tropikebi - savana

 

სავანა - (ლათ. Savanna) (რუს. Саванна)

სავანა არის ბალახით დაფარული მიწის ეკოსისტემა, რომელიც ხასიათდება ხეების საკმარისად ფართოდ გავრცელებით, ისე რომ ერთმანეთს არ ჩრდილავს ტოტებით. ღია სივრცეები ხეებს შორის საკმარის მზის სინათლეს უშვებს მიწაზე და ეხმარება ბალახის საფარს.

სავანებში არის ღია სივრცეები ხეებს შორის, მიუხედავად ხეების სიმჭიდროვისა. ხშირად ფიქრობენ, რომ სავანის მახასიათებელია ფართოდ გავრცობილი, გაფანტული ხეები. თუმცა, ბევრ სავანაში ხეების სიმჭიდროვე და ერთმანეთთან სიახლოვე მეტია ვიდრე ტყეებში. სამხრეთ აფრიკის სავანის ტიპები cerrado sensu stricto და cerrado dense როგორც წესი ხასიათდება ხეების სიმჭიდროვით, რომელიც მსგავსია ან უფრო მეტია ვიდრე სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში, სავანაში 800-3300 ხეა ჰექტარზე და მიმდებარე ტყეებში 800-2000 ხე ჰექტარზე. ასევეა გვინეის სავანაში - 129 ხე ჰექტარზე, სანაპიროს ტყის 103-თან შედარებით, მაშინ როცა აღმოსავლეთ ავსტრაცლიის სკლეროფირულ ტყეებში სიხშირის საშუალო სიმჭიდროვე დაახლოებით 100-ია 1 ჰექტარზე, იგივე რეგიონში სავანებთან შედარებით.

სავანები ასევე ხასიათდება სეზონური წყლის არსებობით, სადაც წვიმის უმეტესი ნაწილი ერთ სეზონზე მოდის; ისინი ასოცირდება რამდენიმე ტიპის ბიომთან და ხშირად გარდამავალ ზონაშია ტყესა და უდაბნოს ან ბალახის საფარს შორის. სავანა ფარავს დედამიწის მიწის ფართობის დაახლოებით 20%.

ეტიმოლოგია

სიტყვა თავდაპირველად გამოჩნდა ინგლისურ ენაში 1555 წელს, ლათინური სიტყვის Zauana-ს (საუანა) ბაზაზე და იმდროინდელი ორთოგრაფიის მიხედვით გააჩნდა ფორმა zavana (ზავანა) (იხ. ისტორია V.). პიტერ მარტირმა გვაცნობა, რომ ეს იყო ადგილობრივი სახელი დაბლობისა კომაგრეს გარშემო, დღესდღეობით კასიკ კარლოსის კარი, პანამა. ჩანაწერები ზუსტი არ არის, მაგრამ იგი ჩვეულებისამებრ დღესდღეობით იგი მდებარეობს მადუგანდისთან ან უსტუპოს მოპირდაპირე გუნა იალასთან სანაპიროსთან ახლო მდებარე კონცხზე ან ოსკიტოს (კოღოების) კონცხზე. ჩვენს დროში ამ ადგილებში ან ჯუნგლებია, ან კიდევ სახნავ-სათესადაა გადაცემული.

გადანაწილება ბევრი ბალახოვანი ლანდშაფტი და ხეების, ბუჩქების და ბალახების შერეული ჯგუფები მე -19 საუკუნის შუა ხანებში აღწერილი იყო როგორც სავანა, სწორედ მაშინ, როდესაც დადგინდა ტროპიკული სავანის კლიმატის კონცეფცია. კოპენის კლიმატის კლასიფიკაციის სისტემამ ძლიერი გავლენა განიცადა ტემპერატურისა და ნალექების გავლენით ხეების ზრდით და მისმა ზედმეტად გამარტივებულმა ვარაუდებმა განაპირობა ტროპიკული სავანის კლასიფიკაციის კონცეფცია, რამაც განაპირობა მისი "კლიმატური კულმინაციის" ფორმირებად მიჩნევა. დღესდღეობით საერთო სარგებლობის მნიშვნელობა, რომელიც აღწერს მცენარეულობას, ეწინააღმდეგება ფართოდ გავრცელებულ გამარტივებულ კლიმატური კონცეფციის მნიშვნელობას. ხანდახან, აზრთა სხვადასხვაობის გამო, ისეთი რეგიონები, როგორიცაა კონგოს ჩრდილოეთით და სამხრეთით და ამაზონის მდინარის გასწვრივ გადაჭიმული სავანა, გამორიცხავდა მათ სავანის კატეგორიიდან.

