teqstSi naxmari terminebis ganmarteba

აკანთოცეფალები - თავეკლიანი ჭიები (Acanthocephales), პარაზიტული ჭიების კლასი. ცნობილია 500-ზე მეტი სახეობა. ახასიათებს სხეულის ორმხრივი სიმეტრია, კუტიკულით დაფარული კანი, გრძელი და რგოლური კუნთებისაგან შედგენილი კან-კუნთოვანი პარკი, ქიტინოვანი კაუჭებით შეიარაღებული ხორთუმი. აკანთოცეფალების სხეულის სიგრძეა ჩვეულებრივ 1,5-40 მმ, იშვიათად 65 მმ, იკვებებიან ოსმოსურად - სხეულის მთელი ზედაპირით. საჭმლის მომნელებელი, სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის ორგანოები არა აქვთ. გამომყოფი ორგანოებია პროტონეფრიდიები (ზოგს სულ არ გააჩნია). ნერვული სისტემა პრომიტიული აგებულებისაა.

აკანთოცეფალები განსხვავებულსქესიანები არიან. განვითარების პერიოდში იცვლიან მასპინძელს (საბოლოო მასპინძელი - ხერხემლიანები, შუამავალი - უმეტესად ფეხსახსრიანები - კიბოსნაირნი, მწერები). თევზებში, ფრინველებსა და ძუძუმწოვრებში აკანთოცეფალები ზოგჯერ აკანთოცეფალოზის ძლიერ ეპიზოოტიას იწვევენ, ადამინს კი იშვიათად ასნებოვნებენ. საქართველოში შინაურ და გარეულ ცხოველებში აღრიცხულია აკანთოცეფალების 29 სახეობა.

აკლიმატიზაცია - მცენარის ან ცხოველის შეგუება მისთვის უცხო გარემო პირობებთან.

ანადრომული მიგრაცია - თევზის შესვლა ზღვიდან მდინარეში გასამრავლებლად, საკვებად.

არეალი - გეოგრაფიული უბანი, რომელიც დაკავებული აქვს მცენარეებისა თუ ცხოველების ამა თუ იმ სისტემატიკურ ერთეულს: სახეუბას გვარს და სხვ.

ბენთოსი - (ბერძნ. βένθος benthos - სიღრმე) - ზღვისა და კონტინენტური წყალსატევების გრუნტში ან გრუნტზე ბინადარი ორგანიზმების ერთობლიობა. არსებობს ცხოველური (ზოობენთოსი) და მცენარეული (ფიტობენთოსი) ბენთოსი. წყალსატევის ფსკერზე ცხოვრების ნირის მიხედვით ზოობენთოსში განასხვავებენ გრუნტში ან გრუნტზე მცხოვრებ მოძრავ, ნაკლებად მოძრავ, უძრავ, ნაწილობრივ გრუნტში ჩაფლულ ან გრუნტზე მიმაგრებულ ცხოველებს. კვების მიხედვით ზოობენთოსი იყოფა მტაცებლებად, მცენარისმჭამელებად, დეტრიტისმჭამელებად და სხვა. ზღვის ფსკერზე მცხოვრები ზოგი ცხოველის მიკუთვნება ბენთოსური ან პელაგიური ორგანიზმებისათვის ძნელდება, რის გამოც მათ პლანქტობენთოსსა და ნექტობენთოსს უწოდებენ. მენთოსური ორგანიზმები შეიძლება იყოს მსხვილი (მაკრობენთოსი), საშუალო (მეზობენთოსი), მცირე (მიკრობენთოსი) და წვრილი, უბაქტერიებო ბენთოსი (მეიბენთოსი).

ბიოტოპი - (ბერძნ. βίος - სიცოცხლე და τόπος - ადგილი) - ცოცხალი ორგანიზმებით დასახლებული ხმელეთისა და წყალსატევის ნაწილი. ხმელეთზე იგი ბიოგეოცენოზითაა დაკავებული. ბიოტოპი ბიოცენოზთან ერთად ქმნის ბიოგეოცენოზსს, რომელიც გეოგრაფიულ სივრცეში ადგილმდებარეობით ხასიათდება და რომელიც ემთხვევა გარემოს აბიოტურ ფაქტორებს.

