dedamiwis reliefis formebi

 

დედამიწის რელიეფის ფორმები - დედამიწის ზედაპირის უსწორმასწოროებების ერთობლიობა, რომლებიც გეომორფოლოგიურ ერთეულებს წარმოადგენენ.

რელიეფის ძირითადი ფორმები

დედამიწის ზედაპირზე გვხვდება საშუალო, დიდი და პატარა ზომის ხმელეთის ზედაპირის ელემენტები, რომლებიც გამოირჩევიან კარგად გამოხატული მოხაზულობითა და წარმოშობის ისტორიით.

რელიეფის ფორმები იყოფა დადებით და უარყოფით, მარტივ და რთულ და ჩაკეტილ და გახსნილ ფორმებად.

მარტივი რელიეფის ფორმები წარმოქმნილია ერთი (ჩვეულებრივ ეგზოგენური) რელიეფწარმომქმნელი პროცესებით; მაგალითად:

დიუნა - როგორც რელიეფის დადებითი ფორმა იქმნება ეოლური პროცესებით;
ხევი - უარყოფითი ფორმა ეროზიული პროცესებით;
ზღვის ტერასა - აბრაზიული პროცესებით;
ვერძის შუბლი - მყინვარული მოქმედებით და ა.შ.

უფრო რთული რელიეფის ფორმები იქმნება რამდენიმე ეგზოგენური პროცესების შედეგად, მაგალითად:

მეტისმეტად რთული რელიეფის ფორმების გენეზისი წარმოიქმნება ეგზოგენური და ენდოგენური პროცესების შეხამებით, რომელსაც მოყვება ისეთი რელიეფის ფორმების შექმნა, როგორიცაა ღრმული. აქედან გამომდინარე იქმნება რელიეფის გენეტური კლასიფიკაცია, რომელიც ფართოდ გამოიყენება გეომორფოლოგიური კარტირების დროს.

რელიეფის ფორმები განირჩევა შემდეგნაირად:

ზომებით
წარმოშობით
ასაკისა და სხვა ნიშნებით
ფორმით

რელიეფის ზომები სხვადასხვაგვარია (ფორმათა სიდიდის მიხედვით გამოიყოფა მეგა, მაკრო, მეზო, მიკრო და ნანორელიეფური ფორმები); გენეზისი ასევე მრავალფეროვანია გეომორფოლოგიური პირობებისდა მიხედვით; ასაკი განპირობებულია გეოლოგიური მდებარეობის და მიხედვით, ხოლო ფორმა ორგვარია: დადებითი და უარყოფით. შედეგად ხდება ამ ელემენტების შერწყმა და იქმნება საერთო სახის გეომორფოლოგიურ-გეოლოგიური რელიეფის ფორმები, რომლების ერთიმეორისაგან გასაგები პირობების გამო განსხვავებულია.

რელიეფის ფორმები გვხვდება აბსოლუტურად ყველგან, სადაც კი არსებობს საერთოდ რელიეფი.

საქართველოს რელიეფი

საქართველო რელიეფის ფორმებით მეტად მდიდარია, სადაც რთული რელიეფური და გეოლოგიური პირობების მაგალითზე გამოვლინებულია მრავალი რელიეფური ფორმა.

საქართველოში გვხვდება: ვულკანური, გრავიტაციული, ფსევდოკარსტული, კარსტული, ეროზიული, პალეოგლაციალური, ანთროპოგენური და სხვ., რელიეფის ფორმები, რომლებიც ართულებენ საქართველოს ისედაც რთულ რელიეფს.

საყურადღებოა აღინიშნოს, რომ საქართველოში რელიეფის ფორმების ერთ-ერთი პირველი აღწერა ეკუთვნის ალექსანდრე ჯავახიშვილს, რომელმაც არაერთხელ გამოავლინა საქართველოს რელიეფის ურთულესი და იშვიათი ფორმები.

დედამიწის რელიეფის ფორმები
ანთროპოგენური ფორმები არხი, გზა, გვირაბი, კარიერი, კაშხალი, მაღარო, პოლდერი, რკინიგზის ტრანსპორტი, შენობა, ჯებირი, წყალსაცავი, ხიდი, ხელოვნური კუნძული
დადაბლებული ფორმები დაბლობი, ვაკე, ბარი, ქვაბული, პენეპლენი, პედიმენტი, პედიპლენი
ეოლური ფორმები ბარხანი, დიუნა, ერგი, ზასტრუგა, იარდანგი, თოვლის ნამქერი, თოვლის კარნიზი, უდაბნო
ვულკანური ფორმები ბარანკოსი, გეიზერი, დაიკი, ვულკანი, კრატერი, გუმბათი, კალდერა, კონუსი, ლავა, ლავური პლატო, ლაკოლითი, მაარი, ნეკი
მდინარეული ფორმები გამოზიდვის კონუსი, გუბე, დელტა, კალაპოტი, კანიონი, კლიფი, ლუბრმა, მდინარე, მეანდრი, მღვიმე, ოაზისი, პლაჟი, ჩანჩქერი, ჭალა, ჭაობი, ჭორომი
მთათა ფორმები ბორცვი, ზეგანი, ლიოსი, მთა, მთიანეთი, პლატო, ქედი, ხეობა, ხევი
მყინვარული ფორმები ველი, ვერძის შუბლი, კარი, მყინვარი, მყინვარული საფარი, ნაკაწრი, ოზები, რიგელი, ტროგი, ტუნდრა, ფიორდი, ცირკი
ოკეანური და სანაპირო ფორმები ატოლი, ესტუარი, კუნძული, ლაგუნა, მარჯნის რიფი, ნახევარკუნძული, ნაპირი, შელფი, შუაოკეანური ქედები, ყელი, ყურე, წყალქვეშა მთა

 

დანალექი ქანები
გეომორფოლოგია
ევაპორიტი
კირქვა