოპულაციის არსებობა.

კაცობურის აღკვეთილი
ნეძვის აღკვეთილი

აღკვეთილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში. შეიქმნა 2007 წელს. ფართობი 8992 ჰა. 2008 წელს რუსული ინტერვენციის შედეგად გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა ტყის დიდი მასივი.

ნეძვის აღკვეთილი
ჭაჭუნის აღკვეთილი

აღკვეთილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ქიზიყში. წარმოადგენს წარსულში ჭაჭუნის სახელმწიფო სატყეო მეურნეობის ბაზაზე დაარსებულ დაცულ ტერიტორიას. აღკვეთილის საერთო ტერიტორია 5200 ჰექტარია და იგი თბილისიდან 175 კილომეტრითაა დაშორებული.

მდებარეობა

ჭაჭუნა ქიზიყში, ისტორიულ კამბეჩოვანში მდებარეობს. გეოლოგიურად ჭაჭუნის აღკვეთილი ამიერკავკასიის მთათაშუა ოლქში შედის. ჭაჭუნაში გვხვდება ქვიშები, ქვიშაქვები, თიხები ვულკანური ფერფლის შრეებით, რიყნარები. აღკვეთილის ნაწილი კირქვული კონგლომერატებითაა აგებული. აღკვეთილის სიახლოვეს ცნობილია საფლუსე და საკირე კირქვის საბადოები, აგრეთვე ბიტუმის შემცველობის კირქვის გამოსავლები და მცირე ტბების სახით წარმოდგენილი ბიტუმის დანაგროვებები. აღკვეთილის რელიეფი ერთგვაროვანი არ არის, ბორცვები, თიხნარი გორაკები, ციცაბო ფერდობები, ტერასები და მშრალი ხევები ძალზედ სწრაფად მონაცვლეობენ და თავისებურ, საკმაოდ ლამაზ ლანდშაფტს ქმნიან.

კლიმატი

აღკვეთილის ტერიტორიაზე მდინარე იორი 24 ჰექტარის ფართობის ჭაობებსაც ქმნის. ჭაჭუნასთვის თბილი კონტინენტური, ზომიერი კლიმატია დამახასიათებელი. იანვრის საშუალო ტემპერატურა –2,5 გრადუსი, ხოლო ივლისის საშუალო – ჩრდილში +22 გრადუსია. აღკვეთილისთვის რუხი ყავისფერი, ალავიური, შავმიწა და დამლაშებული ნიადაგებია დამახასიათებელი.

ფლორა

ჭაჭუნის აღკვეთილში საკმაოდ მრავალფეროვანი ფლორაა. მდინარე იორის გაყოლებაზე ტუგაის ტიპის ჭალის ტყე იზრდება, ხოლო მის მიმდებარე გორაკებზე და ტერასებზე სხვადასხვა სახის არიდული ნათელი ტყეების, ნახევარუდაბნოსა და სტეპური მცენარეულობის ფრაგმენტებია წარმოდგენილი. ჭალის ტყეებში აბსოლუტური დომინანტი მთრთოლავი ვერხვია . ასევე უმნიშვნელო რაოდენობით გვხვდება ჭალის მუხა, საკმლის ხე - საღსაღაჯი და წნორი.

აქ იშვიათ და გადაშენების პირას მისულ და ენდემურ სახეობებს ვხვდები, ასეთებია: ქართული ზამბახისა და ეიხლერის ტიტას უმშვენიერესი ყვავილობა იხილოთ.

ფაუნა

მრავალფეროვანი და მდიდარია ჭაჭუნის ფაუნა. მწერებიდან მრავლად არიან კალიასებრნი. გავრცელებულია ფალანგა და მორიელი. ქვეწარმავლებიდან ხმელთაშუაზღვის კუ და ჩვენი ფაუნის ყველაზე შხამიანი გველი – გიურზა გვხვდება.

აქ ფრინველების 82 სახეობაა, ხოლო 10 სახეობა საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შესული. ფრინველთაგან ბევრია: ქედანი, გვრიტი, შევარდენი, მიმინო, კაჭკაჭი, კაკაბი, ბექობის არწივი. ჭაჭუნის კირქვული წარმოშობის კლდეებში არსებული გამოქვაბულები ორბების და ფასკუნჯების საბუდარია. ღვიის ხეებზე ბუდობს სვავი. ჭაჭუნა მნიშვნელოვანია ულამაზესი ფრინველის დურაჯის პოპულაციითაც. ძუძუმწოვრებიდან ჭაჭუნაში რამდენიმე სახეობის მღრღნელი, ტურა, მელა, კურდღელი, ლელიანის კატა, ფოცხვერი, მაჩვი და გარეული ღორი ბინადრობს.

2011 წელს აღკვეთილის ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ივრისპირეთის ექსპედიციის წევრებმა ნამარხი ფაუნის პალეონტოლოგიური ნიმუშები აღმოაჩინეს.

ისტორიული ძეგლები

ჭაჭუნას აღკვეთილში არის ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლები, როგორიცაა: ადრე შუა საუკუნეების ხორნაბუჯის ციხექალაქის ნანგრევები, XI საუკუნის ოზაანის ამაღლების ტაძარი და XVIII საუკუნეში კახეთის მეფე ერეკლე მეორის მიერ საქარავნო გზათა გზაჯვარედინზე აგებული, მთლიანად გალავანშემოვლებული და თითქმის პირვანდელი ფორმით დღევანდელობას მოღწეული ქალაქი ქიზიყი – გალავანში ჩაშენებული 23 კოშკითა და 5 კარიბჭით.

ჭაჭუნის აღკვეთილი
ბუღდაშენის ტბის აღკვეთილი

აღკვეთილი ჯავახეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. მოიცავს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს. მისი საერთო ფართობი შეადგენს 126 ჰექტარს. დაარსდა 2011 წლის 22 მარტს.

ბუღდაშენის ტბის აღკვეთილი
სულდის ჭაობის აღკვეთილი

აღკვეთილი ჯავახეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. მოიცავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს. მისი საერთო ფართობი შეადგენს 320 ჰექტსრს. დაარსდა 2011 წლის 22 მარტს.

სულდის ჭაობის აღკვეთილი
მრავალმხრივი გამოყენების ტეროტორია

დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახე, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი. შეესაბამება IUCN VI კატეგორიას.

მარავალმხრივი გამოყენების ტერიტორია იქმნება გარემოს დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით ორგანიზებული და განახლებადი ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე ორიენტირებული სამეურნეო საქმიანობისათვის.

მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია საჭიროებს ხმელეთის შედარებით დიდ ფართობს და/ან აკვატორიას, რომელიც წარმოადგენს წყლის აკუმულაციის, ტყეებისა და საძოვრების პროდუქტიულობას, ნადირობის, თევზჭერისა და ნადირ-ფრინველის გავრცელებას, აგრეთვე, ტურიზმისათვის საჭირო ბუნებრივ საფუძვლებს. დასაშვებია, იგი იყოს ნაწილობრივ სახეცვლილი და მოიცავდეს დასახელებებსაც. ტერიტორიაზე არ უნდა ხდებობეს ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური ბუნებრივი წარმონაქმნები.

განახლებადი ბუნებრივი რესურსების მუდმივობისა და გარანტირებული მოხმარების უზრუნველსაყოფად შეიძლება ბუნების დაცვისა და მრავალმხრივი გამოყენების სხვადასხვა დასაშვები შეფარდების მქონე ზონების გამოყოფა.

მრავალმხრივი გამოყენების ტეროტორია
საქართველოს ბიომრავალფეროვნება

ამჟამად დედამიწაზე გამოყოფენ ბიოლოგიური მრავალფეროვნების 34 ცხელ წერტილს (Hot spots). აქედან ორი - კავკასიისა და (ნაწილობრივ) ირანო-ანატოლიის ფარავს კავკასიის რეგიონს და მათ შორის საქართველოს.  კავკასია ასევე 200 გლობალურ ეკორეგიონს შორისაა, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერაა გამოყოფილი ისეთ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიცაა: სახეობრივი მრავალფეროვნება, ენდემიზმის დონე, ტაქსონომიური უნიკალურობა, ევოლუციური პროცესები და ფლორისა და ფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებები, მცენარეულობის ტიპების მრავალფეროვნება და ბიომების იშვიათობა გლობალურ დონეზე.

საქართველო ზომიერი კლიმატის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი უმდიდრესია ფლორისტული თვალსაზრისით. საქართველოს ფლორის შემადგენლობაში ჭურჭლოვან მცენარეთა 4100-ზე მეტი სახეობაა (მთელს კავკასიაში 6 350-მდე სახეობაა აღწერილი). ფლორის დაახლოებით 21%, ანუ 900-მდე სახეობა ენდემურია (600 კავკასიის, 300 საქართველოს ენდემი). მაღალია საქართველოს ფლორის გვარობრივი ენდემიზმიც. აქ 16 ენდემური და სუბენდემური გვარია წარმოდგენილი. საქართველო კულტურულ მცენარეთა წარმოშობისა და მრავალფეროვნების ერთ-ერთი ცენტრია. აქ ჩამოყალიბდა ვაზის, მარცვლოვნების, ხეხილისა და სხვ. მრავალი შესანიშნავი სახეობა. ამრიგად, საქართველოს უნიკალური ფიტოგენოფონდი ქვეყნის ბუნებრივ-კულტურული მემკვიდრეობის ცოცხალი ძეგლია, რომლის შესწავლას, დაცვასა და აღდგენას საკაცობრიო მნიშვნელობა აქვს.

ასევე თავისებური და მრავალფეროვანია საქართველოს ფაუნა. კავკასიის გოგრაფიული მდებარეობის გამო, იგი შეიცავს, ერთი მხრივ აღმოსავლეთ ევროპის ზოოგეოგრაფიული პროვინციის (ევროპა-ციმბირის ოლქი), მეორე მხრივ კი, მშრალი და ნახევრად მშრალი ჰავის (ირან-თურანის პროვინცია, საჰარა-გობის ოლქი) ფაუნის წარმომადგენლებს. მაღალია ენდემიზმის დონე (კავკასიის ენდემების პროცენტული რაოდენობა), როგორც უხერხემლოების, ისე ხერხემლიანთა მრავალ ჯგუფში. საქართველოში გავრცელებული მრავალი სახეობის ცხოველი იშვიათია გლობალური მასშტაბით და შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში.

ძირითადი ეკოსისტემები და ბიომები

არსებითად განსხვავებული კლიმატის გამო, მეტად განსხავავებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს eკოსისტემები და ვერტიკალური სარტყლურობის სტრუქტურა. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში არ არის სემიარიდული და არიდული მცენარეულობის უტყეო სარტყელი, ტყეებით დაფარულია ვაკეები და მთისწინა ფერდობები ზღვის ნაპირიდანვე. აქ 5 ძირითადი სარტყელია: ტყის (ზღ. დ.-დან 1900 მ-მდე), სუბალპური (1900-2500 მ), ალპური (2500-3000 მ), სუბნივალური (3000-3600 მ) და ნივალური (>3600 მ). აღმოსავლეთ საქართველოში ვერტიკალური სარტყლურობა უფრო რთულია. გამოიყოფა 6 ძირითადი სარტყელი: ნახევრადუდაბნოების, სტეპებისა და არიდული ნათელი ტყეების (150-600 მ), ტყის (600-1900 მ), სუბალპური (1900-2500 მ), ალპური (2500-3000 მ), სუბნივალური (3000-3700 მ) და ნივალური (>3700 მ).

ქვემოთ მოცემულია საქართველოში არსებული ძირითადი ბიომების მოკლე აღწერა. სხვადასხვა ბიომებისთვის დამახასიათებელი მცენარეთა სახეობების უფრო დეტალური ნუსხა იხილეთ დანართში (დანართი 2: მცენარეთა მნიშვნელოვანი სახეობების სია ბიომების მიხედვით).

ჭალის ტყის ბიომი

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობებსა და მთისწინეთში ჭალის ტყეების ბიომები განვითარებულია მდინარეების - მტკვრის, ივრის, ალაზნის და ქციის ქვემო წელის გასწვრივ. მათში ჭარბობს მუხაQuercus
pedunculiflora, აგრეთვე ვერხვი Populus
 canescens,
 Populus
 hybrida, ქაცვი HHyppophae
 rhamnoides და სხვ. ეს ტყეები მდიდარია ლიანებით.

დასავლეთ საქართველოს ჭალის ტყეებში წამყვანი პოზიცია უჭირავს მურყნარებს. ამ ტყეებისთვის დამახასიათებელია გვიმრა (Mateucia
 struthiopteris)
 და ლიანები (Hedera
 colchica,
 Smilax
 exscelsa,
 Vitis
 sylvestris).
 თითქმის გაუვალ რაყებს ჰქმნის მაყვალი (Rubus
anatolicus).

ნახევრადუდაბნოს ბიომი

ნახევრადუდაბნოს ბიომები გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობებში. ამ ბიომის ერთ-ერთი მთავარი დომინანტია ავშანი (Artemisia
 fragrans). შიდა ქართლში გავრცელებული ავშნიანები მდიდარია ეფემერებით.

ნახევრადუდანოს ბიომებში ზოგ ადგილას ჩართულია დამლაშებული (ბიცობი) უდაბნოს ფრაგმენტები დამახასიათებელი სახეობრივი შემადგენლობით.

სტეპის ბიომი

ნამდვილი სტეპის ეკოსისტემები საქართველოში მხოლოდ ფრაგმენტების სახით არის წარმოდგენილი და არაიშვიათად განვითარებულია ნატყევარი და ბუჩქნარი მცენარეულობის ადგილებზე.

აღმოსავლეთ საქართველოში სტეპის ბიომები განვითარებულია 300-700 მეტრზე ზღვის .დონიდან. ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგად სტეპის ბიომში შესულია ტყის და ბუჩქნარი მცენარეულობის ეკოსისტემები. სტეპის ბიომის ფარგლებში კლიმატი მშრალი სუბტროპიკულია, კონტინენტურობის ნიშნებით, შედარებით მშრალი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. თოვლის საფარი მცირეა და არამყარი.

სტეპის ბიომის ერთ-ერთ ყველაზე დამახასიათებელ ეკოსისტემას წარმოადგენს უროიანი (Botriochloa
 ischaemum) ველი (ანუ სტეპი). ტიპიური სტეპის მცენარეულობის კომპონენტებია: Stipa tirsa, St. lessingiana, St.pulcherrima, St.capillata. ნაირბალახოვანი სტეპები მხოლოდ გარეჯისათვის არის დამახასიათებელი და საკმაოდ მდიდარი სახეობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მთის სტეპები მხოლოდ სამხრეთ საქართველოშია გავრცელებული 1800-2500 მეტრზე ზღვის დონიდან.

არიდული მეჩხერი (ნათელი) ტყისა და ჰემიქსეროფილური ბუჩქნარის ბიომი

აღმოსავლეთ საქართველოს ნახევრადუდაბნოებისა და სტეპების სარტყელში გავრცელებულია აგრეთვე ნათელი ტყის მცენარეულობა. ეს ბიომი შედგება ტყის ქსეროფილური მცენარეებისაგან და საკმაოდ გვალვაგამძლე ბალახოვანი საფარისაგან. იგი ყველაზე კარგად არის გამოხატული ვაშლოვანის ნაკრძალში და უკავია 5000 ჰა ფართობი.

საკმლის ხის (Pistacia
mutica)
ნათელი ტყე მიეკუთვნება დასავლეთ-ირანულ ტიპს, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა ბუჩქები (Paliurus
spina‐christi, Rhamnus pallasii,
Cotinus
coggygria
და სხვ.). გვხვდება აგრეთვე საკმლის ხის სუფთა რაყები, რომელსაც ცალკეული ხე ან ბუჩქები თუ შეერევა ხოლმე.

ღვიიან ნათელ ტყეებს უკავიათ მცხეთისა და ვაშლოვანის მთისწინების ჩრდილო ფერდობები. ამ ტყეების დომინანტებია Juniperus
foetidissima
 (აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვეთის სახეობა) და J.
polycarpus (წინა აზიური სახეობა). ვაშლოვანში ეს სახეობები საკმლის ხის ტყის კომპონენტებია. გარდა ამ სახეობებისა, ამ ეკოსისტემაში გავრცელებულია კავკასიური Juniperus
oblonga და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვური J.
rufescens. ხშირად ღვიიან ნათელ ტყეებს უკავიათ ტყის შემდეგ განვითარებული მცენარეულობის ადგილი.

ჰემიქსეროფილური ბუჩქნარები განვითარებულია უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოს მთისწინების სამხრეთ ფერდობებზე, ძირითადად ქართული მუხის ტყის დეგრადაციის შედეგად (600-800 მ.) განთავისუფლებულ ადგილებში.

ტყის ბიომი

საქართველოში ტყეს სხვა მცენარეულ ტიპებთან შედარებით ყველაზე დიდი ფართობი უკავია (ქვეყნის საერთო ტერიტორიის 36,7%). ტყის ეკოსისტემები დამახასიათებელია ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონისთვის, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ჯავახეთის პლატო, ხოლო ხევისა და მთიანი თუშეთის რეგიონებში ტყეს ძალიან მცირე ფართობი უკავია. სხვადასხვა ტიპის ტყეების წილი ქვეყნის ტყეების საერთო ფართობში შემდეგნაირია:

წიფლნარები - 51%, სოჭის ტყეები - 10%, მუხნარები - 3,3%, ნაძვნარები - 6,3%, ფიჭვნარები - 3,6%, მურყნარები - 3%, წაბლის ტყეები - 2,1%, არყნარები - 2%.

საქართველოს ტყეების დანარჩენ ფართობს ხემცენარეთა სხვადასხვა სახეობები ქმნის (Carpinus caucasica, Tilia  caucasica, Acer platanoides, A. trantvetteri, Fraxinus exscelsior და სხვ.).

დასავლეთ საქართველოში ტყე უკვე ზღვისპირიდანაა გავრცელებული, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ტყის სარტყელი 600-700 მეტრიდან იწყება.

მუხნარები (Quercus
iberica): გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოს ტყის სარტყლის ქვედა ნაწილში (600-700 მეტრიდან). სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით სხვადასხვა ვარიანტები გამოიყოფა.

წიფლნარები (Fagus orientalis): გავრცელებულია ტყის სარტყლის შუა და ზედა ნაწილში. ერთ-ერთ ყველაზე დამახასიათებელ სახეობას წარმოადგენს კავკასიური რცხილა (Carpinus
caucasica).

ფიჭვნარები (Pinus spp.)
გვხვდება ზღვის დონიდან 1700-2400 მეტრის ფარგლებში. ეს ეკოსისტემები მდიდარი ფლორისტული შემადგენლობით გამოირჩევიან. დამახასიათებელი სახეობებია: არყი, წიფელი, სოჭი და სხვ.
მუხნარ-ფიჭვნარი: ფიჭვთან ერთად ამ ეკოსისტემ ას ქმნის მაღალი მთის მუხა. ამ ტყეებს ვხვდებით აღმოსავლეთ საქართველოში 800-1100 მ. სიმაღლის ფარგლებში, ხოლო აჭარაში მისი გავრცელების ზონა გაცილებით დაბალი სიმაღლეებიდან იწყება (300 მ-დან 1100-1200 მ-მდე).

უთხოვრის (Taxus
baccata)
ტყეები: შემონახულია რელიქტური ტყის სახით ბაწარას ხეობაში, ალაზნის ზემო დინებაში.

ძელქვიანები (Zelkova carpinifolia): ბაბანეურის ძელქვიანები თავისი რელიქტური ბუნებით და იშვიათი გავრცელებით დიდ ყურადღებას იქცევს. ის ძირითადად გვხვდება ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე, როგორც თხელ, ისე კარგად განვითარებულ ნიადაგებზე (დასავლეთ საქართველოში ძელქვიანები განვითარებულია ალუვიალურ-ჩონჩხიან ქვიშნარ ნიადაგებზე).

ნეკერჩხლიანები (Acer velutinum): ეს ტყეები მხოლოდ ალაზნის ველზეა გავრცელებული. მისი ზედა ზღვარი 1000 მ-ს არ აღემატება.

კოლხური ტყეები: დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაჭაობებულ დაბლობზე, ზღვის დონიდანვე იწყება მურყნარები (Alnus barbata),
 ლაფნარები (Petocarya pterocarpa), ნაკლებ ტენიან ადგილებში გავრცელებულია მუხნარები (Quercus iberica, Q.hartwissiana), რცხილნარები (Carpinus caucasica), წაბლნარები  (Castanea sativa). ეს ტყეები მდიდარია ლიანებით (Hedera colchica, Smilax excelsa, Vitis sylvestris).

ბიჭვინთის ფიჭვის (Pinus
pithyusa)
ტყე: ბიჭვინთის ფიჭვი რელიქტური სახეობაა. ამ ტყისთვის დამახასითებელია ხმელთაშუაზღვისპირეთის ფლორის წარმომადგენლები.

დასავლეთ საქართველოს ტყეებისთვის დამახასიათებელია რელიქტური გართხმული ბუჩქების, მათ შორის, მარადმწვანეების ქვეტყე. ზოგიერთ რაიონში (აფხაზეთსა და სამეგრელოს კირქვიან მთებში) გვხვდება ბზა (Buxus  colchica). დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში (იმერეთში) ტყის ქვედა და შუა სარტყელში გაბატონებულია იმერეთის მუხა (Quercus imeretina),
 რომელიც ძელქვასთან (Zelcova carpinifolia) ერთად ქმნის აჯამეთის ნაკრძალის ძელქვნარ- მუხნარ ტყეებს.

სუბალპური ბიომი

მაღალმთის მცენარეულობა მეტად მრავალფეროვანია, რაც განპირობებულია, პირველ რიგში, კავკასიის მთების ევროპისა და აზიის შესაყარზე მდებარეობით, კლიმატის კონტრასტულობით, რელიეფის ძლიერი დანაწევრებით და სხვ.

კავკასიის მთებში განსაკუთრებით უნდა გამოიყოს სუბალპური სარტყლის (2400-2750 მეტრი ზღვის დონიდან) ტყის ზედა საზღვრის მცენარეულობა, რომელიც გამოირჩევა როგორც დიდი მრავალფეროვნებით, ისე იშვიათი ენდემური და რელიქტური სახეობების სიუხვით. სუბალპური სარტყლის მცენარეულობისათვის დამახასიათებელია შემდეგი ფორმაციები:

მეჩხერი ტყეები, ტანბრეცილი ტყეები, გართხმული ბუჩქნარები, მაღალბალახეულობა, ფართოფოთლიანი მდელოები.

მეჩხერი ტყეები: მეჩხერი, ანუ “პარკისებური ტყეები” გვხვდება 1800-1900 მ-ის ზემოთ. მეჩხერ ტყეს წარმოქმნიან ძირითადად მაღალმთის ბოკვი და მაღალმთის მუხა. გარდა ამისა, “პარკისებურ ტყეს” ქმნიან (უფრო ხშირად ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად) წიფელი, ნაძვი, ფიჭვი და სხვ.

ტანბრეცილი ტყეები: კავკასიის სუბალპურ ტანბრეცილ ტყეებს ქმნიან წიფელი, არყის სხვადასხვა სახეობები, მაღალმთის ბოკვი, კოლხური თხილი, იმერული ხეჭრელი და სხვები. განსაკუთრებით საყურადღებოა კოლხეთის ტანბრეცილი ტყეები, სადაც კლიმატი არა მარტო ძალიან ტენიანი, შედარებით რბილიცაა. ეს ტყეები მდიდარია ენდემური და რელიქტური სახეობებით (მაგ. პონტოური მუხა, მეგრული არყი, მედვედევის არყი და სხვ.)

გართხმულ ბუჩქნარები: ეს ფორმაციების ძირითადი კომპონენტებია დეკა,
უნგერნის შქერი, გართხმული ღვია, კავრა, მელიქაური და სხვ.

სუბალპური ზონის ბალახოვანი ფლორა გამოირჩევა სახეობრივი მრავალფეროვნებითა და კავკასიის ენდემების სიმდიდრით. აღსანიშნავია მაგალითად, მონოტიპური გვარი Gadellia, ასევე Grosshemia,
Dolychorrisa და სხვ.

ალპური სარტყლის ბიომი

კავკასიონის ქედი და მცირე კავკასიონი ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია დაღესტნის და კავკასიონის ჯიხვები, რომლებიც ბინადრობენ კავკასიონის მთამაღალზე და კავკასიონის ენდემებს წარმოადგენენ. პირიქითა ხევსურეთისა და ალაგ-ალაგ თუშეთში მოიპოვება ნიამორი, რომელიც გადაშენების გზაზე მდგომი სახეობაა და შეტანილია ,, საქართველოს წითელ წიგნში (სწწ). როგორც კავკასიონზე, ისე მცირე კავკასიონზე ფართოდაა გავრცელებული არჩვი. ალპურ მდელოებზე გვხვდება პრომეთეს მემინდვრია. გუდაურსა და მის მიდამოებში ბინადრობს გუდაურული მემინდვრია. ხევსურეთში ცხოვრობს დაღესტნური ომანა. ალპური მდელოების რიგ ადგილებში გვხვდება კავკასიური ბიგა, გრძელკუდა კბილთეთრა. ზოგიერთი მტაცებელი აქ ტყის ზონიდან ადის.
ალპურ ზონაში ბევრია ფრინველი. აღსანიშნავია კასპიური შურთხი (სწწ). კავკასიონის მთამაღალზე ფართოდაა გავრცელებული კავკასიური შურთხი. ზოგან არის კაკაბი. ამავე ზონაში ბინადრობენ მთის არწივი, ორბი და ბატკანძერი (შეტანილნი არიან სწწ-ში). ალპურ ზონაში გვხვდება მაღრანი, ჭკა, კავკასიური სტვენია, მთის ტოროლა, ალპიური ჭვინტაკა და სხვ. ქვეწარმავლებიდან აღსანიშნავია კავკასიური კლდის ხვლიკი, ზღვის ანკარა და სხვ. ამფიბიებიდან საყურადღებოა ამიერკავკასიური ბატატი, კავკასიური ჯვრიანა (სსრკ წწ). მაღალმთიან მდინარეებსა და ტბებში იცის კალმახი. ბევრია ნაირგვარი მწერები, მოლუსკები.

ალპური სარტყელი საქართველოში მდებარეობს 2400-2500 მ-დან - 2900-3000 მ-მდე ზღვის დონიდან. აქ გავრცელებულია შემდეგი ძირითადი ეკოსისტემები: ალპური მდელოები (მკვრივკორდიანი, მეჩხერკორდიანი, მარცვლოვანი და ნაირბალახოვანი), ალპური ხალები, ბუჩქნარი და კლდისა და ნაშლების მიკროეკოსისტემები.

ალპური მდელოები: ძიგვიანი (Nardus
 glabriculmis) ეკოსისტემები ძირითადად გავრცელებულია ცივი და ტენიანი (ხშირად ძლიერ ტენიანი) ნიადაგის გარემოში მცირედ დაქანებულ ფერდობებზე ან გავაკებულ რელიეფზე. ამ ეკოსისტემების ფლორისტული შემადგენლობა არ არის მრავალფეროვანი (25-30 სახეობა თითოეულ ცენოზში). ჭრელი წივანას მდელოები ალპურ სარტყელში ძირითადად სამხრეთ ექსპოზიციის ძლიერ დაქანებულ ფერდობებზეა წარმოდგენილი და 3000 მ-მდე აღწევს. ამ ეკოსისტემის ფლორისტული შემადგენლობა საკმაოდ მრავალფეროვანია. თოვლით ხანგრძლივად დაფარულ ჩრდილოეთ ფერდობებზე, უმთავრესად დასავლეთ კავკასიონზე, ფართოდაა გავრცელებული Geranium gymnocaulon-ის მდელოები. მისი ფლორისტული შემადგენლობა შედარებით ღარიბია.

ალპური ხალები: ეს ეკოსისტემები განვითარებულია ე.წ. “ცირკების” ფორმის რელიეფის პირობებში, სადაც თოვლის საფარი ხანგრძლივი დროის მანძილზეა შენარჩუნებული. ამ ეკოსისტემის სახეობრივი შემადგენლობა არ არის მრავალფეროვანი და მოიცავს 20-25 სახეობას.

ალპური ბუჩქნარები: დეკიანები გვხვდება ალპური სარტყლის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ფერდობებზე. დეკიანი სახეობრივი შემადგენლობის თვალსაზრისით არ არის მდიდარი (10-15 სახეობა ცალკეულ ცენოზში). ქონდარა ბუჩქის Drias
caucasica-ს ფორმაციები კი ფლორისტული შემადგენლობით საკმაოდ მდიდარია.

აღსანიშნავია, რომ კავკასიონის ალპურ სარტყელს აღწევს ღვიას ორი სახეობა: Juniperus hemispaerica (=J.
depressa) და J.
sabina.

