weliwadis droebi - gazafxuli

 

გაზაფხული - (ლათ. Spring (season)r) (რუს. Весна)

გაზაფხული ოთხი სეზონიდან ერთ-ერთია, რომელიც მოსდევს ზამთარს და წინ უძღვის ზაფხულს. არსებობს გაზაფხულის სხვადასხვა ტექნიკური დეფინიცია, თუმცა ტერმინის ადგილობრივი გამოყენება განსხვავდება ადგილობრივი კლიმატის, კულტურის და ჩვეულებების მიხედვით. როდესაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხულია, სამხრეთ ნახევარსფეროში შემოდგომაა. გაზაფხულის ბუნიობისას, დღეები დაახლოებით 12 საათი ხანგრძლივობისაა, დღე იზრდება სეზონის პროგრესირებასთან ერთად. გაზაფხული და „გაზაფხულის დრო“ ეხება სეზონს და ასევე ხელახალი დაბადების, აღდგენის, განახლების, აყვავების და ხელახალი ზრდის იდეებს. სუბ-ტროპიკულ და ტროპიკულ ადგილებში კლიმატი უკეთ არის გამოხატული სხვა სეზონებთან შედარებით, მაგ: მშრალი ან სველი, მუსონური ან ციკლონური. ხშირად, კულტურები ადგილობრივად განსაზღვრავენ სახელებს სეზონებისთვის, რომლებსაც მცირე საერთო თუ აქვთ ევროპული წარმომავლობის ტერმინებთან.

მეტროლოგიური შეფასება

მეტროლოგები ზოგადად განსაზღვრავენ ოთხ სეზონს ბევრ კლიმატურ ადგილებში: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. მათ გამოყოფენ თვეების საშუალო ტემპერატურის მიხედვით, თითოეული სეზონი სამი თვისგან შედგება. სამი ყველაზე თბილი თვე შეადგენს ზაფხულს, სამი ყველაზე ცივი თვე ზამთარს და მათ შორის პერიოდები გაზაფხული და შემოდგომაა. გაზაფხული, ამგვარი განსაზღვრებით, შეიძლება დაიწყოს სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვა თარიღებზე. სრული თვეების თვალსაზრისით, ყველაზე ჩრდილოეთ ზომიერ ზონებში გაზაფხულის თვეებია მარტი, აპრილი და მაისი, თუმცა განსხვავებები არსებობს ქვეყნებს შორის. (ზაფხული არის ივნისი, ივლისი, აგვისტო; შემოდგომა - სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი; ზამთარი - დეკემბერი, იანვარი, თებერვალი). სამხრეთის უმეტეს ზომიერ ზონებს აქვთ საპირისპირო სეზონები, სადაც გაზაფხული მოიცავს სექტემბერს, ოქტომბერს და ნოემბერს. შვედეთის მეტეოროლოგები გაზაფხულის დაწყებას განმარტავენ როგორც პირველ გამოვლინებას, როდესაც დღის საშუალო ტემპერატურა აღემატება ნულ გრადუს ცელსიუსს შვიდი თანმიმდევრული დღის განმავლობაში, ამრიგად თარიღი განსხვავდება განედის და შეფასების მიხედვით. ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში გაზაფხული პირობითად იწყება 1 სექტემბერს და მთავრდება 30 ნოემბერს.

ასტრონომიული და მზის გამოთვლები

ზოგიერთ კულტურებში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ასტრონომიული მარტის ბუნიობა (19 და 21 მარტი) ითვლება გაზაფხულის პირველ დღედ და ჩრდილოეთ ნაბუნიობა (დაახლოებით 21 ივნისი) მიჩნეულია ზაფხულის პირველ დღედ. სხვა ტრადიციებში, ბუნიაობა ითვლება შუა გაზაფხულად.

