weliwadis droebi - zamTari

 

ზამთარი - (ლათ. Winter) (რუს. Зима)

ზამთარი წლის ყველაზე ცივი სეზონია პოლარულ და ზომიერ კლიმატებში, შემოდგომასა და გაზაფხულს შორის. ზამთრის გამომწვევი მიზეზია დედამიწის ღერძის გადახრა მზისგან მოცემულ ნახევარსფეროში. სხვადასხვა ქვეყნებში ზამთრის დასაწყისად სხვადასხვა თარიღია განსაზღვრული და ზოგიერთი ქვეყანა თარიღს ამინდის საფუძველზე განსაზღვრავს. როცა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთარი დგება, ამ დროს სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხულია და პირიქით. ბევრ რეგიონში ზამთარი ასოცირდება თოვლთან და ყინვასთან. ზამთრის ნაბუნიობის მომენტი დგება როდესაც მზის ზენიტში ყოფნა ჩრდილოეთ ან სამხრეთ პოლუსთან მიმართებაში ყველაზე უარყოფითი სიდიდეა (ანუ, მზე იმყოფება ყველაზე შორეულ წერტილში ჰორიზონტს ქვემოთ, თუ გავზომავთ პოლუსიდან), რაც იმას ნიშნავს, რომ ეს იქნება ყველაზე ხანმოკლე დღე და ყველაზე გრძელი ღამე. დღეები, როდესაც მზე ყველაზე ადრე ჩადის და ყველაზე გვიან ამოდის, პოლარული რეგიონების გარეთ განსხვავდება ზამთრის ნაბუნიობის თარიღისგან, თუმცა ეს დამოკიდებულია გადენზე, ვინაიდან დედამიწის ელიპტური ორბიტის გამო გამოწვეულია ასტრონომიული დღის ცვალებადობა წლის განმავლობაში (იხ. მზის ყველაზე ადრე ამოსვლა და ყველაზე გვიან ჩასვლა).

ეტიმოლოგია

ინგლისური სიტყვა "winter" („ზამთარი“) წარმოსდგება ფოტო-ინდო-ევროპული სიტყვისგან "Wend", რაც „ზამთარს“ ნიშნავს.

მიზეზი

იხ. ასევე: მზის დახრილობის კუთხის გავლენა კლიმატზე

დედამიწის ღერძის დახრილობა მისი ორბიტის სიბრტყეზე დიდ გავლენას ახდენს ამინდზე. დედამიწა გადახრილია 23.44°-ით მისი ორბიტის სიბრტყეზე და ეს იწვევს რომ დედამიწაზე სხვადასხვა განედები პირდაპირ უყურებს მზეს დედამიწის ორბიტის გარშემო ბურვისას. სწორედ ეს ცვალებადობა იწვევს სეზონების ცვლილებას. როდესაც ჩრდილეთ ნახევარსფეროში ზამთარია, სამხრეთ ნახევარსფერო მზეს უყურებს უფრო პირდაპირ და ამრიგად მასზე ზემოქმედებს უფრო თბილი ტემპერატურა, ვიდრე ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე. და პირიქით, ზამთარი სამხრეთ ნახევარსფეროში დგება მაშინ როცა ჩრდილოეთ ნახევარსფერო უფრო მზისკენაა გადახრილი. თუ თვალს მივადევნებთ, ზამთრის მზე ნაკლებ სიმაღლეზეა ცაში, ვირდე ზაფხულის მზე.

ზამთრის განმავლობაში ორივე ნახევარსფეროში, მზის დაბალ სიმაღლეზე ყოფნა იწვევს მზის სინათლის დარტყმას ამ ნახევარსფეროზე დახრილი კუთხით. რეგიონებში, სადაც ზამთარი დგება, მზის რადიაციის იგივე ოდენობა ვრცელდება უფრო დიდ ტერიტორიაზე. ამ გავლენას ემატება უფრო მეტი დისტანცია, რომელიც სხივმა უნდა გაიაროს ატმოსფეროში, რაც ატმოსფეროს აძლევს საშუალებას გაფანტოს მეტი სითბო. ამ გავლენებთან შედარებით, ცვლილებების მანძილი დედამიწიდან მზემდე უმნიშვნელოა.

