dedamiwa - klimatis klasifikacia kiopenis mixedviT

 

კლიმატის კლასიფიკაცია კიოპენის მიხედვით - (ინგ. Köppen climate classification) (რუს. Классификация климатов Кёппена)

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული კლიმატის კლასიფიკაციის სისტემაა. იგი პირველად 1884 წელს გამოაქვეყნა რუს-გერმანელმა კლიმატოლოგმა ვლადიმერ კიოპენმა, შემდეგ კიოპენმა რამდენიმე რედაქტირებული ვერსი გამოსცა, კერძოდ 1918 და 1936 წლებში. მოგვიანებით, გერმანელმა კლიმატოლოგმა რუდოლფ გაიგერმა (1954, 1961) კიოპენთან თანამშრომლობით ცვლილებები შეიტანა კლასიფიკაციის სისტემაში, რომელსაც ზოგჯერ კიოპენ-გაიგერის კლიმატის კლასიფიკაციის სისტემას უწოდებენ.

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის სისტემამ შემდგომში მოდიფიცირება განიცადა, 1960-იანის შუა წლებში ტრევართას კლიმატის კლასიფიკაციის სისტემაში (რადაქტირება 1980წ). ტრევართას სისტემის მიზანი იყო შეექმნა უფრო დახვეწილი საშუალო განედის კლიმატის ზონა, რომელიც კიოპენის სისტემის ერთ-ერთი კრიტიკის თემას წარმოადგენდა (კლიმატის "გ" ჯგუფი ძალიან ფართო იყო)

სქემა

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის სქემა კლიმატს ყოფს ხუთ მთავარ ჯგუფად (ა, ბ, გ, დ, ე), თითოეული რამდენიმე ტიპით და ქვე-ტიპებით. ყოველი კონკრეტული კლიმატის ტიპი წარმოდგენილია ორიდან ოთხამდე ასო სიმბოლოთი.

ჯგუფი "ა" ტროპიკული/მეგათერმული კლიმატები:

ტროპიკული წვიმიანი კლიმატი (Af)
ტროპიკული მუსონის კლიმატი (Am)
ტროპიკული სველი და მშრალი ან სავანის კლიმატი (Aw)

ჯგუფი "ბ" მშრალი (გვალვიანი და ნახევრად გვალვიანი) კლიმატი:

უდაბნოს კლიმატი BW: ცხელი უდაბნო (BWh), ცივი უდაბნო BWk)
სტეპების კლიმატი  (ნახევრად გვალვიანი) BS: ცხელი სტეპი (BSh), ცივი სტეპი (BSk)

Steppe „გ“: ზომიერი/მეზოთერმული კლიმატი:

მშრალი ზაფხულის ან ხმელთაშუა ზღვის კლიმატი (Csa, Csb, Csc)
ზომიერი ან სუბტროპიკული ცხელი ზაფხულის კლიმატი (Cfa, Cwa)
საზღვაო ზომიერი კლიმატი და ოკეანის კლიმატი (Cwb, Cwc, Cfb, Cfc)
საზღვაო სუბტროპიკული კლიმატი ან ქვე-პოლარული ოკეანის კლიმატი (Cfc)
ზომიერი მთის კლიმატი მშრალი ზამთრით (Cwb, Cwc)

ჯგუფი D: კონტინენტური/მიკროთერმული კლიმატი.

ცხელი ზაფხულის კონტინენტური კლიმატი (Dsa, Dwa, Dfa)
თბილი ზაფხულის კონტინენტური ან ნახევრად არქტიკული კლიმატი (Dsb, Dwb, Dfb)
კონტინენტური სუბ-არქტიკული ან არქტიკული (ტაიგა) კლიმატი (Dsc, Dwc, Dfc)
კონტინენტური სუბ-არქტიკული კლიმატი უკიდურესად მკაცრი ზამთრით (Dsd, Dwd, Dfd)

ჯგუფი E: პოლარული და ალპური კლიმატი:

ტუნდრას კლიმატი (ET)
ყინულის საფარის კლიმატი (EF)

სიმბოლოების მნიშვნელობა

ქვემოთ ჩამოთვლილია განმარტებები კლიმატის კლასიფიკაციის 2007 წლის ვერსიდან.

Tცივი – ყველაზე ცივი თვის საშუალო ტემპერატურა
Tცხეხლი – ყველაზე ცხელი თვის საშუალო ტემპერატურა
Tთვ10 – თვეების რაოდენობა 10°C -ზე მეტი (50°F) საშუალო ტემპერატურით
MAP – საშუალო წლიური ნალექები
MAT – საშუალო წლიური ტემპერატურა
წელიწადის ნახევარი ზაფხული: რომლიდანაც უფრო ცხელია ოქტომბერი-მარტი ან აპრილი-სექტემბერი
წელიწადის ნახევარი ზამთარი: რომლიდანაც უფრო ცივია ოქტომბერი-მარტი ან აპრილი-სექტემბერი
Pზაფხსვ – წელიწადის ნახევარი ზაფხულის ყველაზე სველი თვის საშუალო ნალექები
Pზამთსვ – წელიწადის ნახევარი ზამთრის ყველაზე სველი თვის საშუალო ნალექები
Pზაფხმშ – წელიწადის ნახევარი ზაფხულის ყველაზე მშრალი თვის საშუალო ნალექები
Pზამთმშ – წელიწადის ნახევარი ზამთრის ყველაზე მშრალი თვის საშუალო ნალექები
Pზღვარი –
თუ ნალექების 70% არის წელიწადის ნახევარ ზამთარში, 2 × MAT
თუ ნალექების 70% არის წელიწადის ნახევარ ზაფხულში, 2 × MAT + 28
დამატებით 2 × MAT + 14
A – Tცივი ≥ 18°C (64°F)
B – MAP < 10 × Pზღვარი
W – MAP < 5 × P ზღვარი
S – MAP ≥ 5 × Pზღვარი
h – MAT ≥ 18°C (64°F)
k – MAT < 18°C (64°F)
C და D – Tცხელი 10°C (50°F)
C – 0°C (32°F) Tცივი 18°C (64°F)
D – Tცივი ≤ 0°C (32°F)
s – Pზაფხმშ 40 mm (1.6in) and Pზაფხმშ Pზამთსვ / 3
w – Pზამთმშ P ზაფხსვ / 10
f – არა s ან w
a – Tცხელი ≥ 22°C (72°F)
b – Tცხელი არა a და Tთვ10 ≥ 4
c – Tცხელი არა a, b, ან d და 1 ≤ Tთვ10 4
d (მხოლო D) – Tცივი −38°C (−36°F)
E – Tცხელი 10°C (50°F)
ET – Tცხელი 0°C (32°F)
EF – Tცხელი 0°C (32°F)

ჯგუფი A: ტროპიკული / მეგათერმული კლიმატი

ტროპიკული კლიმატი ხასიათდება მუდმივად მაღალი ტემპერატურით (ზღვის დონეზე და დაბალ შემაღლებებზე); წლის თორმეტივე თვეში საშუალო ტემპერატურაა 18°C (64.4°F) ან უფრო მეტი. ისინი იყოფა შემდეგნაირად:

ტროპიკული წვიმების კლიმატი

თორმეტივე თვეში საშუალო ნალექების მოცულობაა სულ მცირე 60 მმ (2.4 ინ). ეს კლიმატი ჩვეულებრივ გვხვდება ეკვატორის 10° განედზე. ეს კლიმატი დომინირებულია უქარო ზოლების დაბალი წნევის სისტემით მთელი წლის მანძილზე, ამრიგად არ აქვს ბუნებრივი სეზონები. ზოგიერთ აღმოსავლეთ სანაპიროს ადგილებში, ისინი შეიძლება გადაიწიოს 25°-ით ეკვადორიდან, როდესაც ისინი ქმნიან ნალექების ნიმუშებს ტენიანი სუბტროპიკული კლიმატით, თუმცა ახასიათებთ საკმაოდ თბილი ტემპერატურა, რომელიც კლასიფიცირდება როგორც ტროპიკული.