ჩრდილოეთ ამერიკის სხვადასხვა ნაწილში თითქმის ერთნაირად გამოიყენება ტერმინი "სტეპები". ხანდახან შუა სავანას უწოდებდნენ "ხეებიან ბალახოვან ადგილს". სხვადასხვა ავტორები განსაზღვრავენ სავანის ქვედა ზღვარს 5-10% დაფარვით და ზედა ზღვარს 25-80% დაფარვით.

სავანას გარემოში ორი საყოველთაოდ გავრცელებული ფაქტორია წლის განმავლობაში - წვიმისა და მშრალი სეზონის დროს ხანძრების ცვალებადობა. (კითხვა: იხილეთ განსჯა: სავანების ფაქტორები) ამერიკაში, მაგ. ბელიზში, ცენტრალურ ამერიკაში, სავანას მცენარეულობა მსგავსია მექსიკიდან სამხრეთ ამერიკამდე და კარიბის ზღვისპირეთში.

განაწილება

ბევრი ბალახოვანი ლანდშაფტი და შერეული ხეები, ბუჩქები, ჩირგვები და ბალახები მე-19 საუკუნის შუამდე სავანად იწოდებოდა, როდესაც დადგინდა ტროპიკული სავანის კლიმატის ცნება. კოპენის კლიმატური კლასიფიკაციის სისტემაზე ძლიერი გავლენა მოახდინა ტემპერატურულმა ცვლილებებმა და ნალექებმა, იმოქმედა ხეების ზრდაზე და მისმა ზედმეტად გამარტივებულმა მოსაზრებებმა გამოიწვია ტროპიკული სავანის კლასიფიკაციის კონცეფცია, რომელმაც შედეგად მოგვცა „კლიმატური კლიმაქსის“ ფორმირება. ზოგადი გამოყენების მნიშვნელობა მცენარეების აღსაწერად ახლა კონფლიქტშია ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებულ კლიმატური კონცეფციის მნიშვნელობასთან. ამ გაუკვევლობამ გამოიწვია, რომ ასეთი ფართო სავანების ადგილები კონგოს და ამაზონის მდინარეების სამხრეთით გამოირიცხა რუკაზე დატანილი სავანის კატეგორიებიდან.

ჩრდილოეთ ამერიკის სხვადასხვა ადგილებში ხშირად იყენებენ სიტყვას „უნაყოფო“ სავანის შემთხვევაში. ზოგჯერ შუა დასავლური სავანა აღწერილი იყო როგორც „ბალახის საფარი ხეებით“. სხვადასხვა ავტორები განსაზღვრავენ სავანის ხის საფარის დაბალ ზღვარს ტერიტორიის 5-10%-ით და ზედა ზღვარს 25-80%-ის ოდენობით.

ორი ფაქტორი, რომელიც საერთოა ყველა სავანის გარემოსთვის არის წვიმების ცვლილება წლიდან წლამდე, და მშრალი სეზონის ქარები. (კითხვა: იხ. სავანის სავანური ფაქტორები) ამერიკაში, მაგ, ბელიზეში, ცენტრალურ ამერიკაში სავანის აყვავება ჰგავს მექსიკის, სამხრეთ ამერიკის და კარიბის ზღვისას.