სუბნივალური და ნივალური ბიომი

სუბნივალური სარტყელი საქართველოში მდებარეობს 3000 დან 3600 მ.-დე ზღვის დონიდან. ეს სარტყელი ყველაზე კარგად არის გამოხატული ცენტრალურ და აღმოსავლეთ კავკასიონზე. ამ ზონისთვის დამახასითებელ ექსტრემალურ გარემოსთან შეგუებულია მცენარეთა მხოლოდ გარკვეული ჯგუფი (კავკასიის სუბნივალურ სარტყელში სულ დაახლოებით 250 სახეობაა გავრცელებული). აღსანიშნავია სუბნივალური სარტყლის ფლორაში ენდემურ სახეობათა მაღალი წილი - 60-70%. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ენდემური გვარები, როგორიცაა: Pseudovesicaria, Gymphyloma, Pseudobetckea, Coluteocarpus, Didimophysa, Eunomia, Vavilovia.

ჭაობისა და წყლის ბიომები

ჭაობები საქართველოს ლანდშაფტების ტიპიური კომპონენტია. ის განსაკუთრებით კარგადაა გამოხატული კოლხეთის დაბლობსა და სამხრეთ საქართველოს ვულკანურ პლატოზე. ჭაობები გავრცელებულია, როგორც დაბლობ ზონაში, ისე სუბალპურ და ალპურ სარტყელში. საქართველოში განსაკუთრებით ფართოდ არის წარმოდგენილი ეუტროფული ჭაობები, ხოლო მეზოტროფულს და ოლიგოტროფულს შედარებით შეზღუდული არეალი უკავია.

სფაგნუმიანი ჭაობები: დასავლეთ საქართველოში სფაგნუმიანი ჭაობები ზღვის დონიდან სუბალპურ სარტყელამდეა გავრცელებული, აღმოსავლეთ საქართველოში კი მშრალი კლიმატის გამო 2000 მ-ზე უფრო მაღლა აღარ გვხვდება. აღსანიშნავია, რომ კოლხეთის სფაგნუმიანი ჭაობებისათვის დამახასიათებელია ბორეალური (სფაგნუმის ხავსები, დროზერა (Drosera
 rotundifolia), რინხოსპორა (Rhinhospora
 alba)) და მაღალი მთის (იელი Rhododendron
 luteum, შქერი Rhododendron ponticum) სახეობების თანაარსებობა. აგრეთვე, რელიქტური სახეობები: Osmunda regalis, Soligado turfosa, Drosera rotundifolia, Trapa colchica.

ჰიდროფილური მაღალბალახეულობის მცენარეულობა: ეს ეკოსისტემა ძირითადად სამხრეთ საქართველოს დაბლობსა და ვულკანურ პლატოზე გვხვდება. მისი გავრცელების ზედა საზღვარია 2 000 მ. ზღ. დ. ამ ეკოსისტემის დომინანტი სახეობებია: Phragmites
australis,
Typha
latifolia,
T.
angustifolia
და სხვ.


ჰიდროფილური დაბალბალახოვანი მცენარეულობა: ეს ეკოსისტემა გავრცელებულია 2300 მ-ზე ზღ. დ. და უფრო მაღლა, მაგრამ მას უმნიშვნელო ფართობები უკავია.

ტყისზონას

საქართველოში საკმაოდ ვრცელი ფართობიუკავია. იგი რესპუბლიკის დასავლეთ ნაწილში კავკასიონის სამხრეთ კალთებზე იწყება და მაჭისწყალზე (ლაგოდეხის მახლობლად მთავრდება). ამ ზონაში ერთიანდება კავკასიის სამხრეთი ფერდობი, დაწყებული დასავლეთ საქართველოში 500 მეტრიდან, სუბალპურ მდელოებამდე., ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - 800 მეტრიდან სუბალპურ მდელოებამდე. ამავე ზონაში შედის ქართლ-იმერეთის, თრიალეთისა და გომბორის ქედების ტყეები. ამ ზონის ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია გარეული ღორი, შველი, ირემი, მგელი, რომელიც თითქმის ყველგან არის და ზოგან ალპურ მდელოებამდე. აღწევს. მრავალგანაა ტურა, ამიერკავკასიის მთის მელა, რომელიც სხვა სტაციებშიც გვხვდება. ფართოდაა გავრცელებული ტყის კატა, ფოცხვერი, თითქმის ყველგან გვხვდება მურა დათვი, ამიერკავკასიის მაჩვი, კავკასიური ყვითელყელა კვერნა. ბზიფის ხეობაში უმნიშვნელო რაოდენობით არის კავკასიური წაულა, მრავალგანაა წავი, მაგრამ ყველგან თითო-ოროლა (შწწ). თითქმის ყველგან არის დედოფალა,. ტყეებსა და ტყისპირებში გვხვდება კურდღელი, რომელიც ზოგან ალპურ მდელოებამდეც ადის. როგორც ფოთლოვან, ისე წიწვოვან ტყეებში ფართოდაა გავრცელებული კავკასიური ციყვი, თერგის სათავის ტყეებში მცირე რაოდენობითაა კავკასიური თრია. თითქმის ყველგან გვხვდება ძილგუდა და ღნავი. თერგის სათავესთან, გუდაურთან, სვანეთში, აფხაზეთში ბინადრობს კავკასიური თაგვანა. ამავე ზონისათვის დამახასიათებელია ყვითელყელა ტყის თაგვი. შატილის მიდამოებში ბინადრობს დაღესტნური ომანა. გურია-აჭარის ქედზე ხშირია პონტოური მემინდვრია, მრავალგანაა წყლის მემინდვრია. ზოგიერთ ადგლას გვხვდება სურამული, დაღესტნური, ბუჩქნარის, ამირკავკასიური თოვლა და მცირეაზიური მთის მემინდვრიები. ფართოდ არიან გავრცელებული ზღარბი, თხუნელა, კავკასიური ბიგა. რადეს ბიგა (სწწ) ბინადრობს ბაკურიანის მისადევრებსა და ლაგოდეხის რაიონში, ქუთაისის მახლობლად. მრავალგანაა კავკასიური კბილთეთრა

ლაგოდეხის რაიონში, გუდამაყრის ხეობასა და ანანურის მიდამოებში გვხვდება სპარსული კბილთეთრა, აბასთუმნის მიდამოებში - მცირე კბილთეთრა (სწწ), ზუგდიდსა და მის მიდამოებში ბინადრობს ყურგრძელი მღამიობი (სწწ), თბილისში, ზუგდიდსა და და აჭარაში - ფრთაგრძელი ღამურა (სწწ), ბორჯომის ხეობასა და აფხაზეთში - გიგანტური მეღამურა (სწწ), ქუღაისში, ფოთსა და აჭარაში გავრცელებულია მცირე მეღამურა (სწწ), თბილისიდან და ბორჯომის ხეობიდან ცნობილია მაჩქათელა (სწწ). ტყის ზონა საკმაოდ მდიდარია ფრინველით. ფართოფაა გავრცელებული კავკასიური როჭო (კავკასიური ენდემია და შეტანილია სწწ-ში). ტყეების მეტად განსაზღვრულ უბნებსა და ქვედა სარტყელში (750 მეტრამდე), მეტწილად კი ჭალის ტყეებსა და ბუჩქნარ-ბარდნარებში, ბინადრობს ჩვეულებრივი ანუ კლხური ხოხობი. მრავალგანაა გვრიტი, ქედანი. ტყეებისა და ტბორების სანაპიროებზე ბინადრობენ მელოტა, წყლის ქათამი, ზოგან დასავლური ლაინა, მცირე ქათამურა, ჭაობიანსა და ნოტიო ადგილებში მიმოფრენისას გვხვდება პრანწია, შავულა, ჭაობის კოკორინა, ევროპული დიდი კრონშნეპი, ტყის ქათამი, ჩიბუხა, გოჭა და სხვ.; წყალსატევების სანაპიროებში - ჩვეულებრივი და მდინარის თოლიები, რიგ ადგილებში ბინადრობენ ღორიხვები, მურტალები, წყალსატევებთან ბინადრობენ რუხი ბატი, გარეული იხვი, ევროპული ჟერო; ივეოსი გვხვდება მიმოფრენისას. ერთეულების სახითაა იშხვარი ანუ შავი ყარყატი (სწწ). აქვე არიან თეთრი ყარყატი, რუხი, თეთრი და ღამის ყანჩები, შავარდენი (სწწ), გავაზი, კავკასიური ქორი, მიმინო, ჭაობის ბოლობეჭედა, ევროპული ძერა. მდინარეთა სანაპიროების მაღალ ხეებზე ბუდობს ფსოვი (გადაშენების გზაზე მდგომი სახეობაა; სწწ). გორაკ-ბორცვიან ადგილებში ბუდობს ფასკუნჯი, უღრან ტყეებში - სვავი. აქა-იქ გვხვდება ჩია და დიდი მყივანი არწივები. მრავალგან ბინადრობენ კაკაჩა, ზარნაშო, ტყის ბუ, გუგული, ოქროსფერი კვირიონი, ალკუნი, ჩვეულებრივი მაქცია, ნამგალა, შავი, მწვანე და დიდი ჭრელი კოდალები, რუხი ყვავი, ჭილყვავი, კაჭკაჭი, ჩხიკვი, შოშია, მოლაღური, კულუმბური, ჩიტბატონა, სტვენია, კოჭობა, ნისკარტმარწუხა, ნიბლია, სახლის ბეღურა, ბაღის გრატა, ტოროლები, ევროპული წყალწყალა, ბზეწვია, მთის მწყერჩიტა, წითელფრთიანი კლდეცოცია, მგლინავა, სინეგოგა, წიწკანა, წივწივა, რემეზი, რამდენიმე სახეობის ღაჟო, ყვითელთავა ნარჩიტა, კავკასიური ყარანა, რამდენიმე სახების მეჩალია, დიდი ბუტბუტა, ასპუჭაკა, ჩხართვი, შავი შაშვი, ჯიჯღი, ჩიჩხინაკი, კდლის შაშვი, მეღორღია, ბულბული, გულწითელა, ჭვინტა, ჭინჭრაქა, სოფლის და ქალაქის მერცხლები და სხვ.

ტყის ზონის ქვეწარმავლებს შორის საყურადღებოა კავკასიური ჯოჯო, გველხოკერა, ბოხმეჭა, ზოლებიანი, საშუალო, მარდი და მდელოს ხვლიკები, ზოგან კლდის ხვლიკიცაა. ბევრგანაა გველბრუცა, ჩვეულებრივი და წყლის ანკარები; მუცელყვითელა, წენგოსფერი, გრძელი (სწწ), ფერადი და ოთხზოლიანი მცურავები, მცირე არეალის მქონე სახეობები - კავკასიური და ცხვირრქოსანი გველგესლები და ხმელთაშუა ზღვის კუ შეტანილი არიან სწწ-ში. ამფიბიებიდან აღსანიშნავია ენდემური კავკასიური სალამანდრა, მცირეაზიული ტრიტონი და კავკასიური ჯვრიანა (შეტანილი არიან სწწ-ში), ფართოდაა გავრცელებული ტბისა და მცირეაზიური ბაყაყები, ვასაკა, ჩვეულებრივი და მწვანე გომბეშოები და სხვ.

თევზებიდან აღსანიშნავია კალმახი, შავი ზღვის ორაგული, აღმოსავლური ქაშაპი, კოლხური ტობი, შამაია, კოლხური წვერა, მურწა, მარდულა, მტკვრის გოჭალა, ლოქო, მდინარის ღორჯო, ზოგან გვხვდება ქორჭილა და სხვ.
ტყის ზონა მდიდარია ნაირგვარი უხერხემლო ცხოველებით (მწერებით, მოლუსკებით, ობობასნაირებით, ჭიებით და სხვ.).

აღმოსავლეთ საქართველოს ვაკისა და დაბლობი

ზონაში ბინადრობენ ნაირგვარი ცხოველები. თუმცა ამ ზონის ფაუნას ერთფეროვნების დაღი აზის. ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია შირაქის ველის ბინადარი ქურციკი, რომელიც გადაშენების გზაზეა (სწწ). კახეთის ტყეებსა და გარდაბნის მტვრისპირა ჭალებში გვხვდება გარეული ღორი, შველი, ირემი. ფართოდ არიან გავრცელებულნი ევროპული ზღარბი, კავკასიური თხუნელა, კავკასიური ბიგა, გრძელკუდა და და მცირე კბილთეთრები. თბილი მიდამოებიდანაა ცნობილი ყველაზე პატარა ძუძუმწოვარი - ფუღუ (სწწ). მრავლად არიან ცხვირნალები, მღამიობები, მეღამურები, ღამურები, რომლებიც ტყის ზონაშიც ფართოდ არიან გავრცელებული. მრავალგან გვხვდება კურდღელი, ჩვეულებრივი და საზ. მემინდვრიები, ველის თაგვი, ამიერკავკასიური ომანა, რუხი ზაზუნა, ელდარისა და სამგორის ველებზე ბინადრობს კავკასიური წითელკუდა მექვიშია; ფართოდაა გავრცელებული წყლის მემინდვრია, ამიერკავკასიური მაჩვი, წავი, დედოფალა; მცირე რაოდენობითაა ჭრელტყავა, რომელიც გადაშენების გზაზე მდგომი სახეობაა (სწწ). მეცხოველეობის რაიონებში თითქმის ყველგანაა მგელი. მრავალგან გვხვდება ტურა, ამიერკავკასიური ველის მელა. ამოწყდომის საფრთხის წინაშეა ზოლებიანი აფთარი (სწწ), გადაშენების გზაზეა ამიერკავკასიური ჯიქი (სწწ).

ამ ზონაში მრავალგვარი ფრინველი გვხვდება. აღსანიშნავია მწყერი, კაკაბი და გნოლი (სწწ); ივრის ხეობის მცირე ნაკვეთზე ცხოვრობს მცირე არეალის მქონე ფრინველი დურაჯი (სწწ), მრავალგან გვხვდება ჩვეულებრივი ხოხობი, გარეული მტრედი, ქედანი, გვრიტი. წყალსატევების მიდამოებში ბინადრობენ ხონთქრის ქათამი (სწწ), მელოტა, ქათამურა და სხვ. წინა წლებში იშვიათად გამოსაზამთრებლად მოფრინდებოდნენ ხოლმე სავათი და სარსარაკი, გადაშენების გზაზე მდგომი სახეობებია (სსრკ წწ). მრავალგან არის თვალჭყეტია, ველის მერცხალა, საყელოიანი მეჭვავია, მცირე წინტალა, ჭაობის კოკორინა, კრონშნეპი, ჭყინპო, საყელოიანი მეჭვავია, მცირე წინტალა, ვერცხლისფერი და მდინარის თოლიები, თევზიყლაპიები, იშვიათად გვახვდება რუხი ბატი, გედები, ხშირად - წითელი იხვი, გარეული იხვი, იხვინჯა, ყურყუმელა და სხვ. ზოგიერთ ადგილას ბინადრობს მცირე ჩვამა, ხოლო მიმოფრენისას იშვიათად გვხვდება ხუჭუჭა ვარხვი. ბევრია თეთრი ყარყატი, იშხვარი, თეთრი ყანჩა, ყარაულა, ღამის ყანჩა, კირკიტა, მიმინო, ქორი, რამდენიმე სახეობის მოლობეჭედა, ძერა. გადაშენების გზაზეა ბეგობისა და ველის არწივები და შაკი (შეტანილი არიან სწწ-ში). ფართოდ არის გავრცელებული ზარნაშო, წყრომი, გუგული, უფეხურა, ალკუნი, კვირიონი, ყაპყაპი, შავი, მწვანე და ჭრელი კოდალები, მაქცია, ნამგალა, ყორანი, ტუხი ყვავი, კაჭკაჭი, შოშია, მოლაღური, კულუმბური, ჩიტბატონა, რამდენიმე სახეობის ღაჟო, ჭვინტა, სტვენია, ნიბლია, მინდვრის ბეღურა, სხვადასხვა სახეობის ტოროლა, გრატები, წყალწყალა, ბზეწვია, ბოლოქანქარა, მწყერჩიტა, დიდი წივწივა, რემეზი, მემატლია, ყარანა, მეცალიები, ასპუჭაკები, ჩხართვი, შაშვი, მეღორღია, ბილბული, წყლის შაშვი, მენაპირე, ქალაქისა და სოფლის მერცხლები და სხვ.

ქვეწარმავლებიდან აღსანიშნავია კავკასიური ჯოჯო, იშვიათად გვხვდება თავტიტველა გეკონი, სპარსული მრგვალთავა, ხშირად - გველხოკერა, ბოხმეჭა, საშუალო, ზოლებიანი, მარდი და მდელოს ხვლიკები. აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება კოხტა გველთავა, მარდი ფსვენი და სხვ. გველებიდან საყურადღებოა გველბრუცა, ველის მახრჩობელა (სწწ), ჩვეულებრივი და წყლის ანკარები, მუცელყვითელი, წენგოსფერი და ხალებიანი მცურავები. თბილ მიდამოებში გვხვდება ესკულაპის გველი (სწწ). მრავალგანაა კატისთვალა გველი, ველის გველგესლა, გიურზა. რიგ ადგილებში ბინადრობს გიურზა, წყალსატევებსა და მათ მიდამოებში ცხოვრობენ ჭაობისა და წყლის კუები, ზოგან ხმელთაშუა ზღვის კუ.

ამფიბიებიდან აღსანიშნავია მცირეაზიური ტრიტონის თბილისის მიდამოებში აღწერილი ქვესახეობა (სსრკ წწ). ფართოდ არიან გავრცელებული ტბისა და მცირეაზიური ბაყაყები, გომბეშო, ვასაკა.

თევზებიდან საყურადღებოა კალმახი, ქაშაყი, ტობი, მურწა, წვერა, ხრამული, ჭანარი, კობრი, ლოქო, მდინარის ღორჯო და სხვ.

ზონის ფარგლებში მრავლად არიან ნაირგვარი მწერები,&

საქართველოს ბიომრავალფეროვნება
ბაკურიანი ბოტანიკური ბაღი

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტისა, მაღალმთის ბოტანიკური ბაღი. მდებარეობს ბაკურიანის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე. ზღვის დონიდან 1700 მ სიმაღლეზე. დაარსებულია 1910 წელს კოხტაგორის დასავლეთ კალთაზე ა. როლოვისა და ა. ფომინის ინიციატივით. 1934 წელს ბაღი საქართველოს ბოტანიკის ინსტიტუტს გადაეცა. 1937 წელს ბაღი გაშენდა ახალ ტერიტორიაზე. უკავია 17 ჰა ფართობი. ბაკურიანის ბოტანიკური ბაღის ძირითადი დანიშნულებაა კავკასიის მაღალმთიანეთის მცენარეების ინტროდუქცია, მათი აკლიმატიზაცია და დამახასიათებელ ბიოეკოლოგიურ თავისებირებათა დადგენა. ამავე დროს ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკური ინსტიტუტის ერთ-ერთი ექსპერიმენტული ბაზაა. მის ტერიტორიაზე შექმნილია საცდელი ნაკვეთები და კოლექციები, რომელთა შორის აღსანიშნავია:

ალპურ მცენარეთა კოლექცია (თავმოყრილია კავკასიის სხვდასხვა რაიონიდან გადმოტანილი 1200-მდე სახეობა  - ქარცხვი,  კენკეშა,  ცის-ფოლიო,  ბაიერნის  ფურისულა,  აღმოსავლური  ყაყაჩო,  ჯავახური  და  კეცხოველის  ფამფარულა,  ჭრელი  წივანა,  მთის  ბარისპირა,  ფრინტა,  მშვენიერი  დეზურა,  პონტოური  ნაღველა  და  სხვა),  რომელსაც  1,5 ჰა-მდე ფართობი  უკავია.

ალთაის, შორეული აღმოსავლეთის, კარპატებისა და სხვა მცენარეების  კოლექცია,  რომელთა  300-მდე  სახეობა  (ამურის  მიხაკი,  ალთაური  ია,  ციმბირული  ცხენისკბილა,  კარპატული  მაჩიტა,  ალპური  ღიღილო,  ჰიმალაური  ასტრა  და  სხვა)  ბაღშია  ინტროდუქცირებული.

მერქნიან მცენარეთა კოლექცია: კავკასიის 75 სახეობა (მაღალმთის  ნეკერჩხალი,  აღმოსავლური  მუხა,  ლიტვინოვის  და  მედვედევის  არყი,  კავკასიური  სოჭი,  თელა,  ცაცხვი,  დეკა,  უნგერნის  შქერი  და  სხვა).  ეგზოტიკურ  მცენარეთა  66 სახეობა  (დუგლასის  ცრუცუგა,  ევროპული,  ენგელმანის  და  მჩხვლეტავი  ნაძვი,  მანჯურიული  კაკლის  ხე,  ამურის  ხავერდის  ხე,  ციმბირული  ლარიქსი  და  სხვა).  საცდელ  ნაკვეთებზე  გაშენებულია  მოცხარის  (თეთრი,  წითელი  და  შავი),  მაყვლის,  ხურტკმელისა  და  მიჩურინული  ყინვაგამძლე  ვაშლის  სხვადასხვა  ჯიში,  რომლებიც  შემოტანილია  1939 წელს.  ბაკურიანის  ბოტანიკური  ბაღი  უცხოეთის  ზოგიერთ  ბოტანიკურ  დაწესებულებას  უცვლის  თესლს  იმ  სიის  საფუძველზე,  რომელსაც  ყოველწლიურად  აქვეყნებს  საქართველოს  მეცნიერებათა  აკადემიის  ბოტანიკური  ინსტიტუტი.

ბაკურიანი ბოტანიკური ბაღი
თბილისის ბოტანიკური ბაღი

ყოფილი სამეფო ბაღი. სოლოლაკის ქედის სამხრეთით, მდინარე წავკისისწყლის (ლეღვთახევის) ხეობაში მდებარეობს. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ ბაღი სახელმწიფო საკუთრება გახდა. 1845 წელს მას ბოტანიკური ბაღი ეწოდა.

1896-1904 წლებში ბაღი დასავლეთისკენ გაფართოვდა. 1932-58 წლებში მას მიემატა ყოფილი მუსლიმური სასაფლაოს ტერიტორია წავკისისწყლის მარჯვენა ნაპირზე და თაბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე. აქ შემორჩენილ საფლავებს შორის აზერბაიჯანელი მწერლის მირზა ფათალი ახუნდოვის (1812-1878) საფლავია.

ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციები. ბაღის ფარგლებში წავკისისწყალზე რამდენიმე ხიდია გადებული. მათ შორის გამოირჩევა 1914 წელს აშენებული თაღოვანი ხიდი ჩანჩქერის თავზე. ასევე ინახება საქართველოსა და კავკასიაში უნიკალურ მცენარეთა ნაკვეთები, ტროპიკული ორანჟერეა და წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები. ბოტანიკური ბაღის ფართობია 128 000 ჰექტარი.

ბაღის მთავარი შესასვლელი ბოტანიკური ქუჩის ბოლოსაა, ნარიყალას ძირას. 1909-14 წლებში სოლოლაკის ქედში გაიჭრა გვირაბი და გაკეთდა მეორე შესასვლელი ლ. ასათიანის ქუჩიდან.

რესურსები ინტერნეტში

თბილისის ბოტანიკური ბაღი
ქუთაისის ბოტანიკური ბაღი

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური (თბილისი) ბოტანიკური ბაღის ქუთაისის დენდროპარკი, მოკლედ ქუთაისის ბოტანიკური ბაღი - მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე და თავისი ხანდაზმულობისა და გეგმარების თავისებურების გამო საბაღო-საპარკო მშენებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტად ითვლება. გარდა ამისა იგი სუბტროპიკული ხეებისა და ბუჩქების ინტროდუქციის ერთ-ერთ პირველ პუნქტს წარმოადგენს იმერეთში. ბაღი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის რამდენიმე ასეული სახეობითაა წარმოდგენილი.

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი რამდენიმე ბუნებრვი ტერასით არის წარმოდგენილი. გეოგრაფიულად იგი კოლხეთის დაბლობის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილს წრმოადგენს და ზღვის დონიდან სიმაღლე 150 მეტრს აღწევს.

ისტორია

ქუთაისში უცხო მცენარეთა შემოტანას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს და მათი პირველი ცდები მე-19 საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება, მაგრამ მეცნიერულ საფუძველზე მცენარეთა ინტროდუქცია აქ მხოლოდ 1969 წლიდან იწყება და იგი მჭიდორდაა დაკავშირებული ქუთაისის ბოტანიკური ბაღის შექმნასთან. ბოტანიკური ბაღი სამეცნიერო კვლევითი, სასწავლო აღმზრდელობითი და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებაა.

იმერეთში ისევე როგორც საქართველოში, ზოგიერთი ეგზოტიკური მცენარე ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან არის ცნობილი. ისეთი ეგზოტიკების როგორიცაა, მარადმწვანე კვიპროსი, ჭადარი, დაფნა, ციტრუსები, ჩვეულებრივი კაკალი და სხვა, იმერეთში შემოტანის ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ დაუდგენელია და უცხო მცენარეთა შემოტანის ასეთი მცდელობები სტიქიურად ხდებოდა.

მცენარეთა ინტროდუციას მეცნიერულ დონეზე შედარებით სისტემური ხასიათი იმერეთის მხარეში და კერძოდ კი ქუთაისში საფუძველი ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ჩაეყარა და იგი მჭიდროდ უკავშირდება ქუთაისში საქალაქო ბაღის (მოგვიანებით ,,ბულვარი, ამჟამად ქალაქის პარკი) და ფერმის ბაღის (ამჟამად ბოტანიკური ბაღი) შექმნას. საქალაქო ბაღი გაშენდა დაახლოებით 1820 წ., ხოლო ,,ფერმის ბაღი კი 1840 წელს. სწორედ ეს პერიოდი უნდა ჩაითვალოს ქუთაისში უცხო ეგზოტიკურ მცენარეთა ინტროდუციის პირველ ეტაპად და იგი გრძელდება 1900-1910 წლამდე.

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში მცენარეთა ახალი სახეობების შემოტანის და ამ გზით ბაღის მცენარეული საფარის გამდიდრების მეორე ეტაპი ყოფილი ,,ჭომის პარკი (იგივე ფერმის ბაღი) ტერიტორიაზე სუბტროპიკული ინსტიტუტის სახელს უკავშირდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მცენარეთა ინტროდქუციისა იწყება ქუთაისის ბოტანიკური ბაღის შექმნით. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ბაღში ინტენსიურად მცენარეთა ინტროდუქცია. იქმნება ახალი გეოფლორისტული ნაკვეთები.

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში მცენარეთა ინტროდუქცია ხდებოდა ბათუმის, სოხუმის, თბილისს ბოტანიკური ბაღებიდან, ხოლო ნაწილი სახეობების ინტროდქციის წყარო იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადახვა ქვეყნების ბოტანიკური ბაღებიდან დელექტუსით მიღებული თესლები. მათგან განსაკუთრებით თესლები მოდიოდა მოსკოვის, რიგის, კიევის, ნიკიტის, დონეცკის ბოტანიკური ბაღებიდან.

კლიმატი

კლიმატი აქ ტენიანი სუბტროპიკულია, მაგრამ რადგან კლიმატის სუბტროპიკულობას დასავლეთ საქართველოში შავი ზღვა და კავკასიონის მთათა სისტემა განსაზღვრვს, ხოლო ქუთაისის ბოტანიკური ბაღი ზღვიდან საკმაოდ დაცილებულია, კლიმაიტის ეს სუბტროპიკულობა აქ რამდენადმე გამკაცრებულია. მიუხედავად ამისა ქუთაისის ბოტანიკური ბაღის კლიმატი ძირითადად სუბტროპიკულია და მას მცენარეთა ინტროდუქციის თვალსაზრისისთ საკმაოდ დიდი შესაძლებლობები გააჩნია.

დენდროფლორა

ქუთაისის ბოტანიკური ბარის დენდროფლორა 578 სახეობას მოიცავს. ეს ტაქსონები 80 ბოტანიკური ოჯახის 207 გვარის წარმომადგენლებია. 80 ბოტანიკური ოჯახიდან 73 ოჯახი ფარულთესლოვნი ანუ ყვავილოვანი მცენარეები არიან. ისინი 188 გვარსა და 522 სახეობას შეადგენს. რაც სეეხება შიშველთესლოვნებს, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში მათი 7 ბოტანიკური ოჯახია, 19 გვარით და 56 სახეობით. ამ მცენარეთა უდიდესი ნაწილი მსოფლიოს თითქმის ყველა ფლორისტიკური ოლქის წარმომადგენლებია.

ფარულთესლოვანს სახეობათა უდიდესი უმრავლესობის (295) სამშობლო აღმოსავლეთი აზია და ჰიმალაია. ინდო-ჩინეთის და ჰიმალაის ფლორისტიკული ოლქის სახეობებს ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში , როგორც ძველი ასევე ახალი ინტროდუქციით 51,9% უჭირავს. 115 სახეობა ჩრდილოეთ ამერიკის წარმომადგენლებია, რაც 20,0% შეადგენს. კავკასიური სახეობებია 34, ანუ 5,6%. დანარჩენი ფლორისტიკული ოლქები ყვავილოვან მცენარეთა სახეობების უფრო მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი. მათგან ხმელთაშუაზღვეთის მცენარეებს უჭირავს 17 სახეობა, რაც ფარულთესლოვანთა სახეობების 3,0%-ს შეადგენს. ევროპული სახეობებია 15 ანუ 2,7%. 10 სახეობის სამშობლო მცირე აზიაა - 1,8%. 7 სახეობა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის მკვიდრია და მხოლოდ 3 სახეობაა ავსტრალიური წარმოშობის.