მაგალითები:

აპია, სამოა
ბოგორი, ინდონეზია
დავაო, ფილიპინები
ინისფაილი, ქვინლენდი, ავსტრალია კისანგანი, კონგო
კლანგი, მალაიზია
კუჩნგი, მალაიზია
პარამარიბო, სურინამი
კვიბდო, კოლუმბია
რატნაპურა, შრი-ლანკა
სინგაპური

ზოგიერთი ადგილი ასეთი კლიმატით რასაკვირველია ერთგვაროვნად და მონოტონურად სველია მთელი წლის მანძილზე (მაგ: სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპირო, ეკვადორიდან კოსტა-რიკამდე; მაგალითისთვის იხილეთ ანდაგოია, კოლუმბია), მაგრამ ბევრ შემთხვევაში როდესაც მზე უფრო მაღლაა და დღეები უფრო გრძელია, ეს ადგილები მკაფიოდ ყველაზე სველია (როგორიცაა პალემბანგში, ინდონეზიშა) ან როდესაც მზე უფრო დაბლაა და დღეები უფრო მოკლეა, შეიძლება უფრო წვიმიანი იყოს (როგორიცაა სეტიავანში, მალაიზიაში).

რამდენიმე ადგილი ასეთი კლიმატით არსებობს ტროპიკების გარე კუთხეში, თითქმის მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროში; ერთი მაგალითია სანტოსი, სან პაულო, ბრაზილია.

(შენიშვნა. ტერმინი უსეზონო გულისხმობს დღის საათებში დიდი სხვაობების მქონე ტროპიკული ზონის ნაკლებობას და ყოველთვიურ (ან დღიურ) საშუალო ტემპერატურას მთელი წლის მანძილზე. წლიურ ციკლურ ცვლილებებს ადგილი აქვს ტროპიკებში, თუმცა არა ისე გეგმიურად როგორც ზომიერ ზონაში, თუმცა არა ტემპერატურისგან დამოუკიდებლად, არამედ წყლის არსებობიდან გამომდინარე, როგორიცაა წვიმის, ნისლის, ნიადაგის ან ზედაპირული წყალი. მცენარეების რეაქცია (მაგ: ფენოლოგია), ცხოველების (კვება, მიგრაცია, გამრავლება და ა.შ.) და ადამიანის საქმიანობა (მცენარეების დარგვა, მოსავლის აღება, ნადირობა, თევზაობა და ა.შ.) შეხმატკბილებულია ამ „სეზონურობასთან“. რასაკვირველია, ტროპიკულ სამხრეთ ამერიკაში და ცენტრალურ ამერიკაში „წვიმიან სეზონს“ (და „უხვწლყლიან სეზონს“) ეწოდება invierno ან inverno („ზამთარი“), თუმცა იგი შეიძლება დადგეს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზაფხულში; ასევე „მშალი სეზონს“ (და „ნაკლებ წყლიან სეზონს“) ეწოდება verano ან verão („ზაფხული“), და შეიძლება დადგეს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზამთარში).

ტროპიკული მუსონური კლიმატი

ამ ტიპის კლიმატი, უმეტესად გავრცელებული სამხრეთ ამერიკაში, გამომდინარეობს მუსონური ქარებისგან, რომლებიც მიმართულებას სეზონების მიხედვით იცვლიან. ამ კლიმატს აქვს ყველაზე მშრალი თვე (რომელიც თითქმის ყოველთვის დგება ეკვატორის ამ მხარის ზამთარში ან ზამთრის ნაბუნიობის შემდეგ მალევე) 60მმ-ზე ნაკლები ნალექით, თუმცა არაუმეტეს 1/25 საერთო წლიური ნალექებისა.

მაგალითები:

აბიჯანი, კოტ-დ’ ივუარი
კერნსი, ქვინლენდი, ავსტრალია
ჩიტაგონგი, ბანგლადეში
გუანარე, პორტუგეზა, ვენესუელა
ჰუე, ტუა ტიენ-ჰუე, ვიეტნამი
ჯაკარტა, ინდონეზია
მაკაპა, ამაპა, ბრაზილია
მაიამი, ფლორიდა, შეერთებული შტატები
პორტ ჰარკორტი, რივერი, ნიგერია
პუერტო აიაკუჩო, ამაზონი, ვენესუელა
სინოპი, მატო გროსო, ბრაზილია
იანგონი, მიანმარი

ასევე არსებობს სხვა მოვლენა, რომლის მიხედვით ზოგიერთი ადგილი შედის ამ კატეგორიაში; ამას ეწოდება სანაპიროს ზურგის ქარის კლიმატი, ვინაიდან აღმოსავლეთის ქარებს მოაქვთ საკმარისი ნალექი ზამთრის თვეებში, რითიც ხელს უშლიან კლიმატი არ გახდეს ტროპიკული სველი-და-მშრალი კლიმატი. ამ ადგილებში შედის ნასაუ, ბაჰამის კუნძულები.

ტროპიკული სველი და მშრალი ან სავანის კლიმატი

Aw კლიმატებს აქვთ მკაფიოდ მშრალი სეზონი, ყველაზე მშრალი თვით, რომლის ნალექი 60 მმ-ზე ნაკლებია და წლიური ნალექების 1/25-ზე ნაკლებია.

მაგალითები:

ფონომ პეჩ, კამბოჯა
ბარქუისიმეტო, ვენესუელა
კარტაგენი, კოლუმბია
სიუდად-გუაიანა, ვენესუელა
დარ ეს სალაამი, ტანზანია
დარვინი, ჩრდილოეთ ტერიტორია, ავსტრალია
სანია, ჰაინანი, ჩინეთი
დილი აღმ. ტიმორი
ხოშიმინი, ვიეტნამი
გაოსიუნი, ტაივანი
კუპანგი, ინდონეზია
კინგსტონი, იამაიკა
ლაგოსი, ლაგოსის შტატი, ნიგერია
მედელინი, კოლუმბია
მუმბაი, მაჰარაშტრა, ინდოეთი
ნეაპოლი, ფლორიდა, შეერთებული შტატები
პორტ-ო-პრენსი, ჰაიტი
რიო დე ჟანეირო, როი დე ჟანეირო ბრაზილია
ვერაკრუზი, ვერაკრუზი, მექსიკა
ჯანკუნი, მექსიკა ქ. გვატემალა, გვატემალა
დაკა, ბანგლადეში

ყველაზე მეტი ადგილი, სადაც ეს კლიმატია, მდებარეობს ტროპიკული ზონის გარე საზღვრებზე დაბალი ადგილებიდან განედების შუა ოცეულამდე, თუმცა შემთხვევით შიდა ტროპიკული ლოკაციაც (მაგ: სან მარკოსი, ანტიოქია, კოლუმბია) ასევე შედის ამ კლიმატის ზონაში. ფაქტიურად, კარიბის სანაპიროს, ურაბას ყურედან აღმოსავლეთით კოლუმბიის და პანამის საზღვარზე ორინოკოს მდინარის დელტამდე, ატლანტის ოკეანეზე (დაახლ. 4,000 კმ), აქვს ხანგრძლივი მშრალი პერიოდები (უკიდურესია BSh კლიმატი (იხ. ქვემოთ), რომელიც ხასიათდება ძალიან დაბალი, არაიმედო ნალექებით, მაგალითად გუაჯირას და კოროს გაშლილ ადგილებში, დასავლეთ ვენესუელაში, ჩრდილოეთ ნახევარკუნძულებზე სამხრეთ ამერიკაში, ჯამში წლიური 300 მმ ნალექით, სადაც ნალექის პრაქტიკულად მთელი ოდენობა მოდის ორ ან სამ თვეში).

ეს პირობა გრძელდება მცირე ანტილის კუნძულების და დიდი ანტილის კუნძულებისკენ და ქმნის კარიბის ზღვის გარშემო მშრალ სარტყელს. მშრალი სეზონის სიგრძე და სიმკაცრე მცირდება ხმელეთზე (სამხრეთით); მდინარე ამაზონის განედზე რომელიც აღმოსავლეთით მიედინება, მხოლოდ ეკვატორის ხაზის სამხრეთით ხდება კლიმატი Af. ანდებიდან დასავლეთით, მშრალ, გვალვიან კარიბის კუნძულებზე და მუდმივად სველ ამაზონზე მდებარეობს მდინარე ორინოკოს ლიანოსი ან სავანა, საიდანაც წარმოიშვა ამ კლიმატის სახელწოდება.

ზოგჯერ As გამოიყენება Aw-ს ნაცვლად, თუ მშრალი სეზონი დგება მაშინ როდესაც მზე მაღლაა და დღეები უფრო გრძელია. ეს ხდება მაგალითად ჰავაის ზოგიერთ ნაწილში, ჩრდილოეთ-დასავლეთ დომინიკის რესპუბლიკაში (მონტე-კრისტო, ვილა ვასკუეზი, ლუპერონი), აღმოსავლეთ აფრიკაში (მომბასა, კენია) და შრი-ლანკაზე (ტრიკომალე). უმეტეს ადგილებში, სადაც ტროპიკული სველი და მშრალი კლიმატია, მშრალი სეზონი დგება მაინც მაშინ როდესაც მზე უფრო დაბლაა და დღეები უფრო მოკლეა, ვინაიდან კოკისპირული წვიმა გავლენას ახდენს წლის მზის ზენიტზე.