ტრადიციულ ჩინურ კალენდარში „გაზაფხულის“ სეზონი არ არის ევროპული გაზაფხულის ეკვივალენტი, არამედ მოიცავს ზამთრის დასასრულს (4 თებერვლიდან) და ზაფხულის დასაწყისს (5 მაისამდე), უხეშად ბუნიაობა ითვლება შუა წერტილად. ასევეა კელტური ტრადიციის მიხედვით, რომელიც ეფუძნება მხოლოდ დღის სინათლეს და შუადღის მზის სიძლიერეს, გაზაფხული იწყება თებერვლის დასაწყისში (წმინდა ბრიჯიდის დღესა და ღვთისმშობლის განწმენდის დღესთან ახლოს) და გრძელდება მაისის დასაწყისამდე (ბელტეინი).

სხვა კალენდრებზე დაფუძნებული გამოთვლები

აშშ-ს გაზაფხულის სეზონის დაწყება შეიძლება ასევე ჩაითვალოს პრეზიდენტის დღის შემდეგ (თებერვლის მესამე ორშაბათის მომდევნო სამშაბათი) და მთავრდება პარასკევს ხსოვნის დღის შაბათ-კვირის წინ (პარასკევი მაისის ბოლო ორშაბათამდე). ირლანდიაში, გაზაფხული ტრადიციულად იწყება 1 თებერვალს, წმ. ბრიჯიდის დღეს, თუმცა ირლანდიელი მეტეოროლოგები თვლიან რომ მთელი თებერვალი ზამთრის ნაწილია.

ეკოლოგიური გამოთვლა

გაზაფხულის დაწყება ყოველთვის განისაზღვრება ფიქსირებული კალენდარული თარიღებით. გაზაფხულის ფენოლოგიური ან ეკოლოგიური განმარტება უკავშირდება ბიოლოგიურ ინდიკატორებს, ბევრი მცენარის აყვავებას და ცხოველების გააქტიურებას ან ნიადაგის სპეციფიურ სუნს, რომელმაც მიაღწია მიკრო ფლორის აყვავების ტემპერატურას. ამასთანავე, განსხვავდება კონკრეტული წლის კლიმატის მიხედვით და სპეციფიური ამინდის მიხედვით. ეკოლოგების უმეტესობა წელიწადს ყოფს ექვს სეზონად, რომლებსაც არ აქვთ ფიქსირებული თარიღები. გაზაფხულთან ერთად ეკოლოგიური გამოთვლა განსაზღვრავს ადრეულ ცალკე წინაღობის (ადრეული ან წინასაგაზაფხულო) სეზონს ზამთრისა და გაზაფხულის სეზონებს შორის. ეს არის დრო, როდესაც მხოლოდ ძლიერი ყვავილები ყვავიან, როგორიცაა კროკუსი, ზოგჯერ მაშინაც კი როცა მიწა თოვლითაა დაფარული.

ბუნებრივი მოვლენები

გაზაფხულზე, დედამიწის ღერძის გადახრა მზესთან მიმართებაში იზრდება და დღის სინათლის სიგრძე სწრაფად იზრდება შესაბამის ნახევარსფეროში. ნახევარსფერო მნიშვნელოვნად იწყებს დათბობას, რაც საშუალებას აძლევს ახალ მცენარეებს რომ გაიზარდონ, რაც განაპირობებს სეზონის სახელს. თოვლი, როგორც ნორმალური ზამთრის ნაწილი, იწყებს დნობას და წყლის ნაკადები დიდდება. ყინვები, როგორც ზამთრის ნორმალური ნაწილი, სუსტდება. იმ კლიმატურ პირობებში, სადაც არ არის თოვლი და იშვიათი ყინვებია, ჰაერისა და მიწის ტემპერატურა უფრო სწრაფად იზრდება. ბევრი ყვავილოვანი მცენარე ყვავის წელიწადის ამ დროს, ხანდახან კი ისინი იწყებენ ყვავილობას ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თოვლი ჯერ კიდევ მიწაზე დევს, და ყვავილობის პროცესი გრძელდება ზაფხულის დასაწყისშიც. ჩვეულებრივ, ისეთ ადგილებში, სადაც არ თოვს, "გაზაფხული" შესაძლოა თებერვლის დასაწყისში (ჩრდილოეთ ნახევარსფერო) დაიწყოს და ეს პროცესი გვეუწყოს ფოთლოვანი მაგნოლიის, ალუბლისა და კომშის ყვავილობით. სამხრეთ ნახევარსფეროში იგივე ხდება აგვისტოში. ბევრ ზომიერი კლიმატის მხარეს არის მშრალი გაზაფხული და ნალექიანი შემოდგომა. ამ სეზონზე როგორც წყლის სიჭარბე, ასევე სითბოს საჭიროება მნიშვნელოვანია ყვავილობისთვის. სუბარქტიკულ მხარეებში "გაზაფხული" არ დგება მაისამდე ან სულაც ივნისამდე.