მეტეოროლოგიური ზამთრის გამოვლინება (მინუს ტემპერატურა) ჩრდილოეთის თოვლით დაფარულ პარალელებზე დიდად ცვალებადია მზის სიმაღლიდან გამომდინარე, მისი პოზიციიდან გამომდინარე ზღვის ქარებთან და დალექვის ოდენობასთან. საყურადღებოა კანადა, ქვეყანა, რომელიც ჩვეულებრივ ასოცირდება მის მკაცრ ზამთართან. უინიპეგში, დიდ ველზე, ფარდობით მანძილზე იანვარში ყველაზე მაღალი ტემპერატურაა −11.3 °C (11.7 °F) და ყველაზე დაბალი −21.4 °C (−6.5 °F). ვანკუვერთან შედარებით, რომლის სანაპიროზეც გავლენას ახდენს წყნარი ოკეანის ქარები, იანვარში ტეპერატურა 1.4 °C (34.5 °F)-ია, დღისით ყინვის ტემპერატურა 6.9 °C (44.4 °F)-ზე მეტია. ორივე ლოკაცია ჩრდილოეთ 49-ე პარალელზე მდებარეობს და კონტინენტის ერთი და იგივე დასაველთ ნაწილში. იგივე გავლენები, თუმცა ნაკლებ უკიდურესი სხვაობებით შეიძლება ვნახოთ ევროპაში, სადაც ბრიტანეთის კუნძულებზე არასოდეს არ არის ნულზე დაბალი ტემპერატურა, მიუხედავად მათი ჩრდილოეთ მდებარეობისა.

მეტეოროლოგიური გაანგარიშება

მეტეოროლოგიური ზამთარი არის ზამთრის სეზონის გაზომვის მეთოდი, რომელსაც მეტეოროლოგები იყენებენ „მგრძნობიარე ამინდის ნიმუშების“ საფუძველზე ჩანაწერების გაკეთების მიზნით, ასე რომ მეტეოროლოგიური ზამთარი განსხვავდება განედების მიხედვით. მეტეოროლოგები ზამთარს ხშირად განმარტავენ როგორც სამ კალენდარულ თვეს ყველაზე დაბალი საშუალო ტემპერატურით, ანუ თვეებს - დეკემბერი, იანვარი და თებერვალი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ივნისი, ივლისი და აგვისტო სამხრეთ ნახევარსფეროში. სეზონის ყველაზე ცივი საშუალო ტემპერატურა ჩვეულებრივ ფიქსირდება იანვარში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ივნისში, ივლისში ან აგვისტოში სამხრეთ ნახევარსფეროში. ღამის საათები ზამთრის სეზონში დომინანტურია და ზოგიერთ რეგიონში ზამთარში ყველაზე მეტი ნალექი მოდის, ასევე ტენიანობა მეტია მუდმივი თოვლის საფარის გამო ან დაბალი ტემპერატურისა და მაღალნალექიანობის გამო, რაც ხელს უშლის აორთქლებას. ძლიერი შტორმი ხშირად წარმოიქმნება და იწვევს ბევრი ტრანსპორტის დაყოვნებას. „ალმასის მტვერი“, ასევე ცნობილი როგორც ყინულის ნემსები ან ყინულის კრისტალები, იწვევს თითქმის −40 °F (−40 °C) ტემპერატურას, იმის გამო რომ ჰაერი ოდნავ მეტად ტენიანია უფრო ცივ, ზედაპირულ ჰაერთან შერევის გამო. ისინი წარმოადგენს მარტივ ყინულის კრისტალებს, რომლებსაც ექვსკუთხა ფორმა აქვთ. შვედეთის მეტეოროლოგიურმა ინსტიტუტმა ზამთარი განმარტა როგორც ამინდი, როდესაც ტემპერატურა ხუთი თანმიმდევრული დღის მანძილზე ეცემა 0 °C (32 °F)-ზე ქვემოთ. ინსტიტუტის განმარტებით, ზამთარი სკანდინავიაში უფრო მკვეთრად გამოხატულია, როდესაც ატლანტიკის დაბალი წნევის სისტემები კურსს იღებს უფრო სამხრეთით და ჩრდილოეთით, ტოვებს რა ღია გასასვლელს მაღალი წნევის სისტემების შემოსასვლელად და იწვევს ცივ ტემპერატურას. ამის შედეგად, ყველაზე ცივი ზამთარი 1987 წელს ამასთანავე ყველაზე მზიანი იყო სტოკჰოლმში.