რაც შეეხება შიშველთესლოვნებს, 56 სახეობიდან აქაც უმრავლესობა აღმოსავლეთ აზიის მცენარეებია - 19 სახეობა, 15 სახეობის სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა, 3 სახეობა ხმელთაშუაზღვეთის მცენარეა, ასევე 3 სახეობაა კავკასიური წარმოშობის, 2 სახეობის სამშობლო ევროპაა, მცირე აზია, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა და ავსტრალია თითო სახეობებითაა წარმოდგენილი.

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში არსებული დენდროფლორის 578 ტაქსონიდან ხე-მცენარეა 236 სახეობა და შიშველთესლოვანი 48 სახეობა. 260 სახეობა ბუჩქს წარმოადგენს, რომელთა შორის შიშველთესლოვანი მხოლოდ 8 სახეობითაა წარმოდგენილი და მხოლოდ 34 სახეობაა ლიანა, რომლებიც ყველა ფარულთესლოვანი მცენარეებია.

ყველა იმ ტექსონიდან რომლითაც ქუთაისის ბოტანიკური ბაღია წარმოდგენილი 160 საეობა მარადმწვანე ხეები და ბუჩქებია, ხოლო 518 სახეობა ფოთოლმცვენია. მარადმწვანე სახეობებიდან 107 სახეობა ფარულთესლოვანი მცენარეა, 53 სახეობა კი შიშველთესლოვანი. რაც შეეხება ფოთოლმცვენ სახეობებს, 414 სახეობა ფარულთესლოვანია და მხოლოდ 4 სახეობაა შიშველთესლოვნებიდან ფოთოლმცვენი.

სითბოსადმი დამოკიდებულების მიხდვით ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში არსებული სახეობათა უმრავლესობა - 465 ტექსონი ზომიერად თბილი კლიმატის მცენარეებია, 113 სახეობა მკვეთრად გამოსახული სუბტროპიკული ბუნებისაა და ნორმალური ზრდა განვითარებისათვის მეტ სითბოს მოითხოვს. განსაკუთრებით დამღუპველია მათთვის ზამთრის ყინვები. სითბოსმომთხოვნი სახეობებიდან 98 ფარულთესლოვანია, ხოლო 15 სახეობა შიშველთესლოვანს წარმოადგენს.

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი
არხი

წყლის ხელოვნური არტერია, რომელიც წყლის მარშრუტების შესამოკლებლად ან წყლის ნაკადის მიმართულების შესაცვლელად გამოიყენება.

არხს ორი ძირითადი დანიშნულება აქვს:

მელიორაციული, როდესაც არხი გამოიყენება წყლის მისაწოდებლად ან გადასაგდებად.
არხები, რომლებსაც ტრანსპორტირების ფუნქციები აქვთ, მაგალითად ტვირთების გადაზიდვა ან ადამიანების გადაყვანა.

ხშირად არხები ორივე ფუნქციას ითავსებენ.

სანაოსნო არხის შექმნის მიზანია ორი წყალსატევის აუზების შეერთება ასეთის არარსებობის შემთხვევაში, წყალსატევებს შორის გზის შესამცირებლად, გარანტირებული ნაოსნობის უზრუნველსაყოფად, სამდინარო გზებით დანიშნულების პუნქტებამდე სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის პრობლემის გადასაწყვეტად, ეკონომიურად უფრო მომგებიანი ტრანსპორტირების გზების შესაქმნელად.

ზოგადი ინფორმაცია

არხები მიეკუთვნება წყალგამტარ ნაგებობებს (წყალგამტარებს) ხელოვნურ კალაპოტებს, რომელთა დახმარებით ხორციელდება წყლის მიწოდება ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტში). არხებთან ერთად წყალგამტარ ნაგებობებს მიეკუთვნება ღარები, მილსადენები, ჰიდროტექნიკური გვირაბები. ღარებისგან არხები განსხვავდება იმით, რომ ისინი მიწაშია მოთავსებული, ხოლო ღარები მიწაზე დევს ან მიწის ზემოთ იმყოფება.  მილსადენებისა და ჰიდროტექნიკური გვირაბებისგან განსხვავებით არხების კალაპოტები ღიაა.

არხების სახეობები

დანიშნულების მიხედვით არხები რამდენიმე სახეობად იყოფა.

სოფლის მეურნეობაში უძველესი დროიდან მნიშვნელობა როლს თამაშობდა მელიორაციული არხები, რომლებიც, თავის მხრივ, იყოფა საირიგაციო (სარწყავ) და სადრენაჟე (საშრობ) არხებად. პირველები წყალს აწვდიან მინდვრებს და მასზე ანაწილებენ, ამიტომ ყველაზე ხშირად მათი ნახვა შეიძლება აზიისა და აფრიკის უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებში, ასევე იმ ტერიტორიებზე, სადაც ინტენსიური მიწათმოქმედება წარმოებს, მაგალითად, კალიფორნიაში ან ხმელთაშუაზღვისპირეთში. მეორენი კი პირიქით, წყალს აგდებენ დაჭაობებული ადგილებიდან.

წყალსადენი არხები წყალს გადასცემენ მისი მოხმარების ადგილებში, ექსპლუატაციის პირობები და სანიტარული მოთხოვნები კი ხშირად განაპირობებენ ასეთი ნაგებობების დახურვის აუცილებლობას. მათი მთავარი მიზანია უწყლო და გვალვიან რაიონებში წყლის მიწოდება იმ რაიონებიდან, სადაც წყლის სიჭარბე იგრძნობა.

არხების კიდევ ერთი სახეობაა ენერგეტიკული არხები. ისინი წყალს აწვდიან ჰიდროელექტროსადგურების ტურბინებს, შემდეგ კი ტურბინებში გადინებული წყალი ჰესის საზღვრებს გარეთ გააქვთ.

ტკნარი და ზღვის წყლის სანაოსნო არხები, რომლებიც აკავშირებს მდინარეებს, ტბებსა და ზღვებს, როგორც წესი, გათვლილია ყოველგვარ საწყლოსნო ტრანსპორტზე, მცირე ნავებიდან დაწყებული უზარმაზარი სატვირთო გემებით დამთავრებული. სანაოსნო არხები ორი სახისაა: ღია და რაბებიანი. პირველი აკავშირებს წყლის ერთნაირი დონის მქონე საწყლოსნო გზებს, მეორე კი სხვადასხვა დონის მქონე წყალსატევებს. ღია არხებიდან შეგვიძლია დავასახელოთ მსხვილი სუეცისა და კორინფის არხები, მაგრამ მსგავსი ნაგებობების დიდი უმრავლესობა მეორე სახეობას განეკუთვნება: მათი რაბების სისტემა საშუალებას აძლევს ხომალდებს გადაადგილდნენ არხის დაბალი უბნებიდან მაღალ უბნებში და პირიქით. ყველაზე ცნობილი რაბებიანი არხებია პანამისა და კილის არხები. მტკნარი წყლის არხები, თავის მხრივ შეიძლება იყოს ტრანზიტული (აკავშირებს რამდენიმე წყალსატევს), წყალგამყოფი (აკავშირებს ორი მდინარის აუზებს), შემოვლითი ან მასწორებელი (გვერდს უვლის ჭორომიან და მღელვარე უბნებს, ასევე ამოკლებს გზას დაკლაკნილი კალაპოტის ორ პუნქტს შორის) და შემაერთებელი (ისინი გაყავთ საწყლოსნო გზებიდან მსხვილ საწარმოო ცენტრებამდე).

ასევე განასხვავებენ ხე - ტყის დასაცურებელ არხებს, რომლებიც წყლის საშუალებით ხე-ტყის ტრანსპორტირებისთვის არის განკუთვნილი.

წყლის მიწოდების მიხედვით არხები იყოფა თვითდინებად, რომელშიც წყალი სიმძიმის ზალის მოქმედებით მოძრაობს, და მექანიკურად, რომლებისთვისაც სატუმბი სადგურები გამოიყენება.

ისტორია, არხები ძველად

პირველი სარწყავი არხები ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში მესოპოტამიაში გაჩნდა. როგორც ჩანს, დაახლოებით მაშინვე დაიწყეს საირიგაციო სისტემების მოწყობა ძველ ეგვიპტეში. ასე რომ III და II ათასწლეულების მიჯნაზე ორივე ქვეყანაში შექმნილი იყო სარწყავი არხების ფართო ქსელი, რომელთა მოვლის ტვირთი უმაღლეს ხელისუფლებას დააწვა მხრებზე. არ არის გამორიცხული, რომ ძველ ეგვიპტეში აეშენებინათ მსოფლიოში პირველი სანაოსნო არხი, რომელმაც წითელი ზღვა დააკავშირა ნილოსის, ხმელთაშუა ზღვაში ჩამდინარე მდინარის ერთ-ერთ შენაკადთან;  ამის გზის წყალობით გენებს შეეძლოთ ერთი ზღვიდან მეორეში მოგზაურობა. წყლის აღნიშნული არტერიის მშენებლობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 600 წლის წინ დაიწყო და გრძელდებოდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 518 წლამდე, როდესაც ქვეყანა სპარსელებმა დაიპყრეს. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში არხი ჩაიმარხა უდაბნოს ქვიშების ქვეშ და მისი არსებობა დაივიწყეს.

XIX  საუკუნე

აუგუსტის არხი, რომელიც აკავშირებს ვისლისა და ნემანის აუზებს, XIX საუკუნის პირველი ნახევრის საინჟინრო ხელოვნების უნიკალური ძეგლია. პოლონეთისა (80 კმ) და ბელარუსის (22 კმ) ტერიტორიაზე განლაგებული ეს ჰიდროტექნიკური ნაგებობა ჩაკეტილი არხის მაგალითია, რომლის გასწვრივ 18 რაბია აშენებული. არხის მშენებლობა 1824 წელს დაიწყო და 15 წელი გაგრძელდა, მთავარი დამპროექტებელი კი გახდა ინჟინერი იგნაცი პრონჟინსკი. თითქმის პირველყოფილი სახით შემორჩენილი ეს საწყლოსნო გზა დღეს, ძირითადად, ტურისტებს ემსახურება: მისი კალაპოტი აუგუსტის ნაკრძალი ტყისა და ბებჟანის დაბლობის თვალწარმტაც ლანდშაფტებზე გადის და აკავშირებს ნეცკასა და თეთრ ტბებს მდინარე შავ განჩასთან. დღეს აუგუსტის არხი ერთ-ერთია იმ ღირსშესანიშნაობებს შორის, რომლების, შესაძლოა, შეტანილი იქნენ იუნესკოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის მსოფლიო სიაში.

1893 წელს საბერძნეთში გაიხსნა კორინთოს არხი, რომელიც ერთმანეთთან  აკავშირებს ეგეოსის ზღვის სარონის ყურეს იონიის ზღვის კორინთოს ყურესთან. გათხრილია კორინთოს ყელში, რომელიც პელოპონესის ნახევარკუნძულს კონტინენტისგან გამოყოფს. საინტერესოა, რომ პირველი ცნობები მსგავსი არხის შესახებ ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII საუკუნით თარიღდება, როდესაც კორინთოს ტირანი პერიანდრი, რომელიც ძველი საბერძნეთის შვიდ ბრძენს შორის მოიხსენება, სცადა საწყლოსნო გზის გათხრა, მაგრამ შემდეგ გააჩერა სამუშაოები.

არხების დახასიათება

არხის მთავარი მახასიათებელია მისი ცოცხალი კვეთის, ანუ ნაკადის განივკვეთის ფორმა და ზომა. არხების ფორმა სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. ხშირად იყენებენ ტრაპეციული ან პოლიგონური მოხაზულობის არხებს. კვეთა ასევე შეიძლება იყოს მართკუთხა, ნახევარწრიული, პარაბოლური, უფრო რთული მრუდით შემოსაზღვრული ან შედგენილი. ფერდოს ჩაწყობა m, რომელიც ტოლია, იმ გრუნტზეა დამოკიდებული, რომელშიც არხი გადის. თუ კლდოვანი გრუნტებისთვის ფერდოს ჩაწყობა ნულს უახლოვდება, სხვა შემთხვევებში, მაგალითად მტვრიანი ქვიშებისთვის, ის შესაძლოა 3-3,5-ს აღწევდეს. ფერდოების გამაგრება საჭირო სიდიდის ჩაწყობის დანიშვნის საშუალებას იძლევა.

ბუნებრივი კალაპოტებისგან განსხვავებით აქ არის არხისთვის ჰიდრავლიკურად ყველაზე ხელსაყრელი კვეთის გამოყენების საშუალება (ანუ შესაძლებელია შეირჩეს არხის ფსკერისა და ნაკადის სიღრმის შესაბამისი სიდიდეები). ასეთი კვეთა და კალაპოტის მოცემული სიმქისე უზრუნველყოფს მაქსიმალურ გამტარუნარიანობას კვეთის მინიმალურ ფართობზე. თუმცა, ფერდოების ყველაზე გავრცელებული ჩაწყობების დიაპაზონისთვის გამოდის, რომ ასეთ არხებს აქვთ დიდი სიღრმე და ფსკერის მცირე სიგანე, რაც ხშირად არამიზანშეწონილია სამუშაოთა მოწყობის ტექნოლოგიებისა და ღირებულების თვალსაზრისით. ამასთან ერთად ხდება ნაკადის გამომრეცხავი სიჩქარის ზრდა. ამიტომ არხების სიგანეს ფსკერზე ცვლიან ჰიდრავლიკურად ყველაზე ხელსაყრელთან შედარებით.

არხების გამოთვლა

ზოგადად, მცირე არხები გამოითვლება იმ დაშვებით, რომ მასში წყალი თანაბრად იმოძრავებს. სიჩქარისა და ხარჯის გამოსათვლელად გამოიყენება შეზის ფორმულები:

V=C{\sqrt  {R\cdot I}}, და Q=\omega C{\sqrt  {R\cdot I}}, სადაც

V – არის ნაკადის საშუალო სიჩქარე, მ/წმ.
C – ხახუნის წინააღმდეგობის კოეფიციენტი სიგრძეზე (შეზის კოეფიციენტი), მ0,5/წმ, რომელიც წინააღმდეგობის ძალების ინტეგრალური მახასიათებელია.
R – ჰიდრავლიკური რადიუსი, მ.
I –ჰიდრავლიკური დახრილობა, რომელიც თავისუფალი ზედაპირიდან ნაკადის თანაბარი მოძრაობის დროს ფსკერისა და თავისუფალი ზედაპირის ფერდოს ტოლია.
ω –  ცოცხალი კვეთის ფართობი, მ2.

წყლის ხარჯი არხში განისაზღვრება წყლის სამეურნეო გამოთვლებით. მისი მიზანია არხის კვეთის და მისი ზომების განსაზღვრა ნაკადის შესაძლო სიჩქარეების შედარებით მცირე დიაპაზონისთვის. სიჩქარეების დიაპაზონის სიმცირე განპირობებულია იმით, რომ ერთი მხრივ, კალაპოტი არ უნდა გამოირეცხოს და, მეორ მხრივ, არ უნდა დალამიანდეს. დალამიანების და გამორეცხვის გათვალისწინებით ზღვრული სიჩქარეების გამოთვლა რთული ამოცანაა და მიახლოებითი მეთოდებით იხსნება. მასალათა უმეტესობისთვის გამორეცხვის სიჩქარეები განსაზღვრულია და მოყვანილია შესაბამის ცხრილებში ნაკადის სიღრმის გათვალისწინებით.

კალაპოტური პროცესების აღრიცხვა

მრავალი მსხვილი არხი, თავისი არსით, ხელოვნური მდინარეა. ხშირად მათ არა აქვთ გამაგრებული ფსკერი და ფერდოები, რაც განაპირობებს ჩვეულებრივი მდინარეებისთვის დამახასიათებელ კალაპოტურ პროცესებს. ეს კიდევ უფრო აშკარაა მაშინ, თუ არხების მშენებლობის დროს ბუნებრივი წყალდენის კალაპოტები გამოიყენება. არხების დიდი სიგრძე, წყლის დიდი ხარჯი, მომიჯნავე აუზის ფერდოს გავლენა, ყოველივე ეს ერთად არხების გამოთვლას ურთულეს ჰიდროტექნიკურ ამოცანად აქცევს. მისი ამოხსნა უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ მოდელირების გამოყენებით არის შესაძლებელი.

წყლის დანაკარგები არხებში

არხებში წყლის დანაკარგების არსებობა განპირობებულია როგორც მისი აორთქლებით ღია არხების ზედაპირებიდან, ასევე მისი ფილტრაციით კალაპოტის კედლებსა და ფსკერში. თანაც, აორთქლებით გამოწვეული დანაკარგები, უმეტეს შემთხვევაში, ძალიან მცირეა მაშინ, როდესაც ფილტრაციული დანაკარგები შესაძლოა ძალიან დიდ სიდიდეებს აღწევდეს, რაც შესამჩნევად აქვეითებს არხის ეკონომიკურ ეფექტიანობას. ამასთან ერთად, ახლომდებარე გრუნტია გაწყლოვანებამ შესაძლოა გამოიწვიოს ადგილის დაჭაობება, დაჯდომადი გრუნტის არსებობისას არხის დეფორმაცია და ნაგებობის ნგრევა, ხოლო მთის პირობებში – საშიში ნგრევა და ღვარცოფი.

ასხვავებენ ფილტრაციის ორ სტადიას: თავისუფალს და ნატბორით. არხიდან გამოსული არა თავისუფალი, ნატბორიანი ფილტრაციული ნაკადი ეხება გრუნტის ნაკადს და მისი გავლენით იტბორება.

ფილტრაციასთან ბრძოლა შესაძლებელია როგორც ფსკერისა და კალაპოტის მოპირკეთებით, ასევე კალაპოტის გრუნტის წყალშეღწევადობის შემცირებით, რის მიღწევაც შესაძლებელია მექანიკური დატკეპნით და კოლმატაჟით – წვრილი ნაწილაკებით გრუნტის ფორების ამოვსების გზით. მაგალითად, ქვიშიანი გრუნტებისთვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას მათი კოლმატაჟი თიხიანი და ლამიანი გრუნტებით. წყალშეღწევადობის შემცირების განსაკუთრებული ხერხია არხის გრუნტში სპეციალური მასალების დამატება, მათ შორის, გრუნტის ხელოვნური დამლაშება, ხელოვნური „გლეიფიკაცია“, „პეტროლიზაცია“ და ა. შ., თუმცა ასეთი მეთოდები აბინძურებენ წყლის ნაკადს.

ნაგებობები არხებზე

არხების მშენებლობა თითქმის ყოველთვის საჭიროება დამატებითი ნაგებობების მოწყობას, რომლებიც შემდეგ კატეგორიებად შეიძლება დავყოთ:

წყალგამტარი ნაგებობები.
მაუღლებელი ნაგებობები.
არხის საერთო რეჟიმის მარეგულირებელი ნაგებობები..

წყალგამტარი ნაგებობები

როგორც ეკონომიკური, ასევე ტექნიკური მიზეზების გამო არხის ცალკეული უბნები შესაძლოა წყალგამტარი ნაგებობებით შეიცვალოს. ასეთ ნაგებობებს მიეკუთვნება ღარები, მილები, გვირაბები, აკვედუკები, დიუკერები, შუროები და სხვ.

იმ შემთხვევებში, როდესაც გრუნტის პირობები არ იძლევა არხის საიმედო კალაპოტის მოწყობის შესაძლებლობას, ან იმ ადგილის რელიეფი, რომელზედაც არხის ტრასის უბანი გადის, საკმაოდ რთულია (ძლიერად დასერილი ადგილი, მთის ფერდობები და ა. შ.), მიზანშეწონილია ღარების გამოყენება. ღარები ხელოვნური კალაპოტებია, მაგრამ მიწის ზედაპირზე განლაგებული ან ზედაპირის ზევით, საყრდენებზეა მოწყობილი. მათ ამზადებენ ხისგან, რკინაბეტონისგან, ლითონისგან და სხვა მასალებისგან. წყალი ღარებში დაწნევის გარეშე მოძრაობს. ზოგჯერ არხებს ზემოდან რაიმე საფარით იცავენ, რაც მას, არსებითად, მილს ამსგავსებს. ღარის კვეთის ფართობი ჩვეულებრივ, ნაკლებია, ვიდრე არხისა. ამის გამო მათ დიდ დახრილობას აძლევენ. ღარის გამტარუნარიანობის გამოთვლისას მას განიხილავენ, როგორც წყალგადასაშვებს, რომელსაც არხში შემავალი ფართო ზღურბლი აქვს.

აკვედუკებს აწყობენ არხის მიერ რაიმე წინააღმდეგობის მდინარის, ხევის, გზის და .ა. შ. გადაკვეთისას. საყრდენებზე მდგარი ღარისგან აკვედუკი გამოირჩევა კაპიტალურობით. ამ მხრივ აკვედუკები უფრო ახლის არის ხიდებთან, უშუალოდ ღარმა კი შეიძლება მალის ნაგებობის ფუნქცია შეასრულოს.

მილსადენები საშუალებას იძლევა გავუშვათ არხის წყალი რომელიმე წინააღმდეგობის ქვეშ. ასევე გამოიყენება არხის გავლის უბანზე არახელსაყრელი კლიმატური პირობების არსებობისას. მილსადენები შეიძლება მოთავსდეს როგორც მიწის ქვეშ, ასევე იყოს ღია ტიპისა, უშუალო წვდომის შესაძლებლობით. როგორც წესი, მილსადენებში წყლის მოძრაობის რეჟიმი დაწნეხვითია.

თუ საჭიროა არხის ქვეშ რაიმე სახის წყალდენის გაშვება, შესაძლებელია წყალგამშვები მილების მოწყობა. მსგავსი მილების კონსტრუქცია და გათვლები ანალოგიურია იმ მილების კონსტრუქციების და გათვლებისა, რომლებიც გამოიყენება წყალდენების გადაკვეთისას საავტომობილო და სარკინიგზო გზების ყრილებით.

მაუღლებელი ნაგებობები

ადგილის დიდი დახრილობის დროს არხში წყლის სიჩქარემ შეიძლება დაუშვებელ მნიშვნელობებს მიაღწიოს. ამის გამო საჭირო ხდება არხში განსხვავებული სიმაღლეების მქონე უბნების მოწყობა. სწორედ ასეთი უბნების შესაერთებლად გამოიყენება მაუღლებელი ნაგებობები, რომლებსაც ზოგადად მიეკუთვნება სწრაფსადენები და  ვარდნილები.

ვარდნილებში წყალი გზის ნაწილს ნაგებობაში გადის, ნაწილს კი ვარდნაში. საფეხურიან ვარდნილებში ვარდნილი წყლის ენერგია ქვრება სპეციალური მოწყობილობებით. კონსოლურ ვარდნილებში ვარდნილი წყალი დაცემის ადგილას წარმოქმნის ძაბრს, რომელიც თანდათანობით ისეთ სიღრმეს აღწევს, რომ გამორეცხვა წყდება და ვარდნის ენერგია მთლიანად ქვრება. კონსოლური ვარდნილების მოწყობა ნაკლებ ხარჯიანია თვითრეგულაციის გამო, მაგრამ მათი გათვლა ნაკლებად ზუსტია და ითხოვს განუსაზღვრელი რეჟიმის დაშვებას მანამ, სანამ ძაბრის ზომა არ მიაღწევს საჭირო სიდიდეს.

სწრაფსადენები დიდი დახრილობის მქონე ღარებია, რომლებშიც წყალი კრიტიკულზე მეტი სიჩქარით მოძრაობს. მაგრამ სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს იმ სიდიდეს, რომელიც დასაშვებია ფსკერისა და კედლების მასალისთვის. სიჩქარის შესამცირებლად შესაძლებელია გადიდებული სიმქისის ღარის გამოყენება სხვადასხვაგვარი შვერილების, საფეხურებისა და ზღურბლების სახით. სწრაფსადენის ბოლოში ეწყობა წყალსაცემი ჭები სიჩქარის ჩასაქრობად.

არხების განსხვავებული სიმაღლის მქონე უბნების შესაუღლებლად გამოიყენება სატუმბი სადგურებიც.

არხის საერთო რეჟიმის მარეგულირებელი ნაგებობები

ასეთ ნაგებობებს განეკუთვნება რაბ-რეგულატორები და წყალგამყოფები, ავარიული ღობურები, წყალსაგდებები და წყალჩასაშვებები, თოშსაგდებები.

რაბ-რეგულატორი არის საკეტებით აღჭურვილი კაშხალი. მის ფუნქციებში შედის საკუთრივ არხში და მის განშტოებებში წყლის ხარჯის რეგულირება. ავარიული ღობურები საკეთებით აღჭურვილი ზღურბლებია. აუცილებლობის შემთხვევაში მათი დახმარებით ხდება არხის ცალკეული უბნების იზოლირება.

არხები ხელოვნებაში

არხების გამოყენებამ უძველესი დროიდან განაპირობა მათი ფართო ასახვა ხელოვნებაში. მხატვრები ხშირად აღბეჭდავენ არხებს ნახატებზე, სურათებზე, მხატვრულ ფილმებში.

არხი
აღმოსავლეთი საქართველო

აღმოსავლეთი საქართველო - საქართველოს ტერიტორიის მონაკვეთი, რომელიც ვრცელდება ლიხის ქედის აღმოსავლეთით. საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილის ტერიტორიაზე მდებარეობს ვრცელი რეგიონები: შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი და კახეთი. მის ტერიტორიაზეა აგრეთვე ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები: ფშავი, ხევსურეთი, ხევი, მთიულეთი, თუშეთი და ერწო-თიანეთი და სხვ.

აღმოსავლეთ საქართველო მდებარეობს ამიერკავკასიის ცენტრალურ ნაწილში,   ევრაზიის კონტინენტის სამხრეთ მთათა დიდ ზოლში, ზომიერ სარტყელში, ჩრდილო   განედის 41° და 42° 46′ შორის და აღმოსავლეთ გრძედის 43° 29′ და 46° 44′   შორის. ასეთი მდებარეობა აპირობებს მისი ტერიტორიის რელიეფის მთიან ხასიათს, კლიმატურ თავისებურებებსა და ლანდშაფტის ნაირგვარობას. საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილის ტერიტორია ძირითადად გაშლილია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთით, თუმცა მცირე ნაწილი მთავარი წყალგამყოფის ჩრდილოეთითაც გადადის. ეს არის საქართველოს ის ნაწილი, მთების ზილგახოხისა (დასავლეთით) და შავიკლდის (აღმოსავლეთით) შორის მონაკვეთზე წყალგამყოფის ჩრდილო ფერდობზეც რომ გადადის. ამ ნაწილს უჭირავს მდინარე ანდის ყოისუს ზემო აუზი - თუშეთი, აგრეთვე მდინარეების: თერგის, ასას და არღუნის ზემო დინებათა აუზები.

საზღვრები

აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიას უმეტეს ნაწილში კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვარი აქვს. ჩრდილოეთით საზღვარი კავკასიონის მწვერვალ ზეკარასთან (3828 მ) იწყება და გასდევს მთავარი ქედის წყალგამყოფ თხემს მთა ზილგახოხამდე (უფრო ზუსტად მწვერვალ ვაციკფარსამდე), აქედან იგი შორდება კავკასიონის მთავარ ქედს და მიჰყვება მდინარე თერგისა და ზაქას წყალგამყოფს, შემდეგ გადის ხოხის ქედის თხემზე მწვერვალ მყინვარწვერამდე. მწყინვარწვერიდან საზღვარი ჩრდილოეთით უხვევს მთა ჩაჩხოხამდე (4107 მ), შემდეგ გადაკვეთს მდინარე თერგის ხეობას ხდისწყლის შესართავის ახლოს (შესართავიდან ჩრდილოეთით 1 კილომეტრზე). აქედან საზღვრის ხაზი მდინარე თერგის მარჯვენა მხარეზე მდებარე შავანის ქედს ემთხვევა; შემდეგ გადევს კიდეგანის ქედს მთა ტერხ-კორტამდე. უკანასკნელის პარარელზე აღმოსავლეთ საქართველოს საზღვარი ხევსურეთის ქედზე მთა მახისმაღალს აღწევს; აქ კი მდინარე არღუნის ზემო წელს გადაკვეთს, მოიქცევს მას საქართველოს ფარგლებში და მერე მუცოს ქედის გაყოლებით აღმოსავლეთით ტებულოს მთამდე გრძელდება. ტებულოდან საზღვარი პირიქითა ქედის თხემია მთა დიკლომდე (4175 მ), ხოლო დიკლოდან იგი ტოვებს გვერდით ქედს, ეშვება დიკლოს მთიდან წაგრძელებული ბუცი-ბაცის ქედზე, გაივლის ვევოს ქედის აღმოსავლეთ ფერდობის ძირას და მწვერვალების სადუციწვერისა და ენჭოს ხაზზე კავკასიონის მთავარ ქედს უბრუნდება მთა შავკლდესთან, რომლის შემდეგ კავკასიონის თხემზე მიემართება მდინარე მაწიმის სათავეებამდე. აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთი საზღვარი სწორედ აქედან იწყება. იგი კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე მდინარე მაწიმის ხეობაზე ეშვება სოფელ მაწიმამდე, შემდეგ მოიხრება დასავლეთით - ალაზნის ვაკისაკენ, სტოვებს აზერბაიჯანის ფარგლებში მაწიმის შუა და ქვემო წელის აუზს და მდინარე დარინკობიმდე აღწევს. შემდეგ უკანასკნელისა და მდინარე ალაზნის გაყოლებით აღწევს თითქმის იმ ადგილამდე, სადაც ალაზანი მინგეჩაურის წყალსაცავს უერთდება. ამ მხარეზე აღმოსავლეთ საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკა ესაზღვრება.

აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთი საზღვარი მნიშვნელოვან მანძილზე   მოქცეულია წვრილმთიან-ვაკე-დაბლობიან მხარეში, შედარებით მცირე ნაწილი კი   მთიან ტერიტორიაზე. დაბალმთიან-ვაკე-დაბლობიან ტერიტორიაზე საზღვარი გადის ივრის ზეგანსა და ქვემო ქართლის (ქვემო ქართლის მხოლოდ ნაწილზე) ფარგლებში. აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთ საზღვარი მდინარე ალაზნიდან იწყება, გადაკვეთს მდინარე შირინსუს უკიდურეს ქვემო წელს და ელდარის ვაკე-დაბლობზე გაივლის, ვიდრე ეილიაროუღის ქედის აღმოსავლეთ კიდემდე. ეილიაროუღის ქედის   აღმოსავლეთ მონაკვეთს მთლიანად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სტოვებს, საზღვრის   ხაზი აქ ქედის ჩრდილო ფერდობის ძირში გადის. მდინარე ივრის გაყოლებით შემდეგ გადაკვეთს ეილიაროუღის ქედს და დაბალ ანტიკლინურ   მაღლობზე და ქედებზე - მთა ტახთაფას (788 მ), ჩობანდაღის ქედის (მთა   ჩობანდაღი, 892 მ), მთა ალაჯიხის (696 მ), მთა გექტეპეს (831 მ),   იაილაჯიხის ქედის, მთა უდაბნოს (871 მ) და მთა ყარათაფას (729 მ) გაყოლებით   ჯანდარის ტბას აღწევს. ჯანდარის ტბის დასავლეთი ნაპირიდან საზღვარი სწორ ხაზად გარდაბნის ვაკეზე გაივლის, სოფელ რუისბოლოსა (საქართველო) და სოფელ სადიხლის (აზერბაიჯანი) შორის. შემდეგ გადაკვეთს მდინარე მტკვარსა (ხრამის შესართავის ახლოს) და მდინარე ხრამის უკიდურეს ქვემო წელს და მდინარე დებედას მარჯვენა მხარეზე მდებარე ბაბაკარის ქედზე მთების - ბაბაკარის (700 მ),   თარსისა (884 მ) და ტანადაღის (801 მ) გაყოლებით მიემართება. შემდეგ ეშვება   დებედას ხეობაში სოფელ დამია-გიაურარხის პირდაპირ, საიდანაც საზღვარს მდინარე დებედა წარმოადგენს. აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთი საზღვარი შემდეგ ლოქის ქედზე მდებარეობს, ჯერ მის ჩრდილო ფერდობზე დასახლებული პუნქტების - ბურდაძორი-გულბაღი-ჩანახჩი-ახქერფის გაყოლებით, შემდეგ კი ბოლნისისწყლის სათავეებიდან ლოქის ქედის თხემზე გადის. აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთით საზღვრავს სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკები.

აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი და დასავლეთი საზღვრებიც მთიან მხარეში მდებარეობს. მიჯნა ჯერ აქ ჯავახეთის ზეგნის აღმოსავლეთი კიდეა. იმგვარად, რომ ზეგნის აღმოსავლეთი ფერდობი აღმოსავლეთ საქართველოში თავსდება შემდეგ საზღვრის ხაზი თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ბოლო განტოტებებს ჰკვეთს და მოიხრება რა დასავლეთისაკენ. თრიალეთის ქედის თხემს ემთხვევა ბორჯომის ხეობამდე. ლიხის ქედი აღმოსავლეთ საქართველოს ბუნებრივ დასავლეთ საზღვარს წარმოადგენს. იგი საქართველოს ორ, აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად ჰყოფს

რელიეფი

აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი, მისი ჩრდილო ზოლი   უკავია კავკასიონის მთიანეთს, სამხრეთ და ჩრდილო ფერდობებს; სამხრული   ნაწილი უჭირავს სამხრეთ საქართველოს მთიანეთის განაპირა ქედების ფერდობებს, კერძოდ თრიალეთის ქედის აღმოსავლურ დაბოლოებას, რომელიც თბილისის ქვაბულისკენაა მოქცეული. როგორც აღმოსავლეთ, ასევე მთლიანად საქართველოს მთავარ ოროგრაფიულ ღერძად გვევლინება კავკასიონის მთავარი ქედი. როგორც ცნობილია კავკასიონს პირობითად 3 ნაწილად ყოფენ, საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში ნაწილობრივ აღმოსავლეთი კავკასიონი შემოდის, რომელიც წარმოადგენს კავკასიონის მთიანეთის აღმოსავლეთ ნაწილს, ვრცელდება იგი მყინვარწვერიდან ილხიდაღის მწვერვალამდე. აღმოსავლეთი კავკასიონის უმაღლეს წერტილს წარმოადგენს ტებულოს მთა (ზღვის დონიდან 4493 მ).

აღმოსავლეთ საქართველო, ისევე როგორც მთლიანად საქართველო, უმეტესად მთიანი მხარეა, ბუნებრივი კომპოლექსების ცვალებადობა მოკლე მანძილზე სწრაფი და ინტენსიურია, ვიდრე ვაკე ტერიტორიაზე, უფრო რთული და მრავალფეროვანი ბუნებრივი კომპლექსებით   ხასიათდება. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიის 61% მთიანია, დანარჩენი 39%   უკავია ბარს. საქართველოს ბარი მოქცეულია მტკვრის დეპრესიის ზომიერად   ნოტიო და მშრალ სუბტროპიკულ ოლქში და მთათაშორის როფს წარმოადგენს.   აღმოსავლეთ საქართველო მოიცავს არა მარტო ქედებსა და მთათა სისტემებს, არამედ ვაკე-დაბლობებსა და ზეგნებს, რომელთა ჰიფსომეტრიული დიაპაზონის მქონე აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო მთიან მხარეს, უაღრესად რთული გეოლოგიურ-გეომორფოლოგიური აგებულება აქვს, გაბატონებულია მთა-ტყისა და მთა-მდელოს ლანდშაფტები, რომელიც სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტებითაა დაგვირგვინებული.

კლიმატი

აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყოფა ჰავის შემდეგი ტიპები:

1. ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით, ხანგრძლივი ზაფხულით;
2. მშრალი სუბტროპიკული სტეპური ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით;
3. საკმაოდ ნოტიო ჰავა, ზომიერად თბილი ზამთრით და ცხელი ზაფხულით;
4. ნოტიო ჰავა, ხანგრძლივი ზამთრით და გრილი ზაფხულით;
5. მაღალმთის ნოტიო ჰავა, მუდმივი თოვლითა და მყინვარებით.

ჰავის პირველი ტიპი აღმოსავლეთ საქართველოს დიდ ფართობს მოიცავს და გამოხატულია ძირითადად შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში. მაგალითად, შიდა ქართლის ვაკეზე საშუალო წლიური ტემპერატურა 10-12°, იანვრისა -3°, ივლისისა - 20-22°. მშრალი სუბტროპიკული სტეპური ჰავა ნიშანდობლივია შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის ვაკეებისათვის და აგრეთვე ივრის ზეგნისათვის. უკანასკნელისათვის იანვრის საშუალო ტემპერატურა იქნება 0-დან-2°C-მდე, ივლისში 23-24°C.

ალაზნის ვაკეზე განვითარებულია ნოტიო ჰავა, დამახასიათებელია ზომიერად თბილი ზამთარი და   ცხელი ზაფხული. ხშირია სეტყვა. აღმოსავლეთ საქართველოს მცირე ფართობზე,   კერძოდ, მაღალმთიან ზონებში დამახასიათებელია მაღალმთის ნოტიო ჰავა, სადაც   განვითარებულია მუდმივი თოვლი და მყინვარები.

აღმოსავლეთი კავკასიონი ვრცელდება სუბტროპიკულ კონტინენტური კლიმატიდან ზღვის კლიმატზე გარდამავალ ოლქში. კარგად არის გამოხატული კლიმატური სიმაღლებრივი ზონალურობა. საშუალო წლიური ტემპერატურა ქვედა ნაწილში 8-10°C, 3500 მ სიმაღლეზე –6°C. ყველაზე ცივი თვეების (იანვარი, თებერვალი) ტემპერატურა –3°C, –15°C, აბსოლუტურ მინიმალური –26°C, –42°C; უთბილესი თვეების (ივლისი, აგვისტო) ტემპერატურა 2-18°C, მაქსიმალური 16-40°C.

ნალექიანობა აღმოსავლეთ საქართველოში არათანაბრადაა განაწილებული. აღმოსავლეთ კავკასიონზე ატმოსფერული ნალექები სიმაღლის შესაბამისად ყველგან მატულობს და ტერიტორიულად 800-1800 მმ შორის   იცვლება. შიდა ქართლის ბარში წლიურად წელიწადში 500-800 მმ ნალექი მოდის,   ქვემო ქართლის ბარში 400-600 მმ, ხოლო ივრის ზეგანზე 400-500 მმ. ატმოსფერული ნალექების მინიმალური რაოდენობა (375 მმ წელიწადში) მოდის აზერბაიჯანის საზღვარზე - წითელ ხიდთან და ელდარის დაბლობზე. სწორედ აქ მდებარეოს საქართველოს სიმშრალის პოლუსი.

ჰიდროგრაფია

აღმოსავლეთ საქართველოს ყველა მდინარე მიეკუთვნება კასპიის ზღვის აუზს. დამახასიათებელია შედარებით მცირე ჩამონადენი და თხელი ჰიდროგრაფიული ქსელი. აჭმოსავლეთ საქართველოში სულ 8540 მდინარეა, რომელთა საერთო სიგრძეა 24730 კმ. საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მიედინება კავკასიის უმნიშვნელოვანესი მდინარე მტკვარი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ეკუთვნის ხაშურის მუნიციპალიტეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტამდე (უფრო ზუსტად მარნეული-გარდაბნის მინიციპალიტეტების საზღვრამდე). დირბისფრონის შესართავიდან სოფელ ძეგვამდე. მტკვარი გაედინება თრიალეთის ქედის ძირსა და კვერნქებს შორის, საკმაოდ ფათო ალუვიური ხეობით. მტკვრის თანადროული კალაპოტის მდებარეობა ხეობის ალუვიური ფსკერისა და შემომფარგვლელი მაღლობების მიმართ რამდენიმეჯერ იცვლება, მდინარე ზოგან მარცხნივაა მოხრილი, ზოგან მარჯვნივ. შესაბამისად ცვალებადობს ტერასური სერიების აღნაგობაც. ზოგადად ტერასები ხეობის მარჯვენა (თრიალეთურ) მხარეზე უკეთესად არის გამოსახული, ვიდრე მარცხენა (კვერნაქულ)მხარეზე).

სოფელ ძეგვთან მტკვარი შედის ძეგვის კლდეკარში, რომელიც გაჭრილია კვერნაქის სერისა და საწკეპელას ქედის ურთიერთმიახლოების ადგილში. ქალაქ თბილისთან მტკვარი აჩენს საკმაოდ ფართო ქვაბულს, რომელსაც თბილისის ქვაბულს უწოდებენ. თბილისის სამხრეთით მტკვარი იშლება ქვემო ქართლის ვაკეზე, იტოტება. აღმოსავლეთ საქართველოს ფარგლებში მტკვრის მნიშვნელოვანი შენაკადებია: ძამა (სიგრძე 42 კმ), ტანა (სიგრძე 39 კმ), თეძამი (სიგრძე 51 კმ), ალგეთი (სიგრძე 108 კმ), ქცია-ხრამი (სიგრძე 201 კმ) (მარჯვ.); ლიახვი (სიგრძე 115 კმ), ქსანი (სიგრძე 84 კმ), არაგვი (სიგრძე 112 კმ), იორი (სიგრძე 320 კმ) და ალაზანი (სიგრძე 390 კმ) (მარცხ.).

აღმოსავლეთ საქართველოში მტკვარზე გაშენებულია 5 ქალაქი (ქარელი, გორი, მცხეთა, თბილისი, რუსთავი).

აღმოსავლეთ საქართველოში ბევრია ტბა. სიდიდით გამოირჩევა: ჯანდარის ტბა, კუმისის ტბა, ყელის ტბა, ბაზალეთის ტბა. წყალსაცავებიდან მნიშვნელოვანია: ნადარბაზევის ტბა, ჟინვალის წყალსაცავი, სიონის წყალსაცავი, თბილისის წყალსაცავი. აღმოსავლეთ საქართველოში წყალსაცავები ძირითადად საირიგაციო მიზნებისთვის გამოიყენება.

ნიადაგები

ბუნებრივი პირობების გამო საქართველოში გამოიყოფა 3 ნიადაგური ოლქი; ერთ-ერთი მაგთანია აღმოსავლეთ საქართველოს ნიადაგების ოლქი, რომელიც ვრცელდება ლიხის ქედის აღმოსავლეთით და მოიცავს ვაკეების, მთისწინეთისა და მთების მხარეებს. წაბლა და შავმიწა ნიადაგები გავრცელებულია ველების ზონებში.   მურა ნიადაგები გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოს უკიდურეს   სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში - ელდარის დაბლობზე და ზოგან ივრის ზეგნის სამხრეთ ნაწილში. მათთვის დამახასიათებელია სუსტად განვითარებული პროფილი,   მსუბუქი მექანიკური შედგენილობა, ხირხატიანობა, ზედაპირიდანვე დიდი   რაოდენობით ნახშირმჟავა კირი, უფრო ღრმად თაბაშირი და ხშირად ადვილად ხსნადი მარილები. წაბლა (რუხ-ყავისფერი) ნიადაგები გავრცელებულია გარდაბნის, მარნეულის, სამგორის ვაკეებზე და ივრის ზეგანში შემავალი ტარიბანისა და ნატბეურის ველებზე.

შავმიწა ნიადაგები ვრცელდება ივრიზ ზეგნის შედარებით შემაღლებულ ნაწილებში, კერძოდ, სამგორის, გარეჯის, აზამბურის და განსაკუთრებით შირაქის ველზე. შავმიწებისათვის დამახასიათებელია სქელი ჰუმუსიანი ფენა, ჰუმუსის დიდი შემცვლელობა. ნეშომპალა-სულფატური (ე.ი. გაჯიანი) ნიადაგებს დიდი   ფართობი უკავია აღმოსავლეთ საქართველოს ველიან ზონაში, შავმიწა და წაბლა   ნიადაგებს შორის. დამლაშებული ნიადაგები გვხვდება მარნეულის, გარდაბნისა და ალაზნის ვაკეებზე, ელდარის დაბლობზე და სხვ. აღმოსავლეთ საქართველოს ამაღლებული ადგილებისათვის ნიშანდობლივია   მთა-მდელოს კორდიანი, კორდიან-ტორფიანი და პრიმიტიული ნიადაგები.   უკანასკნელის სამხრეთით (ზოგან აღმოსავლეთით) არის ყომრალი ნიადაგები. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიის საკმაო ფართობზე ვრცელდება ტყის ყომრალი ნიადაგები.

ფლორა

აღმოსავლეთ საქართველოში ფლორა მდიდარი და მრავალფეროვანია, რაც განპირობებულია ფიზიკურ გეოგრაფიული, მათ შორის კლიმატური პირობების მრავალგვარობით და საქართველოს სხვადასხვა გენეზისის ფიტოლანდშაფტების შესაყარზე მდებარეობით. აღმოსავლეთ   და დასავლეთ საქართველოს კლიმატის არსებითმა განსხვავებამ განაპირობა მათი მცენარეული საფრის სხვადასხვაგვარობა, რაც ვერტიკალური სარტყლურობის სტრუქტურაშიც ვლინდება.

აღმოსავლეთ საქართველოში ვერტიკალური სარტყლურობა რთულია. დაბ

აღმოსავლეთი საქართველო
თეთრი მღვიმე ბუნების ძეგლი

თეთრი ქათქათა ფერის ნაღვენთებით გამორჩეული ქვედაცარცულ კირქვებში გამომუშავებული 25 მეტრის და 3,5 მ-ის სიმაღლის  მღვიმეა, რომლის შესასვლელი 2 მ-ის დიამეტრის შვეული ხვრელით უკავშირდება ვრცელ, ჰორიზონტალურ ფსკერიან დარბაზს. მღვიმე საინტერესოა ძველი სიფონური არხების მრავალფეროვნებით.  მღვიმე გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით.  გასულ საუკუნეში აქ მკურნალობდნენ ბრონქულ ასთმით და ჰიპერტონიით დაავადებულ პაციენტებს. იგი მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლს წარმოადგენს, სადაც  მოპოვებულია მღვიმური დათვის, ირმის, ბიზონის, მგლის, მელას, კურდღლის ძვლები, ასევე  კერამიკის ნაშთები.

მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, ქ. წყალტუბოდან ჩრდილო-აღმსავლეთით 1,6 კმ, 140 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 19.769 E42 37.033

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე დასახლებული პუნქტია ქ. წყალტუბო.

ქ. წყალტუბო - თეთრი მღვიმის ბუნების ძეგლი - 1.5 კმ, ხანგრძლივობა - 10 წთ.

თეთრი მღვიმე ბუნების ძეგლი
ნეოგენური სისტემა

კაინოზოური ჯგუფის რიგით მეორე სისტემა (გეოლოგიური წელთაღრიცხვის კაინოზოური ერის მეორე პერიოდი). მოსდევს პალეოგენურ სისტემას (პერიოდს) და წინ უსწრებს მეოთხეულ (ანთროპოგენურ) სისტემას (პერიოდს). სახელი უწოდა ავსტრიელმა გეოლოგმა მ. ჰერნესმა (1853), რომელმაც გააერთიანა ჩ. ლაიელის მიერ გამოყოფილი (1833) მიოცენი და პლიოცენი. აბსოლუტური გეოქრონოლოგიით ნეოგენური სისტემა დაიწყო 25 მილიონი წლის წინათ და გრძელდებოდა 23 მილიონზე მეტ წელიწადს.

ნეოგენური სისტემა (პერიოდი) იყოფა ორ სექციად (ეპოქად) თითოეული მათგანი - ცალკეულ სართულებად (საუკუნეებად).

ნეოგენური სისტემის ნალექები გვხვდება მთელ დედამიქაზე. ნეოგენური სისტემაში მოხდა მნიშვნელოვანი ტექტონიკური მოძრაობები (ორიგენიული ეტაპი), რის შედეგადაც წარმოიქმნა მრავალი მთათა სისტემა (ალპები, კარპატები, ბალკანები, დინარის მთები, აპენინები, კავკასიონი, ჰიმალაი და სხვა). ადრინდელი ნეოგენური ეპოქიდან დაიწყო კავკასიონისა და მცირე კავკასიონის ნაოჭა სისტემებისა და მათ შორის მდებარე საქართველოს ბელტის მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოყალიბება. ნეოგენური სისტემის ნალექთწარმოქმნა კავკასიის ტერიტორიაზე განპირობებული იყო აქ განვითარებული ზღვიური აუზებისა და მთელი პარატეთისის მსოფლიო ოკეანესთან კავშირის ხასიათით. ოკეანესთან ფართო კავშირის დროს (უფლისციხურ, საყარაულოურ, თარხნულ საუკუნეებში) არსებობდნენ ნორმულზღვიური დიდტანიანი მოლუსკები და ფორამინიფერები, ხოლო როდესაც კავშირი შეწყვეტილი ან ძლიერ შესუსტებული იყო (კოწახურული, ჩოკრაკული, ყარაღანული, სარმატული, მეოტური საუკუნეები და პლიოცენური ეპოქა), ნალექებში მხოლოდ მტკნარი ან მომარილიანო ტიპის ფაუნა შეინიშნება. ზღვიური ნალექების გარდა კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებულია კონტინენტურიც (ზედასარმატულ-ჰოლოცენური ასაკის), რომელღა სისქე ზოგჯერ 3000 მ აღწევს. ოროგენული ეტაპისთვის დამახასიათებელია მძლავრი ვულკანური ამოფრქვევები, რომელთა შედეგად ნეოგენური სისტემაში წარმოიქმნება ბაზალტ - ანდეზიტ - დაციტ - ლიპარიტული ვულკანური ასოციაცია.

ნეოგენური პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ზომიერად თბილი ჰავის პირობებში უმთავრესად იზრდებოდა ფარულთესლიანი მცენარეები, რომელთა უმეტესობა დღემდე შემორჩა.

ნეოგენური სისტემის ნალექებთან დაკავშირებულია მნიშვნელოვანი სასარგებლო წიაღისეული: ნავთობი, აირი, რკინის მადნები, ქიმიური ნედლეული, საშენი მასალები, მურა ნახშირი და სხვა.

≈ ასაკი (მლნ. წ. წ.)
უფრო ახალგაზრდა
ნეოგენური სისტემა
1,806–2,588
2,588–3,6
3,6–5,332
5,332–7,246
7,246–11,608
11,608–13,82
13,82–15,97
15,97–20,43
20,43–23,03
უფრო ძველი
ნეოგენური სისტემა
საქართველოს წითელი წიგნი

საქართველოში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს იცავს სახელმწიფო, შესაბამისი კანონმდებლობით  2003 წელს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი ’’საქართველოს ’’წითელი ნუსხა’’ და ’’წითელი წიგნის’’ შესახებ’’ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე N19 1.07 2003წ.).

კანონის ძირითადი მიზანია, საქართველოს ’’წითელი ნუსხისა’’ და ’’წითელი წიგნის’’ შედგენა, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის და გამოყენების სამართლებრივი რეგულირება. დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული, გადაშენების საფთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა და აღდგენა, სახეობრივი მრავალფეროვნებისა და გენეტიკური რესურსების შენარჩუნება.

ამჟამად დედამიწაზე გამოყოფენ ბიოლოგიური მრავალფეროვნების 25 "ცხელ წერტილს". მათ შორის ერთ-ერთი კავკასია, კერძოდ, საქართველოა. კავკასია ასევე 200 გლობალურ ეკორეგიონს შორისაა, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერაა გამოყოფილი ისეთ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიცაა: სახეობრივი მრავალფეროვნება, ენდემიზმის დონე, ტაქსონომიური უნიკალურობა, ევოლუციური პროცესები და ფლორისა და ფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებები, მცენარეულობის ტიპების მრავალფეროვნება და ბიომების იშვიათობა გლობალურ დონეზე.

საქართველოში გავრცელებულია მსხვილი ძუძუმწოვრების სამი რიგის - მტაცებლების, წყვილჩლიქოსნების, ვეშაპისნაირების - 30 სახეობა. წვრილი ძუძუმწოვრების ოთხი რიგის 79 სახეობა: მწერიჭამიები - 10 სახეობა, ხელფრთიანები - 29 სახეობა, მღრღნელები - 39 სახეობა და კურდღლისნაირები - 1 სახეობა. საქართველოში გვხვდება ფრინველთა 300-ზე მეტი სახეობა. მიგრირებადი სახეობებისთვის მნიშვნელოვანი დასასვენებელი და დასაზამთრებელი ადგილებია კოლხეთის დაბლობი და ჯავახეთის ზეგნის ტბების სისტემა. აქ ასევე გავრცელებულია ქვეწარმავლების 50-ზე მეტი სახეობა. ამფიბიებიდან გავრცელებულია მხოლოდ 12 სახეობა. მტკნარ წყლებში გავრცელებულია თევზების 80-ზე მეტი სახეობა, რომელთა შორის ბევრი ენდემურია. ენდემურობითა და მრავალფეროვნებით ასევე გამოირჩევა საქართველოს უხერხემლოთა ფაუნაც.

საქართველოს ფლორის შემადგენლობაში შედის, მარტო ჭურჭლოვან მცენარეთა, 4100-ზე მეტი სახეობა, საიდანაც დაახლოებით 21%, ანუ 900-მდე სახეობა ენდემურია.

ძალიან სამწუხაროდ, საქართველოს, ისევე როგორც მთლიანად კავკასიის, ბიომრავალფეროვნება უკიდურესი საფრთხის წინაშე იმყოფება. ტყეების უმეტესი ნაწილი სახეცვლილია ადამიანის ზემოქმედების შედეგად. მაღალ მთაში გადაჭარბებული ძოვების გამო, თითქმის განადგურებულია ბუნებრივი მცენარეული საფარი და მიმდინარეობს ეროზიის პროცესი. ბუნებრივი მცენარეული საფარი შემორჩენილია თავისი ისტორიული არეალის მხოლოდ მცირეოდენ ნაწილში. საქართველოში ბიომრავალფეროვნებაზე მოქმედი საფრთხეებიდან აღსანიშნავია: ბრაკონიერობა, ტყის მასივების გაჩეხვა, გადაჭარბებული ძოვება, მცენარეთა და ცხოველთა სახეობებით უკანონო ვაჭრობა, თევზის რესურსების გადამეტებული მოპოვება, მდინარეებისა და წყალჭარბი სავარგულების დაბინძურება. შედეგად, ადგილი აქვს ცოცხალი ორგანიზმების საცხოვრებელი გარემოს დეგრადირებას, სახეობათა რიცხოვნობის კლებასა და ეკოლოგიური პროცესების რღვევას - ყველაფერს ერთად კი მივყავართ ბიომრავალფეროვნების განადგურებისკენ.

ამ სავალალო მდგომარეობის შედეგია, რომ საქართველოს ფაუნიდან 141 სახეობა შეტანილია წითელ ნუსხაში. აქედან:

- 11 სახეობას მინიჭებული აქვს კრიტიკულ საფრთხეში მყოფის სტატუსი (CR)
- 32 სახეობას - საფრთხეში მყოფი სტატუსი (EN)
- 5 სახეობას - ეროვნულ დონეზე გადაშენებულის სტატუსი (RE), ხოლო
- 93 სახეობას მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია (VU).

საქართველოს ფლორიდან 56 სახეობაა შეტანილი წითელ ნუსხაში, საიდანაც:

- 36 სახეობას მინიჭებული აქვს მოწყვლადის (VU) სტატუსი
- 18 სახეობას საფრთხეში მყოფის (EN) სტატუსი, ხოლო
- 2 სახეობას კი კრიტიკულ საფრთხეში მყოფის სტატუსი (CR)

საქართველოს წითელი წიგნი პირველად 1982 წელს გამოიცა და მისი გამოცემის აუცილებლობა იმ სახეობების სხვადასხვა კატეგორიებად კლასიფიკაციისათვის გახდა საჭირო, რომელთა რიცხვიც ამა თუ იმ მიზეზის გამო რეგიონში მცირდებოდა. ამ დროისთვის არ იყო შემუშავებული კლასიფიკაციის საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს წითელ წიგნში მოყვანილი სახეობებისათვის კატეგორიების მინიჭება სუბიექტური კრიტერიუმებით ხდებოდა. 

1982 წლის „საქართვლოს წითელ წიგნში“ შეყვანილ იქნა ძუძუმწოვრების 21, ფრინველების 33, რეპტილიების 6, ამფიბიების 4 და თევზების 1 სახეობა. 

გამოყენების თითქმის 30 წლის განმავლობაში არსებული კრიტერიუმები მოძველდა და მრავალჯერ გადაისინჯა. ცხადი გახდა, რომ აუცილებელი იყო  საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობებისთვის საერთაშორისო კრიტერიუმების შემუშავება და მათი სხვადასხვა კატეგორიებად დაყოფა. ამის აუცილებლობას განსაზღვრავდა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების აღნუსხვისა და დაცვითი ღონისძიებების ჩატარების საჭიროება. 