საშიშროებები

ცვლილებები ხანძრის მართვაში

სავანებში ხშირია ხანძრები და ეკოსისტემა ადამიანის მიერ ცეცხლის გამოყენების შედეგია. მაგალითად, ადგილობრივმა ამერიკელებმა შექმნეს პრე-კოლუმბიური სავანები ჩრდილოეთ ამერიკაში, პერიოდულად წვავდნენ რა ცეცხლმედეგ მცენარეებს, რომლებიც დომინანტურ ჯიშებს წარმოადგენდა. ფიჭვნარი მეჩხერ ადგილებში ნიუ ჯერსიდან სანაპირო ნიუ ინგლენდამდე არის ამ სავანების ნარჩენი. აბორიგენული გადაწვები როგორც ჩანს გახდა სავანის ფართოდ გავრცელების მიზეზი ტროპიკულ ავსტრალიაში და ახალ გვინეაში და სავანები ინდოეთში არის ადამიანის მიერ ცეცხლის გამოყენების შედეგი. მაკვისის სავანები ხმელთაშუაზღვის რეგიონში შეიქმნა ამის მსგავსად და შენარჩუნდა ანტროპოგენური ცეცხლის შედეგად.

ეს ხანძრები როგორც წესი შემოიფარგლება ფოთლოვანი მცენარეებით და ცოტა მეტ ზიანს აყენებს მომწიფებულ ხეებს. თუმცა, ეს ხანძრები კლავს ან ანადგურებს ხეების ნერგებს, ამრიგად ხელს უშლის უწყვეტი ხის გადაჩრდილვის წარმოქმნას, რომელიც ხელს უშლის ბალახის ზრდას. ევროპელების დასახლებამდე აბორიგენების მიერ მიწის გამოყენების პრაქტიკამ, მათ შორის ცეცხლის გამოყენებამ გავლენა მოახდინა ვეგეტაციაზე და შესაძლოა შეინარჩუნა და შეცვალა სავანის ფლორა. ბევრი ავტორი მიიჩნევს, რომ აბორიგენების მიერ გადაწვამ შექმნა სტრუქტურულად მეტად ღია სავანის ლანდშაფტი. აბორიგენების ცეცხლმა რასაკვირველია შექმნა საცხოვრებელი მოზაიკა, რომელმაც სავარაუდოდ გაზარდა ბიომრავალფეროვნება და შეცვალა ტყით დაფარული მიწების სტრუქტურა და მრავალი ხის ჯიშის გეოგრაფიული ნაირსახეობა. ბევრი ავტორი თვლის, რომ ტრადიციული წვის რეჟიმების შეცვლით ბევრი სავანა ჩაანაცვლა ტყემ და ბუჩქები პატარა ფოთლოვანმა საფარმა.

სავანის ტყეებში წარმოდგენილ საძოვრებზე ბალახის მოხმარებამ გამოიწვია საწვავის რაოდენობის შემცირება და ნაკლები და შედარებით "გრილი" ხანძრები. ეგზოტიკური საძოვარი პარკოსანი მცენარეების გაჩენამ ასევე ხელი შეუწყო "ხანძრების" საჭიროების შემცირებას რომელიც ხელს უწყობდა მწვანე ბალახის ზრდას, რადგანაც პარკოსნები მთელი წლის განმავლობაში ინარჩუნებენ მაღალ კვებით თვისებებს და ამასთანავე ხანძრები (წვა) უარყოფითად მოქმედებს პარკოსანთა გამრავლებაზე, რაც განაპირობებს წვის მიმართ სურვილის გაქრობას.

მძოველი და მომთაბარე ცხოველები

მჭიდრო ტყის ტიპები, როგორიცაა ფართოფოთლოვანი ტყეები და წვიმიანი ტყეები, ჩვეულებრივ არ არის საძოვარი სტრუქტურის, ვინაიდან მათში არ იზრდება ბალახი და ვინაიდან გვთავაზობს მცირე საშუალებას ძოვისთვის. ამის საპირისპიროდ, სავანის ღია სტრუქტურა ხელს უწყობს ფოთლოვანი საფარის ზრდას და ზოგადად გამოიყენება შინაური პირუტყვის საძოვრად. ამის შედეგად, მსოფლიოში ბევრი სავანა შეიცვალა ცხვრის, თხების და რქოსანი პირუტყვის ძოვის შედეგად, დაწყებული საძოვრის შემცველობის ცვლილებიდან, დამთავრებული სარეველას ცვლილებიდან.