ჯგუფი B: მშრალი (გვალვიანი და ნახევრად გვალვიანი) კლიმატი.

ეს კლიმატი ხასიათდება იმ ზღვრულ სიდიდეზე ნაკლები ფაქტიური ნალექებით, რომელიც უდრის პოტენციურ ატმოსფეროში წყლის აორთქლებას. ზღვრული სიდიდე (მილიმეტრებში) განისაზღვრება როგორც:

წლიური საშუალო ტემპერატურის ნამრავლი °C-ში 20-ზე, შემდეგ დამატებული (ა) 280 თუ 70% ან მეტი საერთო ნალექებიდან არის წლის ნახევარ პერიოდში მზის ზენიტში ყოფნის დროს (აპრილიდან სექტემბრამდე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ან ოქტომბრიდან მარტამდე სამხრეთში), ან (ბ) 140 თუ 30%-70% საერთო ნალექიდან მიღებულია შესაბამის პერიოდში ან (გ) 0 თუ 30%-ზე ნაკლები საერთო ნალექიდან არის ამგვარად მიღებული.

მოდიფიცირებული კიოპენის კლასიფიკაციის სისტემების მიხედვით, რომლებიც გამოიყენება თანამედროვე კლიმატოლოგების მიერ, საერთო ნალექები წლის ყველაზე თბილ ექვს თვეში აღებულია როგორც მაგალითი საერთო ნალექების ნაცვლად ნახევარ წელიწადში წლის მზის ზენიტში ყოფნის დროს.

თუ წლიური ნალექები არის ზღვარის 50%-ზე ნაკლები, კლასიფიკაცია არის BW (გვალვა: უდაბნოს კლიმატი); თუ არის ზღვარის 50%-100%, კლასიფიკაცია არის BS (ნახევრად უდაბნო: სტეპის კლიმატი).

მესამე ასოს ჩასმა შეიძლება ტემპერატურის მისათითებლად. თავდაპირველად, h აღნიშნავდა დაბალ განედს (საშუალო წლიური ტემპერატურა 18°C-ზე მეტი), თუმცა დღეისთვის უფრო მიღებული პრაქტიკა, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში არის h-ის გამოყენება, რომელიც აღნიშნავს ყველაზე ცივ თვეს, 0°C (32°F)-ზე მეტი საშუალო ტემპერატურით, k აღნიშნავს რომ სულ მცირე ერთი თვის საშუალო ტემპერატურა არის 0°C-ზე ქვემოთ.

უდაბნოს ტერიტორიები, რომლებიც მდებარეობს კონტინენტების დასავლეთ სანაპიროებზე, ტროპიკულ ან ტროპიკულთან ახლოს მდებარე ადგილებში, ხასიათდება უფრო ცივი ტემპერატურებით, ვიდრე სადმე სხვაგან გვხვდება შესადარებელ განედებზე (ცივი ოკეანის დინების ახლო მდებარეობის გამო) და ხშირი ბურუსი და დაბალი ღრუბლები, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ეს ადგილები შედის დედამიწაზე ყველაზე მშრალ ადგილებს შორის ფაქტიურად მოსული ნალექების თვალსაზრისით. ეს კლიმატი ზოგჯერ დასახელებულია როგორც BWn. BSn კატეგორია შეიძლება დაფიქსირდეს ნისლიან სანაპირო სტეპებში.

გვალვიანი კლიმატის მაგალითები:

კობერ პეტი, ავსტრალია (BWh)
ბაღდადი, ერაყი (BWh)
უპინგტონი, ჩრდილოეთ კაპე სამხრეთ აფრიკა (BWh)
ელ პასო, ტექასი, შეერთებული შტატები (BWh)
ფენიქსი, არიზონა, შეერთებული შტატები (BWh)
სიკვდილის ველი, კალიფორნია, შეერთებული შტატები, (BWh), დედამიწაზე დაფიქსირებული ყველაზე ცხელი ჰაერის ტემპერატურის ლოკაცია.
ლას ვეგასი, ნევადა, შეერთებული შტატები (BWh) ბაკერსფილდი, კალიფორნია, შეერთებული შტატები (BWh)
ჰერმოსილო, სონორა, მექსიკა (BWh)
ალმერია, ანდალუზია, ესპანეთი (BWh)
აზიზია, ჯაფარა, ლიბია (BWh)
მექა, მაკაჰის რაიონი, საუდის არაბეთი (BWh)
ქ. კუვეიტი, გუბერნიის დედაქალაქი, კუვეიტ (BWh)
დუბაი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები (BWh)
ტურპანი, სინჯიანგი, ჩინეთი (BWk)
ნუკუსი, უზბეკეთი (BWk)
ლიმა, პერუ (BWn)
ვალვის ყურე, ერონგოს რაიონი, ნამიბია (BWn)

ნახევრად გვალვის მაგალითები:

ლაჰორე, პანჯაბი, პაკისტანი (BSh)
არუბა (BSh)
აივენგო, ნიუ საუს უელსი, ავსტრალია (BSh)
პირეი, საბერძნეთი (BSh)
ბამაკო, მალი (BSh)
უაგადუგუ, ბურკინა ფასო (>BSh)
ნიამეი, ნიგერია (BSh)
ნჯამენა, ჩადი (BSh)
იუანჯიანგი, იუნანი, ჩინეთი (BSh)
ამანი, ამანის გუბერნია, იორდანია (BSk)
ბაქო, აზერბიჯანი (BSk)
ერევანი, სომხეთი (BSk)
დენვერი, კოლორადო, შეერთებული შტატები (BSk)
ქ. ზაკატეკასი, მექსიკა  (BSk)
ტაბრიზი, აღმ. აზერბაიჯანის პროვინცია, ირანი (BSk)
ლეტბრიჯი, ალბერტა, კანადა (BSk)
ბრუკსი, ალბერტა, კანადა (BSk)
შიჯიაჟუანგი, ჰებეი, ჩინეთი (BSk)
ლხასა, ტიბეტის ავტონომიური რეგიონი, ჩინეთი (BSk)
ულაანბატარი, მონღოლეთი (BSk)
კომოდორო რივადავია, ჩუბუტის პროვინცია, არგენტინა (BSk)

გარემოებიდან გამომდინარე, მეოთხე ასო ემატება იმის გამოსახვისთვის თუ ზამთარი ან ზაფხული, წლის ნახევარი არის უფრო სველი ვიდრე მეორე ნახევარი. დაჯგუფებისთვის, ყველაზე სველ თვეში უნდა იყოს სულ მცირე 60 მმ (2.4 ინ) საშუალო ნალექი თუ თორმეტივე თვე არის 18°C-ზე (64°F) მაღალი ტემპერატურით, ან 30 მმ (1.2 ინ) თუ არა; პლუს სულ მცირე 70% საერთო ნალექებიდან უნდა იყოს წლის იგივე ნახევარში, როგორც ყველაზე სველი თვე, მაგრამ გამოყენებული ასო მიუთითებს როდის დგება მშრალი სეზონი, არა სველი სეზონი. ამით ხარტუმში, სუდანში მივიღებთ BWhw-ს; ნიამში, ნიგერიაში BShw-ს; ალექსანდრიაში, ეგვიპტეში BWhs-ს; ასბი აჰ-ში, ლიბიაში BShs-ს; ომნოგოვის პროვინციაში, მონღოლეთში BWkw-ს; და სინინგში, ქინღაიში, ჩინეთში BSkw-ს (BWks დ BSks არ არსებობს თუ 0 °C ყველაზე ცივ თვეში აღიარებულია როგორც h/k საზღვარი.) თუ სტანდარტები w-ს ან s-ს შემთხვევაში არ ემთხვევა, მეოთხე ასო არ ემატება.