იმ დროს, როცა გაზაფხული არის სითბოს შედეგი, რომელიც გამოწვეულია დედამიწის ღერძის მზესთან მიმართებაში გადახრით, დედამიწის ბევრ ნაწილში ამინდი გამოწვეულია სხვადასხვა მოვლენებით, რომლებიც ყოველწლიურად ცვალებადია. გაზაფხულზე (ან ნებისმიერ სეზონზე) ნალექები მეტად უკავშირდება ოკეანის დინებებისა და ოკეანის ტემპერატურის მიერ გამოწვეულ ციკლონებს ან მოვლენებს. კარგი და კარგად გამოკვლეული მაგალითებია ელ ნინიოს (El Niño) ეფექტი და სამხრეთის რხევის ინდექსი.

არასტაბილური ამინდს უფრო ხშირად ადგილი აქვს გაზაფხულზე, როდესაც ზოგიერთ შემთხვევაში თბილი ჰაერი იწყებს ქვედა განედებში შეღწევას, მაშინ როცა ცივი ჰაერი ჯერ კიდევ პოლარული რეგიონებიდან განაგრძობს დაწოლას. წყალდიდობა აგრეთვე ყველაზე ხშირია მთასა და მთიანი რეგიონების მახლობლად წლის ამ დროის განმავლობაში, რაც თოვლის დნობითა და თბილი წვიმებითაა განპირობებული. შეერთებულ შტატებში, ტორნადო ალლი (Alley) ყველაზე აქტიურია წელიწადის ამ დროს, განსაკუთრებით იმის გამო, რომ კლდოვანი მთები (Rocky Mountains) ხელს უშლიან აღმოსავლეთის მიმართულებით ცხელი და ცივი ჰაერის მასების გავრცელებას, რის შედეგადაც ისინი ერთმანეთს ეჯახებიან. გარდა ტორნადოებისა, სუპერელჭექებს აგრეთვე შეუძლიათ გამოიწვიონ დიდი სეტყვა და ძლიერი ქარები, რის გამოც გადაიცემა გაფრთხილება ელჭექისა და ტორნადოს შესახებ. გაზაფხულზე, ზამთართან შედარებით უფრო მეტადაც კი, გამანადგურებელი ნაკადები მნიშვნელოვან როლს თამაშობს არასტაბილური და მკაცრი ამინდის ჩამოყალიბებაში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.

ბოლო ათწლეულებში ფიქსირდება სეზონური გადაადგილება (გადაჩოჩება), რაც იმას ნიშნავს, რომ გაზაფხულის ბევრი ფენოლოგიური ნიშნები რამდენიმე დღით ადრეულად ხდება ბევრ რეგიონში ყოველ დეკადაში.

აზაფხული განიხილება როგორც ზრდის, განახლების, ახალი ცხოვრების დრო (როგორც მცენარეებისათვის, ასევე ცხოველებისთვის). ტერმინი ასევე გამოიყენება როგორც უკეთეს დროთა დაწყების მეტაფორა, ისევე როგორც ეს გამოყენებულია ტერმინში "პრაღის გაზაფხული".