1994 წელს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) საბჭომ მიიღო წითელი ნუსხის ახალი სისტემა და ახალი კრიტერიუმები, რომელთა გამოყებენაც ძალიან ფართოდ დაიწყეს სხვადასხვა სამთავრობო თუ არა სამთავრობო ორგანიზაციებმა. ამგვარმა ფართო და მრავალჯერადმა გამოყენებამ ცხადყო ზოგიერთი ცვლილებების შეტანის აუცილებლობაც და მსოფლიო კონსერვაციის კონგრესმა, 1996 წელს, სახეობათა გადარჩენის კომისიას მიანიჭა უფლებამოსილება განეხორციელებინა სისტემის გადასინჯვა. საბოლოოდ შემოღებული იქნა განახლებული სისტემა რომლის მიხედვითაც სახეობებს მიენიჭათ შემდეგი კატეგორიები:

X – გადაშენებული

EW – ბუნებაში გადაშენებული

CR – კრიტიკულ საფრთხეში მყოფი

EN – საფრთხეში მყოფი

VU – მოწყვლადი

NT – საფრთხესთან ახლოს მყოფი

LC – საჭიროებს ზრუნვას

DD – არასრული მონაცემები

NE – არ არის შეფასებული

2005 წელს სწორედ ამ სისტემის მიხედვით მოხდა - „საქართველოს წითელი ნუსხის“ შემუშავებაც, რომელიც  2006 წელს დამტკიცდა. საერთაშორისო წითელი ნუსხის კატეგორიებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ამა თუ იმ კატეგორიას ემატება სიტყვა „რეგიონული“. რაც ნიშნავს, რომ ეს სახეობა გადაშენებულია კონკრეტულ რეგიონში და არა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

წითელ ნუსხაზე მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს, ვინაიდან დროთა განმავლობაში სახეობათა მდგომარეობა იცვლება და წითელი ნუსხაც საჭიროებს ცვლილებების შეტანას.

საქართველოს ცხოველების წითელი ნუსახა

*გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ეს სია შესაძლოა არ შეესაბამებოდეს უახლეს მონაცემებს.

IUCN მსოფლიოს პირველი გლობალური გარემოს დაცვითი ორგანიზაციაა.  ის 1948 წელს დაარსდა  და ამჟამად მასში  1200 ორგანიზაციაა გაერთიანებული, რომლითაც მსოფლიოს უდიდეს კონსერვაციულ ქსელს ქმნის. IUCN-ის მთავარ მიზანს მსიოფლიო ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება წარმოადგენს.

IUCN-ის წითელი ნუსხა 

ფარულთესლოვანები

ქართული ნეკერჩხალი/Acer ibericum M. Bieb. ex Willd.
დურღენი/Anabasis aphylla L.
ქართული ნუში/Amygdalus georgica Desf
ხემარწყვა/Arbutus andrachne L.
სომიეს გლერძი/Astragalus sommieri Freyn
ტანას გლერძი/Astragalus tanae K.Koch
მედვედევის არყი/Betula medwedewii Regel
სამეგრელოს არყი/Betula megrelica Regel
რადეს არყი/Betula raddeana Trautv
კოლხური ბზა/Buxus colchica Pojark
ჩვეულებრივი წაბლი/Castanea sativa Mill
სამხრეთის აკაკი/Celtis australis L.
შიშველი აკაკი/Celtis glabrata Steven ex Planchon
მცირენაყოფიანი ბალამწარა/Cerasus microcarpa C. A. Meyer
პონტური საკმელა/Cistus creticus L.
კოლხური თხილი/Corylus colchica Albov
ყამბრო/Crataegus pontica K. Koch
ალბოვის მაჯაღვერი/Daphne albowiana Woronow ex Pobed.
ცრუაბრეშუმისებრი მაჯაღვერი/Daphne pseudosericea Pobed.
ამიერკავკასიური მაჯაღვერი/Daphne transcaucasica Pobed.
გაულთერიასმაგვარი ეპიგეა/Epigaea gaultherioides Boiss.
ხემაგვარი მანანა/Erica arborea
ნახევრადეკლიანი ევერსმანია/Eversmannia subspinosa Fisch & (DC)
აფხაზეთის კურდღლისცოცხა/Genista abchasica Sachokia
მლაშობის ჩინგილი/Halimodendron halodendron L.
კაკლის ხე/Juglans regia L.
კეთილშობილი დაფნა/Laurus nobilis L.
შობერის ნიტრარია/Nitraria schoberi L.
ზეთის ხე/Osmanthus decorus Boiss. & Balansa
უხრავი/Ostrya carpinifolia Scop.
საღსაღაჯი/Pistacia mutica Fisch & Mey.
თურანულა/Populus euphratica Oliv.
ლაფანი/Pterocarya pterocarpa (Michx.) Kunth.
დემეტრის ბერყენა/Pyrus demetrii Kutath.
კეცხოველის ბერყენა/Pyrus ketzkhovelii Kutath.
სახოკიას ბერყენა/Pyrus sachokiana Kutath.
კოლხური მუხა/Quercus hartwissiana Stev
იმერული მუხა/Quercus imeretina Stev. Ex Malleev
მაღალმთის მუხა/Quercus macranthera Fisch et Mey
ჭალის მუხა/Quercus pedunculiflora C. Koch.
პონტური მუხა/Quercus pontica C. Koch.
სმირნოვის შქერი/Rhododendron smirnowii Trautv
უნგერნის შქერი/Rhododendron ungernii Trautv.
ქიქოძის ტირიფი/Salix kikodseae Goerz
გარეჯის სალბი/Salvia garedji Troitzk.
ტიგრანის ანწლი/Sambucus tigranii Troitzk
სომხური ამპურა/Sorbus hajastana Gabr.
კოლხური ჯონჯოლი/Staphylea colchica Stev.
კარიაგინის ბეგქონდარა/Thymus karjaginii Grossh.
შიშველი თელადუმა/Ulmus glabra Huds.
პატარა თელადუმა/Ulmus minor Mill.
ძელქვა/Zelkova carpinifolia Pall.

შიშველთესლოვნები

  შავი ღვია/Juniperus foetidissima Willd.
მრავალნაყოფა ღვია/Juniperus polycarpos K.
ბიჭვინთის ფიჭვი/Pinus pityusa Stev.
უთხოვარი/Taxus baccata L.

ძუძუმწოვრები

სამხრეთული ცხვირნალა/Rhinolophus euryale Blasius
მეჰელის ცხვირნალა/Rhinolophus mehelyi Matschie
გრძელყურა მღამიობი/Myotis bechsteinii Kuhl
ევროპული მაჩქათელა/Barbastella barbastellus Schreber
თახვი/Castor fiber Linnaeus
კავკასიური თაგვანა/Sicista caucasica Vinogradov
ქლუხორის თაგვანა/Sicista kluchorica Sokolov, Kovalskaya, and Baskevich
ყაზბეგის თაგვანა/Sicista kazbegica Sokolov, Baskevich, and Kovalskaya
ბრუცა/Nannospalax nehringi Satunin
ნაცრისფერი ზაზუნელა/Cricetulus migratorius Pallas
ამიერკავკასიური ზაზუნა/Mesocricetus brandti Nehring
პრომეთეს მემინდვრია/Prometheomys schaposchnikovi Satunin
წითური მემინდვრია/Clethrionomys glareolus ponticus Schreber
მცირეაზიური მექვიშია/Meriones tristrami Thomas
პაწია თაგვი/Micromys minutus Pallas
ლელიანის კატა/Felis chaus Schreber
ფოცხვერი/Lynx lynx Linnaeus
ჯიქი/Panthera pardus Linnaeus
ვეფხვი/Panthera tigris Linnaeus
აფთარი/Hyaena hyaena Linnaeus
წავი/Lutra lutra Linnaeus
ჭრელტყავა/Vormela peregusna Güldensthdt
თეთრმუცელა/Monachus monachus Hermann
მურა დათვი/Ursus arctos Linnaeus
ზღვის ღორი/Phocoena phocoena Linnaeus
აფალინა/Tursiops truncatus Montagu
ირემი/Cervus elaphus Linnaeus
ქურციკი/Gazella subgutturosa Güldenstaedt
დასავლეთკავკასიური ჯიხვი/Capra caucasica Güldenstaedt and Pallas
დაღესტნური ჯიხვი/Capra cylindricornis Blyth
ნიამორი/Capra aegagrus Linnaeus
არჩვი/Rupicapra rupicapra Linnaeus.

ფრინველები

  მურტალა/Podiceps grisegaena Boddaert
ვარდისფერი ვარხვი/Pelecanus onocrotalus Linnaeus
ქოჩორა ვარხვი/Pelecanus crispus Bruch
ლაკლაკი/Ciconia ciconia Linnaeus
ყარყატი/Ciconia nigra Linnaeus
პატარა ღერღეტი/Anser erythropus Linnaeus
წითელი იხვი/Tadorna ferruginea Pallas
მარმარილოსებრი/Marmaronetta angustirostris
გარიელი/Melanitta fusca Linnaeus
თეთრთვალა იხვი/Oxyura leucocephala Scopoli
თეთრკუდა ფსოვი/Haliaeetus albicilla Linnaeus
ქორცქვიტა/Accipiter brevipes Severtzov
ველის კაკაჩა/Buteo rufinus rufinus Cretzschmar
ბექობის არწივი/Aquila heliaca Savigny
დიდი მყივანი არწივი/Aquila clanga Pallas
მთის არწივი/Aquila chrysaetus Linnaeus
ფასკუნჯი/Neophron percnopterus Linnaeus
ბატკანძერი/Gypaetus barbatus Linnaeus
სვავი/Aegypius monachus Linnaeus
გავაზი/Falco cherrug Gray
თვალშავი/Falco vespertinus Linnaeus
წითელთავა შავარდენი/Falco biarmicus Temminck
მცირე კირკიტა/Falco naumanni Fleischer
ჭოტი/Aegolius funereus Linnaeus
ბუხრინწა/Tyto alba Scopoli
კასპიური შურთხი/Tetraogallus caspius Gmelin
კავკასიური როჭო/Tetrao mlokosiewiczi Taczanowski
რუხი წერო/Grus grus Linnaeus
სარსარაკი/Tetrax tetrax Linnaeus
თვალჭყეტია/Burhinus oedicnemus Linnaeus
ულვაშა წივწივა/Panurus biarmicus Linnaeus
წითელმუცელა ბოლოცეცხლა/Phoenicurus erythrogastrus Güldensthdt
დიდი კოჭობა/Carpodacus rubicilla Güldensthdt
ჭრელგულა ჭვინტაკა/Prunella ocularis Radde.

ქვეწარმავლები

 ხმელთაშუაზღვეთის კუ/Testudo graeca Linnaeus
კოხტა გველთავა/Ophisops elegans Menetries
თურქული ხვლიკი/Darevskia clarkorum Darevsky & Vedmederja
დალის ხვლიკი/Darevskia dahli Darevsky
აჭარული ხვლიკი/Darevskia mixta Mehely
აზიური შიშველთავა/Ablepharus pannonicus Fitzinger
დასავლური მახრჩობელა/Eryx jaculus Dumeril & Bibron
საყელოიანი ეირენისი/Eirenis collaris Menetries
ხვლიკიჭამია გველი/Malpolon monspessulanus Mertens & Mueller
დინიკის გველგესლა/Vipera dinniki Nikolsky
კავკასიური გველგესლა/Vipera kaznakovi Nikolsky.

ამფიები

კავკასიური სალამანდრა/Mertensiella caucasica Waga
სირიული მყვარი/Pelobates syriacus Boettger.
ხრტილოვანი თევზები:
სვია/Huso huso Linnaeus
ფორონჯი/Acipenser sturio Linnaeus
ფორეჯი/Acipenser nudiventris Lovetsky
ტარაღანა/Acipenser stellatus Pallas
რუსული ზუთხი/Acipenser gueldenstaedti Brandt & Ratzeberg
სპარსული ზუთხი/Acipenser persicus Borodin.

ძვლოვანი თევზები

მდინარის/ტბის კალმახი/Salmo fario Linnaeus
მორევის ნაფოტა/Rutilus frisii Nordmann
კოლხური ხრამული/Varicorhinus sieboldi Steindachner
წინააზიური გველანა/Sabanejewia aurata De Filippi
მექვიშია ღორჯო/Neogobius fluviatilis Pallas.

მწერები

კავკასიური წმინდადგახვიარა/Phassus shamil Christoph
კოლხური ბრამეა/Brahmaea ledereri Rogenhofer
ღამის მცირე ფარშევანგთვალა/Eudia pavonia Linnaeus
მკრათვალებიანი ფარშევანგთვალა/Perisomena coecigena Kupido
სფინქსი მკვდართავა/Manduca atropos Linnaeus
კომაროვის სფინქსი/Rethera komarovi Christoph
ოლეანდრის სფინქსი/Deilephila nerii Linnaeus
ჯუჯა სფინქსი/Pterogon gorgoniades Hb.
კვიპაროსის მსხვილტანა/Pachypasa otus Drury
ბალკანური აბრეშუმქსოვია/Lemonia balcanica Herrich-Schhffer
დათუნელა ჰერა/Callimorpha dominula Linnaeus
მღვის ამიერკავკასიური დათუნელა/Axiopoena maura Eichwald
აპოლონი/Parnassius apollo Linnaeus
კავკასიური აპოლონი/Parnassius nordmanni Ménétriès
კავკასიური ზერინთია/Allancastria caucasica Lederer
გრუნერის აისი/Antocharis gruneri Herrich-Schaeffer
ამიერკავკასიური აისი/Anthocharis damone Boisduval
ჰევისტონის ავერდულა/Erebia hewistonii Lederer
ირანული ხავერდულა/Erebia iranica Grum-Grshimailo
რომანოვის ცისფერა/Tomares romanovi Christoph
ცისფერა მელეაგრი/Polyommates daphnis Denis & Schiffermüller
სმირნოვის მბოგელა/Apocolotois smornovi Romanoff
იფნის ჭრელურა/Zygaena fraxini Ménétriès
ველის დიდი ბაზი/Bombus fragrans Pallas
ბაზი ერიოფორუსი/Bombus eriophorus Klug
ალპური ბაზი/Bombus alpigenus Morawitz
ირანული ბაზი/Bombus persicus Radoszkowsky
იისფერი ქსილოკოპა/Xylocopa violacea Linnaeus
კურნაკოვის ბზუალა/Inotrechus kurnakovi Dolranski&Ljovuschkin
ინჯაევას ბზუალა/Inotrechus injaevae Dolranski&Ljovuschkin
მრგვალი ბზუალა/Omophron limbatum Fabricius
ალპური ხარაბუზა/Rosalia alpina Linnaeus
მზიმთას ნემსიყლაპია/Cordulegaster mzymtae Barteneff
მსგავსი ნემსიყლაპია/Onychogomphus assimilis Schneider
სამეგრელოს ტურფა/Calopteryx mingrelica Selys.

კიბოსნაირები

 კოლხური ფართოფეხა კიბო/Astacus colchicus Kessler
პევცოვის კიბო/Pontastacus pylzowi Skorikov.

ობობასნაირები

ტივის ობობა/Dolomedes plantarius Clerck.
რგოლოვანი ჭიები:
ამიერკავკასიური ჭიაყელა/Eisenia transcaucasica Perel
ლაგოდეხის ჭიაყელა/Eisenia lagodechiensis Michaelson
ხეობის ჭიაყელა/Dendrobaena faucium Michaelsen
კინტრიშის ჭიაყელა/Alollobophora kintrishiana  Kvavadze.
მუცელფეხიანი მოლუსკეისი:
ბუხის ლოკოკინა/Helix buchi Dubois&Montpereux.
ქვესახეობისები (ძვლოვანი თევზები):
პალიასტომის ქაშაყი/Alosa caspia paleostomi Eichwald
შავი ზღვის ორაგული/Salmo fario labrax Pallas
წითელტუჩა ჭერეხი/Aspius aspius taeniatus Berg
ალაზნის გველანა/Nemachilus angorae alasanicus Elanidze.

საქართველოს წითელი წიგნი
შავი ზღვა

შავი ზღვა (ბულგ. Черно море; ბერძ. Μαύρη Θάλασσα; რუმინ. Marea Neagră; რუს. Чёрное мо́ре; უკრ. Чорне море; თურქ. Karadeniz) (ანტიკურ ხანაში ცნობილი იყო როგორც Εὔξεινος Πόντος, ლათ. Pontus Euxinus, "ევქსინეს ზღვა" - შავ ზღვას ბერძნები ჯერ პონტოს აქსინოს   (არასტუმართმოყვარე) შემდეგ ჩვენი წელთაღრიცხვიდან პონტოს ექსინოს (სტუმართმოყვარე   ზღვა) უწოდებდნენ, ზოგან როგორც ”პონტოს ზღვა”, ზოგან კი ”სპერის ზღვა”, ასურელები   კი ”ზემო ზღვის” სახელწოდებით მოიხსენიებდნენ) ხმელეთს შორის მოქცეული ზღვაა   სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და მცირე   აზიას შორის. ხმელთაშუა ზღვას უერთდება ბოსფორის   სრუტითა და მარმარილოს   ზღვით, აზოვის   ზღვას კი ქერჩის   სრუტით.

ბოსფორის სრუტით შემოდენილი ზღვის წყლის რაოდენობა წელიწადში 200 კმ³ აღწევს.   ზღვაში მიმდებარე რეგიონებიდან ჩამოდენილი მტკნარი წლის რაოდენობა წელიწადში 320   კმ³, რომლის უმეტესი წილი ცენტრალურ და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაზე მოდის.   ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარე, რომელიც შავ ზღვაში ჩაედინება არის დუნაი.   შავი ზღვის საერთო ფართობია 422.000 კმ², ხოლო მაქსიმალური სიღრმე - 2210 მ.

შავ ზღვას ესაზღვრება თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, რუსეთი და საქართველო. ყირიმის   ნახევარკუნძული უკრაინის ავტონომიური რესპუბლიკაა.

მნიშვნელოვანი ქალაქები შავი ზღვის სანაპიროზე არის: სტამბოლი (ყოფილი კონსტანტინოპოლი), ბურგასი, ვარნა, კონსტანცა, იალტა, ოდესა, სევასტოპოლი, ქერჩი, ნოვოროსიისკი, სოჭი, სოხუმი, ფოთი, ბათუმი, ტრაბზონი და სამსუნი.

შავი ზღვის ზოგადი მახასიათებლები

შავი ზღვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩაკეტილი წყლის მასივია. ზღვის სიგრძე უკიდურეს დასავლეთ და აღმოსავლეთ წერტილებს შორის 1167 კმ-ია (ბურგასი-ქობულეთი). სანაპირო ზოლის სიგრძე დაახლოებით 4000 კმ-ია, საიდანაც საქართველოს 320 კმ ეკუთვნის (რუსეთის ფედერაცია-395 კმ, უკრაინა-1340 კმ, რუმინეთი-215 კმ, ბულგარეთი-317 კმ, თურქეთი-1365 კმ). შავი ზღვის ე.წ. ზედა ჟანგბადით მდიდარი "ცოცხალი" ფენა 175-200 მ სიღრმემდე ვრცელდება, 200 მ-დან ფსკერამდე თითქმის უჟანგბადოა და საერთოდ არ გვხვდება ორგანული სიცოცხლე. შავი ზღვის განსაკუთრებულ თავისებურებას, რაც მას მკვეთრად განასხვავებს დედამიწის დანარჩენი ჰიდროგარსისგან, წარმოადგენს წყლის ორიგინალური ფენობრივი ხასიათი. 175-200 მ სისქის მქონე ზედაპირული ფენა სიმკვრივით გამირჩევა (მსუბუქია) მის ქვეშ მდებარე წყლის მასისაგან. ეს განსხვავება იმდენად მკვეთრია, რომ წყლის აღრევა ფენებს შორის თითქმის არ წარმოებს. ამის გამო ღრმა წყალში დაგროვილია H2S გრანდიოზული რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ შავ ზღვაში საერთოდ არ არსებობს საშიში იხტიოფაუნა.

საქართველოს შავიზღვისპირა სანაპირო ხაზი

საქართველოს შავიზღვისპირა სანაპირო ხაზი მთლიანობაში არ გამოირჩევა კლაკნილობით,   მკვეთრად გამოხატული ნახევარკუნძულებითა და უბეებით. ნაპირის შედარებით რთული   მოხაზულობით აფხაზეთი გამოირჩევა. აქ გამოკვეთილია ბიჭვინთის, სოუქსოს, წითელი   შუქურისა და კოდორის ნახევარკუნძულები (კონცხები) მათ შორის მოქცეული მიუსერის,   ახალი ათონის, სოხუმისა და ოჩამჩირის უბე-ყურეებით.

მიქცევა-მოქცევის სიდიდეები საქართველოს სანაპიროსათვის უმნიშვნელოა ფოთში 8-9 სმ შეადგენს და ნახევარდღეღამურ ხასიათისაა.

შავი ზღვის ფსკერი საქართველოს ნაპირიდან საკმაოდ ციცაბოდ ეშვება სიღრმეში. ეს განსაკუთრებით ეხება აფხაზეთის უბანს. სანაპირო ზოლის ფსკერის წყალქვეშა რელიეფი გაფართოებულია ნახეობარებით და დელტებით, რომლებიც აგრძელებენ ყველა მნიშვნელოვან   მდინარეთა ზედაპირულ ხეობებს.

შავ ზღვაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის გეოლოგიური წარმონაქმნია იშვიათი (არ მოეპოვება ანალოგი მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთში) კონცენტრაციის მქონე მაგნეტიტური ქვიშებით აგებული ნაპირი გურიის მხარეში (შეკვეთილი-მაგნეტიტი(ურეკი) - გრიგოლეთი).

კლიმატი

საქართველოს შავიზღვისპირეთი კავკასიონის ქედით დაცულია ჩრდილოეთის ქარებისგან. ზამთარში ძირითადად აღმოსავლეთის ქარებია, ზაფხულში უმეტესად დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის. დამახასიათებელია მოკლეპერიოდიანი ბრიზები. ქარების საშუალო უმცირესი სიჩქარეები ბათუმში გვხვდება, ზამთარში ქარები ძლიერდება და ზაფხულისთვის სუსტდება.

შავი ზღვის წყალი კომფორტულად ითვლება, თუ მისი ტემპერატურა 200-ზე   მეტია, ჰაერის ტემპერატურა 150-ზე მეტი, ხოლო ტალღების სიძლიერე 3 ბალზე ნაკლებია. ეს მაჩვენებლები საქართველოს სანაპიროს წელიწადში 6-7 თვის განმავლობაში   ახასიათებს.

ტალღები

ოკეანეებთან შედარებით შავ ზღვაზე აღინიშნება ნაკლები ინტენსივობის ღელვა. შტორმული მოვლენები შავ ზღვაზე ციკლონური ზემოქმედების შემთხვევაში წარმოიქმნება. სამხრეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებების ქარების მოქმედება დაკავშირებულია ხმელთაშუა ზღვის ციკლონების გავლასთან. ატლანტიკის ციკლონები იწვევენ დასავლეთის მიმართულების ქარების და ტალღების გაჩენას, რომლებიც ძლიერი ზვირთების სახით საქართველოს სანაპიროს აღწევენ.

მარილიანობა

ზღვის წყლის მარილიანობა საქართველოს ნაპირებთან ყველგან ნაკლებია 17 პრომილეზე (ანატოლიის ზღვისპირეთში 18 პრომილეს აჭარბებს, საშუალოდ 22 პრომილე), რაც ორჯერ ნაკლებია მსოფლიო ოკეანის მარილიანობასთან შედარებით.

შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემები

1996 წლის ოქტომბერში შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი   მოაწერეს შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ გეგმას. 1997 წლიდან 31 ოქტომბერი   საქართველოშიც აღინიშნება, როგორც - შავი ზღის საერთაშორისო დღე.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, შავი ზღვის თემატიკის კიდევ ერთხელ   პოპულიზების მიზნით, აჭარის ა.რ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების   სამმართველომ შავი ზღვის საერთაშორისო დღის - 31 ოქტომბრის აღსანიშნავი   ღონისძიებები გამართა.

30 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებამ გამართა კონფერენცია თემაზე - "გადავარჩინოთ შავი ზღვა". განიხილეს შემდეგი საკითხები: - შავი ზღვის ბიორესურსების შეფასება; - შავ ზღვაში ეუტერიფიკაციის პრობლემები; - შავი ზღვის ქიმიური და ორგანული დამაბინძურებლები; - ძუძუმწოვრები შავ ზღვაში; - უკანონო თევზჭერის ნეგატიური გავლენის ფაქტორები; - ეგზოტები შავ ზღვაში; - შავი ზღვის მნიშვნელობა საქართველოს სახელმწიფოსთვის.

შავი ზღვა
საქართველოს რუკები
საქართველოს რუკები
კავკასია

ვრცელი ბუნებრივი რეგიონია შავ, კასპიის და აზოვის ზღვებს შორის. იგი შემოსაზღვრულია კუმა-მანიჩის ღრმულით (ჩრდილოეთი), ირანით და თურქეთით (სამხრეთი), ყუბანის შესართავით (დასავლეთი) და აფშერონის ნახევარკუნძულით (აღმოსავლეთი).

ტერიტორია

კავკასიის ფართობი დაახლოებით 440 ათასი კვ. კმ-ია, სადაც 30 მლნ ადამიანი ცხოვრობს. კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი კავკასიონს ჩრდილოეთ კავკასიად (იმიერკავკასიად; ფართობი 250 ათ. კმ2) და ამიერკავკასიად (ფართობი 190 ათ. კმ2). ბუნებრივი პირობების მიხედვით განასხვავებენ აგრეთვე დასავლეთ და აღმოსავლეთ კავკასიონს, რომელთაგან პირველი მოიცავს აზოვისა და შავი ზღვის აუზს, მეორე - კასპიის ზღვის აუზს. ქედი ამასთანავე წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს ზომიერი და სუბტროპიკული ზონებისა. გეოგრაფიულად კავკასიას ეკუთვნის ასევე თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი, როსტოვის ოლქისა და ყალმუხეთის რესპუბლიკის ტერიტორიების ნაწილი.

ბუნება

კავკასიის რეგიონის ბუნება მრავალფეროვანია. აქ ორიგინალურად არის შეხამებული მშრალი პეიზაჟები ნესტიან სუბტროპიკებთან. თბილი ზღვებისა და ყინულოვანი მთების ასეთ სიახლოვეს სხვაგან იშვიათად ნახავთ.

რელიეფი

კავკასიის ზედაპირის აბსოლუტურისიმაღლე ცვალებადობს 28 მ-დან 5642მ-მდე. კავკასიის ტერიტორიის ნახევარზე მეტი უჭირავს მაღალ მთებსა და ზეგნებს. ძირითადი ოროგრაფიული ერთეულებია: ამიერკავკასიის ვაკე, კავკასიონი, ამიერკავკასიის ბარი, მცირე კავკასიონი, თალიშის მთები, სამხრეთ კავკასიის ვულკანური მთიანეთი.

  • ამიერკავკასიის ვაკეში გამოიყოფა 3 ნაწილი: დასავლეთ ამიერკავკასიის დაბლობი, სტავროპოლის მაღლობი და აღმოსავლეთ იმიერკავკასიის დაბლობი.
    კავკასიონი გადაჭიმულია ტამანის ნახევარკუნძულიდან აფშერონის ნახევარკუნძულამდე. მასაც 3 ნაწილად ყოფენ: დასავლეთ კავკასიონი (იალბუზამდე), ცენტრალური კავკასიონი (იალბუზსა და მყინვარწვერს შორის) და აღმოსავლეთი კავკასიონი (მყინვარწვერის აღმოსავლეთით). კავკასიონის უმაღლესი მწვერვალია იალბუზი (5642 მ). მთიანეთის ოროგრაფიული ღერძია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი, რომლის ჩრდილოეთით და სამხრეთით გადაჭიმულია გვერდითი, გასწვრივი და გარდი-გარდმო ქედები.
    ამიერკავკასიის ბარი ვრცელდება შავი ძრვიდან კასპიის ზღვამდე. მისი სიგანე აზერბაიჯანში 160 კმ აღწევს, დასავლეთ საქართველოში - 90კმ. იგი შემდეგ ნაწილებად იყოფა: კოლხეთის დაბლობი ირგვლივ მდებარე გორაკ-ბორცვებით, იმერეთის მაღლობი (ძირულის მასივი), შიდა ქართლის ვაკე, იორ-აჯინოურის ზეგანი, ალაზან-აგრიჩაის ვაკე, მტკვარ-არაქსის დაბლობი და მისი მომიჯნავე გორაკ-ბორცვიანი რეგიონები.
    მცირე კავკასიონი გადაჭიმულია შავი ზღვიდან არაქსის ხეობამდე. აღმოსავლეთით მისი გაგრძელებაა თალიშის მთები. მცირე კავკასიონი იყოფა აჭარა-თრიალეთის, ლოქ-ყარაბაღისა და ჩრდილოეთ სომხეთის მთათა სისტემად. მცირე კავკასიონის უმაღლესი მწვერვალია მთა გიამიში (3724 მ) მუროვდაღის ქედზე, თალიშის მთებისა - მთა გომურგოი (2744 მ).
    სამხრეთ კავკასიის ვულკანური მთიანეთი წარმოადგენს მაღალი ვულკანური პლატოების, ქვაბულების, მასივებისა და ქედების ერთობლიობას. უმაღლესი მწვერვალი არაგაწი (4090 მ). მთიანეთის სამხრეთითმდებარეობს არაქსის შუა დინების ტექტონიკური ქვაბული, რომელიც ვრცელდება მდინარე არაქსის გასწვრივ დაახლოებით 300 კმ-ზე.

