weliwadis droebi - Semodgoma

 

შემოდგომა - (ლათ. Summer) (რუს. Осень)

შემოდგომა ერთ-ერთი ზომიერ სეზონთანგანია. შემოდგომა არის გარდამავალი სეზონი ზაფხულიდან ზამთარზე, სექტემბერში (ჩრდილოეთ ნახევარსფეროში) ან მარტში (სამხრეთ ნახევარსფეროში), როდესაც ღამე შესამჩნევად ადრე დგება და ტემპერატურა მნიშვნელოვნად ეცემა. ერთ-ერთი მისი ძირითადი მახასიათებელია ფოთლების ცვენა ფოთოლმცვენი ხეებიდან.

ზოგიერთი კულტურა შემოდგომის ბუნიობას მიიჩნევს „შუა შემოდგომად“, მაშინ როცა სხვები უფრო ხანგრძლივი ტემპერატურული სხვაობით მიიჩნევენ შემოდგომის დასაწყისად. მეტეოროლოგები (და უმეტესი ზომიერი ჰავის მქონე ქვეყნები სამხრეთ ნახევარსფეროში) იყენებენ განსაზღვრებას თვეების საფუძველზე, შემოდგომად თვლიან სექტემბერს, ოქტომბერს და ნოემბერს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და მარტს, აპრილს და მაისს სამხრეთ ნახევარსფეროში.

ჩრდილოეთ ამერიკაში შემოდგომა როგორც წესი ითვლება რომ იწყება სექტემბრის ბუნიობიდან და მთავრდება ზამთრის ნაბუნიობით (21 ან 22 დეკემბერი). პოპულარული კულტურის მიხედვით ჩრდილოეთ ამერიკაში შრომის დღე, სექტემბრის პირველი ორშაბათი ასოცირდება ზაფხულის დასასრულთან და შემოდგომის დასაწყისთან; გარკვეული ზაფხულის ტრადიციები, როგორიცაა თეთრის ჩაცმა ამ დღის შემდეგ მთავრდება. ჩრდილოეთ ამერიკაში ფერების ტალღა იწყება კანადაში. შემდეგ გადადის შეერთებულ შტატებში და დიდი ტბებისკენ და გრძელდება სამხრეთის მთებში. თბილი დღეები, რომლებსაც მოსდევს გრილი ღამეები უზრუნველყოფს კატალიზატორებს. ტრადიციულ აღმოსავლეთ აზიურ მზის ვადაში შემოდგომა იწყება დაახლოებით 8 აგვისტოს და მთავრდება დაახლოებით 7 ნოემბერს. ირლანდიაში შემოდგომის თვეები ეროვნული მეტოროლოგიური სამსახურის „მეთ ეირეანის“ მოსაზრებით არის სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი. თუმცა, ირლანდიური კალენდრის მიხედვით, რომელიც ეფუძნება ანტიკურ კელტურ ტრადიციებს, შემოდგომა გრძელდება აგვისტოს, სექტემბრის და ოქტომბრის თვეებში ან შესაძლებელია რამდენიმე დღით გვიან, ტრადიციიდან გამომდინარე. ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში შემოდგომა ოფიციალურად იწყება 1 მარტს და მთავრდება 31 მაისს.

ეტიმოლოგია

სიტყვა შემოდგომა (ინგლისურად: autumn) მომდინარეობს ანტიკური ეტრუსკული ფესვებიდან autu და მისი მეორადი მნიშვნელობა წლის გასვლაა. იგი ნასესხებია მეზობელი რომაელების მიერ და გახდა ლათინური სიტყვა autumus. რომანული ერის შემდეგ სიტყვას იყენებდნენ როგორც ძველ ფრანგულ სიტყვას autompne (automne თანამედროვე ფრანგულში) ან autumpne შუა საუკუნეების ინგლისურში და მოგვიანებით ჩამოყალიბდა როგორც ლათინური სიტყვა. შუასაუკუნეების პერიოდში არსებობს მისი გამოყენების იშვიათი მაგალითები მე-12 საუკუნეში, თუმცა მე-16 საუკუნისთვის მას უკვე საზოგადოდ გამოიყენებდნენ.

მე-16 საუკუნემდე, მოსავალი (harvest) იყო სიტყვა, რომელსაც იყენებდნენ სეზონის აღსანიშნავად, რომელიც ახლაც გავრცელებულია დასავლეთ გერმანიკულ ენებში (ჰოლანდიურად herfst, გერმანულად Herbst და შოტლანდიურად hairst). თუმცა, ვინაიდან უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადადიოდა მიწაზე მუშაობიდან ქალაქში ცხოვრებაზე, სიტყვამ მოსავალი დაკარგა მისი მნიშვნელობა წლის დროის აღნიშვნის თვალსაზრისით და მხოლოდ მოსავლის აღების მოქმედებას აღნიშნავს და სიტყვამ შემოდგომა თანდათან ჩაანაცვლა იგი, როგორც სეზონის აღმნიშვნელმა.

