weliwadis droebi - zafxuli

 

ზაფხული - (ლათ. Summer) (რუს. Лето)

ზაფხული არის ყველაზე ცხელი სეზონი ოთხ ზომიერ სეზონს შორის, რომელიც მოსდევს გაზაფხულს და მას შემდეგ მოდის შემოდგომა. ზაფხულის ნაბუნიობის დროს დღეები ყველაზე გრძელია, ღამეები კი უმოკლესი. დღე იწყებს კლებას ზაფხულის ნაბუნიობის დადგომის შემდეგ. ზაფხულის დაწყების თარიღი ცვალებადია კლიმატის, ტრადიციებისა და სხვადასხვა კულტურის მიხედვით, მაგრამ როდესაც ზაფხული ჩრდილოეთ ნახევარსფეროშია, სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარი დგება და პირიქით.

დრო

ასტრონომიული თვალსაზრისით, ბუნიობა და ნაბუნიობა იქნება შესაბამისი სეზონების შუა პერიოდი, თუმცა ზოგჯერ ასტრონომიული ზაფხული განისაზღვრება როგორც ნაბუნიობის დასაწყისი, მაქსიმალური ინსოლაციის დრო, განსხვავებული სეზონების მონაკვეთები ნიშნავს, რომ სეზონის მეტეოროლოგიური ცენტრი, რომელიც ეფუძნება საშუალო ტემპერატურის ნიმუშებს დგება მაქსიმალური ინსოლაციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. მეტეოროლოგების თვალსაზრისით, ზაფხული გრძელდება მთელი ივნისის, ივლისის და აგვისტოს მანძილზე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და მთელი დეკემბერი, იანვარი და თებერვალი სამხრეთ ნახევარსფეროში. მეტეოროლოგიური განმარტებებით, ყველა სეზონი თავისებურად იწყება კალენდარული თვის დასაწყისში და მთავრდება თვის დასასრულს. ზაფხულის ეს მეტეოროლოგიური განმარტება ასევე ასახავს ზოგად წარმოდგენას ზაფხულზე, როგორც სეზონზე, რომელსაც აქვს წელიწადის ყველაზე გრძელი (და ყველაზე თბილი) დღეები, როდესაც დღის სინათლე პრედომინირებს. სეზონების მეტეოროლოგიური გამოთვლა გამოიყენება ავსტრალიაში, ავსტრიაში, დანიაში და ყოფილ საბჭოთა კავშირში და იაპონიაში. იგი ასევე გამოიყენება გაერთიანებულ სამეფოში. ირლანდიაში ზაფხულის თვეები ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის მეთ ეირეანის მიხედვით, არის ივნისი, ივლისი და აგვისტო. თუმცა, ირლანდიური კალენდრის მიხედვით ზაფხული იწყება 1 მაისს და მთავრდება 1 აგვისტოს. სკოლის წიგნებში ირლანდიაში ასწავლიან ზაფხულის კულტურულ ნორმას, რომელიც იწყება 1 მაისიდან და არა მეტეოროლოგიურ განმარტებას - 1 ივნისს.

დღეები აგრძელებს გახანგრძლივებას ბუნიობიდან დაბუნიობამდე და ზაფხულის დღეები პროგრესულად მოკლდება ნაბუნიობის შემდეგ, ასე რომ მეტეოროლოგიური ზაფხული მოიცავს ყველაზე გრძელ დღეს და შემდეგ მცირდება, ზაფხულში არის უფრო მეტი დღის საათები ვიდრე გაზაფხულზე. მხოლოდ დღის სინათლის საათებით გამოთვლა, ზაფხულის ნაბუნიობა ემთხვევა სეზონების შუა დღეებს, არა დასაწყისს. შუა ზაფხული დგება წლის ყველაზე მოკლე ღამეს, რომელიც წარმაოდგენს ზაფხულის ნაბუნიობას ან მის ახლო დღეს, რომელიც ტრადიციიდან გამომდინარე განსხვავდება.

სადაც სეზონური სხვაობაა ნახევარ სეზონში ან უფრო მეტ პერიოდში, მიღებულია გამოთვლა, რომელიც ემყარება ასტრონომიულ მარკერებს, იცვლება ნახევარი სეზონით. ამ მეთოდით ჩრდილოეთ ამერიკაში ზაფხული არის პერიოდი ზაფხულის ნაბუნიობიდან (ჩვეულებრივ 20 ან 21 ივნისი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში) შემოდგომის ბუნიობამდე.

კულტურული დღესასწაულებით გამოთვლისას ზაფხულის სეზონი შეერთებულ შტატებში ზოგადად ითვლება რომ იწყება ხსოვნის დღეს (მაისი ბოლო შაბათ-კვირა) და მთავრდება შრომის დღეს (სექტემბრის პირველი შაბათ-კვირა), რაც უფრო მიახლოებულია მეტეოროლოგიურ განმარტებასთან იმ ქვეყნის მხარეებისთვის, რომელსაც აქვს ოთხ სეზონიანი ამინდი. მსგავსი კანადური ტრადიცია იწყება ზაფხულში ვიქტორიას დღემდე ერთი კვირით ადრე (თუმცა ზაფხულის პირობები დიდად განსხვავდება კანადის ფართო ტერიტორიაზე) და მთავრდება შეერთებული შტატების მსგავსად შრომის დღეს.

