dedamiwa - paraleli

 

პარალელი - (ინგ. Circle of latitude) (რუს. Параллель)

დედამიწის განედის წრე არის წარმოსახვითი აღმოსავლეთ-დასავლეთის წრე, რომელიც აერთიანებს ყველა ადგილს (შემაღლების გამოტოვებით) მოცემული განედით. ადგილების პოზიცია განედის წრედის გასწვრივ მოცემულია მისი გრძედებით. განედის წრეს ხშირად უწოდებენ პარალელებს, ვინაიდან ისინი ერთმანეთთან პარალელურად მდებარეობს, ანუ ნებისმიერ ორ წრეს ყოველთვის ერთი და იგივე მანძილი აშორებს. გრძედების წრისგან განსხვავებით, რომლებიც წარმოადგენს დიდ წრედებს დედამიწის ცენტრში შუაში, გადენის წრეები მცირდება ეკვატორიდან მანძილის გაზრდით. მათი სიგრძის გამოთვლა შეიძლება ჩვეულებრივი სინუსის და კოსინუსის ფუნქციით. მე-60 განედის წრე ეკვატორის ნახევარი სიგრძისაა (მიუხედავად დედამიწის მცირე გათანაბრებისა, რომელიც 0.3%-ზე ნაკლებია). განედის წრე ყველა მერიდიანთან პერპენდიკულარულია.

განედის წრე არის დაახლოებით კუთხე ეკვატორსა და წრეს შორის, კუთხის ვერტექსით დედამიწის ცენტრში. ეკვატორი არის 0°-ზე, და ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები 90°-ზე ჩრდილოეთით და 90°-ზე სამხრეთით, შესაბამისად. ეკვატორი არის ყველაზე გრძელი განედის წრე და წარმოადგენს ერთადერთ განედის წრეს, რომელიც ასევე არის დიდი წრე.

თითოეული ნახევარსფეროს პოლუსებსა და ეკვატორს შორის არის 89 ინტეგრალური (სრული გრადუსის) განედის წრე, თუმცა ისინი იყოფა განედის უფრო ზუსტ საზომებად და ხშირად წარმოდგენილია ათობითი ხარისხით (მაგ:34.637°N) ან წუთებით და წამებით (მაგ:   22°14'26S). არ არსებობს იმის ლიმიტი, თუ რამდენად ზუსტად შეიძლება გაიზომოს განედი და ამრიგად დედამიწაზე არსებობს განედის წრედების განუსაზღვრელი რაოდენობა.

რუკაზე განედის წრედები შეიძლება იყოს პარალელური ან არ იყოს პარალელური და მათ შორის დაშორება შეიძლება განსხვავდებოდეს, რაც გამომდინარეობს იქიდან, თუ რომელი პროექტირებაა გამოყენებული დედამიწის ზედაპირის სიბრტყეზე რიკის შესადგენად.

თანაბარკუთხოვან პროექტირებაში, რომელიც ცენტრირებულია ეკვატორზე, განედის წრეები ჰორიზონტალური, პარალელური და თანაბრად დაშორებულია. კონუსურ და ფსევდოკონუსურ პროექტირებაზე, განედის წრედები ჰორიზონტალური და პარალელურია, თუმცა შეიძლება ერთმანეთისგან დაშორებული იყოს არათანაბრად, იმისთვის რომ რუკას მიეცეს გამოსადეგი მახასიათებლები. მაგალითად, მერკატორის პროექტირებაში განედის წრეები უფრო ფართოდაა დაშორებული ერთმანეთისგან პოლუსებთან სიახლოვეს, რათა შენარჩუნდეს ადგილობრივი მასშტაბები და ფორმები, მაშინ როცა გალ-პიტერის პროექტირებაზე განედის წრეებს შორის მანძილი უფრო მოკლეა პოლუსებთან ახლოს, ისე რომ ადგილის შედარება უფრო ზუსტის იყოს. ყველაზე არა კონუსურ და არა ფსევდოკონუსურ პროექტირებებზე, განედის წრეები არც სწორია და არც პარალელური.

