დედამიწა - (ინგ. Earth) (რუს. Земля́)

მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტაა. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე. დედამიწაზე ცხოვრობს გონიერი არსება - ადამიანი. 2011 წლის ბოლო მონაცემებით დედამიწაზე თითქმის 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.

ორბიტალური მახასიათებლები:

აფელიუმი:152 097 701 კმ. - 1,0167103335 . .

პერიჰელიუმი: 147 098 074 კმ. - 0,9832898912 . .

დიდი ნახევარღერძი (a): 149 597 887,5 კმ. - 1,0000001124 . .

ორბიტისექსცენტრისიტეტი (e): 0,016710219.

გარშემოვლისსიდერული პერიოდი: 365,256366 დღე - 365 დღე 6 სთ. 9 წთ. 10 წმ.

ორბიტალური სიჩქარე (v): 29,783 კმ/წმ - 107 218 კმ/სთ.

დახრილობა (i): 7,25° (მზის ეკვატორისმიმართ).

ამომავალი კვანძის გრძედი (): 348,73936.

პერიცენტრის არგუმენტი(): 114,20783

თანამგზავრები:1 (მთვარე)

ფიზიკური მახასიათებლები:

შეზნექვა: 0,0033528

პოლარული რადიუსი: 6 356,8 კმ

საშუალო რადიუსი: 6 371,0 კმ

დიდი წრის გარშემოწერილობა: 40009,88 კმ

ზედაპირის ფართობი (S): 510 072 000 კმ

მოცულობა (V): 10,832073×1011 კმ

მასა (m): 5,9736×1024 კგ

საშუალო სიმკვრივე (): 5,5153 /სმ

თავისუფალი ვარდნის აჩქარება ეკვატორზე (g): 9,780327 /წმ

პირველი კოსმოსური სიჩქარე (): 7,91 კმ/წმ

მეორე კოსმოსური სიჩქარე (): 11,186 კმ/წმ

ბრუნვის პერიოდი: 0,99726968 დღე

ღერძის დახრილობა: 23,439,281

ალბედო: 0,367

დედამიწის ზომები

ეკვატორული რადიუსი: 6 378,1 კმ
პოლარული რადიუსი: 6 356.8 კმ
საშუალო რადიუსი: 6 371 კმ
ეკვატორის სიგრძე: 40 075,02 კმ
მერიდიანის სიგრძე: 40 007,86 კმ
დედამიწის ზედაპირი: 510,072 მლნ კმsup>2
მსოფლიო ოკეანის ზედაპირი: 361,132 მლნ კმsup>2 (70,8 %)
ხმელეთის ზედაპირი: 148,94 მლნ კმsup>2 (29 %)
დედამიწის მოცულობა: 1,0832073 x 10 12 კმ3
დედამიწის მასა: 5,9736 x 10 24, რომელთაგან 7% წყალზე მოდის
დედამიწის საშუალო სიმკვრივე: 5.515 გ/სმ3
ჰაერის ტემპერატურა მინიმალური: -89 °C ( 184 °K ) პოლუსებზე, მაქსიმალური 57,7 °C ( 331 °K ) ეკვატორზე.
ჰაერის შემადგენლობა: 78.08% აზოტი, 20.95% ჟანგბადი, 0.93% არგონი, 0.038% ნახშირორჟანგი.
აფელიუმი: 152 097 701 კმ, 1.0167103335 ა.ე.
პერიფელიუმი: 147 098 074 კმ, 0.9832898912 ა.ე.
ექსცენტრისიტეტი: 0.016710219
ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარე: 29783 მ/წმ.

წარმოშობა

დედამიწის წარმოშობაზე პირველ მოსაზრებებს ჯერ კიდევ ძველი ბერძნები გამოთქვამდნენ, თუმცა ეს მოსაზრებები მეცნიერულად დასაბუთებული არ იყო. XVIII საუკუნეში წამოყენებულ იქნა პირველი მეცნიერული ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც იგი კოსმოსური აირებიდა და მტვრისგან წარმოიშვა. გამდნარი, გავარვარებული და სწრაფად მბრუნავი მასა ცენტრალური მიზიდულობის ძალითუზარმაზარ სფეროდ იქცა. დროთა განმავლობაში სფერო გაცივდა და მისი ზედაპირი მყარი ქერქით დაიფარა.

