weliwadis Tveebi - ianvari

 

იანვარი - (ლათ. January) (რუს. Январь)

წლის პირველი თვე იულიუსისა და გრიგორიანულ კალენდრებში. იანვარში 31 დღე-ღამეა. ძველ რომაული წლის მეთერთმეტე თვე, რომლის მიხედვითაც, კეისრის რეფორმამდე, წელიწადი მარტიდან იწყებოდა.

ერთ-ერთი იმ შვიდი თვიდან. ის, საშუალოდ, წელიწადის ყველაზე ცივი თვეა დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უმეტეს ნაწილში (სადაც იანვარი ზამთრის მეორე თვეა), და წელიწადის ყველაზე თბილი თვე დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროს უმეტეს ნაწილში (სადაც იანვარი ზაფხულის მეორე თვეა ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ივლისის ექვივალენტი).

თანამედროვე ეპოქაში გრიგორიანული კალენდრით 20 იანვრამდე მზე მშვილდოსნის თანავარსკვლავედში იმყოფება, ხოლო 20 იანვრიდან (სხვა მონაცემებით 19 იანვრიდან) თხის რქის თანავარსკვლავედში.

იანვრის ძველქართული სახელწოდებაა აპანი, აპნისი.

სტატისტიკა და აღწერილობა

იანვრის საშუალო თვიური ტემპერატურა მოსკოვის შემოგარენში არის -10,3°С და იცვლება -51°С-დან დაფიქსირებულია 1940 წელს,  +8°С-დე - დაფიქსირებულია 2007 წელს.

სინათლის დღე იანვარში დეკემბერთან შედარებით იზრდება 1 სთ 30 წუთით: 7საათიდან 22 დეკემბერს 8 სთ 30 წუთამდე - 30 იანვარს.

წიწვოვან ხეებზე ბუდის შენებას იწყებენ ნისკარტმარწუხები. რქები სცვივა ცხენ-ირმებს და კეთილშობილ ირმებს. მძინარობას ეცემა ჩიქვი, ქვირითს ყრის ღლაბუტა.

არანაკიან წელიწადს იანვარი კვირის იმავე დღეს იწყება, როდესაც იწყება ოქტომბერი, ხოლო ნაკიან წელიწადს აპრილი და ივლისი. არანაკიან წელიწადს იანვარი კვირის იმავე დღეს მთავრდება, როდესაც მთავრდება თებერვალი და ოქტომბერი, ხოლო ნაკიან წელიწადს - ივლისი.

ისტორია და ეტიმოლოგია

იანვარმა თავისი სახელი მიიღო ორსახიანი იანუსის რომაულ მითოლოგიაში დროის, კარისა და კარიბჭეების, ღვთაების საპატივცემულოდ, რამდენადაც ხედავს წარსულ წელიწადს და განჭვრეტს მომავალი წლის დასაწყისს.

თვის სახელი სიმბოლურად აღნიშნავს „წელიწადში შემავალ კარს“ (ლათინური სიტყვიდან „კარი“ ianua). ტრადიციულად, საკუთრივ რომაული კალენდარი 10 თვისგან შედგებოდა და სულ 304 დღეს ითვლიდა ზამთრის გარეშე, რომელსაც „უთვეობის“ დროდ განიხილავდნენ. გადმოცემის თანახმად, ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 713 წელს რომულის ნახევრად მითიურმა მემკვიდრემ ნუმა პომპილიუსმა დაამატა იანვრისა და თებერვლის თვეები, რათა კალენდარი მთვარის კალენდარს გატოლებოდა (365 დღეს) და ისურვა, რომ იანვარი წელიწადის პირველი თვე ყოფილიყო. თავდაპირველად, ძველ რომაულ კალენდარში წელიწადის პირველი თვე იყო მართი (ორიგინალური წყაროები წინააღმდეგობრივია). ცნობილია ორი კონსულის სახელი, რომლებმაც თანამდებობა დაიკავეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 153 წლის 1 მაისს და 15 მარტს, რის შემდეგაც თანამდებობის დაკავება 1 იანვარს ხდებოდა.

შუა საუკუნეების ევროპაში წელიწადის ათვლის დაწყებისთვის სხვადასხვა თარიღები გამოიყენებოდა 25 მარტის, 25 დეკემბრის, 1 მარტის (1492 წლამდე – რუსეთში), 1 სექტემბრის (ბიზანტიაში, რუსეთში უკვე ახალ დროს - 1492-1699 წლებში). ამის მიუხედავად შუა საუკუნეების კალენდრებში ძველებურად გამოიყენებოდა თვეებად დაყოფის რომაული წესი, რომელშიც განაწილება ხდებოდა თორმეტ სვეტად იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით. XVI ასწლეულიდან დაწყებული ევროპის ქვეყნებმა ოფიციალურად დაიწყეს 1 იანვრის მიღება ახალი წლის დასაწყისად. ამ დათარიღებას ზოგჯერ „წინდაცვეთის სტილსაც“ უწოდებენ, რადგან 1 იანვარს ემთხვევა ქრისტეს წინდაცვეთის თარიღი, რომელიც გადაითვლება შობის თარიღიდან 25 დეკემბრიდან მერვე დღეზე. რუსეთში ეს სტილი (ჟამთააღწერის ქრისტეს დაბადებიდან ათვლასთან ერთად) 1700 წლის 1 იანვრიდან შემოიტანა პეტრე პირველმა.

