weliwadis Tveebi - Tebervali

 

თებერვალი - (ლათ. February) (რუს. Февраль)

მეორე თვე იულიუსისა და გრიგორიანულ კალენდრებში. თებერვალში 28 დღეა, გარდა ნაკიანი წლისა, როცა მასში 29 დღე-ღამეა. ძველ რომაული წლის მეთორმეტე თვე, რომლის მიხედვითაც, კეისრის რეფორმამდე, წელიწადი მარტიდან იწყებოდა. ეს არის წელიწადის ყველაზე მოკლე თვე და ერთადერთი. დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთრის მესამე თვეა, სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხულის მესამე თვე (ჩრდილოეთ ნახევარსფეროს აგვისტოს ექვივალენტი).

თანამედროვე ეპოქაში გრიგორიანული კალენდრით 16 თებერვლამდე მზე თხის რქის თანავარსკვლავედში იმყოფება, ხოლო 16 თებერვლიდან მერწყულის თანავარსკვლავედში.

იანვარი და თებერვალი არიან კალენდრის ბოლო დამატებული თვეები, ვინაიდან რომაელები ზამთარს თვლიდნენ პერიოდად თვეების გარეშე. თებერვლის ძველქართული სახელწოდებაა სურწყუნისი.

თებერვალი არის ზამთრის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზაფხულისა სამხრეთ ნახევარსფეროში.

თებერვალი იწყება კვირის იმავე დღეს, როგორც მარტი და ნოემბერი, გარდა ნაკიანი წლისა, როცა მისი საწყისი დღე ემთხვევა აგვისტოსას.

სტატისტიკა და აღწერილობა

მზის ნათების საერთო ხანგრძლივობა იანვართან შედარებით  იმატებს 27 საათით და შეადგენს 59 საათს.

ბუდის შენებას იწყებს შავი ყვავი. სიმღერას იწყებს გრატა და დიდი წივწივა. იწყება მედუდუკე-ჩიტების საგაზაფხულო გადმოფრენა, თვის ბოლოდ ჩრდილოეთისკენ მიფრინავენ სტვენიები.  დედა დათვი ბუნაგში ბელებს ბადებს.

არანაკიან წელიწადს თებერვალი კვირის იმავე დღეს იწყება, როდესაც იწყება მარტი და ნოემბერი, ხოლო ნაკიან წელიწადს კვირის იმავე დღეს იწყება, როდესაც იწყება აგვისტო. არანაკიან წელიწადს იანვარი კვირის იმავე დღეს მთავრდება, როდესაც მთავრდება ოქტომბერი (ყოველთვის) და იანვარი (არანაკიან წელიწადს).

აქვს რა ჩვეულებრივ წლებში მხოლოდ 28 დღე, ეს ერთადერთი თვეა წელიწადში, რომელმაც შესაძლოა სავსემთვარეობის გარეშე ჩაიაროს. გარდა ამისა, თებერვალი ერთადერთი თვეა, რომელსაც ყოველ 6 წელიწადში ერთხელ და ყოველ 11 წელიწადში ორჯერ აქვს ოთხი სრული შვიდ დღიანი კვირა.

თითქმის ყოველ 4 წელიწადში ერთხელ თებერვალს აქვს 29 დღე. თუ მეოთხე წელი 100-ზე უნაშთოდ იყოფა, მაგრამ არ იყოფა უნაშთოდ 400-ზე, მაშინ დამატებითი დღე არ ემატება. ასე მაგალითად, 1900 წელს ნაკიანი წელიწადი გამოტოვებული იყო. ამჟამად ნალიანი წლები გამოტოვების გარეშე მიჰყვება ჩვეულებრივი წესით 2100 წლამდე.

ისტორია და ეტიმოლოგია

ძველ რომაელებთან თებერვლად იწოდებოდა კალენდრის თვე, რომელიც, გადმოცემის თანახმად, შემოიტანა ნუმა პომპილიუსმა ან ტარკვინიუს ამაყმა. უძველესი (რომულის) კალენდარი, რომლის მიხედვითაც წელიწადი 10 თვედ იყოფოდა და 304 დღისგან შედგებოდა ამ თვეს, ისევე როგორც იანვარს, არ შეიცავდა. კალენდრის რეფორმა, რომელიც განხორციელდა ნუმის (ან ტარკვინიუსის) დროს, მიზნად ისახავდა მზისა და მთვარის წელიწადის დადგენას (შესაძლოა მზე-მთვარის ციკლისა); ამისთვის შემოტანილ იქნა ორი ახალი თვე, იანვარი და თებერვალი, ამასთან ერთად თებერვალი, რომლითაც ბერძნებთან წელიწადი მთავრდებოდა, 28 დღეს შეიცავდა (ერთადერთი ძველი თვე დღეების წყვილი რაოდენობით; დანარჩენ თვეებში დღეების კენტი რაოდენობა იყო, რადგან, ძველი რომაელების რწმენით კენტ რიცხვებს ბედნიერება მოჰქონდათ). დანამდვილებით არის ცნობილი, რომ არაუგვიანეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 153 წლისა წელიწადის დასაწყისი გადატანილი იქნა 1 იანვარზე და თებერვალმა მეორე ადგილი დაიკავა რომაული თვეების რიგში. მაკრობიუსის „სატურნალიებში“ ნათქვამია, რომ წელიწადის დასაწყისის იანვარში გადმოტანა ნუმის სურვილით მოხდა კალენდარში იანვრისა და თებერვლის დამატების დროს.

თებერვლის თვის სახელი მომდინარეობს ფებრუუსიდან მიწისქვეშა სამეფოს ეტრუსკული ღვთაების სახელიდან და დაკავშირებულია განწმენდის წეს-ჩვეულებებთან (februa, februare, februum), რომლებიც ნაყოფიერების ძველი რომაული დღესასწაულის ლუპერკალიის პერიოდზე მოდიოდა (15 თებერვალი dies februatus) და ძველი რომის მთვარის კალენდრის მიხედვით სავსემთვარეობას ემთხვეოდა. როდესაც მზე-მთვარის ციკლის დასადგენად საჭირო გახდა ჩართული თვეების შემოტანა, ამ უკანასკნელებს რომაელები ამატებდნენ 23 და 24 თებერვალს შორის (4-წლიანი ციკლის შემთხვევაში მეორე და მეოთხე წელს). იულიუს კეისარმა შემოიღო 4-წლიანი ციკლი, რომელიც შედგებოდა სამი 365-დღიანი და ერთი 366-დღიანი წელიწადისგან, უკანასკნელის თებერვალში 29 დღე იყო, ამასთან ერთად 23 თებერვალი ითვლებოდა მეშვიდე დღედ მარტის კალენდებამდე (a. d. VII Kal. Mart.), 24 თებერვალი – მეექვსე წინა, ხოლო 25 თებერვალი მეექვსე მომდევნო დღედ მარტის კალენდებამდე  (a. d. VI Kal. Mart, posteriorem и priorem). რამდენადაც მარტის კალენდებამდე ასეთი მეექვსე დღე ორი იყო, წელიწადს, რომელშიც თებერვალი შედგებოდა 29 დღისგან, ეწოდებოდა annus bissextus სიტყვასიტყვით „ორჯერ (bi) მეექვსე (sextus)“ (აქედან მოდის, ჩვენი ნაკიანიწელიწადი). როგორც ბერძნულ, ასევე მის მიმბაძველ რომაულ კალენდარში თებერვალი წელიწადის ბოლო თვედ ითვლებოდა, ამიტომ ზედმეტ დღეს უმატებდნენ წელიწადის ბოლო თვეში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ბერძნები დამატებით დღეს თვის ბოლოს ურთავდნენ, ხოლო რომაელები – თვის ბოლო ხუთი დღის წინ.

ისტორიულად თებერვლის ევროპული სახელები შეიცავს მის ძველ ინგლისურ სახელებს Solmonath  („ჭუჭყიანი თვე“) და Kale-monath („კომბოსტოს თვე“) და სახელს, რომელიც კარლოს დიდმა უწოდა – Hornung (ენათესავება ძველ ისლანდიურს – „თოვლის გაყინული მასა“). ძველ რუსულ კალენდარში (ქრისტიანობის მიღებამდე) თვეს ერქვა სეჩენ – сечень, ხალხური სახელებია ვიუგოვეი – вьюговей, ბოკოგრეი – бокогрей, სნეჟენი – снежень, მეჟენი – >межень>, ლიუტი – лютый, მრუდე გზები – кривые дороги<.

ძველ ირლანდიაში 1 თებერვალს ტარდებოდა იმბოლკის დღესასწაული, რომელიც აღნიშნავდა ბატკნების დაბადებას, ტრადიციის მიხედვით ამ დღეს იწყებოდა გაზაფხული, ხოლო თებერვალი გაზაფხულის პირველ თვედ ითვლებოდა.

დღესასწაულები