XX საუკუნეში მეცნიერთა მიერ გამოითქვა უამრავი მოსაზრება დედამიწის წარმოშობასთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად ამისა დღემდე ზუსტად არავინ იცის დედამიწის სფეროსწარმოშობის ზუსტი მექანიზმი. ამჟამად მთელ მსოფლიოში ინტენსიურად მიმდინარეობს დედამიწის ამგები ქანების, მთვარიდან ჩამოტანილი მასალისა და მეტეორიტების შესწავლა, აგრეთვე სხვა პლანეტების გამოკვლევა კოსმოსური აპარატების მეშვეობით.

დედამიწისა და სიცოცხლის წარმოშობა ბიბლიის მიხედვით

ბიბლიის მიხედვით ღმერთმა დედამიწა შვიდ დღეში შექმნა:

პირველ დღეს ღმერთმა თავისი სიტყვით, არაფრისაგან შექმნა დედამიწა - აზელილი ტალახისმაგვარი უსიცოცხლო მასა, რომელზეც არ იყო სიცოცხლე და საშინელი წყვდიადი სუფევდა. პირველად მან თქვა - „იყოს ნათელი“ და დედამიწამ მიიღო სინათლე. ნათელს დღე უწოდა, ბნელს კი ღამე.
მეორე დღეს გაჩნდა ჰაერი (ატმოსფერო) და ცეცხლი.
მესამე დღეს - ოკეანეები, ზღვები, წყაროები, მიწისქვეშა წყლები. წარმოიქმნა მიწა, მთები, ვაკეები, კუნძულები. სინათლისა წყლის მოქმედებით კი გაჩნდა მცენარეები.
მეოთხე დღეს - მზე, მთვარე, პლანეტები და ვარსკვლავები.
მეხუთე დღეს წყალში გაჩნდა თევზები და ზღვის ცხოველები. ამის შემდეგ კი ფრინველები.
მეექვსე დღეს გაჩდნენ ცხოველები, ქვეწარმავლები და ადამიანი.
მეშვიდე დღეს ღმერთმა დაისვენა.

სამყაროს გეოცენტრიული და ჰელიოცენტრული სისტემები

როგორც ცნობილია ანტიკური ხანის მეცნიერები დედამიწას სამყაროს ცენტრად მიიჩნევდნენ. გეოცენტრულ სისტემას ქადაგებდნენ ძველი ბერძენი სწავლულები. გეოცენტრულ სისტემას ქადაგებდნენ ძველი ბერძენი სწავლულები: არისტოტელე და პტოლემე. აღნიშნული შეხედულებით, დედამიწა უძრავია: იგი არც თავისი ღერძისა და და არც რაიმე სხვა სხეულის გარშემო არ მოძრაობს. დღისა და ღამის მონაცვლეობას ისინი გაჩერებული დედამიწის გარშემო მზის მოძრაობით ხსნიდნენ. დედამიწის როლი იმიტომ იყო ასე გაგებული, რომ იგი მაშინ ყველაზე დიდ სხეულად მიაჩნდათ სამყაროში. ამ ჰიპოთეზამ მე-16 საუკუნამდე მოაღწია, თუმცა არისტოტელე-პტოლემეს მოძღვრებამდე გაცილებით ადრე არისტაქე სამოსელი (ძვ. წ. მე-4, მე-3 სს.) ჰელიოცენტრიზმის პოზიციაზე იდგა. სამყაროს ცენტრად მას მზე მიაჩნდა. არისტოტელე-პტოლემეს აზრიდან გამომდინარე, შუა საუკუნეებში დედამიწის სფერულობას, მის ღერძსა და მზის გარშემო მოძრაობის აზრს სამღვდელოება გმობდა. 1543 წელს პოლონელმა მეცნიერმა ნ. კოპერნიკმა დაასაბუთა ჰელიოცენტრული კონცეფცია. ნ.კოპერნიკის ეს კონცეფცია მე-17 საუკუნეში განავითარეს ჯორდანო ბრუნომ და გალილეო გალილეიმ. გალილეი დურბინდით დააკვირდა ციურ სამყაროს და შეამჩნია, რომ პლანეტა ვენერა ტრიალებს თავისი ღერძის გარშემო და ამავე დროს მზის გარშემოც. მიუხედავად ზემოთაღნიშნულისა, მეცნიერება და მათ შორის სამღდვდელოება სამყაროს ჰელიოცენტრულ სისტემას არ იზიარებდა, ვიდრე თავისი თეორია არ ჩამოაყალიბა ი. ნიუტონმა, რაც მდგომარეობდა მსოფლიოს მიზიდულობის კანონის აღმოჩენაში (სხეულებს შორის მიზიდულობის ძალა მათი მასების ნამრავლის პირდაპირპროპორციულია და მათ შორის მანძილის კვადრატის უკუპროპორციული).