ჯგუფი C: ზომიერი/მეზოთერმული კლიმატი

ამ კლიმატს აქვს საშუალო ყოველთვიური ტემპერატურა 10°C-ზე (50°F) მაღალი ყველაზე თბილ თვეებში (აპრილიდან სექტემბრამდე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში) და ყოველთვიური საშუალო ტემპერატურა -3°C-ზე (27°F) მაღალი ყველაზე ცივ თვეებში. ზოგიერთი კლიმატოლოგი უპირატესობას ანიჭებს დააკვირდეს 0°C-ს ვიდრე -3°C-ს ყველაზე ცივ თვეში, როგორც საზღვარს ამ ჯგუფსა და უფრო ცივ D ჯგუფს შორის (კონტინენტური).

აზიაში, ეს მოიცავს ადგილებს სამხრეთ კორეიდან აღმოსავლეთ ჩინეთამდე, პეკინიდან სამხრეთით, ჩრდილოეთ იაოპნიამდე. ევროპაში ეს მოიცავს ადგილებს ნორვეგიის სანაპიროდან სამხრეთ საფრანგეთამდე. შეერთებულ შტატებში ადგილები 400 განედის ახლოს ცენტრალურ და აღმოსავლეთ შტატებში (უხეში ხაზი NYC/NJ/CT-ს ტერიტორიიდან დასალეთით უფრო დაბლა ოჰაიოს ველისკენ, უფრო დაბალი მიდვესტის და სამხრეთის ვაკეებისკენ), მდებარეობს კიოპენის C ჯგუფში.

მეორე ასო მიუთითებს ნალექების ნიმუშს - w აღნიშნავს მშრალ ზამთარს (ყველაზე მშრალი ზამთრის თვე ყველაზე სველი ზაფხულის თვის ერთი მეათედი საშუალო ნალექით; ერთი ცვლილება ასევე მოითხოვს რომ ყველაზე მშრალი ზამთრის თვეს ჰქონდეს 30მმ-ზე ნაკლები საშუალო ნალექი), s მიუთითებს მშრალ ზაფხულს (ყველაზე მშრალი ზაფხულის თვე 40 მმ-ზე ნაკლები ნალექით და ყველაზე სველი ზამთრის თვის ერთ მესამედზე ნაკლები ნალექი) და f ნიშნავს ყველა სეზონზე მნიშვნელოვან ნალექებს (არ არის შესრულებული არც ერთი ზემოთ აღნიშნული პირობა).

მესამე ასო აღნიშნავს ზაფხულის სიცხის გრადუსს a აღნიშნავს ყველაზე თბილი თვის საშუალო ტემპერატურას 22°C-ზე (72°F) მაღლა სულ მცირე ოთხი თვის საშუალო ტემპერატურას 10°C-ზე ზემოთ, მაშინ როცა c მიუთითებს ყველაზე თბილ თვეს საშუალო ტემპერატურით 22°C-ზე დაბლა, თუმცა სულ მცირე ოთხი თვის საშუალო ტემპერატურით 10°C-ზე მაღლა, მაშინ როცა c ნიშნავს სამ ან რამდენიმე თვეს საშუალო ტემპერატურით 10°C-ზე მაღლა.

ამ ორი ასოს თანმიმდევრობა ზოგჯერ იცვლება, განსაკუთრებით შეერთებული შტატების კლიმატოლოგების მიერ.

ხმელთაშუა ზღვის კლიმატი

ეს კლიმატი ჩვეულებრივ გვხდება კონტინენტების დასავლეთ მხარეებში 30° და 45° განედებს შორის. ეს კლიმატი არის პოლარულ წინა რეგიონში ზამთარში, და ამგვარად აქვს ზომიერი ტემპერატურა და ცვალებადი, წვიმიანი ამინდი. ზაფხული ცხელი და მშრალია, სუბტროპიკული მაღალი წნევის სისტემების დომინირებით, გარდა უშუალოდ სანაპირო ადგილებისა, სადაც ზაფხული უფრო რბილია ახლოს მდებარე ცივი ოკეანის დინებების გამო, რომელმაც შეიძლება მოიტანოს ნისლი, თუმცა ხელს უშლის წვიმას.

მაგალითები:

ბეირუთი, ლიბანი (Csa) ლატაკია, სირია (Csa) თელ-ავივი, ისრაელი (Csa) ლოს ანჯელესი, კალიფორნია, შეერთებული შტატები (Csa ესაზღვრება Csb-ს)< საკრამენტო, კალიფორნია, შეერთებული შტატები (Csa) მედფორდი, ორეგონი, შეერთებული შტატები (Csa) პერტი, ავსტრალია (Csa) ადელაიდე, ავსტრალია (Csa) ტანგიერი, მაროკო (Csa) კასაბლანკა, მაროკო(Csa) რომი,იტალია(Csa) სევილე ,ესპანეთი (Csa) მადრიდი, ესპანეთი (Csa) ბარსელონა, ესპანეთი (Csa) მარსელი, საფრანგეთი (Csa) ნიცა, საფრანგეთი (Csa) ათენი, საბერძნეთი (Csa) ანტალია, თურქეთი (Csa) ტაშკენტი, უზბეკეთი (Csa) დუშანბე, ტაჯიკეტი (Csa) ტუნისი, ტუნისი (Csa)

მშრალი ზაფხული ზოგჯერ გადადის სხვა ადგილებშიც, რომლებიც ჩვეულებრივ არ ასოცირდება ტიპიურ ხმელთაშუაზღვის კლიმატთან, ვინაიდან მათი ყველაზე თბილი თვის საშუალო ტემეპრატურა არ აღწევს 22°C (71.6°F), ისინი კლასიფიცირდება როგორც (Csb). ზოგიერთი ეს ადგილი არის ოკეანის კლიმატის საზღვარი (Cfb), გარდა მათი მშრალი ზაფხულის ნიმუშებისა, რომლებიც შეესაბამება კიოპენის Cs მინიმალურ ზღვრებს.

მაგალითები მოიცავს:

სანტიაგო, ჩილე (Csb)
ელ-სუვიერა, მაროკო (Csb)
პორტო, პორტუგალია (Csb)
პოტენცა, იტალია (Csb)
სან ფრანცისკო, კალიფორნია, შეერთებული შტატები (Csb)
ევრიკა, კალიფორნია, შეერთებული შტატები (Csb)
სიეტლი, ვაშინგტონი, შეერთებული შტატები (Csb)
ვიქტორია, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა (Csb)
კეიპთაუნი, სამხრეთ აფრიკა (Csb)
კინგსტონი SE, ავსტრალია (Csb)
ალბანი, დასავლეთ ავსტრალია, ავსტრალია (Csb)

ცივი ზაფხულის ხმელთაშუა ზღვის კლიმატი (Csc) არსებობს მაღალი შემაღლების ადგილებში, რომლებიც ეკვრის სანაპიროს Csb კლიმატის ადგილებს, სადაც ძლიერი საზღვაო გავლენა ხელს უშლის ზამთრის თვის საშუალო ტემპერატურას, რომელიც ეცემა 0°C-ს ქვემოთ. ეს კლიმატი იშვიათია და მხოლოდ ფიქსირდება კასკადის და ანდების მთების კლიმატურ საზღვრებში და იზოლირებულ ადგილებში, ვინაიდან მშრალი ზაფხულის კლიმატი გრძელდება უფრო შორს პოლუსისკენ ყველაზე მეტად ამერიკაში, ვიდრე სხვა ადგილას.

მაგალითები:

ბალმასედა, ჩიელ  (Csc)
კოჩამარკა, პერუ (Csc)
როსტი, ნორვეგია (Csc)

ტენიანი ზომიერი და ზომიერი მშრალი ზამთრის კლიმატთან ერთად ეს კლიმატი ჩვეულებრივ გვხვდება აღმოსავლეთ სანაპიროებზე და კონტინენტების აღმოსავლეთ ნაწილებში, ჩვეულებრივ მაღალ ოციან და ოცდაათიან განედებზე. ზაფხულის ხმელთაშუა ზღვის კლიმატისგან განსხვავებით, ტენიანი სუბტროპიკულ კლიმატს აქვს თბილი და სველი ნაკადი ტროპიკებიდან, რომელიც ქმნის თბილ და ნოტიო პირობებს ზაფხულის თვეებში. როგორც ასეთი, ზაფხული (არა ზამთარი, როგორც ხმელთაშუა ზღვის კლიმატის შემთხვევაში) ხშირად ყველაზე სველი სეზონია.

ნაკადი სუბტროპიკულ ამაღლებებზე და ზაფხულის მუსონი ქმნის სამხრეთულ ნაკადს ტროპიკებიდან, რომელსაც ჩამოაქვს თბილი და ტენიანი ჰაერი კონტინენტების უფრო დაბალ ადგილებში. ამ ნაკადს ხშირად მოაქვს ხშირი მაგრამ ხანმოკლე ზაფხულის ჭექაქუხილი, რომელიც დამახასიათებელია უფრო სამხრეთული სუბტროპიკული კლიმატისთვის სამხრეთ შეერთებული შტატების, სამხრეთ ჩინეთის და იაპონიის მსგავსად.