განედის წრედის რკალები ზოგჯერ გამოიყენება როგორც საზღვრები ქვეყნებს ან რეგიონებს შორის, სადაც არ არსებობს ზუსტი ბუნებრივი საზღვრები (ასეთია მაგალითად უდაბნოებში), ან როდესაც ხელოვნური საზღვარი გავლებულია როგორც ხაზი რუკაზე, რაც გაკეთდა მასიურ მასშტაბში 1884 წლის ბერლინის კონფერენციაზე, აფრიკის კონტინენტის უზარმაზარ ნაწილებთან დაკავშირებით. ჩრდილოეთ ამერიკის ერები და შტატები ასევე შეიქმნა სწორი ხაზებით, რომლებიც ხშირად განედის წრეების ნაწილია. მაგალითად, კოლორადოს ჩრდილოეთ საზღვარი მდებარეობს 41°N-ზე, ხოლო სამხრეთ საზღვარი 37°N-ზე, უხეშად შეერთებულ შტატებსა და კანადას შორის საზღვარი გაჰყვება 49°N-ს.

ძირითადი განედის წრეები

არსებობს ხუთი მთავარი განედის წრე, რომლებიც ჩამოთვლილია ქვემოთ - ჩრდილოეთიდან სამხრეთით. ეკვატორის მდებარეობა ფიქსირებულია (90 გრადუსი დედამიწის ბრუნვის ღერძიდან), მაგრამ ეს სხვა წრეების განედები დამოკიდებულია ამ ღერძის გადახრაზე დედამიწის ორბიტის სიბრტყესთან მიმართებაში და ამრიგად არ არის ზუსტად ფიქსირებული. ქვემოთ მოცემული სიდიდეები მოცემულია 2016 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით:

არქტიკული წრე (66°33′46.4″ N)
კიბოს ტროპიკები (23°26′13.6″N)
ეკვატორი (0° latitude)
თხის რქის ტროპიკები (23°26′13.6″S)
ანტარქტიკის წრე (66°33′46.4″S)

განედის ეს წრეები, გარდა ეკვატორისა, აღნიშნავს დაყოფას ხუთ მთავარ გეოგრაფიულ ზონას შორის.

ეკვატორი

ეკვატორი არის წრე, რომელიც თანაბრად დაშორებულია ჩრდილოეთ პოლუსიდან და სამხრეთ პოლუსიდან. იყო დედამიწას ყოფს ჩრდილოეთ ნახევარსფეროდ და სამხრეთ ნახევარსფეროდ. პარალელებიდან ან განედის წრეებიდან იგი ყველაზე გრძელია და ერთადერთი დიდი წრეა (წრე დედამისი ზედაპირზე, ცენტრირებული დედამიწის ცენტრში). ყველა სხვა პარალელი უფრო პატარაა და ცენტრირებულია მხოლოდ დედამიწის ღერძზე.

ეკვატორი

 

პოლარული წრეები

არქტიკული წრე არის ყველაზე სამხრეთ მდებარე განედი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, რომელზეც მზე ჩერდება უწყვეტად ჰორიზონტს ზემოთ ან ქვემოთ 24 საათის მანძილზე (ივნისის და დეკემბრის მზის მდებარეობა, შესაბამისად). იგივენაირად, ანტარქტიკის წრე ნიშნავს ყველაზე ჩრდილოეთ განედს სამხრეთ ნახევარსფეროში, რომელზეც მზე შეიძლება დარჩეს უწყვეტად ჰორიზონტს ზემოთ ან ქვემოთ 24 საათის განმავლობაში (ივნისის და დეკემბრის მზის მდებარეობა, შესაბამისად).

არქტიკული წრე

ანტარქტიკული წრე

 

ტროპიკული წრეები

კირჩხიბის ტროპიკი (ჩრდილოეთის ტროპიკი) და თხის რქის ტროპიკი (სამხრეთის ტროპიკი) ნიშნავს ყველაზე ჩრდილოეთ და ყველაზე სამხრეთ განედებს, რომლებზეც მზე ჩანდეს ზუსტად თავს ზემოთ (ივნისის და დეკემბრის მზის მდებარეობა, შესაბამისად).