თოვლის და ყინულის აკუმულაცია ზოგადად ასოცირდება ზამთართან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, აქ არსებული დიდი მიწის მასების გამო. სამხრეთ ნახევარსფეროში ყველაზე საზღვაო კლიმატი და მიწის ფარდობითი ნაკლებობა 40°S-ით ზამთარს უფრო რბილს ხდის, ამრიგად, თოვლი და ყინული ნაკლებია სამხრეთ ნახევარსფეროს დასახლებულ ადგილებში. ამ რეგიონში თოვლი ყოველ წელს მოდის შემაღლებულ რეგიონებში, როგორიცაა ანდები, ავსტრალიის დიდ ქედზე და ახალი ზელანდიის მთებში და ასევე სამხრეთით პატაგონიას რეგიონში, სამხრეთ ამერიკაში. თოვლი მთელი წლის განმავლობაშია ანტარქტიდაზე.

ასტრონომიულად და სხვა კალენდარზე დაყრდნობით წარმოებული გამოთვლები

ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ზოგიერთი ინსტიტუტი ზამთრის პერიოდს განსაზღვრავს ასტრონომიული ფიქსირებული პუნქტებით (ანუ მხოლოდ დედამიწის მდებარეობის მიხედვით მის ორბტაზე მზის გარშემო), მიუხედავად ამინდის პირობებისა. ამ განსაზღვრების ერთ ვერსიაში ზამთარი იწყება ზამთრის ნაბუნიობისას და მთავრდება გაზაფხულის ბუნიაობას. ეს თარიღები მოდის იმ თარიღების შემდეგ, რომლებიც გამოიყენება მეტეოროლოგიური ზამთრის დაწყებისა და დასრულების განსაზღვრისთვის - როგორც წესი ითვლება რომ მოიცავს დეკემებრს, იანვარს და თებერვალს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ივნისს, ივლისს და აგვისტოს სამხრეთში.

ასტრონომიულად, ზამთრის ნაბუნიობა, რომელიც არის წელიწადის დღე, როდესაც დღე ყველაზე მოკლეა, უნდა იყოს სეზონის შუა, მაგრამ სეზონური ჩამორჩენა ნიშნავს, რომ ყველაზე ცივი პერიოდი ჩვეულებრივ მოსდევს ნაბუნიობას რამდენიმე კვირით. ზოგიერთ ქვეყანაში სეზონს მიიჩნევენ, რომ იწყება ნაბუნიობას და მთავრდება ბუნიაობას - ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, წლიდან გამომდინარე, ეს შეესაბამება პერიოდს 21 ან 22 დეკემბრიდან და 19, 20 ან 21 მარტს შორის. გაერთიანებულ სამეფოში მეტეოროლოგები თვლიან, რომ ზამთარი არის ყველაზე ცივი სამი თვე - დეკემბერი, იანვარი და თებერვალი.

სკანდინავიაში, ზამთარი იწყება 14 ოქტომბერს და მთავრდება თებერვლის ბოლო დღეს. საქართველოში ამჟამად კალენდარული ზამთარი იწყება 1 დეკემბერს და გრძელდება თებერვლის ბოლომდე, თუმცა ტრადიციულად იწყებოდა შობიდან (25 დეკემბერი ძველი სტილის კალენდრით ან 7 იანვარი ქართული კალენდრით) ხარებამდე (25 მარტი ძველი კალენდრით).  ბევრ ქვეყანაში სამხრეთ ნახევარსფეროში, მათ შორის ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში და სამხრეთ აფრიკაში ზამთარი იწყება 1 ივნისს და მთავრდება 31 აგვისტოს. კელტურ ერებში, როგორიცაა ირლანდია (რომელიც იყენებს ირლანდიურ კალენდარს) და სკანდინავიაში, ზამთრის ნაბუნიობად ტრადიციულად ითვლება შუა ზამთარი, სადაც ზამთრის სეზონი იწყება 1 ნოემბერს, ყველაწმინდა ან სამაინის დღესასწაულზე. ზამთარი მთავრდება და გაზაფხული იწყება იმბოლკის ან მირქმის დღესასწაულზე, 1 ან 2 თებერვალს. სეზონების ეს სისტემა ეფუძნება მხოლოდ დღეების ხანგრძლივობას. (ყველაზე მოკლე დღეების სამთვიანი პერიოდი და ყველაზე ნაკლები მზის რადიაცია ფიქსირდება ნოემბერში, დეკემბერში და იანვარში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და მაისში, ივნისში და ივლისში სამხრეთ ნახევარსფეროში).

