tropikebi - samxreTi tropiki

 

სამხრეთი ტროპიკი ან თხის რქის ტროპიკი - (ლათ. Tropic of Capricorn) (რუს. Южный тропик)

ერთ-ერთია ხუთი ძირითადი პარალელიდან, რომლებიც დედამიწის რუკებზე აღინიშნება. განლაგებულია ეკვატორიდან სამხრეთით 23°26′16″და განსაზღვრავს ყველაზე სამხრეთ განედს, რომელზეც მზეს შეუძლია შუადღისას ზენიტში ასვლა. ეს ხდება ზამთრის მზებუდობის მომენტში, როდესაც სამხრეთ ნახევარსფეროს ზედაპირზე მზის სხივების დაცემის კუთხე, რომელიც წლის განმავლობაში იცვლება მზის გარშემო დედამიწის ბრუნვის ღერძის დახრის გამო, მაქსიმალურია.

სამხრეთ ტროპიკის ჩრდილოეთ ეკვივალენტია ჩრდილოეთ ტროპიკი. სამხრეთ ტროპიკიდან სამხრეთით მდებარე არეს სუბტროპიკული და ზომიერი კლიმატი აქვს. ტერიტორიას, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ ტროპიკებს შორის მდებარეობს, ტროპიკები ეწოდება.

თხის რქის ტროპიკის სახელი წარმოიქმნა თხის რქის თანავარსკვლავედიდან, რომელშიც შედიოდა მზე ზამთრის მზებუდობისას 2 ათასი წლის წინ. ამჟამად ამ პერიოდში მზე მშვილდოსნის თანავარსკვლავედში იმყოფება, რაც განპირობებულია დღეღამტოლობის (ბუნიობის) პროცესის წინსწრებით. სიტყვა „ტროპიკი“ წარმოიშვა ბერძნული სიტყვიდან τροπικός  (მობრუნება), ანუ აღწერს მზის მოძრაობის „შემობრუნების“ პროცესს მზებუდობისას.

სამხრეთ ტროპიკის მდებარეობა არ არის ფიქსირებული, რადგან განსაზღვრების მიხედვით, გამოკიდებულია მზის გარშემო პლანეტის მოძრაობის ღერძის დახრაზე. 2000 წელს დახრის საშუალო მნიშვნელობა დაახლოებით 23°26′21″ურიდა, მაგრამ ემიწის ღერძის ნუტაციის, ასევე სხვადასხვა პერიოდულობის მქონე სხვა ციკლების გამო ტროპიკების ადგილმდებარეობა ოდნავ იცვლება. ამჟამად თხის რქის ტროპიკი, დედამიწის ღერძის მისი ტრაექტორიის სიბრტყის მიმართ დახრის კუთხის შემცირების გამო, ნელ-ნელა გადაადგილდება ეკვატორისკენ.

ზღვაში ტროპიკის გადაკვეთის დროს ხომალდზე ზოგჯერ ნეპტუნის დღესასწაულს მართავენ.

გეოგრაფია

გრინვინჩის მერიდიანიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობისას სამხრეთი ტროპიკი კვეთს:

ატლანტის ოკეანე  
ნამიბია  
ბოტსვანა  

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

 
მოზამბიკი  
ინდოეთის ოკეანე მოზამბიკის სრუტე
მადაგასკარი  
ავსტრალია დასავლეთ ავსტრალია, ჩრდილოეთი ტერიტორია, კუინზლენდი
წყნარი ოკეანე მარჯნის ზღვა
ჩილე  
არგენტინა  
პარაგვაი  
ბრაზილია