ბალახის გაქრობა ძოვის შედეგად გავლენას ახდენს ხე-მცენარეების შემადგენელ ტყის სისტემებზე ორი ძირითადი გზით. ბალახი კონკურენციას უწევს ხე-მცენარეებს ნიადაგის ზედა შრის წყალზე და ძოვის შედეგად ბალახის მოშორებით ამცირებს მის კონკურენტულ შედეგს, რაც პოტენციურად აჩქარებს ხეების ზრდას. ამ გავლენასთან ერთად, საწვავის მოშორება ამცირებს როგორც ხარძრების ინტენსივობას და სიხშირეს, რომელმაც შეიძლება აკონტროლოს მცენარეთა ჯიშები. მძოვ ცხოველებს შეიძლება მეტი პირდაპირი გავლენა ჰქონდეთ ხე-მცენარეებზე გემრიელი ხის ჯიშების ძოვით. არსებობს მტკიცებულება, რომ უგემური ხე-მცენარეები მოემატა სავანებში. ძოვა ასევე ხელს უწყობს სარეველას გავრცელებას იმ მცენარეების შემცირებით, რომლებიც ჩვეულებრივ კონკურენციას გაუწევდა და ხელს შეუშლიდა მათ გაჩენას. ამის გარდა, მსხვილფეხა საქონელი და ცხენები მონაწილეობენ სარეველის გავრცელებაში, როგორიცაა Prickly Acacia (Acacia nilotica) და Stylo (Stylosanthes spp.). ცვლილებებმა სავანას ჯიშების შემადგენლობაში, რომელიც გამოწვეულია ძოვით, შეუძლია შეცვალოს ეკოსისტემის ფუნქცია და გამწვავდეს ორგანიზების და მიწის მართვის სუსტი მენეჯმენტით.

გამოჩენილ მძოვ ცხოველებს ასევე შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ნიადაგის პირობებზე ფიზიკურად დატკეპვნის გამო და ნიადაგის ამომტვრევის გამო, რაც გამოწვეულია ცხოველების რქებით და ეროზიის ეფექტებით, რასაც იწვევს დამცავი მცენარეული საფარის მოხსნა. ასეთი გავლენა უმეტესად ხდება მიწაზე, რომელზეც ხშირად და მძიმედ ხდება ძოვა. ხშირად ნიადაგს აუარესებს, ხდის ნაბალნაყოფიერს ჭარბი ძოვა და 500 მმ-ზე ნაკლები ნალექების დროს, ვინაიდან ნიადაგის საკვები ნივთიერებები ამ ადგილებში კონცენტირებულია ზედაპირზე, ასევე რომ ნიადაგიდან ნებისმიერმა მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე დეგრადაცია. ნიადაგის სტრუქტურის და საკვები ნივთიერებების დონეების ცვლილება გავლენას ახდენს მცენარეთა ჯიშების დაფუძნებაზე, ზრდაზე და გადარჩენაზე და ამის სანაცვლოდ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილება ტყის მასების სტრუქრუტაში და შემადგენლობაში.

ხეების წმენდა

ავსტრალიის და სამხრეთ ამერიკის სავანების დიდი ტერიტორიები ხეებისგან გაიწმინდა, და ეს წმენდა დღემდე გრძელდება. მაგალითად, დღემდე 480,000 ჰექტარი სავანა იწმინდება ყოველწლიურად მარტო ავსტრალიაში, ძირითადად საძოვრის გაუმჯობესების მიზნით. რეალურად სავანის ტერიტორიები გაწმენდილია ხე-მცენარეებისგან და დიდი ტერიტორია, რომელიც დღეს აყვავებული რჩება არის ხე-მცენარეები, რომლებიც ხელშეხებულია წარსულში წმენდით ან შეთხელებით.