ტროპიკული წრეების განედი უდრის დედამიწის ღერძის გადახრას, დაახლ. 23°.

კირჩხიბის ტროპიკი თხის რქის ტროპიკი

 

ტროპიკული და პოლარული წრეების მოძრაობა

იხილეთ ასევე: ერძის გადახრა

განმარტების მიხედვით, კირჩხიბის ტროპიკი, თხის რქის ტროპიკი, არქტიკული წრე და ანტარქტიკის წრე, ყველა მათგანი დამოკიდებულია დედამიწის ღერძის გადახრაზე მზის გარშემო მისი ორბიტის სიბრტყისადმი (ეკლიპტიკის გადახრა). დედამიწა რომ ვერტიკალური იყოს (მისი ღერძი მარჯვენა კუთხეებში ორბიტის სიბტყისადმი) არ იარსებებდა არქტიკული, ანტარქტიკული ან ტროპიკული: პოლუსებზე მზე ყოველთვის იბრუნებდა ჰოზინტის გასწვრივ და ეკვატორზე მზე ყოველთვის ამოვიდოდა აღმოსავლეთით, გაივლიდა ზუსტად თავს ზემოთ და ჩავიდოდა დასავლეთით.

ტროპიკული და პოლარული წრეების მდებარეობები არ არის ფიქსირებული იმის გამო, რომ ღერძის გადახრა იცვლება ნელა - კომპლექსური მოძრაობა, რომელიც განისაზღვრება ბევრი სხვადასხვა წრეების სუპერპოზიციით (რომელთაგან ზოგიერთი აღწერილია ქვემოთ) დაწყებული მოკლედან დამთავრებული ძალიან გრძელი პერიოდებით. 2000 წელს გადახრის საშუალო სიდიდე იყო დაახლოებით 23°26′21″.

ძირითადი ხანგრძლივი ციკლი იწვევს ღერძის გადახრას, რომელიც მერყეობს დაახლოებით 22.1° და 24.5° შორის 41,000 წლიანი პერიოდით. ამჟამად, გადახრის საშუალო სიდიდე მცირდება დაახლოებით 0.47″-ით ყოველწლიურად. ამის შედეგად, (დაახლოებით და საშუალოდ) ტროპიკული წრეები ინაცვლებს ეკვატორის მიმართულებით (და პოლარული წრეები პოლუსებისკენ) 15 მეტრით წელიწადში და ტროპიკების ტერიტორია მცირდება წელიწადში 1,100 კვადრატული კილომეტრით (420 კვ. მილი).

დედამიწის ღერძის გადახრას აქვს დამატებითი ხანმოკლე სხვაობები ნუტაციის გამო, რომლის ძირითადი პერიოდი 18.6 წელია, და აქვს 9.2 ამპლიტუდა (შეესაბამება თითქმის 300 მეტრს ჩრდილოეთით და სამხრეთით). არსებობს მრავალი მსგავსი პერიოდი, რომლებიც იწვევს ნებისმიერი მიმართულებით ყოველდღიურ გადაადგილებებს რამდენიმე მეტრით.

და ბოლოს, დედამისი ბრუნვის ღერძი ზუსტად ფიქსირებული დედამიწაზე, არამედ განიცდის მცირე რყევებს (15 მეტრით), რასაც პოლარული მოძრაობა ეწოდება, რომელსაც მცირე გავლენა აქვს ტროპიკულ და პოლარულ წრეებზე და ასევე ეკვატორზე.

ხანმოკლე რყევები რამდენიმე დღის განმავლობაში პირდაპირ გავლენას არ ახდენს უკიდურესი განედების მდებარეობაზე, რომელზეც მზე შეიძლება გამოჩნდეს ზუსტად თავს ზემოთ ან რომლებზეც შესაძლებელია იყოს 24 საათიანი დღე ან ღამე, გარდა იმ დროისა, როდესაც ისინი ფაქტიურად დგება მზის მდებარეობის დროს. ისინი უფრო იწვევს პარალელების თეორიულ გადაადგილებას, რომელსაც ადგილი ექნებოდა თუ მოცემული ღერძის გადახრა შენარჩუნდებოდა მთელი წლის მანძილზე. 