ასევე, ბევრი ევროპული ქვეყანა აღიარებს წმინდა მარტინის დღეს (11 ნოემბერი) როგორც ზამთრის პირველ დღეს. ეს დღე ემთხვევა ძველი კალენდრის შუაგულსა და ნაბუნიობის დღეებს შორის. ასევე ზოგიერთი ქვეყანა გაზაფხულის დადგომად აღიარებს ვალენტინობის დღეს (14 თებერვალი), როგორც ყვავილების გაშლის პერიოდს.

ჩინურ ასტრონომიაში და სხვა აღმოსავლეთ აზიურ კალენდრებში, ზამთარი იწყება 7 ნოემბერს ან დაახლოებით ამ თარიღზე. სამთვიანი პერიოდი, რომელიც ასოცირდება ყველაზე ცივ საშუალო ტემპერატურასთან ჩვეულებრივ იწყება დაახლოებით ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და გრძელდება თებერვლის ბოლომდე ან მარტის დასაწყისამდე. ეს „თერმოლოგიური ზამთარი“ დგება ნაბუნიობამდე, თუმცა კელტურ განთიადამდე. სეზონური ჩამორჩენიდან გამომდინარე, ეს პერიოდი განსხვავდება კლიმატურ რეგიონებს შორის.

კულტურულმა გავლენებმა, როგორიცაა საშობაო ბაზრობა ბოლო წლებში გამოიწვია, რომ ზამთრის სეზონი აღიქმება რომ იწყება უფრო ადრე, თუმცა მაღალ განედზე მდებარე ქვეყნები, როგორიცაა კანადა ჩვეულებრივ ზამთარს იწყებენ დეკემბრის ნაბუნიობამდე.

ეკოლოგიური გამოთვლები და აქტიურობა

ზამთრის ეკოლოგიური გამოთვლა განსხვავდება კალენდარზე დაფუძნებული გამოთვლებისგან ფიქსირებული თარიღების გამოყენების თავიდან აცილების გზით. ეს არის ერთ-ერთი იმ ექვს სეზონთაგანი, რომელსაც ეკოლოგების უმრავლესობა აღიარებს, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენებენ ტერმინს "დაზამთრება" ამ პერიოდის დახასიათებისთვის (სხვა ეკოლოგიური სეზონების სახელწოდებებია: წინასაგაზაფხულო, საგაზაფხულო, საზაფხულო, გვიანი ზაფხული და საშემოდგომო). დაზამთრების სეზონი ემთხვევა ყოველწლიურად ბიოლოგიური ძილის ძირითად პერიოდს, რომელთა თარიღები განსხვავდება დედამიწის ზომიერ ზონებში ადგილობრივი და რეგიონული კლიმატის მიხედვით. კროკუსის ყვავილების გამოჩენას შეუძლია იმ ნიშნის მოცემა, რომ ზამთრის პერიოდი იცვლება წინასაგაზაფხულო სეზონით იანვრის ბოლო რიცხვებისკენ რბილი ზომიერი კლიმატის პირობებში.
მკაცრი ზამთრის პირობებიდან გამომდინარე ბევრ ცხოველს გამოზამთრებისთვის შემუშავებული აქვთ სხვადასხვა ქცევითი და მორფოლოგიური ადაპტაციის ფორმები:
მიგრაცია არის ჩვეულებრივი მოვლენა, რომელიც ზამთარში შეინიშნება ცხოველებში, განსაკუთრებით ფრინველებში. თუმცა, ფრინველთა უმრავლესობა არ განიცდის მიგრაცია, მაგალითად კარდინალები (ჩიტის სახეობა) და ევროპული მეჟოლია (ბუტბუტა). ზოგიერთი პეპელა სეზონურად განიცდის მიგრაციას.
ზამთრიანობა არის მდგომარეობა შემცირებული მეტაბოლური აქტივობით ზამთრის განმავლობაში. ზოგიერთ ცხოველს "სძინავს" ზამთარში და საცხოვრებლიდან მხოლოდ მაშინ გამოდის, როდესაც თბილი ამინდი დგება; მაგ.: გოფერები (მღრღნელის სახეობა), ბაყაყები, გველები და ღამურები.
ზოგი ცხოველი ზამთრისთვის საკვებს იმარაგებს და ამ ხერხით გამოიზამთრებს. ასე იქცევიან ციყვები, თახვები, სკუნსები, მაჩვები და ენოტები.
რეზისტენტობა შეინიშნება, როდესაც ცხოველი ზამთარს უძლებს ფერისა და კუნთის (მუსკულატურის) ცვლილებით. ბეწვის ან ბუმბულის საფარის ფერი ხდება თეთრი (თოვლის მსგავსი რომ გახდეს) და ამგვარად მისი ფარული შეფერილობა შენარჩუნებულია მთელი წლის განმავლობაში. მაგალითად კლდის კაკაბი, არქტიკული მელა, სინდიოფალა, თეთრკუდა კურდღელი და მთის ბოცვერი.
ზოგიერთი ბეწვიანი ძუძუმწოვრები ზამთარში მძიმე ქურთუკს "იძენენ"; ეს აუმჯობესებს სითბოს შენარჩუნების ხარისხს. ბეწვის საფარი იწყებს ცვენას ზამთრის სეზონის შემდეგ, რათა უკეთესი გაგრილება უზრუნველყოფილ იყოს. ზამთარი ხაფანგის დამგები მონადირეებისთვის საყვარელი სეზონია, რადგან ცხოველის მძიმე ბეწვის საფარი საკმაოდ მომგებიანი მონაპოვარია მათთვის.
თოვლი ასევე გავლენას ახდენს ცხოველები ქცევაზე; ბევრი სარგებლობს თოვლის იზოლაციური თვისებებით და იწყობს სოროს თოვლში. თაგვები და ვირთხები ჩვეულებრივ თოვლის ფენის ქვეშ ცხოვრობენ.

ზოგიერთი ერთწლოვანი მცენარე ვერ უძლებს ზამთარს. ზოგიერთ ერთწლიან მცენარეს სჭირდება ზამთრის სიცივე თავისი ცხოვრების ციკლის დასასრულებლად. ამ პროცესს ეწოდება იაროვიზაცია. რაც შეეხება მრავალწლიანი ნარგავებს, ბევრი პატარა ტანის მცენარე სარგებლობს თოვლის თბოიზოლაციის ეფექტით და გამოსაზამთრებლად ეფლობა თოვლში. უფრო დიდი მცენარეები, განსაკუთრებით კი ფოთლოვანი ხეები, ჩვეულებრივ, თავიანთი ზედა ნაწილით "ძილს" ეძლევიან, მაგრამ მათი ფესვები კვლავ დაცულია თოვლის ფენით. რამდენიმე მცენარე ყვავის ზამთარში, ერთ-ერთი გამონაკლისი მოყვავილე ქლიავია, რომელსაც გამოაქვს ყვავილი ჩინური ახალი წლისთვის. პროცესს, რომლის მიხედვითაც მცენარეები განიცდიან აკლიმატიზაციას ცივ ამინდში, ზამთარგამძლეობა ეწოდება.

განსაკუთრებით ცივი ზამთრები

1683–1684, „დიდი გამყინვარება“, როდესაც ტემზა გაიყინა ლონდონის ხიდამდე და გაყინული იყო დაახლოებით ორი თვე. ყინული დაახლოებით 27 სმ (11 ინჩი) სისქის იყო ლონდონში და 120 სმ (47 ინჩი) სისქის სომერსეტში. ზღვის გაყინვა 2 მილამდე (3.2 კმ) ჩრდილოეთის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, რამაც მწვავე პრობლემები გამოიწვია გემების მიმოსვლისთვის და ხელი შეუშალა ბევრი ნავსადგომის გამოყენებას.

