weliwadis Tveebi - noemberi

 

ნოემბერი - (ლათ. November) (რუს. Ноябрь)

გრიგორიანული კალენდარის მეთერთმეტე თვე. ნოემბერში 30 დღე-ღამეა.

სახელი ეწოდა იმ ფაქტის გამო, რომ იგი იყო მეცხრე თვე რომაული კალენდრისა (ლათინურად novem - ცხრა), როდესაც წელი იწყებოდა მარტში. ქართული წარმართული კალენდრით - ტირისკონი (ტირისკნისი), ქართული ხალხური სახელწოდებაა გიორგობისთვე, აგრეთვე ჭინკობისთვე.

ნოემბერი არის შემოდგომის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და გაზაფხულისა - სამხრეთ ნახევარსფეროში.

ნოემბრის ზოდიაქოს ნიშნები ღრიანკალი და მშვილდოსანი.

ნოემბერი იწყება კვირის იმავე დღეს, რითაც მარტი, გარდა ნაკიანი წლისა - თებერვალი.

ძველ რომაული წლის მეცხრე თვე, რომლის მიხედვითაც, კეისრის რეფორმამდე, წელიწადი მარტიდან იწყებოდა.  სახელი მიიღო ლათინურიდან Novem ცხრა. ერთ-ერთი იმ ოთხი თვიდან, რომლებშიც 30 დღეა. კალენდარული შემოდგომის ბოლო თვე დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და გაზაფხულისა – ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.

პროტოსლავები ნოემბრის თვეს *listopadъ უწოდებდნენ (შედარებისთვის: ბელარუსული лістапад; უკრაინული листопад; ჩეხური listopad, პოლონური listopad), რადგან ამ დროს არის ფოთოლცვენა.

თანამედროვე ეპოქაში გრიგორიანული კალენდრით 23 ნოემბრამდე მზე სასწორის  თანავარსკვლავედში იმყოფება, 23-დან 29 ნოემბრამდე ღრიანკლის თანავარსკვლავედში, ხოლო 29 ნოემბრიდან – გველისმჭერის თანავარსკვლავედში (სხვა მონაცემებით კი, შესაბამისად 22 და 30 ნოემბრიდან).

დღესასწაულები

23 ნოემბერი - გიორგობა