იანვრის ისტორიული ევროპული სახელწოდებები შეიცავს მის საქსონურ აღნიშვნას Wulf-monath („მგლის თვე“) და სახელს, რომელიც მას კარლოს დიდმა უწოდა Wintarmanoth („ზამთრის/ცივი თვე“). ძველ რუსულ კალენდარში (ქრისტიანობის დამკვიდრებამდე) თვეს ეწოდებოდა просинец („პროსინეცი“), მისი ხალხური დასახელებებია ასევე перезимье, лютовей, трескун, ломонос („პერეზიმიე, ლიუტოვეი, ტრასკუნი, ლომონოსი“).

სლავურ საეკლესიო ენაში იანვრის ლათინური სახელი ბიზანტიის გავლით შევიდა, სადაც თვეს გენოვარიცი ეწოდებოდა. საეკლესიო სიტყვა გენუარ, გენუარიი, გენვარი რუსეთში საერო სახელთან იანვართან ერთად იხმარებოდა და ოფიციალურ დოკუმენტებშიც გვხვდებოდა. ჯერ კიდევ 1847 წელს გამოცემული ორთოგრაფიულ ლექსიკონში სიტყვები „გენვარი“ და „იანვარი“ ტოლმნიშვნელოვნებად იხმარებოდა. ვარიანტი „გენვარი“ საბოლოოდ იქნა ამოღებული ხმარებიდან მხოლოდ ი. კ. გროტის მიერ (1885 წელს) შედგენილი „რუსული მართლწერის“ აკადემიური გამოცემის გამოსვლის შემდეგ, რომელმაც დაამტკიცა ერთსახოვნება ამ საკითხში.

სხვა ენებზე

ევროპული ენების უმრავლესობაში წელიწადის პირველი თვის სახელი შეესაბამება ლათინურ ტრადიციას. თუმცა არსებობს რამდენიმე გამონაკლისი.

ფინურად თვეს ჰქვია tammikuu, ანუ „მუხის თვე“, მაგრამ სახელის საწყისი აზრი იყო „ზამთრის შუაგულის თვე“, რადგან tammi  ძველად „ღერძს“ ან „ბირთვს“ აღნიშნავდა. ჩეხურად იანვარს ჰქვია leden, ანუ „ყინულიანი“. უკრაინულ ენაზე – січень, ხორვატულად – siječanj, სიტყვისგან „ჩეხვა“, შესაძლოა, იგულისხმებოდა ხეების ჩეხვა ან ის, რომ ძველად ამ დროს იწყებდნენ ნაკვეთების გაწმენდას ჯირკებისგან, რათა მოემზადებინათ გაზაფხულის თესვისთვის. ამ საქმიანობას „სეჩა“ ეწოდებოდა. პოლონური სახელიც - sěčьnь პროტო-სლავურიდან იღებს სათავეს, თუმცა სახე იცვალა tyka-ს (სარი, პალო) გავლენით. ბელორუსულ ენაში იანვარი - студзень, სიტყვიდან студзіць - ცივი. საამის ენაში ის ცნობილია, როგორც ođđajagimánnu, რაც, უბრალოდ „საახალწლო თვეს“ ნიშნავს. თვის თურქული სახელწოდებაა Ocak - „ღუმელი“, „ბუხარი“. ლიტვურად ეწოდება sausis სიტყვისგან sausu – „მშრალი“, რადგან ლიტვაში ამ თვეში უმეტესად ღრმა, უდნობი თოვლი დევს, რომელსაც „მშრალს“ უწოდებენ.

თანამედროვე ჩინურ და იაპონურ ენებში გრიგორიანული კალენდრის თვეები უბრალოდ ციფრებით აღინიშნება, ასე მაგალითად, იანვარი – „პირველი თვე“, თებერვალი - „მეორე თვე“ და ა. შ. ძველ იაპონურ მთვარის კალენდარში იანვართან მიახლოებულ (და შემდგომ, მასთან ასოცირებულ) თვეს მიცუკი (睦月), ეწოდებოდა, რომლის მნიშვნელობის შესახებაც რამდენიმე განსხვავებული თეორია არსებობს.

დღესასწაულები