გეოლოგიური პირობების ერთობლიობის შედეგად იქმნება ლიტოტოპი,
ნიადაგური პირობების ერთობლიობით - პედოტოპი,
კლიმატური ერთობლიობით - კლიმატოპი და ა.შ.

ყოველი ბიოტოპის ფარგლებში, ბიოცენოზი, რომელიც ირღვევა ანთროპოგენური ფაქტორებითა და სტიქიურ ბუნებრივი პროცესებით თანდათანობით ფორმირდება კლიმაქსური საზოგადოება. ამ პროცესს სუქცესია ეწოდება, რომელიც რამდენიმე სტადიას გადის.

გამსვლელი თევზი - გასამრავლებად ან საკვებად ზღვიდან მდინარეში, ან მდინარიდან ზღვაში გამავალი თევზი.

გენიფორი - გვერდითი ხაზის სისტემის განსაკუთრებული როგანო, წარმოდგენილია ლოყაზე განლაგებული ნასვრეტებით, ახასიათებს ღორჯოებს და აქვს სისტემატუკური მნიშვნელობა.

გვარი - მონათესავე სახეობების გამაერთიანებელი სისტემატიკური ერთეული.

გვერდის ხაზი - წყლის ზოგიერთი ცხოველისთვის, მათ შორის თევზისათვის დამახასიათებელი გრძნობის ორგანო, რითაც აღიქვამს წყლის მოძრაობას.

გონადები - სასქესო ჯირკვლები: მდედრობითი საკვერცხეები, მამრობითი სათესლეები.

დაცისტება - პროტოზოათა უმრავლესობას ახასიათებს დაცისტება, ანუ ცისტების წარმოშობა, რაც განპირობებულია საცხოვრებელი პირობების შეცვლით. ამ დროს ვეგეტაციური ფორმა გამოყოფს გარსს, რომელიც იცავს მას გარემოს უარყოფითი გავლენისგან.

დელტა - მდინარის შესართავთან დანალექი ადგილი, დაქსელილი მდინარის ტოტეით.

დეტრიტი - მკვდარი ორგანიზმების ნარჩენები წყალსატევის ფსკერზე.

დეფინიტური ანუ საბოლოო მასპინძელი - ორგანიზმი, რომელშიც პარაზიტები აღწევს სქესობრივ სიმწიფეს.

დიგენეზური მწოველები ანუ ტრემატოდები - ბრტყელი ჭიების წარმომადგენლები. ახასიათებთ ერთი ექსკრეტორული ხვრელი (იხსნება სხეულის ბოლოზე) და დაკლაკნილი საშვილოსნო მრავალრიცხოვანი კვერცხით. ვითარდებიან შუამავალი მასპინძლის მონაწილეობით. როგორც წესი ენდოპარაზიტია.

დინგი - თავის ნაწილი თვალების წინ.

დისტალური - სხეულის შუა ხაზიდან, ღერძიდან დაშორებული.

დოში - ზუთხის, ორაგულის, ლოქოს და სხვა თევზთა შაშხად, ლორად გამოყვანილი გვერდი.

ევრიჰალინური თევზი - რომელიც კარგად ეგუება წყლის მარილიანობის მერყეობას.

ენდემური - მხოლოდ გარკვეული ადგილისათვის, მხარისათვის დამახასიათებელი მცენარე ან ცხოველი.

ეპიზოოტია - დაავადება ფართოდ გავრცელება ცხოველებს შორის.

ეპითეტური ბორცვაკები - გამრავლების დროს კანზე, უმეტესად თავზე წარმოქმნილი ბორცვაკები რაც შემდეგ ქვრება.

ვენტერი - რკინის ან ხის რგოლებზე გადაჭიმური ბადურის პირჩაბრუნებული თევსაჭერი ხელსაწყო.

ზოობენთოსი - ცხოველური ბენთოსი (იხ. ბენთოსი).

ზოოპლანქტონი - ცხოველური პლანქტონი (იხ. პლანქტონი).

