klimati - qariSxali

 

ქარიშხალი - (ინგ. storm) (რუს. Бу́ря, што́рм)

ქარიშხალი (შტორმი) – კრებითი დასახელება, რომელიც აღნიშნავს ძალიან ძლიერ ქარს (ასევე ძლიერ ღელვას ზღვაზე), რომელიც სხვადასხვა მიზეზით წარმოიქმნება დედამიწის სხვადასხვა რეგიონებში. ქარიშხლის დროს დედამიწის ზედაპირთან (გაზომვის სტანდარტულ სიმაღლეზე – დედამიწის ზედაპირიდან 6-12 მ-ის სიმაღლეზე) მქროლავი ქარის სიჩქარე სხვადასხვა წყაროს მონაცემებით 15-20 მ/წმ-ის და მეტის ტოლია. არსებობს თოვლიანი, ქვიშიანი და წყლიანი ქარიშხლები. ქარიშხლის დროს ქარის სიჩქარე ნაკლებია, ვიდრე გრიგალის დროს, თუმცა ქარიშხალს უფრო ხშირად ახლავს თან ქვიშის, მტვრის ან თოვლის გადატანა, რაც ზარალს აყენებს სოფლის მეურნეობას, საკომუნიკაციო გზებს და ეკონომიკის სხვა დარგებს.

მიზეზები

ქარიშხალი აღინიშნება:

ტროპიკული ან ტროპიკებსგარე ციკლონების გავლისას;
სმერჩის (ტრომბის, ტორნადოს) გავლისას;
შკვალის დროს – ქარის ხანმოკლე გაძლიერებისას, რომელიც ადგილობრივ ან ფრონტალურ ჭექა-ქუხილთან არის დაკავშირებული.

ქარიშხლები და გრიგალები ბოფორტის შკალით

ბოფორტის შკალის მიხედვით ქარიშხლებს მიეკუთვნება ქარები, რომელთა სიჩქარე 20 მ/წმ-ზე (9 ბალზე) მეტია, ხოლო გრიგალებს ქარები, რომელთა სიჩქარე აღემატება 32,6 მ/წმ-ს (12 ბალს). გარდა ამისა, ამ შკალით ერთმანეთისგან გამოირჩევა:

გრიგალები – ტროპიკული ციკლონები

ტერმინს „გრიგალი“ უფრო ვიწრო მნიშვნელობაც აქვს – ტროპიკული ციკლონი. წარმოშობის ადგილის მიხედვით ტროპიკული ციკლონები იყოფა:

სუბტროპიკულ შტორმად
ტროპიკულ შტორმად
გრიგალი (ატლანტის ოკეანი)
ტაიფუნი (წყნარი ოკეანე)

თუ ტროპიკული ციკლონის ქარის სიჩქარე აჭარბებს 60 კმ/სთ-ს, მას საკუთარ სახელს ანიჭებენ.

თოვლიანი გრიგალები

ამერიკელი მეცნიერების აზრით, ჩრდილოეთ განედებში მდებარე ოლქებისთვის თოვლიან გრიგალად შეიძლება ჩაითვალოს ზამთრის ძლიერი ქარი, რომლის დროსაც ქარის სიჩქარე აღწევს და აჭარბებს 15 მ/წთ-ს (56 კმ/სთ-ს). ამ დროს ჰაერის ტემპერატურა ეშვება -7°C-მდე და უფრო ქვევით. თოვლიანი ქარიშხლების გავრცელების ტერიტორია საკმაოდ ვრცელი შეიძლება იყოს.