მაგალითები:

ბიუენოს აირესი, არგენტინა (Cfa)
პორტო ალეგრე, ბრაზილია (Cfa)
სან პაულო, ბრაზილია (Cfa)
ბრისბანე, ავსტრალია (Cfa)
სიდნეი, ავსტრალია (Cfa)<
რაშტი, გილანის პროვინცია, ირანი (Cfa)
ნიუ ორლეანი, ლუიზიანა, შეერთებული შტატები(Cfa)
ორლანდო, ფლორიდა, შეერთებული შტატები (Cfa)
ნაშვილი, ტენესი, შეერთებული შტატები (Cfa)
ვაშნგტონი, შეერთებული შტატები (>Cfa)
ჰიუსტონი, ტეხასი, შეერთებული შტატები (Cfa>)
ჩარლსტონი, სამხრეთ კალიფორნია, შეერთებული შტატები (Cfa)
ატლანტა, ჯორჯია, შეერთებული შტატები (Cfa)
ასტარა, აზერბაიჯანი (Cfa)
ჰორტა, აზორის კუნძულები (Cfa)
რიზე, თურქეთი (Cfa)
სოჩი, რუსეთი (Cfa) - ყველაზე თბილი ქლაქი, რომელმაც უმასპინძლა ზამთრის ოლიპმიურ თამაშებს. ქუთაისი, საქართველო (Cfa)
სრინაგარი, ინდოეთი (Cfa)
შანხაი, ჩინეთი (Cfa)
ჩენგდუ, სიჩუანი ჩინეთი (Cfa)
ტაიპეი, ტაივანი (Cfa)
ტოკიო, იაპონია (Cfa)
მილანი, იტალია (Cfa)
ტურინი, იტალია (Cfa) ვენეცია, იტალია (Cfa)
ტირანა, ალბანეთი (Cfa)
ტულუზა, საფრანგეთი (Cfa)
დურბანი, სამხრეთ აფრიკა (Cfa)

ნიუ იორკი და ფილადელფია მდებარობს საზღვარზე ამ კლიმატსა და ტენიან კონტინენტურ (Dfa) კლიმატს შორის, ხაზი გადის ქალაქებში.

სუბტროპიკული მშრალი ზამთარი (Cwa) არის მუსონის ზემოქმედების ქვეშ, აქვს კლასიკური მშრალი ზამთარი/სველი ზაფხული, რომელიც ასოცირდება ტროპიკულ მუსონურ კლიმატთან.

მაგალითები მოიცავს:

კორდობა, არგენტინა (Cwa)
სანტიაგო დელ ესტერო, არგენტინა (Cwa)
მაკაი, ქვინლენდი, ავსტრალია (Cwa)
ისლამაბადი, პაკისტანი (Cwa)
ნიუ დელი, ინდოეთი (Cwa)
ჰაიკუ, ჩინეთი (Cwa)
ჟენგჟუ, ჩინეთი (Cwa)
სიანი, ჩინეთი (Cwa)
ჰონგ კონგი (Cwa)
კატმანდუ, ნეპალი (Cwa)
იმპხალი, ინდოეთი (Cwa)
ტაუნჯი, მიანმარი (Cwa)
ჰანოი, ვიეტნამი (Cwa)
გვადალარაჯა, მექსიკა (Cwa)

ოკეანის და სუბტროპიკული მთიანეთის კლიმატი

Cfb კლიმატი ჩვეულებრივ დგება მაღალ შუალედურ განედებზე კონტინენტების დასავლეთ ნაწილებში 40° და 60° განედებს შორის; ისინი ჩვეულებრივ მდებარეობს უშუალოდ პოლუსისკენ არსებულ ხმელთაშუა ზღვის კლიმატში, თუმცა ავსტრალიაში და უკიდურეს სამხრეთ აფრიკაში ეს კლიმატი დაფიქსირებულია ზომიერი კლიმატის უშუალოდ პოლუსისკენ, და გარკვეულწილად უფრო დაბალ განედზე. დასავლეთ ევროპაში ეს კლიმატი გვხვდება სანაპირო ადგილებში 63°N-ზე ნორვეგიაში.

ეს კლიმატი დომინირებს მთელი წლის მანძილზე პოლარული ფრონტით, იწვევს ცვალებად, ხშრად მოღრუბლულ ამინდს. ზაფხული გრილია ოკეანის ცივი ნაკადების გამო, თუმცა ზამთარი უფრო ზომიერია ვიდრე იგივე განედების კლიმატი, თუმცა როგორც წესი უფრო ღრუბლიანია. Cfb კლიმატი ასევე გვხვდება შემაღლებებზე რამდენიმე სუბტროპიკულ და ტროპიკულ ადგილებში, სადაც კლიმატი სუბტროპიკული/ტროპიკული წვიმიანი ტყე იქნებოდა, განედი რომ არ ყოფილიყო. ამ კლიმატს უწოდებენ მთიანეთს.

მაგალითები:

პარიზი, საფრანგეთი (Cfb)
ბორდო, საფრანგეთი (Cfb)
ბერგანი, ნორვეგია (Cfb)
ბერლინი, გერმანია (Cfb)
ფრანკფურტი, გერმანია (Cfb)
ჰამბურგი, გერმანია (Cfb)
ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო (Cfb>)
ლივერპული, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო (Cfb)
საუსემპტონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო (Cfb)
პლიმაუსი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო (Cfb)
გლასგო, შოტლანდია (Cfb)
შეტლენდი, შოტლანდია, (Cfb, ესაზღვრბა Cfc -ზე)
სკატენი, დანია (Cfb, ესაზღვრება Dfb-ზე<)
კოპენჰაგენი, დანია (Cfb, ესაზღვრება Dfb-ზე)
ციურიხი, შვეიცარია (Cfb)
სანტანდერი, ესპანეთი (Cfb)
ზონგულდაკი, თურქეთი (Cfb)
აუკლენდი, ჩრდილოეთ კუნძული, ახალი ზელანდია (Cfb)
მარ დე პლაზა, ბუენოს აირესის პროვინცია, არგენტინა (Cfb)
ვალდივია, ლოს რიოს რაიონი, ჩილე (Cfb)
ქუიტო, პიჩინჩას პროვინცია, ეკვადორი (Cfb)
ბოგოტა, კოლუმბია (Cfb)
პრინც რუპერტი, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა (Cfb)
ვანკუვერი, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა (Cfb, ესაზღვრება Csb-ზე) ფორკსი, ვაშინგტონი, შეერთებული შტატები (Cfb)
კეჩიკანი, ალიასკა, შეერთებული შტატები (Cfb)
სკაი ველი, ჯორჯია, შეერთებული შტატები (Cfb)
ბლოკის კუნძლი, როდეს კუნძული, შეერთებული შტატები (Cfb)
ჩატამი, მასაჩუსეტი, შეერთებული შტატები (Cfb, იყენებს −3 °C, 27 °F, იზოთერმი) ბონი, ჩრდილოეთ კაროლინა, შეერთებული შტატები (Cfb)
ჯორჯი, დასავლეთ კაპე, სამხრეთ აფრიკა (Cfb)
პორტ ელიზაბეტი, სამხრეთ აფრიკა (Cfb)
მელბურნი, ვიქტორია, ავსტრალია (Cfb)
ჰობარტი, ტასმანია, ავსტრალია (Cfb)
ტრისტან და კუნჰა სამხრეთ ატლანტის ოკეანეში (Cfb)
ლე ამსტერდამი სამხრეთ ინდოეთის ოკეანეში (Cfb)
ბრინჩანგი, მალაიზია (Cfb)
>ბიუსელი, ბელგია (Cfb)
ანდორა ლა ველა, ანდორა (Cfb)

სუბპოლარული ოკეანის კლიმატი (Cfc) გვხვდება პოლუსისკენ ან უფრო მაღალ შემაღლებებზე ვიდრე საზღვაო ტემპერატურის კლიმატი, და უმეტესად შეზღუდულია ან წვრილი სანაპირო ზოლებით კონტინენტების დასავლეთ პოლარულ საზღვრებზე ან განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ასეთი სანაპიროების კუნძულებზე. ისინი გვხდება ორივე ნახევარსფეროზე, ყველაზე ხშირად გარედებზე 60°C-დან ჩრდილოეთ განედზე და სამხრეთით 70°C  ჩრდილოეთ და სამხრეთ განედზე.