სხვა მნიშვნელოვანი პარალელები

იხილეთ ასევე საბაზისო (მიმოხილვა)

ეროვნული და საერთაშორისო საზღვრების რაოდენობა განისაზღვრება ან მიახლოებით განისაზღვრება პარალელებით. პარალელები ქმნიან მოსახერხებელ საზღვრებს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, იმის გამო რომ ასტრონომიული განედი შეიძლება უხეშად გაიზომოს (რამდენიმე ათეული მეტრის ფარგლებში) ჩრდილოეთის ვარსკვლავის დაკვირვებით.

პარალელი აღწერილობა

70°N ვიქტორიას კუნძულზე, კანადაში, დასავლეთ ტერიტორიებსა და ნუნავუტს შორის საზღვრის ორი მონაკვეთი.
60°N კანადაში, იუკონის სამხრეთ საზღვარი ბრიტანეთის კოლუმბიის ჩრდილოეთ საზღვრით; დასავლეთ ტერიტორიების სამხრეთ საზღვარი ბრიტანეთის კოლუმბიის, ალბერტას და სასკაცევანის ჩრდილოეთ საზღვრებით; და ნუნავუტის ძირითადი ტერიტორიის სამხრეთ საზღვარი მანიტობას ჩრდილოეთ საზღვრით, რომლიდანაც გამომდინარეობს ამ ტერიტორიების შესახებ გამოთქმა ჩრდილოეთ სამოცი.
54°40'N საზღვარი მე-19 საუკუნის რუსეთის ტერიტორიების ჩრდილოეთსა და კონფლიქტურ ამერიკის და ბრიტანეთის მიწებს შორის დასავლეთ ჩრდილოეთ ამერიკაში. კონფლიქტურმა მოთხოვნებმა გამოიწვია ორეგონის სასაზღვრო დავა ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, რამაც წარმოშვა სლოგანი ორმოცდათოთხმეტი ორმოცი ან ბრძოლა.
52°N კანადაში, საზღვრის ნაწილი ნიუფაუნდლენდს და ლაბრადორს და კვებეკს შორის.

51°N

რუსეთის ამერიკის კოლონების სამხრეთ ზღვარი 1799-1821 წლებში.
49°N საზღვრის უმეტესი ნაწილი კანადასა და შეერთებულ შტატებს შორის, ბრიტანეთის კოლუმბიიდან მანიტობამდე; 49-ე პარალელი არის საზღვრის საერთო გამოხატვა, თუმცა კანადის მოსახლეობის უმეტესობა ფაქტობრივად პარალელის სამხრეთით ცხოვრობს.
48°N კანადაში, საზღვრის ნაწილი კვებეკსა და ნიუ ბრუნსვიკს შორის.
46°N შეერთებულ შტატებში, საზღვრის ნაწილი ვაშინგტონსა და ორეგონს შორის.
45°N საზღვრის ნაწილი კანადასა (კვებეკი) და აშშ-ს (ნიუ იორკი და ვერმონტი) შორის დაახლოებით დგინდება პარალელით. ასევე აშშ-ში, იგი დაახლოებით ადგენს საზღვარს მონტანასა და ვაიომინგს შორის.
43°30'N აშშ-ში, საზღვარი მინესოტასა და აიოვას შორის.
43°N აშშ-ში, საზღვრის მეტი ნაწილი სამხრეთ დაკოტასა და ნებრასკას შორის.
42°30'N აშშ-ში, საზღვარი ვისკონსინსა და ილინოისს შორის.
42°N თავდაპირველად ახალი ესპანეთის ჩრდილოეთ ზღვარი. აშშ-ში, ორეგონის და აიდაჰოს სამხრეთ საზღვრები, სადაც ისინი ეკვეთება კალიფორნიის, ნევადას და იუტა ჩრდილოეთ საზღვრებს. პარალელი ასევე განსაზღვრავს საზღვრის უმეტეს ნაწილს პენსილვანიასა და ნიუ იორკს შორის.