ალტერნატიული ტერმინი შემოდგომა (fall) წარმოშობილია ძველი გერმანისტული ენებიდან. ზუსტი წარმომავლობა უცნობია. შესაძლოა ეს იყოს ინგლისური fiæll ან feallan  და ძველი ნორვეგიული fall. ამ სიტყვებს აქვთ მნიშვნელობა „სიმაღლიდან ცვენა“ და აშკარად აქვთ საერთო ფესვები ან წარმოშობილნი არიან ერთმანეთისგან. ტერმინმა სეზონის აღმნიშვნელი მნიშვნელობა შეიძინა მე-16 საუკუნეში, ინგლისში, როგორც გამოთქმების „ფოთლის ცვენა“ და „წლის ცვენა“ შეკუმშულმა ვარიანტმა.

მე-17 საუკუნის განმავლობაში, ინგლისური ემიგრაცია ბრიტანეთის კოლონიებში ჩრდილოეთ ამერიკაში მისი პიკი იყო, და ახალმოსახლეებმა ინგლისური ენა თან წაიღეს. ტერმინი fall  (შემოდგომა) თანდათან მოძველებული გახდა ბრიტანეთში, იგი უფრო დამახასიათებელი ტერმინი გახდა ჩრდილოეთ ამერიკაში.

ასოციაციები

მოსავალის აღება

ასოცირება თბილიდან ცივ ამინდზე გადასვლასთან და მის შესაბამის სტატუსთან, როგორც ძირითადი მოსავლის აღების სეზონი, დომინირებს ბევრ თემაში და პოპულარულ გამოსახულებებში. დასავლურ კულტურებში შემოდგომის პერსონიფიკაცია ჩვეულებრივ არის მშვენიერი, კარგად გამოკვებილი მდედრები მორთულნი ხილით, ბოსტნეულით და ყურძნით, რომლებიც ამ დროს მწიფდება. ბევრი კულტურა გამოსახავს შემოდგომის დღესასწაულებს, ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანს თავიანთ კალენდარზე. ამ დღესასწაულების ჯერ კიდევ არსებული ექო ჟღერს შემოდგომის მადლიერების დღესასწაულში შეერთებულ შტატებში და კანადაში და ებრაულ სუკოტის დღესასწაულში, რომლის ფესვები მოდის სავსე მთვარის მოსავლის ფესტივალიდან „კარვობა“ (კარვებში ცხოვრება მოსავლის დროს). არსებობს ასევე ბევრი ჩრდილო ამერიკული ფესტივალი, რომელიც მოსავლის აღებასთანაა დაკავშირებული, ჩინური შუა შემოდგომის ან მთვარის ფესტივალი და ბევრი სხვა. ამ შემოდგომის დღესასწაულების პრედომინანტული ბუნება დედამიწის ხილის სიხარული შერეული გარკვეულ მელანქოლიასთან არასასიამოვნო ამინდთან მიახლოების გამო.

დღესასწაულებზე არის სიხარული მიწიდან მიღებული ხილის გამო და აგრეთვე განსაკუთრებული სევდა, რაც დაკავშირებულია მკაცრი ზამთრის გარდაუვალ მოსვლასთან.

ეს მოსაზრება წარმოდგენილია ინგლისელი პოეტის, ჯონ კიტსის ლექსში "შემოდგომას", სადაც ის შემოდგომას აღწერს როგორც გულუხვი ნაყოფიერების სეზონს, "მოწეული ნაყოფის" დროდ.

მიუხედავად იმისა, რომ საკვების უმრავლესობის მოსავალს იღებენ შემოდგომაზე, განსაკუთრებით ზოგიერთი საკვები, როგორებიცაა გოგრა (გოგრა შეუცვლელი ატრიბუტია, როგორც მადლიერების დღესასწაულზე, ასევე ჰელოუინის დღესასწაულზეც) და ვაშლი, პირდაპირაა დაკავშირებული შემოდგომასთან. ვაშლისგან კეთდება სეზონური სასმელი - სიდრი.

მელანქოლია

შემოდგომა ნიუჰემპშირში. შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპირო ცნობილია მსოფლიოში ყველაზე ფერადი შემოდგომით, განსაკუთრებით ცნობილია ნიუ ინგლენდი აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ სხვა ადგილებს შორის.

შემოდგომა, განსაკუთრებით პოეზიაში, ხშირად ასოცირდება მელანქოლიასთან. ზაფხულის შესაძლებლობები დასრულდა და ზამთრის ციება ჰორიზონტზე ჩანს. ცა ნაცრისფრდება და ბევრი ადამიანი იკეტება როგორც ფიზიკურად, ისე გონებით. მას არაჯანმრთელ სეზონად აღიქვამენ.