კონტინენტებისა და ოკეანეების წარმოშობა

ანტიკურ და შუა საუკუნეებში გამოთქმული იყო მრავალი ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ დედამიწის კონტინენტები დასაბამიდან არსებობდა და მათი მდებარეობა არ იცვლებოდა.

XX საუკუნის დასაწყისში გერმანელმა მეცნიერმა ალფრედ ვეგენერმა რუკაზე დაკვირვებისას ყურადღება მიაქცია სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ნაპირების მოხაზულობას. კონტინეტების მოდელების შეერთებისას ისინი გამთლიანდნენ. ვეგენერმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ერთ დროს არსებობდა გიგანტური კონტინენტი - პანგეა, რომლის დაშლის შედეგადაც მიღებულია თანამედროვე კონტინენტები, მაგრამ მეცნიერმა ვერ დაადგინა რა ამოძრავებდა ხმელეთის დიდ ნაწილს. ეს მოსაზრება ცნობილია როგორც კონტინენტების დრეიფი. მოგვიანებით დადგინდა, რომ უძველეს დროს არსებული კონტინენტი პანგეა, რომელსაც გარს ერტყა მთლიანი ოკეანე - პანტალასი, გაიყო ორ კონტინენტად. ჩრდილოეთ ნაწილს უწოდეს ლავრაზია (ჩრდილოეთ ამერიკა და ევრაზია), ხოლო სამხრეთს ჰონდვანა (სამხრეთი ამერიკა, აფრიკა, ავსტრალია, ანტარქტიდა). კონტინენტთა დაყოფით მათ შორის გჩნდა ოკეანეები (ინდოეთისა და ატლანტის).

ატმოსფეროს წარმოშობა

მეცნიერთა აზრით, ატმოსფერო წარმოიშვა მანტიიდან გამოთავისუფლებული აირებისაგან. თავდაპირველად დედამიწის ატმოსფერო შეიცავდა წყლის ორთქლს, მეთანს, ამიაკს, აზოტს და სხვა. დედამიწის ზედაპირი მთვარის ამჟამინდელ ზედაპირს ჰგავდა, ახასიათებდა დიდი არეკვლისუნარიანობა, ამიტომ საშუალო ტემპერატურა არ აღემატებოდა 5° C-ს. თავისუფალი ჟანგბადის მნიშვნელოვანი ნაწილი გაჩნდა 2,2 მილიარდი წლის წინათ. ამჟამინდელ რაოდენობას მიაღწია 600 მილიონი წლის წინ. ამ პერიოდშივე გაჩნდა ოზონის შრე.

დედამიწის ასაკი და გეოქრონოლოგია

დედამიწის ასაკის დადგენა ისეთივე რთული პრობლემაა, როგორც მისი წარმოშობის მექანიზმისა. მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ დაადგინონ დედამიწის ასაკი. მათ უკანასკნელი ხუთი ათწლეულის განმავლობაში ფიზიკის მიღწევების გამოყენებით სცადეს ქანების ასაკი დაედგინათ, რისი საშუალებითაც შესაძლებელია დედამიწის ასაკის განსაზღვრაც. გამოანგარიშებულია, რომ დედამიწა დაახლოებით 5, ხოლო ქერქი 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა. ყველაფერ ამის, სხვადასხვა ასაკის ქანების წარმოქმნის პროცესების დროისა და თანამიმდევრობის მიხედვით დგინდება გეოქრონოლოგია ანუ გეოლოგიური წელთაღრიცხვა. გეოლოგიური დრო დედამიწის ქერქის წარმოქმნიდან იწყება. მას ეონებად, ერებად, პერიოდებად და ეპოქებად ყოფენ:

ეონი
ერა
პერიოდი
აბსოლუტი ასაკი (მლნ.წ)
ფანეროზოური
კაინოხური
მეოთხედი
0.01
ნეოგენური
2
მესამეული
155
მეზოზოური
ცარცული
145
იურული
205
ტრიასული
245
პალეოზური
პერმული
285
კაბრონული
380
დევონური
410
სულურული
440
ორდოვიციული
500
კამბრიული
570
პროტეროზოური
ზედა
ვენდური
680
რიფული
1650
ქვედა
2500
არქეული
ზედა
3000
შუა
3500
ქვედა
4000


