tropikebi

 

ტროპიკები - (ლათ. Tropics) (რუს. Тропики)

ტროპიკები არის დედამიწის რეგიონი, რომელიც გარს ეკვრის ეკვატორს. ისინი შეზღუდულია განედზე კიბოს ტროპიკებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროში განედზე 23°26′13.8″(ან 23. 43718°) N და თხის რქის ტროპიკებით სამხრეთ ნახევარსფეროში 23°26′13.8″(ან 23.43718°) S; ეს ანედები შეესაბამება დედამიწის ღერძის გადახრას. ტროპიკები ასევე იწოდება როგორც ტროპიკული ზონა და ცხელი ზონა (იხილეთ გეოგრაფიული ზონა). ტროპიკები მოიცავს დედამიწის ყველა ადგილს, სადაც მზე აღწევს სუბპოლარულ წერტილს, წერტილს, რომელიც მდებარეობს ზუსტად თავს ზემოთ სოლარულ წელიწადში სულ მცირე ერთხელ.

ტროპიკები გამოირჩევა დედამიწის სხვა კლიმატური და ბიომატური რეგიონებისგან, შუა განედების და პოლარული რეგიონებისგან ეკვატორული ზონის ორივე მხრიდან.

სეზონები და კლიმატი

მთავარი სტატიები: ტროპიკული კლიმატი და წვიმების სეზონი

„ტროპიკული“ ზოგჯერ გამოიყენება ტროპიკული კლიმატის ზოგად სახელწოდებად, რათა ავღნიშნოთ თბილიდან ცხელამდე და ტენიანი წელი, ხშირად მცენარეების ამოყრის თვალსაზრისით.

ბევრ ტროპიკულ ადგილს აქვს მშრალი და წვიმიანი სეზონი. წვიმიანი სეზონი ან მწვანე სეზონი არის წელიწადის დრო, რომელიც მერყეობს ერთიდან რამდენიმე თვემდე, როდესაც რეგიონში მოდის წლიური ნალექების უმეტესობა. ადგილები სვიმიანი სეზონებით ვრცელდება ტროპიკების ნაწილზე და სუბტროპიკებში. კოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ტროპიკული კლიმატებისთვის წვიმიანი სეზონი განიმარტება როგორც თვე, როდესაც საშუალო ნალექები არის 60 მილიმეტრი (2.4 ინჩი) ან მეტი. ტროპიკულ წვიმიან ტყეებში ტექნიკურად არ არის მშრალი ან წვიმიანი სეზონები, ვინაიდან აქ წვიმები თანაბრად არის განაწილებული წელიწადის განმავლობაში. ზოგიერთი ადგილი, გამორჩეული წვიმიანი სეზონებით ავლენს შესვენებას წვიმებში შუა სეზონზე, როდესაც შიდატროპიკული კონვერგენსიული ზონა ან მუსონური ქვაბური გადაადგილდება მათი მდებარეობის პოლუსისკენ თბილი სეზონის შუა პერიოდში.

როდესაც თბილი სეზონის დროს ან ზაფხულში, წვიმიანი სეზონი დგება, ნალექი მოდის ძირითადად გვიან შუადღეს და საღამოს პირველ საათებში. წვიმიანი სეზონი არის დრო, როდესაც ჰაერის ხარისხი სწრაფად უმჯობესდება, მტკნარი წყლის ხარისხი უმჯობესდება და მცენარეები მნიშვნელოვნად იზრდებიან, და მოსავლის აღება გვიან ხდება სეზონზე. წყალდიდობა იწვევს მდინარეების ნაპირებზე გადმოსვლას და ზოგიერთი ცხოველი უფრო მაღალი ადგილებისკენ გადაინაცვლებს. ნიადაგის საკვები ნივთიერებები მცირდება და ეროზია მატულობს. მალარიის შემთხვევები იზრდება იმ ადგილებში, სადაც სეზონი ემთხვევა მაღალ ტემპერატურას. ცხოველებს უწევთ ადაპტაცია და გადარჩენის სტრატერგიის ძებნა უფრო მშრალ რეჟიმზე გადასასვლელად. სამწუხაროდ, წინა მშრალი სეზონი იწვევს საკვების დეფიციტს სველ სეზონში, ვინაიდან მოსავალი ჯერ კიდევ მწიფდება.

ტროპიკების რეგიონებში შესაძლოა საკმარისი ტროპიკული კლიმატი არ იყოს. არსებობს ალპური ტუნდრა და თოვლით დაფარული მწვერვალები, მათ შორის მაუნა კეა, მთა კილიმანჯარო და ანდები, რომლებიც ჩილეს და არგენტინის სამხრეთში და ასევე უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს. კოპენის კლიმატური კლასიფიკაციის მიხედვით, გეოგრაფიული ტროპიკების ფარგლებში მოქცეული ტერიტორიები კლასიფიცირდება არა როგორც „ტროპიკული“, არამედ როგორც „მშრალი“ (გვალვიანი ან ნახევრად გვალვიანი), რაც მოიცავს საჰარას უდაბნოს, ატამაკას უდაბნოს და ავსტრალიის მეჩხერად დასახლებულ ადგილებს.

ტროპიკული ეკოსისტემები

ტროპიკული მცენარეები და ცხოველები არის ჯიშები, რომლებიც მშობლიურია ტროპიკებისთვის. ტროპიკული ეკოსისტემები შეიძლება შედგებოდეს წვიმიანი ტყეებისგან, მშრალი ფოთლოვანი ტყეებისგან, ეკალბარდების ტყეებისგან, უდაბნოს და სხვა ჰაბიტანტი ტიპებისგან. ხშირად არსებობს ბიომრავალფეროვნების ადგილები და ადგილი აქვს ჯიშების ენდემიზმს, განსაკუთრებით წვიმიან ტყეებში და მშრალ ფოთლოვან ტყეებში. მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვნების ზოგიერთი მაგალითი და/ან მაღალი ენდემურობის ეკოსისტემებია: იუნქის ეროვნული ტყე პუერტო რიკოში, კოსტა რიკის და ნიკარაგუას წვიმიანი ტყეები, ამაზონის წვიმიანი ტყის ტერიტორიები რამდენიმე სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში, მადაგასკარის მშრალი ფოთლოვანი ტყეები, უოთერბერგის ბიოსფერო სამხრეთ ამერიკაში და აღმოსავლეთ მადაგასკარის წვიმიანი ტყეები. ხშირად ტროპიკული ტყეების ნიადაგი დაბალი კვებითი შემცველობისაა, რაც მათ საკმაოდ მგრძნობიარეს ხდის ტყის გაჩეხვის ტექნიკის მიმართ, რომლებიც ზოგჯერ ცვალებადი კულტივაციის სასოფლო-სამეურნეო სისტემების ელემენტია.

ბიოგეოგრაფიაში ტროპიკები იყოფა პალეოტროპიკებად (აფრიკა, აზია და ავსტრალია) და ნეოტროპიკებად (კარიბის, ცენტრალური ამერიკის და სამხრეთ ამერიკის). ერთად მათ ზოგჯერ პანტროპიკებს უწოდებენ. ნეოტროპიკული რეგიონი არ არის ფოკუსირებული იგივე დასახელების ეკოზონაზე; ადრე ასეთი ბუნდოვანება არ არსებობდა, ვინაიდან პალეოტროპიკები შეესაბამებოდა აფროტროპიკულს, ინდომალაიზიურს და ნაწილობრივ ავსტრალიურს და ოკეანეთის ეკოზონებს.

ტროპიკულობა

„ტროპიკულობა“ ეხება გეოგრაფიულ წარმოსახვას, რომელიც აქვს ბევრ, რეგიონის მიღმა მცხოვრებ ადამიანს. ტროპიკულობის იდეამ ინტერესი განაახლა თანამედროვე გეოგრაფიულ აღმოჩენაში, როდესაც ფრანგმა გეოგრაფმა პიერ გურუმ გამოაქვეყნა Les Pays Tropicaux (ტროპიკული სამყარო), 1940-იანი წლების ბოლოს.

ტროპიკულობა მოიცავს სულ მცირე ორ ურთიერთსაწინააღმდეგო წარმოდგენას. ერთ-ერთი მათგანი არის ის, რომ ტროპიკები წამრმოადგენს ედემის ბაღს, ზეცას დედამიწაზე; მაშინ როცა ალტერნატივა არის ის, რომ ტროპიკები არის პრიმიტიული და არსებითად არამართლზომიერი. ეს უკანასკნელი შეხედულება პირველთან შედარებით უფრო ხშირად განხილულა დასავლეთის ლიტერატურაში.

დასავლელმა სწავლულებმა ასევე შექმნეს თეორია იმ მიზეზების შესახებ, რომ ტროპიკული ადგილები ითვლებოდა „უფრო დაბალ ადგილებად“ ვიდრე ჩრდილოეთ ნახევარსფერო. პოპულარული განმარტება ეხებოდა კლიმატის ცვლილებებს - ვინაიდან ტროპიკულ რეგიონებს როგორც წესი აქვთ უფრო თბილი ამინდი, ვიდრე ჩრდილოეთის რეგიონებს. ამ საკითხმა მეცნიერები, მათ შორის გუროუ მიიყვანა დავამდე, რომ თბილი კლიმატი შეეფერება პრიმიტიულ მკვიდრ მოსახლეობას, რომლებსაც აკლიათ კონტროლი ბუნებაზე, ჩრდილოეთის მოსახლეობასთან შედარებით, რომლებსაც აქვთ „დამუშავებული ბუნება“.

 

ზომიერი სარტყელი
მშრალი სეზონი
ტენიანი სეზონი
სავანა
სამხრეთი ტროპიკი
ჩრდილოეთი ტროპიკი
ტროპიკული კლიმატი
ტროპიკული მშრალი კლიმატი
ტროპიკული სარტყელები
ტროპიკული სარტყელების ნახევარუდაბნო ზონები
ტროპიკული სარტყელების უდაბნო
ტროპიკული ტყეები
ტროპიკული ფაუნა
ტროპიკული ციკლონი
სუბტროპიკული ტყეები