დედამიწის განედის წრე არის წარმოსახვითი აღმოსავლეთ-დასავლეთის წრე, რომელიც აერთიანებს ყველა ადგილს (შემაღლების გამოტოვებით) მოცემული განედით. ადგილების პოზიცია განედის წრედის გასწვრივ მოცემულია მისი გრძედებით. განედის წრეს ხშირად უწოდებენ პარალელებს, ვინაიდან ისინი ერთმანეთთან პარალელურად მდებარეობს, ანუ ნებისმიერ ორ წრეს ყოველთვის ერთი და იგივე მანძილი აშორებს. გრძედების წრისგან განსხვავებით, რომლებიც წარმოადგენს დიდ წრედებს დედამიწის ცენტრში შუაში, გადენის წრეები მცირდება ეკვატორიდან მანძილის გაზრდით. მათი სიგრძის გამოთვლა შეიძლება ჩვეულებრივი სინუსის და კოსინუსის ფუნქციით. მე-60 განედის წრე ეკვატორის ნახევარი სიგრძისაა (მიუხედავად დედამიწის მცირე გათანაბრებისა, რომელიც 0.3%-ზე ნაკლებია). განედის წრე ყველა მერიდიანთან პერპენდიკულარულია.

განედის წრე არის დაახლოებით კუთხე ეკვატორსა და წრეს შორის, კუთხის ვერტექსით დედამიწის ცენტრში. ეკვატორი არის 0°-ზე, და ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები 90°-ზე ჩრდილოეთით და 90°-ზე სამხრეთით, შესაბამისად. ეკვატორი არის ყველაზე გრძელი განედის წრე და წარმოადგენს ერთადერთ განედის წრეს, რომელიც ასევე არის დიდი წრე.

თითოეული ნახევარსფეროს პოლუსებსა და ეკვატორს შორის არის 89 ინტეგრალური (სრული გრადუსის) განედის წრე, თუმცა ისინი იყოფა განედის უფრო ზუსტ საზომებად და ხშირად წარმოდგენილია ათობითი ხარისხით (მაგ:34.637°N) ან წუთებით და წამებით (მაგ: 22°14'26S). არ არსებობს იმის ლიმიტი, თუ რამდენად ზუსტად შეიძლება გაიზომოს განედი და ამრიგად დედამიწაზე არსებობს განედის წრედების განუსაზღვრელი რაოდენობა.

რუკაზე განედის წრედები შეიძლება იყოს პარალელური ან არ იყოს პარალელური და მათ შორის დაშორება შეიძლება განსხვავდებოდეს, რაც გამომდინარეობს იქიდან, თუ რომელი პროექტირებაა გამოყენებული დედამიწის ზედაპირის სიბრტყეზე რიკის შესადგენად.

თანაბარკუთხოვან პროექტირებაში, რომელიც ცენტრირებულია ეკვატორზე, განედის წრეები ჰორიზონტალური, პარალელური და თანაბრად დაშორებულია. კონუსურ და ფსევდოკონუსურ პროექტირებაზე, განედის წრედები ჰორიზონტალური და პარალელურია, თუმცა შეიძლება ერთმანეთისგან დაშორებული იყოს არათანაბრად, იმისთვის რომ რუკას მიეცეს გამოსადეგი მახასიათებლები. მაგალითად, მერკატორის პროექტირებაში განედის წრეები უფრო ფართოდაა დაშორებული ერთმანეთისგან პოლუსებთან სიახლოვეს, რათა შენარჩუნდეს ადგილობრივი მასშტაბები და ფორმები, მაშინ როცა გალ-პიტერის პროექტირებაზე განედის წრეებს შორის მანძილი უფრო მოკლეა პოლუსებთან ახლოს, ისე რომ ადგილის შედარება უფრო ზუსტის იყოს. ყველაზე არა კონუსურ და არა ფსევდოკონუსურ პროექტირებებზე, განედის წრეები არც სწორია და არც პარალელური.

განედის წრედის რკალები ზოგჯერ გამოიყენება როგორც საზღვრები ქვეყნებს ან რეგიონებს შორის, სადაც არ არსებობს ზუსტი ბუნებრივი საზღვრები (ასეთია მაგალითად უდაბნოებში), ან როდესაც ხელოვნური საზღვარი გავლებულია როგორც ხაზი რუკაზე, რაც გაკეთდა მასიურ მასშტაბში 1884 წლის ბერლინის კონფერენციაზე, აფრიკის კონტინენტის უზარმაზარ ნაწილებთან დაკავშირებით. ჩრდილოეთ ამერიკის ერები და შტატები ასევე შეიქმნა სწორი ხაზებით, რომლებიც ხშირად განედის წრეების ნაწილია. მაგალითად, კოლორადოს ჩრდილოეთ საზღვარი მდებარეობს 41°N-ზე, ხოლო სამხრეთ საზღვარი 37°N-ზე, უხეშად შეერთებულ შტატებსა და კანადას შორის საზღვარი გაჰყვება 49°N-ს.

ძირითადი განედის წრეები

არსებობს ხუთი მთავარი განედის წრე, რომლებიც ჩამოთვლილია ქვემოთ - ჩრდილოეთიდან სამხრეთით. ეკვატორის მდებარეობა ფიქსირებულია (90 გრადუსი დედამიწის ბრუნვის ღერძიდან), მაგრამ ეს სხვა წრეების განედები დამოკიდებულია ამ ღერძის გადახრაზე დედამიწის ორბიტის სიბრტყესთან მიმართებაში და ამრიგად არ არის ზუსტად ფიქსირებული. ქვემოთ მოცემული სიდიდეები მოცემულია 2016 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით:

არქტიკული წრე (66°33′46.4″ N)
კიბოს ტროპიკები (23°26′13.6″N)
ეკვატორი (0° latitude)
თხის რქის ტროპიკები (23°26′13.6″S)
ანტარქტიკის წრე (66°33′46.4″S)

განედის ეს წრეები, გარდა ეკვატორისა, აღნიშნავს დაყოფას ხუთ მთავარ გეოგრაფიულ ზონას შორის.

ეკვატორი

ეკვატორი არის წრე, რომელიც თანაბრად დაშორებულია ჩრდილოეთ პოლუსიდან და სამხრეთ პოლუსიდან. იყო დედამიწას ყოფს ჩრდილოეთ ნახევარსფეროდ და სამხრეთ ნახევარსფეროდ. პარალელებიდან ან განედის წრეებიდან იგი ყველაზე გრძელია და ერთადერთი დიდი წრეა (წრე დედამისი ზედაპირზე, ცენტრირებული დედამიწის ცენტრში). ყველა სხვა პარალელი უფრო პატარაა და ცენტრირებულია მხოლოდ დედამიწის ღერძზე.