atmosferuli naleqebi - mudmivi Tovli

 

მუდმივი თოვლი - (ინგ. ) (რუს. )

თოვლისა და ყინულის საფარი, რომელიც თბილი და ზომიერი ჰავის ქვეყნებში მთელი წლის განმავლობაში დევს მაღალი მთის მწვერვალებსა და ზეგნებზე, პოლარულ ქვეყნებში - დაბლობებზეც. მარადი თოვლის წარმოქმნისა და არსებობისათვის აუცილებელია, რომ არსებული რელიეფისა და ჰავის პირობებში წლის მანძილზე მოსული მყარი ნალექების რაოდენობა აღემატებოდეს მათ შესაძლო დნობასა და აორთქლებას. მარადი თოვლის მხოლოდ ზედა ფენაა თოვლი, მის ქვეშ კი ფენების დაწოლის გამო თოვლი ფირნად და ყინულადაა ქვეული. მარადი თოვლის ქვემო საზღვარს თოვლის მიჯნა ეწოდება.