გეოლოგიური აგებულება

კავკასია შედის ხმელთაშუა ზღვის გეოსინკლინურ სარტყელში და იყოფა 4 ძირითად ტექტონიკურ ზონად: იმიერკავკასიის ახალგაზრდა ბაქანი, კავკასიონის მეგანტიკლინორიუმი, რიონ-მტკვრის მთათაშუა როფი და მცირე კავკასიონის მეგანტიკლინორიუმი.

იმიერკავკასიის ბაქანს ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში საფუძვლად უდევს უკრაინის კამბრიულისწინა კრისტალური მასივის შვერილი, დანარჩენ უდიდეს ნაწილში - შუაოალეოზოური ნაოჭა ფილაქანი. ბაქანზე დანალექი საფრის დაგროვება შუაიურული ეპოქიდან მიოცენის ბოლომდე გრძელდებოდა. მიოცენის ბოლოს (სარმატულ საუკუნეში) აზევდა სტავროპოლის მაღლობი, რის შედეგადაც იმიერკავკასია ყუბან-აზოვისა და თერგ-კუმის დაბლობებად გაიყო.

კავკასიონის ცენტრალური ნაწილის ჩრდილოეთი კალთა წარმოადგენს ახალგაზრდა აზევებებში ჩართულ იმიერკავკასიის ბაქნის კიდეს. გვერდითი ქედი ჰერვინული დანაოჭების ინტენსიური გამოვლინების ზონაა. მთავარ ქედზე გაშიშვლებულია ბაიკალურ-ადრეულჰერცინული მეტამორფული კომპლექსი ჰერცინული ასაკი გრანიტის ინტრუზივებით. ძველი გრანიტულ-მეტამორფული წარმონაქმნები შეცოცებულია კავკასიონის სამხრეთ კალთის მეზოზოურ წყებებზე. მდინარე ფშეხის სათავეებს დასავლეთით და მდინარე თერგის აღმოსავლეთით ძველი კრისტლური კომპლექსი დაძირულია ლიას-დოგერის თიხოვან-ფიქლოვანი სქელი ფორმაციის ქვეშ, რომელიც კავკასიონის ცენტრალურ ნაწილში ღერძულ ანტიკლინორიუმს ქმნის. ლიას-დოგერის წყება დაფარულია იზოკლინურად დანაოჭებული ზედაიურულ-ეოცენური ფლიშით. ჩრდილოეთ კალთაზე და სამხრეთ კალთის დასავლეთ ნაწილში ფლიშს ენაცვლება კირქვები.

რიონ-მტკვრის მთათაშუა როფის და მცირე კავკასიონის მეგანტიკლინორიუმის საფუძველია ჰერცინული გრანიტოიდებით გარღვეული ზედაკამბრიულისწინა ქვედაკამბრიული მეტამორფული კომპლექსი. იგი გაშიშვლებულია ძირულის, ხრამის, ლოქის, არზაქანისა და მეღრის მასივებზე. მთათაშუა როფს ძირულის მასივი (ლიხის ქედი) ზედაპალეოგენურ-ანთროპოგენური მოლასური ნალექებით ამოვსებულ რიონისა (დასავლეთი) და მტკვრის (აღმოსავლეთი) ღრმულებად ყოფა.

მცირე კავკასიონი და სამხრეთ კავკასიის ვულკანური მთიანეთი ჰეტეროგენული აგებულებისაა. ცარცულ-პალეოგენური ნალექებით აგებულ მესხეთ-თრიალეთის სისტემას სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ ცვლის იერული და ცარცული ვულკანოგენურ-კარბონატული ნალექებით აგებული ლოქ-ყარაბაღის ზონა. სევან-ჰაქერის ღერძულ ზონაში ფართოდ არის განვითარებული ულტრაფუძე ინტრუზივები, სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთზე - ახალგაზრდა ლავები (ახალქალაქის პლატო, გერამის, ვარდენისის ქედები და სხვა).

კავკასია მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. ტყვია-თუთიის საბადოებია ჩრდილოეთ ოსეთსა და საქართველოში, სპილენძისა და მოლიბდენის - ყაბარდო-ბალყარეთსა და სომხეთსი, რკინისა - აზერბაიჯანში, იქვეა ალუნიტებუიც, მანგანუმისა და ქვანახშირისა - საქართველოში, ნავთობ-აირისა - აზერბაიჯანში, ჩაჩნეთ-ინგუშეთში, დაღესტანში, კრსნოდარისა და სტავროპოლის მხარეებსა და აღმოსავლეთ საქართველოში. კავკასია მდიდარია აგრეთვე მინერალური წყლებით, საშენი მასალითა და სხვა.

ჰავა

კავკასია მდებარეობს ზომიერი და სუბტროპიკული ჰავის სარტყლების საზღვარზე. კავკასიონი  მნიშვნელოვანი კლამატგამყოფია. იგი აბრკოლებს ჩრდილოეთის ცივი ჰაერის მასების გავრცელებას სამხრეთისკენ, ხოლო სამხრეთის თბილი ჰაერისას - ჩრდილოეთისკენ და მკვეთრ კლიმატურ კონტრასტს ქმნის ჩრდილოეთ კავკასიასა და ამიერკავკასიას შორის. იანვრის საშუალო ტემპერატურა ჩრდილოეთ კავკასიაში - 2,-5 °C, დასავლეთ ამიერკავკასიაში (კოლხეთის დაბლობი) 4,5-6 °C, აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში (მტკვარ-არაქსისა და ლენქორანის დაბლობები) 1-3,3 °C. ზაფხულობით ტემპერატურული კონტრასტი ჩრდილოეთ კავკასიასა და ამიერკავკასიას შორის მცირდება, დასავლეთ და აღმოსავლეთ ამიერკავკასიას შორის კი შესამჩნევია. ივლისის საშუალო ტემპერატურა კავკასიის დასავლეთ ნაწილში 23-24 °C, აღმოსავლეთ ნაწილში 25-29 °C. დასავლეთ იმიერკავკასიის ჰავა ზომიერი კონტინენტურია (სტეპური), აღმოსავლეთ იმიერკავკასიისა  უფრო კონტინენტური და მშრალი (ნახევარუდაბნოსი). კოლხეთში ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის რბილი ზამთარი და უხვი ნალექი (1200-1800 მმ და მეტი წელიწადში). ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა ლენქორანის დაბლობზეც (ნალექები დაახლოებით 1200 მმ-მდე წელიწადში), თუმცა ზაფხულის დასაწყისი აქ მშრალი იცის. მტკვარ-არაქსის დაბლობის ჰავა მშრალი სუბტროპიკულია (ნალექები 200-400 მმ წელიწადში, აღმოსავლეთ ნაწილში 200 მმ-ზე ნაკლებიც), ზამთარი რბილია, ზაფხული ცხელი, მსგავსი ჰავაა არაქსის შუა დინების ქვაბულსა და სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთშიც.

მთიანი რელიეფის გამო კავკასიას სიმაღლებრივი კლიმატის ზონალურიბა ახასიათებს. ნალექები დიდი რაოდენობით (2500 მმ-მდე, ზოგან 4000 მმ-მდე) მოდის დასავლეთ და ცენტრალურ კავკასიონის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე. ნალექების მაქსიმალური 4519 მმ მოდის მთა მტირალაზე (მესხეთის ქედი). კავკასიონის კალთებზე 2000მ სიმაღლეზე იანვრის საშუალო ტემპერატურაა - 8 °C, აგვისტო 13 °C. უფრო მაღლა სუბალპური, ალპური და ნივალური სარტყლებია. შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე (ნოვოროსის - გელენჯიკის რაიონში) ხმელთაშუა ზღვის ჰავაა, იცის ნოტიო ზამთარი და მშრალი ზაფხული.

მცირე კავკასიონის შიგა კალთების ჰავა ჰგავს კავკასიონის მოპირდაპირე კალთების შესაბამისი სარტყლების ჰავას. ტენიანობა აქაც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ კლებულობს. თალიშის ქედის კალთებზე ნოტიო ჰავაა. წელიწადში 1700 მმ ნალექი მოდის. სამხრეთ კავკასიის ვულკანური მთიანეთის შიგა ნაწილში (სომხეთი) ჰავა უფრო კონტინენტურია, ვიდრე კავკასიონის ამავე სიმაღლის კალთებზე. აქ 2000 მ სიმაღლეზე იანვრის საშუალო ტემპერატურა - 12 °C, ივლისის 18 °C; თოვლის საფარი 4-5 თვეს დევს. ნალექები 450-550 მმ წელიწადში, ჩრდილოეთ ნაწილში 600-700 მმ. 2200-2300 მ ზევით გაბატონებულია მაღალი მთის ნოტიო ჰავა გრილი ზაფხულით და ხანგრძლივი ცივი ზამთრით.

გამყინვარება

მყინვარები ძირითადად თავმოყრილია კავკასიონზე, განსაკუთრებით მის ცენტრალურ ნაწილში. კავკასიონზე 2200-მდე მყინვარია (ჩრდილოეთ კალტაზეა დაახლოებით 70%), რომელთა ფართობი 1430კმ2. ჩრდილოეთი კალთის ძლიერი გამყინვარება განაპირობა ექსპოზიციამ, ოროგრაფიულმა პირობებმა და სამხრეთ კალთიდან ჩრდილოეთ კალტაზე თოვლის გადახვეტამ ქარბუქის დროს. ცენტრალურ და დასავლეთ კავკასიონზე გამყინვარება უფრო მძლავრია, ვიდრე აღმოსავლეთ კავკასიონზე, რაც გამოწვეულია აღმოსავლეთისკენ ჰავის კონტინენტურობის ზრდით. უდიდესი მყინვარები თავმოყრილია ცენტრალურ კავკასიონზე (ჩრდილოეთ კალთაზე დიხსუ, ბეზენგი, ყარაუგომი; სამხრეთისაზე ლეხზირი, ტვიბერი, წანერი). გამყინვარების მძლავრი კერებია: იალბუზი და მყინვარწვერი. პატარა მდინარეებია მცირე კავკასიონზე არაგაწის მთაზე და ზანგეზურის ქედზე.

  • მთები. ბევრი კავკასიური მწვერვალი დაფარულია მუდმივი თოვლით და ყინულით. ზოგიერთი მათგანი - იალბუზი (5642 მ), დიხთაუ (5205 მ), შხარა (5068 მ), მყინვარწვერი (5033 მ), სიმაღლით აჭარბებს დასავლეთევროპულ მონბლანს.

    შიდა წყლები

    მდინარეები. კავკასიის მდინარეები მიეკუთვნებიან ატლანტის ოკეანის (მდინარეები ყუბანი, ენგური, რიონი, ჭოროხი  და სხვა) და კასპიის ზღვის (მდინარეები მტკვარ-არაქსი, სულაკი, თერგი და სხვა) აუზებს. მდინარეებმა, რომლებსაც მყინვარებში აქვთ სათავე, იციან ხანგრძლივი (დაახლოებით 6 თვე) წყალდიდობა წლის თბილ პერიოდში; კავკასიონის, მცირე კავკასიონისა და სამხრეთ კავკასიონის ვულკანური მთიანეთის არამყინვარულმა მდინარეებმა კი  უმთავრესად გაზაფხულზე. კავკასიონის სამხრეთი კალთის მდინარეებზე ხშირია ზაფხულის წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები. იმიერკავკასიის არამყინვარული მდინარეების წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა (ზოგჯერ დაშრობაც კი) - ზაფხულში, იყინება ზამთარში. სტავროპოლის მაღლობს რწყავს მდ. ყუბანიდან გაყვანილი არხები. აღმოსავლეთ კავკასიისთვის ნიშანდობლივია ღვარცოფები. კავკასიის კარსტულსა და ვულკანურ რაიონებში მდინარეები საზრდოობენ ძირითადად მიწისქვეშა წყლით, ზედაპირული ჰიდროგრაფიული ქსელი სუსტადაა განვითარებული და მდინარეთა მეტი წილი მიწისქვეშ მიედინება. სანაოსნოა მდინარეების მტკვრის, ყუბანისა და რიონის ქვემო დინებები. კავკასიის მდინარეები მდიდარია ჰიდროენერგიით, იყენებენ სარწყავად, ხე-ტყის ტრანსპორტირებისათვის. მდინარეებზე აგებულია ჰესები, წყალსაცავები.

მთავარი მდინარეებია: მტკვარი (1364 კმ), ყუბანი (906), კუმა (802), თერგი (623), რიონი (327).

  • ტბები. კავკასიის ტბები გენეტურად მრავალგვარია. კავკასიის ტბები მცირე ზომის არიან, მაგრამ დიდ მნიშვნელობა აქვთ, როგორც ბუნებრივ წყალსაცავებს, რომლებიც საშუალებას იძლევიან მდინარეებში წყლის დონის რეგულირებისა და მეთევზეობის განვითარებისათვის. უდიდესია სევანის ტბა, რომელიც ამუშავებს ჰესების კასკადს (6 ჰესი). აღმოსავლეთ კავკასიის ბარში ბევრია მლაშე ტბა. ზღაპრული ბუნების წყალობით, ბევრი ტბა ტურიზმისა და დასვენების კერებადაა ქცეული. 

მცენარეულობა

კავკასიის მცენარეული სამყაროს მრავალფეროვნებას განაპირობებსმის ფიზიკურ-გეოგრაფიული ფაქტორთა სხვადასხვაგვარობა და გეოლოგიური წარსული. კავკასიის მცენარეულობა თავისი შემადგენლობით ჰგავს ევრაზიისა და აფრიკის რეგიონთა მცენარეულობას. გვხვდება სხვადასხვა გეოლოგიური ასაკის მცენარეული ფორმაციაც, მათ შორის მესამეული ხანის რელიქტური ტყეების, უძველეს ხმელთაშუაზღვისპირეთის მთის ქსეროფიტებისა და სხვა მცენარეულობის ტიპები, რომლებიც ზონალურად შემდეგნაირადაა განლაგებული: აღმოსავლეთ იმიერკავკასიაში, აღმოსავლეთ და სამხრეთ ამიერკავკასიის დაბლობებსა და მთისწინეთში, ნაწილობრივ, 1000-1400 მ სიმაღლის ქვესარტყელში, უდაბნო და ნახევარუდაბნოა.

უდაბნოში ძირითადად იზრდება აბზინდა ანუ ავშანი, მლაშობურები და სხვა. სამხრეთ ამიერკავკასიაში თავისებური ღორღიანი უდაბნოა (ე. წ. ჰამადა) ვიწროფოთოლა ფარსმანდუკითა და სხვა. ნახევარუდაბნოში აბზინდასთან ერთად ხარობს წივანა, კაპუეტა, ვაციწვერა, ურო და სხვა. ველი (სტეპი) გავრცელებულია დასავლეთ იმიერკავკასიის ბარში, კავკასიონზე, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მთისწინეთსა და მცირე კავკასიონზე 2600 მ სიმაღლემდე. აქ ხარობს ვაციწვერა, წივანა, კეწეწურა, ქსეროფილური ისლები, ნაირბალახები და პარკოსნები. უფრო ხშირია ნაირბალახოვან-ვაციწვერიანი, წივანიან-ვაციწვერიანი და წივანიანი ველები. ჩრდილოეთ კავკასიის მთისწინეთში, სტეპისა და ფოთლოვანი ტყის სასაზღვრო ზოლში ლანდშაფტურად გამოსახულია ტყე-სტეპი. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მთისწინეთში თავისებურია უროიანები, უროიან-ვაციწვერიანები და სხვა. მთის სტეპი (1800-2600 მ სიმაღლემდე) მეტწილად წივანიან-წურწუმიანი და ვიწროფოთოლა ვაციწვერიანია. შედარებით უფრო ტენიან პირობებში ვითარდება ნაირბალახოვანი სტეპი - მდელოსტეპი. ზოგან (3000 მ სიმაღლემდე) ზონალურად მთის სტეპებთან შეთავსებულია ნარეკლიანები (ფრიგანა) - მთის ქსეროფილური მცენარეულობა: გლერძიანები, ზღარბიანები, ესპარცეტიანები, ურციანები, ბეგქონდარიანები და სხვა. ამავე სარტყელშია ქსეროფილური მეჩხერი ტყეები (ნათლი ტყეები, არიდული მეჩხერი ტყეები) ღვიითა და ფოთლოვანი ჯიშებით (ბერყენა, აკაკი, სარკმლის ხე და სხვა), აგრეთვე ჯაგელიანი ბუჩქნარი (შიბლიაკი). კავკასიის დიდი ნაწილი (მთიანეთი ტყიანია. ტყეები გავრცელებულია დაბლობიდან 2700 მ სიმაღლემდე. დაბლობის ტყეების მთავარი მასივები, უმეტესად მუხნარები, გავრცელებულია კოლხეთში (იმერული მუხის მუხნარები); აქ ხშირია დაჭაობებული მურყნარები ლიანებითა და ხშირად მარადმწვანე ქვეტყით; მდინარეთა ნაპირებზე - ლაფნიან-მურყნარები, რომლებშიც სხვა ფოთლოვანი ჯიშებიცაა შერეული.

თალიშის დაბლობის ტყეებისთვის დამახასიათებელია ლენქორანული ხერკინა, წაბლფოთოლა მუხა, ჰირკანული ძელქვა, პირკანული ვერხვი და სხვა; მდინარისპირა ტყეებისათვის - ჰირკანული მურყანი, ლაფანო, ჰირკანული ბოკვი და სხვა. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ბარის სხვა დაბლობ ტყეებში გაბატონებულია ჭალის მუხა, რომლის თანადომინანტებია:ალაზან-აგრიჩაის ვაკეზე - ჩვეულებრივი მურყანი, ლაფანი, ჩვეულებრივი და თუთუბოფოთოლა იფანი, ზოგან ჰირკანული ბოკვი, თელა და სხვა, კასპიისპირა კავკასიონზე (ჩრდილოეთი აზერბაიჯანი, სამხრეთი დაღესტანი) - შებუსვილი მუხა. მდინარისპირა ტყეებში (ჭალის ტყე, ტუგაი), რომლებიც ინტრაზონალურად მოქცეულია ამიერკავკასიის უდაბნოს სარტყელში, ჭალის მუხის გარდა ხარობს ხვალო, თელა, ტირიფი, სოსნოვსკის ოფი და სხვა. იმიერკავკასიის ჭალის ტყეებს კი ქმნიან ყუნწიანი მუხა, თეთრი ხვალო, ოფი და სხვა.

კავკასიისთვის უნიკალურია სამხრეთ ამიერკავკასიის აღმოსავლური ჭადრის ჭალის ტყე. ჭალის ტყეებს თან ახლავს ლიანები (ეკალღიჭი, ღვედკეცი, კატაბარდა და სხვა). დასავლეთ ამიერკავკასიის მთის ქვესარტყელში, ნაწილობრივ მთისწინეთისა და შუა სარტყელში, 200-დან 1200 მ სიმაღლემდე გავრცელებულია რელიქტური კოლხური ტყე - მრავალდომინანტური შერეულფოთლოვანი ტყე, სადაც ხარობს წაბლი, აღმოსავლური წიფელი, კოლხური და ქართული (უფრო ნაკლებად) მუხა, კავკასიური რცხილა, ჩვეულებრივი მურყანი და სხვა. ა, ტყის თავისებურებაა აგრეთვე მარადმწვა ქვეტყე (შქერი, წყავი, ბაძგი) და ლიანები (კოლხური და ჩვეულებრივი სურო და სხვა). წაბლნარები გვხვდება უმთავრესად მთის ქვესარტყელში, ზოგან უფრო დაბლაც, ხოლო ამავე მთისწინეთში კოლხური მუხნარები (იმერული, კოლხური და, ნაწილობრივ, ქართული მუხა); კირქვებზე ჯაგრცხილნარ-მუხნარებია; აფხაზეთში განსაკუთრებულია მანანიანი მუხნარები. ასეთივე რელიქტური შერეულფოთლოვანი ჰირკანული ტყეებია თალიშის მთების ქვესარტყელშიც, 600 მ სიმაღლემდე. ამ ტყეებში ხარობს წაბლფოთოლა მუხა, ლენქორანული ხერკინა, ძელქვა, რცხილა, წიფელი, კასპიური ტყემალი და სხვა. სამხრეთ ნაწილის ტყეებში - ლენქორანული ალბიცია და კასპიური გლედიჩია. მარადმწვაბე ქვეტყეში ჰირკანული თაგვისარა, იშვიათად, ჰირკანული ბაძგი და სხვა. შუა სარტყელში, 1300 მ სიმაღლემდე, გაბატონებულია წაბლფოთოლა მუხის მუხნარები, რომელსაც სარტყლის ზედა ზოლში განსხვავებული ექსპოზიციის ფერდობებზე ენაცვლება წიფლნარები, უფრო მაღლა - ქართული მუხის მუხნარები.

აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სხვა მხარეში და კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზე ქვედა, ზოგან

კავკასია
აღმოსავლეთი კავკასიონი

აღმოსავლეთი კავკასიონი - კავკასიონის მთიანეთის აღმოსავლეთი ნაწილი. გაწოლილია მწვერვალ მყინვარწვერსა და ილხიდაღს შორის. ჩრდილოეთ ოსეთის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის, დაღესტნის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ფარგლებში. უდიდესი სიგანე 160 კმ. სიმაღლე 350-4000 მ-მდე, მაქსიმალური 4493 მ. აღმოსავლეთ კავკასიონზე ნაკლებად არის გამოხატული ალპური რელიეფი და დამახასიათებელია სუსტი გამყინვარება. ჩრდილოეთ კალთა მნიშვნელოვნად არის გაგანიერებული ვიდრე სამხრეთი. სამხრეთ განშტოებებიდან მნიშვნელოვანია - გუდამაყრის, ქართლისა და კახეთის ქედები. ჩრდილოეთ კალთაზე გაწოლილია პირიქითი ქედი; მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით - ანდის, ბოღოზის, ნუკატლის, სამურის, სალათაუს, გიმრის, კაბიაკისა და გვერდითი ქედები. აღმოსავლეთი კავკასიონის უმაღლესი წერტილია ტებულოსმთა (4493 მ). მნიშვნელოვანია ასევე დიკლოსმთა (4285 მ), ადალა-შუხგელმერი (4151 მ), ნუკატლი (3903), დიულთიდაღი (4127 მ), დეავგაი (4016 მ), შალბუზდაღი (4142 მ), ტუფანდაღი (4191 მ), შაჰდაღი (4243 მ), ბაზარდუზუ (4466 მ), ბაბადაღი (3629 მ).

არის თანადროული მყინვარები, მ.შ. პატარა მყინვარები არის დიკლოსმთაზე, შაჰდაღზე და სხვ. აღმოსავლეთ კავკასიონზე გაბატონებულია ძვ. მყინვარული, მყინვარული და ეროზიული რელიეფის ფორმები. ჰიდროგრაფიული ქსელი წარმოდგენილია მრავალი წყალუხვი მდინარით, რომლებიც კასპიის ზღვის აუზს განეკუთვნებიან. მდინარეთა დიდი ნაწილი მაღალმთიან ზონაში გაედინება, სიგრძეზე გასდევენ რა, წყალგამყოფ ქედებს, სულ ქვემო დინებებში ზღვისპირა დაბლობზე იშლებიან, სადაც წყლის ნელი დინება ახასიათებთ. მთავარი ქედის ჩრდილო კალთიდან სათავეს იღებენ მნიშვნელოვანი მდინარეები: სუნჯა (სიგრძე 278 კმ), ასა (სიგრძე 133 კმ), არღუნი (სიგრძე 148 კმ), ანდის ყოისუ (სიგრძე 203 კმ), სამური (სიგრძე 213 კმ). შედარებით უმნიშვნელოა: ფორტანგი, მართანი, შაროარღუნი, გამრიოზენი, ულუჩაი, რუბასი, გიულგერიჩაი, გუსარჩაი, გუდიალჩაი, ყარაჩაი, ათაჩაი და ა.შ. მთავარი ქედის სამხრეთი კალთიდან მოედინება - იორი, ალაზანი, დურუჯი, კაბალი, ალინჯაჩაი, გოქჩაი, გირდიმანჩაი, ფირსაათი და სხვ.

გეოლოგიური თვალსაზრისით, აღმოსავლეთი კავკასიონი შედგება მეზოზოური და კაინოზოური ასაკის ქანებით. გუდამაყრის, ქართლისა და კახეთის ქედების სექტორი აგებულია იურული (ლიასის, დოგერის), ცარცული და პალეოგენური ნალექი ქანებით - ქვიშაქვებით, თიხაფიქლებითა და კირქვებით. მთავარი ქედის სამხრეთით არის მერგელები, გლაუკონიტური ქვიშაქვები და დოლომიტები. გვხვდება აგრეთვე ფიქლები და პორფირიტები. სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბოლოებაზე კავკასიონი სწრაფად დაბლდება (200-500 მ), სადაც მას გარს ეკვრის დაბალი, ტყიანი მთისწინეთი, წინა ქედები და ვაკეები. აღმოსავლეთი კავკასიონი თავისი უკიდურესი აღმოსავლეთი ბოლოთი მთავრდება კასპიის ზღვის სანაპიროსთან (აფშერონის ნახევარკუნძულის დასავლეთით), მდინარე სუმგაითის შესართავთან ახლოს, ილხიდაღის (327 მ) ბორცვით. აღმოსავლეთ კავკასიონზე გაბატონებულია მთა-მდელოს, მთა-ტყის (უმეტესად სამხრეთ ფერდობზე), მდელო-სტეპისა და სტეპის ლანდშაფტები.

აღმოსავლეთი კავკასიონი
ცენტრალური კავკასიონი

ცენტრალური კავკასიონი - კავკასიონის მთიანეთის მონაკვეთი. ვრცელდება იალბუზის მერიდიანიდან მყინვარწვერის მერიდიანამდე. მაქსიმალური სიმაღლე 5000 მ-ს აღემატება და ამრიგად ქმნის კავკასიონის მთიანეთის ყველაზე მაღალსა და განიერ ნაწილს, რომელიც მთელი სიგრძით შემოდის საქართველოს ფარგლებში.

ბუნებრივი პირობები

ცენტრალური კავკასიონი დაკბილული, მარადი თოვლითა და დიდი მყინვარებით შესელილი მთაგრეხილია, რომელიც აერთიანებს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს, კლდოვან ქედს, გვერდით ქედსა და მათ მრავალრიცხოვან განშტოებებს. მის შემადგენლობაშია ასევე ბეზენგის კედელი - 12 კმ სიგრძის მონაკვეთი, რომელზეც აღმართულია მწვერვალები: შხარა (5068 მ), ჯანღა (5059 მ), კათინთაუ (4970 მ), გისტოლა (4860 მ) და სხვ.

მთავარ ქედზე აღმართულია ასევე იალბუზი (5642 მ), დიხთაუ (5206 მ), ყოშთანთაუ (5152 მ), მყინვარწვერი (5047 მ). ყველაზე დიდი გამყინვარებით ხასიათდება იალბუზისა და მყინვარწვერის მასივები. მყინვარებიდან აღსანიშნავია: დიხსუ (15.3 კმ), ყარაუგომი (15 კმ), ბეზენგი (12.6), ლეხზირი (12.2 კმ), წანერი (10.7 კმ). ზოგი მათგანი ტყის ზონაში იჭრება. ცენტრალურ კავკასიონს მრავალრცხოვანი პირველი და მეორე თანრიგის განშტოებები აქვს, მ. შ. მთავარი ქედის სამხრეთ ნაწილიდან გამოიყოფიან: სვანეთის, ეგრისის, ლეჩხუმის, რაჭის, ხარულისა და სხვ. ქედები. ჩრდილოეთ კალთაზე მნიშვნელოვანია – კლდოვანი ქედი და საძოვრების ქედი, რომლებიც მთავარი ქედის პარალელურია. ორივე მათგანი კუესტური ხასიათისაა. ცენტრალურ კავკასიონზე გაბატონებულია რელიეფის მყინვარული, ძვ. მყინვარული, ვულკანური და კარსტული ფორმები.

ჰიდროგრაფიული ქსელი ხშირია, განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარეთა უმრავლესობა, რომელიც სათავეს იღებს მყინვარებიდან და მაღალმთიანი მწვერვალებიდან, ზემოთებში ქმნიან რა, ვიწრო და ღრმა ხეობებს, ნაწილობრივ შუა და განსაკუთრებით ქვემო დინებებში ვრცელ ვაკეებსა და დაბლობებს იკავებენ და ზოგი მათგანი იტოტება კიდეც. ჩრდილოეთ კალთის მდინარეები საზრდოობენ თოვლის, წვიმის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლით.

მნიშვნელოვანი მდინარეებია: მალკა (სიგრძე 210 კმ), ბაქსანი (სიგრძე 173 კმ), ჩერეკი (სიგრძე 76 კმ), თერგი (სიგრძე 623 კმ). სამხრეთი კალთის მდინარეების აუზებიც მთიან ხასიათს ატარებენ და მიეკუთვნებიან ენგურის, რიონისა და მტკვრის აუზებს. აქაური მთის კალთები მრავალრიცხოვანი მდინარეთა ხეობებითაა დასერილი.