სამხრეთ ნახევარსფეროში გაზაფხული რამოდენიმე მიზეზის გამო განსხვავებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გაზაფხულისგან: სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებსა და ანტარქტიდულ ზონას შორის არ არსებობს მიწის მასა (მიწის ხიდი), რომელსაც შუძლია მოძრაობაში მოიყვანოს ცივი ჰაერი წყლის დიდი მასების ტემპერატურულად შემამსუბუქებელი გავლენის გარეშე. სამხრეთ ნახევარსფეროს ყველა განედზე უვრცესი ოკეანეა. დედამიწის გეოლოგიური ისტორიის ამ ეტაპზე, დედამიწას გააჩნია ორბიტა, რომელიც მას აახლოებს სამხრეთ ნახევარსფეროსთან თბილ სეზონებზე. არსებობს ჰაერის ცირკუმპოლარული ნაკადი (40-იანი და 50-იანი წლებში იჩინა თავი), რომელიც არ ჩერდება ფართო მიწის მასებით. ეს არ არის გამანადგურებელი ნაკადის მსგავსი. ეს წყნარი ოკეანის დინებების გამორჩეული თავისებურებებია.

კულტურული მოვლენები

ალბანეთი

ძირითადი სტატია: გაზაფხულის დღე

ალბანეთი აღნიშნავს მთვარის გაზაფხულის დღეს (ალბანურად:Dita e Verës ან Dita e Luleve) 14 მარტს, და 2014 წლიდან იგი ეროვნულ დღესასწაულად იქცა. ძველი წარმართული ტრადიცია, განსაკუთრებით პოპულარული ქალაქ ელბასანში, ცენტრალურ ალბანეთში.

ზოგიერთი წყაროს ცნობით, Dita e Verës მომდინარეობს Arbëreshë-დან, ალბანური საზოგადოებიდან, რომლებიც იტალიაში ცხოვრობდნენ მე-15 საუკუნიდან. 14 მარტს იტალიის სანაპიროს მკიდრები აგროვებენ ბალახის კონებს და მიწას, მიაქვთ სახლში მათი ალბანეთიდან ემიგრაციის წლისთავის აღსანიშნავად. ფაქტიურად, ზოგიერთი წყარო ამ დღესასწაულს უკავშირებს ანტიკურ ილირიას. იმ დროისთვის, დღესასწაულს აღნიშნავდნენ 1 მარტს, რომელიც ძველ კალენდარში ემთხვეოდა წლის პირველ დღეს.

ავსტრალია

მთავარი სტატია: გაზაფხულის კარნავალი

ყოველწლიური გაზაფხულის წმინდა სისხლის ცხენების რბოლის კარნავალი ტარდება მელბურნში ოქტომბერში და ნოემბერში, რომელსაც უამრავი ადამიანი ესწრება. მელბურნის თასი, რომელიც ტარდება ნოემბრის პირველ სამშაბათს, ავსტრალიის მთავარი დოღია და აღიარებულია მასპინძელი ქალაქის, მელბურნის სახალხო დღესასწაულად. მას ასევე უწოდებენ რბოლას, რომელიც ერს აჩერებს.

ბანგლადეში

ბანგლადეშში აღნიშნავენ გაზაფხულის პირველ დღეს, გაზაფხულის დაწყებას.

გაზაფხული ფესტივალების დროა ბანგლადეშში. ადამიანები ამ სეზონს აღნიშნავენ ახლად აყვავებული მდელოებით. სოფლის მაცხოვრებლები აცხობენ სხვადასხვა ტიპის ნამცხვრებს - „პიტა“, სტუმრების გასამასპინძლებლად.

კანადა

ძირითადი სტატია: ვიქტორიას დღე

ვიქტორიას დღე კანადაში აღინიშნება 24 მაისს ან მანამდე. დღესასწაულს აღნიშნავენ დედოფალ ვიქტორიას დაბადების დღის აღსანიშნავად, თუმცა ხშირად არაოფიციალურად ითვლება კანადაში ზაფხულის სეზონის დაწყებად.