41°N

აშშ-ში, საზღვრის ნაწილი ვაიომინგსა და იუტას შორის, საზღვარი ვაიომინგსა და კოლორადოს შორის და საზღვრის ნაწილი ნებრასკასა და კოლორადოს შორის.
40°N აშშ-ში, საზღვარი ნებრასკასა და კანზასს შორის. პარალელი თავდაპირველად არჩეულ იქნა მასინ-დიქსონის ხაზით, თუმცა ხაზი გადატანილ იქნა რამდენიმე მილით სამხრეთით, ქალაქ ფილადელფიის ბისექტირების თავიდან აცილების მიზნით.
38°N საზღვარი საბჭოთა და ამერიკის ოკუპირებულ ზონებს შორის კორეაში და მოგვიანებით ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის, 1945 წლიდან კორეის ომამდე (1950-1953წწ).
37°N აშშ-ში, იუტას სამხრეთ საზღვარი არიზონას ჩრდილოეთ საზღვართან. კოლორადოს სამხრეთ საზღვარი ნიუ მექსიკოს და ოკლაჰომას ჩრდილოეთ საზღვრებთან. კანზასის სამხრეთ საზღვარი ოკლაჰომას ჩრდილოეთ საზღვართან.
36°30'N ისტორიული მისურის კომპრომისის ხაზი. აშშ-ში, განსაზღვრავს საზღვრის ნაწილს ოკლაჰომასა და ტეხასს შორის, საზღვრის უმეტესი ნაწილი მისურსა და არკანზასს შორის. გეოგრაფიულად ეს არის დასავლეთ გაგრძელება საზღვრისა ვირჯინიასა და ჩრდილოეთ კაროლინას შორის და საზღვრის ნაწილი კენტუკისა და ტენესის შორის.
36°N აშშ-ში, საზღვრის მოკლე მონაკვეთი მისურის ქუსლსა და არკანზასს შორის.
35°N აშშ-ში, ტენესის სამხრეთ საზღვარი, რომელიც ეკვეთება მისისიპს, ალაბამას და ჯორჯიას. ასევე, საზღვრის ნაწილი ჩრდილოეთ კაროლისა და ჯორჯიას შორის.
33°N აშშ-ში, არკანზასის სამხრეთ საზღვარი, რომელიც ეკვეთება ლუიზიანას ჩრდილოეთ საზღვარს, დაახლოებით განსაზღვრულია პარალელით. ისტორიულად, მან განსაზღვრა ლუიზიანას ტერიტორიის საზღვარი.
32°N აშშ-ში, საზღვრის ნაწილი ნიუ მეხიკოსა და ტეხასს შორის.
31°20'N საზღვრის ნაწილი აშშ-ს და მექსიკას შორის (სონორა და ჩიუაუა); არიზონას და ნიუ მეხიკოს ქუსლის სამხრეთ საზღვარი.
31°N საზღვრის ნაწილი ირანსა და ერაყს შორის. აშშ-ში, საზღვრის ნაწილი მისისიპსა და ლუიზიანას შორის და საზღვრის ნაწილი ალაბამასა და ფლორიდას შორის.
28°N მექსიკაში, საზღვარი ჩრდილოეთ კალიფორნიასა და სამხრეთ კალიფორნიას შორის.
26°N საზღვრის ნაწილი დასავლეთ საჰარასა (რომელზეც პრეტენზია აქვს მაროკოს) და მავრიტანიას შორის.
25°N საზღვრის ნაწილი მავრიტანიასა და მალის შორის.
22°N საზღვრის უმეტესი ნაწილი ეგვიპტეს და სუდანს შორის, ნაწილობრივ სადავო (იხ. ასევე ჰალაიბის სამკუთხედი).
20°N საზღვრის მოკლე მონაკვეთი ლიბიასა და სუდანს შორის, და სუდანის ტერიტორიაზე, დარფურის რაიონის ჩრდილოეთ საზღვარი.
17°N დანაყოფი ვიეტნამის რესპუბლიკასა (სამხრეთ ვიეტნამი) და ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკას (ჩრდილოეთ ვიეტნამი) შორის ვიეტნამის ომის დროს.