გეოლოგია

ცენტრალური კავკასიონი გეოლოგიური თვალსაზრისით, წარმოადგენს მასიური კრისტალური ქანების ერთობლიობას, რომელშიც ჭარბობს გრანიტი, გნაისი და სხვადასხვა კრისტალური ფიქლები. აქვე წარმოდგენილია თერგის, არდონის, ჩერეკისა და სხვათა აუზების გრანიტული მასივები, რომელიც ამოწეულია იურულ და პალეოზოურ თიხოვან ფიქლებს შორის. დარიალის ხეობაში გაშიშვლებულია პალეოზოური გრანიტოიდები, გნაისები და კრისტალური ფიქლები. ძლიერ არის განვითარებული ასევე დიაბაზები და დიაბაზ-პორფირიტები, რომლებიც აგებენ მაღალმთიან ქედებსა და მთებს. უახლოესი ამოფრქვევის ქანები, კერძოდ კი ანდეზიტები, ქმნიან იალბუზისა და მყინვარწვერის ვულკანურ კონუსებს.

თერგ-სუნჯის მაღლობის ჩრდილოეთ მხარე ანტიკლინური ნაოჭია, რომელიც აგებულია ქვიშა-თიხოვანი ნალექებით და ზემოდან დაფარულია ლიოსისებრი თიხნარით. სამხრეთ მხარეში გაბატონებულია ნეოგენური ფიქლოვანი თიხები და ქვიშაქვები.

ცენტრალურ კავკასიონზე დამახასიათებელია ნივალური, სუბნივალური, მთა-მდელოს, მთა-ტყის, მდელო-სტეპისა და სტეპის ლანდშაფტი.

ცენტრალური კავკასიონი
მარღან-დვალეთის კავკასიონი

მაღრან-დვალეთის კავკასიონი (ასევე ცნობილი როგორც დვალეთის კავკასიონი) - კავკასიონის სამხრეთ კალთის მონაკვეთი მდინარეების დიდი ლიახვის, პატარა ლიახვის, ქსნისა და ლეხურის აუზების ფარგლებში. მაღრან-დვალეთის კავკასიონის ძირითადი ოროგრაფიული ერთეულებია: კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი მწვერვალებს ზეკარასა და ხორისარს შორის, ჯავის, გერმუხის, გუდისის, ხარულის, ალევის ქედები, აგრეთვე ყელის ვულკანური ზეგანი და მდინარეების დიდი ლიახვის, პატარა ლიახვის, მეჯუდის, ქსნისა და ლეხურის ხეობები.

რელიეფი

ოროგრაფია

მაღრან-დვალეთის კავკასიონის მთავარი ქედისათვის, თავისი მაღალი განტოტებებითა და გვერდითი მთაგრეხილებით, დამახასიათებელია რელიეფის ეგზოგენურ ფორმათა კომპლექსი. აქ არის ცირკული და დაკიდული მყინვარები, ძველი გამყინვარების კვალი. საშუალომთიან ზონაში გაბატონებულია ნორმანული ეროზიის რელიეფის ფორმები. ყელის ზეგანზე ახალგაზრდა ვულკანური რელიეფის ფორმებია (ლავური პლატო, ლავური ნაკადები, კონუსები, გუმბათები). ვულკანური მთებია: დიდი მეფისკალო, ფიდარხოხი, ყელი, შარხოხი, ხორისარი, პატარა მეფისკალო და სხვ.

ჯავის ქედი - მაღრან-დვალეთის კავკასიონს გამოეყოფა ზეკარისა და ჯომაღის უღელტეხილს შორის, ჯერ მაღალია და მასზე აღმართულია მწვერვალი ბრუტსაბძელი (3670 მ), შემდეგ ერთბაშად დაბლდება 2900 მ-მდე. მეიემართება ზოგადად სამხრეთისაკენ და ბოლოვდება ფაწა-ლიახვის შესაყარში. წარმოადგენს დიდი ლიახვისა და მისი მარჯვენა შენაკადის - ფაწის წყალგამყოფს. აქვეა რაროს უღელტეხილი (2100 მ).

გემუხის ქედი - ვრცელდება დიდი ლიახვის გასწვრივი ზემო ხეობის სამხრეთით, რომელიც დაახლოებით პარალელურია კავკასიონის მთავარი ქედისა. მეოთხეულ პერიოდში გერმუხის ქედის მწვერვალ გერმუხიდან (3196 მ) ჩრდილოეთისაკენ მიცოცავდა ხეობური მყინვარი, რომელსაც დიდი ლიახვის მარცხენა შენაკადის თლიდონის ხეობა ეკავა 5 კმ სიგრძეზე. ამ მყინვარმა მოზრდილი ტროგი და მასში დაგროვილი მორენები დატოვა. ანალოგიური ძველმყინვარული კომპლექსი ბრითათის ხეობაშიც არის, რომელიც მანგაავცაგიდან ჩამავალი ყოფილი მყინვარის მიერ არის დამუშავებული.

ხარულის ქედი - რომელსაც თითქმის მერიდიანული მიმართულება აქვს, გერმუხის ქედის აღმოსავლურ ბოლოს უკავშირდება მთა ქნოღოსთან (3283 მ). იგი გამოეყოფა კავკასიონის მთავარ ქედს ლაღზწითის მწვერვალთან და განჰყოფს მდინარეების დიდი და პატარა ლიახვების, მეჯუდასა და ლეხურას ხეობებს, მდინარეების არაგვისა და ქსნის ხეობათაგან. მის თხემზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ განლაგებულია მწვერვალები: ყელი (3628 მ), ქნოღო (3284 მ), გალავდური (3229 მ), ძირისი (2594 მ), ცხრაწყარო (2347 მ), მთაწმინდა (2276 მ), ზებეყური (2118 მ). ქედის ჩრდილო მონაკვეთი კავკასიონის თხემიდან ფაჩურად წოდებულ უბნამდე ძველი მყინვარების ზემოქმედების აშკარა ნიშნებს ატარებს.

ალევის ქედი - ყურყუტას მასივამდე ქედს სამხრეთ-აღმოსავლური მიმართულება აქვს, მის შემდეგ კი სამხრული. მთის თხემზე - ქსნისა და არაგვის წყალგამყოფზე მექეთისმთის სამხრეთით გამწკვრივებულია მთები : ლომისი (2452 მ), მუნჯუხე (2683 მ), ყურყუტა (2680 მ), ყურყუტა სამხრული (2581 მ), საფერშეთისმთა (2521 მ), ლორწომისკლდე (1970 მ). დამახასიათებელია ნაზი რელიეფი. ეს გამოიხატება მისი თხემის ტალღობრივ პროფილში და ფერდობთა მცირე კლდოვანებაში. გამონმაკლსისს წარმოადგენს კეხისებური მოყვანილობის მქონე ლორწომისკლდის უზარმაზარი მასივი, რომელიც ცნობილია თავისი სახრული მწვერვალის ჩამოხვეწილი ქარაფის მიხედვით.

ყელის ზეგანი - მიკრულია კავკასიონის მთავარ ქედზე სამხრეთიდან, ლაღზწითსა და ხორისარს შორის. ეს ვულკანური რაიონი  ყელის ზეგანი  უშუალოდ ირწყვის დიდი ლიახვის, ქსნისა და არაგვის ზემო დინებებით. მეოთხეული ვულკანების მოქმედებამ კავკასიონის ამ ნაწილის იმ დროისათვის უკვე დანაწევრებული, საშუალომთიანი რელიეფის პირობებში შეუქმნია მნიშვნელოვან აბსოლუტურსა და შეფარდებითს სიმაღლეზე მდებარე მოვაკებული ზედაპირი. აბსოლუტური ნიშნულები აქ 2600-3200 მ-მდე და მეტამდეც მერყეობენ.

აღნიშნულ ზედაპირზე სხედან 300-700 მ შეფარდებითი სიმაღლის მქონე ვულკანური კონუსები. ყელის ზეგანზე და მის კიდეებთან ათიოდე ვულკანურ ცენტრს ითვლიან. მ.შ. მნიშვნელოვანია: ყელი (3628 მ), ფიდარხოხი (3050 მ), დიდი ხორისარი (3830 მ), დიდი მეფისკალო (3694 მ), ლევინსონ-ლესინგის ვულკანი და სხვ.

გეოლოგიური აგებულება

მაღრან-დვალეთის კავკასიონი ძირითადად აგებულია ძლიერ დანაოჭებული იურული და ცარცული ასაკის ფლიშური წყებებით, აგრეთვე მესამეულის ნალექებით.

ჯავის ქედი აგებულია ცარცული და მესამეული ტერიგენული წყებებით. იურული ცარცული და პალეოგენური ნალექები აგებენ ხარულის ქედს.

უახლესი ვულკანიზმის პროდუქტები უმთავრესად ლავებით არის წარმოდგენილი, რომელთა შედგენილობაც ცვალებადობს ლიპარიტ-დაციტებამდე; გაბატონებულია ანდეზიტ-დაციტური ლავების ტიპი. ყელის ზეგანი (ვიწრო გაგებით) წარმოადგენს დამრეცედ ამოზნექილ ფარს, რომელიც დაბალი საფეხურებით ეშვება სამხრეთით - არხის ქედის ჩრდილო ძირისაკენ და აღმოსავლეთით არაგვის სათავეებისაკენ. ფარს თეთრი არაგვის ძველი ეროზიული ქვაბული უჭირავს. პლატოს ზედაპირზე მრავლადაა სხვადასხვა ზომის ტბიან-ჭაობიანი ტაფობები. ზედაპირი დაფარულია ფიზიკური (განსაკუთრებით ყინვითი) გამოფიტვის ლოდური პროდუქტებით და ატარებს მეოთხეული მყინვარის ზემოქმედების მკვეთრ ნიშნებს.

პალეოგლაციალური ფორმები არის ასევე ხარულისა და გერმუხის ქედებზე.

ჰავა

მაღრან-დვალეთის კავკასიონი ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქში შედის და ახასიათებს ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობა, დაწყებული ზომიერად ნოტიო, ზომიერად ცივზამთრიანი და ხანგრძლივ თბილზაფხულიანი ჰავიდან, დამთავრებული მაღალმთის მუდმივ თოვლიან-მყინვარებიანი ჰავით.

ჰიდროგრაფიული ქსელი

მაღრან-დვალეთის კავკასიონის ჰიდროგრაფიულ ქსელს ქმნის მდინარეები დიდი ლიახვი, ლეხურა და ქსანი თავიანთი მრავალრიცხოვანი შენაკადებით.

მთავარი მდინარეა დიდი ლიახვი, რომელიც სათავეს იღებს ლაღზწითის მთის მყინვარიდან. დიდი ლიახვის ხეობის ზემო ნაწილი მყინვარული ზემოქმედების ნიშნებს ატარებს, რაც ხეობის ვარცლისებრ მოყვანილობაში და მორენების არსებობაში მდგომარეობს. აქვეა განვითარებული ვოკლუზთა მთელი ჯგუფი, რომლებიც ზედაიურულ კარბონატულ წყებასთან არის დაკავშირებული, და რომლებიც კიროვან ტრავერტინს ლექავენ. დიდი ლიახვის ხეობის სხვადასხვა ნაწილებში მრავალი მინერალური წყაროა.

პატარა ლიახვი გერმუხის ქედის სამხრეთ კალთაზე იწყება. პატარა ლიახვის აუზის უმეტეს ნაწილში, გაბატონებულ გეოლოგიურ ფორმაციად ცარცული ფლიში გვევლინება. ძველი გამყინვარების მექანიკური მოქმედების აღნაბეჭდი პატარა ლიახვის აუზის მორფოლოგიაში საკმაოდ სუსტად არის გამოხატული. იგი კარგად არის გამოვლინებული სათავეებში - მანგაავცაგის მასივიდან სოფელ ქნოღომდე, ე.ი. დაახლოებით 2200 მ აბსოლუტურ სიმაღლემდე, ტროგის სახით.

მდინარე ქსანი ყელის ტბის სამხრეთ ნაწილიდან გამოედინება, მიემართება ჯერ სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, ხოლო შემდეგ სამხრულ მიმართულებას ინარჩუნებს. მისი ტალვეგის აბსოლუტური სიმაღლე ხეობის უმაღლეს დასახლებულ პუნქტებთან უდრის  1350 და 2100 მ-ს. ქსნის აუზი მთიანი ზოლის ფარგლებში აგებულია ზედა იურული, ცარცული და პალეოგენური ფლიშური წყებებით.

ზედაიურული კარბონატული ფლიშით წარმოქმნილია ჟამურის ხეობის მარცხენა მხარეზე და ყელის პლატოს სამხრულ კიდეზე ამართული არხის ქედი. აქ, ქსნის სათავეებში გვხვდება კარსტული გამოვლინებანი ძაბრებით

მოფენილი დამრეცი ზედაპირებისა და ვოკლუზების სახით.

ჟამურის ხეობაში და ყელის პლატოს სამხრეთ პერიფერიაზე ქსანს და მის შენაკადებს თავიანთი ხეობები და ხევები მეოთხეულ ლავებში ჩაუჭრიათ, რომლებიც ქარჩოხის ხეობამდე ვრცელდებიან თითქმის. ძველი გამყინვარების კვალი ქსნის აუზში სუსტად არის გამოხატული.

ლეხურა სათავეს იღებს ხარულის ქედის მწვერვალ ცხრაწყაროს კალთებიდან და უმთავრესად სამხრულ მიმართულებას ექვემდებარება. მისი ხეობის ფსკერი ზემო ზახორთან ზღვის დონიდან 1070 მ-ს აღწევს. ლეხურას აუზი კავკასიონის მთიანი მხარის ფარგლებში პალეოგენისა და ზედა ცარცის ფლიშური წყებებით არის აგებული. ლეხურას აუზის მოროფლოგიურ ხასიათს განსაზღვრავს მდინარეული ეროზია, მყინვარული წარმონაქმები კი აქ სრულიად არ მოიპოვება.

აქაურ ტერიტორიაზე გამოვლინებულია მინერალური სამკურნალო წყლები (ძაუ, ბაგიათი) და ბევრი პატარა ტბა, მ.შ. სიდიდით გამოირჩევა ყელის ტბა, ყელიცადი და არჩვების ტბა.

ლანდშაფტები

ნიადაგ-მცენარეული საფარი ზონებადაა გავრცელებული: ქვედა ზონაში ტყის ყავისფერ და ზოგან ყომრალ ნიადაგზე მუხნარები და რცხილნარებია. ამ ზონაში (მდინარე დიდი ლიახვის აუზში) გვხვდება კოლხური ტყის ელემენტები. ტყის ზედა ზონაში ტიპურ, ღია და გაეწრებულ ტყის ყომრალ ნიადაგზე წიფლის ტყეებია, რომელშიც შერეულია ცაცხვი, ნეკერჩხალი, ბოყვი და სხვ. ლიახვის აუზში ზოგან არის წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყე, სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე - ფიჭვნარი. ტყის საზღვართან არის არყი და მაღალმთის მუხა.

ტყის ზონის ზემოთ, 2500-2600 მეტრ სიმაღლემდე, კორდიან და კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგებზე სუბალპური ბუჩქნარი და მდელოა, ხოლო უფრო ზემოთ დაახლოებით 3300-3400 მეტრამდე, მთის მდელოს პრიმიტიულ და მცირე სისქის კორდიან-ტორფიან ნიადაგებზე ალპური მდელოები. მაღრან-დვალეთის კავკასიონზე ჩამოყალიბებულია სამი ტიპის ლანდშაფტი მრავალი ქვეტიპითა და სახით: ზომიერი ნოტიო ჰავის მთა-ტყის ლანდშაფტი, მაღალმთის მთა-მდელოს ლანდშაფტი (სუბალპურ და ალპურ ქვეტიპებით) და გლაციურ-ნივალური ლანდშაფტი.

მარღან-დვალეთის კავკასიონი
კახეთის კავკასიონი

კახეთის კავკასიონი - კავკასიონის უკიდურესი აღმოსავლეთი მონაკვეთი საქართველოს ფარგლებში. იწყება მწვერვალი დიდი ბორბალოდან და მთავრდება მწვერვალ ტინოვროსოსთან. ჩრდილოეთი საზღვარი მიუყვება კახეთის კავკასიონის ალპურ ლანდშაფტიან თხემს, ხოლო სამხრეთი - მთისწინეთს. მოიცავს მდინარე ალაზნის ზემო დინების ხეობას (პანკისის ხეობა), ალაზნის მარცხენა შენაკადებისა და ილტოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) აუზებს. აგებულია ძირითადად ქვედა და შუაიურული ასაკის თიხაფიქლებისა და ქვიშაქვების ინტენსიურად დანაოჭებული წყებებით. ქვემო კალთებზე აქა-იქ ცარცული სისტემის ნალექებია. მდინარეების დიდხევის, სტორისა და ლოპოტის ხეობებში გავრცელებულია პალეოზოური გრანიტოიდები, კრისტალური ფიქლები და მარმარილო. მთავარი წიაღისეულია მარმარილო (ლოპოტის), მინერალური სამკურნალო წყალი (თორღვას აბანოს). კახეთის კავკასიონის რელიეფში გაბატონებულია მთავარი ქედის მოკლე, ციცაბო, ეროზიული განტოტებები და მდინარეთა ღრმა გარდიგარდმო ხეობები. კახეთის კავკასიონის თხემური ზოლის დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია მეოთხეული გამყინვარების კვალი. კახეთის კავკასიონისთვის დამახასიათებელია ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობა დაწყებული ზომიერად თბილიდან დამთავრებული მაღალმთის ნამდვილ ზაფხულს მოკლებული ჰავით. მდინარეებს ახასიათებს წყალმოვარდნა და სელური ღვარები (ღვარცოფი), წყალდიდობა აპრილ-ივნისში, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში. სუბალპურ და ალპურ ზონაში არის მცირე ზომის ტბები: გრძელი ტბა, ნახევარტბა, მართოთი და სხვა.

კახეთის კავკასიონის ქვემო კალთებზე მთის ტყის ყომრალ ნიადაგებზე განვითარებულია მუხნარ-რცხილნარი, რომელსაც ურევია წიფელი, წაბლი, ცაცხვი და სხვა. ზემო კალთებზე ღია ფერის და გაეწრებულ ტყის ყომრალ ნიადაგებზე გაბატონებულია წიფლის ტყე. მასში შერეულია რცხილა, ნაკერჩხალი და სხვა. კახეთის კავკასიონისთვის დამახასიათებელია კოლხეთისა დაჰირკანის მცენარეულობის რელიქტები: ძელქვა, ბზა, თალიშური სურო და სხვა. ტყის ზონის ზემოთ არყის ტანბრეცილი ტყეებია, არის აგრეთვე ცირცელი, ბოკვი. უფრო ზემოთ (2400—2500 მ-იდან) მთის კორდიან და კორდიანტორფიან ნიადაგებზე გავრცელებულია სუბალპური და ალპური ბალახეულობა, რომელსაც იყენებენ საძოვრებად. ჩრდილოეთი ექსპოზიციის კალთებზე დეკიანებია.

კახეთის კავკასიონზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავიანი შერეული ფართოფოთლოვანი მთა-ტყისა და მთა-მდელოს ლანდშაფტები. მის ტერიტორიაზე არის ლაგოდეხის, ბაწარისა და ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალები. კახეთის კავკასიონის მთავარ მდინარეთა ხეობების ქვემო ნაწილები ათვისებულია სამეურნეოდ.

კახეთის კავკასიონი
თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი

თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი - საქართველოს კავკასიონის მონაკვეთი, მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე და მოიცავს მდინარეების ანდის ყოისუს (თუშეთის ალაზნისა და პირიქითი ალაზნის), არღუნისა, ასისა და არხოტისწყლის ზემო დინებათა აუზებს. სამხრეთი საზღვარი გასდევს მთავარი ქედის თხემს მწვერვალიშავკლდის და უღელტეხილი არხოტისთავისღელეს შორის. დასავლეთი კიდეგანის ქედს, აღმოსავლეთი შავგალავნის ქედსა და საბაკუნისხევისა და ვესტმოვაკისხევის (ანდის ყოისუს მარჯვენა შენაკადები) წყალგამგამყოფს, ჩრდილოეთი პირიქითი ქედის თხემს მწვერვალი დიკლოსმთიდან მწვერვალ ტებულოსმთამდე, შემდეგ კვეთს მდინარე არღუნის ხეობას და ადის ხევსურეთის ქედზე მწვერვალ თბილწყალმაღლის ჩრდილოეთით, აქედან კი კვეთს ასის ხეობას და აიმართება კიდეგანის ქედზე.

თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი აგებულია ქვედა- და შუაიურული ასაკის თიხაფიქლოვანი წყენებით, რომელიც აჩენს ძლიერ შეკუმშულ, ზოგან დიაბაზებით გარღვეულ, ნაოჭების სისტემის, გვხვდება აგრეთვე მორენული და ალუვიური ნაფენები. ძირითადი ოროგრაფიული ერთეულებია: მთავარი წყალგამყოფი ქედი (მწვერვალები არხოტი 3172 მ, დიდი ბორბალო 3294 მ, ბულანჩოსწვერი 3256 მ და სხვა), რომლის უღელტეხილები ზღვის დონიდან 3000 მ-ზე დაბლა მდებარეობს (არხოტი - 2935 მ, აბანო - 2950 მ და სხვა); მარად თოვლიან-მყინვარებიანი კიდეგანის, ხევსურეთისა და პირიქითის ქედები მრავალი განშტოებებით; თუშეთის ქვებული და მდინარეთა ხეობები (ასის, არღუნის, ანდაქის).

თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთა-ხეობათა რელიეფის მორფოლოგიური ხასიათი ჩამოყალიბებულია ეროზიის მოქმედებით, თხემურ ზოლში შექმნილია რელიეფის გლაციალური ფორმები. თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი მდებარეობს ზომიერ ნოტიო ჰავის ოლქში და ახასიათებს ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობა. დაწყებული ცივზამთრიანი და ხანგრძლივ გრილზაფხულიანი ჰავიდან (დაბალ მთებში) დამთავრებული მაღალმთის მუდმივთოვლიან-მყინვარებიანი ჰავით (ქედების თხემებზე). იანვრის საშუალო ტემპერატურა - 5-იდან - 10°C-მდეა, ივლისი 12-16°C. წელიწადში 600-დან 1500 მმ-მდე ნალექი მოდის. ხეობებსა და ქვაბულებში ჰავა შედარებით მშრალი, კონტინენტურია.

თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მდინარეები ასა, არხოტისწყალი, არღუნი, ანდაქი, პირიქითი ალაზანი და თუშეთის ალაზანი მრავალრიცხოვანი შენაკადებით კასპიის ზღვის აუზს მიეკუთვნება და საზრდოობს წვიმის, თოვლის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში, წყალმცირობა ზამთარში. თავისებურია თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ნიადაგ-მცენარეულობა; ქვედა ზონაში მცირე და საშუალო სისქის ყომრალ და ღია ყომრალ ნიადაგებზე, ზღვის დონიდან 2300-2500 მ-მდე, გავრცელებულია არყნარ-ფიჭვნარი და ფიჭვნარი. 2500-2700 მ ზემოთ მთის მდელოს კორდიან და კორდიან-ტორფიან ნიადაგებზე - სუბალპური მდელოები და ბუჩქნარები, ხოლო უფრო ზემოთ, 3300-3500 მ-მდე, მთის მდელოს მცირე სისქის კორდიან ნიადაგებზე ალპური მდელოებია.

თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე 3 ტიპის ლანდშაფტია: მთა-ხეობათა რელიეფის ყომრალ და ღია ყომრალ ნიადაგებზე განვითარებული ფიჭვნარი და არყნარ-ფიჭვნარი ტყის ლანდშაფტი; მთა-ხეობათა რელიეფის მთის მდელოს კორდიან და კორდიან-ტორფიან ნიადაგებზე განვითარებული მთა-მდელოს ლანდშაფტი (სუბალპური და ალპური ქვეტიპებით) და გლოციალურ-ნოვალური ლადშაფტი (მაღალი ქედების თხემებზე).

თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი
ალგეთის ეროვნული პარკი

ეროვნული პარკი საქართველოში. მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ქალაქ თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით. მოქცეულია მდინარე ალგეთის ხეობაში და მოიცავს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის სამხრეთ ფერდობებს და სიმაღლე ზღვის დონიდან 1100-1950 მ სიმაღლეზე მდებარეობს. უმაღლესი წერტილია კლდეკარი (2000 მ).

ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა 1965 წელს  აღმოსავლური ნაძვის და კავკასიური სოჭის უკიდურესი აღმოსავლეთის საზღვრის დაცვის მიზნით. 2007 წელს ალგეთს მიენიჭა ეროვნული პარკის სტატუსი. ალგეთის ეროვნული პარკს ახასიათებს ძლიერ მთაგორიანი რელიეფი, რომელიც მრავალრიცხოვანი პატარა მდინარეებითა და ხევებითაა დაღარული. ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ალგეთი, თავისი მრავალრიცხოვანი პატარა შენაკადებით და ხევებით.

ბუნებრივი მახასიათებლები

ალგეთის ეროვნული პარკი ვულკანური და დანალექი ქანებითაა აგებული. ეროვნული პარკი ხასიათდება ნოტიო კლიმატით. ზამთარი ზომიერად ცივი, ხოლო ზაფხული ხანგრძლივი და თბილი იცის. ალგეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 6 822 ჰექტარია. ალგეთის ეროვნული პარკის 6044 ჰა ტყითაა დაფარული. აქედან ნაძვნარებს - 1442 ჰა, წიფლნარებს - 2250 ჰა, მუხნარებს – 1380 ჰა, ფიჭვნარებს - 250 ჰა, რცხილნარებს - 120 ჰა, იფნარებს - 9 ჰა და არყნარებს - 5 ჰა უკავია. აქ სოკოების 250 სახეობაა გავრცელებული, მათგან 10 სახეობა პირველად იქნა აღმოჩენილი. აქ მცენარეთა 1664 სახეობაა; აქედან 80 ხეა, 74 სახეობის – ბუჩქი, 800-ზე მეტი – ბალახოვანი მცენარე, 156 სახეობის – სამკურნალო მცენარე, 43 – შხამიანების, 24 – ბოსტნეულის, 69 – დეკორატიული სახეობა, 3 სახეობა საქართველოსა და კავკასიიის ენდემია.

ფაუნა

მდიდარია ეროვნული პარკის ფაუნაც. მსხვილი მტაცებელი ძუძუმწოვრებიდან ეროვნულ პარკში გვხვდება: მურა დათვი და მგელი, იშვიათად –  ოცხვერიც, ტყის კვერნა, ციყვი, ძილგუდა, კურდღელი, მელა, გარეული ღორი. შველი ამ ტყეების მუდმივი ბინადარია, რომელთა პოპულაციაც უკანასკნელი ეროვნული პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე სახის ამფიბია და ხვლიკი ცხოვრობს. გველებიდან ალგეთის მკვიდრები არიან: სპილენძა, ჩვეულებრივი ანკარა, წყლის ანკარა, ველის გველგესლა და ცხვირქოსანი გველგესლა. ალგეთის ხეობაში 80-ზე მეტი სახეობის ფრინველს შეხვდებით, რომელთა შორისაა: ქორი, მიმინო, კაკაჩა, მდელოს ძელქორი, ჭოტი, ყაპყაპი, ოფოფი, შავი კოდალა, მერცხალი, შაშვი, ჩხიკვი, წიწკანა, ჭინჭრაქა, ჩიტბატონა და სხვა. ხეობაში ძალზე იშვიათად შესაძლებელია ბექობის არწივის ნახვაც. აქ ბინადრობენ საქართველოს „წითელი ნუსხის“ შემდეგი ცხოველები: მურა დათვი, კავკასიური როჭო, ბექობის არწივი და სხვა.

ისტორიული ძეგლები

ალგეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია უამრავი არქეოლოგიური ძეგლი, რომელთაგან ყველაზე ადრინდელები ენეოლითის და ადრე ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება. შემორჩენილია ბრინჯაოს ხანის ციკლოპური ციხეები, მოქმედი ეკლესიები და ეკლესია-ნანგრევები: წმ. მარიამის ეკლესია, კვირაცხოველის სახელობის სალოცავი, სამების ეკლესია, ჭრელსაყდარი, სალოცავი – კუბადონი, მეცხრე საუკუნის კლდეკარის ციხესიმაგრის ნანგრევები, სალოცავი ქელჩახედი, კუნწუხი, მიწისქვეშა გვირაბები რამდენიმე ნიშა, წმ. გიორგის ეკლესია, მეოთხე საუკუნის მანგლისის ტაძარი, მეთერთმეტე საუკუნის ულამაზესი და მიუდგომელი ბირთვისის ციხე-ქალაქი. ალგეთის ეროვნული პარკის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან მდებარეობს დიდგორის ველი.

