weliwadis Tveebi - maisi

 

მაისი - (ლათ. May) (რუს. Май)

წელიწადის მეხუთე თვე იულიუსისა და გრიგორიანულ კალენდრებში. მასში 31 დღე-ღამეა.

ძველ რომაული წლის მესამე თვე, რომლის მიხედვითაც, კეისრის რეფორმამდე, წელიწადი მარტიდან იწყებოდა. ერთ-ერთი იმ შვიდი თვიდან, რომლებშიც 31 დღეა. დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხულის მესამე თვეა, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში – შემოდგომის მესამე თვე.

თანამედროვე ეპოქაში გრიგორიანული კალენდრით 13 მაისამდე მზე ვერძის თანავარსკვლავედში იმყოფება, ხოლო 13 მაისიდან (სხვა მონაცემებით 14 მაისიდან) კუროს თანავარსკვლავედში.

სახელი ეწოდა ნაყოფიერების რომაული ღვთაების, მერკურის დედის, მაიას მიხედვით. მაისის ძველქართული სახელწოდებაა ვარდობისავარდობის თვე.

მაისი არის გაზაფხულის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და შემოდგომისა - სამხრეთ ნახევარსფეროში.

მაისის ზოდიაქოს ნიშნებია კურო და მარჩბივი.

არც ერთი თვე არ იწყება კვირის იმ დღით, რითაც მაისი.

სტატისტიკა და აღწერილობა

ჩვეულებრივ მაისში ხდება აცივება, რომელიც ემთხვევა შოთხვის ყვავილობას (ე.წ. „შოთხვის სიცივეები“). ზოგჯერ თოვლიც მოდის: 7 მაისს (1461, 2014), 9 მაისს (1909), 14 მაისს (1466), 15 მაისს (1913), 19 მაისს (1668), 21 მაისს (1927, 1971), 25 მაისს (1470), 26 მაისს (1466). თვის მეორე ნახევარში, როგორც წესი, მშრალი და ცხელი ამინდია.

გაზაფხულის პირველი ჭექა-ქუხილი, ჩვეულებრივ, თვის დასაწყისზე მოდის. საშუალო თარიღია 2 მაისი, ყველაზე ადრეული 23 მარტი (1915), ხოლო ყველაზე გვიანი 31 მაისი (1908). ჰაერში სუსხი საშუალოდ 6 მაისისთვის ქრება, ყველაზე ადრეულად 19 აპრილს (1960), ყველაზე გვიან 4 ივნისს (1930). მაისში ყვავილობს ბაღის მცენარეები: ხურტკმელი, ალუბალი, ვაშლი, ქლიავი, ასფურცელა, მარწყვი. არყის ხეზე ფოთლების გაშლიდან ერთ კვირაში შეიძლება კარტოფილის დარგვა. მაისში ასევე ბევრ ხეებზე იშლება ფოთლები და მრავალი ყვავილი ყვავილობს: შროშანა, ბაბუაწვერა, კესანე, ფურისულა, ქრისტესისხლა, ჭაობის ია და სხვები. ჩნდება სოკოები ღორისსოკო და ხარისფაშვა.

თვის პირველ ნახევარში ბულბული იწყებს გალობას, მეორეში მოფრინავენ მეკირიები. ზამთრის ძილისგან იღვიძებს გველები, ხვლიკები და წყალხმელეთა ცხოველები, ჩნდება კოღოები. ცხოველებისა და ფრინველების უმრავლესობისთვის მაისი შთამომავლობის გაჩენის პერიოდია.

ისტორია და ეტიმოლოგია

თვეს მაისი ეწოდა ბერძნული ქალღმერთის მაიას საპატივცემულოდ, რომელიც გაიგივებული იყო ნაყოფიერების რომაულ ქალღმერთ Bona Dea-თან (კეთილი ქალღმერთი) და რომლის დღესასწაულიც ამ დროზე მოდიოდა. არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ "კეთილი ქალღმერთი“ ეპითეტია და არა საკუთარი სახელი. ასევე ფართოდ არის ცნობილი, რომ ძველ რომში ქალღმერთი მაია გაიგივებული იყო მიწის ქალღმერთ მაიესტასთან და მისი დღესასწაულები მაისზე მოდიოდა (აქედან მოდის თვის სახელი). ძველ იტალიაში მაია-მაიესტა იყო ნაყოფიერი მიწის მფარველი ქალღმერთი. მაიესტა ნიშნავს „დიადს“: „Your Majesty“ თქვენო უდიდებულესობავ – ასე მიმართავენ ბრიტანელები თავის დედოფალს. ინგლისური „majesty“ წარმოიშვა ლათინური majestas-დან, რაც სიდიადეს, ღირსებას აღნიშნავს.