ზურგიელი - ზუთხის, ორაგულის და სხვა თევზთა ზურგის ანაჭარი, დამარილებული და მზეზე გამომშრალი.

ზურგის სიმი - იგივე ქორდა, რომელიც მდებარეობს ხერხემლის ღრუში, მთელ სიგრძეზე.

თარფი - ლარტყეებისგან შეკრული ღერჩოიანი თევსაჭერი მოწყობილობა მდინარეში დინების წინააღმდეგ დახრილად ჩადგმული, რომელშიც წყალი გადის და თევზი ზედ რჩება.

თასმისებური ჭიები ანუ ცესტოდები - ბრტყელი ჭიების წარმომადგენელებია, რომელთა სხეული დანაწევრებულია, ფორმით თასმისებურია, ლენტისებურია.

ინვაზია - ორგანიზმის დაავადება რომელიმე ცხოველური ბუნების პარაზიტით. ინვაზიური დაავადება ანუ პარაზიტოზი ისეთი დაავადებაა, რომლია აღმძვრელია ცხოველური ბუნებისპარაზიტი, განსხვავებით ინფექციური დაავადებისა. ამ უკანასკნელის აღმძვრელს კი წარმოადგენს ბაქტერია, რომელიც მცენარეული ბუნებისაა.

ინკუბაცია - ორგანიზმის განვითარება კვერცხში.

იქთიოაგი ფრინველი - თევზების მკვებავი ფრინველი (სხვადასხვა გარეული იხვები, თეზვიყლაპიები და სხვ.).

კატადრომული მიგრაცია - თევზის შესვლა მდინარიდან ზღვაში, ოკეანეში გასამრავლებლად, საკვებად.

კბილები - თევზს აქვს ნაირგვარი კბილები: ყბებზე, ენაზე, ხახაზე, სახნისის ძვალზე (ხახის კბილები განლაგებულია ხახის ძვლებზე, ერტ, ორ ან სამ მწკვრივად).

კტენოიდური ქერცლი - კიდედაკბულული ქერცლი.

ლავრა - ცხოველის ჩანასახოვანი განვითარების მომდევნო სტადია, რომლებიც ხასიათდება ისეთი ორგანოებით, რომლებიც დასრულებულ ცხოველს არ გააჩნია. თევზში ეს სტადია გრძელდება ლიფსიტის განვითარებამდე.

ლაყუჩის კბილები - ლაყუჩის რკალის შიგნითა ზედაპირზე განლაგებული ძვლოვანი ან ხრტილოვანი კბილაკები.

ლაყუჩის რკალები - თევზის გვერდებზე, ლაყუჩის სახურავების ქვეშ მოთავსებული ძვლოვანი რკალები.

ლაყუჩის სახურავი - ფარავს ლაყუჩის ხვრელს, ჩვეულებრივ შედგება 4 ძვლისგან.

ლიგულოზი - "ჰელმინთური დაავადებაა", რომლის აღმძვრელია თასმისებური ჭია Ligula intestinalis.

ლიმნოფილური თევზ - რომელიც უკეთესად ეგუება ტბის პირობებს.

ლიფსიტა - ლავრის მომდევნო სტადია, ასე თუ ისე ჩამოყალიბებული ქერცლის საფარველით და სახეობისათვის დამახასიათებელი ნიშნებით.

მანტია - მოლუსკის კანის ნაოჭი ზურგიდან გვერდებზე ჩამოკიდებული, იმგვარად, რომ მათსა და სხეულს შორის იქმნება ე.წ. მანტიის ღრუ.

მეტამორფოზი - დასტულებულ ფორმად ლავრის გარდაქმნის პროცესი.

მიგრაცია - თევზების ადგილგადანაცვლება, გამრავლებასთან, დაზამთრებასთან, კვებასთან და სხვაფაქტორებთან დაკავშირებით.

მონოგენეზური მწოველები - ბრტყელი ჭიების წარმომადგენლებია. ახასიათებთ ორი ექსკრეტორული ხვრელი (იხსნება დორზალურად) და მოკლე საშვილოსნო, რომელიც ჩვეულებრივად შეიცავს ერთ კვერცხს. განვითარება პირდაპირია, როგორც წესი, ექტოპარაზიტია.

მორფა - გარემო პირობების გვლენით ძირითადი სახეობისგან მცირედ გადახრილი, განსხვავებული ფორმა, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი არეალი და სპორადულად ბინადრობს სახეობასთან ერთად.

მუცლის აპკი - მუცლის ღრუს გარსი, რომელიც თავის შეფერილობითზოგიერთ თევზში სისტემატიკური ნიშანია.

მწარმოებელი - გამრავლების უნარის მქონე სქესმწიფე ინდივიდი.

ნემატოდები - მრგვალი ჭიები, რომელთა სხეული არ არის დანაწევრებული. ბევრი მათგანი ადამიანის, ცხოველთა და მცენარეთა პარაზიტია, დანარჩენი კი თავისუფლად მცხოვრებია ხმელეთზე, მტკნარ წყლებსა, ზღვებსა და ოკიანეებში.

ოპტიმალური ტემპერატურა - შესაფერი, საუკეთესო ტემპერატურა ორგანიზმის ცხოველქმედებისა და სხვა მოვლენებისათვის.

ოჩხი - მდინარეში თევზის დასაზამთრებელ ადგილებში ქვებითშემოშენებული ორმო, რომელსაც ძირზე ჩაგებული აქვს ჩალა და გვერდებზე დატოვებული თევზის შესასვლელები.

პათოგენირი - დაავადების გამომწვევი.

პათოლოგიური ცვლილებები - დაავადებასთან გაკავშირებული ცვლილებები.

პარაზიტი - ორგანიზმი, რომელიც სხივის ხარჯზე ცხოვრობს.

პელაგიული - ოკეანის, ზღვის, ტბის წყლის თავისუფალი სისქის არე.

პელაგური თევზი - პელაგიალში პინადარი თევზი.

პელაგიური თევზი - თევზის მიერ პელაგიალში დაყრილი ქვირითი.

პილორული დანამატები - საჭმლის მომნელებელი სისტემის (უმეტესად კუჭის არეში)ბრმა გამონაზარდები, რომალთაც ზოგიერთ თევზში აქვს სისტემატიკური მნიშვნელობა.

პირი ზედა - როცა თევზის ქვედა ყბა ზედა ყბასთან შედარებით წინაა წამოწეული.

პირი ქვედა - როცა თევზის ზედა ყბა ქვედა ყბასთან შედარებით წინაა წამოწეული.

პლანქტონი - წყლის სისქეში ბინადარი უმეტესად მცირე ზომის ორგანიზმები, რომელთა გადანაცვლება ხდება პასიურად წყლის დინებით. პლანქტონში ცხოველური ორგანიზმები შეადგენენ ზოოპლანქტონს, მცენარეული ორგანიზმები ფიტოპანქტონს.

პლეროცერკოიდი - ლიგულის მესამე ლარვაა, რომელიც პარაზიტობს თევზის მუცლის ღრუში და იქ იქთიოფაგ ფრინველებისათვის ინვაზიურია.

პოპულაციაა - გარკვეულ არეალში გავრცელებული ერთი სახეობისმცენარეთა ან ცხოველთა ერთობლიობა.

პროტამოფილური - მდინარის მოყვარული.

პროქსიმალური - სხეულის შუა ხაზთან, ღერძთან არსებული (საპირისპირო დისტალურის).

პრფილაკტიკა - ავადმყოფობის შეყრისწინააღმდეგ წინასწარი ზომების მიღება.

პროცერკოიდი - ლიგულის მეორე ლარვაა, რომელიც პარაზიტობს ნიჩაბფეხიანი კიბოს სხეულის ღრუში.

 

რადიალური - რადიუსის სხივებისსახით მიმართული, განლაგებული.

რეოფილური - ჩქარი დინების წყლის მოყვარული.

სადგური - ფირფიტლაყუჩიანი მოლუსკის ნიჟარა შედგება მარჯვენა და მარცხენა ნახევრისაგან, თითოეულ მათგანს ეწოდება სადგური.

საინკუბაციო პერიოდი - კვერცხში ორგანიზმის განვითარების პერიოდი.