კარნავალი

ზოგიერთ რეგიონში გაზაფულის პირველი ფესტივალი არის კარნავალი, 40 დღით ადრე აღდგომამდე.

ჩინეთი

მთავარი სტატია: ჩინური ახალი წელი

აღდგომა

მთავარი სტატია: აღდგომა

აღდგომა ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია ქრისტიანულ ლიტურგიულ წელიწადში. ქრისტინებს სწამთ, რომ იესო მკვდრეთით აღსდგა ჯვარცმიდან მესამე დღეს და ქრისტეს აღდგომას აღნიშნავენ აღდგომის დღესასწაულზე, წითელი პარასკევიდან ორი დღის შემდეგ. აღდგომის დღე მოძრავი დღესასწაულია, უმეტეს ტრადიციებში 22 მარტიდან 25 აპრილამდე, და აღმოსავლეთის ზოგიერთ ქრისტიანებში 4 აპრილიდან 8 მაისამდე. სამხრეთ ნახევარსფეროში აღდგომა შემოდგომაზეა.

ეგვიპტე

მთავარი სტატია: შამ ელ-ნესიმი

შამ ენნესიმი ეგვიპტის ეროვნული დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის დადგომას აღნიშნავს. ძველი ეგვიპტელები (ფარაონის პერიოდიდან) აღნიშნავდნენ ხორბლის მოსავლის აღებას და თანამედროვე ეგვიპტელები ახლაც აგრძელებენ ამ დღის აღნიშვნას. იგი ყოველთვის მოდის აღმოსავლელი ქრისტიანების აღდგომის შემდეგ (ქვეყანაში უდიდესი ქრისტიანული ჩვეულების დომინირების შედეგად, კოპტური ორთოდოქსული ეკლესიის გამო). მიუხედავად იმისა, რომ ეს ქრისტიანული დღესასწაულია, ეგვიპტელები დღესასწაულს აღნიშნავენ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად.

ირანი

მთავარი სტატია: ნოურუზი

ნოურუზი (ასევე ნევრუზი, ნაუ-რუზი, ნოროოზი, ნევროზი, ნავროჯი და ბევრი სხვა ვარიანტი), რომელიც სპარსულ ენაზე „ახალ დღეს“ ნიშნავს, აღნიშნავს მნიშვნელოვან ტრადიციულ ფესტივალს, რომელიც აღინიშნება ირანში, როგორც ახალი წლის დასაწყისი. ეს ასევე მნიშვნელოვანი ტრადიციული დღესასწაულია ბევრ ქვეყანაში, რომელსაც ირანელი და თურქი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აღნიშნავს აზერბაიჯანში, ავღანეთში, ყირგიზეთში და ტაჯიკეთში და აღინიშნავენ ქურთები თურქეთში და ერაყში და სხვა ადგილებში.

ისრაელი

ძველ ებრაულ კალენდარში ნისანის თვე წელიწადის პირველი თვე იყო. ებრაული დღესასწაული პასოვერი (פסח) აღინიშნება ნისანის მე-15 დღეს და ასევე ცნობილია სახელით „გაზაფხულის დღესასწაული“ (חג האביב). ისრაელის სახელმწიფო გაზაფხულზე სამ ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს: იომ ჰაზიკარონ ლაშოაჰ ველაგევურა (ჰოლოკოსტის ხსოვნის დღე), იომ ჰაზიკარონი (ისრაელის დაღუპულ სამხერდოთა ხსოვნის დღე) და იომ ჰა-ატზმაუტი (დამოუკდებლობის დღე).

ინდოეთი

მთავარი სტატია: ჰოლი

ჰოლი, ფერების ფესტივალი, აღინიშნება ზამთრის სეზონის ბოლოს და გაზაფხულის დასაწყისში, ყველაზე კაშკაშა ფერების დღესასწაულია, რომელსაც ინდუსები აღნიშნავენ ინდოეთში. ადამიანები ერთმანეთს წყალს ასხამენ და ფერად ფხვნილს აყრიან.