სიცოცხლის წარმოშობა

სიცოცხლის არსებობის პირველი ნიშნები დედამიწაზე მხოლოდ 3-3,5 მილიარდი წლის წინ გაჩნდა. მკვლევართა აზრით ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის გაჩენის ორი გზა არსებობს: კოსმოსური და დედამიწისეული. კოსმოსური გზის მიხედვით სიცოცხლე დედამიწაზე სხვა ციური სხეულებიდან მოხვდა. რადგანსამყაროში არსებობს ჩვენს პლანეტაზე უფრო ასაკოვანი სხეულები, ამიტომ ფიქრობენ, რომ სხვაგან შესაძლოა სიცოცხლე უფრო ადრე წარმოიშვა. 1865 წელს გერმანელმა მეცნიერმა პ. რიხტერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა ცოცხალი არსებანი დედამიწაზე მოხვდნენ კოსმოსიდან, მტვრის, მეტეორიტებისა და სხვა ციური სხეულების დედამიწაზე დაცემით. შესაძლოა მტვერს მიკროოგანიზმები შემოჰყოლოდა. ეს ვერსია დასაშვებია, თუმცა მეცნიერთა დიდი ნაწილი თვლის, რომ სიცოცხლე დედამიწაზე წარმოიშვა, რასაც ხელი შეუწყო მზის სითბომ, სინათლემ, წყალმა, ჰაერმა.

შინაგანი აგებულება

დედამიწა რამდენიმე თითქმის კონცენტრული შრისაგან შედგება: დედამიწის ქერქისაგან, მანტიისაგან(ეს უკანასკნელი დედამიწის ქერქთან ერთად შეადგენს ლითოსფეროს) და ბირთვისაგან.

ეს აგებულება დადგენილ იქნა სეისმური ტალღის მიწისძვრის კერიდან ზედაპირის სხვადასხვა წერტილებამდე გავრცელების შესწავლით. სეისმური ტალღის გავრცელების სიჩქარე უეცრად იცვლება ერთი ფენიდან მეორე ფენაში გადასვლისა, რაც ფენების შედგენილობის განსხვავებითაა გამოწვეული. დედამიწის ასეთი აგებულება ადვილად იხსნება მისი ჩამოყალიბების ისტორიით - მეტეორიტების აკრეციით, რამა გამოიწვია თხევად ფაზაში მისი განშრევება სიმკვრივის კლებადობით ბირთვიდან ქერქის მიმართულებით.

ლითოსფერო

დედამიწის ქერქი მყარი დედამიწის ზედა ნაწილია, მისი ზედაპირი ძალიან ახალგაზრდაა. მანტიაგამოყოფილია სეისმური ტალღის სიჩქარის მკვეთრი გაზრდით - (მოჰოროვიჩიჩის საზღვრით. არსებობს ორი სახეობის ქერქი: ოკეანური და კონტინენტური. კონტინნეტური ქერქის აგებულებაში გამოიყოფა სამი გეოლოგიური შრე: დანალექი, სარჩული, გრანიტული და ბაზალტური. ოკეანური ქერქი ძირითადად ფუძური შედგენილობის ქანებისაგან შედგება, რომელსაც ზემოდან ეკვრის დანალექი სარჩული.
დედამიწის ქერქი დაყოფილია სხვადასხვა სიდიდის ლითოსფერულ ფილებად, რომლებიც ერთმანეთის მიმართ გადადგილდებიან. ამ მოძრაობებს აღწერს ტექტონიკა.

ჩრდილოეთი ამერიკის ფილა - ჩრდილოეთი ამერიკა, ჩრდილო-დასავლეთი ატლანტიკა და გრენლანდია
სამხრეთი ამერიკის ფილა - სამხრეთი ამერიკა და სამხრეთ-დასავლეთი ატლანტიკა
ანტარქტიკული ფილა - ანტარქტიკა
ევრაზიული ფილა - ჩრდილო-აღმოსავლეთი ატლანტიკა, ევროპა და აზია ინდოეთის გარდა
აფრიკული ფილა - აფრიკა, ატლანტის სამხრეთ-აღმოსავლეთი და ინდოეთის ოკეანის დასავლეთი
ინდოავსტრალიური ფილა - ინდოეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია და ინდოეთის ოკეანის უდიდესი ნაწილი
ნასკას ფილა - წყნარი ოკეანის სამხრეთი რომელიც ეკვრის სამხრეთ ამერიკას
წყნარი ოკეანის ფილა - წყნარი ოკეანის უდიდესი ნაწილი.