ჩინურ ასტრონომიაში, ზაფხული იწყება დაახლოებით 5 მაისს, jiéqì (მზის ვადა) ცნობილი როგორც lìxià (立夏), ანუ „ზაფხულის დადგომა“ და მთავრდება 6 აგვისტოს ან მიახლოებულ დღეებში.

სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სადაც ადგილი აქვს მუსონს, ზაფხული უფრო ზოგადად განიმარტება რომ გრძელდება მარტი, აპრილი, მაისი და ივნისის განმავლობაში, წელიწადის ყველაზე თბილი დრო, მთავრდება მუსონური წვიმების დამთავრებისას.

ვინაიდან ტემპერატურის ცვლილება უფრო ხანმოკლეა ოკეანის ზომიერ სამხრეთ ნახევარსფეროში, უმეტესი ქვეყნები ამ რეგიონში იყენებენ მეტეოროლოგიურ განმარტებას რომ ზაფხული იწყება 1 დეკემბერს და მთავრდება თებერვლის ბოლო დღეს.

ავტრალიაში და ახალ ზელანდიაში ზაფხული ოფიციალურად იწყება 1 დეკემბერს და მთავრდება 28 და 29 თებერვალს.

ამინდი

იხ. ასევე : სეტყვა,  ტროპიკული ციკლონი და წვიმების სეზონი

ზაფხული ტრადიციულად ასოცირდება ცხელ ან თბილ ამინდთან. ხმელთაშუაზღვის რეგიონებში იგი ასევე ასოცირდება მშრალ ამინდთან, მაშინ როცა სხვა ადგილებში (განსაკუთრებით აღმოსავლეთ აზიაში მუსონების გამო) იგი ასოცირდება წვიმიან ამინდთან. წვიმიანი სეზონი სავანას კლიმატურ რეჟიმში მცენარეების გაზრდის ძირითადი პერიოდია. სადაც წვიმების სეზონი ასოცირდება სეზონურ ცვლილებასთან გაბატონებულ ქარებში, ცნობილია როგორც მუსონი.

ჩრდილო ატლანტის ოკეანეში გამორჩეული ტროპიკული ციკლონი ფიქსირდება 1 ივნისიდან 30 ნოემბრამდე. ატლანტიკის ურაგანის სეზონის სტატისტიკური პიკი 10 სექტემბერია. ჩრდილო-აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეს აქვს აქტიურობის უფრო ვრცელი პერიოდი, თუმცა იგივე დროით ჩარჩოში, რაც ატლანტიკის. ჩრდილო-აღმოსავლეთ წყნარი ოკეანის ტროპიკული ციკლონები წლის მანძილზე მინიმალურია თებერვალში და მარტში და პიკს აღწევს სექტემბრის დასაწყისში. ჩრდილო ინდოეთის აუზში შტორმები ყველაზე გავრცელებულია აპრილიდან დეკემბრამდე, პიკით მაისში და ნოემბერში. სამხრეთ ნახევარსფეროში ტროპიკული ციკლონის სეზონი იწყება 1 ნოემბრიდან აპრილის ბოლომდე, პიკს აღწევს შუა თებერვლიდან მარტის დასაწყისამდე.

ჭექა-ქუხილის სეზონი შეერთებულ შტატებში და კანადაში იწყება გაზაფხულზე და გრძელდება ზაფხულამდე. ამ ჭექა-ქუხილმა შეიძლება გამოიწვიოს სეტყვა, ძლიერი ქარი და ტორნადო, როგორც წესი შუადღეზე და საღამოს.