1739–1740, ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ზამთარი გაერთიანებულ სამეფოში. ტემზა დაახლოებით 8 კვირა იყო გაყინული. ირლანდიურმა შიმშილმა 1740-1741 წლებში სულ მცირე 300,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

1816 წელი იყო წელი ზაფხულის გარეშე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. ზამთრის უჩვეულო სიცივე 1815-1816 წლებში და მომდევნო ზაფხულში ძირითადად გამოწვეული იყო ინდონეზიაში თამბორის მთის ამოფრქვევით, 1815 წლის აპრილში. ადგილი ჰქონდა მეორეულ ზემოქმედებას უცნობი ამოფრქვევისგან და ამოფრქვევებისგან 1810 წლისთვის და რამდენიმე უფრო მცირე ამოფრქვევებისგან მთელს მსოფლიოში 1812-სა და 1814 წლებს შორის პერიოდში. კუმულაციური ზემოქმედება მთელს მსოფლიოში გავრცელდა, თუმცა განსაკუთრებით ძლიეირ იყო აღმოსავლეთ შეერთებულ შტატებში, ატლანტიდის კანადაში და ჩრდილოეთ ევროპაში. მაისში ნიუ ინგლენდში წარმოქმნილმა ყინვამ ბევრი ახალნათესები გაანადგურა და ზაფხული აღარ დადგა. ნიუ იორკში და მაინში ივნისში თოვლი მოვიდა და ტბებში და მდინარეებში ივლისში და აგისტოში ყინული გაჩნდა. გაერთიანებულ სამეფოში თოვლის ნარჩენები მთებზე ივლისის ბოლომდე შემორჩა და ტემზა სექტემბერში გაიყინა. სასოფლო-სამეურნეო ნათესები განადგურდა და შინაური ცხოველები დაიხოცნენ უფრო მეტად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, რამაც საკვების დეფიციტი და შიმშილი გამოიწვია მე-19 საუკუნეში.

1887-1888, ზედა მიდვესტში დაფიქსირდა რეკორდული სიცივე, დიდთოვლობა მსოფლიო მასშტაბით და გამაოგნებელი შტორმები, მათ შორის „სქულჰაუს“ ქარბუქი 1888-ში (მიდვესტში იანვარში), და დიდი ქარბუქი 1888-ში (აღმოსავლეთ შტატებში და კანადაში მარტში).

ევროპაში 1947 წლის ზამთარი, 1956 წლის თებერვალში, 1962-1963-ში, 1981-1982-ში და 2009-2010-ში უჩვეულოდ ცივი იყო. გაერთიანებული სამეფოს ზამთარი 1946-1947 წლებში დაიწყო შედარებით ნორმალურად, თუმცა დღემდე ეს ყველაზე თოვლიანი ზამთარი იყო გაერთიანებულ სამეფოში, ხანგრძლივი თოვლიანობით იანვრის ბოლოდან მარტამდე.

აღმოსავლეთ შეერთებულ შტატებში და კანადაში 2013-2014 წლების ზამთარი და 2015 წლის თებერვლის მეორე ნახევარი უჩვეულოდ ცივი იყო. თუმცა, 2014-2015 წლის ზამთარში მშვიდი დეკემბერი და ნორმალური იანვარი იყო.

ისტორიულად მნიშვნელოვანი ზამთრები

1310-1330, ბევრი ცივი ზამთარი და ცივი, სველი ზაფხული ევროპაში - მცირე ყინულის ერის პირველი არაპროგნოზირებადი ზამთრის პირველი გამოვლინება, რომელიც გაგრძელდა რამდენიმე საუკუნე (დაახლოებით 1300-დან 1900-მდე). შეუპოვარმა ცივმა, ნალექიანმა ამინდმა დიდი გაჭირვება გამოიწვია, ძირითადად დიდი შიმშილობა 1315-1317-ში, და დიდი წვლილი შეიტანა იმუნიტეტის შემცირებაში და კვების უკმარისობაში რამაც „შავი სიკვდილი“ გამოიწვია (1348-1350).