არსებობს ოციოდე პატარა ფილაც, როგორიცაა, მაგ. არაბეთის, ფილიპინების. ფილების სისქე 60-დან 100 კმ-მდეა. ფილაქნების შედარებით მდგრადი და მოსწორებული უბდენი დედამიწაზე წარმოდგენილია კონტინენტების სახით. ფილაქნები მდებარეობს მანტიის შედარებით რბილ პლასტიკურ ფენაზე, რომელზეც ხდება მათი გადაადგილება, დაცურება. ძალები, რომლებიც ფილაქნების მოძრაობას იწვევენ, წარმოიქმნებიან მანტიის ზედა ნაწილში, ნივთიერებათა გადაადგილების დროს. ამ ნივთიერებათა მძლავრი ნაკადები დედამიწის ქერქში განაპირობებს სიღრმულ რღვევებს. რღვევების ზონები არის როგორც ხმელეთზე, ისე წყალში. შედარებით მეტია ოკეანის ფსკერზე, სადაც ქერქი უფრო მცირე სისქისაა.

გეოგრაფიული ზონა

გეოგრაფიული სარტყელი (ფიზიკურ-გეოგრაფიული სარტყელი, ბუნებრივი სარტყელი), გეოგრაფიული გარსის უმსხვილესი ზონალური ქვეგანყოფილება, რომელიც გარს ერტყმის დედამიწას განედების მიმართულებით. გეოგრაფიული სარტყლის გამოყოფა ძირითადად ხდება მზის რადიაციის დონის მიხედვით. ყოველ გეოგრაფიულ სარტყელს აქვს გარკვეული რადიაციული (სითბური) ბალანსი, რომელიც განსხვავდება მეზობელი სარტყლის შესაბამისი მაჩვენებლისგან; ხშირად აქვს ატმოსფერული ცირკულაციის ზოგადი ნიშნები, ზომიერ სარტყლებში, მაგალითად, ჰაერის მასების დასავლეთისკენ გადატანა; ნივთიერებისა და ენერგიის წრებრუნვის სიჩქარე; მცენარეების ვეგეტაციური პერიოდის რიტმიკა; რელიეფის წარმომქმნელი და ბიოქიმიური პროცესების სიჩქარეები და ტიპები, ნიადაგებისა და ცხოველთა სამყაროს ძირითადი ნიშნები. ყოველ გეოგრაფიულ სარტყელს აქვს ბუნებრივი (ლანდშაფტური) ზონების განსაკუთრებული ნაკრები და განედის, გრძედისა (ზოგჯერ ტენიანობის მიხედვით მკვეთრად განსხვავებული) და სიმაღლისთვის დამახასიათებელი განსხვავებული ნიშან-თვისებები. მსოფლიო ოკეანეში – ერთი სახის დინებები, წყლის ტემპერატურული განაწილება, პლანქტონის ძირითადი ნიშან-თვისებები და მისი მწარმოებლურობა. ოკეანის დინებების ან რელიეფის მსხვილი ფორმების ზეგავლენით სარტყლის სიგანე არაერთგვაროვანია მთელ თავის გარშემოწერილობაზე.

ისტორია

პირველი ჰიპოთეზა გეოგრაფიული ზონების არსებობის შესახებ წამოაყენა ძველმა ბერძენმა მიენიერმა არისტოტელემ. ის თვლიდა, რომ დედამიწა სამი ტიპის კლიმატურ ზონად არის დაყოფილი, რომლებიც დამოკიდებულია ეკვატორიდან მათ დაშორებაზე. მიაჩნდა რა, რომ ეკვატორთან არსებული რეგიონი ზედმეტად ცხელია საცხოვრებლად, არისტოტელმა გამოყო არე ეკვატორიდან ორივე მხარეს (ჩრდილოეთ განედის 23,5° სამხრეთ განედის 23,5°) და მას  ცხელი ზონა უწოდა. ის თვლიდა, რომ ჩრდილოეთის პოლარული წრიდან პოლუსამდე მუდმივი გამყინვარებაა. ამ, საცხოვრებლად უვარგის ზონას მან პოლარული ზონა უწოდა. ერთადერთი ადგილი, რომელიც, არისტოტელეს აზრით, გამოსადეგი იყო საცხოვრებლად, იყო  ზომიერი ზონა , რომელიც მდებარეობდა პოლარულ ზონასა და ცხელ ზონას შორის. ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც არისტოტელეს მიაჩნდა, რომ ზომიერი ზონა სა