წმენდა ხორციელდება საძოვრების მრეწველობის მიერ იმის ცდით, რომ გაიზარდოს რქოსანი პირუტყვის საკვების ხარისხი და რაოდენობა და გაუმჯობესდეს მსხვილფეხა საქონლის მართვა. ხეების მოშორება სავანის მიწიდან ანადგურებს ბალახიდან არსებული წყლის კონკურენციას და შეიძლება გამოიწვიოს საძოვრების წარმოების ორმაგად ან ოთხმაგად ზრდა, ასევე არსებული საკვების ხარისხის გაუმჯობესება. იმის გამო, რომ პირუტყვის გამტარობის მოცულობა ძლიერადაა დაკავშირებული ბალახოვან ნაყოფიერებასთან, შეიძლება ძირითადი ფინანსური სარგებელი მიღებულ იქნეს ხეების მოშორების შედეგად, როგორიცაა საძოვრების მართვაში დახმარება: მჭიდრო ხეებში და ბუჩქებში იმალებიან მტაცებლები, რაც იწვევს შინაური პირუტყვის დაკარგვის ზრდას, მაგალითად, მაშინ როცა ხე-მცენარეების საფარი გარს აკრავს ცხვრების და მსხვილფეხა პირუტყვის საძოვარ ადგილებს.

შემუშავებულია რამდენიმე მეთოდი სავანებში ხე-მცენარეების გაწმენდის ან განადგურებისთვის. ადრე ფერმერი მეცხვარეები მიმართავდნენ ტყის კაფვას და შემოღობვას, ქერქის და ცილის მოშორებას, როგორც მიწის გაწმენდის საშუალებას. 1950-იან წლებში შემუშავდა ღეროს მოშორების ინექცირება. ხელმიასწვდომი გახდა ომიდან დარჩენილი მძიმე ტექნიკა და მათ იყენებდნენ ხე-ტყის გასატანად ან მათ მოსაქაჩად და ორ მანქანას შორის მიბმას. ხე-ტყის კონტროლის ეს ორი მეთოდი, ფართოდ გავრცელებულ რამდენიმე ახალ საძოვრებთან ერთად წარმოადგენდა წმენდის საშუალებებს. 1980-იან წლებში შემუშავდა ნიადაგზე გამოყენებული მოსპობის მეთოდი, რომლის გამოყენება შესაძლებელი იყო ჭრის და თითოეული ხის ინექცირების გარეშე.

ხელოვნური წმენდის ბევრი გზა, კერძოდ მოქაჩვა, რომელიც იწვევს ხანძრის წარმოქმნას, სავანებში, რომლებიც ადაპტირებულია რეგენერაციასთან ხანძრის შემდეგ, ისე როგორც ბევრ ქუინსლენდის სავანაში, ავლენს მსგავს რეაქციას ხანძრის შემდეგ. ხეების წმენდა ბევრ სავანაში, მუხედავად იმისა, რომ იწვევს დრამტულ შემცირებას ბაზალურ ადგილას და ჩრდილის საფარში, ხშირად ცოცხლად ტოვებს ხე-მცენარეებს, რომელთა თავდაპირველი რაოდენობის ნახევარი ან მეტი ხშირად რჩება ევკალიპტების მოჭრის შემდეგ, მაშინაც კი თუ ეს ხეები 5 მეტრზე მეტ მანძილზე ფესვებიანად არის ამოთხრილი.

მცენარეების ეგზოტიკური ჯიშები

აკაციის სავანა, ტაიტას მთების ველური სამყაროს თავშესაფარი, კენია.

ეგზოტიკური მცენარეების ჯიშების რაოდენობა გვხდება სავანებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ხე-მცენარეების ჯიშები სერიოზული სარეველაა, როგორიცაა Prickly Acacia (Acacia nilotica), Rubbervine (Cryptostegia grandiflora), Mesquite (Prosopis spp.), Lantana (Lantana camara და L. montevidensis) და Prickly Pear (Opuntia spp.). ფოთლოვანი მცენარეების ნაირსახეობა ასევე გვხდება ამ ტყეებში, რომელიც მოიცავს როდეზიის ბალახს და სხვა მწვანულას ჯიშებს, ბუფელის ბალახს (Cenchrus ciliaris), Sporobolus pyramidalis, parthenium (Parthenium hysterophorus) და (Stylosanthes spp.) და სხვა პარკოსან მცენარეებს. ამ მცენარეებს აქვთ პოტენციალი მნიშვნელოვნად შეცვალონ მთელი მსოფლიოს სავანების სტრუქტურა და შემადგენლობა და ასეც მოხდა ბევრ ადგილას რამდენიმე პროცესის მეშვეობით, მათ შორის ხანძრის რეჟიმის შეცვლით, საძოვრების გაზრდით, კონკურენციით ეროვნულ ხე-მცენარეებთან და მანამდე ცარიელი ეკოლოგიური ნიშების დაკავებით. სხვა მცენარეების ჯიშები მოიცავს: თეთრ სალაბს, კოპლებიან კაკტუსს, ბამბის თესლს, როზმარინს.

კლიმატის ცვლილება

არსებობს შესაძლებლობა, რომ ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილება სათბურის გავლენის ფორმით შეიძლება იწვევდეს სავანის სტრუქტურის და ფუნქციის შეცვლას. ზოგიერთი ავტორის მოსაზრებით სავანები და ბალახის საფარი უფრო მეტად შემთვისებელი ხდება ხე-მცენარეების მიმართ, სათბურებით გამოწვეული კლიმატური ცვლილების შედეგად. თუმცა, ბოლოდროინდელმა შემთხვევამ გვიჩვენა, რომ სავანა ზრდის მის მრავალფეროვნებას ტყის ხარჯზე კლიმატის ცვლილების საპასუხოდ და არსებობს პოტენციალი მსგავსი სწრაფი, დრამატული ცვლილებისა მცენარეების გავრცელებაში, რაც გამოწვეულია კლიმატის გლობალური ცვლილებით, კერძოდ ეკოტონებში, როგორიცაა ასე ხშირად წარმოდგენილი სავანებით.

სავანის ეკორეგიონები

სავანის ეკორეგიონები რამდენიმე სხვადასხვა ტიპისაა:

ტროპიკული და სუბ-ტროპიკული სავანები კლასიფიცირდება ტროპიკული და სუბ-ტროპიკული ბალახით და ბუჩქებით დაფარული  მიწების მიხედვით ტროპიკულ და სუბ-ტროპიკულ ბალახის საფარად, სავანებად და ბუჩქნარების ბიომებად. აფრიკის სავანები, მათ შორის სერენგეთი, რომელიც ცნობილია თავისი ველური სამყაროთი, ტიპიურია ამ ტიპისთვის. ბრაზილიური სავანა (ცერნადო) ასევე შედის ამ კატეგორიაში, ცნობილია თავისი ეგზოტიკური და განსხვავებული ფლორით.

ზომიერი სავანები შუა-განედური სავანებია უფრო წვიმიანი ზაფხულებით და შედარებით მშრალი ზამთრებით. ისინი კლასიფიცირდება ზომიერი სავანების და ბუჩქნარების მიხედვით როგორც ზომიერი საძოვრები, სავანები და ბუჩქნარების ბიომები, რომლებიც მაგალითად ფარავს შეერთებული შტატების დიდი ველების უმეტესობას. (იხილეთ ისეთი ტერიტორიები, როგორიცაა ცენტრალური ტყის საძოვრების გადასვლა).

ხმელთაშუა ზღვის სავანები არის შუა-განედური სავანები ხმელთაშუა ზღვის კლიმატურ რეგიონებში, ზომიერი, წვიმიანი ზამთრებით და ცხელი, მშრალი ზაფხულებით, ხმელთაშუა ზღვის ტყეების, ტყის მასების და ბუჩქნარების ნაწილით. კალიფორნიის მუხის ხის სავანები, კალიფორნიის ჩაპარალი (ბუქნარი) და ტყის მასების ეკორეგიონი, შედის ამ კატეგორიაში.

წყლიანი სავანები, რომლებიც დატბორილია სეზონურად ან წლის განმავლობაში. ისინი კლასიფიცირდება წყლიან სავანებად, როგორიცაა დატბორილი საძოვრები და სავანების ბიომი, რომელიც გვხვდება უმეტესად ტროპიკებში და სუბ-ტროპიკებში.

მთაგორიანი სავანები მაღალი განედის სავანებია, რომლებიც მდებარეობს რამდენიმე ადგილას მსოფლიოს მაღალმთიან რეგიონებში, წარმოადგენს მთაგორიან საძოვრებს და ბუჩქნარების ბიომს. დაბლობი სავანები - ამის მაგალითია ანგოლის ციცაბო სავანა და ტყით დაფარული ადგილების ეკორეგიონი.