weliwadis Tveebi - ivnisi

 

ივნისი - (ლათ. June) (რუს. Июнь)

წელიწადის მეექვსე თვე იულიუსისა და გრიგორიანულ კალენდრებში. ივნისში 30 დღე-ღამეა.

ძველ რომაული წლის მეოთხე თვე, რომლის მიხედვითაც, კეისრის რეფორმამდე, წელიწადი მარტიდან იწყებოდა. ერთ-ერთი იმ ოთხი თვიდან, რომლებშიც 30 დღეა. დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის პირველი თვეა, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში – ზამთრის პირველი თვე.

სახელი ეწოდა ცის კაბადონისა და ქორწინების ღვთაების, იუპიტერის ცოლის, იუნონას მიხედვით. ძველი ქართული წარმართული კალენდრით - მარიალისა. ხალხური სახელწოდებანია თიბათვე და ივანობისთვე.

ივნისი არის ზაფხულის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზამთრისა - სამხრეთ ნახევარსფეროში. მზებუდობის ერთ-ერთი დღე ივნისზე მოდის.

ივნისის ზოდიაქოს ნიშნებია მარჩბივი და კირჩხიბი.

არც ერთი თვე არ იწყება კვირის იმ დღით, რითაც ივნისი.

თანამედროვე ეპოქაში გრიგორიანული კალენდრით 21 ივნისამდე მზე კუროს თანავარსკვლავედში იმყოფება, ხოლო 21 ივნისიდან – ტყუპების (მარჩბივის) თანავარსკვლავედში.

სტატისტიკა და აღწერილობა

ამ თვეზე მოდის ზაფხულის მზებუდობის დღე – 20 (21) ივნისს წელიწადში ყველაზე გრძელი სინათლის დღეა (მოსკოვის განედზე 17სთ23წთ).

ივნისში ბუმბული ცვივა „სანადირო ფრინველებს“: იხვებს და სოღოებს. ყვავის ფიჭვი და ნაძვი.

არც ერთი სხვა თვე არ იწყება კვირის იმ დღით, რომლითაც იწყება ივნისი. სხვა თვეებიდან მხოლოდ მაისს აქვს ეს თვისება. ყოველწლიურად ივნისი კვირის იმ დღით მთავრდება, რომლითაც მთავრდება მარტი.

ისტორია და ეტიმოლოგია

რომაელი პოეტი ოვიდიუსი თავის წიგნში „ფასტები“ გვთავაზობს თვის სახელის ეტიმოლოგიის ორ ვარიანტს. პირველი ვერსიით ამჟამად ყველაზე მეტად აღიარებულით) ივნისის სახელწოდება (mensis Junonis) გამოყავს იუნონას, რომაული ქალღმერთისა და იუპიტერის ცოლის სახელიდან, რომელიც ძველ ბერძნულ პანთეონში ჰერას შეესაბამება. იუნონა მფარველობდა ქორწინებას და ოჯახურ ცხოვრებას, ამიტომ ამ თვეში გათხოვება კეთილსასურველად ითვლებოდა. მეორე ვერსიით ოვიდიუსი ვარაუდობს, რომ ივნისის სახელწოდება წარმოდგენა ლათინური სიტყვიდან iuniores, რაც „ახალგაზრდებს“ ნიშნავს, განსხვავებით maiores  („უხუცესებისგან“), რომელთა საპატივცემულოდ, ვითომდა, დაერქვა სახელი წინა თვეს – მაისს (Fasti VI.1-88). ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ივნისმა სახელი მიიღო რომის პირველი კონსულის ლუციუს იუნიუს ბრუტუსისგან.

ივნისის ისტორიული ევროპული სახელწოდებები შეიცავს მის ძველ გერმანულ აღნიშვნას Brachmonat, რადგან მეურნეობის სამი მინდვრის სისტემის არსებობისას ამ თვეში ამუშავებდნენ ანეულ მინდვრებს (Brachfeld). ძველ რუსულ კალენდარში (ქრისტიანობის შემოღებამდე) თვეს ერქვა изок „იზოკ“ (რაც სლავურად „კუტკალიას“ ნიშნავს), ხალხური სახელწოდებებია „რაზნოცვეტ“ (разноцвет), „სკოპიდომ“ (скопидом), „ ხლებოროსტ“ (хлеборост), „სვეტოზარ“ (светозар).

რომის კათოლიკურ ეკლესიაში ივნისის თვე მაცხოვარს ეძღვნება: ყველგან მიმდინარეობს „იესოს გულის“ წირვა.

სხვა ენებზე

ევროპული ენების უმრავლესობაში ივნისის სახელი შეესაბამება ლათინურ ტრადიციას. თუმცა არის რამდენიმე გამონაკლისი.

ფინურ ენაზე თვეს ჰქვია kesäkuu, სიტყვასიტყვით „ზაფხულის თვე“; თავდაპირველი მნიშვნელობა სახელწოდებამ მიიღო ფინური სიტყვისგან kesanto – ანეული მინდორი, რომელიც ივნისში იხვნებოდა. მწერმა „ცრუფარიანამ“, რომელსაც ამ პერიოდში მეწამული ფერის საღებავის მისაღებად აგროვებდნენ, სახელი მისცა ივნისს რამდენიმე სლავურ ენაზე: უკრაინული червень, ბელარუსული чэрвень, პოლონური czerwiec, ჩეხური červen. ხორვატულად ჰქვია lipanj, ანუ „ცაცხვის თვე“. თვის თურქული სახელწოდება Haziran მომდინარეობს სირიული hazıran-დან „ცხელი“. ლიტვურ ენაზე ეწოდება birželis  სიტყვისგან beržas „არყის ხე“.

თანამედროვე ჩინურ და იაპონურ ენებში ივნისი აღინიშნება, როგორც „მეექვსე თვე“.

დღესასწაულები