1600–1602, განსაკუთრებით ცივი ზამთრები შვეიცარიაში და ბალტიის რეგიონში, პერუში ჰუაინაპუტინას 1600 წლის ამოფრქვევის შემდეგ.

1607–1608, ჩრდილოეთ ამერიკაში, ტბა სუპერიორზე ყინული ივნისამდე შემორჩა. ლონდონელებმა პირველი ყინვის შიში გაყიუნლი ტემზით იგრძნეს.

1622, თურქეთში, „ოქროს რქა“ და ბოსფორის სამხრეთ მონაკვეთი გაიყინა.

1690-იან წლებში, ძალიან ცივი, მკაცრი ზამთარი. ყინულმა ისლანდია შემოგარსა ყველა მიმართულებით რამდენიმე მილზე.

1779–1780, შოტლანდიის ყველაზე ცივი ზამთარი, და ყინული გარს შემოერტყა ისლანდიას ყველა მიმართულებით (1690-იანების მსგავსად). შეერთებულ შტატებში ხუთკვირიანი რეკორდული ყინვა დაფიქსირდა −20 °F (−29 °C) ტემპერატურით ჰარტფორდში, კონეკტიკუტში და −16 °F (−27 °C) ნიუ იორკში. მდინარე ჰუდსონი და ნიუ იორკის ნავსადგომი გაიყინა.

1783–1786, ტემზა ნაწილობრივ გაიყინა, და თოვლი მიწაზე თვეების განმავლობაში შემორჩა. 1784 წლის თებერვალში, ჩრდილოეთ კაროლინაში გაიყინა ჩესაპიკის ყურე.

1794–1795, მკაცრი ზამთარი, ყველაზე ცივი იანვრით გაერთიანებულ სამეფოში და ყველაზე დაბალი ტემპერატურით ლონდონში: −21 °C (−6 °F) 25 იანვარს. სიცივე დაიწყო შობის წინა ღამეს და გაგრძელდა მარტის ბოლომდე, ძალიან მცირე დროებითი გამოთბობით. სევერნი და ტემზა გაიყინა და ისევ დაიწყო ყინვის შიში. ფრანგულმა არმიამ სცადა ნიდერლანდების დაპყრობა მისი გაყინული მდინაარებით, როცა ჰოლანდიური ფლოტი თავის ნავსადგურში იყო ჩაჭედილი. ზამთრის პრედომინანტური მახასიათებელი აღმოსავლეთის ქარი იყო (სერბეთიდან).

1813–1814, მკაცრი სიცივე, ტემზის ბოლო გაყინვა და ბოლო ყინვის შიში. (ლონდონის ძველი ხიდის დანგრევა და ცვლილებები მდინარის სანაპიროებზე).

1883–1888, უფრო ცივი ტემპერატურა მთელს მსოფლიოში, მათ შორის უჩვეულოდ ცივი და სასტიკი გაუტეხავი ზამთარი ზემო მიდვესტში უკავშირდებოდა ამოფრქვევას კრაკოტაზე 1883 წლის აგვისტოში. გაერთაინებულ სამეფოში ამ პერიოდისთვის რეკორდული თოვლი დაფიქსირდა ოქტომბრის დასაწყისში და ივლისის ბოლოს.

1976–1977, ერთ-ერთი ყველაზე ცივი ზამთარი აშშ-ში ათწლეულების მანძილზე.

1985, არქტიკული მოვარდნა აშშ-ში, რაც გამოწვეული იყო პოლარული გრიგალის ცვლილებით, როდესაც ბევრი ცივი ტემპერატურის რეკორდი მოიხსნა.

2002–2003 უჩვეულოდ ცივი ზამთარი იყო ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ შტატებში.