მაგალითები:

მთა გროუსი, ჩრდილოეთ ვანკუვერი, ბრიტანეთის კოლუმბია
რეიკიავიკი, ისლანდია
უნალასკა, ალიასკა, შეერთებული შტატები
ტორშავნი, ფაროეს კუნძულები
მთა რიდი, ტასმანია, ავსტრალია (ესაზღვრება ET-ზე)
შარლოტას ხეობა, ნიუ საუს უელსი, ავსტრალია
აუკლენდის კუნძულები, ახალი ზელანდია

მთის კლიმატი მშრალი ზამთრით

ეს არის კლიმატის ტიპი, რომელიც ძირითადად დაფიქსირებულია მთებში მექსიკის, პერუს, ბოლივიის, მადაგასკარის, ზამბიას, ზიმბაბვეს და სამხრეთ აფრიკის ტროპიკებში, თუმცა იგი ასევე ფიქსირდება ცენტრალურ არგენტინაში და ტროპიკების გარეთ ადგილებში. ზამთარი აღსანიშნავად მშრალია და ზაფხული შეიძლება ძალიან წვიმიანი იყოს. ტროპიკებში წვიმიანი სეზონი გამოწვეულია ტროპიკული ჰაერის მასებით და მშრალი ზამთარი სუბტროპიკული მაღალი წნევით.

მაგალითები:

მეხიკო (Cwb)
ხულიაკა, პერუ (Cwb)
იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკა (Cwb)
დარჯილინგი, კუნმინი, იუნანი ჩუნეთი (Cwb)
ვეინინგი, გუიჯოუ ჩინეთი (Cwb)
მოხოტლონგი, ლესოთო (Cwb)
ნაირობი, კენია (Cwb)
ფრაიჯანესი, გვატემალა(Cwb)
ელ-ალტო, ბოლივია (Cwc)

ჯგუფი D: კონტინენტური/მიკროთერმული კლიმატი

ამ კლიმატს ახასიათებს საშუალო 10 °C-ზე (50 °F) მაღალი ტემპერატურა ყველაზე თბილ თვეებში და ყველაზე ცივ თვეში საშუალო ტემპერატურა −3 °C=ზე (ან 0 °C ზოგიერთ ვერსიაში, როგორც ზემოთ აღინიშნა) დაბალია. ეს ჩვეულებრივ გვხვდება კონტინენტების შიგნით და მათ ზედა აღმოსავლეთ სანაპიროებზე, ჩვეულებრივ 40°N-ის ჩრდილოეთით. სამხრეთ ჰემპშირში, D  ჯგუფის კლიმატი უკიდურესად იშვიათია შუა განედებზე მცირე მიწის მასების და 40–60°S -ზე თითქმის მიწის არარსებობის გამო, სადაც მიწა მხოლოდ გარკვეულ შემაღლებულ ადგილებშია.

ასოების განსაზღვრა

მეორე ასო მიუთითებს ნალექების ნიმუშს - w აღნიშნავს მშრალ ზამთარს (ყველაზე მშრალი ზამთრის თვის საშუალო ნალექი ერთი მეათედით ნაკლებია ყველაზე სველი ზაფხულის თვის საშუალო ნალექზე; ერთი ცვლილება ასევე საჭიროებს რომ ყველაზე მშრალ ზამთრის თვეში იყოს 30 მმ-ზე ნაკლები საშუალო ნალექი), s აღნიშნავს მშრალ ზაფხულს (ყველაზე მშრალი ზაფხულის თვე 30 მმ-ზე ნაკლები საშუალო ნალექით და ერთ მესამედზე ნაკლები ყველაზე სველი ზამთრის თვის ნალექი) და f ნიშნავს მნიშვნელოვან ნალექებს ყველა სეზონზე (არც ერთი ზემოთ დასახელებული პირობიდან არ არის შესრულებული).

მესამე ასო აღნიშნავს ზაფხულის სიცხის გრადუსს და (c და d-სთვის) ზამთრის სიცივეს - a აღნიშნავს ყველაზე თბილი თვის საშუალო ტემპერატურას 22°C-ზე (72°F) მეტს სულ მცირე ოთხი თვის საშუალო ტემპერატურით 10°C-ზე ზემოთ, b აღნიშნავს ყველაზე თბილ თვეში საშუალო ტემპერატურას 22°C-ზე ნაკლებს, თუმცა სულ მცირე ოთხი თვის ტემპერატურით 10°C-ზე ზემოთ, C აღნიშნავს ყველაზე თბილი თვის საშუალო ტემპერატურას 22°C-ზე დაბლა და სამი ან ნაკლები თვის საშუალო ტემპერატურით 10°C-ზე მეტი, თუმცა ყველაზე ცივი თვის საშუალო ტემპერატურა –38°C-ს აჭარბებს, და D აღნიშნავს ყველაზე თბილი თვის საშუალო ტემპერატურას 22°C-ზე ქვემოთ, სამი ან ნაკლები თვის საშუალო ტემპერატურით 10°C-ზე ზემოთ და ყველაზე ბილი თვის –38°C-ზე ქვემოთ.

ცხელი ზაფხულის კონტინენტური კლიმატია

Dfa კლიმატი ჩვეულებრივ გვხვდება ზედა 30-იან და ქვედა 40-იან განედებზე, კვალიფიცირებული საშუალო ტემპერატურით ყველაზე თბილ თვეში 22&°C/72°F. ევროპაში ეს კლიმატი უფრო მშრალისკენაა მიდრეკილი, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკაში. აღმოსავლეთ აზიაში Dwa კლიმატი გრძელდება სამხრეთით ციმბირის მაღალი წნევის სისტემის ზემოქმედების გამო, რომელიც ასევე იწვევს იქ მშრალ ზამთარს და ზაფხული შეიძლება იყოს ძალიან წვიმიანი მუსონის ცირკულაციის შედეგად. Dsa არსებობს უფრო მაღალ შემაღლებებზე, რომლებიც ეკვრის იმ ადგილებს, სადაც ფიქსირდება ცხელი ზაფხულის ხმელთაშუა ზღვის (Csa) კლიმატი.

მაგალითები:

ჩიკაგო, ილინოისი, შეერთებული შტატები (Dfa)
ბოსტონი, მასაჩუსეტსი, შეერთებული შტატები (Dfa)

სენტ-ლუისი, მისური, შეერთებული შტატები (Dfa)
ინდიანაპოლისი ინდიანა, შეერთებული შტატები (Dfa)
კლივლენდი, ოჰაიო, შეერთებული შტატები (Dfa)
სუ-ფოლსი,სამხრეთ დაკოტა, შეერთებული შტატები (Dfa)
ომაჰა, ნებრასკა, შეერთებული შტატები (Dfa)
მინეაპოლისი, მინესოტა, შეერთებული შტატები (Dfa)
კანზას სიტი, მისური, შეერთებული შტატები (Dfa)
პიტსბურგი, პენსილვანია, შეერთებული შტატები (Dfa)
ვინდზორი, ონტარიო, კანადა/დეტროიტი, მიჩიგანი, შეერთებული შტატები (Dfa)
მონრეალი, კვებეკი, კანადა (Dfa, ესაზღვრება Dfb)
ბუქარესტი, რუმინეთი (Dfa)
დონის როსტოვიდი, რუსეთი (Dfa)
ალმათი, ყაზახეთი (Dfa)
აომორი, აომორის პრეფექტურა, იაპონია (Dfa)
ნაგანო, ნაგანოს პრეფექტურა, იაპონია (Dfa)
საპორო, იაპონია (Dfa, ესაზღვრება Dfb
ფხენიანი, ჩრდილოეთ კორე (Dwa)
პეკინი, ჩინეთი (Dwa)
ხარბინი, ჩინეთი (Dwa)
ტიანძინი, ჩინეთი (Dwa)
ჩანჩუნი, ჩინეთი (Dwa)
· სეული, სამხრეთ კორეა (Dwa)

ნიუ იორკი მდებარეობს სასაზღვრო ხაზზე ამ კლიმატსა და ტენიან სუბტროპიკულ (Cfa) კლიმატს შორის, ხაზი ქალაქს კვეთს.

Dsa გვხვდება მხოლოდ შემაღლებულ ადგილებში იმ ადგილების მახლობლად, რომლებიც ემიჯნება ზაფხულის ხმელთაშუა ზღვის (Csa) კლიმატს.