15°N დე ფაქტო საზღვაო საზღვარი ჰონდურასსა და ნიკარაგუას შორის.
13°05'N საზღვრის ნაწილი ჩადსა და კამერუნს შორის, გადაჭიმული 41,6 კმ-ზე მეტ სიგრძეზე, ნაწილობრივ ჩადის ტბაში
10°N საზღვრის ნაწილი გვინეასა და სიერა ლიონეს შორის.
8°N საზღვრის ნაწილი სომალსა და ეთიოპიას შორის.
1°N საზღვრის ნაწილი ეკვატორულ გვინეასა და გაბონს შორის.
1°S საზღვრის უმეტესი ნაწილი უგანდასა და ტანზანიას შორის, და საზღვრის ძალიან მოკლე მონაკვეთი კენიასა და ტანზანიას შორის ტბა ვიქტორიაში.
7°S საზღვრის მოკლე მონაკვეთი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ანგოლას შორის.
8°S საზღვრის ორი მოკლე მონაკვეთი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ანგოლას შორის.
10°S საზღვრის მოკლე მონაკვეთი ბრაზილიასა და პერუს შორის.
13°S საზღვრის ნაწილი ანგოლასა და ზამბიას შორის.
16°S საზღვრის ნაწილი მოზამბიკსა და ზიმბაბვეს შორის.
22°S საზღვრის მოკლე მონაკვეთი ნამიბიასა და ბოცვანას შორის, და საზღვრის ნაწილები ბოლივიასა და არგენტინას შორის.
26°S ავსტრალიაში, საზღვარი სამხრეთ ავსტრალიასა და ჩრდილოეთ ტერიტორიას შორის, და საზღვრის ნაწილი სამხრეთ ავსტრალიასა და კუინზლენდს შორის.
28°S არგენტინაში, საზღვარი ჩაკოს პროვინციასა და სანტა ფეს პროვინციას შორის.
29°S ავსტრალიაში, საზღვრის უმეტესი ნაწილი კუინზლენდსა და ნიუ საუს უელსს შორის.
35°S არგენტინაში, საზღვრის ნაწილი კორდობას პროვინციასა და ლა პამპას პროვინციას შორის.
36°S არგენტინაში, საზღვრის ნაწილი მენდოზას პროვინციასა და ლა პამპას პროვინციას შორის და საზღვრის ნაწილი სან ლუისის პროვინციასა და ლა პამპას პროვინციას შორის.
42°S არგენტინაში, საზღვარი რიო ნეგროს პროვინციასა და ჩუბუტის პროვინციას შორის.
46°S არგენტინაში, საზღვარი ჩუბუტის პროვინციასა და სანტა კრუზის პროვინციას შორის.
52°S საზღვრის ნაწილი არგენტინასა და ჩილეს შორის.
60°S ანტარქტიკის ჩრდილოეთ საზღვარი ანტარქტიკის შეთანხმების სისტემის მიზნებისთვის (იხ. რუკა). სამხრეთ ოკეანის ჩრდილოეთ საზღვარი.

 

განედი

განედი გავლენას ახდენს ადგილის ადგილმდებარეობაზე მის სიბრტყესთან, რომელიც ფორმირებულია განედის წრით. ვინაიდან განედი განისაზღვრება დედამიწის ზედაპირთან ნორმალით, ადგილები, რომლებსაც გააჩნიათ ერთი და იგივე განედი, მაგრამ, აქვთ სხვადასხვა სიმაღლეები (მაგ: ძევს ამ ნორმალის გასწვრივ) აღარ ძევს ამ სიბრტყეში. არამედ, ეს წერტილები, რომლებსაც აქვთ ერთი და იგივე განედი და სხვადასხვა სიმაღლე, იკავებენ კონუსს, რომელიც ფორმირებულია ამ ნორმალის ბრუნვით დედამიწის ღერძის გარშემო.