დღესასწაულები

სკოლის არდადეგები

სკოლებს და უნივერსიტეტებს როგორც წესი აქვთ ზაფხულის არდადეგები თბილი ამინდის და გრძელი დღეებისგან სიამოვნების მისაღებად. ქვეყნების თითქმის უმეტესობაში ბავშვებს სკოლიდან ითხოვენ წელიწადის ამ დროს ზაფხულის არდადეგებზე, თუმცა დღეები განსხვავდება. შეერთებულ შტატებში საჯარო სკოლები როგორც წესი სწავლას ამთავრებენ ივნისის დასაწყისში, ხოლო კოლეჯები მაისის დასაწყისში. ინდოეთში სკოლა მთავრდება აპრილის დასაწყისში და სწავლა ახლდება ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში. ინგლისსა და უელსში სკოლები მთავრდება ივლისის შუა რიცხვებში და სწავლა იწყება სექტემბრის დასაწყისში; შოტლანდიაში ზაფხულის არდადეგები იწყება ივნისის ბოლოს და მთავრდება აგვისტოს შუა რიცხვებში ან აგვისტოს ბოლოს. ასევეა კანადაში, ზაფხულის არდადეგები იწყება ივნისის ბოლოს და მთავრდება სექტებრის პირველ რიცხვებში. რუსეთში ზაფხულის არდადეგები იწყება მაისის ბოლოს და მთავრდება 31 აგვისტოს. ფილიპინებზე ზაფხულის არდადეგები მოიცავს აპრილს და მაისს სამხრეთ ნახევარსფეროში, სკოლის ზაფხულის არდადეგების თარიღები მოიცავს ძირითად დღესასწაულებს, შობას და ახალი წლის დღეს. სკოლის ზაფხულის არდადეგები ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში და სამხრეთ აფრიკაში იწყება დეკემბრის დასაწყისში და მთავრდება თებერვლის დასაწყისში, შტატებს შორის კი თარიღები განსხვავებულია. კამერუნში და ნიგერიაში სკოლები როგორც წესი ზაფხულის არდადეგებს იწყებენ ივლისის შუა რიცხვებში და სწავლას იწყებენ სექტემბრის ბოლო კვირებში ან ოქტომბრის პირველ კვირაში.

აქტივობები

ადამიანები სიამოვნებას იღებენ  თბილი ტემპერატურისგან, ზაფხულში მეტ დროს ატარებენ რა გარეთ. ისეთი აქტივობები, როგორიცაა მოგზაურობა ზღვაზე და პიკნიკები ზაფხულის თვეებში. თამაშობენ ისეთ სპორტულ თამაშებს როგორიცაა ფეხბურთი, კალათბურთი, ამერიკული ფეხბურთი, ხელბურთი, სკეიტბორდი, ბეისბოლი, სოფტბოლი, კრიკეტი, ჩოგბურთი, გოლფი და წყლის პოლო. ასევე ადამიანები დაკავებული არიან წყლის თამაშებით. მათ შორის: წყლის თხილამურები, ვეიკბორდინგი, ცურვა, სერფინგი და ტუბინგი. თანამედროვე ოლიმპიური თამაშები ტარდება ზაფხულის თვეებში ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, დაწყებული 1896 წლიდან. თუმცა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2000 სიდნეიში ჩატარდა ავსტრალიური გაზაფხულის დროს.

ზაფხულში როგორც წესი ადამიანები ტელევიზორს ნაკლებად უყურებენ და ზოგადად ეს სატელევიზიო განრიგზე აისახება. ტელევიზიები ეთერში არ უშვებენ თავიანთ ყველაზე პოპულარულ შოუებს მაისის ბოლოდან და სატელევიზიო სეზონს სრულყოფილად იწყებენ სექტემბერში, მათ ნაცვლად უშვებენ დაბალბიუჯეტიან რეალითი ტელე შოუებს და უკვე ნაჩვენებ სერიალებს. გამონაკლისია საბავშვო ტელევიზიები. ბევრი სატელევიზიო შოუ, რომელიც ბავშვებისთვისაა შექმნილი, და პოპულარულია ბავშვებში, ტელევიზიაში გადის ზაფხულის თვეებში, განსაკუთრებით ბავშვთა საკაბელო არხებზე, როგორიცაა დისნეის არხი შეერთებულ შტატებში, ვინაიდან ამ დროს ბავშვებს სასკოლო არდადეგები აქვთ. დისნეის არხი მაგალითად, წინასასკოლო პროგრამას ზაფხულის თვეებში ამთავრებს დღის პირველ ნახევარში უფროსკლასელი ბავშვებისთვის და ჩვეულ განრიგზე გადადის სასკოლო წლის დაწყებისას. და პირიქით, მუსიკალურ და კინო ინდუსტრიას ზოგადად მეტი დაინტერესება აქვს ზაფხულში ვიდრე წლის სხვა დროს და ისინი შესაბამისად ყიდიან ზაფხულის ჰიტებს. ზაფხულის სეზონი ასევე ყველაზე პოპულარულია ანომაციური ფილმებისთვის კინოთეატრებში.

სკოლის მოსწავლეების და კოლეჯის სტუდენტების უმეტესობა (გარდა ზაფხულის სკოლის მოსწავლეებისა) ზაფხულის არდადეგებზე ზაფხულის თვეებში, განსაკუთრებით ამერიკაში მოგზაურობენ და არდადეგებს ატარებენ ტრადიციულად ზაფხულის პიკის სეზონზე, ჩვეულებრივ ზაფხულის შაბათ-კვირას, რომელსაც მეტოქეობას უწევს მხოლოდ მადლიერების დღე. თინეიჯერები და კოლეჯის სტუდენტები ხშირად საზაფხულო სამუშაოზე არიან დაკავებულნი საწარმოებში, რომლებიც რეკრეაციულ საქმიანობას ეწევიან. რეკრეაციის, ტურიზმის, რესტორნის და საცალო მრეწველობის ბიზნეს აქტივობები პიკს აღწევს ზაფხულის თვეებში, ასევე არდადეგების სეზონზე.