მთავარი სტატია: ვასანტ პანჩამი

ვასანტ პანჩამი აღინიშნება ჩრდილოეთ ინდოეთში ინდური თვის მაღის მეთხუთმეტე დღეს (იანვარი-თებერვალი), გაზაფხულის პირველ დღეს. სანკრანტი მაჰარაშტრაში, ანდჰრა პრადეში და კარნატაკა და ტაი პონგალი თამილ ნადუში აღინიშნება იანვრის შუა რიცხვებში გაზაფხულის სეზონის დაწყების აღსანიშნავად.

მთავარი სტატია: ბიჰუ

ასამის ველზე, რონგალი ბიჰუ აღინიშნება შვიდი დღის განმავლობაში, 13-დან 19 აპრილამდე. ეს არის ყველაზე ნაყოფიერი ფესტივალი, რომელსაც მოსახლეობის ყველა ფენა აღნიშნავს, რაც მას განასხვავებს სხვა ინდური ფესტივალებისგან, რომლებიც უფრო რელიგიური ბუნებისაა.

მთავარი სტატია: ნოურუზი

ინდოეთში ნოურუზს უწოდებენ ნავრეჰს ან ნავროჯს. ბევრი ადამიანი აღნიშნავს ნოურუზს, ძირითადად ჯამუს და კაშმირის, გუჯარათის შტატებში და უთარ პრადეშის პროვინციაში.

მაისის დღე

მთავარი სტატია: მაისის დღე

დამატებითი ინფორმაცია: ბელტანე

1 მაისი ბევრი სახალხო დღესასწაულის თარიღია. ბევრ ქვეყანაში მაისის დღე საერთაშორისო მუშათა დღის ან შრომის დღის სინონიმია, რომლითაც აღნიშნავენ შრომის მოძრაობის სოციალურ და ეკონომიკურ მიღწევებს. როგორც დღესასწაულს, ამ თარიღს ძველი ფესვები აქვს და შესაძლოა უკავშირდებოდეს ბევრ ჩვეულებას, რომლებიც თანამედროვე ცხოვრებაშიც შემორჩა. ბევრი მათგანის მიზეზი ისაა, რომ მაისის დღე კვარტლების გადაკვეთის თარიღია, რაც იმას ნიშნავს, რომ (ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, სადაც მას თითქმის ექსკლუზიურად აღნიშნავენ) იგი ემთხვევა დაახლოებით გაზაფხულის ბუნიობის და ზაფხულის ნაბუნიობის შუა პერიოდს. კელტურ ტრადიციაში, ეს თარიღი აღინიშნებოდა როგორც გაზაფხულის დასასრული და ზაფხულის დასაწყისი. ამის შესაბამისად, ირლანდია აღნიშნავს წმ. ბრიჯიდის დღეს (1 თებერვალი) როგორც გაზაფხულის პირველ დღეს.

მესოპოტამია

მთავარი სტატია: აკიტუ და ტამუზი (ღვთაება)

აკიტუ (შეუმერულად Akiti-šekinku "ქერის ჭრა", Akiti-šununum "ქერის თესვა", ბაბილონურად rêš-šattim "წლის თავი") იყო გაზაფხულის ფესტივალი ძველ მესოპოტამიაში.

სახელწოდება წარმოსგება შუმერულიდან „ქერი“, რაც თავდაპირველად აღნიშნავდა ორ ფესტივალს, რომელიც აღინიშნავდა შუმერული კალენდრის ორი ნახევარი წლის დასაწყისს, აღნიშნავდა ქერის დათესვას შემოდგომაზე და ქერის მოჭრას გაზაფხულზე, ნისანუს თვეში (ვერძი). ბაბილონურ რელიგიაში მისი აღნიშვნა ეძღვნებოდა მარდუკის გამარჯვებას ტიამატზე.

ნეპალი

მთავარი სტატია: ჰოლი

ნეპალში ადამიანები აღნიშნავენ ჰოლის, ჰინდების ფერების ფესტივალს.

რუმინეთი

მარტიშორი ძველი რუმინული დღესასწაულია გაზაფხულის დასაწყისში, 1 მარტს. მარტიშორი, მარტი და მარტიგუს (Mărțișor, marț, mărțiguș) არის თეთრი და წითელი ბაწრის სახელები, რომლითან შეკრულია პატარა დეკორაცია და რომელსაც ადამიანები 1 მარტს აღნიშნავენ. სიმბოლურად, იგი უკავშირდება ქალებს და ნაყოფიერებას, რადგან აღნიშნავს სიცოცხლეს და გაგრძელებას. ტრადიცია დამკვიდრებულია რუმინეთში, მოლდოვაში და ყველა ტერიტორიაზე, სადაც ცხოვრობენ რუმინელები და არომუნები.

შრი ლანკა

მთავარი სტატია: სინჰალა და ტამილის ახალი წელი

„ტრადიციული ახალი წლის“ კულტურული ანთროპოლოგიური ისტორია, რომელიც აპრილში აღინიშნება, ფესვებს შრი ლანკის ანტიკური ისტორიიდან იღებს. სხვადასხვა მოსაზრება, შესაძლოა მოსავლის მოყვანასთან დაკავშირებული, სათავეს ჰპოვებს ბევრ რიტუალში, ჩვეულებაში და ცერემონიებში, რომლებიც ახალ წელთან არის დაკავშირებული. ბუდიზმის გამოჩენამ ჩ.წ-მდე მე-3 საუკუნეში გამოიწვია არსებული ახალი წლის აქტივობების ხელახალი ინტერპრეტაცია ბუდისტური თვალაზრისით. ბუდისტების და ინდუსების ქვეყნებში ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ ბუდისტური შეხედულება პრედომინანტული იყო ახალი წლის გარაქმნაში ისეთად, როგორიც ის ახლა არის.

თურქეთი

მთავარი სტატია: ნოურუზი და ჰიდირელეზი

ნოურიზი (თურქულად: ნევრუზი) უმეტესად აღინიშნება ქურთების მიერ თურქეთში.

ეს ფაქტიურად არის სპარსული საგაზაფხულო ფესტივალი და აღნიშნავს გაზაფხულის დაწყებას. თუმცა, მას ქურთებისთვის ეროვნული მნიშვნელობა გააჩნია (კავეჰ მჭედელი), ამრიგად ისინი როგორც წესი ცდილობენ ჩაიცვან ყვითელი, წითელი და მწვანე ტანსაცმელი, ქურთების დროშის ფერებში. ეს დღე ასევე მნიშვნელოვანია ქურთებისთვის. იგი უკავშირდება ერგენეკონის ლეგენდას.

ჰიდირელეზი არის ისლამური გაზაფხულის ფესტივალის მსგავსი, რომელიც მაისის დასაწყისში აღინიშნება. ეს არის ხიდრის და ელიჯაჰის შეხვედრის დღე და ფესტივალის დროს პოპულარულია პიკნიკის მოწყობა.

ვიეტნამი

მთავარი სტატია: ტეტი

ვიეტნამელები იყენებენ ტრადიციულ მთვარის, ასევე თანამედროვე მზის კალენდარს. ისინი აღნიშნავენ ტეტს (ვიეტნამურ ახალ წელს) იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში, რომელიც ასევე გაზაფხულის დაწყებადაა ცნობილი. მთვარის კალენდარი გამოიყენება ძირითადად წელიწადის სეზონებად დასაყოფად სოსოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით. წარსულში დღესასწაულის აღნიშვნა გრძელდებოდა მთვარის კალენდრის მთელი იანვარი. ტრადიციულად, ახალი წლის წინა ღამეს ვიეტნამში უშვებენ ერთგვარ ფეიერვერკებს ან đêm giao thừa-ს, ბოროტი სულების გასაგდებად.