მსგავსი მაგალითების პოვნა შესაძლებელია ირლანდიელი პოეტის უილიამ ბუტლერ იატსის ლექსში ველური გედები სიცივეში, სადაც მომწიფების სეზონი, რომელსაც პოეტი სიმბოლურად აკვირდება, წარმოადგენს მის საკუთარ დაბერებას. მის მიერ განხილული ბუნებრივი სამყაროს მსგავასდ, იგი ასევე ეხება დაბერების და სიკვდილის გარდაუვალობას. ფრანგი პოეტის პოლ ვერლაინის „Chanson d'automne“ („შემოდგომის სიმღერა“) ასევე ხასიათდება წუხილის ძლიერი, მტკივნეული გრძნობებით. კიტსის „შემოდგომას“, დაწერილი 1819 წლის სექტემებრში ეხმაურება მელანქოლიური ასახვის ამ გრძნობას, თუმცა ასევე ხაზს უსვამს სეზონის დოვლათს.

სხვა ასოციაციები

შემოდგომა ასევე ასოცირდება ჰელოუინის დღესასწაულთან (სამჰენის, კელტური დღესასწაულის გავლენა) და ამასთანავე ფართო მარკეტინგულ კამპანიასთან, რომელიც ხელს უწყობს ჰელოუინის პოპულარიზაციას. ჰელოუინი შემოდგომაზეა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. ტელევიზია, კინოსა და წიგნების ინდუსტრია, კოსტიუმების, სახლის გაფორმებისა და დეკორაციების მაღაზიები და აგრეთვე საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებლები წელიწადის ამ დროს კარგად იყენებს საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციისათვის დაწყებული სექტემბრიდან, 31 ოქტომბრის ჩათვლით, რადგან ინტერესი ამ პროდუქციის მიმართ სწრაფად კარგავს ძალას როდესაც ჰელოუინის დღესასწაული მთავრდება და ამის შემდეგ სარეკლამო კამპანია კონცენტრაციას ახდენს შობის დღესასწაულზე.

შემოდგომა ასევე ასოცირდება ზაფხულის არდადეგების დასასრულთან და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან, განსაკუთრებით ბავშვებისთვის რომლებიც იწყებენ სკოლაში სწავლას. "დაბრუნება სკოლაში" - რეკლამა და მზადება ჩვეულებისამებრ ხდება იმ კვირების განმავლობაში, რომელსაც მივყავართ შემოდგომის დასაწყისამდე. სამხრეთ ნახევარსფეროში აღდგომის დღესასწაული შემოდგომას უწევს.

სატელევიზიო სადგურები და ქსელები, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკაში, ტრადიციულად შემოდგომაზე იწყებენ თავის რეგულარულ სეზონებს უკვე არსებული სერიალების ახალი სერიებით და ახალი ეპიზოდებით, რომელთა დებიუტიც უმთავრესად გვიან სექტემბერსა და ოქტომბრის დასაწყისში ეწყობა (სერიალები, რომლებიც არ გადის შემოდგომაზე, ცნობილია, როგორც შუა სეზონის ჩანაცვლება). სუიფსის (Sweeps) პერიოდი უწევს ნოემბერში. ამ დროს ხდება ნილსენის შეფასების (Nielsen Ratings) დადგენა.

1997 წლიდან, სახელი - Autumn (ოთნ), ამერიკის შეერთებულ შტატებში გოგონების 100 რეიტინგულ სახელთა რიცხვში შედის.

ინდურ მითოლოგიაში შემოდგომა ითვლება სიბრძნის ქალღმერთის სარასვატის საყვარელ დროდ, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "შემოდგომის ქალღმერთად" სასურველ სეზონზე, რომელიც სწავლობს ქალბატონ სარავასს, რომელიც ასევე ცნობილია "შემოდგომის ქალღმერთის" - შარადას სახელით.

აზიურ მისტიციზმში შემოდგომა უკავშირდება ლითონის ელემენტს და ამასთანავე თეთრ ფერს, დასავლეთის თეთრ ვეფხვს და სიკვდილსა და გლოვას.

აღდგომა სამხრეთ ნახევარსფეროში შემოდგომითაა.

სატელევიზიო სადგურები და ქსელები, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩვეულ სეზონებს ტრადიციულად იწყებენ შემოდგომაზე, არსებულის ახალი სერიებით და ახალი გადაცემებით, რომელთა დებიუტი სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში დგება (გადაცემები, რომლებიც იწყება არა შემოდგომის სეზონზე, ჩვეულებრივ ცნობილია როგორც შუა სეზონირი ჩანაცვლება). შეფასების პერიოდს ადგილი აქვს ოქტომბრის დასაწყისში ნიელსენის რეიტინგის გაზომვის მიზნით).

1997 წლიდან, Autumn („შემოდგომა“) ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გოგოს სახელია შეერთებულ შტატებში სახელების ასეულში.

ინდურ მითოლოგიაში, შემოდგომა ითვლება სწავლების ღმერთის სარასვატის უპირატეს სეზონად, რომელიც ასევე ცნობილია „შემოდგომის ღმერთის“ სახელით (შარადა).

აზიურ მისტიციზმში, შემოდგომა ასოცირდება მეტალის ელემენტთან, და შესაბამისად თეთრ ფერთან, დასავლეთის თეთრი ვეფხვი და სიკვდილსა და გლოვასთან.

იხ. ასევე: ფოთოლცვენა