weliwadis Tveebi - agvisto

 

აგვისტო - (ლათ. August) (რუს. Август)

წელიწადის მერვე თვე იულიუსისა და გრიგორიანულ კალენდრებში. აგვისტოში 31 დღე-ღამეა.

ამ თვეს, თავდაპირველად, ლათინურად, სექსტილისი ერქვა, რადგანაც ორიგინალურ რომაულ ათთვიან კალენდარში, რომელიც რომულუსმა შემოიღო ძვ. წ. 753 წელს და რომელშიც წელიწადი მარტში იწყებოდა, მეექვსე ადგილი ეკავა (სექს ლათინურად „ექვსი“). ძვ. წ. 700 წლისათვის, იგი მერვე თვე გახდა, მას შემდეგ, რაც რომის მეფე ნუმა პომპილიუსმა კალენდარში მარტამდე იანვარი და თებერვალი ჩაამატა. მან, ასევე, თვეს 29 დღე მიაკუთვნა. იულიუს კეისარმა, რომელმაც ძვ. წ. 45 წელს იულიუსის კალენდარი შემოიღო, თვეს 2 დღე დაუმატა, რითაც მან თავისი დღევანდელი სიგრძე, 31 დღე მიიღო. ძვ. წ. 8 წელს მას, ოქტავიანე ავგუსტუსის პატივსაცემად, აგვისტო უწოდეს (ფართოდ გავრცელებული აზრის მიუხედავად, მას ერთი დღე თებერვლისაგან არ აუღია). სენატის გადაწყვეტილების მიხედვით, რომლის ციტირებასაც მაკრობიუსი აკეთებს, საამისოდ ეს თვე იმიტომ შეირჩა, რომ ავგუსტუსის ტრიუმფის უმნიშვნელოვანესი მოვლენები, ეგვიპტის დაპყრობის ჩათვლით, სწორედ ამ თვეს ემთხვეოდა. ქართული წარმართული კალენდრის მიხედვით „ქველთობისა“ ერქვა. შემდეგ აგვისტოს პარალელურად მარიამობისთვე გავრცელდა.

აგვისტო არის ზაფხულის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზამთრისა - სამხრეთ ნახევარსფეროში.

აგვისტოს ზოდიაქოს ნიშნებია ლომი და ქალწული.

აგვისტო იწყება კვირის იმავე დღეს, როგორც თებერვალი მხოლოდ ნაკიან წელს.

თანამედროვე ეპოქაში გრიგორიანული კალენდრით 10 აგვიტომდე მზე კირჩხიბის  თანავარსკვლავედში იმყოფება, ხოლო 10 აგვისტოდან (სხვა მონაცემებით კი 11 აგვისტოდან) ლომის თანავარსკვლავედში.

სტატისტიკა და აღწერილობა

აგვისტოს ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ტემპერატურა მოსკოვის შემოგარენში (+12,4°С) აღნიშნულია 1884 წელს. ყველაზე ადრეული ყინვები ჰაერში დაფიქსირებულია 11 აგვისტოს (1939), ნიადაგის ყველაზე ადრეული მოყინვა 25 აგვისტოს (1921). ნალექების საშუალო რაოდენობაა 68 მმ, გადახრებით 1 მმ-დან (1938 წელს) 151 მმ-დე (1918 წელს).

აგვისტოში მთავრდება საშემოდგომო ქერისა და ჭვავის აღება, თესავენ საშემოდგომო ქერს. კრეფენ მოცხარს, ხურტკმელს, ჟოლოს, იღებენ ხახვისა და ნივრის მოსავალს, განმეორებით თესავენ საადრეო მწვანე კულტურებს. მწიფდება ვაშლის საზაფხულო ჯიშები, მაყვალი და ტყის თხილი, ამოდის მანჭკვალა. ლიკოპოდიუმი წარმოქმნის სპორებს (იყენებდნენ პიროტექნიკაში). ჭკნება კარტოფილის ღეროფოჩები.

რუსეთის ცენტრალურ ზოლში იწყება ზოგიერთი ფრინველის გადაფრენა: მოლაღურის მეკირიასი, ბულბულის. ბევრ ფრინველს ცვივა ბუმბული. ანკარა დებს კვერცხებს.

არა ნაკიან წლებში არც ერთი თვე არ იწყება კვირის იმ დღით, რომლითაც იწყება აგვისტო, ხოლო ნაკიან წლებში ამავე დღით იწყება თებერვალი. აგვისტო და ნოემბერი ყოველწლიურად კვირის ერთსა და იმავე დღეს მთავრდება.

რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში „შავ აგვისტოდ“ იწოდება აგვისტო იმ წლებში, როდესაც რუსეთში ესა თუ ის უბედური შემთხვევა ხდებოდა. ეს განპირობებულია კატასტროფებისა და კრიზისების დიდი რაოდენობით პოსტსაბჭოთა პერიოდში, დაწყებული 1991 წლის 19-21 აგვისტოდან.

ისტორია და ეტიმოლოგია

თავდაპირველად თვეს ერქვა „სექსტილიუსი“ (ლათინურიდან Sextilis „ექვსი“) და მასში 29 დღე იყო. იულიუს კეისარმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 45 წელს, რომის კალენდრის რეფორმირებისას კიდევ ორი დღე დაუმატა, რითაც მას თანამედროვე, 31-დღიანი სახე მისცა.