მაგალითები მოიცავს:

სანანდაჯი, ქურთისტანის პროვინცია, ირანი
საქეზი, ქურთისტანის პროვინცია, ირანი
არაკი, მარკაზის პროვინცია, ირანი
ჰაკარი, თურქეთი
მუში, თურქეთი
ბიშკეკი, ყირგისტანი
ურჟარი, ყაზახეთი (ესაზღვრება Dsb-ზე)
სოლტლეიქ სიტი, უტაჰი, შეერთებული შტატები
კემბრიჯი, იდაჰო, შეერთებული შტატები
ლიტონი, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა (ესაზღვრება Dsb-ზე)

თბილი ზაფხულის კონტინენტური ან ნახევრად ჩრდილოური (ბორეალური) კლიმატით

Dfb დ Dwb კლიმატი გვხვდება უშუალოდ ცხელი ზაფხულის კონტინენტური კლიმატის ჩრდილოეთით, ძირითადად ზედა 40-იან და ქვედა 50-იან განედებზე ჩრდილოეთ ამერიკაში და აზიაში, და ასევე ვრცელდება უფრო მაღალ განედებზე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და რუსეთში, საზღვაო ზომიერ და კონტინენტურ სუბარქტიკულ კლიმატს შორის, სადაც იგი ვრცელდება 65 გრადუს განედამდე.

მაგალითები:

ჰელსინკი, ფინეთი (Dfb)
სვოლვაერი, ლოფოტენი, ნორდლენდი, ნორვეგია (Dfb, ესაზღვრებ Cfb-ზე, Cfc, დ Dfc)
კიევი, უკრაინა (Dfb)
მოსკოვი, რუსეთი (Dfb)
სტოკჰოლმი, შვედეთი (Dfb)
ოსლო, ნორვეგია (Dfb)
პორტლენდი, მაინი, შეერთებული შტატები (Dfb)
როჩესტერი, ნიუ იორკი, შეერთებული შტატები (Dfb)
ბინგამტონი, ნიუ იორკი, შეერთებული შტატები (Dfb)
ტბა პლასიდი, ნიუ იორკი, შეერთებული შტატები (Dfb)
ვორსესტერი, მასაჩუსეტსი, შეერთებული შტატები (Dfb)
ბეკლი, დასავლეთ ვირჯინია, შეერთებული შტატები (Dfb)
იანგსთაუნი, ოჰაიო, შეერთებული შტატები (>Dfb)
კალგარი, ალბერტა, კანადა (Dfb)
სასკატუნი, სასკაჩევანი, კანადა (Dfb)
ვინიპეგი, მანიტობა, კანადა (Dfb)
ოტავა, ონტარიო, კანადა (Dfb)
ლონდონი, ონტარიო, კანადა (Dfb)
ედმონტონი, ალბერტა, კანადა (Dfb)
ქ. კვიბეკი, კვიბეკი, კანადა (Dfb)
მონქტონი, ნიუ ბრუნსვიკი, კანადა (Dfb)
ჰალიფაქსი, ნოვა სკორია, კანადა (Dfb)
შარლოტთაუნი, პრინც ედვარდის კუნძული, კანადა (Dfb)
სენტ ჯონი, ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორი, კანადა (Dfb)
ერზრუმი, თურქეთი (Dfb)
ბორჯომი, საქართველო (Dfb)
ვარშავა, პოლონეთი (Dfb)
პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა (Dfb)
ბუდაპეშტი, უნგრეთი (Dfb)
მინსკი, ბელარუსი (Dfb)
ყარაგანდა, ყაზახეთი (Dfb)
კარაკოლი, ყირგიზეთი (Dfb)
დიკინსონი, ჩრდილოეთ დაკოტა, შეერთებული შტატები (Dwb)
ჰეიჰე, ჩინეთი (Dwb)
ვლადივოსტოკი, რუსეთი (Dwb)
ხაბაროვსკი, რუსეთი (Dwb)
პიენგჩანგის ოლქი, სამხრეთ კორეა (Dwb)

Dsb გამომდინარეობს იგივე სიტუაციიდან, როგორც Dsa, თუმცა უფრო მაღალ სიმაღლეებზე ან განედებზე და ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკაში, ვინაიდან ხმელთაშუა ზღვის კლიმატი ვრცელდება უფრო პოლუსისკენ ვიდრე ევრაზიაში.

მაგალითები მოიცავს:

სივასი, თურქეთი
იუკსეკოვა, თურქეთი
როღუნი, ტაჯიკეთი
არსლანბობი, ყირგიზეთი
ფლაგსტაფი, არიზონა, შეერთებული შტატები
სამხრეთის ტბა ტაჰოე, კალიფორნია, შეერთებული შტატები
ბრიჯპორტი, კალიფორნია, შეერთებული შტატები

სუბარქტიკული ან ბორეალური კლიმატი

Dfc და Dwc კლიმატი გვხვდება D ჯგუფის სხვა კლიმატებთან შედაერბის უფრო პოლუსისკენ, ზოგადად 50-იან და ქვედა 6-იან ჩრდილოეთ განედებზე. ზოგიერთ ადგილას, იგი ვრცელდება ჩრდილოეთით 70°N განედს მიღმა.

მაგალითები:

მურმანსკი, მურმანსკის ოლქი, რუსეთი (Dfc)
იელოუნაიფი, ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიები, კანადა (Dfc)
უაითშორი, იუკონი, კანადა (Dfc<)
ტრომსო, ნორვეგია (Dfc)
ჩურჩილი, მანიტობა, კანადა (Dfc)
ქ. ლაბრადორი, ნიუფაუნდლენდი, კანადა (Dfc)
ფრეიზერი, კოლორადო, ამერიკის შეერთებული შტატები (Dfc)
  ფერბენკსი, ალასკა, შეერთებული შტატები (Dfc)
ნომი, ალასკა, შეერთებული შტატები (Dfc)
სუტოლუკი, არდაჰანის პროვინცია, თურქეთი (Dfc)
სენტ-მორიციგრისონსი, შვეიცარია (Dfc)
ტინი ,სავუა, საფრანგეთი (Dfc)
ჰომერი, ალასკა, შეერთებული შტატები (Dsc)
ანკორიჯი, ალასკა, შეერთებული შტატებიtes (Dsc)
ხანდუდი, ბადახშანის პროვინცია, ავღანეთი (Dsc)
ბოუდი, კალიფორნია, შეერთებული შტატები (Dsc)
ბოჰემას მთა, ორეგონი, შეერთებული შტატები (Dsc)
სულის ტბა, ვაშინგტონი, შეერთებული შტატები (Dsc), 1980 წელს წმ. ელენას მთაზე ვულკანის ამოფრქვევამდე
მოხეს ოლქი, ხეილუნცზიანი, ჩინეთი (Dwc)
ქალაქი იუშუ, ცინხაი, ჩინეთი (Dwc)

იმ ადგილებში, სადაც ეს კლიმატია (Dfd და Dwd) წარმოდგენილია ზამთარი მკაცრია, ყველაზე ცივ თვეში −38°C-ზე დაბალი ტემპერატურით. ასეთი კლიმატი გვხვდება მხოლოდ აღმოსავლეთ ციმბირში. ზოგიერთი ადგილის დასახელება, სადაც ასეთი კლიმატია გავრცელებული, უაღრესად მკაცრი ზამთრის სიცივის რეალურ სინონიმებად იქცა.

მაგალითები:

იაკუტსკი, სახას რესპუბლიკა, რუსეთი (Dfd)
ვერხოიანსკი, სახას რესპუბლიკა, რუსეთი (Dfd)
სეიმჩანი, მაგადანი ოლქი, რუსეთი (Dfd)
ოიმიაკონი, სახას რესპუბლიკა, რუსეთი (Dwd)

ჯგუფი E: პოლარული და ალპური კლიმატი

ეს კლიმატი ხასიათდება 10°C-ზე დაბალი ტემპერატურით წელიწადის თორმეტივე თვეში:

ტუნდრას კლიმატი (ET): 235–7 ყველაზე თბილ თვეში ტემპერატურა 0-დან 10 °C-მდეა. ეს კლიმატი გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილოეთ კუთხეში და ევრაზიის მისი მასებზე და მხოლოდ კუნძლების ახლოს. ET კლიმატი ასევე დაფიქსირებულია რამდენიმე კუნძლზე ანტარქტიკული კონვერგენციის ახლოს, და მაღლობებზე პოლარული რეგიონების გარეთ, ხეების ხაზის ზემოთ.

