weliwadis Tveebi - ivlisi

 

ივლისი - (ლათ. July) (რუს. Июль)

წელიწადის მეშვიდე თვე იულიუსისა და გრიგორიანულ კალენდრებში. ივლისში 31 დღე-ღამეა.

ძველ რომაული წლის მეხუთე თვე, რომლის მიხედვითაც, კეისრის რეფორმამდე, წელიწადი მარტიდან იწყებოდა. ერთ-ერთი იმ შვიდი თვიდან, რომლებშიც 31 დღეა. ის, საშუალოდ, წლის ყველაზე თბილი თვეა დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უმეტეს ნაწილში, (სადაც ივლისი ზაფხულის მეორე თვეა) და წლის ყველაზე ცივი თვეა სამხრეთ ნახევარსფეროს უმეტეს ნაწილში (სადაც ივლისი ზამთრის მეორე თვეა).

თანამედროვე ეპოქაში გრიგორიანული კალენდრით 20 ივლისამდე მზე ტყუპების (მარჩბივის) თანავარსკვლავედში იმყოფება, ხოლო 20 ივლისიდან კირჩხიბის თანავარსკვლავედში.

სახელი ეწოდა იულიუს კეისრის მიხედვით, რომელიც ამ თვეში იყო დაბადებული; ადრე მას ერქვა Quintilis, „მეხუთე“. ივლისის ძველი წარმართული კალენდრით თიბისა, ხალხური სახელწოდებანია მკათათვე დაკვირიკობისთვე. სულხან-საბას მიხედვით ადრე ავი და კვინტოლიონიც ეწოდებოდა.

ივლისი არის ზაფხულის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზამთრისა - სამხრეთ ნახევარსფეროში.

ივლისის ზოდიაქოს ნიშნებია კირჩხიბი და ლომი.

ივლისი იწყება კვირის იმავე დღეს, რითაც აპრილი ჩვეულებრივ წლებში, და იანვარი - ნაკიან წელში.

სტატისტიკა და აღწერილობა

თვის პირველ მესამედში ყვავილობს ცაცხვი, მეორე მესამედში ყვავილობს კარტოფილი და იღებენ საშემოდგომო ქერს. ივლისის ბოლო ხუთი დღე შემოდგომისკენ შემობრუნებად ითვლებოდა დილის სიცივეების გამო, რომლებიც მოყინვის საშიშროებას ქმნიდნენ. 1601 წლის 28 ივლისს მოსკოვში თოვლი მოვიდა და ყინავდა.

ყოველწლიურად ივლისი კვირის იმავე დღეს იწყება, რა დღესაც იწყება აპრილი, ხოლო ნაკიან წლებში – იმავე დღეს, როდესაც იწყება იანვარი. არა ნაკიან წლებში არც ერთი თვე არ მთავრდება კვირის იმავე დღეს, რა დღესაც მთავრდება ივლისი. ნაკიან წლებში ივლისი და იანვარი კვირის ერთსა და იმავე დღეს მთავრდება.

ისტორია და ეტიმოლოგია

თავდაპირველად თვეს ერქვა Quintilis  (ლათინურად Quintus „ხუთი“; ზოგჯერ Quinctilius). ჩვენს წელთაღრიცხვამდე 45 წელს სახელი გადაერქვა გაიუს იულიუს კეისრის საპატივცემულოდ, რომელიც ამ თვეში დაიბადა.

ივლისის ისტორიული ევროპული სახელწოდებები შეიცავს მის ძველ ფრანგულ აღნიშვნას Juignet  („პატარა ივნისი“) და ძველ გერმანულ სახელს, Heumonat  („თივის თვე“), რადგან ივლისში მთავრდება თიბვა. ძველ რუსულ კალენდარში (ქრისტიანობის შემოღებამდე) თვეს ერქვა червен „ჩერვენ“ (აგროვებდნენ ცრუფარიანას), ასევე липец  „ლიპეც“ (ყვავილობდა ცაცხვი), ხალხური სახელწოდებებია страдник „სტრადნიკ“, сенозарник „სენოზარნიკ“, грозник „გროზნიკ“, сладкоежка „სლადკოეჟკა“. ხალხური სახელი макушка лета „ზაფხულის კენწერო“ სიტყვასიტყვით შეესაბამება კელტურ gorphenhaf-ს.

სახელი ივლისი (საეკლესიო წიგნებში иулий „იულიი“) რუსეთში ბიზანტიიდან მოვიდა.

რომის კათოლიკურ ეკლესიაში ივლისის თვე იეზუიტების ორდენის დამაარსებლის, ეგნატე ლოიოლას ხსოვნას ეძღვნება.

სხვა ენებზე

ევროპული ენების უმრავლესობაში ივლისის სახელი შეესაბამება ლათინურ ტრადიციას. თუმცა არის რამდენიმე გამონაკლისი.

ფინურ ენაზე თვეს ჰქვია heinäkuu, ანუ „ბალახის თვე“, რადგან ამ დროს ხდებოდა საქონლისთვის საზამთროდ თივის დამზადება. ჩეხურ ენაზე ივლისის სახელია červenec – červen „ივნისთან“ ანალოგიით, ანუ „პატარა ივნისი“. ხორვატულად ივლისი არის srpanj, სიტყვისგან „ცელი“, მკა იწყებოდა. ცაცხვმა, რომელიც ამ დროს, სხვა ხეებთან შედარებით უფრო გვიან იწყებდა ყვავილობას, მისცა სახელი ივლისს ლიტვურ და სლავურ ენებში: უკრაინული липень, ბელარუსული ліпень, პოლონური lipiec, ლიტვური liepa (სიტყვასიტყვით „ცაცხვი“). თვის თურქული სახელწოდება Temmuz მომდინარეობს ძველი ახლოაღმოსავლური ტრადიციიდან და საფუძვლად შუმერული სიტყვა უდევს, რომელიც ძველი ღვთაების თამმუზის სახელია.

თანამედროვე ჩინურ და იაპონურ ენებში ივლისი აღინიშნება, როგორც „მეშვიდე თვე“.

დღესასწაულები