weliwadis Tveebi - oqtomberi

 

ოქტომბერი - (ლათ. October) (რუს. Октябрь)

გრიგორიანული კალენდარის მეათე თვე. ოქტომბერში 31დღე-ღამეა.

სახელი ეწოდა იმ ფაქტის გამო, რომ იგი იყო მერვე თვე რომაული კალენდრისა (ლათინურად octem - რვა), როდესაც წელი იწყებოდა მარტში. ქართული წარმართული კალენდრით - სთვლისა, ძველქართული სახელწოდებაა ღვინობისთვე.

ოქტომბერი არის შემოდგომის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და გაზაფხულისა - სამხრეთ ნახევარსფეროში.

ოქტომბრის ზოდიაქოს ნიშნებია სასწორი და ღრიანკალი. ოქტომბერი ყოველთვის იწყება კვირის იმავე დღეს, რითაც იანვარი, გარდა ნაკიანი წლისა.

ძველ რომაული წლის მერვე თვე, რომლის მიხედვითაც, კეისრის რეფორმამდე, წელიწადი მარტიდან იწყებოდა.  სახელი მიიღო ლათინურიდან Octo რვა. ერთ-ერთი იმ შვიდი თვიდან, რომლებშიც 31 დღეა. დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში გაზაფხულის თვეა, ხოლო ჩრდილოეთ ნახევარსფეროში – შემოდგომის.

იმ ქვეყნებსა და რეგიონებში, რომლებიც ამ თვეში ზამთრის დროზე გადადიან, ოქტომბერი წელიწადის ყველაზე გრძელი თვეა (745 საათი).

ცარიცინოს ტბორი ოქტომბერში.

თანამედროვე ეპოქაში გრიგორიანული კალენდრით 30 ოქტომბრამდე მზე ქალწულის  თანავარსკვლავედში იმყოფება, ხოლო 30 ოქტომბრიდან (სხვა მონაცემებით კი 31 ოქტომბრიდან) – სასწორის თანავარსკვლავედში.

დღესასწაულები

14 ოქტომბერი - მცხეთობა