თავისი დღევანდელი სახელი აგვისტომ მიიღო რომის იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის საპატივცემულოდ, რომლის სახელიც რომის სენატმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 8 წელს უწოდა იმპერატორის ცხოვრებაში განსაკუთრებით ბედნიერ თვეს. Senatus consultum-ის მიხედვით, მაკრობიუსის ციტირებით, ოქტავიანემ ეს თვე თავისთვის აირჩია, რადგან ამ თვეში მოიპოვა რამდენიმე დიდი გამარჯვება, მათ შორის – ეგვიპტის დაპყრობა. მსგავსი პატივი მანამდე სენატმა იულიუს კეისარს მიაგო, რომლის სახელის მიხედვითაც თვეს „კვინტილიუსი“ (ლათინურიდან – Quintilis – მეხუთე) გადაერქვა სახელი და „ივლისი“ (ლათინურიდან – Julius) ეწოდა.

გავრცელებული ლეგენდის თანახმად (რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში XIII საუკუნის მეცნიერმა საკრობოსკომ შემოიტანა), თავდაპირველად „სექსტილიუსი“, თითქოსდა 30 დღისგან შედგებოდა, მაგრამ ოქტავიანე ავგუსტუსმა ის 31 დღემდე გაზარდა, რათა ის არ ყოფილიყო იულიუს კეისრისადმი მიძღვნილ თვეზე მოკლე, ხოლო თებერვალს გამოაკლო ერთი დღე, რის გამოც მასში ჩვეულებრივ წლებში მხოლოდ 29 დღეა. თუმცა ამ თეორიის უარმყოფელი მრავალი მტკიცებულება არსებობს. კერძოდ, ის არ არის შესაბამისობაში სეზონების ვარრონის მიერ მოყვანილ ხანგრძლივობასთან, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 37 წელს, ოქტავიანეს სავარაუდო რეფორმამდე წერდა, 31-დღიანი სექსტილიონია ჩაწერილი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 24 წლის ეგვიპტურ პაპირუსზე, ხოლო 28-დღიანი თებერვალი ნაჩვენებია Fasti Caeretani კალენდარში, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 12 წლით არის დათარიღებული.

აგვისტოს ისტორიული ევროპული სახელწოდებები შეიცავს მის ძველ გერმანულ აღნიშვნას Erntemonat („მოსავლის თვე“). ძველ რუსულ კალენდარში (ქრისტიანობის შემოღებამდე) თვეს ერქვა зарев („ზარევ“) (ცივი ალიონების გამო), ასევე серпень „სერპენ“ (მთავრდებოდა მკა), ხალხური სახელწოდებებია густоед, разносол, хлебосол, жнивень, припасиха-собериха, венец лета, ленорост, межняк (გუსტოედ, რაზნოსოლ, ხლებოსოლ, ჟნივენ, პრიპასიხა-სობერიხა, ვენეც ლეტა, ლენოროსტ, მეჟნიაკ). სახელწოდება „აგვისტო“ რუსეთში ბიზანტიიდან შემოვიდა.

ირლანდიელები 1 აგვისტოს ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში ატარებდნენ „ზაფხულის გასტუმრებას“ იმ ტრადიციის მიხედვით, რომელიც სათავეს კელტური დღესასწაულიდან Брон Трограйн (ირლანდიაში ლუგნასად) იღებს, ხოლო აგვისტოს შემოდგომის პირველ თვედ მიიჩნევდნენ.

სხვა ენებზე

მსოფლიოს ენების უმრავლესობაში აგვისტოს სახელი შეესაბამება ლათინურ ტრადიციას. თუმცა არის რამდენიმე გამონაკლისი.

თურქულ ენებში აგვისტო მეექვსე თვეს შეესაბამება და ტამიზ Tamyz ეწოდება (კოცონის დანთების დრო) ან არაბულად სუმბილე Сүмбіле (ვარსკვლავ სირიუსის სახელის მიხედვით). ფინურ ენაში თვეს ჰქვია elokuu  („პურის თვე“), სიტყვიდან elo „სიცოცხლე, პური, მარცვალი“, ამ თვეში სრულდებოდა მინდვრებიდან მოსავლის აღება. მკაზე მიუთითებს აგვისტოს სახელები სლავურ ენებშიც: უკრაინული серпень, პოლონური sierpień, ჩეხური srpen, სიტყვისგან  „ნამგალი“. ბელორუსულად жнівень, სიტყვისგან „მკა“. ხორვატულად აგვისტოს ეწოდება kolovoz (ენათესავება ბულგარულ სიტყვას коловоз „ნაურმალი“), რადგან ამ თვეში მასობრივად გაჰქონდათ მოსავალი მომკილი მინდვრებიდან. ლიტვურ ენაში ეწოდება rugpjūtis  („ჭვავის მკა“), ნაწარმოების სიტყვებიდან „ჭვავი“ rugis და pjūtis „მკა“. თვის ირლანდიური სახელწოდება An Lúnasa სინათლის ღვთაებიდან „ლუგ“ არის წამოსული.

თანამედროვე ჩინურ, კორეულ, ვიეტნამურ და იაპონურ ენებში აგვისრო აღინიშნება, როგორც „მერვე თვე“. ძველი იაპონიის მთვარის კალენდარში თვეს, რომელიც ახლოს იყო აგვისტოსთან (და მოგვიანებით მასთან ასოცირდა), ეწოდებოდა „ხაძუკი“ (叶月) – „ფოთლების თვე“.

ტაი ენაზე თვეს ჰქვია „სინგ-ხა-კომ“ (สิงหาคม), სიტყვიდან „სინგხა“ „ლომი“.

დღესასწაულები

28 აგვისტო - მარიამობა