დასკვნა

ალგეთის ეროვნული პარკი წარმოადგენს სამეცნიერო კვლევების მნიშვნელოვან ბაზას. მას გააჩნია რეკრეაციულ-კურორტოლოგიური, წყალშემნახავი და ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა. ეროვნულ პარკს საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს ფოტო-ვიდეო, ფრინველებზე დაკვირვების, ეკოლოგიური, ბოტანიკური და სამანქანო-სათავგადასავლო ტურების მოსაწყობად. დაცულ ტერიტორიაზე განვითარებულია ტურიზმის ისეთი ფორმები, როგორიცაა: ფეხით სასიარულო, საცხენოსნო და არქეოლოგიური ტურები.

ალგეთის ეროვნული პარკი
ბაბანეულის სახელმწიფო ნაკრძალი

სახელმწიფო ნაკრძალი ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაბანეულსა და არგოხთან, კავკასიონის მთავარი ქედის კალთების ძირში, მდინარე ალაზნის ნაპირზე, სიმაღლე ზღვის დონიდან 439-600 მ.  ნარკძალის ფართობია 747 ჰა. დაარსებულია 1950 წელს მესამეული ხანის რელიქტის - კავკასიური ძელქვის იშვიათი მასივის დაცვა-შემონახვის მიზნით. კავკასიური ძელქვა იზრდება როგორც ცალკე კორომებად, ისე რცხილასა და ჯაგრცხილასთან ერთად. შერეულია აგრეთვე  მუხა, ნეკერჩხალი და სხვა. ქვეტყეს ქმნის კუნელი, კვიდო, შინდანწლა, ზღმარტლი, ასკილი. ნაკრძალში ძელქვის სიმაღლეა 20-30 მ, დიამეტრი - 90 სმ-მდე. გარდა მრავალი სახეობის ფრინველის, ნაკრძალში ბინადრობენ ძუძუმწოვრებიც: შველი, კურდღელი, მელა, თეთრყელა კვერნა და სხვა.

ბაბანეულის სახელმწიფო ნაკრძალი
ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი

კომპლექსური ნაკრძალი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ზეგანზე, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, თბილისიდან 200 კმ-ში. ნაკრძალად გამოცხადდა 1935 წელს. საერთო ფართობია 4,868 ჰა, ტყით დაფარულია 4.032 ჰა, დანარჩენი ნაწილი ველებს, უდაბნოს, ხევებს და ალესილებს უჭირავს.

ნაკრძალის ნათელი ტყის ძირითადი კომპონენტია საკმლის ხე და ღვია. აქვე გვხვდება აკაკი, ბერყენა, ბროწეული, ბალღოჯი, გრაკლა, შავჯაგა, ძეძვი, ჭალაფშატა და სხვა, ბალახოვანი საფრიდან - უროიანი, ავშნიანი და მლაშობურიანი დაჯგუფებები. გარდა ქვეწარმავლებისა (გიურზა, სხვადასხვა სახეობის ხვლიკები), რომლებიც აქ ძალიან ბევრია. გვხვდება მრავალი სახის ფრინველი (კაკაბი, კოდალა, ორბი, სვავი, მიმინო, უფეხურა, მოლაღური, კვირიონი, ჩხართვი და სხვა) და ძუძუმწოვარი (გარეული ღორი, კურდღელი, ტყისა და ველის მელა, კავკასიური მგელი, დათვი, ზოლებიანი აფთარი, მაჩვი და მრავალი სხვა). ნაკრძალის მიზანია ამჟამად ძალზე შემცირებული ნათელი ტყის ფლორისა და ფაუნის იშვიათი წარმომადგენლების დაცვა-შემონახვა.

შექმნის ისტორია

ვაშლოვანის ეროვნული პარკის შექმნა განაპირობა ვაშლოვანის ნაკრძალის გარშემო არსებული ნაკლებად სახეშეცვლილი ეკოსისტემების განადგურების საშიშროებამ. აღნიშნული პროცესი საფრთხის ქვეშ აყენებდა როგორც ამ ეკოსისტემებს, ასევე ხელს უშლიდა ვაშლოვანის ნაკრძალის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასაც. ვაშლოვანის ნაკრძალისა და ეროვნული პარკის შექმნა ემსახურება არიდული ეკოსისტემის ბუნებრივ მდგომარეობაში შენარჩუნებასა და ტერიტორიაზე გავრცელებულ მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი სახეობების დაცვასა და აღდგენას. გარდა ამისა, დაცული ტერიტორიების არსებობა ხელს უწყობს გარემოს მონიტორინგს, მეცნიერულ კვლევებსა და ეკოლოგიურ განათლებას.

გეოგრაფია

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები შემოსაზღვრულია მდინარეების ალაზნისა და იორის დეპრესიებით. აღსანიშნავია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების რელიეფის მეტად საინტერესო და თავისებური ფორმები. ვაშლოვანი საინტერესოა კლიმატური თვალსაზრისითაც. ის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი და უწყლო უბანია მთელ საქართველოში. აქაური კლიმატი ხასიათდება სიმშრალითა და სითბოს სიუხვით.

ფლორა

ვაშლოვანში არსებული ბუნებრივი პირობების სპეციფიკური ხასიათი განაპირობებს ორიგინალური ფლორის არსებობას. ხმელეთის ასეთ მცირე ფართობზე მცენარეული ტიპების ესოდენ სწრაფი ცვლა საქართველოს არცერთ სხვა კუთხეში არ შეინიშნება. მრავალფეროვანი ბუნებრივი კომპლექსების მოქმედების შედეგად, ამ მცირე სიმაღლის სხვაობის (ჰიფსომეტრიული ამპლიტუდის) მქონე რეგიონში, ჩამოყალიბდა მკაფიოდ გამოკვეთილი ხუთი მცენარეული ტიპი: ნახევარუდაბნო, არიდული (ლათ. aridus - მშრალი) მეჩხერი ტყე, სტეპი და ფოთლოვანი ტყე. გარდა ამისა გამოიკვეთა ოთხი ინტრაზონური ტიპი: კლდეთა ქსეროფიტები, ჭალის, ანუ მდინარისპირა ტყეები, მთისწინების ძეძვიანი და კირქვიანის მცენარეულობა.

ნახევარუდაბნოს მცენარეულობაში გამოიყოფა ავშნიან-უროიანი და ავშნიან-ჩარანიანი ფორმაციები. ბუჩქბალახები: ავშანი (Artemisia fragrans), ჩარანი (Salsola ericoides), უფრო მცირე რაოდენობით ყარღანი (Salsola dendroides), იშვიათად წითელწვერა (Kochia prostrata).

ღვიიანი ფორმაციის შემქმნელი სახეობებია ხემაგვარა ღვიები: შავი ღვია (Iuniperus foetidissima) და მრავალნაყოფა ღვია (I. polycarpos).

ღვიიან-საკმლისხიანების ფარგლებში მცირე ფრაგმენტებად წარმოდგენილია ბროწეულის (Punica granatum), კოწახურის (Barberis iberica), მაყვლის (Rubus sanguineus), მაწაკის (Imperata cilindrica), ქენდირის (Apocynum sibiricum), ერიანტუსისა (Erianthus purpurascens) და სხვ. დაჯგუფებანი. დათვის ხევში, რიყის გასწვრივ მცირე მონაკვეთზე მესამეული პერიოდის რელიქტის - თურანულას (Populus euphratica) ერთადერთი ადგილსამყოფელია საქართველოში.

ღვიიან-საკმლისხიანებში საკმაოდ ბევრია საქართველოსთვის ენდემური სახეობა. ესენია: Torularia eldarica, Galatella eldarica, ასევე იშვიათი სახეობები: Astragalus phseudoutriger, A. sphaerocephalus, Edisarum ibericum, Leptorhabdos virgata, Caccinia Rauwolfii, Tulipa Eichleri და სხვ.

ტყის შემქმნელი ძირითადი სახეობებია: ხემცენარეებიდან - საკმლის ხე (Pistacia mutica), ხემაგვარი ღვიები (Iuniperus foetidissima, I. polycarpus, I. rufescens); მათ მშრალი ხევების გასწვრივ ემატება - კავკასიური აკაკი (Celtis caucasica), ქართული ნეკერჩხალი (Acer ibericum), თელა (Ulmus foliacea); ბუჩქებიდან - ძეძვი (Paliurus spina-christi), შავჯაგა (Rhamnus Pallasii), მენახირის ბალი (Cerasus microcarpa, incana), ჟასმინი (Iasminum fruticans), თრიმლი (Cotinus coggygria), ქართული ცხრატყავა (Lonicera iberica); მშრალი ხევების გასწვრივ - ქართული კოწახური (Berberis iberica), ბროწეული (Punica granatum) და სხვა.

ბალახოვნებიდან აღსანიშნავია: ყარღანი, შოროქანი და ნაცარქათამასებრთა ოჯახის ერთწლოვანი სარეველა მცენარეები. გამოსარჩევია ჰალოფიტი ბუჩქ-ბალახი Kalidium caspicum, რომელიც ძალიან იშვიათია საქართველოსათვის. ხეობის მარჯვენა მხარეზე, თაბაშირის შემცველ თიხიან ფერდობზე, დეკორატიული ბუჩქის - Eversmania subspinosa-ს ერთადერთი ადგილსამყოფელია საქართველოში. მასთან ერთად მრავლადაა დეკორატიული ეიხლერის ტიტა (Tulipa Eichleri) და ეფემეროიდი ტუბერ-გორგლიანი (Bongardia chrisogonum). ყაშებ-შავი მთის ფარგლებში ტყის ძირითადი შემქმნელი სახეობაა ქართული მუხა (Quercus iberica).

რელიეფის ხასიათის მიხედვით მუხნარი ფორმაცია სხვადასხვა ვარიანტებითა და ასოციაციათა კომპლექსებით წარმოგვიდგება. შედარებით შემაღლებულ უბნებზე ქართული მუხა მცირდება, რცხილას (Carpinus caucasicaა) უთმობს ადგილს და რცხილნარის ფორმაცია ყალიბდება მერქნიანთა შედარებით მეზოფილური სახეობებით. მდინარე ალაზნის პირა ჭალის ტყის ძირითადი შემქმნელი სახეობებია: ჭალის მუხა (Quercus pedunculiflora), ვერხვები (Populus canescens, P. nigra), იფანი (Fraxinus excelsior); ერთეულებად შემორჩენილია კაკალი (Iuglans regia) და სხვ. მეორე იარუსს ქმნიან: თელა (Ulmus foliace), ტყემალი (Prunus divaricata), კუნელი (Crataegus monogina), ზღმარტლი (Mespilus germanica), შინდანწლა (Svida australis), ტირიფი (Salix alba), კვიდო (Ligustrum vulgaris), თუთა (Morus nigra, M. alba)  შვინდი (Cornus mas) და სხვ. მდიდარია ლიანების შემადგენლობაც: სურო (Hedera pastuchovii), კრიკინა (Vitis sylvestris), კატაბარდა (Clematis vitalba), ღიჭი (Smilax excelsa), ღვედკეცი (Periploca graeca), სვია (Humulus lupulus) და სხვ. ბალახოვნებიდან აღსანიშნავია: ისლი, შალამანილი (Salvia glutinosa), ქრისტესბეჭედა (Sanicula europaea), იები (Viola alba, V. odorata), ბერსელა (Brachypodium silvaticum) და სხვ. ბევრია სარეველა სახეობები.

ფაუნა

ნაკრძალი სახეობრივი მრავალფეროვნებით ხასიათდება. ამ ფარდობითად მცირე ტერიტორიაზე გავრცელებულია 46 სახეობის ძუძუმწოვარი, 135 სახეობის ფრინველი, 30 სახეობის ქვეწარმავალი და ამფიბია, 16 სახეობის თევზი, უამრავი სახეობის მწერი და უმარტივესი (ამ უკანასკნელთა სრული სახეობრივი შემადგენლობა ჯერ კიდევ დაუდგენელია).

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფაუნა — ყურადღებას იპყრობს როგორც სახეობათა მრავალგვარობით, ასევე მათი მნიშვნელობითაც. ამ ტერიტორიებზე ბინადრობს: დათვი (Ursus arctos), ფოცხვერი (Lynx lynx), მგელი (Canis lupus), გარეული ღორი (Sus scrofa), წავი - (Lutra lutra), სვავი (Aegypius monachus), ორბი (Gyps fulvus), ბექობის არწივი (Aqila heliaca), ფასკუნჯი (Neophron percnopterus), კაკაბი (Alectoris chukar), ბატკანძერი - (Gipaetus barbatus), გველიჭამია არწივი ანუ ძერაბოტი (Circaetus gallicus), ველის არწივი (Aquila nipalensis), შაკი (Pandion haliaetus), შავარდენი (Falco peregrinus), ხოხობი (Phazianus colchicus), გნოლი (Perdix perdix), დურაჯი (Francolinus francolinus), წითელთავა ღაჟო (Lanius senator), ყვითელთავა ნარჩიტა (Regulus ignicapuls), ტუგაის ბულბული (Cercotrichas galactotes) და სხვები.

2003 წლის შემოდგომაზე დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე ნაკრძალში სახეობათა კონსერვაციის შენარჩუნების ცენტრის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს წინააზიური ლეოპარდის ნაკვალევი. შემდგომში მოხერხდა ამ ცხოველის 9 ფოტოს გადაღება ფოტოხაფანგების საშუალებით.

ოთხმოციანი წლების ბოლომდე შეინიშნებოდა გადაშენების პირას მისული ჩლიქოსანი ცხოველი - ქურციკი (Gazela subgutturossa). ცალკეული ინდივიდების სახით დღესაც გვხვდება გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ზოლებიანი აფთარი (Hyaena hyaena), აქვე გვხვდება სტეპისათვის დამახასიათებელი დღეისათვის იშვიათი ფრინველთა სახეობების, სავათისა (Otis tarda) და სარსარაკის (Tetrax tetrax) მცირერიცხოვანი გუნდები. ისინი შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში. ნანახია შავი ყარყატის (Ciconia nigra) ბუდე.

ქვეწარმავალთაგან აღსანიშნავია ხმელთაშუაზღვის კუ - (Testudo graeca), დასავლური მახრჩობელა (Eryx jacululs), აზიური თვალტიტველა ხვლიკი (Ablepharus pannonicus), გრძელფეხება სცინკი (Eumeces shneideri), გიურზა (Vipera lebetina), ოთხზოლიანი მცურავი (Elaphe guatuorliniata) და სხვები.

მდინარეებში გავრცელებულია ლოქო (Silurus glanis), ფარგა (Lucioperca lucioperca), ამიერკავკასიური ბლიკა (Blicca bjoerkna), კობრი (გოჭა) (Cyprinus carpio), შამაია (Chalacalburnus chalcoides), მდინარის ღორჯო (Gobius cephalarges), წვერა (Barbus lacerta), კავკასიური ქაშაპი (Leuciscus cephalus) და სხვა.

ზოგიერთი სახეობა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაშია შეტანილი.

ბუნების ძეგლები

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შედის, აგრეთვე, სამი ბუნების ძეგლი. ისინი ფარდობითად მცირე ზომის ტერიტორიებზეა განლაგებული:

ჯუმას ყურე

ჯუმას ყურე წარმოადგენს ალაზნის მეანდრსს. მისი ყელის სიგანე 30-40 მეტრს არ აღემატება, ხოლო ფართობი 204 ჰა-ზე მეტია. სადღეისოდ სრულყოფილად, მხოლოდ ამ ყურეშია შემორჩენილი ალაზნის ხეობისათვის დამახასიათებელი ლეშამბოიანი ჭალის ტყე, რომელიც ფლორისტულად ძალიან მდიდარია. საქართველოში მხოლოდ ამ ყურეშია კაკლის ერთადერთი ბუნებრივი ადგილსამყოფელი.

არწივის ხეობა

დაბა დედოფლისწყაროდან 2 კმ-ში კირქვიან მასივზეა განლაგებული. აქ საქართველოს ლოკალური ენდემური სახეობის - კახეთის მაჩიტას (Campanula kachetica) და იშვიათი სახეობის ბალახოვნების (Globularia trichoscuntha და Galium pedemantanum) ერთადერთი ადგილსამყოფელია. აქვე, მის დასავლეთით 1,5 კმ მოშორებით, მუხნარ-რცხილნარ ტყეში, ვეებერთელა კირქვის მასივებზე გვხვდება იშვიათი წიწვიანი ბუჩქი ტუია (Biota orientalis), რომელიც საქართველოს არცერთ სხვა კუთხეში არ არის გავრცელებული. არწივის ხეობა ასევე გამოირჩევა ფრინველთა საბინადრო გარემოთი. აქ სამოცამდე სახეობის ფრინველის ნახვაა შესაძლებელი, მათ შორის არიან მობუდარი იშვიათი სახეობის ფრინველებიც - შავი ყარყატი და ორბი.

ტახტი-თეფას ტალახის ვულკანი

ტახტი-თეფას ტალახის ვულკანი არაორგანული ბუნების ძეგლია. იგი მდებარეობს დალის წყალსაცავის სამხრეთით, სიმაღლე ზღვის დონიდან 620 მ სიმაღლეზე, რომელიც სერის თხემზე აღმართულ რამდენიმე მეტრი სიმაღლის ბორცვს წარმოადგენს. ყველაზე დიდი ტალახის კრატერის დიამეტრი 3,5-4 მ-ია. იგი, ისევე როგორც მის გარშემო განლაგებული მცირე ზომის სასულეები, მუდმივმოქმედია. მათგან ამოდის ტალახი, ნავთობი და აირი. სასულეებიდან ამოსული ტალახი ერთდება და ქვევით, ხევში ჩაედინება. ბუნების ძეგლი და მისი მიდამოები ქვიშაქვებითა და თიხებითაა აგებული.

ისტორიული ძეგლები

ნაკრძალში დღემდე შემორჩენილია შემდეგი ისტორიული ძეგლები:

  1. V საუკუნის ციხე-ქალაქი ხორნაბუჯი;
    V საუკუნის წმინდა ელიას მთის ნამონასტრალი;
    XII საუკუნის ოზაანის ამაღლების ტაძარი;
    IXX საუკუნის საროველის სახელობის ტაძარი;
    ჩვ. წ. თ. აღრიცხვამდე XV საუკუნის ნაქალაქარი კამბისენა.

„უეცრად ერთი მთის მოსახვევში ჩვენ თვალწინ შემოიხაზა დიდებული შესახედაობის ციხე. იგი განმარტოებულ მთის წვერზე იდგა და ალაზნის ველს გადაჰყურებდა. მის უკან ჰორიზონტზე გადაჭიმულიყო კავკასიონის თვალწარმტაცი ჯაჭვი. . .“ ალექსანდრე დიუმა 1859 წ., „კავკასია“; თავი: თამარის ციხე.

ხორნაბუჯის ციხესიმაგრის ნაშთები, რომელსაც დღეს „თამარის ციხეს“ უწოდებენ, გომბორის ქედის განშტოების ბოლოს, კლდის მასივზე, ქ. დედოფლისწყაროს ჩრდილოეთით 2-3 კილომეტრზე მდებარეობს. ეს ციხესიმაგრე ერთდროულად კონტროლს უწევდა ივრისა და ალაზნის ველებს.

ხორნაბუჯის სამხრეთ დასავლეთით, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრზე, გამოვლინდა ძვ. წ.-ის I ათასწლეულის დასასრულს დიდი ქალაქის ნაშთები. ამგვარად, ძვ. წ. I ათასწლეულის დასასრულს ხორნაბუჯის მიდამოებში დიდი ქალაქური დასახლების არსებობა, აქ ქალაქური დასახლების ძველ ტრადიციებზე მიგვითითებს.

მე-5 საუკუნის მეორე ნახევრისათვის იგი უკვე მაღალგანვითარებული ქალაქია უჯარმასა და ჭერემთან ერთად. როგორც „ქართლის ცხოვრება“ გვამცნობს, ვახტანგ გორგასალმა „დასუა ერთი ეპისკოპოსად . . . ხორნაბუჯს“ და თავის შვილს „დაჩის მისცა ქალაქი ჭერემისა და ნეკრესისა და ქალაქი კამბეჩოვანისა, რომელ არს ხორნაბუჯი.“

ამგვარად, ადრე შუა საუკუნეებში ხორნაბუჯის ციხე-ქალაქის დაარსების წინ საკმაოდ დიდი ტრადიცია აქვს. ციხე-ქალაქი განსაკუთრებულად მე-12 საუკუნეში თამარის მეფობისას განვითარდა. ამიტომაც უწოდებენ „ხორნაბუჯს“ სხვანაირად თამარის ციხეს. ძეგლის ჯერ კიდევ შემორჩენილი ნაშთები თავისი მდებარეობით იმდენად შთამბეჭდავია, რომ აქ მოხვედრილ ადამიანზე წარუშლელ კვალს ტოვებს. ალბათ, სწორედ ამიტომ გამოიყენა იგი ცნობილმა მხატვარმა ზიჩმა შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის „ვეფხისტყაოსნის“ დასურათებისას იგი მიუვალი და აუღებელი ქაჯეთის ციხის პროტოტიპად.

თვალშეუწვდომ კლდის ქიმებზე წამომართულ ციხის ქონგურებს რომ აჰყურებ, თავს თითქოს წინაპართა ბუმბერაზი აჩრდილები დაგტრიალებენ. თითქმის ცხადლივ ჩაგესმის ათსწლეულების მიღმა ამ კლდეებში დარხეული საბრძოლო ყიჟინის ხმები.

წმ. ელიას მთა

„თამარ მეფის ციხიდან ექვსი ვერსის დაშორებით აღიმართება კიდევ ერთი მთა, რომელსაც ელიას მთა ეწოდება. მას ძირს მლაშე ტბა ევლება. შუა მთაში გადმოჭრილ ფართო მღვიმეში აშენებულია სამრეკლო, სადაც ხშირად დადიან ადგილობრივი მაცხოვრებლები. გადმოცემა ამბობს, რომ ამ მღვიმეში ილია წინასწარმეტყველისათვის ყვავს საჭმელი მოჰქონდა და, რომ მან თავისი წამოსასხამი მოწაფეს - ელისეს დაუტოვა, თვითონ კი მთის მწვერვალიდან ცაში ამაღლდა…“ ალექსანდრე დიუმა 1895 წ.

მარშრუტები

"დათვის ხევი"

მარშრუტი იწყება ვაშლოვანის ნაკრძალში ჩამავალი პანტიშარის ხევის ერთ-ერთ განშტოება - დათვისხევთან, რომელიც ქალაქ დედოფლისწყაროდან 60 კილომეტრში მდებარეობს. ეს ტერიტორია უხსოვარ დროში ზღვის ფსკერი ყოფილა. ამის დასტურია ქ

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი
ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი

ბორჯომის ნაკრძალი დაარსდა 1935 წელს, ხოლო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი - 1995 წელს. დაცული ტერიტორიები წარმოადგენილია უმნიშვნელოვანეს გეოგრაფიულ კვანძზე, იქ, სადაც თავს იყრის სუბტროპიკული, ზომიერი, სემიჰუმიდური და წინააზიური ლანდშაფტები. ეროვნული პარკის ფართობია 760 კმ², რის მიხედვითაც იგი ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში, ეროვნულ პარკთან და ნაკრძალთან, ბორჯომის ხეობის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ნეძვის აღკვეთილი.
ეროვნული პარკის და ნაკრძალის ტერიტორიაზე წარმოდგენილია ლანდშაფტთა ვერტიკალური ზონალობა მუქწიწვიანი და ფართოფოთლოვანი ტყეებით დაწყებული და ფართოფოთლოვანი ტყეებით დამთავრებული. აქვეა ფლორისა და ფაუნის ათეულობით ედემური და რელიქტური სახეობა. დიდი ყურადღება ექცევა კავკასიური ირემის დაცვა-აღდგენას.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და ბორჯომის ნაკრძალი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბორჯომ-ბაკურიანის რეკრეაციული ზონის ფუნქციონირებაში. მისი მონახულებით ყოველწლიურად ათასობით უცხოელი ტურისტია დაინტერესებული. გარდა ამისა, მისი მეშვეობით პრაქტიკულად დაცულია მცენარეული საფარი, რომელსაც უმნიშვნელოვანესი წყალდაცვითი, ნიადაგდაცვითი და საკურორტო ფუნქცია გააჩნია.

ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი
ფსხუ-გუმისმთის სახელმწიფო ნაკრძალი

სახელმწიფო ნაკრძალი საქართველოში.

გუმისთის ნაკრძალის ფართობია 13 400 ჰა. იგი დაარსდა 1978 წელს. ის ძირითადად კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდობზეა განლაგებული. ნაკრძალი სოხუმის რაიონში, მდინარე აღმოსავლეთ გუმისთის ხეობაში მდებარეობს. ნაკრძალის შექმნის მიზანია აფხაზეთში ხელუხლებელი ფოთლოვანი ტყეების ბიომრავალფეროვნების დაცვა.

გუმისთის მეზობელი ფსხუს ნაკრძალი, რომელიც 1978 წელს შეიქმნა, წარმოდგენილია 27 334 ჰექტარ ფართობზე. იგი ძირითადად კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდობზეა განლაგებული. ნაკრძალი მოქცეულია მდინარე ფსხუს ქვაბულში, რომელიც ერთი მხრივ ბზიფის ქედით, მეორე მხრივ კი კავკასიონის მთავარი ქედითაა შემოსაზღვრული. ნაკრძალის შექმნის მიზანია აფხაზეთში ხელუხლებელი წიწვოვანი ტყეების ბიომრავალფეროვნების დაცვა.

ფსხუ-გუმისმთის სახელმწიფო ნაკრძალი
დიდღელის მღვიმე ბუნების ძეგლი

მდინარე ოსუნელას მიერ ბარემულ კირქვებში გამომუშავებული მღვიმეა, სადაც მრავლადაა ჭერიდან და კედლებიდან მორღვეული ლოდნარი, თიხის ნაფენები და სხვა. მღვიმის შესასვლელთან არსებულ ნაპრალში ჟონავს კინკილეს ნაკადული, სადაც ჩნდება დროებითი ტბა. 

მდებარეობა:  წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. მელოურის მიდამოები. 418 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 23.419 E42 37.748

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წყალტუბო.

ქ. წყალტუბო - სოფ. ყუმისთავი  - 7,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ;

სოფ. ყუმისთავი - დიდღელის მღვიმის ბუნების ძეგლი - 7 კმ, ხანგრძლივობა - 25 წთ.

დიდღელის მღვიმე ბუნების ძეგლი
ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი

მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე, დაარსდა 1912 წელს. უჭირავს 17668 ჰა, აქედან ტყით დაფარულია 12346 ჰა (72 %), დანარჩენი 5322 ჰა ალპური საძოვრებია. სიმაღლე ზღვის დონიდან სიმაღლეების დიდი ამპლიტუდა (450-3500 მ), მკვეთრად დასერილი რელიეფი, სხვადასხვა დაქანებისა და ექსპოზიციის ფერდობები, ღრმა ხევები მდინარეებით ძლიერ განსხვავებულ და რთულ ბუნებრივ ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებს ქმნის, რაც განაპირობებს მცენარეული საფრის მრავალფეროვნებას. აქ მკვეთრადაა გამოსახული ტყის სარტყელი (ზღვის დონიდან 450-2300 მ-მდე) ქართული მუხის მუხნარებით და აღმოსავლური წიფლის წიფლნარებით და ალპური სარტყელი (ზღვის დონიდან 2300-3500 მ) მდელოებით, „ხალებით“ და დეკიანებით. ამ სარტყლებს შორის განლაგებულია სუბალპური მეჩხერი (მაღალმთის მუხისა და ბოკვის) და ტანბრეცილი (არყის) ტყეების სარტყელი (ზღვის დონიდან 1700-2300 მ). ალპური სარტყლის მაღლა სუბნივალური სარტყელია (ზღვის დონიდან 3000 მ) ძლიერ მეჩხერი ბალახნარით.

საქართველოში გავრცელებულ მცენარეთა სახეობების თითქმის 2/3 ნაკრძალშია თავმოყრილი. ხსენებულ ზაფხულმწვანე ჯიშების გარდა აქ ტყეებს ქმნის კავკასიური რცხილა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, დათვის თხილი, იფანი, მურყანი, წაბლი და სხვა. ქვეტყეში გვხვდება ჯონჯოლი, მოცვი, შინდი, შინდანწლა, ასკილი, უცვეთლა, ლიანებიდან - გარეული ვაზი, ეკალღიჭი, კატაბარდა, პასტუხოვის სურო და სხვა. კლიმატის სუბტროპიკული ხასიათის გამო ამ კუთხეში შემორჩა კოლხეთისა და ტალიშის მცენარეულობის ელემენტები: ლაფანი, კაკლის ხე, წაბლი, დიდი ბოკვი, პასტუხოვის სურო. ნაკრძალში ყვავილოვან მცენარეთა 1500-მდე სახეობაა, იგი, მდიდარია ენდემური სახეობებით (იულიას ფურისულა, მლოკოსევიჩის იორდასალამი, ლაგოდეხის ნაღველა და სხვა). ნაკრძალში აღ