საკოლუპაციო ორგანო - შინაგანი განაყოფიერების თევზი, გამბუზიას მამლის ანალური ფარფლის 1-ლი სხივი არის დაგრძელებული, გარდაქმნილი შემაერთებელ ორგანოდ, რომელსაც ეწოდება გონოპოდიუმი.

სახეობა - ძირითადი სისტემატიკურიერთეული, განსაზღვრულ გეოგრაფიულ ერეალში გავრცელებული და ერთიანი მემკვიდრეობითი ნიშნების მქონე ინდივიდთა ერთიანობა.

სახნისის ძვალი - თავის ქალას ფუძის წინა, ქვედა ნაწილში მდებარე კენტი ძვალი.

სუბსტრატი - წყალსატევში იგულისხმება მის ფსკერძე დაძირული მასა (მცენარეულობა), მდებარე საგნები.

სქესობრივი დიმორფიზმი - განსხვავება დედალ-მამალს შორის ზოფიერთი გარეგანი ნიშნით (მაგ. სიდიდით, ფერით და სხვ.).

ტერმინი - რაიმე გარკვეული ცნების ზუსტად გამომხატველი სიტყვა.

ტოფობა - თევზის მიერ ქვირითისა და სპერმის (თესლის) დაყრის პროცესი.

ტრალი - თევზის საჭერი ერთგვარი იარაღი.

უროსტილი - თევზის ხერხემლის სახეშეცვლილი უკანასკნელი მალა.

ფარეკლები - ზუთხისებრთა სხეულზე განლაგებული ეკლიანი ძვლოვანი წარმონაქმნები.

ფარუკა - მცირე ძვლოვანი ფირფიტა ზოგიერთი თევზის სხეულზე.

ფარფლები - თევზის ცურვისა და წყალში საჭირო მდებარეობის შენარჩუნების ორგანოები, ფარფლები არის კენტი ან წყვილი. კენტია ზურგის, ანალური, კუდის და ცხიმოვანი, წყვილია მკერდის და მუცლის.

ფარფლის სხივები - ფარფლები ჩვეულებრივ შედგება ძვლოვანი ან ხრტილოვანი სხივებისგან, რომლებიც ერთიმეორესთან დაკავშირებულია აპკით. ცხიმოვანი ფარფლი სხივებს არ შეიცავს. არის დაუტოტავი და დატოტვილი სხივები.

ფიტოპლანქტონი - მცენარეული პლანქტონი (იხ. პლანქტონი).

ფორი - ჭვრილი ნასვრეტი კანის ზედაპირზე.

ქვესახეობა - ინდივიდთა ერთობლიობა, რომელიც დაკავშირებულია სახეობის ძირითად ფორმასთან რიგი გარდამავალი ნიშნებით, ახასიათებს მყარი მემკვიდრული ნიშნები და გავრცელების საკუთარი არეალი.

 

ყვითრის პარკი - ლავრის მუცელზე მიკრული პარკი ნარჩენი ყვითრით.

შუამავალი მასპინძელი - ორგანიზმი, რომელშიც პარაზიტი გაივლის თავისი განვითარების ლავრულ სტადიას.

 

ციკლოიდური ქერცლი - კიდედაუკბილავი ქერცლი.

ცხიმოვანი ქუთუთო - ნახევრადგამჭვირვალე აპკი, რაც ნაწილობრივ ფარავს თვალსწინ და უკან (ახასიათებს კეფალს და ზოგ სხვა თევზს).

ცხიმოვანი ფარფლი - პატარა, სხივებს მოკლებული ფარფლი ზურგის ფარფლის უკან, ახასიათებს ორაგულისებრ თევზებს.

 

წიბო - ჩვეულებრივ მუცლის მახვილი ქედი, შიშველი ან დაფარული ქერცლით.

 

ხახის კბილები - იხ. კბილები.

ჯერადი ქცირითის ყრა - ქვირითისა და თესლის გამოყოფა რამდენიმეჯერად, დღეების გამოტოვებით. მათი არათანაბარო მომწიფების გამო.

ჰელმინთი - ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების პარაზიტული ჭია.