2010–2011, მუდმივი მწარე სიცივე შეერთებული შტატების მთელს აღმოსავლეთ ნაწილში დეკემბრიდან და შემდგომ, რამდენიმე თბილი დღით შუა ზამთარში ან თბილი დღეების გარეშე და სიცივე გაგრძელდა გაზაფხულამდე. „ლა ნინა“ და ნეგატიური არქტიკული რყევა ძლიერი ფაქტორები იყო. მძიმე და მუდმივი ნალექები მუდმივი თოვლის გამომწვევი იყო ჩრდილო-აღმოსავლეთ შეერთებულ შტატებში, რამაც საბოლოოდ უკან დაიხია მაისის დასაწყისში.

2011 წელი ერთ-ერთი ყველაზე ცივი იყო ახალ ზელანდიაში ზღვის დონეზე თოვლით ველინგტონში ივლისში პირველად 35 წლის მანძილზე და უფრო ძლიერი ქარბუქით 3 დღის მანძილზე აგვისტოში.

2011-2012 წლები ერთ-ერთი ყველაზე თბილი ზამთრები იყო. 2011 წლის შობის დღე ყველაზე თბილი შობა იყო ირლანდიაში, არმაღის ობსერვატორიის დაკვირვებით.

ადამიანები და ზამთარი

ადამიანები ტროპიკულ კლიმტში განვითარდნენ და ცივ ამინდში  აღმოჩნდნენ ევრაზიაში მიგრაციის დროს, თუმცა უფრო ადრეული პოპულაცია რასაკვირველია სამხრეთ ნახევარსფეროს ზამთრებს გადააწყდა სამხრეთ აფრიკაში. მიკრო-ევოლუციით კავკასიაში, აზიელი და ესკიმოსი ხალხი გარკვეულწილად შეეგუენ კლიმატს.

ზამთარი და ადამიანის ჯანმრთელობა

ადამიანები მგრძნობიარე არიან სიცივის მიმართ, იხ. ჰიპოთერმია. თოვლის სიბრმავე, ნოროვირუსი, სეზონური დეპრესია, ყინულზე დაცურება და ჩამოცვენილი ლოლუები ადამიანების ჯანმრთელობის ხელშემშლელი ფაქტორებია, რომლებიც ასოცირდება სიცივესთან და თოვლიან ამინდთან. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არ არის უჩვეულო უსახლკარო ადამიანების ზამთარში სიკვდილი ჰიპოთერმიისგან.

ერთ-ერთი ყველზე გავრცელებული დაავადება, რომელიც ზამთართან ასოცირდება, გრიპია. სიმპტომები მოიცავს: თავის ტკივილს, ციებას, კუნთების ტკივილს, სინუსურ ინფექციას, დაღლილობას, ძილიანობას, ხველებას და მადის დაკარგვას.

მითოლოგია

სპარსულ კულტურაში ზამთრის ნაბუნიობას ეწოდება  Yaldā (ნიშნავს: დაბადებას) და აღნიშნავენ უკვე ათასწეულებია. მას მიტრას დაბადების წინა დღედ მიიჩნევენ, რომელიც არმოადგენდა დედამიწაზე სინათლის, სიჯანსაღის და სიძლიერის სიმბოლოს.

ბერძნულ მითოლოგიაში, ჰადესმა პერსეფონე მოიტაცა, მისი ცოლი რომ გამხდარიყო. ზევსმა ჰადესს უბრძანა ქალი დაებრუნებინა დემეტრასთვის, დედამიწის ღვთაებისთვის და მისი დედისთვის. თუმცა, ჰადესმა მოატყუა პერსეფონე, მკვდრის ხორცი ეჭამა, ამრიგად ზევსმა განაცხადა, რომ პერსეფონე ექვს თვეს გაატარებდა დემეტრასთან და ექვს თვეს ჰადესთან. როცა მისი ქალიშვილი ჰადესთან იყო, დემეტრა დეპრესიაში ჩავარდა და ზამთარი გამოიწვია.

უელსურ მითოლოგიაში გვინ აპ ნუდმა მოიტაცა ქალიშვილი სახელად კრეიდილადი. მაისის დღეს, მისი შეყვარებული, გვითრ აპ გრეიდავლი შეებრძოლა გვინს და ქალი უკან წაართვა. მათ შორის ბრძოლა წარმოადგენდა შეჯიბრს ზაფხულსა და ზამთარს შორის.