weliwadis Tveebi - seqtemberi

 

სექტემბერი - (ლათ. September) (რუს. Сентябрь)

წელიწადის მეცხრე თვე გრიგორიანულ კალენდარში. შეიცავს 30 დღე-ღამეა.

სექტემბერი შემოდგომის დასაწყისია დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და გაზაფხულის დასაწყისი – სამხრეთ ნახევარსფეროში.

სახელი მიიღო ლათინური სიტყვიდან „შვიდი“, რადგან ძველ რომაული წლის მეშვიდე თვე იყო, რომლის მიხედვითაც, კეისრის რეფორმამდე, წელიწადი მარტიდან იწყებოდა. ძველ რუსეთში სექტემბერი, თავდაპირველად ასევე მეშვიდე თვე იყო, ხოლო რუსეთის სახელმწიფოში XV საუკუნიდან 1700 წლამდე წელიწადის პირველი თვე.

სექტემბერი არის შემოდგომის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და გაზაფხულისა - სამხრეთ ნახევარსფეროში. ბუნიობის ერთ-ერთი დღე სექტემბერზე მოდის.

სექტემბრის ზოდიაქოს ნიშნებია ქალწული და სასწორი.

სექტემბერი ყოველთვის იწყება კვირის იმავე დღეს, რითაც დეკემბერი.

პროტოსლავები სექტემბრის თვეს *versьnь უწოდებდნენ (შედარებისთვის: ბელარუსული верасень; უკრაინული вересень; პოლონური wrzesień), რაც მომდინარეობს მცენარე ერიკას (მანანას) სახელიდან (*versъ), რომელიც ზაფხულ-შემოდგომაზე ყვავის.

თანამედროვე ეპოქაში გრიგორიანული კალენდრით 16 სექტემბრამდე მზე ლომის თანავარსკვლავედში იმყოფება, ხოლო 16 სექტემბრიდან (სხვა მონაცემების მიხედვით – 17 სექტემბრიდან) ქალწულის თანავარსკვლავედში.

სტატისტიკა და აღწერილობა

ცენტრალურ რუსეთში საშუალო თვიური ტემპერატურა მნიშვნელოვნად მცირდება. მოსკოვის შემოგარენში სექტემბრის საშუალო ტემპერატურაა +11°C. თვის პირველ ნახევარში ფოთლები აქტიურად იწყებს გაყვითლებას. თვის ბოლოს მკვეთრად მცირდება მზის გამოსხივების ინტენსივობა და ხანგრძლივობა. ნალექები, ძირითადად, წვიმის სახით მოდის, თვის ბოლოს შესაძლებელია სველი თოვლი.

სექტემბერში ხშირია დღისით დათბობის დაბრუნება +20 ... +25°C ტემპერატურამდე. ერთ-ერთი ასეთი დათბობა „бабье лето“ თვის მეორე ნახევარზე მოდის.

სექტემბერი ყოველთვის იწყება კვირის იმავე დღეს, რითაც დეკემბერი.

დღესასწაულები