weliwadis Tveebi - dekemberi

 

დეკემბერი - (ლათ. December) (რუს. Декабрь)

გრიგორიანული კალენდარის მეთორმეტე და უკანასკნელი თვე. დეკემბერში 31 დღე-ღამეა.

სახელი ეწოდა იმ ფაქტის გამო, რომ იგი იყო მეათე თვე რომაული კალენდრისა (ლათინურად decem - ათი), როდესაც წელი იწყებოდა მარტში. ქართული წარმართული კალენდრით - ტირისდენი, ქრისტიანობიდან მომდინარე ხალხური სახელწოდება - ქრისტეშობისთვე.

დეკემბერი არის ზამთრის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზაფხულისა - სამხრეთ ნახევარსფეროში. მზებუდობის ერთ-ერთი დღე დეკემბერზე მოდის.

დეკემბრის ზოდიაქოს ნიშნებია მშვილდოსანი და თხის რქა.

დეკემბერი ყოველთვის იწყება კვირის იმავე დღეს, რითაც სექტემბერი.

ძველ რომაული წლის მეათე თვე, რომლის მიხედვითაც, კეისრის რეფორმამდე, წელიწადი მარტიდან იწყებოდა.  სახელი მიიღო ლათინურიდან Decem – ათი. წელიწადის დასაწყისის იანვარში გადატანის შემდეგ გახდა წლის ბოლო, მეთორმეტე თვე. ერთ-ერთი იმ შვიდი თვიდან, რომლებშიც 31 დღეა. დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხულის თვეა, ხოლო ჩრდილოეთ ნახევარსფეროში – ზამთრისა. ჩეხები ძველად „მგლის თვეს“ უწოდებდნენ (vlčí měsíc).

თანამედროვე ეპოქაში გრიგორიანული კალენდრით 20 დეკემბრამდე მზე გველისმჭერის თანავარსკვლავედში იმყოფება, ხოლო 20 დეკემბრიდან (სხვა მონაცემებით კი 18 დეკემბრიდან) – მშვილდოსნის თანავარსკვლავედში.

დეკემბერი ყოველთვის იწყება კვირის იმავე დღეს, რითაც სექტემბერი.

დღესასწაულები

1991 სსრკ ოფიციალურად დაიშალა.