რომაელი პოეტი ოვიდიუსი ამტკიცებდა, რომ მაისის თვემ თავისი სახელი maiores   ანუ „უხუცესების“ საპატივცემულოდ მიიღო და რომ მომდევნო თვე (ივნისი) სახელწოდებულია, iuniores> ანუ „ახალგაზრდების“ საპატივცემულოდ (Fasti VI.88).

მაისის ისტორიული ევროპული სახელწოდებები შეიცავს კარლოს დიდი მიერ გამოყენებულ აღნიშვნას Wonnemond (ძველ გერმანული  wunnimanot-დან „საძოვრების თვე“). ძველ რუსულ კალენდარში (ქრისტიანობის შემოღებამდე) თვეს ერქვა травный („ტრავნი“), ასევე ярець („იარეც“) (სლავური ღმერთის იარილის საპატივცემულოდ), ხალხური სახელწოდებებია травник („ტრავნიკ“), цветень („ცვეტენ“). სახელი მაისი (საეკლესიო წიგნებში маий („მაიი“) ისევე, როგორც სხვა თვეების სახელები, გადმოღებულია ბიზანტიიდან, სავარაუდოდ, იულიუსის კალენდართან ერთად.

გლეხებს ბევრი სამუშაო ჰქონდათ, ამიტომ ეს დრო, ტრადიციულად, არ ითვლებოდა ხელსაყრელად ქორწილებისა და მაჭანკლობისთვის, რამაც ასახვა ჰპოვა რუსულ ანდაზაში: „სიხარულით ვიქორწინებდი, მაგრამ მაისი არ მიშვებს“ და სხვადასხვა ცრურწმენებში იმის შესახებ, რომ მაისში ქორწინება არაკეთილსასურველია. მსგავსი წარმოდგენები ჰქონდათ ძველ რომაელებსაც. ასე მაგალითად, ოვიდიუსი ამტკიცებდა, რომ „მაისში თხოვდებიან მხოლოდ ბოროტები და გარყვნილები“. ძველი ფრანკები მაისში სჯიდნენ ქმრებს, რომლებიც ათამამებდნენ ცოლებს, აძლევდნენ მათ ზედმეტ თავისუფლებას.

ძველ ირლანდიაში 1 მაისს ტარდებოდა ბელტანის დღესასწაული კოცონის რიტუალური ანთებით. ტრადიციის მიხედვით, ამ დროიდან იწყებოდა ზაფხული, ხოლო მაისი ზაფხულის პირველ თვედ ითვლებოდა.

სხვა ენებზე

ევროპული ენების უმრავლესობაში მაისის სახელი შეესაბამება ელინურ-ბერძნულ-რომაულ ტრადიციებს, რომლებიც შემდგომ გადაიღეს ლათინებმა და აბრაამული რელიგიების მიმდევრებმა. თუმცა არის რამდენიმე გამონაკლისი, რომლების გამომდინარეობს რომაული კესარიის გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან.

ჩეხურ ენაზე მაისი květen, ანუ „აყვავებული“ („ცვეტენ“). უკრაინულ ენაზე და ძველ სლავურ ენაზე მთვარის მეხუთე თვეს ეწოდება травень „ბალახისა“. ხორვატულად მაისმა, svibanj, თავისი სახელწოდება მიიღო მცენარე შინდისგან (sviba, Cornus sanguinea), რომელიც ამ დროს თეთრი ყვავილებით ირთვება. ფინურ ენაზე თვეს ჰქვია toukokuu, სავარაუდოდ სიტყვისგან touko „გაზაფხულის საველე სამუშაოები“ და kuu „თვე“. ლიტვურ ენაზე თვის სახელია gegužė, სიტყვისგან gegutė „გუგული“.

თანამედროვე ჩინურ და იაპონურ ენებში მაისი აღინიშნება, როგორც 五月 „მთვარის მეხუთე თვე“.

დღესასწაულები

2 მაისი - ქუთაისობა

12 მაისი - წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე.

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე