tropikebi - tropikuli mSrali klimati

 

ტროპიკული მშრალი კლიმატი - (ლათ. Tropical savanna climate) (რუს. Тропический климат с сухой зимой и дождливым летом)

ტროპიკული სავანის კლიმატი ან ტროპიკული სველი და მშრალი კლიმატი არის კლიმატის ტიპი, რომელიც შეესაბამება "Aw" და "As" კატეგორიებს. ტროპიკული სავანის კლიმატის ყოველთვიური საშუალო ტემპერატურა ყოველ თვეში 18 ° C (64 ° F) და, როგორც წესი ხასიათდება გამოხატული მშრალი სეზონით. უმშრალესი თვის განმავლობაში ნალექები 60 მმ-ზე ნაკლებია და აგრეთვე 100 - [სრული წლიური ნალექის {მმ}/25]. ეს უკანასკნელი ფაქტი პირდაპირ განსხვავდება ტროპიკული მუსონის კლიმატისგან, რომლის უმშრალეს თვეში 60 მმ-ზე ნაკლები ნალექია, მაგრამ მას გააჩნია 100 - [სრული წლიური ნალექის {მმ}/25]-ზე მეტი ნალექების რაოდენობა. აქედან გამომდინარე ტროპიკული სავანის კლიმატში ან მეტი ნალექია ვიდრე ტროპიკულ მუსონურ კლიმატში ან მეტად გამოხატული მშრალი სეზონებია.

ზოგადად არსებობს ტროპიკული სავანის კლიმატის ოთხი ტიპი:

1. შედარებით თანაბარი ხანგრძლივობის სველი და მშრალი სეზონები. რეგიონის წლიური ნალექების უმეტესობა სველი სეზონის განმავლობაშია და მშრალ სეზონზე ძალიან ცოტა ნალექი მოდის.

2. ხანგრძლივი მშრალი სეზონი და შედარებით მოკლე სველი სეზონი. ეს ვერსია გამოსახულია შვიდი ან მეტი მშრალი სეზონის თვით და ხუთი ან ნაკლები სველი სეზონის თვეებით. ამ ვერსიაში არსებობს ცვლილებები:

ერთის მხრივ, რეგიონი იღებს მხოლოდ საკმარის ნალექების რაოდენობას მოკლე სველი სეზონის განმავლობაში, რათა გამოირიცხოს მისი, როგორც ნახევრადგვალვიანი კლიმატის კლასიფიკაციიდან. ტროპიკული სავანის კლიმატის ეს მშრალი სახესხვაობა (ვარიაცია), როგორც წესი, გვხვდება რეგიონის ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც ესაზღვრება ნახევრადგვალვიან კლიმატურ რეგიონებს.

მეორეს მხრივ, კლიმატი ხასიათდება ხანგრძლივი მშრალი სეზონით, რომელსაც მოსდევს მოკლე, მაგრამ უკიდურესად წვიმიანი სეზონი. თუმცა, კლიმატის ამ სახეცვლილებით (ვარიაციით) რეგიონებში არ არის საკმარისი ნალექის რაოდენობა სველი სეზონის დროს, იმისათვის, რომ მას მივანიჭოთ ტროპიკული მუსონის კლიმატის კვალიფიკაცია.

3. ხანგრძლივი სველი სეზონი და შედარებით მოკლე მშრალი სეზონი. ეს ვერსია გამოხატულია შვიდი ან მეტი სველი სეზონის თვეებით და ხუთი ან ნაკლები მშრალი სეზონის თვეებით. ამ ვერსიის ნალექების მოდელი ჰგავს ზოგიერთი ტროპიკული მუსონების კლიმატის ნალექების მოდელს, მაგრამ აქ არ მოდის საკმარისი წვიმები სველი სეზონის დროს, იმისათვის, რომ იგი მსგავს კლასიფიკაციაში შევიყვანოთ.

4. მშრალი სეზონი ნალექების შესამჩნევი რაოდენობით, რომელსაც მოსდევს წვიმიანი სველი სეზონი. არსებითად ეს ვერსია ნალექების მოდელის იმიტაციას ახდენს, რაც მეტად ჩვეულებრივია ტროპიკულ მუსონურ კლიმატში, მაგრამ არ მოდის საკმარისი ნალექი არც მშრალი სეზონის არც წლის განმავლობაში, იმისათვის რომ მოხდეს მისი ამ კლასიფიკაციაში შეყვანა.

გავრცელება

ტროპიკული სავანის კლიმატი ჩვეულებისამებრ ხშირად გვხვდება აფრიკაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთით. ეს კლიმატი ასევე გავრცელებულია ცენტრალურ ამერიკაში, ჩრდილოეთ ავსტრალიასა და ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთით, კერძოდ, მექსიკასა და აშშ-ს ფლორიდის შტატში. ამ კლიმატის მქონე ქვეყნების უმრავლესობა მდებარეობს ტროპიკული ზონის საზღვრებს მიღმა, მაგრამ ზოგიერთი ადგილი შიდა ტროპიკულ საზღვრებშია განთავსებული (მაგ. სან მარკოსი, ანტიოქია, კოლუმბია). ამის მსგავსად, ურაბას ყურის აღმოსავლეთით მდებარე კარიბის სანაპირო, დაწყებული კოლუმბია-პანამის საზღვრიდან ორინოკოს მდინარის დელტამდე, ატლანტის ოკეანის გასწვრივ (დაახლოებით 4000 კმ) გამოირჩევა გრძელი მშრალი პერიოდებით (უკიდურესია BSh კლიმატი (იხილეთ ქვემოთ) და ხასიათდება ძალიან დაბალი, არასაკმარისი ნალექების რაოდენობით, რომელიც გვხვდება მაგალითად გუახირასა და კოროში, დასავლეთ ვენესუელაში, სამხრეთ ამერიკის უკიდურეს ჩრდილო ნახევარკუნძულზე, სადაც წლიური ნალექების რაოდენობა 300 მმ-ზე ნაკლებია და პრაქტიკულად მხოლოდ ორი ან სამი თვის განმავლობაში მოდის). ეს მდგომარეობა ვრცელდება მცირე ანტილისა და დიდი ანტილის კუნძულებზე მდებარეობს მდინარე ორინოკოს იანოსი (Lanos) ან სავანა. სწორედ აქედან იღებს ეს კლიმატი თავის სახელწოდებას.

ხანდახან As გამოიყენება Aw-ს მაგივრად, თუ მშრალი სეზონი მოდის "მაღალი" მზისა და ხანგრძლივი დღეების პერიოდში. წვიმის ჩრდილის გავლენის გამო მცირდება ზაფხულის ნალექების რაოდენობა ტროპიკულ რეგიონში. მსგავსი შემთხვევები ხშირად გვხვდება მაგალითად, ჰავაის კუნძულების ნაწილში, აღმოსავლეთ აფრიკაში (მომბასა, კენია, სომალი), შრი-ლანკა (ტრიკომალე) და ჩრდილო-აღმოსავლეთ ბრაზილიის სანაპირო ზოლში, მაგალი (ფორტალეზადან ნატალამდე და მესეიუმდე).განსხვავება "ზაფხულსა" და "ზამთარს" შორის ასეთ ადგილებში, როგორც წესი, იმდენად უმნიშვნელოა, რომ განსხვავება As და Aw კლიმატს შორის სადავოა. თუმცა, უმეტეს ადგილებში, სადაც არის ტროპიკული სველი და მშრალი კლიმატი, მშრალი სეზონი დგება "დაბალი" მზისა და შედარებით მოკლე დღეების დროს კონვექციის შემცირების ან არარსებობის გამო.

იხილეთ აგრეთვე

ტროპიკები
კოპენის კლიმატური კლასიფიკაცია
ტროპიკული საზღვაო კლიმატი
ტროპიკული ფაუნა

ხმელეთის ტროპიკული ფაუნა წარმოდგენილია ტროპიკული წვიმის ტყეების, ეკვატორული ტყეების, მარადმწვანე სკლეროფიტული ტროპიკული ტყეების, ფოთლოვანი ტროპიკული ტყეების, სავანის, უდაბნოებისა და სხვა მცენარეთა ჯგუფების მიერ. მიუხედავად მათი მრავალფეროვანი არსებობის პირობებისა, ტროპიკულ ცხოველებს გააჩნიათ მრავალი მახასიათებელი, მათ შორის თერმოფილია და ნაყოფიერების შემცირება (ფრინველის კვერცხის საშუალო რაოდენობა ბუდეში და ახალგაზრდა ძუძუმწოვრებში მეტად პატარა ნაშიერები, ვიდრე არატროპიკულ სახეობებს შორის). ტროპიკული რეგიონების სახეობების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება შუა და მაღალი განედებისას. სახეობების სიმრავლის და ცხოვრების ფორმების მრავალფეროვნების გამო, ტროპიკული ცხოველები ხასიათდებიან მაღალგანვითარებული დამცავი ფერითა და ფორმით, კერძოდ კი მიმიკრიით. ზოგიერთი ცხოველი გვხვდება უკიდურესად დიდი რაოდენობით, მაგალითად, ანტილოპები სავანაში, ჭიანჭველები ტროპიკული წვიმების ტყეებში და ტერმიტები მთელ რეგიონში.

ბევრი ტაქსონომიური ჯგუფები სრულად ან მეტად ტროპიკულნი არიან. სხვა შემთხვევებში სახეობათა რიცხვი ტროპიკებში უფრო მეტია, ვიდრე არატროპიკულ ზონებში. ძუძუმწოვრებს შორის მაიმუნები თითქმის მხოლოდ ტროპიკებში გვხვდება. ლემურები, სპილოები, მარტორქები, ტაპირები, ჭიანჭველაჭამიები და ზარმაცები მხოლოდ რამოდენიმე ტროპიკულ ზონაში გვხვდებიან. ღამურების უამრავი სახეობებია ტროპიკებში. თუმცა, ის ღამურები რომლებიც მხოლოდ ტროპიკებში გვხვდება, "ძველი სამყაროს" ხილის მჭამელი ღამურები და ამერიკის ცხვირფოთოლასებრი ღამურებია.

დამახასიათებელი ფრინველებს განეკუთვნებიან თუთიყუშები, მტრედები, გუგული, ტროგონები, წვეროსნები, მარტორქა-ჩიტები, ტუკანები, მენექტრიები, თაფლის მჭამელები და კოლიბრები. ტიპიურ რეპტილიებს შორის არიან იგუანები (ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, მადაგასკარი, ფიჯი), გეკონები, სცინკისებრნი, ქამელეონები (ძირითადად აფრიკაში), გველები და ნიანგები. ჩვეულებრივად გვხვდება ამფიბიები ჩვეელებრივი ბაყაყები, ხის ბაყაყები, გომბეშოები და უფეხო ამფიბიები. ტროპიკებში გვხვდება უხერხემლოების მრავალრიცხოვანი სახეობები, მათ შორის მორიელები, ობობები, სხვადასხვა მწერები (ხოჭოები, პეპლები, სწორფრთიანები, ქვიშის ბუზები, ჭიანჭველები, ტერმიტები) და ხმელეთის წურბელები. ბუზი ცეცე, რომელსაც გადააქვს ძილის ავადმყოფობის გამომწვევი აგენტი ადამიანებში და ნაგანას დაავადება მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, გვხვდება აფრიკაში.

ოკეანის ტროპიკული ფაუნა გამოირჩევა ფორმების დიდი მრავალფეროვნებით, მაგრამ მოიცავს გარკვეულ სახეობების შედარებით მცირე რაოდენობას, ვიდრე ეს სხვა კლიმატურ ზონებში გვხვდება (გარდა ტროპიკული კუნძულების სანაპიროს სახეობებისა). იმ ცხოველებს შორის, რომელთა მოძიებაც მხოლოდ ან ძირითადად ტროპიკებში შეგვიძლია მოვიძიოთ, გვხვდებიან განსაკუთრებული თევზები (ზვიგენები, სკაროსები, მფრინავი თევზები, პლექტოგნატები, ხმალთევზები და იალქნოსანი თევზები), ზღვის კუები, ზღვის გველები და გარკვეული უხერხემლოები (პტეროპოდები, მარგალიტის ხამანწკები, ნაუტილუსები (ნიჟარის სახეობა), პირფეხიანები, ლანგუსტისებრნი და რიფის (წარმომქნელი) მარჯანი). ტროპიკების ზღვასთან ასევე ასოცირდებიან ტროპიკული ფრინველები (ფაეტონი) და ფრეგატები, რომლებიც თავიანთი ცხოვრების დიდ ნაწილს ზღვაზე ნადირობით ატარებენ. დიუგონები და ლამანტინისებრნი სახლობენ ტროპიკულ ზღვებში. კაშალოტები მრავლდებიან ტროპიკულ ზღვებში.

ხმელეთისა და ოკეანის ტროპიკული ფაუნა წარმოდგენილია ყველაზე უძველესი ფორმებით, რადგან მისი განვითარება არ შეფერხებულა კონტინენტური მყინვარების მიერ, რომლებიც დამახასიათებელია ზომიერი და ცივი ზონებისთვის და ტროპიკულ ზონაზე არც წყლის დაბალ ტემპერატურას მოუხდენია გავლენა, რაც ასოცირდება მყინვარებთან. ადამიანის გავლენით ხმელეთის ტროპიკულმა ფაუნამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ბევრი სახეობა გაქრა ან გადაშენების პირასაა; განსაკუთრებით ეს ტროპიკული კუნძულების ფაუნას შეეხო. სინანთროპული ცხოველები (თაგვები, ვირთხები) ფართოდაა გავრცელებული ტროპიკებში. ტროპიკული ფაუნის დაცვა მნიშვნელოვანია გენების შენარჩუნებისთვის, რომელიც ცხოველების მოშინაურებასა და აკლიმატიზაციის პროცესში დიდ როლს ასრულებს.