მაგალითები:

მაკუორის კუნძული (ET)
კროზეტის კუნძულები (ET)
კემპბელის კუნძული, ახალი ზელანდია (ET)
კერგელენის კუნძულები (ET)
სტენლი, ფოლკლენდის კუნძულები (ET), ესაზღვრება სუბპოლარული ოკეანეთი (Cfc)
უშუაია, არგენტინა (ესაზღვრება Cfc)
ლა რინკონადა, პერუ (ET)
მთა ველინგტონი, ავსტრალია (ET)
მურგაბი, ტაჯიკეთი (ET)
ნაგჩუ, ტიბეტი, ჩინეთი (ET)
ლეტსენგის ალმასის საბადო, ლესოტო (ET, ესაზღვრება Cfc დ Dfc)

ეს კლიმატი ტუნდრას უფრო ცივი და უფრო მეტად კონტინენტური ვარიანტია. ხასიათდება ყინულის საფარის კლიმატით, თუმცა მაინც ფიქსირდება 0 °C-ზე (32°F) მაღალი ტემპერატურა:

ნანორტალიკი, გრენლანდია (ETf)
მთა ფუჯი, იაპონია (ETf)
მთა ვაშინგტონი, ნიუჰემპშირი (ETf)
ევრიკა, ნუნავუტი, კანადა (ETf)
რეზოლუტი, ნუნავუტი, კანადა (ETf)
იკალუიტი, ნუნავუტი, კანადა (ETf)
ნუკი, გრენლანდია (ETf)
მის შმიდტი, რუსეთი (ETf)
დიკსონის კუნძული, რუსეთი (ETf)
ნორდი, გრენლანდია, გრენლანდია (ETf)
ესპერანსას ბაზა, ანტარქტიდა (ETf)

ყინულის საფარის ტემპერატურა (EF): 237 ეს კლიმატი დომინირებს ანტარქტიდაზე და შიდა გრენლანდიაზე, თუმცა ასევე გვხვდება მთების უკიდურესად მაღალ მწვერვალებზე, ტუნდრას ზემოთაც კი.

მაგალითები:

მთა რეინერი, ვაშინგტონის შტატი (EF
მთა არარატი, თურქეთი (EF
მთა ევერესტი, ჩინეთი/ნეპალი (EF
დაი ,გრენლანდია(EF)
სამმიტის ბანაკი, გრენლანდია (EF)
სკოტის ბაზა, ანტარქტიდა (EF)
ვოსტოკის სადგური, ანტარქტიდა (EF), ადგილმდებარეობა, სადაც დაფიქსირებულია ყველაზე
დაბალი ტემპერატურა დედამიწაზე
მაკმურდოს სადგური, ანტარქტიდ (EF)
ბერდის სადგური, ანტარქტიდ (EF)

ზოგჯერ, მესამე, უფრო დაბალი შემთხვევის ასო ემატება ET კლიმატს (რომელიც განსხვავდება ETf , ETs, და ETw შორის), თუ ზაფხული ან ზამთარი აშკარად უდრო მშრალია ვიდრე წლის მეორე ნახევარი. როდესაც ოპცია უნდა ჩაერთოს, ამ ასოს ეხება იგივე სტანდარტები რომლებიც გამოიყენება C და D ჯგუფებში, დამატებითი მოთხოვნით, რომ ყველაზე წვიმიანი თვის საშუალო ნალექის ოდენობა იყოს სულ მცირე 30 მმ ( E ჯგუფის კლიმატი შეიძლება იყოს იმდენად მშრალი ან უფრო მშრალიც კი, როგორც B ჯგუფის შემთხვევაშია, ფაქტიურად მოსული ნალექის საფუძველზე, თუმცა მათი აორთქლების კოეფიციენტი გაცილებით ნაკლებია). სეზონური ნალექების ასოები უმეტესად არასოდეს არ გამოიყენება EF კლიმატზე, ძირითადად მოსული და მოტანილი თოვლის გარჩევის სირთულის გამო, ვინაიდან ტენიანობის ერთადერთი წყარო ეს კლიმატებია.

ეკოლოგიური მნიშვნელობა

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია ეფუძნება ემპირიულ ურთიერთობას კლიმატსა და მცენარეულ საფარს შორის. ეს კლასიფიკაცია უზრუნველყოფს ეფექტურ გზას იმისთვის, რომ აღვწეროთ კლიმატური პირობები, რომლებიც განისაზღვრება ტემპერატურით და ნალექებით და მათი სეზონურობით ერთეულ მეტრებში. ვინაიდან კიოპენის კლასიფიკაციით განსაზღვრული კლიმატური პირობები ეკოლოგიურად რელევანტურია, იგი ფართოდ გამოიყენება გრძელვადიანი კლიმატის და მასთან ასოცირებული ეკოსისტემების პირობების გეოგრაფიული რუკის შესადგენად.

ბოლო წლებში, მზარდი ინტერესია ამ კლასიფიკაციის გამოყენებაში იმისთვის, რომ დაადგინონ ცვლილებები კლიმატში და პოტენციური ცვლილებები გარკვეული დროის შემდეგ მცენარეულ საფარში. კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკოლოგიური მნიშვნელობა არის ის, რომ იგი გვეხმარება დომინანტური ბუნებრივი საფარის პროგნოზირებაში კლიმატის მონაცემების საფუძველზე და პირიქით.

2015 წელს ორმა ჩინელმა მეცნიერმა გამოაქვეყნა კლიმატის კლასიფიკაციის ანალიზი 1950 და 2010 წლებს შორის პერიოდისთვის, დაადგინეს რა რომ მსოფლიოს საერთო მიწის ფართობის 5%-ზე მეტმა ტერიტორია უფრო სველი და ცივი კლასიფიკაციიდან გადაინაცვლა უფრო მშრალ და ცხელ კლასიფიკაციაში.

ტრევარტას კლიმატის კლასიფიკაციის სქემა

მთავარი სტატიატრევარტას კლიმატის კლასიფიკაცია

ტრევარტას კლიმატის კლასიფიკაცია არის კლიმატის კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც გამოაქვეყნა ამერიკელმა გეოგრაფმა გლენ თომას ტრევარტამ 1966 წელს და განახლდა 1980 წელს. ეს არის 1899 წლის კიოპენის სისტემის შეცვლილი ვერსია, რომელის შეიქმნა იმისთვის, რომ პასუხი გასცეს კიოპენის სისტემის გარკვეულ ნაკლოვანებებს. ტრევარტას სისტემა ცდილობს ხელახლა განსაზღვროს რომ შუა განედები უფრო დაახლოვდეს მცენარეული საფარის ზონირებასთან და გენეტიკური კლიმატის სისტემებთან. იგი მიჩნეულ იქნა როგორც უდრო ნამდვილი ან ნამდვილი მსოფლიოს ასახვა გლობალურ კლიმატზე.

მაგალითად, კიოპენის სტანდარტული სისტემის მიხედვით, დასავლეთ ვაშინგტონი და ორეგონი კლასიფიცირებულია იგივე კლიმატურ ზონაში, რომლშიც შედის სამხრეთ კალიფორნია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ რეგიონს აქვს საოცრად ანსხვავებული ამინდი და ბუნებრივი საფარი. კიოპენის ძველი სისტემის მიხედვით, ოკეანის ცივი კლიმატი, როგორიცაა ლონდონის, კლასიფიცირებული იყო იგივე ზონაში, რომელშიც ცხელი სუბტროპიკული ქალაქები, როგორიცაა სავანა, ჯორჯია ან ბრისბანი, ავსტრალია. შეერთებულ შტატებში ადგილები მიდვესტში, ოჰაიოს და აიოვას მსგავსად, რომლებსაც აქვთ გრძელი, მკაცრი ზამთრის კლიმატი, სადაც მცენარეები სრულად პასიურია, კლასიფიცირებული იყო იგივე კლიმატურ ზონაში, როგორიცაა ლუიზიანა ან ჩრდილოეთ ფლორიდა, რომლებსაც აქვთ ზომიერი ზამთარი და მწვანე ზამთრის ლანდშაფტი.

სხვა რუკები

ყველა რუკა იყენებს ≥0°C განსაზღვრებას ზომიერი კლიმატისთვის და 18°C-ს წლიური საშუალო ტემპერატურის ლიმიტის განსაზღვრისთვის, რათა განასხვავონ ცხელი და ცივი მშრალი კლიმატები.