weliwadis Tveebi - marti

 

მარტი - (ლათ. March) (რუს. Март)

მესამე თვე იულიუსისა და გრიგორიანულ კალენდრებში. მარტში 31 დღე-ღამეა.

ძველ რომაული წლის პირველი თვე, რომლის მიხედვითაც, კეისრის რეფორმამდე, წელიწადი მარტიდან იწყებოდა. ერთ-ერთი იმ შვიდი თვიდან, რომლებშიც 31 დღეა. დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მარტი გაზაფხულის პირველი თვეა, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში – შემოდგომის პირველი თვეა.

თანამედროვე ეპოქაში გრიგორიანული კალენდრით 11 მარტამდე მზე მერწყულის თანავარსკვლავედში იმყოფება, ხოლო 11 მარტიდან (სხვა მონაცემებით 12 მარტიდან) თევზების თანავარსკვლავედში.

სახელი ეწოდა ომის რომაული ღვთაების მარსის მიხედვით, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ გაზაფხულისა და მიწათმოქმედების ღმერთად ითვლებოდა. იანვრისა და თებერვლის დამატებამდე მარტი იყო კალენდრის პირველი თვე. მარტის ძველქართული სახელწოდებაა მირკანი.

მარტი არის გაზაფხულის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და შემოდგომისა - სამხრეთ ნახევარსფეროში. ბუნიაობის ერთ-ერთი დღე მარტზე მოდის.

მარტი იწყება კვირის იმავე დღეს, როგორც ნოემბერი ჩვეულებრივ წლებში, და როგორც თებერვალი - ნაკიან წელში.

სტატისტიკა და აღწერილობა

ამ თვეზე მოდის გაზაფხულის ბუნიობის დღე 20 (21) მარტს დღე ღამის ტოლია.

თუმცა მარტი გაზაფხულის თვედ ითვლება, რუსეთის უმეტეს ნაწილზე მისთვის დამახასიათებელია უპირატესად ზამთრის ამინდი. მარტის საშუალო თვიური ტემპერატურა მოსკოვის შემოგარენში არის -4,9°С და იცვლება -10,3°С-დან 1917 წელს,  -0,7°С-დე 1921 წელს. თოვლის დნობის დაწყების საშუალო ვადა მოსკოვის შემოგარენში 16 მარტია, ყველაზე ადრეული 3 თებერვალი (1914), გვიანი 10 აპრილი (1895).

მზის ნათების საერთო ხანგრძლივობა შეადგენს 109,3 საათს.

მარტის ბოლოს მზით გამთბარ გორაკებზე, სადაც უკვე დადნა თოვლი, თოვლჭრელებზე, შესაძლოა პირველი ყვავილები გამოჩნდეს. არყის ხეებში წვენი იწყებს ადრეულ მოძრაობას.

ფრინველების მოფრენის საშუალო ვადები: ჭილყვავები დაახლოებით 12 მარტს, ტოროლები დაახლოებით 28 მარტს, შოშიები დაახლოებით თვის 30 რიცხვში. პირველი ნაყარი აქვს თეთრ კურდღელს. ცხელ-ირმებს ახალი რქები ამოსდით. დათვი იღვიძებს ზამთრის ძილისგან.

მარტი კვირის იმავე დღეს იწყება, როდესაც იწყება ნოემბერი (ყოველთვის) და თებერვალი არანაკიან წლებში), ხოლო მთავრდება იმავე დღეს, როდესაც მთავრდება ივნისი.

ისტორია და ეტიმოლოგია

თავისი სახელი თვემ მარსის ომისა და დაცვის რომაული ღვთაების საპატივცემულოდ მიიღო. ძველ რომში, სადაც კლიმატი შედარებით რბილი იყო, მარტი გაზაფხულის პირველ თვეს, მიწათმოქმედების წლის დაწყების ლოგიკურ წერტილს წარმოადგენდა და ითვლებოდა ხელსაყრელ დროდ სეზონური სამხედრო კომპანიის დასაწყებად.

დიდ ბრიტანეთსა და მის კოლონიებში 25 მარტს წელიწადის ათვლის წერტილად 1752 წლამდე იყენებდნენ, როდესაც ქვეყანაში მიღებული იქნა გრიგორიანული კალენდარი.

ისტორიულად მარტის ევროპული სახელები შეიცავდა საქსონურ სახელებს Lentmonat  (ეწოდა დღეღამტოლობისა და დღის გადიდების საპატივცემულოდ), ასევე Rhed-Monat  ან  Hreth-monath (საქსონური ღვთაების Rhedam или Hreth საპატივცემულოდ, რომელსაც ამ თვეში სწირავდნენ მსხვერპლს). ანგლები მარტს უწოდებდნენ Hyld-monath („ქარიშხლის თვეს“). ძველ რუსულ კალენდარში (ქრისტიანობის შემოღებამდე) თვეს ერქვა „სუხიი“ (сухий), ხალხურ სახელებშია, ასევე „ზიმობორ“ (зимобор), „პროტალნიკ“ (протальник), „გრაჩევნიკ“ (грачевник), „კაპელნიკ“ (капельник).

სხვა ენებზე

ევროპული ენების უმრავლესობაში მარტის სახელი შეესაბამება ლათინურ ტრადიციას. თუმცა არსებობს რამდენიმე გამონაკლისი.

ფინურ ენაზე თვეს ჰქვია maaliskuu, maallinen kuu-დან გამომდინარე „მიწის თვე“. ამ დროს თოვლის ქვეშ მიწა ჩნდება. ჩეხურად მარტს ეწოდება březen, უკრაინულად >березень, სიტყვიდან „არყის ხე“, რომელშიც ამ დროს წვენი იწყებს მოძრაობას. აზრობრივად ახლოს არის ბელორუსული სახელი сакавік, სიტყვისგან „წვენი“ (იგულისხმება არყის ხის წვენი). ხორვატულ ენაზე მარტს ეწოდება ožujak, ვარაუდობენ, რომ სახელი წარმოიშვა ხორვაული სიტყვისგან, რომელიც „ტყუილს“ აღნიშნავს, რაც მიუთითებს ამ პერიოდის ორგვარ ბუნებაზე და ამინდის ცვალებადობაზე. ლიტვურ ენაში ეწოდება kovas, სიტყვასიტყვით „ჭილყვავი“.

თანამედროვე ჩინურ და იაპონურ ენებში მარტი აღინიშნება, როგორც „მესამე თვე“.

დღესასწაულები

3 მარტი - დედის დღე

8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე